24 აპრილი, ოთხშაბათი, 2024

კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბა არა­ქარ­თუ­ლე­ნო­ვა­ნი სკო­ლი­სა და სექ­ტო­რის მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის

spot_img


ნი­ნო ქვა­რი­ა­ნი
სსიპ ბოლ­ნი­სის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ მუხ­რა­ნას სა­ჯა­რო სკო­ლის ქარ­თუ­ლი, რო­გორც მე­ო­რე ენის პე­და­გო­გი

 

 

ქარ­თუ­ლი ენის, რო­გორც სა­ხელ­მ­წი­ფო ენის სწავ­ლე­ბა არა­ქარ­თუ­ლე­ნო­ვა­ნი მო­სახ­ლე­ო­ბის­თ­ვის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი გა­მოწ­ვე­ვაა. არა­ქარ­თუ­ლე­ნო­ვა­ნი სკო­ლე­ბის/სექ­ტო­რე­ბის ქარ­თუ­ლი ენის მას­წავ­ლებ­ლე­ბის­თ­ვის არ­სე­ბობს მე­თო­დი­კუ­რი ლი­ტე­რა­ტუ­რა, რო­მე­ლიც მეტ-ნაკ­ლე­ბად გვეხ­მა­რე­ბა შე­დე­გე­ბის მიღ­წე­ვა­ში. მე­სა­მე თა­ო­ბის ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მა ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლია პრო­ცეს­ზე, რო­მე­ლიც მი­ზან­მი­მარ­თუ­ლია საგ­ნის/საგ­ნე­ბის ში­ნა­არ­ს­სა და სას­წავ­ლო მიზ­ნებ­ზე.
ვიდ­რე კონ­კ­რე­ტულ მა­გა­ლით­ზე ვი­სა­უბ­რებ, მა­ნამ­დე კო­ლე­გებს შე­ვახ­სე­ნებ, რომ სწავ­ლე­ბა ეფექ­ტი­ა­ნი მა­ში­ნაა, რო­ცა ის ნაც­ნობ კონ­ტექსტს (თე­მას) ეფუძ­ნე­ბა. ძი­რი­თა­დი თე­მა­ტუ­რი ბლო­კე­ბი და სას­წავ­ლო თე­მე­ბი არა­ქარ­თუ­ლე­ნო­ვა­ნი სკო­ლე­ბის/სექ­ტო­რე­ბის V-VI კლა­სე­ბის­თ­ვის ასეა გან­საზღ­ვ­რუ­ლი:
1. მე და სამ­ყა­რო:
♦ სა­კუ­თა­რი თა­ვის შე­სა­ხებ (პი­რა­დი მო­ნა­ცე­მე­ბი, საქ­მი­ა­ნო­ბა)
♦ სახ­ლი და უახ­ლო­ე­სი გა­რე­მო (ოჯა­ხი და ნა­თე­სა­ვე­ბი; მე­გობ­რე­ბი და ახ­ლობ­ლე­ბი; პრო­ფე­სი­უ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბა/ხე­ლო­ბა)
♦ ყო­ველ­დღი­უ­რი ცხოვ­რე­ბა (სკო­ლა და სას­კო­ლო აქ­ტი­ვო­ბე­ბი; დღის რე­ჟი­მი – დი­ლით/შუ­ადღი­სას/სა­ღა­მოს; ყო­ველ­დღი­უ­რი ყო­ფი­თი საქ­მი­ა­ნო­ბა)
♦ თა­ვი­სუ­ფა­ლი დრო, გარ­თო­ბა (დას­ვე­ნე­ბა, სე­ირ­ნო­ბა; დღე­სას­წა­უ­ლე­ბი; გა­რე­მო/ბუ­ნე­ბა; სტუმ­რად წას­ვ­ლა)
♦ ინ­ტე­რე­სე­ბი (ჰო­ბი; ლაშ­ქ­რო­ბა/მოგ­ზა­უ­რო­ბა; მუ­სი­კა და სპორ­ტი).
2. სო­ცი­ო­კულ­ტუ­რა და კულ­ტუ­რა:
♦ დღე­სას­წა­უ­ლე­ბი და ტრა­დი­ცი­ე­ბი (ფეს­ტი­ვა­ლე­ბი, კარ­ნა­ვა­ლე­ბი; შე­სა­ბა­მი­სი აქ­სე­სუ­ა­რე­ბი; რი­ტუ­ა­ლე­ბი)
♦ წეს-ჩვე­უ­ლე­ბე­ბი (ყო­ფით სი­ტუ­ა­ცი­ებ­ში ქცე­ვე­ბი და ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი)
♦ ტრა­დი­ცი­უ­ლი სა­ბავ­შ­ვო თა­მა­შე­ბი, პერ­სო­ნა­ჟე­ბი
♦ სა­ხელ­მ­წი­ფო სიმ­ბო­ლი­კა და ყო­ფი­თი რე­ა­ლი­ე­ბი
♦ ღირ­ს­შე­სა­ნიშ­ნა­ო­ბე­ბი.
თი­თო­ე­უ­ლი თე­მის სწავ­ლა-სწავ­ლე­ბას, და­ახ­ლო­ე­ბით, 20-25 სა­ა­თი ეთ­მო­ბა და ყვე­ლა თე­მა­ში მუ­შავ­დე­ბა ის შე­დე­გე­ბი, რომ­ლე­ბიც გან­საზღ­ვ­რუ­ლია საგ­ნის­თ­ვის – ქარ­თუ­ლი ენა (არა­ქარ­თუ­ლე­ნო­ვა­ნი სკო­ლე­ბის­თ­ვის/სექ­ტო­რე­ბის­თ­ვის). აქ­ვე დავ­ძენ, რომ სა­ა­თობ­რი­ვი გა­და­ნა­წი­ლე­ბა არ არის მკაც­რად გან­საზღ­ვ­რუ­ლი და, კლა­სის სა­ჭი­რო­ე­ბე­ბის მი­ხედ­ვით, მას­წავ­ლე­ბე­ლი გან­საზღ­ვ­რავს დრო­ის მე­ნეჯ­მენტს. სას­წავ­ლო თე­მე­ბი, შე­საძ­ლოა, გა­ვი­მე­ო­როთ დაწყე­ბი­თი სა­ფე­ხუ­რის მე­ო­რე ქვე­სა­ფე­ხუ­რის ორი­ვე კლას­ში. თე­მებ­ზე დაყ­რ­დ­ნო­ბი­თა და კონ­ტექ­ს­ტის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, მუ­შავ­დე­ბა მოკ­ლე­ვა­დი­ა­ნი, სა­შუ­ა­ლო­ვა­დი­ა­ნი და გრძელ­ვა­დი­ა­ნი მიზ­ნე­ბი. ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში, ვი­სა­უბ­რებ მხო­ლოდ ეფექ­ტი­ან აქ­ტი­ვო­ბა­ზე, რო­მე­ლიც გა­მოგ­ვად­გე­ბა თე­მის­თ­ვის „სახ­ლი და უახ­ლო­ე­სი გა­რე­მო (ოჯა­ხი და ნა­თე­სა­ვე­ბი; მე­გობ­რე­ბი და ახ­ლობ­ლე­ბი; პრო­ფე­სი­უ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბა/ხე­ლო­ბა)“.
ამ აქ­ტი­ვო­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში, პრი­ო­რო­ტე­ტულ მიზ­ნად ვი­სა­ხავთ ცნე­ბას სა­მეტყ­ვე­ლო ქმე­დე­ბა, ქვეც­ნე­ბებს – ფუნ­ქ­ცი­უ­რი სა­მეტყ­ვე­ლო აქ­ტე­ბი, სი­ტუ­ა­ცი­უ­რი მა­ხა­სი­ა­თებ­ლე­ბი და ქვე­სა­კითხებს – ინ­ტე­რაქ­ცია ინ­ფორ­მა­ცი­ის მო­სა­პო­ვებ­ლად (პი­რა­დი მო­ნა­ცე­მე­ბის გაც­ვ­ლა (ვი­ნა­ო­ბა, ასა­კი, ეროვ­ნე­ბა, სა­და­უ­რო­ბა, საცხოვ­რე­ბე­ლი ად­გი­ლი, ტე­ლე­ფო­ნის ნო­მე­რი); ადა­მი­ა­ნის/ცხო­ვე­ლის/საგ­ნის აღ­წე­რა/და­ხა­სი­ა­თე­ბა (გა­რეგ­ნო­ბა, ფე­რი, ფორ­მა, ზო­მა…); თა­რი­ღის, ჯან­მ­რ­თე­ლო­ბის, ამინ­დის გა­გე­ბა; სა­კუ­თა­რი ან სხვი­სი ყო­ველ­დღი­უ­რი საქ­მი­ა­ნო­ბა) და კო­მუ­ნი­კა­ცი­ის მი­ზა­ნი, კო­მუ­ნი­კა­ცი­ის თე­მა; კო­მუ­ნი­კა­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი.
თუ ამ თე­მას მე­ხუ­თე ან მე­ექ­ვ­სე კლას­ში გა­მო­ვი­ყე­ნებთ, მა­შინ კომ­პ­ლექ­სურ და­ვა­ლე­ბად (პრო­დუქ­ტად) ვარ­ჩევთ ილუს­ტ­რი­რე­ბუ­ლი ტექ­ს­ტის შექ­მ­ნას (თე­მაც, ბუ­ნებ­რი­ვია, რჩე­ბა „სახ­ლი და უახ­ლო­ე­სი გა­რე­მო (ოჯა­ხი და ნა­თე­სა­ვე­ბი; მე­გობ­რე­ბი და ახ­ლობ­ლე­ბი; პრო­ფე­სი­უ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბა/ხე­ლო­ბა)“.
რო­ცა მოს­წავ­ლე­თა უმე­ტე­სო­ბას მწი­რი ლექ­სი­კუ­რი მა­რა­გი აქვს და გრა­მა­ტი­კულ კა­ნონ­ზო­მი­ე­რე­ბებ­საც ვერ ფლო­ბენ სა­თა­ნა­დოდ, ვი­ცავთ პრინ­ციპს – მარ­ტი­ვი­დან რთუ­ლის­კენ.
ზო­გა­დად, კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბის შეს­რუ­ლე­ბამ­დე, გავ­დი­ვართ ორ ეტაპს: და­ვა­ლე­ბის პი­რო­ბის გაც­ნო­ბა­სა და და­ვა­ლე­ბის ში­ნა­არ­ს­ზე მუ­შა­ო­ბას. ორი­ვე ეტაპ­ზე იმ­დენ აქ­ტი­ვო­ბას გა­მო­ვი­ყე­ნებთ, რამ­დე­ნიც დაგ­ვეხ­მა­რე­ბა სა­კითხის და­საძ­ლე­ვად (ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში, ილუს­ტ­რი­რე­ბუ­ლი ტექ­ს­ტის შექ­მ­ნა სახ­ლ­სა და უახ­ლო­ეს გა­რე­მო­ზე).
არა­ქარ­თუ­ლე­ნო­ვა­ნი სკო­ლე­ბის/სექ­ტო­რე­ბის მას­წავ­ლებ­ლებ­მა, ქარ­თუ­ლი ენის სწავ­ლე­ბი­სას, პირ­ვე­ლი, რაც უნ­და და­ვი­მახ­სოვ­როთ, ეს არის მოს­წავ­ლე­თა გან­ვი­თა­რე­ბის უახ­ლო­ე­სი ზო­ნა. ვთქვათ, პი­რო­ბის გაც­ნო­ბის დროს, ეფექ­ტი­ა­ნია კითხ­ვა-პა­სუ­ხის რე­ჟი­მი, რა იცი­ან სახ­ლ­ზე, ოჯა­ხის წევ­რებ­ზე, გა­რე­მოც­ვა­ზე, მათ პრო­ფე­სი­ებ­ზე, ში­ნა­ურ ცოხ­ვე­ლებ­ზე. შემ­დეგ კი შევ­თა­ვა­ზოთ ასე­თი რამ, მო­ა­ხერ­ხე­ბენ თუ არა ილუს­ტ­რი­რე­ბუ­ლი ტექ­ს­ტე­ბის შექ­მ­ნას ამა­ვე თე­მა­ზე. რო­ცა ისი­ნი გვეტყ­ვი­ან, რა შე­უძ­ლი­ათ და­მო­უ­კი­დებ­ლად და რა­ში ესა­ჭი­რო­ე­ბათ დახ­მა­რე­ბა, ამის მე­რე ვგეგ­მავთ მე­ო­რე ეტა­პის აქ­ტი­ვო­ბებს. სა­ი­ლუს­ტ­რა­ცი­ოდ გა­მო­ვი­ყე­ნოთ ასე­თი ფო­ტო­მა­სა­ლა (ინ­ტერ­ნეტ­სივ­რ­ცე­ში მრა­ვა­ლი ამ­გ­ვა­რი ფო­ტოა, მათ შო­რის, ისე­თე­ბიც, რომ­ლებ­ზეც, ადა­მი­ა­ნე­ბის გარ­და, წარ­მოდ­გე­ნი­ლი იქ­ნე­ბა სახ­ლი, ეზო, ში­ნა­უ­რი ცხო­ვე­ლე­ბი).


კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბის შეს­რუ­ლე­ბამ­დე, მე­ო­რე ეტა­პის­თ­ვის, შევ­თა­ვა­ზოთ ბავ­შ­ვებს მარ­ტი­ვი სქე­მე­ბის შევ­სე­ბა:
ვი­ნა­ო­ბა –
ასა­კი –
ეროვ­ნე­ბა –
სა­და­უ­რო­ბა –
საცხოვ­რე­ბე­ლი ად­გი­ლი –
ტე­ლე­ფო­ნის ნო­მე­რი –
ადა­მი­ა­ნის და­ხა­სი­ა­თე­ბა – გა­რეგ­ნო­ბის აღ­წე­რა, თვი­სე­ბე­ბი, მდგო­მა­რე­ო­ბა (ჯან­მ­რ­თე­ლო­ბის, ქო­ნებ­რი­ვი…), ჩაც­მუ­ლო­ბა –
საქ­მი­ა­ნო­ბა – თუ ცხო­ვე­ლებს, ეზოს, სახლს შე­ვე­ხე­ბით, მა­შინ სხვა ტი­პის ინ­ფორ­მა­ცია შეგ­როვ­დე­ბა.
ინ­ფორ­მა­ცი­ის შეგ­რო­ვე­ბის­თ­ვის ვი­ყე­ნებთ და­ფას, კომ­პი­უ­ტე­რულ ტექ­ს­ტურ რე­დაქ­ტორს, ფლიპ­ჩარტს…
ამ აქ­ტი­ვო­ბის შეს­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, მარ­ტი­ვი წი­ნა­და­დე­ბე­ბის გა­სა­მარ­თა­ვად, სა­ჭი­როა ახა­ლი აქ­ტი­ვო­ბის და­გეგ­მ­ვა იმ ლექ­სი­კუ­რი ერ­თე­უ­ლე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით, რომ­ლებ­ზეც ვი­მუ­შა­ვეთ, მა­გა­ლი­თად, პა­პას ჰქვია ახ­მე­დი. ის 70 წლი­საა. ეროვ­ნე­ბით აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლია (ან სხვა რო­მე­ლი­მე ეთ­ნო­სი). პა­პა ახ­მე­დი ცხოვ­რობს ბოლ­ნის­ში, სოფ. მუხ­რა­ნა­ში (წალ­კა­ში, დმა­ნის­ში…). ტე­ლე­ფონს არ იყე­ნებს. აც­ვია თბი­ლად. თეთ­რი თმა აქვს. უყ­ვარს სა­უ­ბა­რი. ჯან­მ­რ­თე­ლია. მა­ღა­ზი­ი­დან ამო­აქვს პრო­დუქ­ტე­ბი და სახ­ლის და­ლა­გე­ბა­ში ეხ­მა­რე­ბა ბე­ბი­ას.
ასე­თი­ვე მა­გა­ლითს, და­მო­უ­კი­დებ­ლად ან გუნ­დუ­რად, შექ­მ­ნი­ან ბავ­შ­ვე­ბი კლას­ში. ამის შემ­დეგ, ეძ­ლე­ვათ და­ვა­ლე­ბა შე­სას­რუ­ლებ­ლად. ყვე­ლა ბავშვს, და­ვა­ლე­ბის წარ­დ­გე­ნის დროს, ვაძ­ლევთ გან­მა­ვი­თა­რე­ბელ უკუ­კავ­შირს. აუცი­ლებ­ლად უნ­და გვქონ­დეს გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი ისიც, თუ ვის­თ­ვის იქ­მ­ნე­ბა და­ვა­ლე­ბა. ეს მკა­ფი­ოდ უნ­და ახ­სოვ­დეთ ბავ­შ­ვებს და ად­რე­სა­ტი შე­იძ­ლე­ბა იყოს თა­ნა­ტო­ლი, უმ­ც­როს­კ­ლა­სე­ლი, უფ­რო­სი… სა­კო­მუ­ნი­კა­ციო და­ნიშ­ნუ­ლე­ბის გა­მოკ­ვე­თით, კი­დევ უფ­რო მე­ტი მო­ტი­ვა­ცია ყა­ლიბ­დე­ბა კლას­ში. რაც შე­ე­ხე­ბა და­ვა­ლე­ბის შეს­რუ­ლე­ბის ფორ­მას, ის შე­იძ­ლე­ბა იყოს ციფ­რუ­ლი და მა­ტე­რი­ა­ლუ­რი. ციფ­რუ­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ის გა­მო­ყე­ნე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში, ბავშვს ციფ­რუ­ლი წიგ­ნი­ე­რე­ბაც უვი­თარ­დე­ბა, მარ­ტი­ვია და­ვა­ლე­ბის რე­დაქ­ტი­რე­ბა, გა­ზი­ა­რე­ბა, სხვა­დას­ხ­ვა სივ­რ­ცე­ში ატ­ვირ­თ­ვა. ბუ­ნებ­რი­ვია, და­დე­ბი­თი მხა­რე­ე­ბი აქვს ამ­გ­ვა­რი და­ვა­ლე­ბის მა­ტე­რი­ა­ლუ­რად შექ­მ­ნა­საც, რა­ზეც, ამ ეტაპ­ზე, ყუ­რადღე­ბას არ შე­ვა­ჩე­რებ. და­ინ­ტე­რე­სე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში, კო­ლე­გებს აუცი­ლებ­ლად მი­ვაწ­ვ­დი სხვა თე­მა­ტურ ერ­თე­ულ­ზე შექ­მ­ნილ მა­სა­ლას, რო­მე­ლიც პრაქ­ტი­კულ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში გა­მო­ად­გე­ბათ.

 

 

 

 

 

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები