20 აპრილი, შაბათი, 2024

ერთქულიანი ტესტები შრომის კოდექსიდან

spot_img

ტესტის საგამოცდო ვარიანტები მომზადებულია იმ საგამოცდო  ტესტების აკადემიური და ფსიქომეტრიული პარამეტრებით, რომლებსაც განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო გთავაზობთ.

⇓⇑ გაითვალისწინეთ, რომ ეს ტესტები არ არის საგამოცდო ვარიანტების ზუსტი ვერსიები!!!

⇓⇑ მომზადებულია როლანდ ხოჯანაშვილის მიერ.

🔎ერთქულიანი ტესტები შრომის კოდექსიდან

ტესტი N5 (1)

შრომითი ურთიერთობების გაფორმების დროს დირექტორმა რამდენიმე დოკუმენტით იხელმძღვანელა. მათ შორის იყო საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს შრომის კოდექსი“, „საქართველოს სამოქალაქო კოდექსი“ და სხვა სპეციალური კანონი. დასაქმებულმა ეჭვი შეიტანა დამსაქმებლის ამ დოკუმენტების გამოყენებასთან დაკავშირებით. ეჭვი

გონივრულია, რადგან შრომითი ურთიერთობების გაფორმების დროს საკმარისია „საქართველოს შრომის კოდექსი“.

გონივრულია, რადგან შრომითი ურთიერთობების გაფორმების დროს საკმარისია „საქართველოს შრომის კოდექსი“ და „საქართველოს სამოქალაქო კოდექსი“.

გონივრულია, რადგან შრომითი ურთიერთობების გაფორმების დროს საკმარისია „საქართველოს სამოქალაქო კოდექსი“.

არაა გონივრული, რადგან დირექტორმა შეიძლება იხელმძღვანელოს შრომითი ურთიერთობის გაფორმების დროს  რამდენიმე დოკუმენტით.

ტესტი N5 (2)

ვაკანსიის გამოცხადების დროს სკოლის ადმინისტრაციამ მიუთითა, რომ შრომითი ურთიერთობა წარმოიშობა მხარეთა თანასწორუფლებიანობის საფუძველზე ნების თავისუფალი გამოვლენის შედეგად მიღწეული შეთანხმებით.   სკოლამ მასწავლებლად აიყვანა რელიგიური უმცირესობის წარმომადგენელი, რის გამოც მშობლების ნაწილმა პროტესტი გამოთქვა და მოითხოვეს კადრის შეცვლა. პროტესტი

უსაფუძვლოა, რადგან შეიცავს დისკრიმინაციულ მოთხოვნას.

საფუძვლიანია, რადგან ახალი მასწავლებლის მრწამსი რადიკალურად განსხვავებულია სკოლის მოსწავლეთა აღმსარებლობისგან.

საფუძვლიანია, რადგან ახალი მასწავლებლისგან მოსალოდნელია, რომ მოსწავლეებს თავს მოახვიოს თავისი რელიგიური შეხედულება.

საფუძვლიანია, რადგან ახალი მასწავლებელი სხვა სკოლიდან დათხოვნილ იქნა რელიგიური ატრიბუტიკის სწავლებაში გამოყენების გამო.

ტესტი N5 (3)

ჩამოთვლილთაგან არასწორია:

დამსაქმებელი არის ფიზიკური ან იურიდიული პირი, ანდა პირთა გაერთიანება, რომლისთვისაც შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე სრულდება გარკვეული სამუშაო.

დასაქმებული არის ფიზიკური პირი, რომელიც შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე, დამსაქმებლისათვის ასრულებს გარკვეულ სამუშაოს.

დასაქმებული არ შეიძლება იყოს ფიზიკური პირი, რომელიც არ არის მოქალაქეობის მქონე.

ინდივიდუალური შრომითი ურთიერთობის სუბიექტები არიან დამსაქმებელი და დასაქმებული.

ტესტი N5 (4)

დასაქმებულმა დისკრიმინაციისგან დაცვის მოთხოვნით  მიმართა სახალხო დამცველს. სკოლის დირექტორმა იმის გამო, რომ თვლიდა, მისი მხრიდან არ ყოფილა შევიწროების არანაირი ფაქტი, ცილისწამების გამო დასაქმებული გაათავისუფლა. დირექტორის ქმედება:

სწორია, რადგან არავინაა ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა.

სწორია, რადგან დასაქმებულმა დაარღვია სკოლის შინაგანაწესი.

არასწორია, რადგან აკრძალულია დასაქმებულისთვის შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა ან/და დასაქმებულის მიმართ ნებისმიერი სახის უარყოფითი მოპყრობა და მასზე ზემოქმედება იმის გამო, რომ დასაქმებულმა დისკრიმინაციისგან დასაცავად განცხადებით ან საჩივრით მიმართა შესაბამის ორგანოს ან ითანამშრომლა მასთან.

სწორია, რადგან სკოლაში არსებობს დისციპლინური  და სააპელაციო კომიტეტები, რომლებსაც უნდა განეხილათ შევიწროების ფაქტის შემთხვევა პირველ რიგში და თუ სკოლის დონეზე საკითხი არ განიხილებოდა/გადაწყდებოდა სათანადოდ, ამის შემდეგ უნდა მიემართა დასაქმებულს სახალხო დამცველისთვის.

ტესტი N5 (5)

კერძო სკოლის დირექტორმა სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლევი ისეთი პირი დაასაქმა, რომელსაც  ნასამართლობის მოხსნილი ჰქონდა. დირექტორის გადაწყვეტილება:

არასწორია, რადგან არასრულწლოვანთათვის ნებისმიერი სახის საგანმანათლებლო/სასწავლო/სააღმზრდელო მომსახურების გამწევ დაწესებულებაში ასეთი პირების დასაქმება აკრძალულია კანონით.

სწორია, რადგან არასრულწლოვანთათვის ნებისმიერი სახის საგანმანათლებლო/სასწავლო/სააღმზრდელო მომსახურების გამწევ დაწესებულებაში ნასამართლობის მოხსნილი პირის დასაქმებას კანონი არ კრძალავს.

სწორია, რადგან ნასამართლობის მოხსნილი პირის დასაქმებას კანონი არ კრძალავს და შრომის უფლება აქვს.

სწორია, რადგან ნასამართლობის მოხსნილი პირის დასაქმებას კანონი არ კრძალავს და შრომის უფლება აქვს.

სწორია, რადგან დირექტორმა ეს პირი არ დაუსაქმებია სკოლისგარეშე საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულებაში.

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები