19 მარტი, სამშაბათი, 2024

დამატებითი სესია აბიტურიენტებისთვის და მასწავლებლებისთვის

spot_img
იმ აბიტურიენტებისათვის, რომლებმაც ვერ შეძლეს COVID-19-ის ინფექციის დადასტურების გამო გამოცდებზე დასწრება, 29 ივლისს  განისაზღვრა ერთი დამატებითი  საგამოცდო სესია შემდეგ საგნებში:
• ისტორია;
• ბიოლოგია;
• გეოგრაფია;
• სამოქალაქო განათლება.
ამავე დღეს ჩატარდება მასწავლებლის გამოცდებში მონაწილეებისათვის დამატებითი სესია მითითებულ საგნებში:
• ქართული ენა და ლიტერატურა (საბაზო ან / და საშუალო საფეხური);
• ინგლისური ენა (დაწყებითი, საბაზო ან / და საშუალო საფეხური) – წერითი ნაწილი;
• ფრანგული ენა (დაწყებითი, საბაზო ან / და საშუალო საფეხური) – წერითი ნაწილი;
• რუსული ენა (დაწყებითი, საბაზო ან / და საშუალო საფეხური) – წერითი ნაწილი;
• გერმანული ენა (დაწყებითი, საბაზო ან / და საშუალო საფეხური) – წერითი ნაწილი;
• ისტორია (საბაზო ან / და საშუალო საფეხური);
• ქიმია (საბაზო ან / და საშუალო საფეხური);
• სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება;
• ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები/კომპიუტერული ტექნოლოგიები – წერითი ნაწილი;
• სპორტი;
• პროფესიული უნარების გამოცდა უფროსი და წამყვანი მასწავლებლებისათვის.
გაითვალისწინეთ, რომ გამოსაცდელი უნდა გამოცხადდეს ცხრილში მითითებულ ადგილას 14:00  საათზე.
სხვა  გამოცდების დამატებითი სესიების თაობაზე ინფორმაცია ეტაპობრივად გამოქვეყნდება.

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები