27 ივლისი, შაბათი, 2024

სა­გან­თა შო­რის ინ­ტეგ­რა­ცია – STEAM პრო­ექ­ტე­ბი

spot_img

STEAM გა­ნათ­ლე­ბა ის უნი­ვერ­სა­ლუ­რი სას­წავ­ლო ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტია, რომ­ლის და­ნერ­გ­ვა­მაც სას­წავ­ლო პრო­ცე­სი ბევ­რად უფ­რო სა­ინ­ტე­რე­სო და ნა­ყო­ფი­ე­რი გა­ხა­და. STEAM სწავ­ლე­ბა პრობ­ლე­მა­ზე და კვლე­ვა­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი მე­თო­დე­ბის და­ნერ­გ­ვა-გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას გუ­ლის­ხ­მობს, ხელს უწყობს მოს­წავ­ლე­ებ­ში იმ უნა­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას, რო­მე­ლიც სა­ჭი­როა 21-ე სა­უ­კუ­ნის მო­ქა­ლა­ქი­სათ­ვის: კრი­ტი­კუ­ლი და შე­მოქ­მე­დე­ბი­თი აზ­როვ­ნე­ბა, კო­მუ­ნი­კა­ცია, კო­ლა­ბო­რა­ცია, გუნ­დუ­რი მუ­შა­ო­ბა და პრობ­ლე­მის გა­დაჭ­რა, მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა და ნე­ბე­ლო­ბა/ხა­სი­ა­თი. STEAM-ის ერთ-ერ­თი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ფუნ­ქ­ციაა ინო­ვა­ცი­უ­რო­ბა, შე­სა­ბა­მი­სად, STEAM პრო­ექ­ტ­ზე მუ­შა­ო­ბის დროს, მოს­წავ­ლეს შე­მოქ­მე­დე­ბი­თო­ბის უნა­რიც უვი­თარ­დე­ბა.

მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი სი­ახ­ლეა STEAM პრო­ექ­ტე­ბი, რო­მე­ლიც ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის რე­ფორ­მის STEAM გუნ­დ­მა სკო­ლებს გან­სა­ხორ­ცი­ე­ლებ­ლად შეს­თა­ვა­ზა. ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მის გან­ვი­თა­რე­ბის ექ­ს­პერ­ტე­ბი, ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის STEAM გუნ­დის წევ­რე­ბი, ნი­ნო მარ­და­ლე­იშ­ვი­ლი (მა­თე­მა­ტი­კის მი­მარ­თუ­ლე­ბით) და გი­ორ­გი ლო­მი­ძე (ფი­ზი­კის მი­მარ­თუ­ლე­ბით), STEAM პრო­ექ­ტე­ბის მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა­ზე, ამ ორი საგ­ნის ინ­ტეგ­რი­რე­ბით გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი, ერ­თი კონ­კ­რე­ტუ­ლი პრო­ექ­ტის მა­გა­ლით­ზე გვე­სა­უბ­რე­ბი­ან.

გი­ორ­გი ლო­მი­ძე: დღეს ვი­სა­უბ­რებთ იმა­ზე, თუ რო­გორ უწყობს ხელს STEAM პრო­ექ­ტე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა მე­სა­მე თა­ო­ბის ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მის და­ნერ­გ­ვას. და­ვიწყოთ იმით, რომ მე­სა­მე თა­ო­ბის ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მით, ყვე­ლა სა­გან­ში, შე­სა­ბა­მი­სად, STEAM-ში შე­მა­ვალ საგ­ნებ­შიც გან­საზღ­ვ­რუ­ლია გრძელ­ვა­დი­ა­ნი მიზ­ნე­ბი, ე.წ. სა­მიზ­ნე ცნე­ბე­ბი, რო­მელ­თა ფლო­ბა და გა­აქ­ტი­უ­რე­ბა მთე­ლი სა­ფე­ხუ­რის გან­მავ­ლო­ბა­ში უნ­და მოხ­დეს, შუ­ა­ლე­დუ­რი მიზ­ნე­ბის და­გეგ­მ­ვით. შუ­ა­ლე­დურ მიზ­ნებს წარ­მო­ად­გენს ან საგ­ნობ­რი­ვი კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბე­ბი, ან ინ­ტეგ­რი­რე­ბუ­ლი კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბე­ბი. STEAM პრო­ექ­ტ­მაც თა­ვი­სუფ­ლად შე­იძ­ლე­ბა შე­ას­რუ­ლოს შუ­ა­ლე­დუ­რი მიზ­ნის რო­ლი. რა შემ­თხ­ვე­ვა­ში შე­იძ­ლე­ბა მოხ­დეს ასე? რა თქმა უნ­და, ყვე­ლა STEAM პრო­ექ­ტ­მა ეს ფუნ­ქ­ცია შე­იძ­ლე­ბა ვერ იტ­ვირ­თოს, ვი­ნა­ი­დან ზო­გი­ერ­თის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას სხვა­დას­ხ­ვა კლას­ში შე­სას­წავ­ლი სა­კითხე­ბის გა­ერ­თი­ა­ნე­ბა სჭირ­დე­ბა, მაგ­რამ ჩვენს ბან­კ­შიც და პრაქ­ტი­კა­შიც გვაქვს ისე­თი STEAM პრო­ექ­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც თა­ვი­სუფ­ლად შე­იძ­ლე­ბა გან­ხორ­ცი­ელ­დეს ერ­თი და იმა­ვე კლას­ში შე­სას­წავ­ლი სა­კითხე­ბის ურ­თი­ერ­თ­და­კავ­ში­რე­ბით. მას­წავ­ლებ­ლებ­მა ასე­თი პრო­ექ­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა უნ­და და­გეგ­მონ, რო­გორც შუ­ა­ლე­დუ­რი მი­ზა­ნი, გან­საზღ­ვ­რონ ის საგ­ნობ­რი­ვი სა­მიზ­ნე ცნე­ბე­ბი, ამ საგ­ნე­ბი­დან, რო­მელ­თა გა­აქ­ტი­უ­რე­ბაც მოხ­დე­ბა ამ STEAM პრო­ექ­ტ­ზე მუ­შა­ო­ბის დროს და შე­სა­ბა­მი­სად, შუ­ა­ლე­დუ­რი მი­ზა­ნიც მიღ­წე­უ­ლი იქ­ნე­ბა – აიგე­ბა ცოდ­ნაც და საგ­ნობ­რი­ვი სა­მიზ­ნე ცნე­ბე­ბიც დაძ­ლე­უ­ლი იქ­ნე­ბა.

წელს საკ­მა­ოდ სა­ინ­ტე­რე­სო წე­ლი გვქონ­და STEAM მი­მარ­თუ­ლე­ბით, ნა­ყო­ფი­ე­რი და შრო­მა­ტე­ვა­დი. ჯერ კი­დევ თე­ბერ­ვალ­ში, ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის რე­ფორ­მის STEAM გუნ­დ­მა სკო­ლებს გან­სა­ხორ­ცი­ე­ლებ­ლად STEAM პრო­ექ­ტე­ბი შეს­თა­ვა­ზა. 300-მდე სკო­ლამ გა­მოთ­ქ­ვა გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის სურ­ვი­ლი, ძა­ლი­ან ბევ­რი ისე­თი სკო­ლა იყო, რო­მელ­მაც ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯე­ბი გა­დად­გა. მთე­ლი გა­ზაფხუ­ლის გან­მავ­ლო­ბა­ში გვქონ­და კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბი მას­წავ­ლებ­ლებ­თან და ფაქ­ტობ­რი­ვად, ერ­თად ვას­რუ­ლებ­დით ამ პრო­ექ­ტებს, რაც ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო იყო და გრან­დი­ო­ზუ­ლი კონ­ფე­რენ­ცი­ით დაგ­ვირ­გ­ვინ­და. ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რი და მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი – ეს გა­მო­ფე­ნა და კონ­ფე­რენ­ცია არ ყო­ფი­ლა იმ ხა­სი­ა­თის, რომ მხო­ლოდ ნივ­თე­ბი და­ეთ­ვა­ლი­ე­რე­ბი­ნა იქ მო­სულ სტუ­მარს. ყვე­ლა მოს­წავ­ლე მზად იყო ში­ნა­არ­სობ­რი­ვად ესა­უბ­რა სა­კუ­თა­რი პრო­ექ­ტის შე­სა­ხებ და ალ­ბათ STEAM-ის და­ნიშ­ნუ­ლე­ბაც ეს არის, მხო­ლოდ რა­ღაც ცალ­კე­უ­ლი პრო­დუქ­ტის შექ­მ­ნა აქ არ კმა­რა, აუცი­ლე­ბე­ლია კონ­კ­რე­ტუ­ლი საგ­ნე­ბის სიღ­რ­მე­ში ჩას­ვ­ლა.

ნი­ნო მარ­და­ლე­იშ­ვი­ლი: რო­დე­საც მა­თე­მა­ტი­კის სწავ­ლე­ბი­სას აქ­ცენ­ტი გა­დაგ­ვაქვს პრაქ­ტი­კუ­ლი და სა­მეც­ნი­ე­რო ხა­სი­ა­თის პრობ­ლე­მე­ბის გა­დაჭ­რა­ზე, მოს­წავ­ლე­ე­ბის მო­ტი­ვა­ცია მა­ტუ­ლობს, შე­სა­ბა­მი­სად, მა­თე­მა­ტი­კი­სად­მი ინ­ტე­რე­სიც იზ­რ­დე­ბა. სწო­რედ ასე­თი პრაქ­ტი­კუ­ლი და სა­მეც­ნი­ე­რო პრობ­ლე­მე­ბი ამა­რა­გებს მა­თე­მა­ტი­კას და ზო­გა­დად, ასე­თი პრობ­ლე­მე­ბის გა­დაჭ­რის შემ­დეგ, მოს­წავ­ლე­ებს უვი­თარ­დე­ბათ ისე­თი უნა­რე­ბი, რო­გო­რიც არის: პრობ­ლე­მის არ­ს­ში სიღ­რ­მი­სე­უ­ლად წვდო­მა, ადეკ­ვა­ტუ­რი მა­თე­მა­ტი­კუ­რი მო­დე­ლე­ბის შექ­მ­ნა, ამ მო­დე­ლე­ბის შე­სა­ბა­მი­სად დას­კ­ვ­ნე­ბის გა­კე­თე­ბა და ინ­ტერ­პ­რე­ტა­ცია.

გ.ლ.: ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის რე­ფორ­მის მთა­ვა­რი პრინ­ცი­პიც ეს არის – მი­ღე­ბუ­ლი ცოდ­ნის პრაქ­ტი­კა­ში რე­ა­ლი­ზე­ბის უნა­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა მოს­წავ­ლე­ებ­ში. ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში, რა თქმა უნ­და, STEAM-ზე ვსა­უბ­რობთ, მაგ­რამ ზო­გა­დად კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბაც იმას ემ­სა­ხუ­რე­ბა, რომ მი­ღე­ბულ ცოდ­ნას­თან ერ­თად, მოს­წავ­ლემ სა­თა­ნა­დო უნა­რის გან­ვი­თა­რე­ბა შეძ­ლოს. რა პრო­ექ­ტ­ზე გვაქვს დღეს სა­უ­ბა­რი და რა პრობ­ლე­მის გა­დაჭ­რას მო­ემ­სა­ხუ­რე­ბა ეს პრო­ექ­ტი, ანუ მოს­წავ­ლემ რომ შე­ას­რუ­ლოს, რო­მე­ლი კონ­კ­რე­ტუ­ლი ცხოვ­რე­ბი­სე­უ­ლი პრობ­ლე­მა შე­იძ­ლე­ბა გა­დაჭ­რას ამით?

ნ.მ.: ჩვე­ნი STEAM მი­მარ­თუ­ლე­ბის პრო­ექ­ტი შე­ე­ხე­ბა სითხის დო­ნის დად­გე­ნას ავ­ზ­ში და არა მარ­ტო, მო­ცუ­ლო­ბის დად­გე­ნა­საც, რაც მა­თე­მა­ტი­კის კუთხით საკ­მა­ოდ სა­ინ­ტე­რე­სოა. და­ვა­ლე­ბას სა­ინ­ტე­რე­სო ფორ­მით წარ­ვუდ­გენთ მოს­წავ­ლე­ებს – იცით თუ არა, რომ ბენ­ზინ­გა­სა­მართ სად­გურ­ში ცის­ტერ­ნებს, რომ­ლებ­საც, ძი­რი­თა­დად, ცი­ლინ­დ­რის ფორ­მა აქვთ, დაწ­ვე­ნი­ლი ფორ­მით ათავ­სე­ბენ მი­წის ზე­და­პირ­ზე, ჰო­რი­ზონ­ტა­ლუ­რად. სა­ინ­ტე­რე­სოა, რო­გორ ზო­მა­ვენ სითხის დო­ნეს ასე­თი ფორ­მით მი­წა­ში მო­თავ­სე­ბულ ავ­ზებ­ში და რო­გორ იგე­ბენ მო­ცუ­ლო­ბას?

გ.ლ.: დო­ნის გან­საზღ­ვ­რა კი­დევ უფ­რო მარ­ტი­ვია, გა­რე­და­ნაც შე­იძ­ლე­ბა, მაგ­რამ დარ­ჩე­ნი­ლი სითხის მო­ცუ­ლო­ბის გან­საზღ­ვ­რა საკ­მა­ოდ რთუ­ლია.

ნ.მ.: მა­თე­მა­ტი­კის კუთხით, საკ­მა­ოდ სა­ინ­ტე­რე­სო ამო­ცა­ნა გა­მოგ­ვი­ვი­და. რა ევა­ლე­ბა მოს­წავ­ლეს? მო­ი­ძი­ოს ინ­ფორ­მა­ცია, გა­მო­იკ­ვ­ლი­ოს მო­ცუ­ლო­ბის დად­გე­ნის სხვა­დას­ხ­ვა მე­თო­დი, შექ­მ­ნას მო­დე­ლი მოწყო­ბი­ლო­ბით, რო­მე­ლიც და­ად­გენს სითხის დო­ნეს ავ­ზ­ში, მო­ცუ­ლო­ბა­საც გა­ზო­მავს და შე­სა­ბა­მი­სად, მოგ­ვაწ­ვ­დის მზა, სა­ბო­ლოო ინ­ფორ­მა­ცი­ას მო­ცუ­ლო­ბის შე­სა­ხებ, თან ეს ავ­ტო­მა­ტუ­რად უნ­და მოხ­დეს.

გ.ლ.: პირ­და­პირ რე­ჟიმ­ში, ასე ვთქვათ. მე, მა­გა­ლი­თად, მი­ნა­ხავს, რო­დე­საც ბენ­ზინ­გა­სა­მართ სად­გუ­რებ­ზე ავ­ზებ­ში ჯო­ხის ჩა­ყო­ფით ზო­მა­ვენ ხოლ­მე სითხის დო­ნეს. ეს ერთ-ერ­თი ყვე­ლა­ზე მარ­ტი­ვი მე­თო­დია, მაგ­რამ ავ­ზ­ში სითხის დო­ნე რომ გა­ვი­გოთ, მა­გა­ლი­თად, ბენ­ზი­ნის, ეს იმას არ ნიშ­ნავს, რომ მო­ცუ­ლო­ბა ვი­ცით, რად­გან დაწ­ვე­ნილ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ცი­ლინ­დ­რი პირ­და­პირ­პ­რო­პორ­ცი­უ­ლად ვერ გვაძ­ლევს სითხის დო­ნი­სა და მო­ცუ­ლო­ბის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას.

ნ.მ.: ასე­ვე, მო­დელ­თან ერ­თად, სა­სურ­ვე­ლია, მოს­წავ­ლემ წა­რად­გი­ნოს ვირ­ტუ­ა­ლუ­რი მო­დე­ლი. ეს გახ­ლავთ Geo Gebra-ს მსგავს სპე­ცი­ა­ლურ პროგ­რა­მა­ში შეს­რუ­ლე­ბუ­ლი ვირ­ტუ­ა­ლუ­რი მო­დე­ლი, სა­დაც ზო­მე­ბის ცვლი­ლე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბაა და შე­სა­ბა­მი­სად, ამ ცვლი­ლე­ბის პი­რო­ბებ­ში, შეგ­ვიძ­ლია მო­ცუ­ლო­ბის დად­გე­ნა, რიცხ­ვი­თი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბის დად­გე­ნა, რაც მომ­დევ­ნო ეტაპ­ზე პროგ­რა­მისტს უნ­და მი­ვა­წო­დოთ.

გ.ლ.: ვიდ­რე და­ვა­ლე­ბის და, ზო­გა­დად, ჩვე­ნი პრო­ექ­ტის ში­ნა­არ­ს­ზე გა­და­ვალთ, მო­დი, ისიც ვთქვათ, ამ პრო­ექ­ტ­ზე მუ­შა­ო­ბი­სას, რო­მე­ლი საგ­ნე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­იღ­რ­მა­ვე­ბენ მოს­წავ­ლე­ე­ბი ცოდ­ნას. შეგ­ვიძ­ლია ეს ყვე­ლა­ფე­რი ეროვ­ნულ სას­წავ­ლო გეგ­მა­საც და­ვუ­კავ­ში­როთ – რო­მე­ლი ცნე­ბე­ბი გა­აქ­ტი­ურ­დე­ბა, და­ვუშ­ვათ, ამ პრო­ექ­ტ­ზე მუ­შა­ო­ბი­სას. მე, მა­გა­ლი­თად, ვიტყ­ვი, რომ ფი­ზი­კის მი­მარ­თუ­ლე­ბით აუცი­ლებ­ლად გა­აქ­ტი­ურ­დე­ბა სა­მიზ­ნე ცნე­ბა ფი­ზი­კუ­რი პრო­ცე­სი, რად­გან, რო­დე­საც პრო­ექ­ტის ში­ნა­არ­ს­ზე გა­და­ვალთ, გვად­გე­ბა ბგე­რე­ბის შეს­წავ­ლა, ზო­გა­დად. მა­თე­მა­ტი­კა­ში რა ხდე­ბა?

ნ.მ.: მა­თე­მა­ტი­კა­ში შე­სა­ნიშ­ნა­ვად შე­მო­დის მო­ცუ­ლო­ბის ცნე­ბა. მო­ცუ­ლო­ბის შე­სას­წავ­ლად წი­ნა­რე ცოდ­ნის გა­აქ­ტი­უ­რე­ბაა სა­ჭი­რო, ფარ­თო­ბის პოვ­ნა და აქ ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სოდ შე­მო­დის, ცი­ლინ­დ­რის შემ­თხ­ვე­ვა­ში, სექ­ტო­რი, სეგ­მენ­ტი, ეს უნ­და გა­ვახ­სე­ნოთ მოს­წავ­ლე­ებს. სხვა­თა შო­რის, მზა რე­სურ­სე­ბიც შევ­ქ­მე­ნით ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით, წი­ნა­რე ცოდ­ნის გა­სა­აქ­ტი­უ­რებ­ლად ცალ­კე რე­სურ­სე­ბიც შე­იქ­მ­ნა, რაც მას­წავ­ლებ­ლებს წა­ად­გე­ბათ.

გ.ლ.: ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბაც ვახ­სე­ნოთ, აუცი­ლებ­ლად დაგ­ვ­ჭირ­დე­ბა Geo Gebra-ს პროგ­რა­მის ენის ცოდ­ნა, ანუ Geo Gebra-ში უნ­და ვერ­კ­ვე­ო­დეთ. თუ ვერ ვერ­კ­ვე­ვით, ჩვენ­გან არის და­პი­რე­ბა, რომ ვინც ამ პრო­ექტს გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლებს, და­ვეხ­მა­რე­ბით ამ მი­მარ­თუ­ლე­ბის დაძ­ლე­ვა­ში. ზო­გა­დად, უნ­და ვერ­კ­ვე­ო­დეთ, რა არის პროგ­რა­მის წე­რა, აქ არ­დუ­ი­ნო გა­მოგ­ვად­გე­ბა, ანუ ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბა საკ­მა­ოდ ღრმა­დაა გაშ­ლი­ლი.

ნ.მ.: რო­დე­საც მას­წავ­ლე­ბელს მსგავს პრო­ექტს ვთა­ვა­ზობთ, ერ­თი შე­ხედ­ვით, შე­იძ­ლე­ბა რთუ­ლად მო­ეჩ­ვე­ნოს. აუცი­ლებ­ლად უნ­და გა­ვით­ვა­ლის­წი­ნოთ რო­გორ ერ­კ­ვე­ვი­ან ისი­ნი ტექ­ნო­ლო­გი­ებ­ში და ამ მი­მარ­თუ­ლე­ბი­თაც კარ­გი ნა­ბი­ჯე­ბი გა­და­იდ­გა. სი­ა­მა­ყით შე­მიძ­ლია აღ­ვ­ნიშ­ნო, რომ უკ­ვე ორი წე­ლია, ინ­ტენ­სი­უ­რი მომ­ზა­დე­ბა და ტრე­ნინ­გე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს, მას­წავ­ლებ­ლე­ბის გა­დამ­ზა­დე­ბის კუთხით, ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის­თ­ვის სა­გაკ­ვე­თი­ლო პრო­ცეს­ში. მგო­ნია, რომ სწო­რი გე­ზიც ავირ­ჩი­ეთ, რო­დე­საც მსოფ­ლი­ო­ში პო­პუ­ლა­რულ პროგ­რა­მას – Geo Gebra-ს ვას­წავ­ლით ინ­ტენ­სი­უ­რად, რო­მელ­შიც გვაქვს შექ­მ­ნი­ლი ვირ­ტუ­ა­ლუ­რი მო­დე­ლი, ამ პრო­ექ­ტის შემ­თხ­ვე­ვა­ში.

გ.ლ.: ეს პრო­ექ­ტი, რე­ა­ლუ­რად, ასე რთუ­ლიც არ არის, მას აქვს სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო მი­ზა­ნი – რო­დე­საც მოს­წავ­ლე ამ პრო­ექ­ტ­ზე მუ­შა­ობს, მის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას­თან ერ­თად, საგ­ნებ­ში კონ­კ­რე­ტულ ცოდ­ნას იძენს. მთა­ვა­რი მი­ზა­ნი და პრობ­ლე­მის გა­დაჭ­რის ინ­ტე­რე­სიც ხომ ეს არის, მოს­წავ­ლემ თა­ვი წარ­მო­იდ­გი­ნოს მკვლევ­რად, რო­გორც პა­ტა­რა მეც­ნი­ერ­მა, რო­მელ­მაც რა­ღაც და­სა­ხუ­ლი პრობ­ლე­მა გა­დაჭ­რა.

მო­დი, ახ­ლა ფი­ზი­კის კუთხით გან­ვი­ხი­ლოთ, რა­ში დაგ­ვეხ­მა­რე­ბა ფი­ზი­კა ამ კონ­კ­რე­ტუ­ლი პრო­ექ­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბი­სას. მა­გა­ლი­თად, ზე­მოთ ვახ­სე­ნე ბგე­რა. ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში, ვი­ყე­ნებთ ულ­ტ­რაბ­გე­რის მე­თოდს, ანუ ულ­ტ­რაბ­გე­რით ვზო­მავთ გარ­კ­ვე­ულ მან­ძილს, ვთქვათ, ჭურ­ჭ­ლის ზე­და­პი­რი­დან სითხის დო­ნემ­დე. რო­გორც უკ­ვე ვახ­სე­ნე, მი­ნა­ხავს, რო­დე­საც ბენ­ზი­ნის ავ­ზ­ში, დაწ­ვე­ნილ ცი­ლინ­დ­რ­ში, ჯოხს ჩა­ყო­ფენ ხოლ­მე და ამით იგე­ბენ სითხის სიღ­რ­მეს. სითხის სიღ­რ­მე თუ გა­ვი­გეთ და ვი­ცით რა გე­ო­მეტ­რი­უ­ლი ფი­გუ­რაა ჩვე­ნი ჭურ­ჭე­ლი, ამის შემ­დეგ უკ­ვე მა­თე­მა­ტი­კურ ამო­ცა­ნას­თან გვაქვს საქ­მე, რო­გორ და­ვად­გი­ნოთ მი­სი მო­ცუ­ლო­ბა. არ არის აუცი­ლე­ბე­ლი მა­ინ­ც­და­მა­ინც ცი­ლინ­დ­რი იყოს, სხვა ჭურ­ჭე­ლიც შე­იძ­ლე­ბა, ნე­ბის­მი­ე­რი, რაც გვექ­ნე­ბა წარ­მოდ­გე­ნი­ლი.

ნ.მ.: ჩვენ ბავ­შ­ვებს არა­ნა­ი­რად არ ვზღუ­დავთ. მა­თე­მა­ტი­კა­ში რაც უფ­რო მეტ ფი­გუ­რას შე­ის­წავ­ლი­ან და მე­ტი სხვა­დას­ხ­ვა მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი ფი­გუ­რის მო­ცუ­ლო­ბას და­ად­გე­ნენ, მათ­თ­ვი­საც და ჩვენ­თ­ვი­საც ეს არის მი­ზა­ნი.

გ.ლ.: სულ მცი­რე, სამ მე­თოდს და­ვა­სა­ხე­ლებ, რო­გორ შე­იძ­ლე­ბა სიღ­რ­მის გა­ზომ­ვა კონ­კ­რე­ტულ ჭურ­ჭელ­ში: პირ­ვე­ლი – ჯო­ხით გა­ზომ­ვა; მე­ო­რე – ჭურ­ჭ­ლის ფსკერ­ზე გვქონ­დეს წნე­ვის სა­ზო­მი, წნე­ვის სენ­სო­რი და (ვი­ცით, რომ სითხის წნე­ვა ე.წ. „რო­ჟე­ჰაშ ფორ­მუ­ლით“ გა­მო­ით­ვ­ლე­ბა და შე­სა­ბა­მი­სად, სითხის სი­მაღ­ლის პრო­პორ­ცი­უ­ლია) თუ წნე­ვა გავ­ზო­მე, ეს ნიშ­ნავს, რომ შე­მიძ­ლია ამ სითხის სი­მაღ­ლე და­ვად­გი­ნო; მე­სა­მე – ულ­ტ­რაბ­გე­რის სა­შუ­ა­ლე­ბით, ანუ რა­ღაც მოწყო­ბი­ლო­ბით გა­მოვ­ცეთ ულ­ტ­რაბ­გე­რა, რო­მე­ლიც აირეკ­ლე­ბა ამ სითხის ზე­და­პი­რი­დან და თუ ჩვე­ნი მოწყო­ბი­ლო­ბა ჭურ­ჭ­ლის თავ­ზეა და­მაგ­რე­ბუ­ლი, ანა­რეკ­ლი, ეს ულ­ტ­რაბ­გე­რა, ისევ მიმ­ღებს და­უბ­რუნ­დე­ბა. ჩვე­ნი მოწყო­ბი­ლო­ბა გა­ზო­მავს, გა­მო­ცე­მი­დან მი­ღე­ბამ­დე, დრო­ის ინ­ტერ­ვალს, გა­ამ­რავ­ლებს ბგე­რის სიჩ­ქა­რე­ზე და მი­ვი­ღებთ ბგე­რის მი­ერ გან­ვ­ლილ მან­ძილს. რად­გან ბგე­რამ წინ და უკან გა­ი­ა­რა მან­ძი­ლი, ორ­ზე გავ­ყოფთ და, შე­სა­ბა­მი­სად, და­ვად­გენთ და­შო­რე­ბას ჭურ­ჭ­ლის ზე­და­პი­რი­დან სითხის დო­ნემ­დე. შე­იძ­ლე­ბა ვინ­მეს გა­უჩ­ნ­დეს კითხ­ვა, თუ ყვე­ლა­ზე მარ­ტი­ვი მე­თო­დი ჯო­ხის ჩა­ყო­ფაა, რა­ში გვჭირ­დე­ბა ამ­დე­ნი წვა­ლე­ბა? საქ­მე იმა­შია, რომ ჩვენ მიზ­ნად და­ვი­სა­ხეთ, ავ­ზ­ში ან რა­ი­მე ფორ­მის ჭურ­ჭელ­ში მო­ცუ­ლო­ბის მუდ­მი­ვი კონ­ტ­რო­ლი, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ თუ სითხის დო­ნის გა­სა­გე­ბად ჯოხს ავირ­ჩევთ, სულ ჩა­ყო­ფა-ამო­ყო­ფა და მო­ცუ­ლო­ბის ამ­გ­ვა­რად გა­მოთ­ვ­ლა დაგ­ვ­ჭირ­დე­ბა სხვა­დას­ხ­ვა დროს. მაგ­რამ ჩვენ გვჭირ­დე­ბა ისე­თი მოწყო­ბი­ლო­ბა, რო­გორც პრო­ექ­ტი გვე­უბ­ნე­ბა, რო­მე­ლიც პირ­და­პირ რე­ჟიმ­ში…

ნ.მ.: ტექ­ნო­ლო­გი­უ­რად გა­მარ­თუ­ლად…

გ.ლ.: სრულ ინ­ფორ­მა­ცი­ას გად­მოგ­ვ­ცემს, ვთქვათ, რა მო­ცუ­ლო­ბის ბენ­ზი­ნი დარ­ჩა ავ­ზ­ში და შე­სავ­სე­ბია თუ არა ის. ანუ ფი­ზი­კა აქ დამ­ხ­მა­რე როლ­ში შე­მო­დის და რა­ში გვეხ­მა­რე­ბა? მუდ­მივ კონ­ტ­როლ­ში, მუდ­მი­ვად გვე­უბ­ნე­ბა თუ რა სი­მაღ­ლე იქ­ნე­ბა ჭურ­ჭ­ლის ზე­და­პი­რი­დან სითხის ზე­და­პი­რამ­დე.

ნ.მ.: ჩვე­ნი ჭურ­ჭე­ლი, დაწ­ვე­ნი­ლი ცი­ლინ­დ­რის ფორ­მი­სა და ჰო­რი­ზონ­ტა­ლუ­რად გან­თავ­სე­ბუ­ლი, სა­ინ­ტე­რე­სო აღ­მოჩ­ნ­და მა­თე­მა­ტი­კის კუთხით, ჩემ­თ­ვი­საც სა­ინ­ტე­რე­სო იყო. ასე­თი ამო­ცა­ნე­ბი არ არის ასე მო­ჭარ­ბე­ბუ­ლად მა­თე­მა­ტი­კა­ში, ჩვენ უფ­რო ისეთ შემ­თხ­ვე­ვებს გან­ვი­ხი­ლავთ ხოლ­მე, მო­ცუ­ლო­ბის დროს, რო­დე­საც ცი­ლინ­დ­რი სი­მაღ­ლე­ზე დგას ფუ­ძით. სხვა­თა შო­რის, სითხე რომ იყოს ასეთ ჭურ­ჭელ­ში მო­თავ­სე­ბუ­ლი, მი­სი მო­ცუ­ლო­ბის გა­მოთ­ვ­ლაც მარ­ტი­ვია, ფუ­ძის სი­მაღ­ლის, ფუ­ძის ფარ­თო­ბის გამ­რავ­ლე­ბა სი­მაღ­ლე­ზე და აქაც, სითხის ფორ­მა ცი­ლინ­დ­რუ­ლია, მაგ­რამ დაწ­ვე­ნილ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ასეთ შემ­თხ­ვე­ვას ჩვენ არ ვი­ღებთ. დაწ­ვე­ნილ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ფუ­ძის ფარ­თო­ბი უკ­ვე სეგ­მენ­ტია, აქ სეგ­მენ­ტი შე­მო­დის სა­ინ­ტე­რე­სო ფორ­მით და სხვა­დას­ხ­ვა შემ­თხ­ვე­ვებს ვი­ხი­ლავთ. და­მა­ტე­ბით, კი­დევ მე­ო­რე პრობ­ლე­მა გა­მოჩ­ნ­და – რო­დე­საც სითხის დო­ნე ნა­ხე­ვარ­ზე ზე­მო­თაა, ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში, სექ­ტორს ემა­ტე­ბა სამ­კუთხე­დის ფარ­თო­ბი; ხო­ლო რო­დე­საც დაბ­ლაა (ნა­ხე­ვარ­ზე დაბ­ლა), სექ­ტორს აკ­ლ­დე­ბა სამ­კუთხე­დის ფარ­თო­ბი (ფუ­ძის ფარ­თო­ბის გა­მოთ­ვ­ლა­ზე ვსა­უბ­რობ). თუ ფუ­ძის ფარ­თო­ბი გა­მოვ­თ­ვა­ლეთ, სი­მაღ­ლე­ზე გა­ვამ­რავ­ლებთ და მი­ვი­ღებთ სითხის მო­ცუ­ლო­ბას. ესეც სა­ინ­ტე­რე­სო ფორ­მით ხდე­ბა.

გ.ლ.: ვთქვათ, არ გვაქვს ცი­ლინ­დ­რი და გვაქვს წაკ­ვე­თი­ლი კო­ნუ­სის ფორ­მის ჭურ­ჭე­ლი. ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში, და­ვუშ­ვათ, სათ­ლი (STEAM კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე ასე­თი პრო­ექ­ტი იყო წარ­მოდ­გე­ნი­ლი. მოს­წავ­ლე­ებ­მა ეს პრობ­ლე­მა გა­დაჭ­რეს, ოღონდ სათ­ლის სა­შუ­ა­ლე­ბით, რად­გან დი­დი ავ­ზი იქ ვერ მო­ი­ტა­ნეს). ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში, რო­გორ მი­უდ­გე­ბით…

ნ.მ.: ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში, უკ­ვე შე­მო­დის თე­მა კო­ნუ­სი, რო­მელ­საც სა­ინ­ტე­რე­სო ფორ­მით წარ­ვუდ­გენთ პროგ­რა­მა Geo Gebra-ს გა­მო­ყე­ნე­ბით – აქ ბრუნ­ვი­თი სხე­უ­ლი, ანი­მა­ცია გვაქვს ჩარ­თუ­ლი და ვაჩ­ვე­ნებთ მარ­თ­კუთხა სამ­კუთხე­დის ბრუნ­ვით რო­გორ მი­ი­ღე­ბა კო­ნუ­სი. შემ­დეგ ანი­მა­ცი­ე­ბით წავ­კ­ვე­თავთ ამ კო­ნუსს, მი­ი­ღე­ბა წაკ­ვე­თი­ლი კო­ნუ­სი და, შე­სა­ბა­მი­სად, ჩვე­ნი სა­სურ­ვე­ლი ჭურ­ჭე­ლი.

 

 

 

 

გ.ლ.: მო­დი, პროგ­რა­მულ ნა­წილ­ზე ვი­ლა­პა­რა­კოთ, ინ­ჟი­ნე­რი­ი­სა და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის კუთხით. ეს არის ჩვე­ნი ჭურ­ჭე­ლი, წაკ­ვე­თი­ლი სათ­ლი, კო­ნუ­სის ფორ­მა აქვს, შიგ­ნით რომ სითხეა, იმა­საც წაკ­ვე­თი­ლი კო­ნუ­სის ფორ­მა აქვს. ზე­მოთ გვაქვს მიკ­რო­კონ­ტ­რო­ლე­რი, ე.წ. არ­დუ­ი­ნო, რო­მე­ლიც მარ­თავს მას­თან მი­მაგ­რე­ბულ ულ­ტ­რაბ­გე­რის გა­მომ­ს­ხი­ვე­ბელ­სა და მიმ­ღებს, ულ­ტ­რაბ­გე­რის გა­მომ­შ­ვებ­სა და მიმ­ღებს. აქ­ვეა ეკ­რა­ნი, რო­მელ­ზეც, რო­გორც წე­ღან ვახ­სე­ნეთ, პირ­და­პირ რე­ჟიმ­ში აისა­ხე­ბა ინ­ფორ­მა­ცია. გვაქვს მიკ­რო­კონ­ტ­რო­ლე­რი, რო­მელ­შიც ჩატ­ვირ­თუ­ლია პროგ­რა­მა და ეს პროგ­რა­მა სა­მი ნა­წი­ლის­გან შედ­გე­ბა: პირ­ვე­ლი ნა­წი­ლია ცვლა­დე­ბის გა­მოცხა­დე­ბა, სა­დაც ჩვე­ნი პროგ­რა­მა გარ­კ­ვე­ულ მო­ნა­ცე­მებს იღებს — სათ­ლის სი­მაღ­ლე, ზე­და რა­დი­უ­სი, ქვე­და რა­დი­უ­სი და ა.შ. რო­გორც უკ­ვე აღ­ვ­ნიშ­ნეთ, ულ­ტ­რაბ­გე­რის გა­მო­ცე­მის შემ­დეგ, ეს ულ­ტ­რაბ­გე­რა ირეკ­ლე­ბა სითხის ზე­და­პი­რი­დან,  მიმ­ღებს უბ­რუნ­დე­ბა და ის პროგ­რა­მა, მა­თე­მა­ტი­კურ ნა­წილ­ში, ან­გა­რი­შობს დროს ამ ულ­ტ­რაბ­გე­რის გაშ­ვე­ბა­სა და მი­ღე­ბას შო­რის, ამ დროს ამ­რავ­ლებს ბგე­რის სიჩ­ქა­რე­ზე, გა­მო­დის ბგე­რის მი­ერ გან­ვ­ლი­ლი მან­ძი­ლი და იგებს რა სიღ­რ­მე­ზეა, უფ­რო სწო­რად, რა მან­ძი­ლია აქე­დან წყლის ზე­და­პი­რამ­დე. შემ­დეგ სათ­ლის სი­მაღ­ლეს ვაკ­ლებთ ამ მან­ძილს და რჩე­ბა სითხის სი­მაღ­ლე. სითხის სი­მაღ­ლე უკ­ვე კო­ნუ­სის სი­მაღ­ლეა, წაკ­ვე­თი­ლი კო­ნუ­სის სი­მაღ­ლეს კი, უკ­ვე ვახ­სე­ნეთ, რო­გორ ვგე­ბუ­ლობთ მა­თე­მა­ტი­კუ­რად.

ნ.მ.: წაკ­ვე­თი­ლი კო­ნუ­სის მო­ცუ­ლო­ბას ვაწ­ვ­დით მოს­წავ­ლე­ებს. რა აქვთ და­სათ­ვ­ლე­ლი, სა­ბო­ლოო შე­დე­გის მი­სა­ღე­ბად? ვიწყებთ კვლე­ვას ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით და მარ­ტი­ვი მა­თე­მა­ტი­კუ­რი, გე­ო­მეტ­რი­უ­ლი გა­მოთ­ვ­ლე­ბით ვი­გებთ სითხის რა­დი­უსს, ანუ სითხის ზე­და ფუ­ძის რა­დი­უსს.

გ.ლ.: აქ­ვე ისიც ვახ­სე­ნოთ, რომ ჩვე­ნი გუნ­დი, მთე­ლი ზაფხუ­ლის გან­მავ­ლო­ბა­ში, მუ­შა­ობ­და სხვა­დას­ხ­ვა პრო­ექ­ტებ­ზე და ახა­ლი სას­წავ­ლო წლის დაწყე­ბას­თან ერ­თად, სკო­ლებს, უკ­ვე არ­სე­ბულ პრო­ექ­ტებ­თან ერ­თად, გა­ნახ­ლე­ბუ­ლი და ახ­ლად მო­ფიქ­რე­ბუ­ლი STEAM პრო­ექ­ტე­ბი შევ­თა­ვა­ზეთ. მუდ­მი­ვად მიმ­დი­ნა­რე­ობს კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბი, რაც უფ­რო ბევ­რი სკო­ლა ირ­ჩევს STEAM პრო­ექტს და რაც უფ­რო მეტ­თან გვაქვს სა­მუ­შაო, მით უფ­რო ბედ­ნი­ე­რე­ბი ვართ.

ნ.მ.: რაც უფ­რო მე­ტი და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით, ჩვენც უკე­თეს შე­დეგს მი­ვი­ღებთ, მოს­წავ­ლე­ე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის კუთხით.

 

არდადეგები

არდადეგები – თავისუფლებისა და დასვენების დღეების ხიბლი

ინა იმედაშვილი იუჯის სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ათეულთა...

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები