24 ნოემბერი, კვირა, 2024

აღი­ა­რე­ბას შე­უძ­ლია მთლი­ა­ნად შეც­ვა­ლოს პი­როვ­ნე­ბა

spot_img

ნა­ნა ფილ­ფა­ნი
 მეს­ტი­ის წმინ­და ილა­რი­ონ ქარ­თ­ვე­ლის სა­ხე­ლო­ბის მარ­თ­ლ­მა­დი­დებ­ლუ­რი ზო­გად­სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სა­შუ­ა­ლო სკო­ლის მე­ხუ­თე კლა­სის დამ­რი­გე­ბე­ლი

 

 

 

 რა ევა­ლე­ბა კლა­სის დამ­რი­გე­ბელს, რო­გორც მთა­ვა­რი აღ­მ­ზ­რ­დე­ლო­ბი­თი ფუნ­ქ­ცი­ის მქო­ნე ადა­მი­ანს

თა­ნა­მედ­რო­ვე სწავ­ლა-სწავ­ლე­ბის პრო­ცეს­ში გან­სა­კუთ­რე­ბით მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია მოს­წავ­ლე­თა სის­ტე­მა­ტუ­რი მხარ­და­ჭე­რა, მა­თი სრულ­ფა­სო­ვა­ნი აღ­ზ­რ­და-გან­ვი­თა­რე­ბის მიზ­ნით.

კლა­სის დამ­რი­გებ­ლის უპირ­ვე­ლე­სი მო­ვა­ლე­ო­ბაა მოს­წავ­ლე­თა შე­მეც­ნე­ბი­თი, ფი­ზი­კუ­რი, ემო­ცი­უ­რი და სო­ცი­ა­ლუ­რი გან­ვი­თა­რე­ბა, მათ ინ­ტე­რე­სებ­სა და სა­ჭი­რო­ე­ბებ­ზე მორ­გე­ბუ­ლი აქ­ტი­ვო­ბე­ბი­სა და პრო­ექ­ტე­ბის შე­თა­ვა­ზე­ბა, პო­ზი­ტი­უ­რი გა­რე­მოს შექ­მ­ნა, ასე­ვე სას­წავ­ლო პრო­ცე­სის სი­ახ­ლე­ე­ბი­თა და მო­უ­ლოდ­ნე­ლო­ბე­ბით გა­ჯე­რე­ბა. კლა­სის დამ­რი­გე­ბე­ლი თა­ვად უნ­და ფლობ­დეს შე­სა­ბა­მის კომ­პე­ტენ­ცი­ებს იმისთვის, რომ მოს­წავ­ლე­ებს და­ეხ­მა­როს მა­თი იდე­ე­ბის რე­ა­ლი­ზე­ბა­ში, ლი­დე­რო­ბის უნარ-ჩვე­ვე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­სა და პრობ­ლე­მე­ბის კრე­ა­ტი­უ­ლად გა­დაჭ­რა­ში.

ყვე­ლა კლა­სი მრა­ვალ­გან­ზო­მი­ლე­ბი­ა­ნია, მოს­წავ­ლე­ე­ბი, თა­ვი­სი უნა­რე­ბი­თა და შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბით, უნი­კა­ლუ­რე­ბი არი­ან, გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი იმი­ჯი და შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი აქვთ. სწო­რედ ამის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით უნ­და და­გეგ­მოს დამ­რი­გე­ბელ­მა ისე­თი სა­დის­კუ­სიო თე­მე­ბი, სა­დაც მოს­წავ­ლე­ე­ბი გა­მოკ­ვე­თი­ლად იმ­ს­ჯე­ლე­ბენ, მა­გა­ლი­თად, კულ­ტუ­რულ თა­ვი­სე­ბუ­რე­ბებ­ზე, კონ­კუ­რენ­ტულ გა­რე­მო­ზე, თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნო­ლო­გი­ურ მიღ­წე­ვებ­სა და პრობ­ლე­მებ­ზე. რა­საკ­ვირ­ვე­ლია, თე­მე­ბი მა­თი ასა­კის მი­ხედ­ვით უნ­და იქ­ნეს შერ­ჩე­უ­ლი, რომ ანა­ლი­ზი, შე­ფა­სე­ბა და კონ­კ­რე­ტუ­ლი დას­კ­ვ­ნე­ბის გა­კე­თე­ბა არ გა­უ­ჭირ­დეთ.

დამ­რი­გე­ბელ­მა უნ­და აღი­ა­როს მა­თი თუნ­დაც მცი­რე პროგ­რე­სი, თვით­რ­წ­მე­ნის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­ში და­ეხ­მა­როს და წარ­მა­ტე­ბუ­ლი პრაქ­ტი­კის მა­გა­ლი­თე­ბი გა­უ­ზი­ა­როს.

ყვე­ლა ვთან­ხ­მ­დე­ბით იმ მო­საზ­რე­ბა­ზე, რომ თვით­რე­ა­ლი­ზა­ცია და თვით­სო­ცი­ა­ლი­ზა­ცია, უპი­რო­ბოდ, აუცი­ლე­ბე­ლი პრო­ცე­სია ნე­ბის­მი­ე­რი პე­და­გო­გის­თ­ვის, ვი­ნა­ი­დან ჩვენ  უდი­დე­სი პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბა გვა­კის­რია მო­მა­ვა­ლი თა­ო­ბე­ბის სწო­რი მი­მარ­თუ­ლე­ბით აღ­ზ­რ­და­ში.

მე, რო­გორც კლა­სის დამ­რი­გე­ბე­ლი, თუ არ ვფლობ შე­სა­ბა­მის კომ­პე­ტენ­ცი­ებს, არ ვარ კე­თილ­გან­წყო­ბი­ლი მოს­წავ­ლე­ე­ბის მი­მართ, არ ვეც­ნო­ბი სი­ახ­ლე­ებს და არ ვზრუ­ნავ პი­როვ­ნულ ზრდა­ზე და სა­კუ­თა­რი მიღ­წე­ვე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა­ზე, მოს­წავ­ლე­ებს ვერც ერ­თი მი­მარ­თუ­ლე­ბით ვერ და­ვეხ­მა­რე­ბი და ჩე­მი მუ­შა­ო­ბაც, შე­სა­ბა­მი­სად, იქ­ნე­ბა უნა­ყო­ფო.

 კონ­კ­რე­ტუ­ლი აქ­ტი­ვო­ბე­ბის ეფექ­ტუ­რად წარ­მო­ჩე­ნის მიზ­ნით

თი­თო­ე­უ­ლი მოს­წავ­ლე, თა­ვი­სი ინ­ტე­რე­სე­ბით, სა­ჭი­რო­ე­ბე­ბით, უნარ-ჩვე­ვე­ბი­თა და კოგ­ნი­ტუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბით, უნი­კა­ლუ­რია. ამის გა­მო, სხვა­დას­ხ­ვა ღო­ნის­ძი­ე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბის დროს, მივ­მარ­თავ რან­ჟი­რე­ბის მე­თოდს, კონ­კ­რე­ტუ­ლი აქ­ტი­ვო­ბე­ბის ეფექ­ტუ­რად წარ­მო­ჩე­ნის მიზ­ნით. ეს, ძა­ლი­ან ხში­რად, სა­უ­კე­თე­სო შე­დეგს იძ­ლე­ვა. მა­გა­ლი­თად, მოს­წავ­ლე­ე­ბი, რომ­ლე­ბიც ხა­ტა­ვენ, სა­უ­კე­თე­სო დე­კო­რა­ცი­ებს ქმნი­ან; ნა­წი­ლი, ვინც ცნო­ბის­მოყ­ვა­რე­ო­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვა, სა­უ­კე­თე­სო იდე­ე­ბის ავ­ტო­რე­ბად გვევ­ლი­ნე­ბი­ან, ხო­ლო ლი­დე­რუ­ლი უნარ-ჩვე­ვე­ბის მა­ტა­რე­ბე­ლი მოს­წავ­ლე­ე­ბი სა­ოც­რად კარ­გად ახერ­ხე­ბენ ნე­ბის­მი­ე­რი აქ­ტი­ვო­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბა­სა და მო­ნი­ტო­რინგს. სა­ბო­ლოო ჯამ­ში, ერ­თობ­ლი­ვი მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბით გა­ჯე­რე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნის მომ­ს­წ­რე­ნი თა­ვად ხდე­ბი­ან.

 პრობ­ლე­მე­ბის პი­რის­პირ

ვფიქ­რობ ოც­და­მე­ერ­თე სა­უ­კუ­ნის მოს­წავ­ლე­ებ­ში, მეტ-ნაკ­ლე­ბად, ყვე­ლა ტი­პის გარ­თუ­ლე­ბებს ვაწყ­დე­ბით, რო­გორც მენ­ტა­ლურს, ასე­ვე ფი­ზი­კურ­სა და სო­ცი­ა­ლურს. თუმ­ცა, დღეს, ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი პრობ­ლე­მე­ბი მე­ტად აქ­ტუ­ა­ლუ­რია. მა­თი ცნო­ბი­ე­რე­ბა, და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბე­ბი და წარ­მოდ­გე­ნე­ბი იმ­დე­ნად გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი და უჩ­ვე­უ­ლოა, რომ ხში­რად კლა­სის დამ­რი­გე­ბელს მათ ემო­ცი­ურ ფონ­თან გამ­კ­ლა­ვე­ბა ძა­ლი­ან უჭირს და დახ­მა­რე­ბის­თ­ვის ფსი­ქო­ლოგს მი­მარ­თავს.

ჩვენ უნ­და შე­ვას­რუ­ლოთ შუ­ა­მავ­ლის რო­ლი მოს­წავ­ლეს, მშო­ბელ­სა და მას­წავ­ლე­ბელს შო­რის, ინ­ტენ­სი­უ­რად ვი­თა­ნამ­შ­რომ­ლოთ მათ­თან იმისთვის, რომ არ გა­მოგ­ვ­რ­ჩეს კონ­კ­რე­ტუ­ლი პრობ­ლე­მა და ერ­თობ­ლი­ვი ძა­ლე­ბით მი­ვი­დეთ სა­სურ­ველ შე­დე­გამ­დე.

დღე­ვან­დელ რე­ა­ლო­ბა­ში ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი, სო­ცი­ა­ლუ­რი თუ მენ­ტა­ლუ­რი პრობ­ლე­მე­ბი გან­ს­კუთ­რე­ბით აქ­ტუ­ა­ლუ­რია მოს­წავ­ლე­ებ­ში, რის გა­მოც დამ­რი­გებ­ლე­ბი უამ­რავ სტრა­ტე­გი­ებ­სა და მიდ­გო­მებს ვა­ხორ­ცი­ე­ლებთ მა­თი გა­დაჭ­რის მიზ­ნით.

ერთ-ერთ მოს­წავ­ლეს, გარ­კ­ვე­უ­ლი პე­რი­ო­დი, კლა­სე­ლებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის დე­ფი­ცი­ტი ჰქონ­და, სა­კუ­თა­რი უნა­რე­ბის წარ­მო­ჩე­ნას ვერ ახერ­ხებ­და, სწავ­ლის პრო­ცე­სის ორ­გა­ნი­ზე­ბა უჭირ­და და მუდ­მი­ვად, ყვე­ლაფ­რის მი­მართ, პრო­ტესტს გა­მო­ხა­ტავ­და. მე, რო­გორც კლა­სის დამ­რი­გე­ბე­ლი, მის ამ მდგო­მა­რე­ო­ბას გან­სა­კუთ­რე­ბით მტკივ­ნე­უ­ლად აღ­ვიქ­ვამ­დი. ამ მო­ცე­მუ­ლო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, დავ­გეგ­მე შემ­დე­გი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი:

მო­ვაწყ­ვეთ ნა­მუ­შევ­რე­ბის გა­მო­ფე­ნა, სა­დაც დი­დი სი­ხა­რუ­ლით ჩა­ერ­თო, ვი­ნა­ი­დან მას ხატ­ვა ძა­ლი­ან უყ­ვარ­და, თუმ­ცა, ხა­ტავ­და ფა­რუ­ლად. მი­სი თი­თო­ე­უ­ლი ნა­ხა­ტი უნი­კა­ლუ­რი და შთამ­ბეჭ­და­ვი იყო. ეს მონ­დო­მე­ბა და­ვუ­ფა­სე და წა­ვა­ხა­ლი­სე. ასე­ვე, გა­ვა­კე­თეთ პრე­ზენ­ტა­ცია მის­თ­ვის სა­სურ­ველ თე­მა­ტი­კა­ზე, რი­თაც მი­სი ცნო­ბის­მოყ­ვა­რე­ო­ბა კი­დევ უფ­რო გა­ი­ზარ­და და მი­სი უნა­რე­ბიც სხვა­დას­ხ­ვა მი­მარ­თუ­ლე­ბით ცხა­დად გა­მო­იკ­ვე­თა. დღეს ბავ­შ­ვი აქ­ტი­უ­რია, შე­მოქ­მე­დე­ბი­თი და მხი­ა­რუ­ლი. რო­გორც თა­ვად აღ­ნიშ­ნავს, აღი­ა­რე­ბას შე­უძ­ლია მთლი­ა­ნად შეც­ვა­ლოს პი­როვ­ნე­ბა.

 გა­წე­უ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბის ანაზღა­უ­რე­ბა

ანაზღა­უ­რე­ბა არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა სა­დამ­რი­გებ­ლო მუ­შა­ო­ბას, ვი­ნა­ი­დან პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბე­ბი, მო­ვა­ლე­ო­ბე­ბი და ფუნ­ქ­ცი­ე­ბი, დროს­თან ერ­თად, შე­იც­ვა­ლა და გა­ი­ზარ­და. თუმ­ცა, ბევ­რი დამ­რი­გე­ბე­ლი მო­წო­დე­ბის სი­მაღ­ლე­ზე დგას და, დი­დი ძა­ლის­ხ­მე­ვის ფა­სად, სა­უ­კე­თე­სო თა­ო­ბებს ზრდის. ვფიქ­რობ, ყვე­ლაფ­რის თა­ვი და თა­ვი სიყ­ვა­რუ­ლი და პო­ზი­ტი­უ­რი გა­რე­მოა, სა­დაც ნე­ბის­მი­ე­რი მოს­წავ­ლის პრობ­ლე­მე­ბის მარ­თ­ვა გა­ცი­ლე­ბით მარ­ტი­ვია, მთა­ვა­რია, მა­თი ნდო­ბა და პა­ტი­ვის­ცე­მა მო­ვი­პო­ვოთ.

 რა მხარ­და­ჭე­რა სჭირ­დე­ბა დამ­რი­გე­ბელს

სა­დამ­რი­გებ­ლო საქ­მი­ა­ნო­ბა­ში სკო­ლის ად­მი­ნის­ტ­რ­ცი­ის მხრი­დან მხარ­და­ჭე­რა აუცი­ლე­ბე­ლი კომ­პო­ნენ­ტია, რად­გან სხვა­დას­ხ­ვა პრო­ექ­ტი­სა და აქ­ტი­ვო­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის პრო­ცეს­ში მუდ­მი­ვად ესა­ჭი­რო­ე­ბა სხვა­დას­ხ­ვა ტი­პის ტექ­ნი­კუ­რი მხარ­და­ჭე­რა, შე­სა­ბა­მი­სი ლი­ტე­რა­ტუ­რა, ციფ­რუ­ლი რე­სურ­სი, ტრან­ს­პორ­ტი და გა­რე­მო, არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის მი­სა­ღე­ბად მოწყო­ბი­ლი, სა­დაც მოს­წავ­ლე­ებს მრა­ვალ­მ­ხ­რი­ვად შე­უძ­ლი­ათ გა­მო­ხა­ტონ სა­კუ­თა­რი თა­ვი.

 გა­მოც­დი­ლე­ბის გა­ზი­ა­რე­ბა

ჩე­მი გა­მოც­დი­ლე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მინ­და აღ­ვ­ნიშ­ნო, რომ მოს­წავ­ლე­ებს გან­სა­კუთ­რე­ბით მოს­წონთ, რო­ცა თა­ვად დამ­რი­გე­ბე­ლია მა­თი დაკ­ვირ­ვე­ბის ობი­ექ­ტი. ისი­ნი სხვა­დას­ხ­ვა სა­ხის და­ვა­ლე­ბას მაძ­ლე­ვენ, რო­მე­ლიც გარ­კ­ვე­უ­ლი პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში უნ­და შე­ვას­რუ­ლო. ეს და­ვა­ლე­ბე­ბი, ძი­რი­თა­დად, სა­ხა­ლი­სო ხა­სი­ა­თი­საა. ისი­ნი თა­ვად ეძე­ბენ სა­ინ­ტე­რე­სო გა­მო­ცა­ნებს, რომ­ლე­ბიც ცხოვ­რე­ბი­სე­ულ პრობ­ლე­მებს უკავ­შირ­დე­ბა და მო­ითხოვს პრობ­ლე­მის გა­დაჭ­რის გზე­ბის ძი­ე­ბას, მა­თი ამოხ­ს­ნის პრო­ცეს­ში თა­ვად მეხ­მა­რე­ბი­ან.

 არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბა

ვა­ტა­რებ შე­მოქ­მე­დე­ბით ღო­ნის­ძი­ე­ბებს, დავ­დი­ვართ თე­ატ­რ­ში, შემ­დეგ ვმსჯე­ლობთ და ვა­ა­ნა­ლი­ზებთ სპექ­ტაკ­ლებს. ხში­რად ვსტუმ­რობთ სვა­ნე­თის ეთ­ნოგ­რა­ფი­ულ მუ­ზე­უმს, რო­მე­ლიც მრა­ვალ­ფე­რო­ვან სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მებს გვთა­ვა­ზობს და მოს­წავ­ლე­ებს შე­საძ­ლებ­ლო­ბა აქვთ, მო­ის­მი­ნონ სა­ინ­ტე­რე­სო ლექ­ცი­ე­ბი, ჩა­ერ­თონ პროგ­რა­მით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბულ ნე­ბის­მი­ე­რი სა­ხის შე­მეც­ნე­ბით აქ­ტი­ვო­ბა­ში, და­ათ­ვა­ლი­ე­რონ სა­გა­მო­ფე­ნო სივ­რ­ცე­ში გა­მო­ფე­ნი­ლი არ­ტე­ფაქ­ტე­ბი და ეზი­ა­რონ რო­გორც ად­გი­ლობ­რივ, ასე­ვე მსოფ­ლიო მას­შ­ტა­ბის ის­ტო­რი­ულ მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბას.

 

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები