26 აპრილი, პარასკევი, 2024

სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის მას­წავ­ლე­ბელ­თა ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი ტრე­ნინ­გე­ბი ციფ­რუ­ლი სამ­ყა­როს უსაფ­რ­თხო და ეფექ­ტი­ა­ნი გა­მო­ყე­ნე­ბის­თ­ვის

spot_img

წარ­მა­ტე­ბით აგ­რ­ძე­ლებს მუ­შა­ო­ბას USAID-ის სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის პროგ­რა­მა, რო­მე­ლიც PH International-სა­ქარ­თ­ვე­ლოს მი­ერ, აშშ სა­ერ­თა­შო­რი­სო გან­ვი­თა­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს (USAID) და­ფი­ნან­სე­ბი­თა და გს მხარ­და­ჭე­რით, ხორ­ცი­ელ­დე­ბა. ამ­ჯე­რად, პროგ­რა­მის ფარ­გ­ლებ­ში, სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის პე­და­გო­გე­ბის­თ­ვის ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი ტრე­ნინ­გე­ბი ჩა­ტარ­და. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ USAID-ის სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის პროგ­რა­მამ, ისე­ვე რო­გორც სა­ზაფხუ­ლო ონ­ლა­ინ სკო­ლა, მას­წავ­ლე­ბელ­თა ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი ტრე­ნინ­გე­ბიც ჯე­ო­ლაბ­თან პარ­ტ­ნი­ო­რო­ბის ფარ­გ­ლებ­ში გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა. ტრე­ნინ­გე­ბი, რო­მე­ლიც მო­მა­ვალ­შიც გაგ­რ­ძელ­დე­ბა, მიზ­ნად ისა­ხავს სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის მას­წავ­ლე­ბელ­თა ინ­ფორ­მი­რე­ბას ციფ­რუ­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის უსაფ­რ­თხო და ეფექ­ტი­ან გა­მო­ყე­ნე­ბა­ზე, ასე­ვე, სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის სწავ­ლე­ბის პრო­ცეს­ში ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის ინ­ტეგ­რა­ცი­ის გზე­ბის გან­ხილ­ვას.

ტრე­ნინ­გე­ბი ციფ­რუ­ლი მო­ქა­ლა­ქე­ო­ბი­სა და ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი კომ­პო­ნენ­ტის­გან შედ­გე­ბო­და, კერ­ძოდ, რა არის ციფ­რუ­ლი მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა; კი­ბე­რუ­საფ­რ­თხო­ე­ბა, კი­ბერ­ჰი­გი­ე­ნა, კი­ბერ­ბუ­ლინ­გი; უცხო­ე­ნო­ვა­ნი ელექ­ტ­რო­ნუ­ლი რე­სურ­სე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა; მე­დი­ა­წიგ­ნი­ე­რე­ბა და ინ­ფორ­მა­ცი­უ­ლი წიგ­ნი­ე­რე­ბა. ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი კომ­პო­ნენ­ტი: ელექ­ტ­რო­ნუ­ლი რე­სურ­სე­ბი მოს­წავ­ლის, მას­წავ­ლებ­ლი­სა და შემ­ქ­მ­ნე­ლის პერ­ს­პექ­ტი­ვი­დან; ქარ­თუ­ლი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო ელექ­ტ­რო­ნუ­ლი რე­სურ­სე­ბის შექ­მ­ნა; ჩეთ­ბო­ტე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა გა­ნათ­ლე­ბა­ში და პლატ­ფორ­მე­ბი ელექ­ტ­რო­ნუ­ლი რე­სურ­სე­ბის შე­საქ­მ­ნე­ლად.

ტრე­ნინ­გე­ბის მე­სა­მე დღეს მას­წავ­ლებ­ლებ­მა, მი­ღე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის სა­ფუძ­ველ­ზე,  მათ მი­ერ მომ­ზა­დე­ბუ­ლი სას­კო­ლო პრო­ექ­ტე­ბი წარ­მო­ად­გი­ნეს.

რო­გორც ჯე­ო­ლა­ბის აღ­მას­რუ­ლე­ბელ­მა დი­რექ­ტორ­მა, ლა­ნა ლა­ბა­ძემ გვითხ­რა, ორ­დღი­ან ტრე­ნინ­გ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა USAID-ის სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის ახა­ლი პროგ­რა­მის პარ­ტ­ნი­ო­რი სკო­ლე­ბის 110-ზე მეტ სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის მას­წავ­ლე­ბელს მი­ე­ცა. „ძალი­ან სა­სი­ა­მოვ­ნო და სა­ინ­ტე­რე­სო იყო მათ­თან მუ­შა­ო­ბა. ნა­თე­ლი იყო, თუ რამ­დე­ნად მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლე­ბი არი­ან, მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის შექ­მ­ნან თა­ნა­მედ­რო­ვე, სა­ინ­ტე­რე­სო სას­წავ­ლო გა­რე­მო. დი­დი ენ­თუ­ზი­აზ­მით შე­ას­რუ­ლეს ტრე­ნინ­გის ფარ­გ­ლებ­ში მი­ცე­მუ­ლი სა­გაკ­ვე­თი­ლო პრო­ცე­სის პრო­ექ­ტე­ბი, რო­მელ­თა გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­საც გეგ­მა­ვენ სკო­ლებ­ში. ჯე­ო­ლა­ბის სა­ხე­ლით, მინ­და, მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო მათ ჩარ­თუ­ლო­ბის­თ­ვის. არა­ერ­თი ინი­ცი­ა­ტი­ვით დაგ­ვი­კავ­შირ­და, ასე­ვე, რამ­დე­ნი­მე მას­წავ­ლე­ბე­ლი, რომ­ლე­ბიც მი­ღე­ბუ­ლი ცოდ­ნის კო­ლე­გე­ბის­თ­ვის გა­ზი­ა­რე­ბას გეგ­მა­ვენ და ჩვენც მაქ­სი­მა­ლუ­რად ვცდი­ლობთ  მათ დახ­მა­რე­ბას. ტრე­ნინ­გი, მომ­დევ­ნო 3 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, ყო­ველ­წ­ლი­უ­რად ჩა­ტარ­დე­ბა.“

ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი ტრე­ნინ­გის ფარ­გ­ლებ­ში, სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის პე­და­გო­გე­ბის­თ­ვის ტრე­ნერ­მა, გი­ორ­გი ლომ­სა­ძემ, ისეთ მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან სა­კითხებ­ზე ისა­უბ­რა, რო­გო­რი­ცაა: ელექ­ტ­რო­ნუ­ლი რე­სურ­სე­ბი მოს­წავ­ლის, მას­წავ­ლებ­ლი­სა და შემ­ქ­მ­ნე­ლის პერ­ს­პექ­ტი­ვი­დან; ქარ­თუ­ლი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო ელექ­ტ­რო­ნუ­ლი რე­სურ­სე­ბი; ჩეთ­ბო­ტე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა გა­ნათ­ლე­ბა­ში; პლატ­ფორ­მე­ბი ელექ­ტ­რო­ნუ­ლი რე­სურ­სე­ბის შე­საქ­მ­ნე­ლად: „ტრე­ნინ­გი ეხე­ბო­და, ბო­ლო წლებ­ში, სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში შექ­მ­ნილ სხვა­დას­ხ­ვა სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო ელექ­ტ­რო­ნულ რე­სურსს, რო­გო­რი­ცაა School.emis.ge, Grammar.emis.ge, „ვსწავ­ლობთ თა­მა­შით“ და ა.შ. ასე­ვე გან­ვი­ხი­ლეთ ის სა­ერ­თა­შო­რი­სო პლატ­ფორ­მე­ბი, რო­მელ­თა გა­მო­ყე­ნე­ბი­თაც მას­წავ­ლე­ბელ­სა და მოს­წავ­ლეს შე­უძ­ლი­ათ თა­ვად გახ­დ­ნენ რე­სურ­სის შემ­ქ­მ­ნე­ლე­ბი (Scratch, Minecraft Education Edition…). პოს­ტ­პან­დე­მი­ის პე­რი­ოდ­ში ქარ­თუ­ლი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სივ­რ­ცე უფ­რო მომ­ზა­დე­ბუ­ლია ინო­ვა­ცი­უ­რი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო რე­სურ­სე­ბის­თ­ვის, თუმ­ცა სხვა­დას­ხ­ვა გა­მოწ­ვე­ვა კვლავ აქ­ტუ­ა­ლუ­რია – ყვე­ლა სკო­ლა არაა უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი საკ­მა­რი­სი რა­ო­დე­ნო­ბის კომ­პი­უ­ტე­რე­ბით, ზო­გი­ერ­თი ფა­სი­ა­ნი ელექ­ტ­რო­ნუ­ლი რე­სურ­სი ად­ვი­ლად ხელ­მი­საწ­ვ­დო­მი არაა ქარ­თ­ვე­ლი მას­წავ­ლებ­ლის­თ­ვის… თუმ­ცა, მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ჩვე­ნი ამო­ცა­ნაა, და­ვეხ­მა­როთ მო­მა­ვალ თა­ო­ბას თა­ნა­მედ­რო­ვე გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბა­ში. სა­ჭი­როა, მას­წავ­ლე­ბელ­მა იცო­დეს, რო­მე­ლი ქარ­თუ­ლი და სა­ერ­თა­შო­რი­სო რე­სურ­სია ხელ­მი­საწ­ვ­დო­მი და რო­გორ უნ­და გა­მო­ი­ყე­ნოს ისი­ნი სწო­რად,“ – ამ­ბობს გი­ორ­გი.

ზე­ი­ნაბ კა­კა­ლაშ­ვი­ლი თე­ლა­ვის №5 სა­ჯა­რო სკო­ლის სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის პე­და­გო­გია. ჯე­ო­ლა­ბი­სა და PH inter­nati­onal-სა­ქარ­თ­ვე­ლოს ოფი­სის ერ­თობ­ლი­ვი პრო­ექ­ტის ფარ­გ­ლებ­ში, რო­გორც სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის პე­და­გოგ­მა, გა­ი­ა­რა ტრე­ნინ­გი ციფ­რუ­ლი მო­ქა­ლა­ქე­ო­ბი­სა და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით. რო­გორც თა­ვად ამ­ბობს, ტრე­ნინ­გ­ზე მი­ღე­ბუ­ლი ცოდ­ნა და უნა­რე­ბი მას ციფ­რუ­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი­სა და ინ­ტერ­ნე­ტის უსაფ­რ­თხო, პა­სუ­ხის­მ­გებ­ლი­ან და ეფექ­ტურ გა­მო­ყე­ნე­ბა­ში და­ეხ­მა­რე­ბა. ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი ტრე­ნინ­გის ფარ­გ­ლებ­ში, მან მო­ამ­ზა­და პრო­ექ­ტი „იყა­ვი ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლი, იყა­ვი და­ცუ­ლი“. პრო­ექ­ტის მი­ზა­ნი სას­კო­ლო სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში მე­დი­ა­წიგ­ნი­ე­რე­ბის შე­სა­ხებ ცნო­ბი­ე­რე­ბის ამაღ­ლე­ბა და მოს­წავ­ლე­ებ­ში ინ­ფორ­მა­ცი­უ­ლი წიგ­ნი­ე­რე­ბის უნარ-ჩვე­ვე­ბის გან­ვი­თა­რე­ბაა. რო­გორც ქალ­ბა­ტო­ნი ზე­ი­ნა­ბი ამ­ბობს, თა­ნა­მედ­რო­ვე სა­ზო­გა­დო­ე­ბის ერთ-ერ­თი დი­დი გა­მოწ­ვე­ვაა ბრძო­ლა ყალბ ინ­ფორ­მა­ცი­ას­თან, ხო­ლო მის წი­ნა­აღ­მ­დეგ ბრძო­ლის სა­უ­კე­თე­სო სა­შუ­ა­ლე­ბა – მე­დი­ა­წიგ­ნი­ე­რი მოს­წავ­ლე­ე­ბია: „ადა­მი­ან­მა ციფ­რუ­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი შე­იძ­ლე­ბა გა­მო­ი­ყე­ნოს რო­გორც თა­ვის სა­ზი­ა­ნოდ და გა­სა­ნად­გუ­რებ­ლად, ისე სა­სარ­გებ­ლოდ და გა­სა­ვი­თა­რებ­ლად. თა­ნა­მედ­რო­ვე სა­ზო­გა­დო­ე­ბის ერთ-ერ­თი დი­დი გა­მოწ­ვე­ვის, ყალ­ბი ინ­ფორ­მა­ცი­ის წი­ნა­აღ­მ­დეგ ბრძო­ლის სა­უ­კე­თე­სო სა­შუ­ა­ლე­ბაა მე­დი­ა­წიგ­ნი­ე­რი მოს­წავ­ლე­ე­ბი, რი­თაც შევ­ძ­ლებთ თა­ვი და­ვიც­ვათ შე­საძ­ლო გარ­თუ­ლე­ბის­გან. ამ თე­მე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, შევ­ქ­მე­ნი პრო­ექ­ტი „იყა­ვი ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლი, იყა­ვი და­ცუ­ლი“. პრო­ექ­ტის მი­ზა­ნია: სას­კო­ლო სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში მე­დი­ა­წიგ­ნი­ე­რე­ბის მნიშ­ვ­ნე­ლო­ბის შე­სა­ხებ ცნო­ბი­ე­რე­ბის ამაღ­ლე­ბა; მოს­წავ­ლე­ებ­ში ინ­ფორ­მა­ცი­უ­ლი წიგ­ნი­ე­რე­ბის უნარ-ჩვე­ვე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა; გან­ს­ხ­ვა­ვე­ბის და­ნახ­ვა ფაქ­ტ­სა და დე­ზინ­ფორ­მა­ცი­ას შო­რის; ისტ ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა; ეფექ­ტუ­რი კო­მუ­ნი­კა­ცია თა­ნაკ­ლა­სე­ლებ­თან და პარ­ტ­ნი­ო­რებ­თან.

პრო­ექ­ტი აქ­ტუ­ა­ლურ ფა­ზა­შია, ტრე­ნინ­გ­ზე მი­ღე­ბუ­ლი ცოდ­ნი­სა და canva.com პორ­ტა­ლის გა­მო­ყე­ნე­ბით, შე­იქ­მ­ნა სა­ინ­ფორ­მა­ციო პოს­ტე­რე­ბი აღ­ნიშ­ნულ თე­მა­ზე. მოს­წავ­ლე­ე­ბი მე­დი­ა­წიგ­ნი­ე­რე­ბის მნიშ­ვ­ნე­ლო­ბის შე­სა­ხებ აიმაღ­ლე­ბენ ცნო­ბი­ე­რე­ბას, გა­ნუ­ვი­თარ­დე­ბათ ტექ­ნო­ლო­გი­ის უსაფ­რ­თხოდ გა­მო­ყე­ნე­ბის უნარ-ჩვე­ვა, შე­ის­წავ­ლი­ან სად და რო­გორ მო­ი­პო­ვონ და გა­ფილ­ტ­რონ ინ­ფორ­მა­ცია, შეძ­ლე­ბენ დე­ზინ­ფორ­მა­ცი­ი­სა და პირ­ვე­ლა­დი წყა­როს შე­და­რე­ბას, ეცო­დი­ნე­ბათ ყალ­ბი ინ­ფორ­მა­ცი­ის ტი­პე­ბი და ონ­ლა­ინ სივ­რ­ცე­ში თა­ვის დაც­ვა, გა­ი­უმ­ჯო­ბე­სე­ბენ თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბით უნა­რებს, ის­წავ­ლი­ან სხვი­სი აზ­რის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბას. ჩვენ მი­ერ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ აქ­ტი­ვო­ბებს ვუ­ზი­ა­რებთ რო­გორც სას­კო­ლო სა­ზო­გა­დო­ე­ბას, ასე­ვე ვა­ზი­ა­რებთ სო­ცი­ა­ლუ­რი ქსელ­ში.“

ტრე­ნინ­გე­ბის მსვლე­ლო­ბი­სას, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ინ­ტე­რე­სი ჩეთ­ბო­ტე­ბის შექ­მ­ნამ გა­მო­იწ­ვია. რამ­დე­ნი­მე პე­და­გოგ­მა ფი­ნა­ლუ­რი პრო­ექ­ტი სწო­რედ ამ სა­კითხ­ზე მო­ამ­ზა­და. გა­მოთ­ქ­ვა მა­თი გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის სურ­ვი­ლიც. მო­რის დან­დუ­რიშ­ვი­ლი ხა­შუ­რის №1 სა­ჯა­რო სკო­ლის დი­რექ­ტო­რი და სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის პე­და­გო­გია. სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის მას­წავ­ლებ­ლე­ბის­თ­ვის ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი ტრე­ნინ­გის ფარ­გ­ლებ­ში, მან მო­ამ­ზა­და პრო­ექ­ტი „ციფ­რუ­ლი მო­ქა­ლა­ქე“. პრო­ექ­ტის მი­ზა­ნია ჩეთ­ბო­ტის შექ­მ­ნა, რო­მე­ლიც გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა ციფ­რუ­ლი მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის შე­სა­ხებ სან­დო ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­სა­ღე­ბად.

ბა­ტო­ნი მო­რი­სი პრო­ექ­ტის „ციფ­რუ­ლი მო­ქა­ლა­ქე“ იდე­ას ასე გან­მარ­ტავს: „თანა­მედ­რო­ვე მოს­წავ­ლე­ე­ბი ინ­ფორ­მა­ცი­ას იმ მო­ცუ­ლო­ბი­თა და სიხ­ში­რით იღე­ბენ, რა­საც წლე­ბის წინ ვე­რა­ვინ წარ­მო­იდ­გენ­და. მოს­წავ­ლე­ებ­ზე ამ ინ­ფორ­მა­ცი­ას მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ზე­გავ­ლე­ნა აქვს, მი­სი ზე­მოქ­მე­დე­ბა აყა­ლი­ბებს ბავ­შ­ვებ­ში და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბებს, მო­საზ­რე­ბებს, ცოდ­ნას და გან­საზღ­ვ­რავს მათ ქცე­ვას სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში. მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, მო­ზარ­დებს შე­ეძ­ლოთ მი­ღე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის შე­ფა­სე­ბა და კრი­ტი­კუ­ლი გა­აზ­რე­ბა. სკო­ლა ახა­ლი გა­მოწ­ვე­ვის წი­ნა­შე დგას – და­ეხ­მა­როს მოს­წავ­ლეს ინ­ტერ­ნეტ სივ­რ­ცე­ში ორი­ენ­ტი­რე­ბა­სა და სან­დო ინ­ფორ­მა­ცი­ის ამორ­ჩე­ვა­ში, ინ­ფორ­მა­ცი­ის სე­ლექ­ცი­ის უნარ-ჩვე­ვის გან­ვი­თა­რე­ბა­ში. ამ უნა­რით აღ­ჭურ­ვი­ლი და კრი­ტი­კუ­ლად მო­აზ­როვ­ნე სა­ზო­გა­დო­ე­ბა დე­ზინ­ფორ­მა­ცი­ის მსხვერ­პ­ლი ვერ გახ­დე­ბა. ინ­ფორ­მა­ცი­ის კრი­ტი­კუ­ლი გა­აზ­რე­ბა სა­სი­ცოცხ­ლოდ მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია არა მხო­ლოდ ადა­მი­ან­თა კე­თილ­დღე­ო­ბის­თ­ვის, არა­მედ მშვი­დო­ბის, სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი უსაფ­რ­თხო­ე­ბი­სა და დე­მოკ­რა­ტი­ის გან­ვი­თა­რე­ბის­თ­ვის.“

პრო­ექ­ტის „ციფ­რუ­ლი მო­ქა­ლა­ქე“ მი­ზა­ნი ისე­თი უნა­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბაა, რო­მე­ლიც მო­ზარ­დებს ციფ­რულ სამ­ყა­რო­ში უსაფ­რ­თხო ოპე­რი­რე­ბა­ში და­ეხ­მა­რე­ბა. პრო­ექ­ტ­ში სა­შუ­ა­ლო სა­ფე­ხუ­რის მოს­წავ­ლე­ე­ბი ჩა­ერ­თ­ვე­ბი­ან, შე­იქ­მ­ნე­ბა პრო­ექ­ტის გან­მა­ხორ­ცი­ე­ლე­ბელ მოს­წავ­ლე­თა სა­მუ­შაო ჯგუ­ფი, რო­მე­ლიც, მი­ნი­მუმ, 20 მოს­წავ­ლით და­კომ­პ­ლექ­ტ­დე­ბა და მათ­თ­ვის ტრე­ნინ­გე­ბის ციკ­ლი ჩა­ტარ­დე­ბა. შემ­დეგ მოს­წავ­ლე­ე­ბი, ტრე­ნინ­გის ფარ­გ­ლებ­ში, თა­ვად ჩა­ა­ტა­რე­ბენ ტრე­ნინ­გებს, სკო­ლის მას­შ­ტა­ბით, სხვა­დას­ხ­ვა კლა­სის მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის. ტრე­ნინ­გე­ბის ციკ­ლის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, მსმე­ნე­ლე­ბის­თ­ვის ჩა­ტარ­დე­ბა ტეს­ტი­რე­ბა Quizlet-ის გა­მო­ყე­ნე­ბით; პრო­ექ­ტის გან­მა­ხორ­ცი­ე­ლე­ბე­ლი მოს­წავ­ლე­ე­ბი საკ­ვ­ლე­ვი სა­კითხე­ბის (სა­ვა­რა­უ­დოდ, ყალ­ბი ინ­ფორ­მა­ცი­ის) იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბას მო­ახ­დე­ნენ და გა­და­უ­ნა­წი­ლე­ბენ პრო­ექ­ტის მო­ნა­წი­ლე­ებს რო­გორც ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად, ისე ჯგუ­ფუ­რად. პრო­ექ­ტის ფარ­გ­ლებ­ში, მოს­წავ­ლე­თა მი­ერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი კვლე­ვის შე­დე­გე­ბი შე­ჯამ­დე­ბა და, Canva-ს გა­მო­ყე­ნე­ბით, დამ­ზად­დე­ბა პოს­ტე­რე­ბი, რო­მელ­თა პრე­ზენ­ტა­ცია გა­ი­მარ­თე­ბა და გა­მო­ი­ფი­ნე­ბა სას­კო­ლო სივ­რ­ცე­ში.

პრო­ექ­ტის სა­ბო­ლოო პრო­დუქ­ტი იქ­ნე­ბა ჩეთ­ბო­ტი, რო­მე­ლიც გა­მო­ი­ყე­ნე­ბა ციფ­რუ­ლი მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის შე­სა­ხებ სან­დო და ღი­რე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­სა­ღე­ბად. ჩეთ­ბო­ტი პრო­ექ­ტის მდგრა­დო­ბის გა­რან­ტი იქ­ნე­ბა. სკო­ლა­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი პრო­ექ­ტის მო­სა­ლოდ­ნე­ლი შე­დე­გე­ბის შე­სა­ხებ ბა­ტო­ნი მო­რი­სი ამ­ბობს, რომ მის ფარ­გ­ლებ­ში მოს­წავ­ლე­ებს გა­ნუ­ვი­თარ­დე­ბათ კრი­ტი­კუ­ლი აზ­როვ­ნე­ბი­სა და ციფ­რულ სამ­ყა­რო­ში უსაფ­რ­თხო ოპე­რი­რე­ბის უნა­რი, რაც სა­შუ­ა­ლე­ბას მის­ცემს, მათ წი­ნა­შე არ­სე­ბუ­ლი მო­ცუ­ლო­ბი­თი ინ­ფორ­მა­ცი­ის სე­ლექ­ცია მო­ახ­დი­ნონ, ყალ­ბი და რე­ა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ის იდენ­ტო­ბის გზით.

მა­რი­ნა უშ­ვე­რი­ძე, USAID-ის სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის პროგ­რა­მის დი­რექ­ტო­რი: „ახა­ლი თა­ო­ბა ტექ­ნო­ლო­გი­ებს იყე­ნებს არა მხო­ლოდ გა­ნათ­ლე­ბის პრო­ცეს­ში ახა­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­სა­ღე­ბად, არა­მედ ყო­ველ­დღი­ურ ურ­თი­ერ­თო­ბებ­ში. დღეს გარ­და­უ­ვა­ლი რე­ა­ლო­ბაა ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა საკ­ლა­სო ოთახ­ში და სას­კო­ლო გა­რე­მო­ში. სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის პე­და­გო­გე­ბის მხრი­დან ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი ტრე­ნინ­გე­ბის მი­მართ ინ­ტე­რე­სი ძა­ლი­ან დი­დია. მსურ­ველ­თა რა­ო­დე­ნო­ბა ბევ­რად აჭარ­ბებს ხელ­მი­საწ­ვ­დომ ად­გი­ლებს. სამ­წუ­ხა­როდ, ამ ეტაპ­ზე, ყვე­ლა მსურ­ვე­ლის დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა ვერ შევ­ძე­ლით.

ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი ტრე­ნინ­გის მი­ზა­ნი იყო პე­და­გო­გე­ბის­თ­ვის ეს­წავ­ლე­ბი­ნა ისე­თი ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი პრო­დუქ­ტე­ბის შექ­მ­ნა, რო­მელ­საც ისი­ნი ყო­ველ­დღი­უ­რად, სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის სწავ­ლე­ბის პრო­ცეს­ში იყე­ნე­ბენ; სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის მას­წავ­ლებ­ლე­ბის აღ­ჭურ­ვა ისე­თი უნა­რე­ბით, რომ­ლე­ბიც  მათ ციფ­რუ­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი­სა და რე­სურ­სე­ბის ეფექ­ტი­ან გა­მო­ყე­ნე­ბა­ში და ინ­ტერ­ნე­ტის უსაფ­რ­თხო, პა­სუ­ხის­მ­გებ­ლი­ან მოხ­მა­რე­ბა­ში და­ეხ­მა­რე­ბათ.

ტრე­ნინგს თან ახ­ლ­და სა­სერ­ტი­ფი­კა­ტო და­ვა­ლე­ბა – პე­და­გოგს უნ­და შე­ექ­მ­ნა ერ­თი ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი პრო­დუქ­ტი, მა­გა­ლი­თად, მე­დი­ა­წიგ­ნი­ე­რე­ბის შე­სა­ხებ. ეს შე­იძ­ლე­ბა ყო­ფი­ლი­ყო ელექ­ტ­რო­ნუ­ლი პოს­ტე­რი, დე­ზინ­ფორ­მა­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით. პე­და­გო­გებ­მა შექ­მ­ნეს პრო­დუქ­ტე­ბი, მა­გა­ლი­თად, „რო­გორ ამო­ვიც­ნოთ ყალ­ბი ინ­ფორ­მა­ცია“, „10 ხერ­ხი ყალ­ბი ინ­ფორ­მა­ცი­ის და­სად­გე­ნად“, „რას მი­ვაქ­ცი­ოთ ყუ­რადღე­ბა, რო­დე­საც ვი­ღებთ ახალ ინ­ფორ­მა­ცი­ას“… მო­გეხ­სე­ნე­ბათ, დღეს, ეს სა­კითხი ძა­ლი­ან აქ­ტუ­ა­ლუ­რია და სწო­რედ მათ მი­ერ შექ­მ­ნი­ლი სას­წავ­ლო მა­სა­ლე­ბის მეშ­ვე­ო­ბით, პე­და­გო­გე­ბი შეძ­ლე­ბენ, მოს­წავ­ლე­ებს უკეთ გა­ნუ­ვი­თა­რონ კრი­ტი­კუ­ლი აზ­როვ­ნე­ბის უნარ-ჩვე­ვე­ბი.

სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის მას­წავ­ლე­ბელ­თა ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი ტრე­ნინ­გე­ბი ყო­ველ­წ­ლი­უ­რად ჩა­ტარ­დე­ბა. მას­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა შე­ეძ­ლე­ბათ USAID-ის სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის პროგ­რა­მის პარ­ტ­ნი­ო­რი სკო­ლე­ბის სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის მას­წავ­ლებ­ლებს. მათ­თ­ვის, ასე­ვე, და­გეგ­მი­ლია ტრე­ნე­რებ­თან და ექ­ს­პერ­ტებ­თან ერ­თად მუ­შა­ო­ბა, სა­სერ­ტი­ფი­კა­ციო და­ვა­ლე­ბის წარ­დ­გე­ნი­სა და ჩა­ბა­რე­ბის პრო­ცეს­ში. სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის მას­წავ­ლებ­ლებს ყო­ველ­თ­ვის შე­უძ­ლი­ათ ექ­ს­პერ­ტე­ბის­გან მუდ­მივ რე­ჟიმ­ში მი­ი­ღონ რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი, და­უს­ვან შე­კითხ­ვე­ბი და მი­ღე­ბუ­ლი რჩე­ვე­ბი სწავ­ლე­ბის პრო­ცეს­ში გა­ით­ვა­ლის­წი­ნონ.“

მა­კა ყი­ფი­ა­ნი

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები