27 ივლისი, შაბათი, 2024

მემორანდუმი მასწავლებლებსა და მოსწავლეებში გარემოსდაცვითი საკითხების შესახებ ცოდნის გაღრმავებას შეუწყობს ხელს

spot_img

საქართველოს გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელს – CENN-სა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის მიზანიც, მასწავლებლებსა და მოსწავლეებში გარემოსდაცვითი საკითხების შესახებ ცოდნის გაღრმავებაა.

მემორანდუმის ფარგლებში, CENN და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი ერთობლივად უზრუნველყოფენ მასწავლებლებისათვის ტრენინგებისა და სემინარების ორგანიზებას ისეთ აქტუალურ გარემოსდაცვით თემებზე, როგორებიცაა კლიმატის ცვლილება, ცირკულარული ეკონომიკა, ენერგოეფექტიანობა და სხვა.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის, ბერიკა შუკაკიძის განცხადებით – ცენტრი აქტიურად მუშაობს პედაგოგებში გარემოსდაცვით საკითხებზე მდგრადი განვითარების მიმართულებით ცნობიერების ამაღლების კუთხით. ამ მიმართულებით ჩვენს ექსპერთა ჯგუფთან ერთად უკვე არაერთი პროექტი განვახორციელეთ. ვფიქრობთ რომ CENN-თან თანამშრომლობა იმ ატივობებს, რომელსაც ვატარებთ პედაგოგებისთვის და სკოლის მოსწავლეებისთვის, კიდევ უფრო ეფექტურს გახდის რაც გრძელვადიან შედეგამდე მიგვიყვანს.

ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი მხარს დაუჭერს CENN-ის მიერ სხვადასხვა გარემოსდაცვით თემატიკაზე შექმნილი სახელმძღვანელოების საგაკვეთილო პროცესებში დანერგვას.

„CENN-ის საქმიანობის ერთერთი ძირითადი მიზანი ახალგაზრდების გაძლიერება და მათში გარემოსდაცვითი ღირებულებების განვითარებაა. ჩვენ გვჯერა, რომ ახალგაზრდობა არის ის მთავარი ძალა, რომელსაც შეუძლია შექმნას მდგრადი და ინკლუზიური მომავალი. პედაგოგებში მდგრადი განვითარების შესახებ ცნობიერების ამაღლება და მათში გარემოსდაცვით გამოწვევებზე ცოდნის გაღრმავება ამ მიზნის მიღწევისაკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია. ამიტომ, მოხარულები ვართ, რომ შესაძლებლობა მოგვეცა, ვითანამშრომლოთ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრთან და ერთობლივად შევუწყოთ ხელი მასწავლებლებსა და მოსწავლეებში მაღალი გარემოსდაცვითი და სოციალური პასუხისმგებლობის ჩამოყალიბებას, – აცხადებს CENN-ის აღმასრულებელი დირექტორი, ნანა ჯანაშია.

არდადეგები

არდადეგები – თავისუფლებისა და დასვენების დღეების ხიბლი

ინა იმედაშვილი იუჯის სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ათეულთა...

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები