13 დეკემბერი, პარასკევი, 2024

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი საქართველოს  უნივერსიტეტების სათავეშია

spot_img

2022 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები ცნობილია. უკვე გამოქვეყნდა მონაცემები, რომლის მიხედვითაც ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი (KIU) რეიტინგში ლიდერ პოზიციას იკავებს. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საშუალო საკონკურსო ქულის მიხედვით, 14 სახელმწიფო უნივერსიტეტსა და  53 ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას შორის, KIU პირველ ადგილზეა.

აღსანიშნავია, რომ 2022 წელს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში ჩარიცხული 370 სტუდენტიდან 93-ს მოპოვებული აქვს 100% სახელმწიფო გრანტი, ხოლო 367 სტუდენტი კი  სრული ან ნაწილობრივი სახელმწიფო გრანტით სარგებლობს.

2022 წელს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროგრამებს შორის ყველაზე მოთხოვნადი იყო კომპიუტერული მეცნიერების პროგრამა. საგულისხმოა ისიც, რომ წელს ყველა სხვა საგანმანათლებლო დაწესებულების კომპიუტერული მეცნიერების პროგრამასთან შედარებით, KIU-ს აღნიშნულ პროგრამაზე ჩაირიცხა ყველაზე მეტი 100%-ანი სახელმწიფო გრანტის მფლობელი სტუდენტი.

გასული წლების მსგავსად ქვეყნის საუკეთესო მოსწრების და სხვადასხვა საერთაშორისო, თუ ადგილობრივი კონკურსებისა და ოლიმპიადების გამარჯვებული მოსწავლეები სწავლას KIU-ში აგრძელებენ. უნივერსიტეტის სტუდენტებს შორის არიან ოქროსა და ვერცხლის მედალოსნები, ეროვნული სასწავლო ოლიმპიადების, ასევე კონკურსის „M ვექტორი“ გამარჯვებულები, ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის მონაწილეები, სხვა და სხვა ოლიმპიადის გამარჯვებულები.

***

KIU-მ 2020-2021 სასწავლო წელს სტუდენტების პირველი ნაკადი მენეჯმენტის, მათემატიკისა და კომპიუტერული მეცნიერების ინგლისურენოვან საბაკალავრო პროგრამებზე მიიღო. უნივერსიტეტი თანამშრომლობს ევროპის წამყვან მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტთან. KIU-ს საოპერაციო მოდელი და პროგრამები შემუშავებულია TUM და TUM International GmbH-თან პარტნიორობით.

2022 წლიდან უნივერსიტეტი ახორციელებს სადოქტორო პროგრამას და „ფინანსები და ინფორმაციის მენეჯმენტის“ (Finance and Information Management – FIM) სამაგისტრო პროგრამას.

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი (KIU)  ქუთაისში, ეკოლოგიურად სუფთა გარემოში მდებარეობს. კამპუსი 180 ჰექტარ მიწაზეა გაშენებული და მოიცავს ულტრათანამედროვე აკადემიურ კორპუსებს, ბიბლიოთეკებს, კაფეტერიებს, კეთილმოწყობილ სასპორტო და საგზაო ინფრასტრუქტურას, საერთო სამუშაო სივრცეებს, სტუდენტურ საცხოვრებლებს, ასევე საცხოვრებლებს აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის. KIU-ს საუნივერსიტეტო ქალაქის განვითარება და მშენებლობა ეტაპობრივად მიმდინარეობს. KIU არის სახელმწიფო უნივერსიტეტი, რომელსაც საერთაშორისო-საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“ აფინანსებს. საქართველოს მოქალაქეებისათვის უნივერსიტეტში სწავლის გადასახადს სრულად ფარავს სახელმწიფო სასწავლო გრანტი.

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები