27 ივლისი, შაბათი, 2024

მორიგი დამხმარე მასალა მკვლევარი მასწავლებლებისთვის

spot_img

წარმოგიდგენთ მკვლევარი მასწავლებლებისთვის მორიგ დამხმარე მასალას, რომელიც ფუნქციური უნარების (კერძოდ, შემოქმედებითობის უნარს) განვითარების ხელშეწყობას შეეხება ფოკუს-ჯგუფებში. წარმოდგენილია ფუნქციური უნარი, შესაბამისი კოგნიტური (შემეცნებითი) ოპერაციებით/კომპონენტებითა და იდეებით. მასალა მხოლოდ სანიმუშო ვერსიაა და გამოადგება მოდერატორ მასწავლებელს ფოკუს-ჯგუფში სამუშაოდ როგორც უცვლელი სახით, ასევე მოდიფიცირებული ვერსიით.

ფუნქციური უნარი: შემოქმედებითობა

თავისუფლად აზროვნება

კითხვების დასმა: დასვით კითხვები ხელოვნებისა და მუსიკის შესახებ, რომლებიც დაიწყება კითხვითი სიტყვით „რატომ“.

იდეების გენერირება:

წარმოადგინეთ ერთი იდეა მაინც, რომელიც დაიწერება დაფაზე და შეეხება მუსიკას ან ხელოვნებას. ყველაზე მეტი ხმის მიმღები იდეა განხორციელდება პროექტის ფორმატით (იდეა უნდა იყოს სკოლის შესაძლებლობის ფარგლებში);

პრობლემის გადაჭრის გზების დასახელება

თანატოლებში ხშირია შემთხვევა, როცა არ დადიან თეატრში, კლასიკური მუსიკის კონცერტებზე. როგორ გადაჭრიდით ამ პრობლემას, თუნდაც, ერთი თანატოლისთვის?

ალტერნატიული პასუხების ძიება და პრობლემის გადაჭრის გზების შემოთავაზება

ალტერნატივა ორი საწინააღმდეგო აზრია. ვთქვათ, ჩვენ გვაქვს ერთი პასუხი იმაზე, რატომ არ უყვარს მოსწავლეების მნიშვნელოვან ნაწილს ფორტეპიანოზე დაკვრის სწავლა. მოძებნე, შენივე ჯგუფის წევრის მიერ დასახელებული აზრის გარდა, კიდევ ერთი მოსაზრება, რომელსაც აქვს არსებობის უფლება.

ფლექსიურობა

პრობლემის დანახვა და შეფასება სხვადასხვა პერსპექტივიდან

ბავშვების ნაწილი არ არის ნამყოფი სამხატვრო გალერეაში. წარმოაჩინეთ ეს პრობლემა და შეაფასეთ სხვადასხვა კუთხით.

დგომების მრავალფეროვნება

გადმოეცით სიტყვიერად, ნაცნობი მელოდიის დასახელებით, წლის დროები. რატომ ფიქრობთ, რომ თქვენ მიერ დასახელებული ვერსიები წლის დროების გადმოცემაა მელოდიით?

რომელი მელოდიით გააფორმებდით ნიკო ფიროსმანის შემოქმედების კოლაჟს და რატომ?

ორიგინალობა

უნიკალური და ახალი იდეის გენერირება

რომელ შემოქმედებით იდეას წარმოადგენდით სასკოლო პროექტის განსახორციელებლად, რომელსაც შესთავაზებდით მე-10 კლასის ხელოვნების, მუსიკის და სამოქალაქო განათლების მასწავლებლებს თემაზე „ხელოვნების დარგი ომის საწინააღმდეგოდ“.

სხვადასხვა ელემენტისგან უნიკალური კომბინაციების შექმნა

წარმოიდგინეთ, რომ დაგავალეს, ნაყარი ფოთლებითა და მეორეული ნივთებით, კომბინაციის შექმნა, რომელიც ასახავს შემოდგომას. ჩამოაყალიბეთ იდეა და უახლოეს მომავალში წარმოადგინეთ კომბინაცია, გააფორმეთ სათანადო მელოდიით და ჩაწერეთ ვიდეორგოლი.

დეტალებზე ყურადღების გამახვილება

იდეების განვითარება და გამდიდრება დეტალიზაციის ხარჯზე

წარმოიდგინეთ, რომ ფერმწერმა გთხოვათ, ნატურმორტის საბოლოო სახის ჩამოყალიბებაში დაეხმაროთ, რაც გულისხმობს, მინიმუმ, ათი დეტალის დამატებას. აქვე გაქვთ ვალდებულება, რომ შეარჩიოთ შესაბამისი მელოდია.

ხათუნა გურული, სოფიო ქავთარაძე

სსიპ თერჯოლის №1 საჯარო სკოლის მკვლევარი მასწავლებლები

არდადეგები

არდადეგები – თავისუფლებისა და დასვენების დღეების ხიბლი

ინა იმედაშვილი იუჯის სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ათეულთა...

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები