6 ნოემბერი, ოთხშაბათი, 2024

ევროპის ინოვაციების აკადემიის ,,ინოვაციისა და ლიდერობის ბანაკი” ბათუმში

spot_img

ბათუმში, ბერკლის უნივერსიტეტის და სილიკონის ველის სპიკერების მონაწილეობით, ევროპის ინოვაციების აკადემიის ბანაკი იმართება. მსოფლიოს უმსხვილეს სამეწარმეო პროგრამაში მონაწილეობას წელს ასი, ხოლო მომავალ წელს, სამასამდე სტუდენტი მიიღებს.

ევროპის ინოვაციების აკადემია აჭარის მთავრობის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს, USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის მხარდაჭერით ხორციელდება.

სტუდენტებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ, რომელმაც აღინიშნა, რომ მსგავსი საერთაშორისო მასშტაბის საზაფხულო სკოლები მნიშვნელოვანია როგორც აჭარის, ბათუმის პოზიციონირებისთვის, ასევე სტუდენტების განათლების ხელშეწყობისთვის.

საერთაშორისო ბანაკში სტუდენტები 11 ქვეყნიდან არიან წარმოდგენილი. სასწავლო პროგრამას წარმართავენ კალიფორნიის ბერკლის უნივერსიტეტის და სილიკონის ველის სხვადასხვა წამყვანი ორგანიზაციების ხელმძღვანელები.

ევროპის ინოვაციის აკადემია (EIA) წარმოადგენს მსოფლიოს უმსხვილეს სამეწარმეო პროგრამას უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის. აღნიშნული პროგრამა შემუშავებულია კალიფორნიის ბერკლის უნივერსიტეტის, სტენფორდის უნივერსიტეტის პედაგოგების, ასევე Google-ის, Facebook-ის და სილიკონის ველის სხვა წამყვანი ორგანიზაციების ხელმძღვანელობის მხარდაჭერით.

,,ეს პროექტი გულისხმობს ჩვენს ახალგაზრდებში იმ უნარების განვითარებას, რომელიც მნიშვნელოვანია მომავალი პროფესიების დაუფლების მიზნით, მნიშვნელოვანია, ასევე, ჩვენს რეგიონში და მთლიანად ქვეყანაში ეკონომიკური სამეწარმეო უნარების ჩამოყალიბებისთვის, ახალი იდეების გაჩენისთვის და მხარდაჭერისთვის. პროექტი ჩვენს ახალგაზრდებს, ამ საუკეთესო გამოცდილების მქონე პროფესორებთან, კონკრეტული პროექტების განმახორციებელ პირებთან კომუნიკაციით, სხვადასხვა ქვეყნის სტუდენტებთან ურთიერთობით,შესძენს გამოცდილებას, გაჩნდება ახალი იდეები. მნიშვნელოვანია, რომ ეს პროექტები შემდგომში აუცილებლად იქნება რეალიზებული ჩვენი ქვეყნის, ჩვენი კუთხის განვითარების მიზნით,” – ამბობს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი, მაია ხაჯიშვილი.

პროგრამა საქართველოში კავკასიის უნივერსიტეტთან, აშშ-ის ბაზარზე წვდომის ცენტრთან (USMAC) და Startup Connect-თან პარტნიორობით ჩატარდება.

 

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები