26 აპრილი, პარასკევი, 2024

ბავ­შ­ვი ღერ­ძია და ჩვენ, ყვე­ლა­ნი, მის გარ­შე­მო ვტრი­ა­ლებთ!

spot_img

 

🔶მი­მო­ზა ღო­ლი­ჯაშ­ვი­ლი

▶️ გო­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ხი­დის­თა­ვის სა­ჯა­რო სკო­ლი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბა­თა სკო­ლის სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის და მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის მას­წავ­ლე­ბე­ლი, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს „ათეულთა კლუბის“ წევრი

 

🔎 მას­წავ­ლებ­ლის რო­ლი მოს­წავ­ლე­ებ­ში სწო­რი მო­ქა­ლა­ქე­ობ­რი­ვი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­ში

მე, რო­გორც მას­წავ­ლე­ბელს, იმის გარ­და, რომ მოს­წავ­ლე­ებს ხა­რის­ხი­ა­ნი გა­ნათ­ლე­ბა მივ­ცე, არა­ნაკ­ლებ მნიშ­ვ­ნე­ლოვ­ნად მი­მაჩ­ნია, ჩე­მი მოს­წავ­ლე­ე­ბი სწო­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის მა­ტა­რე­ბელ ადა­მი­ა­ნე­ბად გავ­ზარ­დო – ვას­წავ­ლო ტო­ლე­რან­ტო­ბა, გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი აზ­რის მი­ღე­ბა და პა­ტი­ვის­ცე­მა, გუნ­დუ­რო­ბა, მე­გობ­რო­ბა, სიყ­ვა­რუ­ლი, პატ­რი­ო­ტიზ­მი. ყვე­ლა­ფე­რი ერ­თად, და კი­დევ ბევ­რი რამ, სწო­რედ სწო­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბას ემ­სა­ხუ­რე­ბა. ბუ­ნებ­რი­ვია, ჩე­მი, რო­გორც მას­წავ­ლებ­ლის რო­ლი მხო­ლოდ საგ­ნის სწავ­ლე­ბით არა­ნა­ი­რად არ შე­მო­ი­ფარ­გ­ლე­ბა იმი­ტომ, რომ ბავ­შ­ვი ძა­ლი­ან დიდ დროს ატა­რებს მას­წავ­ლე­ბელ­თან სკო­ლა­ში. ხში­რად ვამ­ბობ, რომ მას­წავ­ლე­ბე­ლი თა­ვად უნ­და იყოს მო­დე­ლი მოს­წავ­ლის­თ­ვის ყვე­ლა მი­მარ­თუ­ლე­ბით. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მუდ­მი­ვად ვსა­უბ­რობ მოს­წავ­ლე­ებ­თან, თუნ­დაც მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნებ­სა და პრო­ცე­სებ­ზე, ევ­რო­პულ ღი­რე­ბუ­ლე­ბებ­ზე, რად­გან სწო­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი სწო­რედ ევ­რო­პუ­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბია — თა­ნას­წო­რო­ბა, კა­ნო­ნის უზე­ნა­ე­სო­ბა, თა­ნა­ბა­რუფ­ლე­ბი­ა­ნო­ბა… გზა ევ­რო­პის­კენ ის სწო­რი გზაა, რომ­ლი­და­ნაც არ უნ­და გა­და­ვუხ­ვი­ოთ. მომ­წონს კი­დეც მათ­თან ასეთ თე­მებ­ზე დის­კუ­სია, რო­მე­ლიც კა­მათ­შიც კი გა­და­იზ­რ­დე­ბა ხოლ­მე.

ცხა­დია, მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნებ­ზე სა­უ­ბა­რი და ფაქ­ტე­ბის შე­ფა­სე­ბა აუცი­ლე­ბე­ლია, თუმ­ცა, დო­ზი­რე­ბუ­ლად და გარ­კ­ვე­უ­ლი სიფ­რ­თხი­ლით. ზო­გა­დად, სკო­ლა აპო­ლი­ტი­კუ­რი უნ­და იყოს, მაგ­რამ ეს სუ­ლაც არ ნიშ­ნავს იმას, რომ მოს­წავ­ლე­ებ­თან მას­წავ­ლე­ბელ­მა, მით უფ­რო სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის მას­წავ­ლე­ბელ­მა (ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში, ჩემს თავს ვგუ­ლის­ხ­მობ) არ ისა­უბ­რო ქვე­ყა­ნა­სა და ქვეყ­ნის გა­რეთ მიმ­დი­ნა­რე ძა­ლი­ან აქ­ტუ­ა­ლურ პრო­ცე­სებ­ზე. სიფ­რ­თხი­ლეა სა­ჭი­რო, რად­გან ჩე­მი პო­ლი­ტი­კუ­რი თუ სხვა სა­ხის შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი არ მო­ვახ­ვიო მოს­წავ­ლე­ებს. მთა­ვა­რია, სწო­რი და სან­დო ინ­ფორ­მა­ცია მი­ვა­წო­დო მათ. ყვე­ლა კლას­თან მქონ­და სა­უ­ბა­რი უკ­რა­ი­ნის ომ­თან მი­მარ­თე­ბა­ში, რად­გან თავს ვალ­დე­ბუ­ლად ვთვლი, და­ვიც­ვა ბავ­შ­ვე­ბი იმ დე­ზინ­ფორ­მა­ცი­ის­გან, რო­მე­ლიც სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბით ან, თუნ­დაც, მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბე­ბით ვრცელ­დე­ბა. ბავ­შ­ვე­ბი ინ­ტე­რეს­დე­ბი­ან და ის­მე­ნენ ამ ყვე­ლაფერს. ამი­ტომ, აუცი­ლე­ბე­ლია სწო­რი ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­წო­დე­ბა. მა­გა­ლი­თად, რო­ცა ერთ-ერთ კლას­ში რუ­სეთ-უკ­რა­ი­ნის ომ­ზე ვსა­უბ­რობ­დი, რამ­დე­ნი­მე მოს­წავ­ლე და­უ­პი­რის­პირ­და მო­საზ­რე­ბას, რომ უკ­რა­ი­ნა სა­კუ­თა­რი ტე­რი­ტო­რი­ე­ბის და­სა­ცა­ვად იბ­რ­ძ­ვის და რომ ამ ომ­ში რუ­სე­თი აგ­რე­სო­რია, ოკუ­პან­ტი. ცხა­დია, აქ ოჯა­ხის გავ­ლე­ნაა. ამი­ტომ ვარ ვალ­დე­ბუ­ლი, სწო­რი ინ­ფორ­მა­ცია მი­ვა­წო­დო, რომ უკ­რა­ი­ნა იბ­რ­ძ­ვის თა­ვი­სუფ­ლე­ბის­თ­ვის, სა­კუ­თა­რი ტე­რი­ტო­რი­ე­ბის, იდენ­ტო­ბი­სა თუ კულ­ტუ­რის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბის­თ­ვის. თუმ­ცა, გა­და­მე­ტე­ბუ­ლი აქ­ცენ­ტე­ბიც, მას­წავ­ლებ­ლის მხრი­დან, არას­წო­რად მეჩ­ვე­ნე­ბა. სა­უბ­რე­ბის გარ­და, სკო­ლა­ში საქ­ველ­მოქ­მე­დო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბიც გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლეთ, ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი ტვირ­თი შე­ვაგ­რო­ვეთ და ჩვე­ნი სა­ხე­ლით გა­ვუგ­ზავ­ნეთ ომ­ში და­ზა­რა­ლე­ბულ უკ­რა­ი­ნელ ხალხს — თა­ნად­გო­მაც უნ­და ის­წავ­ლონ პა­ტა­რა­ო­ბი­დან­ვე. აქ­ვე გან­ვ­მარ­ტავ, დო­ზი­რე­ბულ და ფრთხილ მიდ­გო­მა­ში სუ­ლაც არ ვგუ­ლის­ხ­მობ იმას, რომ მას­წავ­ლე­ბე­ლი მო­ე­რი­დოს იმის თქმას, რომ რუ­სე­თი ოკუ­პან­ტია და რომ ჩვე­ნი ქვეყ­ნის მტე­რია. პი­რი­ქით, ამის გვერ­დის ავ­ლა და წაყ­რუ­ე­ბა, პირ­და­პირ მტრის წის­ქ­ვილ­ზე ას­ხამს წყალს. აბა, მე­რე, რო­გორ­ღა მოვ­თხო­ვოთ მოს­წავ­ლე­ებს, ორი­ენ­ტირ­დ­ნენ სწორ ღი­რე­ბუ­ლე­ბებ­ზე?

სა­ერ­თოდ, ძა­ლი­ან რთუ­ლია 21-ე სა­უ­კუ­ნის ბავ­შ­ვებ­თან მას­წავ­ლებ­ლო­ბა, ბავ­შ­ვებ­თან, რომ­ლე­ბიც მი­ჯაჭ­ვუ­ლე­ბი არი­ან ინ­ტერ­ნეტს, სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებს და გვის­წ­რე­ბენ კი­დეც ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის ცოდ­ნით. მათ მას­წავ­ლებ­ლებ­ზე ბევ­რად უკეთ იცი­ან ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის მოხ­მა­რე­ბა, ამი­ტომ შენ, მას­წავ­ლე­ბე­ლი, მხო­ლოდ სა­უბ­რით ვერ და­ა­ინ­ტე­რე­სებ 21-ე სა­უ­კუ­ნის ბავშვს. მუდ­მი­ვად ვცდი­ლობ მათ და­ინ­ტე­რე­სე­ბას მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი რე­სურ­სე­ბით, იქ­ნე­ბა ეს ელექ­ტ­რო­ნუ­ლი თუ მა­ტე­რი­ა­ლუ­რი. თა­ვა­დაც ვქმნი რე­სურ­სებს, მა­გა­ლი­თად, პრე­ზენ­ტა­ცი­ებს, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო და ინ­ტე­რაქ­ტი­უ­რია. ბუ­ნებ­რი­ვია, უამ­რავ სხვა რე­სურ­ს­საც ვი­ყე­ნებ სწავ­ლე­ბი­სას – ვი­დე­ორ­გო­ლებს, დო­კუ­მენ­ტუ­რი და მხატ­ვ­რუ­ლი ფილ­მე­ბით სწავ­ლე­ბის მე­თო­დებს, სი­მუ­ლა­ცი­ურ თა­მა­შებს, დი­ლე­მე­ბით სწავ­ლე­ბას და ა.შ. სხვა­დას­ხ­ვა მე­თო­დი­სა და აქ­ტი­ვო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით ვას­წავ­ლი, სხვაგ­ვა­რად უბ­რა­ლოდ ვერ გა­ვალ შე­დეგ­ზე, ბავშვს მხო­ლოდ სა­უბ­რით ვერ და­ა­ინ­ტე­რე­სებ. გარ­და იმი­სა, რომ რე­სურ­სებს ვქმნი, კო­ლე­გებ­საც ვუ­ზი­ა­რებ (არ­სე­ბობს ჯგუ­ფე­ბი, სა­დაც სა­ჯა­როდ ხდე­ბა რე­სურ­სის გა­ზი­ა­რე­ბა), ძა­ლი­ან მომ­წონს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გვერ­დი – „სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბა ყვე­ლას­თ­ვის“, სა­დაც შე­მო­თა­ვა­ზე­ბუ­ლია ვი­დე­ო­გაკ­ვე­თი­ლე­ბი, სა­ვარ­ჯი­შო­ე­ბით და თე­მე­ბად ჩაშ­ლი­ლი. გან­სა­კუთ­რე­ბით აქ­ტი­უ­რად ვი­ყე­ნებ­დი ამ რე­სურსს ონ­ლა­ინ სწავ­ლე­ბი­სას. ასე­ვე, ძა­ლი­ან მომ­წონს სა­ი­ტი EL.ge – ციფ­რუ­ლი სკო­ლა, სა­დაც არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი რე­სურ­სია გან­თავ­სე­ბუ­ლი არა მხო­ლოდ სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის, არა­მედ სხვა საგ­ნობ­რი­ვი მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბი­თაც. ვი­ყე­ნებ კომ­პ­ლექ­სურ და­ვა­ლე­ბებ­საც. ახა­ლი სკო­ლის მო­დე­ლის ფარ­გ­ლებ­ში შე­მო­თა­ვა­ზე­ბუ­ლი კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბე­ბის მო­დი­ფი­ცი­რე­ბას, კლას­ში, მოს­წავ­ლე­ე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბე­ბის, შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი­სა და უნარ-ჩვე­ვე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით ვა­კე­თებ და ვცდი­ლობ, მაქ­სი­მა­ლუ­რად ჩავ­რ­თო თი­თო­ე­უ­ლი მათ­გა­ნი. მოს­წავ­ლე­ებს ძა­ლი­ან უყ­ვართ კე­თე­ბით სწავ­ლე­ბა, მოს­წონთ, თა­ვად რომ ქმნი­ან რა­მეს და პრო­ცე­სებ­ში აქ­ტი­ურ როლს ას­რუ­ლე­ბენ. ვფიქ­რობ, მას­წავ­ლე­ბელ­მა ასე უნ­და გა­ხა­დო სა­ინ­ტე­რე­სო ნე­ბის­მი­ე­რი პრო­ცე­სი, იქ­ნე­ბა ეს გაკ­ვე­თი­ლი თუ არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის ნა­წი­ლი. სწავ­ლა მუდ­მი­ვი პრო­ცე­სია – ეს ჩე­მი ცხოვ­რე­ბის ერთ-ერ­თი მთა­ვა­რი ფრა­ზა და დე­ვი­ზია – არა­სო­დეს შეწყ­ვი­ტო გან­ვი­თა­რე­ბა! რომ შეძ­ლო ფე­ხი აუწყო თა­ნა­მედ­რო­ვე­ო­ბას, გა­მოწ­ვე­ვებს, რის წი­ნა­შეც ახ­ლა ვდგა­ვართ, პირ­ველ რიგ­ში, შენ უნ­და იყო კომ­პე­ტენ­ტუ­რი და მხო­ლოდ ამის შემ­დეგ გა­ბე­დო სწავ­ლე­ბა!

🔎 ბუ­ლინ­გი და მი­სი პრე­ვენ­ცია სკო­ლებ­ში

ბუ­ლინ­გი არის ყველ­გან, სამ­წუ­ხა­როდ, მათ შო­რის სკო­ლებ­შიც და კი­დევ უფ­რო სამ­წუ­ხა­როდ, საკ­მა­ოდ დი­დი დო­ზით. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ჩვენ ხში­რად ვა­ტა­რებთ ღო­ნის­ძი­ე­ბებს, შეხ­ვედ­რებს, კვი­რე­უ­ლებ­სა და სა­ინ­ფორ­მა­ციო კამ­პა­ნი­ებს ბუ­ლინ­გის თე­მა­ზე, რა­ტომ­ღაც, ყო­ველ ფე­ხის ნა­ბიჯ­ზე, ვაწყ­დე­ბით ბუ­ლინგს. პირ­ველ რიგ­ში, ვფიქ­რობ, ამის ერთ-ერ­თი მი­ზე­ზია მიდ­გო­მა, რო­მე­ლიც, რო­გორც წე­სი, გვეს­მის თა­ნა­ტო­ლის­გან (სამ­წუ­ხა­როდ, მას­წავ­ლებ­ლე­ბის­გა­ნაც) – იხუმ­რა! ჩე­მი საგ­ნის სპე­ცი­ფი­კი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ყვე­ლა კლას­თან მაქვს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი აქ­ცენ­ტე­ბი ბუ­ლინ­გ­ზე, ამ თე­მას ვუთ­მობ გაკ­ვე­თი­ლებ­სა და პრე­ზენ­ტა­ცი­ებს; ვუ­ყუ­რებთ ფილ­მებს და გან­ვი­ხი­ლავთ. მაგ­რამ ბუ­ლინ­გის შემ­თხ­ვე­ვე­ბი მა­ინც გახ­ში­რე­ბუ­ლია, ვაწყ­დე­ბით ყველ­გან – დე­რე­ფან­ში, სკო­ლის ეზო­ში, გაკ­ვე­თილ­ზეც კი – წა­არ­თ­ვა, გა­მოს­ტა­ცა, თავ­ში წა­მო­არ­ტყა, ხე­ლი ჰკრა და ამა­ზე პა­სუ­ხი უც­ვ­ლე­ლია – იხუმ­რა! სულ ვფიქ­რობ, რა უნ­და გა­ვა­კე­თო კი­დევ, და­მა­ტე­ბით? თუმ­ცა, აქ მხო­ლოდ მას­წავ­ლე­ბე­ლი ვე­რა­ფერს გახ­დე­ბა, პრობ­ლე­მას კომ­პ­ლექ­სუ­რად უნ­და მი­ვუდ­გეთ. ბუ­ლინ­გის შემ­თხ­ვე­ვე­ბის გახ­ში­რე­ბის ერთ-ერ­თი ხელ­შემ­წყო­ბი მი­ზე­ზი და­მალ­ვის/და­ფარ­ვის ფაქ­ტო­რი­ცაა. ბავ­შ­ვე­ბი ან ბავ­შ­ვე­ბის ჯგუ­ფე­ბი მა­ლა­ვენ ფაქტს, არ უნ­დათ, უფ­რო­სებ­მა გა­ი­გონ. აი, აქ იწყე­ბა სწო­რედ საქ­მის გარ­თუ­ლე­ბა, რა­მაც შე­იძ­ლე­ბა სა­ვა­ლა­ლო შე­დე­გამ­დეც კი მიგ­ვიყ­ვა­ნოს, მით უფ­რო, რო­ცა მას­წავ­ლე­ბე­ლიც ასე ფიქ­რობს, რომ „ბავ­შ­ვ­მა იხუმ­რა“. არა­და, ამ დროს წამ­ქე­ზებ­ლის როლ­ში გა­მო­დის.

ერთ-ერ­თი გა­მოწ­ვე­ვაა სო­ცი­უ­მი, სა­დაც მოს­წავ­ლეს უწევს ცხოვ­რე­ბა. ამ ბო­ლო დროს ვაკ­ვირ­დე­ბი, იმ მშობ­ლე­ბის შვი­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც უცხო­ეთ­ში არი­ან წლო­ბით სა­მუ­შა­ოდ წა­სუ­ლი, უფ­რო მიდ­რე­კი­ლი არი­ან ბუ­ლინ­გის­კენ, რად­გან, უმე­ტეს შემ­თხ­ვე­ვა­ში, სიყ­ვა­რუ­ლი­სა და მზრუნ­ვე­ლო­ბის დე­ფი­ცი­ტი უჩ­ნ­დე­ბათ, ამ ფონ­ზე კი თავს იჩენს აგ­რე­სია. მეც მყავს რამ­დე­ნი­მე მოს­წავ­ლე, რო­მელ­თა დე­დე­ბი უცხო­ეთ­ში არი­ან. ეს ბავ­შ­ვე­ბი ძა­ლი­ან ხში­რად მე­უბ­ნე­ბი­ან, რომ დე­და ენატ­რე­ბათ. ცხა­დია, შვი­ლებ­თან მხო­ლოდ მე­სენ­ჯე­რით და ტე­ლე­ფო­ნით ურ­თი­ერ­თო­ბა არ არის ჯან­სა­ღი და სრულ­ფა­სო­ვა­ნი ურ­თი­ერ­თო­ბა, დე­დის მზრუნ­ვე­ლო­ბას, ოჯა­ხურ სით­ბოს ბავ­შ­ვე­ბი ტე­ლე­ფო­ნით ვერ იღე­ბენ…

აუცი­ლებ­ლად მინ­და ხა­ზი გა­ვუს­ვა თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბი­თი კულ­ტუ­რის გან­ვი­თა­რე­ბას, ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით, საკ­მა­ოდ სე­რი­ო­ზუ­ლი სა­მუ­შაო გვაქვს სკო­ლებ­ში. USAID სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის ხუთ­წ­ლი­ან პროგ­რა­მას ახორ­ცი­ე­ლებს, რო­მელ­შიც ჩარ­თუ­ლია „სამო­ქა­ლა­ქო განათლების ფო­რუ­მი“ და არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია „ბი­ლი­კი“. პროგ­რა­მის მი­ზა­ნია სკო­ლებ­ში დე­მოკ­რა­ტი­ის, თვით­მ­მარ­თ­ვე­ლო­ბი­სა და თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბი­თი კულ­ტუ­რის გაძ­ლი­ე­რე­ბა. დიდი მოლოდინი მაქვს და ვფქირობ, შედეგიანიც იქნება ეს პროგრამა.

ამის გარ­და, სკო­ლებს ფსი­ქო­ლო­გე­ბის დე­ფი­ცი­ტიც აქვთ. მათ ამ პრო­ცე­სებ­ში მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი და გარ­დამ­ტე­ხი რო­ლის შეს­რუ­ლე­ბა შე­უძ­ლი­ათ. ამი­ტო­მაც, სკო­ლას აუცი­ლებ­ლად უნ­და ჰყავ­დეს ფსი­ქო­ლო­გი. მარ­თ­ალია, გვაქვს რე­ფე­რი­რე­ბის წე­სი და ამ სა­ხით ფსი­ქო­ლო­გის მომ­სა­ხუ­რე­ბა, მაგ­რამ ეს მომ­სა­ხუ­რე­ბა ყვე­ლა სკო­ლას ვერ ფა­რავს.

ერ­თი ფაქ­ტი მახ­სენ­დე­ბა: რამ­დე­ნი­მე დღის წინ მოს­წავ­ლე­ებ­თან ვარ­ჩევ­დი პრო­ექ­ტის თე­მას. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, პრო­ექ­ტუ­ლი სწავ­ლე­ბა მე-10 კლას­ში სა­ვალ­დე­ბუ­ლო გახ­და. აქ­ვე გეტყ­ვით, რომ ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო მი­მარ­თუ­ლე­ბაა და გა­ცი­ლე­ბით მა­ღა­ლი ეფექ­ტი­სა და შე­დე­გის მომ­ტა­ნია. პრო­ექ­ტუ­ლი სწავ­ლე­ბის მრა­ვალ­წ­ლი­ა­ნი გა­მოც­დი­ლე­ბა მაქვს, აქამ­დეც ვი­ყე­ნებ­დი. ერთ-ერთ მოს­წავ­ლეს ბუ­ლინ­გის თე­მა შევ­თა­ვა­ზე (თა­ვის­თა­ვად, არ­ჩე­ვა­ნი მან თა­ვად უნ­და გა­ა­კე­თოს) და უარი მი­ვი­ღე, მითხ­რა, რომ ამ თე­მა­ზე არ იმუ­შა­ვებ­და. მი­ზე­ზად ამ სა­კითხი­სად­მი თე­მის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა და­ა­სა­ხე­ლა. საქ­მე იმა­შია, რომ რამ­დე­ნი­მე თვის წინ გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლეთ საგ­რან­ტო კონ­კურ­სი – „უთხა­რი არა ძა­ლა­დო­ბას! და­ი­ცა­ვი შე­ნი და სხვი­სი უფ­ლე­ბე­ბი“. ეს მოს­წავ­ლეც ჩარ­თუ­ლი იყო პრო­ექ­ტ­ში, სხვა მო­ნა­წი­ლე­ებ­თან ერ­თად. ამ თე­მა­ტი­კა­ზე პოს­ტე­რე­ბი და­ვამ­ზა­დეთ და გა­ვავ­რ­ცე­ლეთ, სხვა­დას­ხ­ვა ად­გი­ლას გა­ვა­კა­რით: სკო­ლის შე­მო­სას­ვ­ლელ­ში, სტა­დი­ონ­თან და ა.შ. აღ­მოჩ­ნ­და, რომ პოს­ტე­რე­ბი ჩა­მო­ხი­ეს, და­ხი­ეს. ამი­ტომ, მი­სი აზ­რით, ამ თე­მა­ზე კი­დევ ერ­თხელ მუ­შა­ო­ბას აზ­რი აღარ ჰქონ­და, რად­გან მა­ინც არა­ფე­რი გა­მო­ვი­დო­და. ვეცა­დე და­მერ­წ­მუ­ნე­ბი­ნა, რომ ბრძო­ლას ყო­ველ­თ­ვის აქვს აზ­რი, მაგ­რამ უშე­დე­გოდ. სულ მე­ფიქ­რე­ბა ამ გულ­გა­ტე­ხილ მოს­წავ­ლე­ზე, რო­მელ­მაც მითხ­რა, რომ „მა­ინც არა­ფე­რი გა­მო­ვა!“. თუმ­ცა, თუნ­დაც ერ­თი მოს­წავ­ლე რომ გა­და­ვარ­ჩი­ნოთ ბუ­ლინ­გის­გან ან ბუ­ლე­რო­ბის­გან, აქ­ტი­ვო­ბებს აზ­რი მა­ინც აქვს. ღრმად ვარ დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლი, რომ ეს ბავ­შ­ვე­ბი თა­ვად არას­დ­როს ჩა­ი­დე­ნენ ისეთ საქ­ცი­ელს, რო­მელ­ზეც პრო­ტეს­ტი გა­უჩ­ნ­დათ.

მსგავ­სი შემ­თხ­ვე­ვა გვქონ­და ზაფხულ­შიც – პოს­ტე­რე­ბი გა­ვა­კა­რით ნარ­ჩე­ნე­ბის მარ­თ­ვა­ზე, რაც სო­ფელ­ში დი­დი პრობ­ლე­მაა. სამ­წუ­ხა­როდ, ამ პოს­ტე­რებ­საც იგი­ვე ბე­დი ეწია. მახ­სოვს, არ­და­დე­გე­ბი იყო და რო­გო­რი აღ­შ­ფო­თე­ბუ­ლე­ბი მიგ­ზავ­ნიდ­ნენ ბავ­შ­ვე­ბი და­ნით დაჭ­რი­ლი პოს­ტე­რე­ბის ფო­ტო­ებს… ყვე­ლა­ფერს ისევ სწო­რი მო­ქა­ლა­ქე­ობ­რი­ვი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი­სა და ფა­სე­უ­ლო­ბე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბას­თან მივ­ყა­ვართ. ცხა­დია, ჩემ მი­ერ მო­ტა­ნი­ლი მა­გა­ლი­თე­ბიც პირ­და­პირ კავ­შირ­შია ამას­თან. ვიდ­რე თი­თო­ე­უ­ლი მო­ქა­ლა­ქის გულ­ში არ გაჩ­ნ­დე­ბა გან­ც­და, რომ ეს ქვე­ყა­ნა ჩვე­ნია და რომ ერ­თ­მა­ნეთს პა­ტი­ვის­ცე­მით უნ­და მო­ვექ­ცეთ, მა­ნამ იარ­სე­ბებს მსგავ­სი პრობ­ლე­მე­ბი. აი, ეს მინ­და ჩემს მოს­წავ­ლე­ებს ვას­წავ­ლო, ამი­ტომ მსგავ­სი აქ­ტი­ვო­ბე­ბი და ბევ­რი სა­უ­ბა­რი პრობ­ლე­მებ­ზე ფუ­ჭი არას­დ­როს არის.

რო­ცა ბუ­ლინ­გ­ზე ვსა­უბ­რობ, თვა­ლი­დან არ ამომ­დის, რამ­დე­ნი­მე თვის წინ, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გავ­რ­ცე­ლე­ბუ­ლი „და­ჩო­ქი­ლი ბავ­შ­ვე­ბის“ ფო­ტო, რო­ცა მას­წავ­ლე­ბელ­მა „ცუ­დი სწავ­ლის“ გა­მო და­სა­ჯა მოს­წავ­ლე­ე­ბი. შემ­ძ­რა ამის ნახ­ვამ, კი­დევ უფ­რო მე­ტად შემ­ძ­რა მშობ­ლე­ბის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბამ და რე­აქ­ცი­ამ, რომ ეს ნორ­მად მი­ი­ღეს. წარ­მო­ვიდ­გი­ნე იმ პა­ტა­რე­ბის შე­ში­ნე­ბუ­ლი გუ­ლე­ბი და ფეხ­ქ­ვეშ გა­თე­ლი­ლი მა­თი უფ­ლე­ბე­ბი… სა­ხელ­საც ვერ და­ვარ­ქ­მევ, რაც იმ მას­წავ­ლე­ბელ­მა გა­ა­კე­თა.

🔎 რას ნიშ­ნავს უსაფ­რ­თხო სკო­ლა და უსაფ­რ­თხო გა­რე­მო

ხში­რად ვამ­ბობ, რომ უსაფ­რ­თხო სკო­ლა მხო­ლოდ იმას არ ნიშ­ნავს, თუ თავ­ში აგუ­რი არ გე­ცე­მა. რა თქმა უნ­და, ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია ბავ­შ­ვე­ბი და­ცუ­ლე­ბი იყ­ვ­ნენ ფი­ზი­კუ­რად და გა­რე­მო იყოს კომ­ფორ­ტუ­ლი და მათ ინ­ტე­რე­სებ­ზე მორ­გე­ბუ­ლი, მათ შო­რის, თუნ­დაც, სა­ნი­ტა­რი­ულ-ჰი­გი­ე­ნუ­რი მი­მარ­თუ­ლე­ბით. მი­ხა­რია, რომ ამ მხრივ მდგო­მა­რე­ო­ბა გა­ცი­ლე­ბით გა­უმ­ჯო­ბეს­და, ვიდ­რე რამ­დე­ნი­მე წლის წინ იყო. ორ სკო­ლა­ში ვმუ­შა­ობ და თა­მა­მად შე­მიძ­ლია გითხ­რათ, რომ ამ მხრივ ყვე­ლა­ფე­რი წეს­რიგ­შია. ამის გარ­და, ბევრ სკო­ლა­ში მი­წევს მის­ვ­ლა და გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რადღე­ბით ვაკ­ვირ­დე­ბი, ყველ­გან უკე­თე­სი მდგო­მა­რე­ო­ბაა, რაც მარ­თ­ლა ძა­ლი­ან კარ­გია. მაგ­რამ, ჩე­მი აზ­რით, გა­ცი­ლე­ბით მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია ბავ­შ­ვის ფსი­ქო­ე­მო­ცი­უ­რი უსაფ­რ­თხო­ე­ბის დაც­ვა. რას ნიშ­ნავს ეს? პირ­ველ რიგ­ში, მოს­წავ­ლემ თა­ვი უნ­და იგ­რ­ძ­ნოს თა­ვი­სუფ­ლად, არ შე­იზღუ­დოს მი­სი აზ­რის გა­მო­ხატ­ვის თა­ვი­სუფ­ლე­ბა. სამ­წუ­ხა­როდ, ხში­რად ვის­მენთ ბავ­შ­ვე­ბის­გან (კი­დევ უფ­რო სამ­წუ­ხა­როა, მას­წავ­ლებ­ლე­ბის­გა­ნაც), რომ ბავშვს სა­კუ­თა­რი აზ­რის თა­ვი­სუფ­ლად გა­მო­ხატ­ვის შე­საძ­ლებ­ლო­ბა არ აქვს, რომ ასეთ შემ­თხ­ვე­ვა­ში, უზ­რ­დე­ლად და თავ­ხე­დად მო­იხ­სე­ნი­ე­ბენ. მსგავს მიდ­გო­მას კა­ტე­გო­რი­უ­ლად ვე­მიჯ­ნე­ბი, რად­გან ჩვენ თა­ვი­სუ­ფა­ლი ადა­მია­ნე­ბი უნ­და გავ­ზარ­დოთ და თუ მას­წავ­ლე­ბე­ლი პა­ტივს არ სცემს მოს­წავ­ლის აზრს, მა­შინ რო­გორ მოვ­თხო­ვოთ, შემ­დეგ, თა­ვი­სუ­ფა­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის სრულ­ფა­სო­ვა­ნი წევ­რი გახ­დეს. მე­ტიც, რე­ა­ლუ­რად, მან უნ­და შექ­მ­ნას ეს თა­ვი­სუ­ფა­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა. ვერც სხვის პა­ტი­ვის­ცე­მას მოვ­თხოვთ. ამი­ტომ ვართ ვალ­დე­ბუ­ლე­ბი, გა­ვით­ვა­ლის­წი­ნოთ თი­თო­ე­უ­ლი მოს­წავ­ლის ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი, სო­ცი­ა­ლუ­რი, ფი­ზი­კუ­რი და ემო­ცი­უ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა. მას­წავ­ლე­ბელ­მა ყვე­ლა­ნა­ი­რი ბავ­შ­ვი უნ­და მი­ი­ღო, რო­გო­რიც უნ­და იყოს, მა­ღა­ლი აკა­დე­მი­უ­რი მოს­წ­რე­ბის თუ რთუ­ლი ქცე­ვის და უნ­და გიყ­ვარ­დეს, ეს მას­წავ­ლებ­ლის უპირ­ვე­ლე­სი მო­ვა­ლე­ო­ბაა. თუ ეს ვერ შე­ძე­ლი, მას­წავ­ლებ­ლო­ბა არ უნ­და გა­ბე­დო! მი­ე­ცით ბავ­შ­ვებს მე­ტი თა­ვი­სუფ­ლე­ბა, არ შეზღუ­დოთ აზ­რის გა­მო­ხატ­ვის თა­ვი­სუფ­ლე­ბა­ში — ეს უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნე­სია!

ჩემს გაკ­ვე­თილ­ზე ბავ­შ­ვებს ფეხ­ზე არ ვა­ყე­ნებ – რა სა­ჭი­როა? ვერ ვი­გებ „ადე­ქი-და­ჯე­ქის“ მნიშ­ვ­ნე­ლო­ბას. მე­ტიც, რო­გორც უნ­დათ, ისე დას­ხ­დ­ნენ; სწყუ­რი­ათ? არ მკითხონ, ისე და­ლი­ონ წყა­ლი; ნაგ­ვის გა­დაგ­დე­ბა უნ­დათ? არც ეს მკითხონ, ისე გა­და­აგ­დონ; ზედ­მე­ტი კითხ­ვა კი­დევ უფ­რო დიდ ხმა­ურს გა­მო­იწ­ვევს კლას­ში. არ არის სა­ჭი­რო ნე­ბარ­თ­ვის აღე­ბა. ჩემს მოს­წავ­ლე­ებს სულ ვაც­ნობ „ჩემს წე­სებს“ და ძა­ლი­ან მოს­წონთ ასე­თი მიდ­გო­მე­ბი, რად­გან ამით მეტ თა­ვი­სუფ­ლე­ბას გრძნო­ბენ. რა შავ­დე­ბა იმით, თუ კლას­ში ბავ­შ­ვი მერ­ხ­ზე ხე­ლებ­დაწყო­ბი­ლი არ გი­ზის და სკამ­ზეა მი­წო­ლი­ლი, მთა­ვა­რი ხომ ის არის, მო­გის­მი­ნოს, პრო­ცეს­ში ჩა­ერ­თოს და გა­ვი­დეთ შე­დეგ­ზე, რო­მე­ლიც მიზ­ნად გვაქვს და­სა­ხუ­ლი. მე უნ­და მო­ვერ­გო ყვე­ლა ბავშვს ერ­თად და ცალ-ცალ­კე და არა პი­რი­ქით – არც ერ­თი მოს­წავ­ლე მე არ უნ­და მო­მერ­გოს!

მათ ძა­ლი­ან უყ­ვართ კე­თე­ბით სწავ­ლე­ბის პრო­ცე­სი. ჩე­მი მოს­წავ­ლე­ე­ბი აქ­ტი­უ­რად არი­ან ჩარ­თუ­ლე­ბი სხვა­დას­ხ­ვა კლუ­ბებ­ში – გა­რე­მოს დამ­ც­ვე­ლე­ბის, ხელ­მარ­ჯ­ვე­ე­ბის, კი­ნოკ­ლუბ­ში, სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის კლუბ­ში „შეც­ვა­ლე“. ამის გარ­და, მაქვს ეკო­თო­ჯი­ნე­ბი­სა და დრა­მა­ტუ­ლი თე­ატ­რი, რომ­ლე­ბიც სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბა­სა და სწო­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი­სა თუ ფა­სე­უ­ლო­ბე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­ში გვეხ­მა­რე­ბა. ამ ეტაპ­ზე, საგ­რან­ტო კონ­კურ­სიც ხორ­ცი­ელ­დე­ბა, ფუნ­ქ­ცი­ო­ნი­რებს წრე­ე­ბი სპორ­ტის და სხვა მი­მარ­თუ­ლე­ბით, ანუ სკო­ლა ცოცხა­ლი ორ­გა­ნიზ­მია და მხო­ლოდ სა­გაკ­ვე­თი­ლო პროგ­რა­მით შე­მო­ფარ­გ­ვ­ლა არაფ­რის მომ­ცე­მია. მი­დი, ჩა­ა­ტა­რე გაკ­ვე­თი­ლი და წა­დი სახ­ლ­ში – ეს არა­ნა­ირ შე­დეგს არ გა­მო­ი­ღებს და არც ეპა­ტი­ე­ბა დღე­ვან­დელ მას­წავ­ლე­ბელს. ეს არც მოს­წავ­ლის­თ­ვი­საა ეფექ­ტუ­რი. მოს­წავ­ლეს სკო­ლა­ში მოს­ვ­ლა თუნ­დაც იმის გა­მო უნ­და უხა­რო­დეს, რომ სა­გაკ­ვე­თი­ლო პრო­ცე­სის გარ­და, ბევ­რი სა­ინ­ტე­რე­სო რამ ელო­დე­ბა. აი, ასე­თი ად­გი­ლი უნ­და იყოს სკო­ლა – ეს არის ჩემ­თ­ვის უსაფ­რ­თხო სკო­ლა, სა­დაც ბავ­შ­ვი ფი­ზი­კუ­რად და ფსი­ქო­ე­მო­ცი­უ­რა­დაა და­ცუ­ლი, სა­დაც მის ინ­ტე­რე­სებ­ზე მორ­გე­ბუ­ლი გა­რე­მოს შექ­მ­ნა­ზე ზრუ­ნავს თი­თო­ე­უ­ლი მას­წავ­ლე­ბე­ლი და დი­რექ­ცია; სკო­ლა მი­სი კომ­ფორ­ტის ზო­ნა უნ­და იყოს და ამ ზო­ნა­ში აუცი­ლებ­ლად უნ­და იყოს ჩარ­თუ­ლი მშო­ბე­ლიც, რად­გან მშო­ბე­ლი სას­კო­ლო ცხოვ­რე­ბის, სას­კო­ლო სა­ზო­გა­დო­ე­ბის უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნე­სი რგო­ლია. პან­დე­მი­ის შემ­დეგ, სამ­წუ­ხა­როდ, ბევ­რი სკო­ლის კა­რი დღემ­დე და­კე­ტი­ლი დარ­ჩა მათ­თ­ვის. ძა­ლი­ან სამ­წუ­ხა­როა, სკო­ლის ჭიშ­კარ­ზე გა­მოკ­რულ გან­ცხა­დე­ბას რომ გა­და­აწყ­დე­ბი – „მშობ­ლე­ბის შე­მოს­ვ­ლა აკ­რ­ძა­ლუ­ლია!“ სიტყ­ვა „აკ­რ­ძა­ლუ­ლია“ სა­ერ­თოდ ამო­ვარ­დ­ნი­ლია კონ­ტექ­ს­ტი­დან, შე­უ­ფე­რე­ბე­ლია სას­კო­ლო სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თ­ვის, იმ გა­რე­მოს­თ­ვის, სა­დაც ბავ­შ­ვი სწავ­ლობს. პი­რი­ქით, მშო­ბე­ლი ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან აქ­ტო­რად უნ­და ვაქ­ცი­ოთ შვი­ლის გა­ნათ­ლე­ბა­ში, იგი მხო­ლოდ სა­ერ­თო კრე­ბებ­ზე არ უნ­და და­დი­ო­დეს სკო­ლა­ში, შვი­ლის გა­ნათ­ლე­ბის პრო­ცე­სე­ბის თა­ნა­მო­ნა­წი­ლე უნ­და იყოს, მას­თან მუდ­მი­ვი კო­მუ­ნი­კა­ცია უნ­და ჰქონ­დეს დი­რექ­ცი­ას, დამ­რი­გე­ბელ­სა და საგ­ნის მას­წავ­ლებ­ლებს…

ერთ მა­გა­ლით­საც მო­ვიყ­ვან: ჩემს მოს­წავ­ლე­ებ­თან ერ­თად, ვა­ხორ­ცი­ე­ლებ საგ­რან­ტო კონ­კურსს (გო­რის მე­რი­ამ დაგ­ვი­ფი­ნან­სა) – „ჩვენ, მშობ­ლე­ბი და ერ­თი მი­ზა­ნი“. წლე­ბის წინ, მხარ­დამ­ჭერ მშო­ბელ­თა კლუ­ბიც მქონ­და, რო­მე­ლიც პან­დე­მი­ის გა­მო და­ი­ხუ­რა და ამ პრო­ექ­ტით, გარ­კ­ვე­ულ­წი­ლად, ამ საქ­მი­ა­ნო­ბის/მი­მარ­თუ­ლე­ბის გაგ­რ­ძე­ლე­ბა გა­დავ­წყ­ვი­ტე, დე­კემ­ბ­რის შუა რიცხ­ვებ­ში და­ვას­რუ­ლებთ პრო­ექტს. აქ ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რი ის კვლე­ვაა, რო­მე­ლიც მშობ­ლებ­თან და­საწყის­ში გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლე და რომ­ლის მი­ზა­ნი იყო გა­მერ­კ­ვია, რო­გორ არი­ან მშობ­ლე­ბი ჩარ­თუ­ლი სას­კო­ლო ცხოვ­რე­ბა­ში ან რო­გორ უნ­დათ, რომ იყ­ვ­ნენ ჩარ­თუ­ლე­ბი. სწო­რედ ამის მი­ხედ­ვით წარ­ვ­მარ­თე აქ­ტი­ვო­ბე­ბი პრო­ექ­ტის ფარ­გ­ლებ­ში. და­სას­რულს კი, აუცი­ლებ­ლად ჩა­ვა­ტა­რებ მე­ო­რე კვლე­ვას, რო­მელ­საც და­ვარ­ქ­ვი „მშო­ბელ­თა კმა­ყო­ფი­ლე­ბის კვლე­ვა“. ეს კი­დევ უფ­რო თვალ­სა­ჩი­ნოს გახ­დის იმ სა­ჭი­რო­ე­ბებს, რაც მა­თი თვალ­თა­ხედ­ვით რე­ა­ლუ­რად იკ­ვე­თე­ბა, სკო­ლი­სა და მშობ­ლის თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბის კუთხით. ეს იქ­ნე­ბა შემ­დ­გო­მი ნა­ბი­ჯე­ბი, რო­მელ­საც ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით დავ­გეგ­მავ.

სა­ბო­ლოო ჯამ­ში, ეს ყვე­ლა­ფე­რი ერთ მი­ზანს ემ­სა­ხუ­რე­ბა – არ მოხ­დეს წყვე­ტა დი­რექ­ტორს, მას­წავ­ლე­ბელს, მშო­ბელ­სა და მოს­წავ­ლეს შო­რის. მე­ტიც, რომ არც ერ­თი სკო­ლის ჭიშ­კარ­ზე აღარ და­ვი­ნა­ხოთ გა­მოკ­რუ­ლი გან­ცხა­დე­ბა – „მშობ­ლის შეს­ვ­ლა სკო­ლის ეზო­ში აკ­რ­ძა­ლუ­ლია!“; რომ სკო­ლის კა­რი მშობ­ლის­თ­ვის არას­დ­როს არ და­ი­ხუ­როს. ეს ძა­ლი­ან არას­წო­რი მიდ­გო­მაა, რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის დაც­ვაც შე­იძ­ლე­ბა და ყვე­ლაფ­რის გა­კე­თე­ბა, თუ­კი მშობ­ლებ­თან ჯან­სა­ღი თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბის ნე­ბა და სურ­ვი­ლი იქ­ნე­ბა. ცხა­დია, კა­ნონ­ში არ­სად მსგავ­სი ჩა­ნა­წე­რი არ არის, ეტყო­ბა ერ­თე­ულ­მა დი­რექ­ტო­რებ­მა და­ა­წე­სეს თა­ვი­ან­თი კა­ნო­ნე­ბი.

მშობ­ლის რო­ლი ჩემ­თ­ვის რომ ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, ამა­ზე კი­დევ ერთ ფაქტს მო­ვიყ­ვან – ზო­გა­დად, ჩვენს სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში შვი­ლის სას­კო­ლო ცხოვ­რე­ბა­ში მა­მე­ბის ჩარ­თუ­ლო­ბა ძა­ლი­ან და­ბა­ლია (შე­იძ­ლე­ბა ით­ქ­ვას, მი­ნი­მუმ­ზე და­ბა­ლი). მა­მებს ქუ­დი რომ შე­მო­უგ­დო სკო­ლა­ში, მა­ინც არ მო­დი­ან. ამი­ტომ, ასე­თი აქ­ტი­ვო­ბა დავ­გეგ­მე – ჩა­ვა­ტა­რო ფრენ­ბურ­თის ტურ­ნი­რი, სა­დაც მა­მე­ბი შვი­ლებს შე­ე­ჯიბ­რე­ბი­ან. წარ­მო­იდ­გი­ნეთ, ორის გარ­და, ვერც ერ­თი მა­მა ვერ და­ვი­თან­ხ­მე. ამი­ტომ, გა­დავ­წყ­ვი­ტე, ახ­ლა, მე და დე­დებ­მა ვი­თა­მა­შოთ შვი­ლებ­თან ერ­თად. ამ აქ­ტი­ვო­ბას ვე­რაფ­რით ვერ ჩავ­შ­ლით, თუნ­დაც იმის გა­მო, რომ მშობ­ლებ­მა იგ­რ­ძ­ნონ, რამ­დე­ნად მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია სკო­ლას­თან თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბა, რომ მათ მხო­ლოდ სა­ერ­თო კრე­ბა­ზე ან შვილ­ზე საყ­ვე­დუ­რე­ბის მო­სას­მე­ნად კი არ ვი­ბა­რებთ, არა­მედ თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბის­თ­ვი­საც ვიწ­ვევთ ხოლ­მე, ხან­და­ხან შვი­ლის­თ­ვის მად­ლო­ბის სათ­ქ­მე­ლად გვინ­და რომ მო­ვი­დეს. და­მერ­წ­მუ­ნეთ, ეს ძა­ლი­ან გაზ­რ­დის სკო­ლი­სად­მი ნდო­ბას რო­გორც მშო­ბელ­ში, ისე მოს­წავ­ლე­ში. რაც მთა­ვა­რია, გაჩ­ნ­დე­ბა შეგ­რ­ძ­ნე­ბა, რომ გა­ცი­ლე­ბით ბევ­რი პო­ზი­ტი­უ­რი რამ ხდე­ბა ჩვენ ირ­გ­ვ­ლივ, მათ შო­რის, სკო­ლა­ში.

ცხა­დია, ამ პრო­ცე­სებ­ში მას­წავ­ლებ­ლის მი­სია უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნე­სია და ძა­ლი­ან დი­დი პა­სუ­ხისმ­გებ­ლო­ბაც გვა­კის­რია თე­მის, სას­კო­ლო სა­ზო­გა­დო­ე­ბის, მოს­წავ­ლი­სა და მშობ­ლის წი­ნა­შე, მაგ­რამ ხაზ­გას­მით, კი­დევ ერ­თხელ, გა­ვი­მე­ო­რებ, რომ რაც უნ­და კარ­გი რე­სურ­სი მქონ­დეს, ცოდ­ნი­თა და უნა­რე­ბით აღ­ჭურ­ვი­ლი ვი­ყო და სა­უ­კე­თე­სო შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი გა­მაჩ­ნ­დეს, მარ­ტო ვე­რა­ფერს გავ­ხ­დე­ბი. ყვე­ლა რგო­ლის თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბა და ჩარ­თუ­ლო­ბა თა­ნაბ­რად მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია პრობ­ლე­მის გა­და­საჭ­რე­ლად და იმის­თ­ვის, რომ უკე­თე­სი გავ­ხა­დოთ ჩვე­ნი გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა. ერ­თად უნ­და ვი­მოქ­მე­დოთ, კომ­პ­ლექ­სუ­რად, მთა­ვა­რის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით: პირ­ველ ად­გილ­ზე უნ­და იყოს ბავ­შ­ვი და მი­სი ინ­ტე­რე­სე­ბი, ყვე­ლა და­ნარ­ჩე­ნი მე­ო­რე­ხა­რის­ხო­ვა­ნია – ბავ­შ­ვი ღერ­ძია და ჩვენ, ყვე­ლა­ნი, მის გარ­შე­მო ვტრი­ა­ლებთ!

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები