20 აპრილი, შაბათი, 2024

კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბა და მუ­სი­კის სწავ­ლე­ბის თა­ნა­მედ­რო­ვე მიდ­გო­მე­ბი

spot_img

მა­დო­ნა ბო­ბო­ხი­ძე
წყალ­ტუ­ბოს №3 სა­ჯა­რო სკო­ლის წამ­ყ­ვა­ნი პე­და­გო­გი, მესამე თა­ო­ბის ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მის და­ნერ­გ­ვი­სა და გან­ვი­თა­რე­ბის სპე­ცი­ა­ლის­ტი, მუ­სი­კის საგ­ნობ­რი­ვი ექ­ს­პერ­ტი, სსიპ გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რის ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის საგ­ნობ­რი­ვი ექ­ს­პერ­ტი

 

წი­ნამ­დე­ბა­რე სტა­ტი­ა­ში წარ­მოდ­გე­ნი­ლია მუ­სი­კის სწავ­ლე­ბის თა­ნა­მედ­რო­ვე მიდ­გო­მე­ბი, ჩემ მი­ერ მე­ხუ­თე კლას­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბის მა­გა­ლით­ზე. კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბა წარ­მო­ად­გენს მე­სა­მე თა­ო­ბის ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მის და­ნერ­გ­ვის პრო­ცე­სის – „ახა­ლი სკო­ლის მო­დე­ლის“ ფარ­გ­ლებ­ში შექ­მ­ნილ რე­სურსს, რომ­ლის ავ­ტო­რი­ცაა გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მე­ბის სამ­მარ­თ­ვე­ლოს მუ­სი­კის ექ­ს­პერ­ტი და­ვით ზა­თი­აშ­ვი­ლი.

კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბა, რო­მე­ლიც შექ­მ­ნი­ლია თე­მა­ზე – „ზღაპ­რუ­ლი სამ­ყა­რო მუ­სი­კა­ში“, პირ­ვე­ლი თე­მა­ტუ­რი ბლო­კი­და­ნაა – „რე­ა­ლუ­რი და წარ­მო­სახ­ვი­თი სამ­ყა­რო მუ­სი­კა­ში“ და გა­დის სა­კითხ­ზე – „მუ­სი­კით თხრო­ბა, ამ­ბის მო­ყო­ლა“. აღ­ნიშ­ნუ­ლი კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბა მიზ­ნად ისა­ხავს სა­მიზ­ნე ცნე­ბას – მუ­სი­კის და­მუ­შა­ვე­ბა. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, დაწყე­ბით სა­ფე­ხურ­ზე მხო­ლოდ ერ­თი გრძელ­ვა­დი­ა­ნი მი­ზა­ნი გვაქვს – სა­მიზ­ნე ცნე­ბა მუ­სი­კა, რო­მე­ლიც ქვეც­ნე­ბე­ბის მთე­ლი სპექ­ტ­რი­თაა წარ­მოდ­გე­ნი­ლი. ქვეც­ნე­ბე­ბი გვეხ­მა­რე­ბა ცნე­ბის უკეთ გა­აზ­რე­ბა­ში, ცნე­ბის გა­აზ­რე­ბით კი ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მის მუს.დაწყ. (I). 1; 2; 4; 5. შე­დე­გებ­ზე გავ­დი­ვართ (ამ კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში).

მუს.დაწყ.(I).1. გა­რე­სამ­ყა­რო­ში ბუ­ნებ­რი­ვად არ­სე­ბუ­ლი და ხე­ლოვ­ნუ­რად შექ­მ­ნი­ლი ხმის, ბგე­რის, ხმა­უ­რის, მღე­რის და მუ­სი­კა­ლუ­რი ენის ცალ­კე­უ­ლი ელე­მენ­ტე­ბის (მაგ.: რიტ­მის, ტემ­პის, მე­ლო­დი­ის და ა.შ.) გა­მო­ყე­ნე­ბა გარ­კ­ვე­უ­ლი ემო­ცი­უ­რი მდგო­მა­რე­ო­ბის გად­მო­სა­ცე­მად;

მუს.დაწყ.(I).2. ხმის, ხმა­უ­რის, მღე­რის და მუ­სი­კა­ლუ­რი ელე­მენ­ტე­ბის (მაგ.: რიტ­მის, ტემ­პის, მე­ლო­დი­ის და ა.შ.) მეშ­ვე­ო­ბით გა­რე­სამ­ყა­როს ასახ­ვა;

მუს.დაწყ.(I).4. მხატ­ვ­რუ­ლი სა­ხის შექ­მ­ნა­ში მუ­სი­კა­ლუ­რი ენის ცალ­კე­უ­ლი ელე­მენ­ტე­ბის (მაგ.: რიტ­მის, ტემ­პის, მე­ლო­დი­ის და ა.შ.) რო­ლის გან­საზღ­ვ­რა მუ­სი­კა­ლუ­რი ნა­წარ­მო­ე­ბის ინ­ტერ­პ­რე­ტი­რე­ბის­თ­ვის;

მუს.დაწყ.(I).5. ნა­წარ­მო­ე­ბის ინ­ტერ­პ­რე­ტი­რე­ბის­თ­ვის ცალ­კე­ულ მუ­სი­კა­ლურ ელე­მენტს (მაგ.: რიტმს, ტემპს, მე­ლო­დი­ას და ა.შ.), ხმა­ურ­სა და ვი­ზუ­ა­ლურ რიგს შო­რის ასო­ცი­ა­ცი­უ­რი კავ­ში­რე­ბის გაბ­მა;

ამა­ზეა აგე­ბუ­ლი მუ­სი­კის სწავ­ლე­ბის კონ­ცეფ­ცია, ხო­ლო ყო­ვე­ლი­ვე ამის უკეთ გაც­ნო­ბი­ე­რე­ბა­ში  ის სა­მი მკვიდ­რი წარ­მოდ­გე­ნა გვეხ­მა­რე­ბა, რო­მე­ლიც  დაწყე­ბით სა­ფე­ხურ­ზე გვაქვს.

მუ­სი­კა მო­ი­ცავს ყვე­ლა­ფერს, რაც გვეს­მის (ხმა, ხმა­უ­რი), რაც ატა­რებს თა­ვის თავ­ში გან­წყო­ბას, ში­ნა­არსს და იწ­ვევს ჩვენ­ში გარ­კ­ვე­ულ გან­ც­დას;
ხმა, ხმა­უ­რი, მე­ლო­დია, რიტ­მი, ჰარ­მო­ნია და ფორ­მა მუ­სი­კის მთა­ვა­რი მა­ხა­სი­ა­თებ­ლე­ბია;
მუ­სი­კა­ლურ ნა­წარ­მო­ებს აქვს და­საწყი­სი, შუა ნა­წი­ლი და და­სას­რუ­ლი.

მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მის და­ნერ­გ­ვის პრო­ცეს­ში მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ად­გი­ლი უჭი­რავს კომ­პ­ლექ­სურ და­ვა­ლე­ბას. ამი­ტომ, რო­დე­საც ვიწყებთ მას­ზე მუ­შა­ო­ბას, უპირ­ვე­ლე­სად, მოს­წავ­ლე­ებს ვაც­ნობთ კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბის პი­რო­ბას. პი­რო­ბის და­ა­ნონ­სე­ბის­თა­ნა­ვე, კითხ­ვა-პა­სუ­ხის მე­თო­დის გა­მო­ყე­ნე­ბით, ვცდი­ლობ, მოს­წავ­ლე­ე­ბი­სა­გან უკუ­კავ­ში­რი მი­ვი­ღო, რა­თა დავ­რ­წ­მუნ­დე, რომ მათ სწო­რად გა­ი­გეს და­ვა­ლე­ბის პი­რო­ბა, რა და რო­გორ უნ­და შე­ას­რუ­ლონ და რა შე­მოქ­მე­დე­ბი­თი პრო­დუქ­ტით უნ­და და­ა­დას­ტუ­რონ თა­ვი­ან­თი ცოდ­ნა შეს­წავ­ლი­ლი სა­კითხის ირ­გ­ვ­ლივ. მო­ცე­მუ­ლი კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბის პი­რო­ბა შემ­დე­გია: მო­ცე­მუ­ლი ტექ­ს­ტის თი­თო­ე­ულ წი­ნა­და­დე­ბას შე­ურ­ჩი­ეთ მუ­სი­კა­ლუ­რი ფრაგ­მენ­ტი, გა­აჟ­ღე­რეთ ეს ფრაგ­მენ­ტე­ბი სწო­რი თან­მიმ­დევ­რო­ბით და წა­ი­კითხეთ ტექ­ს­ტი კლა­სის წი­ნა­შე.

  1. იყო და არა იყო რა, ერთ სო­ფელ­ში, დედ-მა­მას­თან ერ­თად, მხი­ა­რუ­ლი ბი­ჭი იაკო­ბი ცხოვ­რობ­და.
  2. ერთ დღეს იაკო­ბი მა­მას ბა­ზარ­ში ბოს­ტ­ნე­უ­ლის გა­სა­ყი­დად გაჰ­ყ­ვა.
  3. სა­ი­დან­ღაც გაჩ­ნ­და უშ­ნო დე­და­ბე­რი. მან მა­თი ბოს­ტ­ნე­უ­ლი და­ი­წუ­ნა და ორი­ვეს ჩხუ­ბი და­უწყო.
  4. იაკო­ბი უხე­შად შე­ე­პა­სუ­ხა დე­და­ბერს და დას­ცი­ნა.
  5. ამის შემ­დეგ დე­და­ბერ­მა იაკო­ბი ჯუ­ჯა ცხვი­რად აქ­ცია.
  6. მის­მა ყვე­ლა­ზე ახ­ლო­ბელ­მა ადა­მი­ა­ნებ­მა – სა­კუ­თარ­მა დედ-მა­მა­მაც ვერ იც­ნო ის და სახ­ლი­დან გა­აგ­დო.
  7. ბი­ჭუ­ნა იმ­დე­ნად ძლი­ე­რი და კე­თი­ლი ბუ­ნე­ბის აღ­მოჩ­ნ­და, რომ თვით ბო­როტ და ძლი­ერ ჯა­დო­ქარს სძლია და თა­ვი­სი პირ­ვან­დე­ლი სა­ხე და­იბ­რუ­ნა.

აქ ზღა­პა­რი „ჯუ­ჯა ცხვი­რა“ წარ­მოდ­გე­ნი­ლია შვი­დი წი­ნა­და­დე­ბით. მოს­წავ­ლე­ებ­მა ყუ­რადღე­ბით უნ­და წა­ი­კითხონ და გა­ი­აზ­რონ წი­ნა­და­დე­ბე­ბი, შემ­დეგ მო­ის­მი­ნონ შვი­დი მუ­სი­კა­ლუ­რი ფრაგ­მენ­ტი და ეს ფრაგ­მენ­ტე­ბი, ში­ნა­არ­სობ­რი­ვად და ემო­ცი­უ­რად, წი­ნა­და­დე­ბებს და­უ­კავ­ში­რონ. შე­საძ­ლე­ბე­ლია, მოს­წავ­ლე­ებ­მა ფრაგ­მენ­ტე­ბი წი­ნა­და­დე­ბებ­თან გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლად და­ა­კავ­ში­რონ, მთა­ვა­რია, ახ­ს­ნან მუ­სი­კის რა მა­ხა­სი­ა­თებ­ლე­ბის მი­ხედ­ვით გა­ა­კე­თეს ეს. და­ვა­ლე­ბის უკეთ შეს­რუ­ლე­ბი­სათ­ვის, მოს­წავ­ლე­ებს ინ­ს­ტ­რუქ­ცი­ას და შე­ფა­სე­ბის კრი­ტე­რი­უ­მებს ვთა­ვა­ზობთ.

კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბის პი­რო­ბის გაც­ნო­ბის შემ­დეგ, უშუ­ა­ლოდ სა­ე­ტა­პო აქ­ტი­ვო­ბებ­ზე მუ­შა­ო­ბა იწყე­ბა. პირ­ვე­ლი სა­ე­ტა­პო აქ­ტი­ვო­ბის მი­ზა­ნია მოს­წავ­ლე­თა წი­ნა­რე ცოდ­ნის გა­აქ­ტი­უ­რე­ბა და ცნო­ბის­მოყ­ვა­რე­ო­ბის აღ­ძ­ვ­რა. წი­ნა­და­დე­ბით – „იყო და არა იყო რა“ – ჩვენ ისი­ნი მუ­სი­კის ზღაპ­რულ სამ­ყა­რო­ში შეგ­ვ­ყავს. ამ ეტაპ­ზე, მოს­წავ­ლე­ებს სამ მუ­სი­კა­ლურ ფრაგ­მენტს ვთა­ვა­ზობთ. მათ ყუ­რადღე­ბით უნ­და მო­ის­მი­ნონ ეს ფრაგ­მენ­ტე­ბი და წი­ნა­და­დე­ბებ­თან და­ა­კავ­ში­რონ. და­ვა­ლე­ბის შეს­რუ­ლე­ბა­ში ის და­მა­ტე­ბი­თი კითხ­ვე­ბი და­ეხ­მა­რე­ბა, რო­მელ­თაც ჩვენ მათ ვთა­ვა­ზობთ. კითხ­ვე­ბი იმ­გ­ვა­რა­დაა ფორ­მუ­ლი­რე­ბუ­ლი, რომ ცოდ­ნის სა­მი­ვე კა­ტე­გო­რი­ას ფა­რავს – რო­გორც დეკ­ლა­რა­ტი­ულს, ასე­ვე პრო­ცე­დუ­რულ­სა და პი­რო­ბი­სე­ულს და ნე­ბის­მი­ე­რი მზა­ო­ბის მქო­ნე მოს­წავ­ლის სრულ­ფა­სო­ვან ჩარ­თ­ვას უზ­რუნ­ველ­ყოფს სას­წავ­ლო პრო­ცეს­ში.

წი­ნა­რე ცოდ­ნის გა­აქ­ტი­უ­რე­ბის შემ­დეგ, უშუ­ა­ლოდ ცოდ­ნის კონ­ს­ტ­რუ­ი­რე­ბის პრო­ცე­სი იწყე­ბა. ამ ეტა­პის მთა­ვა­რი საკ­ვან­ძო კითხ­ვაა – შე­იძ­ლე­ბა თუ არა მუ­სი­კით პერ­სო­ნა­ჟის აღ­წე­რა? ჩვენ მოს­წავ­ლე­ებს ვთა­ვა­ზობთ ცნო­ბი­ლი რუ­სი კომ­პო­ზი­ტო­რის, ა. ლი­ა­დო­ვის სიმ­ფო­ნი­ურ სუ­რათს „კი­კი­მო­რა“. ვას­მე­ნი­ნებთ პერ­სო­ნა­ჟის მუ­სი­კა­ლურ და­ხა­სი­ა­თე­ბას და ვთა­ვა­ზობთ კითხ­ვებს, რომ­ლის დახ­მა­რე­ბი­თაც, ისი­ნი შეძ­ლე­ბენ, წი­ნას­წარ გა­მოთ­ქ­ვან ვა­რა­უ­დე­ბი ამ პერ­სო­ნაჟ­თან და­კავ­ში­რე­ბით. მინ­და აღ­ვ­ნიშ­ნო, რომ ჩე­მი მოს­წავ­ლე­ე­ბი ზღაპ­რის ამ პერ­სო­ნაჟს არ იც­ნობ­დ­ნენ. შე­თა­ვა­ზე­ბუ­ლი აქ­ტი­ვო­ბე­ბის შე­დე­გად, მი­ვიდ­ნენ სა­ერ­თო შე­თან­ხ­მე­ბამ­დე, რომ კი­კი­მო­რა აუცი­ლებ­ლად მდედ­რო­ბი­თი სქე­სის, პა­ტა­რა, სხარ­ტი, გამ­ხ­და­რი, უშ­ნო სა­ხის უარ­ყო­ფი­თი პერ­სო­ნა­ჟია. ამ დას­კ­ვ­ნამ­დე ისი­ნი კი­კი­მო­რას მუ­სი­კა­ლურ და­ხა­სი­ა­თე­ბა­ში არ­სე­ბულ­მა მოძ­რავ­მა რიტ­მ­მა, დი­სო­ნან­სურ­მა ჟღე­რა­დო­ბამ, მე­ლო­დი­ა­ში არ­სე­ბულ­მა მკვეთ­რ­მა ნახ­ტო­მებ­მა მი­იყ­ვა­ნა.

კი­დევ უფ­რო სა­ინ­ტე­რე­სო ხდე­ბა და­ვა­ლე­ბა, რო­დე­საც გა­დავ­დი­ვართ მის შემ­დ­გომ ეტაპ­ზე, რომ­ლის მთა­ვა­რი საკ­ვან­ძო შე­კითხ­ვაა – შე­იძ­ლე­ბა თუ არა მუ­სი­კით მთლი­ა­ნად ზღაპ­რის მო­ყო­ლა? მოს­წავ­ლე­თა პა­სუ­ხი ამ კითხ­ვა­ზე, ერ­თ­მ­ნიშ­ვ­ნე­ლოვ­ნად, და­დე­ბი­თი იყო. ამ ეტაპ­ზე, მათ მთლი­ა­ნად ვთა­ვა­ზობთ ზღა­პარს კი­კი­მო­რა­ზე, ხუთ წი­ნა­და­დე­ბა­ში. თი­თო­ე­ულ წი­ნა­და­დე­ბას ორი მუ­სი­კა­ლუ­რი ფრაგ­მენ­ტი ახ­ლავს. მოს­წავ­ლე­ებ­მა მო­ცე­მუ­ლი წი­ნა­და­დე­ბე­ბი უნ­და გა­ი­აზ­რონ, მუ­სი­კა­ლუ­რი ფრაგ­მენ­ტე­ბი ყუ­რადღე­ბით მო­ის­მი­ნონ და შე­ნა­არ­სობ­რი­ვად და ემო­ცი­უ­რად და­უ­კავ­ში­რონ ერ­თ­მა­ნეთს. სა­ბო­ლო­ოდ, მოს­წავ­ლე­ე­ბი კითხუ­ლო­ბენ ზღა­პარს მათ მი­ერ შერ­ჩე­უ­ლი მუ­სი­კა­ლუ­რი ფრაგ­მენ­ტე­ბის ფონ­ზე. მოკ­ლედ, ასე, ყო­ველ­გ­ვა­რი ძალ­და­ტა­ნე­ბის გა­რე­შე, და­ვა­ლე­ბის შემ­დ­გომ ეტაპ­ზე, მოს­წავ­ლე­ებს ვაც­ნობთ მუ­სი­კის იმ ძი­რი­თად მხატ­ვ­რულ ხერ­ხებს, რომ­ლი­თაც აღ­წე­ვენ კომ­პო­ზი­ტო­რე­ბი ზღაპ­რულ ჟღე­რა­დო­ბას მუ­სი­კა­ში. ესე­ნია: ქრო­მა­ტიზ­მი, მა­ჟო­რუ­ლი და მი­ნო­რუ­ლი მოხ­რი­ლო­ბის კი­ლო და საკ­რავ­თა ტემ­ბ­რი – რომ­ლი­თაც ხდე­ბა სწო­რედ მუ­სი­კა­ლურ ნა­წარ­მო­ე­ბებ­ში გმირ­თა პერ­სო­ნი­ფი­ცი­რე­ბა. თი­თო­ე­უ­ლი ამ მხატ­ვ­რუ­ლი ხერ­ხის და­მუ­შა­ვე­ბას საკ­მა­ოდ ბევ­რი და­ვა­ლე­ბა ეთ­მო­ბა. სა­ბო­ლო­ოდ, მოს­წავ­ლე­ებ­მა ეს მხატ­ვ­რუ­ლი ხერ­ხე­ბი მას­წავ­ლებ­ლის მი­ერ შე­თა­ვა­ზე­ბულ მსოფ­ლიო კომ­პო­ზი­ტორ­თა მუ­სი­კა­ლურ ნა­წარ­მო­ებ­თა შე­დევ­რებ­ში უნ­და ამო­იც­ნონ. მა­გა­ლი­თი­სათ­ვის, მო­ვიყ­ვან ს. პრო­კო­ფი­ე­ვის ბა­ლეტ „კონ­კი­ა­დან“ ჯა­დოს­ნუ­რი ნათ­ლი­ის მუ­სი­კა­ლურ და­ხა­სი­ა­თე­ბას, პ. ჩა­ი­კოვ­ს­კის — ბო­რო­ტი ჯა­დო­ქა­რი კა­რა­ბო­სი­სა და კე­თი­ლი იასამ­ნის ფე­რი­ის მუ­სი­კა­ლურ და­ხა­სი­ა­თე­ბას, „გე­დე­ბის ტბი­დან“ მო­ჯა­დო­ე­ბუ­ლი და ჯა­დო­ახ­დი­ლი ოდე­ტას სა­ხეს. ერ­თა­დერ­თი და­ვა­ლე­ბა, რომ­ლის შეს­რუ­ლე­ბაც მოს­წავ­ლე­ებს გა­ურ­თულ­დათ, იმ საკ­რა­ვის ტემ­ბ­რის ამოც­ნო­ბა იყო, რომ­ლი­თაც პ. ჩა­ი­კოვ­ს­კიმ ოდე­ტას სა­ხე და­ა­ხა­სი­ა­თა ბა­ლეტ­ში „გე­დე­ბის ტბა“. თავ­და­პირ­ვე­ლად, ჩემ მი­ერ შე­თა­ვა­ზე­ბუ­ლი ოთხი ხის ჩა­სა­ბე­რი საკ­რა­ვი­დან (ჰო­ბოი, კლარ­ნე­ტი, ფა­გო­ტი, ფლე­ი­ტა), მათ ეს საკ­რა­ვი ვერ ამო­იც­ნეს, თუმ­ცა, მას შემ­დეგ, რაც შერ­ჩე­ვის ჩარ­ჩო და­ვა­ვიწ­რო­ვე და, ოთხის ნაც­ვ­ლად, სა­მი შევ­თა­ვა­ზე, მათ ეს საკ­რა­ვი და­ა­სა­ხე­ლეს.

ზო­გა­დად, და­ვა­ლე­ბე­ბის წარ­მა­ტე­ბით შეს­რუ­ლე­ბა­ში ჩემს მოს­წავ­ლე­ებს, ვფიქ­რობ,  ის მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი მე­თო­დე­ბი და სტრა­ტე­გი­ე­ბი და­ეხ­მა­რა, რო­მელ­თაც გაკ­ვე­თი­ლებ­ზე ვი­ყე­ნებ­დი, ესაა: სწავ­ლე­ბის უნი­ვერ­სა­ლუ­რი დი­ზა­ი­ნი, დი­ფე­რენ­ცი­რე­ბუ­ლი მიდ­გო­მა და გან­მა­ვი­თა­რე­ბე­ლი შე­ფა­სე­ბა. სწავ­ლე­ბის უნი­ვერ­სა­ლუ­რი დი­ზა­ი­ნი გუ­ლის­ხ­მობს მოს­წავ­ლე­თა ყვე­ლა ტი­პის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბას სას­წავ­ლო პრო­ცეს­ში და აქ­ცენტს აკე­თებს, ძი­რი­თა­დად, სამ ას­პექ­ტ­ზე, სწავ­ლე­ბის მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი და მოქ­ნი­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა­ზე, შე­ძე­ნი­ლი ცოდ­ნი­სა და უნარ-ჩვე­ვე­ბის სხვა­დას­ხ­ვა გზით გა­მო­ხატ­ვა­სა და მოს­წავ­ლე­თა ჩარ­თუ­ლო­ბის წა­ხა­ლი­სე­ბა­ზე. გა­მომ­დი­ნა­რე იქი­დან, რომ პე­და­გო­გი­კა­ში მოს­წავ­ლე­თა ოთხი ტი­პი არ­სე­ბობს (ვი­ზუ­ა­ლი, სმე­ნი­თი, კი­ნეს­თე­ტი­კი და წე­რა-კითხ­ვი­თი), სა­სურ­ვე­ლია, მუ­შა­ო­ბის პრო­ცეს­ში, მას­წავ­ლე­ბელ­მა თი­თო­ე­უ­ლი მათ­გა­ნის თა­ვი­სე­ბუ­რე­ბე­ბი გა­ით­ვა­ლის­წი­ნოს. მე­ტად მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, რომ გაკ­ვე­თი­ლებ­ზე მოს­წავ­ლე­ე­ბი სის­ტე­მა­ტუ­რად ის­მენ­დ­ნენ და აანა­ლი­ზებ­დ­ნენ მუ­სი­კა­ლურ ნა­წარ­მო­ე­ბებს; და­სა­ბუ­თე­ბუ­ლად გა­მოთ­ქ­ვამ­დ­ნენ თა­ვი­ანთ მო­საზ­რე­ბებს და ვა­რა­უ­დებს; პრო­ექ­ტო­რის სა­შუ­ა­ლე­ბით ვი­ზუ­ა­ლუ­რად იმ­ტ­კი­ცებ­დ­ნენ შე­ძე­ნილ ცოდ­ნას; ას­რუ­ლებ­დ­ნენ მოკ­ლე ჩა­ნა­წე­რებს საკ­ლა­სო რვე­უ­ლებ­ში; და­ბო­ლოს, აქ­ტი­ვო­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც კე­თე­ბას მი­ე­მარ­თე­ბა: ფორ­ტე­პი­ა­ნო­ზე მოკ­ლე სა­ვარ­ჯი­შო­ე­ბის შეს­რუ­ლე­ბა (ალ­ტე­რი­რე­ბუ­ლი ბგე­რე­ბის, ქრო­მა­ტი­უ­ლი და დი­ა­ტო­ნუ­რი გა­მე­ბის შეს­რუ­ლე­ბა და მა­თი გამ­ღე­რე­ბა), დი­რი­ჟო­რო­ბა, რიტ­მუ­ლი სა­ვარ­ჯი­შო­ე­ბის შეს­რუ­ლე­ბა ტა­შით, მოს­მე­ნი­ლი მა­სა­ლის სიმ­ბო­ლო­ე­ბით გა­მო­ხატ­ვა და პერ­სო­ნა­ჟე­ბის სცე­ნა­ზე გა­ცოცხ­ლე­ბა. უნი­ვერ­სა­ლუ­რი დი­ზა­ი­ნის მე­ო­რე ას­პექ­ტი, შე­ძე­ნი­ლი ცოდ­ნი­სა და უნარ-ჩვე­ვე­ბის სხვა­დას­ხ­ვა გზით დე­მონ­ს­ტ­რი­რე­ბა, კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბის პრო­დუქ­ტით იფა­რე­ბა. მოს­წავ­ლე­ებს თა­ვად შე­უძ­ლი­ათ აირ­ჩი­ონ მათ­თ­ვის სა­სურ­ვე­ლი კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბის ფორ­მა. ეს იქ­ნე­ბა: პრე­ზენ­ტა­ცია, დი­ო­რა­მა, ზღაპ­რის მი­ხედ­ვით წიგ­ნი­სა და გა­მო­ფე­ნის შექ­მ­ნა, თო­ჯი­ნე­ბის თე­ატ­რი, მი­ნი-სპექ­ტაკ­ლის გა­თა­მა­შე­ბა თუ კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი პროგ­რა­მა LMMშ. მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, მას­წავ­ლე­ბე­ლი მუდ­მი­ვად ით­ვა­ლის­წი­ნებ­დეს, სწავ­ლე­ბის პრო­ცეს­ში, მოს­წავ­ლე­თა ინ­ტე­რე­სებს, მზა­ო­ბას და სურ­ვილს. ეს ზრდის მა­თი და­მო­უ­კი­დე­ბ­ლო­ბის ხა­რის­ხ­სა და პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბას, მაგ­რამ სა­სურ­ველ შე­დეგ­ზე გა­სას­ვ­ლე­ლად მხო­ლოდ ეს არ კმა­რა. მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, მას­წავ­ლე­ბე­ლი გაკ­ვე­თილ­ზე სის­ტე­მა­ტუ­რად ახ­დენ­დეს პრო­ცე­სის მო­ნი­ტო­რინ­გ­სა და შე­ფა­სე­ბას, გან­მა­ვი­თა­რე­ბე­ლი შე­ფა­სე­ბის მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი ინ­ს­ტუ­მენ­ტე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით: შე­სას­ვ­ლე­ლი და გა­სას­ვ­ლე­ლი ბი­ლე­თე­ბი, ერ­თ­წუ­თი­ა­ნი ესე, ერ­თ­წი­ნა­და­დე­ბი­ა­ნი შე­ჯა­მე­ბა, შუქ­ნი­შა­ნი, ცე­რე­ბის აწევ-და­წე­ვა და სხვა. ეს და­ეხ­მა­რე­ბა პე­და­გოგს სას­წავ­ლო პრო­ცე­სის სწო­რად და­გეგ­მ­ვა­სა და წარ­მარ­თ­ვა­ში. სა­ბო­ლო­ოდ, მინ­და აღ­ვ­ნიშ­ნო, რომ კმა­ყო­ფი­ლი ვარ მოს­წავ­ლე­თა შე­დე­გე­ბით, რად­გან კომ­პ­ლექ­სურ და­ვა­ლე­ბამ­დე მი­სას­ვ­ლე­ლი აქ­ტი­ვო­ბე­ბი მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი და სა­ინ­ტე­რე­სო იყო, რა­მაც წარ­მა­ტე­ბა გა­ნა­პი­რო­ბა.

ქვემოთ წარმოდგენილია ნამუშევრები, მოსწავლეთა მიერ შექმნილი რესურსები, კომპლექსური დავალებები⇓⇓⇓

 

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები