23 ნოემბერი, შაბათი, 2024

პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა (დაგეგმვა, წარმართვა და შეფასება)

spot_img

 

 

ზოგადი ინფორმაცია მასწავლებელთა გამოცდასთან დაკავშირებით

უფროსი და წამყვანი მასწავლებლები გამოცდას ერთი ტესტით ჩააბარებენ. საგამოცდო ტესტისათვის განსაზღვრული იქნება მინიმალური კომპეტენციის ორი ზღვარი – წამყვანი და მენტორი მასწავლებლების სტატუსების შესაბამისად. მინიმალური კომპეტენციის ზღვრები განისაზღვრება საგანგებოდ შექმნილი კომისიის მიერ, შეფასების სტანდარტის დადგენის პროცედურის საშუალებით. საგამოცდო ტესტში გამოყენებული იქნება სხვადასხვა ტიპის დავალება:

♦ არჩევითპასუხებიანი;

♦ შესაბამისობის;

♦ ღია (პროექტის, კვლევის დაგეგმვა, მონაცემთა ანალიზი, რეკომენდაციების შემუშავება და სხვ.);

♦ კონკრეტული შემთხვევის/პრობლემური სიტუაციის ანალიზი;

♦ ფუნქციური/ანალიტიკური წერა.

ვინ, სად, როდის, როგორ, რისთვის?

♦ პედპრაქტიკის კველვას ახორციელებს მასწავლებელი ან მასწავლებელთა ჯგიფი (2-3 პედაგოგი) და/ან სკოლის დირექტორი;

♦ პედპრაქტიკის კვლევა ხორციელდება ფორმალურ და არაფორმალურ გარემოში;

♦ პედპრაქტიკის კვლევა ხორციელდება სასწავლო პროცესის დროს (ერთი ან მეტი სემესტრის განმავლობაში);

♦ პედპრაქტიკის კველვა ხორციელდება თვისებრივი და რაოდენობრივი მეთოდიკით;

♦ პედპრაქტიკის კველვას ხორციელდება უკეთესი საგანმანათლებლო შედეგების მისაღწევად.

 კვლევის ეტაპები

♦ საკვლევი თემის განსაზღვრა და კვლევის მიზნის ჩამოყალიბება;

♦ კვლევის პროცესის დოკუმენტირება-კვლევის დღიურის წარმოება;

♦ არსებული კვლევებისა და ლიტერატურის შესწავლა და ანალიზი;

♦ კვლევის მეთოდის შერჩევა და ექსპერტიზა (გამოცდა);

♦ მონაცემთა ანალიზი;

♦ ინტერვენციების/ქმედებების შემუშავება;

♦ ინტერვენციების პრაქტიკაში დანერგვა;

♦ ინტერვენციების შეფასება;

♦ გამოცდილების გაზიარება/პრეზენტაცია;

♦ რეკომენდაციების შეუშავება.

 რით და როგორ დავიწყო კვლევა?

ჩემი პედაგოგიური პრაქტიკიდან რომელია პრობლემურად პრიორიტეტული საკითხი, რომლითაც უნდა დავიწყო კვლევა?

შევძლებ ჩემი ძალებითა და შესაძლებლობებით ამ საკითხის კვლევას?

ჩემი კოლეგებიდან ვის შემიძლია მივმართო დახმარებისთვის?

კიდევ რომელი კოლეგისთვის/კოლეგებისთვის იქნება ჩემ მიერ შერჩეული საკითხი პრიორიტეტული, რათა ერთობლივად დავგეგმოთ კვლევა?

რამდენად მაქვს/გაქვს წარმატების შანსი?

რატომ ვიწყებთ კვლევას?

ამ შემთხვევაში, კარიერული წინსვლისთვის!

არსებობს სხვა მოტივატორებიც:

♦ პროფესიული ინტერესისთვის;

♦ თვითშეფასების ადეკვატურობისთვის;

♦ სკოლის იმიჯისთვის;

♦ უკეთესი შედეგების მიღებისთვის;

♦ უკუკავშირისა და შეფასების უნარების განვითარებისთვის…

ვითვალისწინებთ

მოქმედების არეალს; მნიშვნელოვნებას; დაძლევადობას; შესაბამისობას.

გამოყენებული ლიტერატურა

პროფესიული ლიტერატურა; სხვების გამოცდილება; საკითხთან დაკავშირებული არსებული კვლევები.

კვლევის მეთოდები

კვლევის პროცესში გზებს, რომელსაც ობიექტური დასკვნებისკენ მივყავართ, კვლევის მეთოდები ეწოდება. მეთოდი არის ის, რაც პასუხობს კითხვას – როგორ? არსებობს რაოდენობრივი და თვისებრივი კვლევის მეთოდები.

რაოდენობრივი კვლევის მეთოდი

რაოდენობრივი კვლევის მეთოდი მონაცემების მოპოვების საიმედო და აღიარებულ ტექნიკადაა მიჩნეული, რაზეც ის ფაქტი მეტყველებს, რომ მთელ მსოფლიოში სისტემატურად ხდება მოსახლეობის აღწერა, ყოველწლიურად ტარდება შინამეურნეობის კვლევები და ყოველდღიურად მიმდინარეობს მარკეტინგული კვლევები, რაც სწორედ რაოდენობრივი კვლევის მეთოდების გამოყენებით ხორციელდება.

თვისებრივი კვლევის მეთოდი

თვისებრივი კვლევა გამოყოფს კვლევის საგანს/საგნის თვისებრივ მხარეს და არ ეხება საგნის რაოდენობრივ განზომილებას, ანუ საგანთან მიმართებაში მეტნაკლებობის მიმართებების დადგენას, რაც რაოდენობრივი კვლევის ფუნქციაა.

დაკვირვება

დაკვირვება მიჩნეულია კვლევის ერთ-ერთ ინსტრუმენტად და გამოყოფენ ორგვარ სახეს: უბრალო და ჩართული.

დაკვირვების ეტაპები:

♦ აღწერა;

♦ ფოკუსირება;

♦ შერჩევა.

ინტერვიუერება და ანკეტირება

♦ ინტერვიუ დიალოგის სახეა;

♦ ანკეტირება არის: ღია, დახურული, იდენტიფიცირებული (სახელობითი) და ინკოგნიტო (ანონიმური).

ფოჯკუს-ჯგუფი

თვისებრივი კვლევის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სახე, რომელიც ასევე ცნობილია „ჯგუფური დისკუსიის“ სახელით. როგორც წესი, ფოკუს-ჯგუფში 6-დან 12-მდე რესპონდენტი მონაწილეობს; ის წარიმართება სადისკუსიო გეგმის საფუძველზე, სპეციალური კვალიფიკაციის მქონე წამყვანის, მოდერატორის მიერ.

ინტერვენციები

აქტივობა/აქტივობები, რომლებიც გვეხმარება მიზნის მიღწევაში.

  ინტერვენციები სრულდება ეტაპობრივად და მისი შეცვლა შესაძლოა, თუ დაბალეფექტიანია.

  ინტერვენციების შედეგების გაზომვა, მინიმუმ, კვლევის პროცესში ორჯერ ხდება.

კვლევის ანგარიშის სტრუქტურა

სათაური

სარჩევი

შესავალი – საკვლევი საკითხის, პრობლემის აქტუალობა; კვლევის მიზანი; სასურველია, დასაწყისშივე იყოს მოცემული ნაშრომის სტრუქტურა, ძირითადი დასკვნები;

ლიტერატურის მიმოხილვა;

კვლევის დიზაინი-ძირითადი საკვლევი კითხვები; სამიზნე ჯგუფი, კვლევის მეთოდები, მონაცემთა ანალიზი, ძირითადი მიგნებები, ინტერვენციები;

ქმედებების/ინტერვენციების შედეგების შეფასება-ინტერვენციების შედეგების შეფასების მეთოდები, რეკომენდაციები;

დასკვნები-მიღებული შედეგების შეჯამება და მათგან გამომდინარე დასკვნები. სასურველია, გამოიკვეთოს მომავალი კვლევისთვის მნიშვნელოვანი საკითხები;

ბიბლიოგრაფია;

დანართი.

კვლევის ანგარიშის გაზიარება

კვლევის ანგარიში უნდა გაზიარდეს სასკოლო დონეზე მაინც.

შემთხვევა 1.

ერთ-ერთ კლასში ბულინგის შემთხვევა დაფიქსირდა.

მოსწავლეთა მნიშვნელოვანი ნაწილი ან დასცინოდა, ან გულგრილი იყო შშმ პირის მიმართ.

მასწავლებელმა გადაწყვიტა, კვლევის ფარგლებში, ბულინგის მიზეზების შესწავლა დაეწყო და პრევენციული ღონისძიებები გაეტარებინა ფოკუს-ჯგუფში.

მასწავლებელმა, ფოკუს-ჯგუფის მსვლელობისას, აუდიოჩაწერა მონაწილეთა დაუკითხავად დაიწყო, რადგან იფიქრა, რომ ჩაწერის ცოდნის შემთხვევაში გამომსვლელთა ნაწილი არ იქნებოდა გულწრფელი.

მოიძიეთ ერთი დადებითი და ერთი უარყოფითი ქმედება მასწავლებლის მხრიდან.

შემთხვევა 2.

მასწავლებელმა გადაწყვიტა, აქტივობებში მონაწილე მოსწავლეები წაეხალისებინა და მოაწყო ექსკურსია, განმავითარებელი შეფასების მიზნით. ამ ექსკურსიის დროს გადაღებული ფოტოები დაურთო პედპრაქტიკის კვლევის ანგარიშს.

კვლევის ანგარიში სასკოლო დონეზე გახდა დავის საგანი. მოიყვანეთ არგუმენტი, რომელიც დავის საფუძველს წარმოაჩენს.

შემთხვევა 3.

ინგლისური ენის მასწავლებელმა, მოსწავლეთა საგნისადმი ინტერესის გაღვივებისა და სწავლების ხელშესაწყობად, სწავლების განსხვავებული მეთოდიკა შეიმუშავა. მას მიაჩნია, რომ ეს მეთოდიკა საინტერესო და სახალისოა და ამასთანავე ეროვნული სასწავლო გეგმის მისაღწევ შედეგზე გასვლას უადვილებს. კათედრის გამგემ დაავალა მის ერთ კრიტიკულ მეგობრად აღიარებულ თანამშრომელს, დასწრებოდა კოლეგას გაკვეთილებზე. ის ამბობს: „კათედრამ დამავალა, დავსწებოდი მის გაკვეთილებს და შემეფასებინა, როგორ მუშაობს მის მიერ აპრობირებული მეთოდი პრაქტიკაში. თუ ჩემი კვლევის შედეგები ამ მეთოდის ეფექტურობას დაამტკიცებდა, სკოლა ამ მასწავლებელს მასწავლებელთა საერთაშორისო კონფერენციაზე გაუშვებდა, დაფინსებასაც გამოუყოფდა და სტატუსის ამაღლებაზე წარადგენდა. მე კარგად ვიცნობდი მასწავლებლის მიერ არჩეულ სტრატეგიას, რადგან ეს მასწავლებელი ჩემი უახლოესი მეგობარია და მუდმივად აღფრთოვანებული მიყვებოდა, თუ რამდენად აადვილებს ამ მეთოდის გამოყენება შედეგზე გასვლას. შევასრულე კათედრის გამგის თხოვნა, დავიწყე გაკვეთილებზე დასწრება და მეთოდის ეფექტურობის კვლევა. კვლევის შედეგების ანალიზმა აჩვენა, რომ ჩემი მეგობრის მიერ შერჩეული მეთოდი არ არის ეფექტური – მოსწავლეთა დაინტერესებაც ნაკლებად დავინახე და, რაც მთავარია, მასწავლებელი სასურველ შედეგს ვერ აღწევს. იმ შედეგებს, რომელიც კვლევის შედეგად მივიღე, ვერაფრით ვერ წარვადგენდი კათედრის სხდომაზე, რადგან ჩემს მეგობარს სტატუსის ამაღელბაშიც შეუშლიდა ხელს და აღარც კონფერენციაზე გაუშვებდნენ, ასევე, ჩემზე განაწყენდებოდა. ამიტომ კარგი გამოსავალი ვიპოვე – ჩემი კვლევის შედეგები უკეთესობისკენ შემეცვალა და ისე წარმედგინა კათედრაზე.“

გამოკვეთეთ დამკვირვებელი მასწავლებლის ორი დადებითი და ორი უარყოფითი ქმედება.

წარმატებებს გისურვებთ!

 

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები