დასრულდა უცხო ენის გამოცდები, რომელიც სამი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. აბიტურიენტები დღეს ინგლისური, გერმანული, ფრანგული და რუსული ენების გამოცდებს აბარებდნენ. ორივე სესიაზე სულ გამოცხადდა დარეგისტრირებულთა 91%-ზე მეტი. დაიგვიანა ერთმა აბიტურიენტმა. გუშინ დარეგისტრირებულებიდან გამოცდაზე გამოცხადდა 95%-ზე მეტი გამოსაცდელი, ხოლო დაიგვიანა ოთხმა აბიტურიენტმა. გაცილებით მეტი დაგვიანება დაფიქსირდა ინგლისური ენის გამოცდის პირველ დღეს – ორივე სესიაზე 9 გამოსაცდელმა დაიგვიანა, სულ 95%-ზე მეტი აბიტურიენტი გამოცხადდა.
ხვალ მასწავლებლები პროფესიული უნარების გამოცდას ჩააბარებენ წამყვანი და მენტორი მასწავლებლის სტატუსის მოსაპოვებლად, აბიტურიენტებისათვის კი ფიზიკისა და ლიტერატურის გამოცდები ჩატარდება.