25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

სკო­ლა, რომ­ლის კურ­ს­დამ­თავ­რე­ბუ­ლებ­ს თა­ნა­მედ­რო­ვე სამ­ყა­რო­ში მხო­ლოდ წარ­მა­ტე­ბა ელით

spot_img

არ­სე­ბობს რამ­დე­ნი­მე მთა­ვა­რი კრი­ტე­რი­უ­მი, რა­საც თა­ნა­მედ­რო­ვე სკო­ლა უნ­და აკ­მა­ყო­ფი­ლებ­დეს – სან­დო­ო­ბა, გა­მარ­თუ­ლი ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რა, პე­და­გო­გე­ბის კომ­პე­ტენ­ტუ­რო­ბა, თა­ნა­მედ­რო­ვე სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სტან­დარ­ტე­ბის შე­სა­ბა­მი­სი სწავ­ლა-გა­ნათ­ლე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა, მო­ზარ­დ­თა ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი და ფი­ზი­კუ­რი აღ­ზ­რ­დის­თ­ვის სა­ჭი­რო ჯან­სა­ღი და უსაფ­რ­თხო გა­რე­მო, მოს­წავ­ლის მრა­ვალ­მ­ხ­რი­ვი გან­ვი­თა­რე­ბის­თ­ვის ხელ­შეწყო­ბა… სა­მა­გა­ლი­თო, მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი, ინო­ვა­ცი­უ­რი ქარ­თუ­ლი ზო­გად­სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა. სწო­რედ ამ და სხვა მრა­ვა­ლი მა­ხა­სი­ა­თებ­ლე­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვა თბი­ლი­სის კერ­ძო სკო­ლა „ინ­ტე­ლექ­ტი“, სა­დაც გა­მოც­დი­ლი პე­და­გო­გე­ბი სა­ბა­ზო-სა­შუ­ა­ლო სა­ფე­ხუ­რის მოს­წავ­ლე­ებ­სა და მათ მშობ­ლებს უმაღ­ლე­სი დო­ნის სწავ­ლე­ბას სთა­ვა­ზო­ბენ. ისი­ნი თი­თო­ე­უ­ლი ბავ­შ­ვის სამ­ყა­როს ხე­და­ვენ და პა­ტივს სცე­მენ, შთა­ა­გო­ნე­ბენ და მო­ტი­ვა­ცი­ას უმაღ­ლე­ბენ. ყვე­ლა მოს­წავ­ლე­სა და მშო­ბელს თა­ნა­ბარ პი­რო­ბებს უქ­მ­ნი­ან. ეს არის სკო­ლა, რომ­ლის კურ­ს­დამ­თავ­რე­ბუ­ლებ­საც თა­ნა­მედ­რო­ვე სამ­ყა­რო­ში მხო­ლოდ წარ­მა­ტე­ბა ელით.

სკო­ლა „ინ­ტე­ლექ­ტი“ 2017 წლი­დან არ­სე­ბობს. ამ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში საკ­მაო გა­მოც­დი­ლე­ბას აგ­რო­ვებს და წარ­მა­ტე­ბებს აღ­წევს. სკო­ლა­ში 230 მოს­წავ­ლეს 25 მა­ღა­ლი დო­ნის პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი პე­და­გო­გი ას­წავ­ლის. ისი­ნი, მოს­წავ­ლე­ებ­თან ერ­თად, ინა­წი­ლე­ბენ პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბას სწავ­ლის ხა­რის­ხ­ზე, თი­თო­ე­ულ მოს­წავ­ლეს ყვე­ლა პი­რო­ბას უქ­მ­ნი­ან სა­კუ­თა­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის გა­მო­სავ­ლე­ნად და სწავ­ლი­სათ­ვის სა­ჭი­რო უნარ-ჩვე­ვე­ბის გან­სა­ვი­თა­რებ­ლად.

სკო­ლის მი­სია კე­თილ­გან­წყო­ბილ, უსაფ­რ­თხო გა­რე­მო­ში ტო­ლე­რან­ტუ­ლი, გა­ნათ­ლე­ბუ­ლი, და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი და კრი­ტი­კუ­ლად მო­აზ­როვ­ნე პი­როვ­ნე­ბის აღ­ზ­რ­დაა, რო­მე­ლიც სკო­ლა­ში შე­ძე­ნი­ლი მა­ღა­ლი ხა­რის­ხის ცოდ­ნი­თა და უნარ-ჩვე­ვე­ბით შეძ­ლებს გახ­დეს სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბის ღირ­სე­უ­ლი წევ­რი.

სკო­ლა „ინ­ტე­ლექ­ტი“ ეკო­ლო­გი­უ­რად სუფ­თა გა­რე­მო­ში, დიდ დი­ღომ­ში (III მ/რ, მი­რი­ან მე­ფის ქუ­ჩა №69) მდე­ბა­რე­ობს. სკო­ლას სა­კუ­თა­რი სა­რეკ­რე­ა­ციო გა­რე­მო აქვს – ულა­მა­ზე­სი ეზო, მწვა­ნე ნარ­გა­ვე­ბი, ვარ­დე­ბის ბა­ღი და ბა­ლა­ხო­ვა­ნი მდე­ლო, ჯან­მ­რ­თე­ლი ცხოვ­რე­ბის წე­სის დაც­ვა და მი­სი პო­პუ­ლა­რი­ზა­ცია აქ უმ­თავ­რეს ამო­ცა­ნას წარ­მო­ად­გენს. სას­კო­ლო ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რა სრუ­ლ­ად შე­ე­სა­ბა­მე­ბა უმაღ­ლეს სტან­დარ­ტებს. არის ღია და და­ხუ­რუ­ლი სპორ­ტუ­ლი და სა­აქ­ტო დარ­ბა­ზი. ისეთ ადაპ­ტი­რე­ბულ გა­რე­მო­ში, რო­გო­რიც სკო­ლა „ინ­ტე­ლექ­ტია“, მაქ­სი­მა­ლუ­რა­დაა და­ცუ­ლი უსაფ­რ­თხო­ე­ბის ყვე­ლა ზო­მა, სკო­ლის ში­და უსაფ­რ­თხო­ე­ბის გუნ­დი, ასე­ვე, ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გან­თავ­სე­ბუ­ლი ვი­დე­ო­სა­მეთ­ვალ­ყუ­რეო კა­მე­რე­ბი და­ცულ გა­რე­მოს ქმნის, რაც მშობ­ლებ­ში ნდო­ბის ფაქ­ტორს იწ­ვევს. მოს­წავ­ლე­ე­ბი კომ­ფორ­ტუ­ლად გრძნო­ბენ თავს მზრუნ­ველ, კე­თილ­გან­წყო­ბილ და უსაფ­რ­თხო გა­რე­მო­ში ბუ­ლინ­გის შემ­თხ­ვე­ვე­ბი არა­სო­დეს ყო­ფი­ლა.

სკო­ლის ყო­ველ­დღი­უ­რო­ბა­ში, ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­ის, პე­და­გოგ­თა გუნ­დი­სა და მოს­წავ­ლე­ე­ბის გარ­და, მშობ­ლებ­საც აქვთ ჩარ­თუ­ლო­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა. ხში­რად ტარ­დე­ბა ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი და ანო­ნი­მუ­რი გა­მო­კითხ­ვე­ბი მიმ­დი­ნა­რე სას­წავ­ლო პრო­ცე­სის მთელ რიგ სა­კითხებ­ზე.

ხში­რად ეწყო­ბა სა­ექ­ს­კურ­სიო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი, რო­მელ­საც არა მარ­ტო სა­ნა­ხა­ობ­რი­ვი, არა­მედ შე­მეც­ნე­ბი­თი და სპორ­ტუ­ლი დატ­ვირ­თ­ვაც აქვს.

უცხო ენე­ბის ცოდ­ნა სკო­ლა „ინ­ტე­ლექ­ტ­ში“ ერთ-ერ­თი უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნე­სია. ეს მი­მარ­თუ­ლე­ბა პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლია და გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რადღე­ბა ეთ­მო­ბა. გაძ­ლი­ე­რე­ბუ­ლად ის­წავ­ლე­ბა ინ­გ­ლი­სუ­რი ენა, ბრი­ტა­ნე­თის საბ­ჭოს­თან თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბით გა­წე­რი­ლი პროგ­რა­მის ფარ­გ­ლებ­ში. მოს­წავ­ლე­ე­ბი, მე­ოთხე კლა­სი­დან, იწყე­ბენ რუ­სუ­ლი ენის შეს­წავ­ლას, ხო­ლო მეშ­ვი­დე კლა­სი­დან სა­ვალ­დე­ბუ­ლოა გერ­მა­ნუ­ლი ენა.

სკო­ლა აღ­ჭურ­ვი­ლია სა­ბუ­ნე­ბის­მეტყ­ვე­ლო კა­ბი­ნე­ტით, ასე­ვე, თა­ნა­მედ­რო­ვე კომ­პი­უ­ტე­რე­ბის ოთა­ხით. დაწყე­ბი­თი სა­ფე­ხუ­რი­დან ის­წავ­ლე­ბა ჭად­რა­კი, რაც ხელს უწყობს ისე­თი უნა­რე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბას, რო­გო­რი­ცაა სწრა­ფი და ლო­გი­კუ­რი აზ­როვ­ნე­ბა, და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა, პრობ­ლე­მე­ბის გა­დაჭ­რა.

სკო­ლა­ში ფუნ­ქ­ცი­ო­ნი­რებს პროგ­რა­მე­ბი: კა­რა­ტე, სა­მეჯ­ლი­სო/სპორ­ტუ­ლი ცეკ­ვე­ბი, ქარ­თუ­ლი ცეკ­ვა, ხე­ლოვ­ნე­ბის სტუ­დია /მხატ­ვ­რუ­ლი კითხ­ვა-სა­ბავ­შ­ვო თე­ატ­რი, ფორ­ტე­პი­ა­ნო, გი­ტა­რა, ხალ­ხუ­რი საკ­რა­ვე­ბი, ხატ­ვა/ძერ­წ­ვა, ტან­ვარ­ჯი­ში/ფეხ­ბურ­თი.

გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რადღე­ბა ექ­ცე­ვა ჯან­სა­ღი კვე­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფას. სამ­ზა­რე­უ­ლოს სა­ნი­ტა­რი­ულ-ჰი­გი­ე­ნურ პი­რო­ბებს.

მოს­წავ­ლე­ებს აქვთ სას­კო­ლო ფორ­მა, რომ­ლის ტა­რე­ბა, ახა­ლი სას­წავ­ლო წლი­დან, ყვე­ლას­თ­ვის სა­ვალ­დე­ბუ­ლო იქ­ნე­ბა.

სწავ­ლის ხა­რის­ხის შე­მოწ­მე­ბა მოს­წავ­ლე­თა ყო­ველ­დღი­უ­რი მოს­წ­რე­ბის გაც­ნო­ბი­თა და შე­მა­ჯა­მე­ბელ და­ვა­ლე­ბებ­ზე კონ­ტ­რო­ლის სა­ფუძ­ველ­ზე ხდე­ბა. ასე­ვე, ყო­ველ­თ­ვი­უ­რად, ყვე­ლა მოს­წავ­ლე ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად ფას­დე­ბა ყვე­ლა სა­გან­ში გან­მა­ვი­თა­რე­ბე­ლი შე­ფა­სე­ბით. EduPage-ის გა­მო­ყე­ნე­ბით, სკო­ლა­ში წარ­მო­ებს ელექ­ტ­რო­ნუ­ლი ჟურ­ნა­ლი, რომ­ლის მეშ­ვე­ო­ბით შე­საძ­ლე­ბე­ლია ყო­ველ­დღი­უ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ღე­ბა და მი­წო­დე­ბა მშობ­ლე­ბის­თ­ვის (სა­ში­ნაო და­ვა­ლე­ბე­ბი, შე­ფა­სე­ბე­ბი, მას­წავ­ლებ­ლის კო­მენ­ტა­რე­ბი და ა.შ.).

ხში­რად ეწყო­ბა ში­და პრო­ექ­ტე­ბის კონ­კურ­სი, მოს­წავ­ლე­ე­ბი აქ­ტი­უ­რად მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ რო­გორც სას­კო­ლო, ასე­ვე ქვეყ­ნის მას­შ­ტა­ბით გა­მარ­თულ ოლიმ­პი­ა­დებ­ში. სკო­ლა ხელს უწყობს სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და სა­მო­ქა­ლა­ქო აქ­ტი­ვო­ბებ­ში მოს­წავ­ლე­თა აქ­ტი­უ­რი მო­ნა­წი­ლე­ო­ბის ინი­ცი­რე­ბა­სა და მხარ­და­ჭე­რას, კონ­კურ­სე­ბის და სხვა­დას­ხ­ვა პრო­ექ­ტე­ბის სა­ჯა­რო­ო­ბას, სა­მარ­თ­ლი­ა­ნო­ბა­სა და გამ­ჭ­ვირ­ვა­ლო­ბას.

სწავ­ლე­ბა/სწავ­ლის თა­ნა­მედ­რო­ვე მე­თო­დე­ბი­სა და მიდ­გო­მე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, სკო­ლა­ში მუ­შა­ობს დაწყე­ბი­თი სა­ფე­ხუ­რის, ქარ­თუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის და უცხო ენე­ბის,ზუსტ და სა­ბუ­ნე­ბის­მეტყ­ვე­ლო მეც­ნი­ე­რე­ბა­თა, სპორ­ტის, ეს­თე­ტი­კუ­რი აღ­ზ­რ­დი­სა და სა­ზო­გა­დო­ებ­რივ მეც­ნი­ე­რე­ბა­თა კა­თედ­რე­ბი.

⇒ სკო­ლა „ინ­ტე­ლექ­ტის“ ბიბ­ლი­ო­თე­კა

მოს­წავ­ლე­თა გა­ნათ­ლე­ბის, კულ­ტუ­რი­სა და ზო­გა­დი წიგ­ნი­ე­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის ხელ­შეწყო­ბას სკო­ლის თა­ნა­მედ­რო­ვე, მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი წიგ­ნა­დი ფონ­დის მქო­ნე ბიბ­ლი­ო­თე­კა უზ­რუნ­ველ­ყოფს, რომ­ლით სარ­გებ­ლო­ბა ხელ­მი­საწ­ვ­დო­მი და შე­უზღუ­და­ვია სკო­ლის მოს­წავ­ლე­ე­ბი­სა და მას­წავ­ლებ­ლე­ბის­თ­ვის.

⇒ სკო­ლა­ში აქ­ტი­უ­რად მუ­შა­ობს მოს­წავ­ლე­თა კლუ­ბე­ბი:

ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი კლუ­ბი სა­ერ­თო ინ­ტე­რე­სე­ბი­სა და მო­ტი­ვა­ცი­ე­ბის მქო­ნე მოს­წავ­ლე­ებს აერ­თი­ა­ნებს, ეხ­მა­რე­ბა მათ წა­კითხუ­ლის გა­აზ­რე­ბი­სა და კრი­ტი­კუ­ლი აზ­როვ­ნე­ბის უნა­რის გან­ვი­თა­რე­ბა­ში, ასე­ვე, ხელს უწყობს კლუ­ბის წევ­რე­ბის სა­დის­კუ­სიო-სა­კო­მუ­ნი­კა­ციო უნა­რე­ბის ამაღ­ლე­ბას.

ცნო­ბის­მოყ­ვა­რე და მო­აზ­როვ­ნე მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის მუ­შა­ობს მო­აზ­როვ­ნე­თა კლუ­ბი „რა? სად? რო­დის?“. კლუ­ბის წევ­რე­ბი, გარ­კ­ვე­უ­ლი პე­რი­ო­დუ­ლო­ბით, სხვა­დას­ხ­ვა გუნ­დურ ტურ­ნი­რებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ რო­გორც სკო­ლის შიგ­ნით, ისე მის გა­რეთ.

ახალ­გაზ­რ­და გა­მომ­გო­ნებ­ლე­ბის კლუბ­ში მოს­წავ­ლე­ე­ბი სა­ინ­ტე­რე­სო ჯგუ­ფურ და ინ­დი­ვი­დუ­ა­ლურ პრო­ექ­ტებს ქმნი­ან სკო­ლის თა­ნა­მედ­რო­ვე ლა­ბო­რა­ტო­რი­ა­ში. ამ კლუბ­ში მოს­წავ­ლე­ე­ბი სა­ბუ­ნე­ბის­მეტყ­ვე­ლო მი­მარ­თუ­ლე­ბით იძე­ნენ ცოდ­ნას, რომ­ლის ადაპ­ტი­რე­ბას ყო­ფა-ცხოვ­რე­ბა­ში მო­ახ­დე­ნენ.

გა­მო­ყე­ნე­ბი­თი ხე­ლოვ­ნე­ბის კლუ­ბის მი­ზა­ნია ხე­ლოვ­ნე­ბის ამ დარ­გით და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი მოს­წავ­ლე­ე­ბის უნარ-ჩვე­ვე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა. პრაქ­ტი­კუ­ლი მე­ცა­დი­ნე­ო­ბე­ბით, მოს­წავ­ლე­ე­ბი იუმ­ჯო­ბე­სე­ბენ სახ­ვით და წარ­მო­სახ­ვით უნა­რებს, ერ­თ­ვე­ბი­ან შე­მოქ­მე­დე­ბით საქ­მი­ა­ნო­ბა­ში.

სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის კლუ­ბის თი­თო­ე­უ­ლი წევ­რი მიზ­ნად ისა­ხავს, სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ცხოვ­რე­ბა­ში აქ­ტი­უ­რი ჩარ­თუ­ლო­ბით, უფ­რო მე­ტად თა­ვი­სუ­ფა­ლი და და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი გახ­დეს, ჩა­მო­ყა­ლიბ­დეს ღირ­სე­ულ მო­ქა­ლა­ქედ და დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სა­ხელ­მ­წი­ფოს შე­ნე­ბა­ში მი­ი­ღოს მო­ნა­წი­ლე­ო­ბა.

 

სკო­ლის დი­რექ­ტო­რი და მი­სი მო­ად­გი­ლე „ახალ გა­ნათ­ლე­ბას“ სკო­ლის უპი­რა­ტე­სო­ბებ­ზე, სა­მო­მავ­ლო გეგ­მებ­ზე, ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბის წეს­სა და სკო­ლის ცხოვ­რე­ბა­ში მშო­ბელ­თა ჩარ­თუ­ლო­ბის მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა­სა და აუცი­ლებ­ლო­ბა­ზე ესა­უბ­რ­ნენ.

⇒ სკო­ლა, სა­დაც მოს­წავ­ლე პრი­ო­რი­ტე­ტია

თა­მარ გოგ­სა­ძე, კერ­ძო სკო­ლა „ინ­ტე­ლექ­ტის“ დი­რექ­ტო­რი: „სკო­ლა აქ­ცენტს აკე­თებს მოს­წავ­ლის რო­გორც პი­როვ­ნე­ბის ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლურ გან­ვი­თა­რე­ბა­ზე, ასე­ვე მის ემო­ცი­ურ, ფი­ზი­კურ და სო­ცი­ა­ლურ უნა­რებ­ზე. აქ მოს­წავ­ლე პრი­ო­რი­ტე­ტია. სა­ი­მე­დო, კე­თილ­გან­წყო­ბილ, უსაფ­რ­თხო გა­რე­მო­ში თი­თო­ე­ულ მოს­წავ­ლეს ვეხ­მა­რე­ბით სა­კუ­თა­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის მაქ­სი­მა­ლუ­რად გა­მოვ­ლე­ნა­სა და გან­ვი­თა­რე­ბა­ში; ყვე­ლა­ნა­ი­რად ვუწყობთ ხელს, რომ მივ­ცეთ აკა­დე­მი­უ­რი ცოდ­ნა, რო­მე­ლიც და­ეხ­მა­რე­ბათ სა­მო­მავ­ლოდ და­სა­ხუ­ლი მიზ­ნე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ში, სა­სურ­ვე­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტის არ­ჩე­ვა­ში. ჩვე­ნი მი­ზა­ნია, აღ­ვ­ზარ­დოთ მო­ქა­ლა­ქე­ობ­რი­ვად სა­ღად მო­აზ­როვ­ნე მო­ქა­ლა­ქე, ჰქონ­დეს სწო­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი და, რაც მთა­ვა­რია, იყოს კარ­გი ადა­მი­ა­ნი, რაც მშობ­ლის­თ­ვი­საც, ალ­ბათ, ყვე­ლა­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია“.

ეკა­ტე­რი­ნე მერ­კ­ვი­ლა­ძე, კერ­ძო სკო­ლა „ინ­ტე­ლექ­ტის“ დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლე: „სკო­ლა­ში სწავ­ლე­ბის­თ­ვის მაქ­სი­მა­ლუ­რად კომ­ფორ­ტუ­ლი გა­რე­მოა შექ­მ­ნი­ლი. დი­დი ყუ­რადღე­ბა ექ­ცე­ვა არა მხო­ლოდ თი­თო­ე­ულ აკა­დე­მი­ურ სა­გან­ში ცოდ­ნის მი­ღე­ბას, სა­უ­კე­თე­სო ხა­რის­ხის გა­ნათ­ლე­ბას, არა­მედ მოს­წავ­ლე­თა სხვა უნა­რე­ბის გა­მოვ­ლე­ნას, გან­ვი­თა­რე­ბას, შე­მეც­ნე­ბას, ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბის წე­სის გა­თა­ვი­სე­ბას. აქ­ცენ­ტი მოს­წავ­ლე­თა ინ­დი­ვი­დუ­ა­ლურ მიდ­გო­მებ­ზეა გა­კე­თე­ბუ­ლი. ერ­თი­ან სივ­რ­ცე­ში მაქ­სი­მა­ლუ­რი პი­რო­ბე­ბია შექ­მ­ნი­ლი იმის­თ­ვის, რომ თი­თო­ე­უ­ლი მოს­წავ­ლის ნი­ჭი გა­მოვ­ლინ­დეს და მის გან­ვი­თა­რე­ბას შე­ვუწყოთ ხე­ლი. ისე რო­გორც ყვე­ლა სკო­ლა, ჩვენც ვმუ­შა­ობთ ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მე­ბი­სა და სა­ქარ­თ­ვე­ლოს ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის შე­სა­ხებ კა­ნო­ნის მი­ხედ­ვით, რო­მე­ლიც აპ­რო­ბი­რე­ბუ­ლია სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო ბო­ლო­ნი­ის პრო­ცეს­თან. სწო­რედ ამა­ზე დაყ­რ­დ­ნო­ბით, გვეძ­ლე­ვა სა­შუ­ა­ლე­ბა, ავაწყოთ სა­მო­მავ­ლო გეგ­მე­ბი“.

⇒ რა­ტომ სკო­ლა „ინ­ტე­ლექ­ტი“?

ჯუ­ლი ქო­ქოშ­ვი­ლი, X კლა­სის მოს­წავ­ლე: „ჩე­მი პი­რა­დი გა­მოც­დი­ლე­ბი­დან, რო­გორც ამ სკო­ლის მოს­წავ­ლემ, ამა­ყად შე­მიძ­ლია ვთქვა, რომ „ინ­ტე­ლექ­ტი“ სა­უ­კე­თე­სო არ­ჩე­ვა­ნია! აქ ყვე­ლა­ზე თბი­ლი და მო­წეს­რი­გე­ბუ­ლი გა­რე­მოა. ასე­ვე, აღ­სა­ნიშ­ნა­ვია სხვა­დას­ხ­ვა ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი, გას­ვ­ლი­თი გაკ­ვე­თი­ლე­ბი და, სწავ­ლის პა­რა­ლე­ლუ­რად, კი­დევ უამ­რა­ვი სა­ხა­ლი­სო აქ­ტი­ვო­ბა, რაც სკო­ლა­ში სი­ა­რუ­ლის მო­ტი­ვა­ცი­ას გვაძ­ლევს.

მინ­და ჩე­მი პი­რა­დი მა­გა­ლი­თი გა­გი­ზი­ა­როთ, მე-9 კლას­ში მო­მი­წია სკო­ლის შეც­ვ­ლა, დი­დი მწუ­ხა­რე­ბით გა­მო­ვემ­შ­ვი­დო­ბე ყვე­ლას და წა­მო­ვე­დი. გა­დას­ვ­ლი­დან, და­ახ­ლო­ე­ბით, ერთ თვე­ში მივ­ხ­ვ­დი, რომ ეს შეც­დო­მა იყო და და­ვუბ­რუნ­დი ისევ „ინ­ტე­ლექტს“. ამ გა­მოც­დი­ლე­ბის შემ­დეგ დავ­რ­წ­მუნ­დი, რომ ასეთ სა­სი­ა­მოვ­ნო გა­რე­მოს სხვა­გან ვერ ვნა­ხავ­დი და ამა­ყად შე­მიძ­ლია ვთქვა, რომ ჩვე­ნი სკო­ლა, სკო­ლა „ინ­ტე­ლექ­ტი“ ნამ­დ­ვი­ლად გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლია“ .

ლი­კა ჩუ­ბი­ნი­ძე, XI კლა­სის მოს­წავ­ლე: „ვიდ­რე კერ­ძო სკო­ლა „ინ­ტე­ლექ­ტ­ში“ გად­მო­ვი­დო­დი, არ მიყ­ვარ­და სკო­ლა­ში სი­ა­რუ­ლი, იყ­ვ­ნენ მას­წავ­ლებ­ლე­ბი, რომ­ლებ­მაც სწავ­ლა შე­მა­ძუ­ლეს, არ იყო კარ­გი გა­ნათ­ლე­ბა. „ინ­ტე­ლექ­ტ­ში“ გად­მოს­ვ­ლის შემ­დეგ სულ სხვა­ნა­ი­რად და­ვიწყე ფიქ­რი. პირ­ველ რიგ­ში, უსაფ­რ­თხო გა­რე­მოა, კარ­გი გა­ნათ­ლე­ბა და სხვა­დას­ხ­ვა აქ­ტი­ვო­ბე­ბი ზრდა-გან­ვი­თა­რე­ბა­ში გვეხ­მა­რე­ბა. მას­წავ­ლებ­ლე­ბი, რომ­ლებ­მაც სწავ­ლა და სკო­ლა­ში სი­ა­რუ­ლი შე­მაყ­ვა­რეს, ძა­ლი­ან მე­გობ­რუ­ლი და გამ­გე­ბი ადა­მი­ა­ნე­ბი არი­ან. ჯერ ადა­მი­ა­ნე­ბად გვზრდი­ან, ცხოვ­რე­ბას გვას­წავ­ლი­ან და შემ­დეგ – გა­ნათ­ლე­ბა. „ინ­ტე­ლექ­ტი“ ჩე­მი მე­ო­რე ოჯა­ხი გახ­და“.

სა­ბა წიკ­ლა­უ­რი, X კლა­სის მოს­წავ­ლე: „ჩე­მი სკო­ლა რო­გორც შიგ­ნი­დან, ისე გა­რე­დან ძა­ლი­ან ლა­მა­ზია. სკო­ლას აქვს სტა­დი­ო­ნი, ეზო, ლა­ბო­რა­ტო­რია, სპორ­ტის დარ­ბა­ზი, ბიბ­ლი­ო­თე­კა და სა­სა­დი­ლო (გემ­რი­ე­ლი საჭ­მე­ლე­ბით). რაც მთა­ვა­რია, სკო­ლა­ში სწავ­ლის ხა­რის­ხი ძა­ლი­ან მა­ღა­ლია. ბევ­რი კარ­გი და მე­გობ­რუ­ლი მას­წავ­ლე­ბე­ლი გვყავს, რომ­ლე­ბიც არა მხო­ლოდ საგ­ნებს, არა­მედ ღირ­სე­ულ ადა­მი­ა­ნე­ბად ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­საც გვას­წავ­ლი­ან. ტარ­დე­ბა ბევ­რი სა­ხა­ლი­სო აქ­ტი­ვო­ბა, პრო­ექ­ტე­ბის შე­ჯიბ­რი, რაც გვი­ვი­თა­რებს აუდი­ტო­რი­ას­თან კონ­ტაქტს, ასე­ვე, ვა­ტა­რებთ ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლურ თა­მაშს „რა? სად? რო­დის?, ჭად­რა­კის ჩემ­პი­ო­ნატს, ესე­ე­ბი­სა და თე­მე­ბის შე­ჯიბრს; ფი­ზი­კუ­რი აქ­ტი­ვო­ბაც მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, ამი­ტომ ტარ­დე­ბა მა­რა­თო­ნი, შე­ჯიბ­რე­ბა ფეხ­ბურ­თ­სა და მა­გი­დის ჩოგ­ბურ­თ­ში. დი­დი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა ენი­ჭე­ბა ბავ­შ­ვე­ბის დას­წ­რე­ბას სა­გაკ­ვე­თი­ლო პრო­ცეს­ზე. დი­რექ­ცია ით­ვა­ლის­წი­ნებს მოს­წავ­ლე­ე­ბის აზრს, კარ­გად მუ­შა­ობს თვით­მ­მარ­თ­ვე­ლო­ბა. ასე რომ, „ინ­ტე­ლექ­ტ­ში“ სა­ინ­ტე­რე­სო და სა­სი­ა­მოვ­ნოა სწავ­ლა“.

ნი­ნო პო­პი­აშ­ვი­ლი, მშო­ბე­ლი: „სკო­ლა­ში მშვი­დი, მყუდ­რო და უსაფ­რ­თხო გა­რე­მოა, რაც ჩემ­თ­ვის, რო­გორც მშობ­ლის­თ­ვის, ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია. სწავ­ლის პრო­ცე­სის ძა­ლი­ან კმა­ყო­ფი­ლი ვარ. „ინ­ტე­ლექ­ტ­ში“ ჩე­მი ორი შვი­ლი სწავ­ლობს, მათ პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი მას­წავ­ლებ­ლე­ბი ას­წავ­ლი­ან, რომ­ლებ­მაც კარ­გად იცი­ან ბავ­შ­ვის ფსი­ქო­ლო­გია, აქვთ კარ­გი მიდ­გო­მე­ბი მოს­წავ­ლე­ე­ბის მი­მართ. ბევ­რი პრო­ექ­ტი და სპორ­ტუ­ლი აქ­ტი­ვო­ბა ხორ­ცი­ელ­დე­ბა. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ბავ­შ­ვებს უხა­რი­ათ სკო­ლა­ში წას­ვ­ლა. გან­სა­კუთ­რე­ბით აღ­სა­ნიშ­ნა­ვია სკო­ლის მო­წეს­რი­გე­ბუ­ლი ჰი­გი­ე­ნურ-სა­ნი­ტა­რი­უ­ლი გა­რე­მო. მად­ლი­ე­რი ვარ სკო­ლის დი­რექ­ცი­ის და თი­თო­ე­უ­ლი თა­ნამ­შ­რომ­ლის“.

და­ვით შურ­ღაია, მშო­ბე­ლი: „სკო­ლა „ინ­ტე­ლექ­ტი“ ჩემ­თ­ვის უსაფ­რ­თხო, ჯან­სა­ღი გა­რე­მოს გა­რან­ტია, ამავ­დ­რო­უ­ლად, მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია ბავ­შ­ვის სწო­რად ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბის პრო­ცე­სი. ყვე­ლა ის აქ­ტი­ვო­ბა (პრო­ექ­ტე­ბი, პრე­ზენ­ტა­ცი­ე­ბი, ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი თა­მა­შე­ბი, კონ­კურ­სე­ბი, კლუ­ბუ­რი მუ­შა­ო­ბა სხვა­დას­ხ­ვა მი­მარ­თუ­ლე­ბით, გას­ვ­ლი­თი გაკ­ვე­თი­ლე­ბი) ხელს უწყობს ბავშვს, მო­სინ­ჯოს და გა­მო­ავ­ლი­ნოს სა­კუ­თა­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი სხვა­დას­ხ­ვა მი­მარ­თუ­ლე­ბით, რაც მას სწო­რი არ­ჩე­ვა­ნის გა­კე­თე­ბა­ში და­ეხ­მა­რე­ბა. ის, რომ ჩე­მი შვი­ლი კერ­ძო სკო­ლა „ინ­ტე­ლექ­ტის“ მოს­წავ­ლეა, ძა­ლი­ან მა­ხა­რებს“.

სო­ფო ხი­დე­შე­ლი, მშო­ბე­ლი: „რა­ტომ სკო­ლა „ინ­ტე­ლექ­ტი“? იმი­ტომ, რომ ჩვე­ნი სკო­ლა გა­მო­ირ­ჩე­ვა თა­ნა­მედ­რო­ვე ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რით, მა­ღალ­კ­ვა­ლი­ფი­ცი­უ­რი პე­და­გო­გე­ბით, გამ­წ­ვა­ნე­ბუ­ლი, ჯან­სა­ღი გა­რე­მო­თი. სკო­ლა­ში უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლია ყვე­ლა პი­რო­ბა მოს­წავ­ლის სრულ­ფა­სო­ვა­ნი გან­ვი­თა­რე­ბის­თ­ვის. თბი­ლი და მე­გობ­რუ­ლი გა­რე­მოა, სას­წავ­ლო პროგ­რა­მა და თა­ნა­მედ­რო­ვე მიდ­გო­მე­ბი მოს­წავ­ლე­ებს ხელს უწყობს, გა­ნი­ვი­თა­რონ ანა­ლი­ტი­კუ­რი აზ­როვ­ნე­ბა და იყ­ვ­ნენ მზად სწო­რი არ­ჩე­ვა­ნის გა­სა­კე­თებ­ლად. ჩემ­თ­ვის, რო­გორც რი­გი­თი მშობ­ლის­თ­ვის, მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია გა­რე­მო, სა­დაც შე­მიძ­ლია თა­ვი­სუფ­ლად გა­მოვ­ხა­ტო და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ჩემ­თ­ვის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან ნე­ბის­მი­ერ სა­კითხ­თან და­კავ­ში­რე­ბით, სკო­ლის ად­მი­ნის­ტ­რა­ცია მუ­დამ მზა­დაა, მო­ის­მი­ნოს და გა­ი­ზი­ა­როს და­სა­ბუ­თე­ბუ­ლი პო­ზი­ცია, რაც მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია ამა თუ იმ გა­მოწ­ვე­ვის გა­და­ლახ­ვა­ში. სკო­ლა „ინ­ტე­ლექტს“ ვუ­სურ­ვებ წარ­მა­ტე­ბას იმ მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი მი­სი­ის რე­ა­ლი­ზე­ბა­ში, რა­საც გა­ნათ­ლე­ბუ­ლი, თა­ვი­სუ­ფა­ლი და ღირ­სე­უ­ლი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის აღ­ზ­რ­და ჰქვია“.

მო­ამ­ზა­და მა­კა ყი­ფი­ან­მა

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები