23 ნოემბერი, შაბათი, 2024

ინტერვიუ მაკა ლდოკონენთან

spot_img

„რა ვი­კითხოთ ერ­თად“ – გა­მომ­ცემ­ლო­ბა „ინ­ტე­ლექ­ტის“ მი­ერ გა­მო­ცე­მუ­ლი მა­კა ლდო­კო­ნე­ნის კრე­ბუ­ლი „სხვა­დას­ხ­ვა თა­ო­ბის ადა­მი­ა­ნის წიგ­ნის გარ­შე­მო გა­ერ­თი­ა­ნე­ბის ერ­თ­გ­ვა­რი მცდე­ლო­ბაა“. კრე­ბუ­ლის მთა­ვა­რი გზავ­ნი­ლიც წიგ­ნის და­სა­ხე­ლე­ბა­ში­ვე იოლად ამო­საც­ნო­ბია – „რა ვი­კითხოთ ერ­თად – მოს­წავ­ლე­ებ­თან და შვი­ლებ­თან, მას­წავ­ლებ­ლებ­თან და მშობ­ლებ­თან ერ­თად“. ავ­ტო­რი ხაზ­გას­მით მი­უ­თი­თებს ერ­თად კითხ­ვის უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნეს როლ­ზე მო­ზარ­დე­ბის სა­უ­კე­თე­სო მკითხ­ვე­ლე­ბად ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბის პრო­ცეს­ში. „ხან­და­ხან მა­ინც, ყვე­ლა ერ­თად თუ გა­მოვ­რ­თავთ მო­ნი­ტო­რებს და საყ­ვა­რელ მწერ­ლებ­ზე სა­სა­უბ­როდ შე­ვიკ­რი­ბე­ბით, შე­საძ­ლოა უკეთ გა­ვიც­ნოთ ერ­თ­მა­ნე­თი; ძალ­და­უ­ტა­ნებ­ლად მი­ვახ­ვედ­როთ მო­ზარ­დე­ბი, რამ­დენ უპი­რა­ტე­სო­ბას კარ­გა­ვენ, რო­დე­საც სა­კუ­თა­რი ნე­ბით ამ­ბო­ბენ უარს კითხ­ვა­ზე.“

რო­გორ შე­ვაყ­ვა­როთ ბავ­შ­ვებს კითხ­ვა და რო­გო­რია ლი­ტე­რა­ტუ­რის გავ­ლე­ნა მო­ზარ­დის ცნო­ბი­ე­რე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­ზე, ამის შე­სა­ხებ სა­უბ­რობს მწე­რა­ლი და მთა­ვარ მე­სი­ჯად და­ნი­ელ პე­ნაკს იშ­ვე­ლი­ებს – „კითხ­ვა ვერ იტანს ბრძა­ნე­ბით კი­ლოს.“

⇓⇓ პირ­ველ რიგ­ში, რა­ტომ უნ­და ვი­კითხოთ წიგ­ნე­ბი, ანუ რო­გო­რია ლი­ტე­რა­ტუ­რის გავ­ლე­ნა მო­ზარ­დის ცნო­ბი­ე­რე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­ზე? სა­ინ­ტე­რე­სო იქ­ნე­ბა თქვე­ნი რჩე­ვე­ბი ჩვე­ნი მკითხ­ვე­ლის­თ­ვის, რო­გორ შე­ვაყ­ვა­როთ ბავშვს წიგ­ნის კითხ­ვა?

ამ კითხ­ვებ­ზე სრუ­ლი პა­სუ­ხე­ბი ნამ­დ­ვი­ლად არ მაქვს და ვფიქ­რობ, არც არა­ვის გა­უკ­ვირ­დე­ბა. ამო­უ­წუ­რა­ვი თე­მაა და ლი­ტე­რა­ტუ­რის გავ­ლე­ნე­ბიც ისე­თი­ვე გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლია, რო­გორც თი­თო­ე­უ­ლი მო­ზარ­დი. გარ­და ამი­სა, „კითხ­ვა ვერ იტანს ბრძა­ნე­ბით კი­ლო­სო“, – ამ­ტ­კი­ცებს და­ნი­ელ პე­ნა­კი (კითხ­ვის შეყ­ვა­რე­ბის დი­დოს­ტა­ტი თა­ვის წიგ­ნ­ში „რო­მა­ნი­ვით სა­კითხა­ვი“) და მეც ვე­თან­ხ­მე­ბი. არ უნ­და ვი­კითხოთ! დი­ახ!.. ანუ სიტყ­ვა „უნ­და“ გა­მოვ­რიცხოთ. უკე­თეს შე­დეგს თუ ვერ მი­ვი­ღებთ, მე­გობ­რე­ბად მა­ინც დავ­რ­ჩე­ბით. კარ­გი იქ­ნე­ბა, შვი­ლებ­სა თუ მოს­წავ­ლე­ებს ჩვენ თუ წა­ვუ­კითხავთ ხოლ­მე ან ვუ­ამ­ბობთ რო­მე­ლი­მე პერ­სო­ნა­ჟის, სა­ინ­ტე­რე­სო მო­მენ­ტის შე­სა­ხებ. მოკ­ლედ რომ ვთქვათ, „წა­კითხუ­ლით მი­ღე­ბულ შთა­ბეჭ­დი­ლე­ბას გა­ვუ­ზი­ა­რებთ“ (ისევ პე­ნაკს ვიშ­ვე­ლი­ებ).

⇓⇓ „რა ვი­კითხოთ ერ­თად“ – მოგ­ვი­ყე­ვით ამ წიგ­ნის შე­სა­ხებ – რას სთა­ვა­ზობთ წიგ­ნის სა­თა­ურ­ში­ვე შერ­ჩე­ულ აუდი­ტო­რი­ას – მოს­წავ­ლეს, მშო­ბელს და მას­წავ­ლე­ბელს და რა­ტომ „ერ­თად“?

სიტყ­ვა „ერ­თად“ ამ სა­თა­ურ­ში უმ­თავ­რე­სია. ჩე­მი წე­რი­ლე­ბი წიგ­ნის გარ­შე­მო სხვა­დას­ხ­ვა თა­ო­ბის ადა­მი­ა­ნე­ბის გა­ერ­თი­ა­ნე­ბის ერ­თ­გ­ვა­რი მცდე­ლო­ბაა. ხან­და­ხან მა­ინც, ყვე­ლა ერ­თად თუ გა­მოვ­რ­თავთ მო­ნი­ტო­რებს და საყ­ვა­რელ მწერ­ლებ­ზე სა­სა­უბ­როდ შე­ვიკ­რი­ბე­ბით, შე­საძ­ლოა უკეთ გა­ვიც­ნოთ ერ­თ­მა­ნე­თი; ძალ­და­ტა­ნე­ბის გა­რე­შე მი­ვახ­ვედ­როთ მო­ზარ­დე­ბი, რამ­დენ უპი­რა­ტე­სო­ბას კარ­გა­ვენ, რო­დე­საც სა­კუ­თა­რი ნე­ბით ამ­ბო­ბენ უარს კითხ­ვა­ზე.

⇓⇓ ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რი გზავ­ნი­ლი ამ წიგ­ნით რა არის და ყვე­ლა­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ად­რე­სა­ტი ამ სა­მი­დან ვინ არის?

„რა ვი­კითხოთ ერ­თად“ ქარ­თ­ვე­ლი და უცხო­ე­ლი სა­ბავ­შ­ვო ავ­ტო­რე­ბი­სა თუ მა­თი წიგ­ნე­ბის შე­სა­ხებ და­წე­რილ წე­რი­ლებს აერ­თი­ა­ნებს. მას­ში არა­ორ­დი­ნა­რუ­ლი გაკ­ვე­თი­ლე­ბის ჩა­ტა­რე­ბის სქე­მე­ბიც არის მო­ცე­მუ­ლი, ანი­მა­ცი­უ­რი და მხატ­ვ­რუ­ლი ფილ­მე­ბი კი თე­მა­ტუ­რად გახ­ლავთ და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რულ ნა­წარ­მო­ე­ბებ­თან. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ეს წიგ­ნი იმ მას­წავ­ლებ­ლებს გა­მო­ად­გე­ბა, კლას­გა­რე­შე სა­კითხავ ლი­ტე­რა­ტუ­რას ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად რომ ურ­ჩე­ვენ და თავ­შე­საქ­ცე­ვი გაკ­ვე­თი­ლე­ბით ანე­ბივ­რე­ბენ თა­ვი­ანთ მოს­წავ­ლე­ებს; ასე­ვე და­ა­ინ­ტე­რე­სებს იმ მშობ­ლებს, სა­უ­კე­თე­სო მკითხ­ვე­ლე­ბად რომ სურთ შვი­ლე­ბის გა­დაქ­ცე­ვა და უამ­რა­ვი კითხ­ვა და­უგ­როვ­დათ; იმ ბავ­შ­ვებს და­ეხ­მა­რე­ბა, წიგ­ნის გა­რე­შე ერთ დღე­საც რომ ვერ ძლე­ბენ ან სუ­ლაც არ აქვთ კითხ­ვის დრო და სურ­ვი­ლი.

⇓⇓ კითხ­ვა თქვე­ნი წიგ­ნი­დან: შე­უძ­ლია თუ არა ლი­ტე­რა­ტუ­რას უკე­თეს ადა­მი­ა­ნად გვაქ­ცი­ოს?

რა­ტო­მაც არა. ლი­ტე­რა­ტუ­რას გა­ცი­ლე­ბით მე­ტიც შე­უძ­ლია!

⇓⇓ რო­გორ უნ­და შე­ურ­ჩი­ონ მშობ­ლებ­მა შვი­ლებს წიგ­ნე­ბი? ან სა­ერ­თოდ, აუცი­ლე­ბე­ლია მათ მი­ერ არ­ჩე­უ­ლი წიგ­ნე­ბი იკითხონ?

მშო­ბელი ხში­რად ურ­ჩევს შვილს თა­ვის საყ­ვა­რელ სა­ბავ­შ­ვო წიგნს ან იმ წიგ­ნებს, რო­მელ­თა წა­კითხ­ვა სა­ვალ­დე­ბუ­ლოდ მი­აჩ­ნ­დათ მის ბავ­შ­ვო­ბა­ში. ეს ბუ­ნებ­რი­ვია. თუმ­ცა, აუცი­ლე­ბე­ლია შვი­ლის გე­მოვ­ნე­ბაც გა­ვით­ვა­ლის­წი­ნოთ: რო­მელ ანი­მა­ცი­ურ­სა თუ მხატ­ვ­რულ ფილ­მებს უყუ­რებს? რო­მე­ლი კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი თა­მა­შე­ბი მოს­წონს. თუ კარ­გად გა­ვიც­ნობთ, მეტს გა­მო­ვიც­ნობთ. სიტყ­ვა „აუცი­ლე­ბელს“ კი კვლავ ზე­მოთ­ქ­მულს და­ვუ­პი­რის­პი­რებ: არ შე­იძ­ლე­ბა ვუბ­რ­ძა­ნოთ – წა­ი­კითხე, შე­იყ­ვა­რე, იოც­ნე­ბე და ა.შ.

საყ­ვა­რე­ლი ჟან­რის მიგ­ნე­ბა რთუ­ლი, მაგ­რამ სა­ინ­ტე­რე­სო პრო­ცე­სია. ჩვენ ბევ­რი შევ­თა­ვა­ზოთ, ის ერთს აირ­ჩევს და ვფიქ­რობ, ეს მშვე­ნი­ე­რი იქ­ნე­ბა. დავ­ჯერ­დეთ.

ზოგ­ჯერ ბავ­შ­ვი წიგნს კითხუ­ლობს, ჩვენ არ გვაქვს წა­კითხუ­ლი ეს წიგ­ნი ან წა­კითხუ­ლი გვაქვს, მაგ­რამ კარ­გად აღარ გვახ­სოვს. ცუ­დი არ იქ­ნე­ბა, პა­რა­ლე­ლურ რე­ჟიმ­ში ჩვენც თუ გა­და­ვი­კითხავთ. სა­ერ­თო თე­მებ­ზე სა­უ­ბა­რი უმ­ც­როს თა­ო­ბას­თან სა­უ­კე­თე­სო გა­მოწ­ვე­ვაა ჩვენს ცხოვ­რე­ბა­ში. ამა­ში არა­ერ­თხელ დავ­რ­წ­მუნ­დი.

⇓⇓ ხში­რად გვეს­მის, რომ ციფ­რულ ეპო­ქა­ში წიგ­ნი ჩა­ა­ნაც­ვ­ლა ტექ­ნო­ლო­გი­ებ­მა და რე­ა­ლუ­რად, მო­ზარ­დის წიგ­ნ­თან და­შო­რე­ბის ერთ-ერ­თი მი­ზე­ზი ესეც არის… რო­გორ შე­ი­ნარ­ჩუ­ნონ წიგ­ნი კომ­პი­უ­ტერ­თან და ტე­ლე­ფონ­თან ერ­თად?

მე ვფიქ­რობ, ციფ­რულ­მა ტექ­ნო­ლო­გი­ებ­მა წიგ­ნი კი არ ჩა­ა­ნაც­ვ­ლა, დრო მი­ით­ვი­სა. მათ შო­რის, კითხ­ვის დროც. უფ­რო­სებს გვი­ჭირს ხოლ­მე უარის თქმა „შავ სარ­კე­ებ­ზე“ და რა გა­საკ­ვი­რია, ჩვე­ნი მა­გა­ლი­თით „წა­ქე­ზე­ბუ­ლი“ უმ­ც­რო­სი თა­ო­ბა თუ ვერ ახერ­ხებს დრო­ის სწო­რად გა­ნა­წი­ლე­ბას.

⇓⇓ თქვენ რო­გორ ჩა­მო­ყა­ლიბ­დით კარგ მკითხ­ვე­ლად? თქვენ შემ­თხ­ვე­ვა­ში, რა იყო ყვე­ლა­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ფაქ­ტო­რი რა­მაც გავ­ლე­ნა იქო­ნია?

მთა­ვა­რი ალ­ბათ ის იყო, რა­საც სახ­ლ­ში ვხე­დავ­დი, ვუს­მენ­დი: ბა­ბუ­ე­ბის მა­გი­დებ­ზე გა­დაშ­ლილ წიგ­ნებს, ბე­ბი­ე­ბის ტკბილ ხმა­ზე წა­კითხულ ზღაპ­რებს. მშობ­ლებ­სა და მათ მე­გობ­რებს შო­რის სა­უბ­რებს ახ­ლად­ გა­მო­სუ­ლი, ჩუ­მად გა­დამ­რავ­ლე­ბუ­ლი თუ ძვე­ლი, იშ­ვი­ა­თი წიგ­ნე­ბის შე­სა­ხებ. მახ­სოვს, პირ­ვე­ლი, „სე­რი­ო­ზუ­ლი“ წიგ­ნი რომ მომ­ცა დე­დამ („რო­ბი­ზონ კრუ­ზოს თავ­გა­და­სა­ვა­ლი“), და­ვიწყე და სუნ­თ­ქ­ვა შე­მეკ­რა. მო­მინ­და, ყვე­ლა წიგ­ნი წა­მე­კითხა, რაც კი თა­რო­ებ­სა და კა­რა­დებ­ში გვეწყო. ალ­ბათ მა­შინ და­იწყო… ვაქ­ცი­ნა­ცი­ა­სა­ვით იყო.

⇓⇓ თქვენ და­ა­არ­სეთ „მა­კა ლდო­კო­ნე­ნის მკითხ­ველ­თა კლუ­ბი“, რო­გო­რია ინ­ტე­რე­სი ბავ­შ­ვე­ბის/მო­ზარ­დე­ბის მხრი­დან?

ჩვენს კლუბ­ში, ჩემს კლუბ­ში ყვე­ლა­ფე­რი რიგ­ზეა. ინ­ტე­რე­სი დი­დია. აქ მო­დი­ან ბავ­შ­ვე­ბი (ან ეს­წ­რე­ბი­ან ონ­ლა­ინ გაკ­ვე­თი­ლებს) სხვა მუხ­ტი­თა და სურ­ვი­ლით. მათ სურთ კითხ­ვა, ყო­ველ შემ­თხ­ვე­ვა­ში, თუ თა­ვი­დან სკეპ­ტი­კურდ არი­ან გან­წყო­ბი­ლე­ბი, მე­სა­მე გაკ­ვე­თი­ლი­დან ამ­ყ­ვე­ბი­ან ხოლ­მე. არ ვი­ცი რა არის ამის მი­ზე­ზი, უბ­რა­ლოდ, ბავ­შებ­თან წიგ­ნებ­ზე სა­უ­ბარს რომ ვიწყებ, სხვა ადა­მი­ა­ნად ვიქ­ცე­ვი ხოლ­მე. მთელ ჩემს გულს, სიყ­ვა­რულს, ემო­ცი­ებს  ვდებ გაკ­ვე­თი­ლებ­ში. ყვე­ლა­ფერს ვა­კე­თებ, თუმ­ცა რო­გორ ვა­კე­თებ არ ვი­ცი, იმი­ტომ რომ, ყვე­ლა ჯგუფ­ში გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი მიდ­გო­მე­ბი მჭირ­დე­ბა, ყვე­ლა ბავ­შ­ვ­თან ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად ვმუ­შა­ობ, ერ­თი, ზუს­ტი  რე­ცეპ­ტი ნამ­დ­ვი­ლად არ მაქვს.

⇓⇓ „SOS ბავ­შ­ვ­თა სო­ფელ­ში“ „კრე­ა­ტი­უ­ლი ქარ­თუ­ლის“ მას­წავ­ლე­ბე­ლი ხართ – რას ნიშ­ნავს კრე­ა­ტი­უ­ლი ქარ­თუ­ლის მას­წავ­ლებ­ლო­ბა?

ეს იგი­ვე მკითხ­ველ­თა კლუ­ბია. უბ­რა­ლოდ ფორ­მა­ლუ­რი სა­ხე­ლი გახ­ლავთ ასე­თი. ვკითხუ­ლობთ, ვხა­ტავთ, ფილ­მებს ვუ­ყუ­რებთ. ბავ­შვ­თა სოფ­ლის გაკ­ვე­თი­ლე­ბი ჩემ­თ­ვის კი­დევ უფ­რო გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი ემო­ცი­ე­ბი­თა და გან­ც­დე­ბით სავ­სე ურ­თი­ერ­თო­ბე­ბია. იქ რომ ავ­დი­ვარ, ამ სამ­ყა­როს ვწყდე­ბი თით­ქოს, იქ სხვა გან­ზო­მი­ლე­ბა­ში გა­და­დის ჩე­მი სიყ­ვა­რუ­ლი ბავ­შ­ვე­ბი­სა თუ წიგ­ნე­ბის მი­მართ.

⇓⇓ სა­ინ­ტე­რე­სო იქ­ნე­ბა გვითხ­რათ რო­მე­ლია ის წიგ­ნი, რომ­ელ­მაც თქვენ­ზე მნიშ­ვ­ნელო­ვა­ნი გავ­ლე­ნა მო­ახ­დი­ნა და, გარ­კ­ვე­ულ­წი­ლად, შეგ­ც­ვა­ლათ?

ძა­ლი­ან მიყ­ვარ­და ან­დერ­სე­ნის ზღაპ­რე­ბი. „გა­ჭირ­ვე­ბის ტალ­კ­ვე­სი“ ჩე­მი საყ­ვა­რე­ლი ამ­ბა­ვი იყო. მიყ­ვარ­და „ოზის ჯა­დო­ქა­რი.“ სახ­ლი ჩემ­თ­ვის ეზო­ზე მე­ტად კომ­ფორ­ტუ­ლი გა­რე­მო იყო, თუმ­ცა მუ­დამ თავ­გა­და­სავ­ლებ­ზე ვოც­ნე­ბობ­დი. ალ­ბათ ამი­ტო­მაც მო­მე­წო­ნა დო­რო­თი – გო­გო­ნა, რო­მე­ლიც სა­კუ­თარ სახ­ლ­თან ერ­თად გაფ­რინ­და ფა­თე­რა­კე­ბით სავ­სე სამ­ყა­რო­ში. მე­რეც ბევ­რი კარ­გი წიგ­ნი მხვდე­ბო­და ჩე­მი ცხოვ­რე­ბის სხვა­დას­ხ­ვა ეტაპ­ზე და მცვლი­და. ეს უწყ­ვე­ტი პრო­ცე­სია და დღემ­დე გრძელ­დე­ბა. სა­ბედ­ნი­ე­როდ, არც წიგ­ნე­ბი ილე­ვა და არც მე გა­ვურ­ბი­ვარ ცვლი­ლე­ბებს, დროს კი არაფ­რად ვაგ­დებ. მიყ­ვარს კითხ­ვა! – ამა­ზე მარ­ტი­ვად ვერ ვიტყ­ვი და ვერც ვე­რა­ფერს გირ­ჩევთ უკე­თესს, დიდ­სა თუ პა­ტა­რას.

ესა­უბ­რა ლა­ლი ჯე­ლა­ძე

 

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები