24 ნოემბერი, კვირა, 2024

„დიოგენე“- 2022 წლის გრიფირებული სახელმძღვანელოები

spot_img

გამომცემლობა დიოგენე წარმოგიდგენთ X კლასის ახალგრიფირებულ სახელმძღვანელოებს 

იხილეთ სახელმძღვანელოების ელექტრონული ვერსიები:
ქართული ენა და ლიტერატურა – https://sites.google.com/view/diogene-10/ქართული-ენა-და-ლიტერატურა

„დიოგენეს“ საჩუქარი მასწავლებლებს!

მე-10 კლასის ახალგრიფირებული სახელმძღვანელოების არჩევისას მასწავლებლები საჩუქრად მიიღებენ სრულ კომპლექტს და 30%-იან ფასდაკლებას დიოგენეს მხატვრულ, არამხატვრულ და საბავშვო წიგნებზე.

ფიზიკა

ავტორი: ქეთევან ტატიშვილი

 „ – შელდონ, შეგიძლია ცოტა ფიზიკა მასწავლო?

–  ცოტა? ფიზიკა არ შეიძლება იყოსცოტა“. ეს მეცნიერება მთელ სამყაროს მოიცავს: დაწყებული ელემენტარული ნაწილაკებიდან დამთავრებული ზეახალი ვარსკვლავებითმბრუნავი ელექტრონებიდან მბრუნავ გალაქტიკებამდე

ეს დიალოგი ამერიკული სერიალის, „დიდი აფეთქების თეორიის“ („The Big Bang Theory“), ერთერთი სცენიდანაა. სერიალი კომედიურ ჟანრს მიეკუთვნება, თუმცა ნაწყვეტს დიალოგიდან სრულიად სერიოზული შინაარსი აქვს

ასე იწყება მე-10 კლასის „ფიზიკის“ შესავალი ნაწილი და წიგნის მომდევნო თავები „მთელი სამყაროდან“ მხოლოდ  ნაწილს, ელექტრული მოვლენების, შესწავლას ეთმობა.

ავტორისეული წერისა და აზრის გადმოცემის საინტერესო სტილი, ლიტერატურული ენა და დამახასიათებელი მოქნილობა, რთული საკითხების მარტივად ახსნისას, ფიზიკის სასკოლო სახელმძღვანელოს არა მარტო მოსწავლეებისა და მათი მასწავლებლებისთვის, არამედ, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, გარეშე მკითხველისთვისაც საინტერესოს ხდის…

მოსწავლის წიგნი

მე-10 კლასის ფიზიკის სახელმძღვანელო ორნაწილიანია.წიგნის I ნაწილი ელექტრული მოვლენებისა და ელექტრული ველის შესწავლას ეთმობა;

თითოეულ თავს და პარაგრაფების უმრავლესობას წინ საინტერესო შესავალი უძღვის, რომელიც მოსწავლეებისთვის დამატებით მოტივაციას ქმნის. ეს არის საინტერესო ექსკურსები ფიზიკის ისტორიიდან და არა მხოლოდ…  საინტერესო ფაქტები, მოვლენები… ისეთები, რომლებიც მოცემულ სასწავლო თემას უკავშირდება…

პარაგრაფები მდიდარია მრავალფეროვანი აქტივობებით, რომლებიც დალაგებულია მარტივიდან რთულისკენ; ხელს უწყობს მაღალი სააზროვნო უნარების გამომუშავება-დახვეწას;

სახელმძღვანელოში მრავლადაა მარტივი ექპერიმენტები, კვლევითი სამუშაოები და პროექტები… ე.წ. კომპლექსური დავალებები, რომელთა შესრულება გაცილებით საინტერესოს, შემოქმედებითსა და ნაყოფიერს გახდის სასწავლო პროცესს. წიგნში უამრავი საინტერესო იდეაა, რაც დაეხმარება მასწავლებელს, თავად შექმნას კომპლექსური დავალებები.

თითოეული თემის ბოლოს მოცემულია თვითშეფასების ტესტები, რომლებსაც თან ერთვის განმავითარებელი თვითშეფასების ფორმაც: მოსწავლე თავად შეძლებს საკუთარი ნამუშევრის შეფასებას და შემდგომი განვითარების მიზნით რეკომენდაციასაც მიიღებს.

წიგნს თან ახლავს ამოცანათა კრებული, რას იმას ნიშნავს, რომ მოსწავლეებს კრებულების დამატებით შეძენა აღარ სჭირდებათ. წიგნში მოცემული ამოცანები და კითხვები აბსოლუტურად საკმარისია სტანდარტით გათვალისწინებული შედეგის მისაღწევად.

მეთოდიკის თვალსაზრისით, წიგნში სიახლეა, რომელიც ვფიქრობ, ინოვაციურია:

დამატებითი ამოცანები და კითხვები სხვადასხვა ფერის ნუმერაციითა აღნიშნული. თითოეული ფერი სირთულის კატეგორიას მიანიშნებს. მასწავლებელს, დიფერენცირების მიზნით, შეუძლია შეარჩიოს დავალებები მოსწავლის ინტერესების, შესაძლებლობებისა და მათი სწავლის ტიპის მიხედვით;

წიგნი მდიდარია ელექტრონული რესურსებით, რომლებზედაც წვდომა თქვენ გამარტივებული მეთოდით, სპეციალური Qღ კოდების დახმარებით შეგიძლიათ.

და კიდევ: პირველად, ფიზიკის სასკოლო სახელმძღვანელოში, ელექტრული ველისა და მისი მახასიათებელი ფიზიკური სიდიდეების შესწავლას ავტორი ანალოგიის მეთოდით გთავაზობთ: პარალელების გავლება გრავიტაციულსა და ელექტრულ ველში მიმდინარე მოვლენებს შორის, მოსწავლეებს დაეხმარება, უკეთ ჩასწვდნენ ელექტრული ველის მახასიათებელი სიდიდეების ფიზიკურ არსს.

მასწავლებლის წიგნში

მოცემულია აბსოლუტურად ყველა იმ კითხვაზე პასუხი და ამოცანის ამოხსნა, რომელიც მოსწავლის წიგნშია პარაგრაფების ნაწილში. შეტანილია: მატრიცის სახით წარმოდგენილი კომპლექსური დავალებები, რომლებიც ყველა სამიზნე ცნებას მოიცავს; მასწავლებლისთვის განკუთვნილი დამატებითი მასალები, პროექტების, კვლევითი სამუშაოების განხორციელების ეტაპების დაწვრილებითი აღწერილობა; ტრადიციული შემაჯამებელი ტესტური სამუშაოების ნიმუშები თავისი შეფასების სქემებით, როგორიცაა: საშინაო, საკლასო დავალებების შეფასების ფორმები, კვლევითი სამუშაოს, პროექტის, პრეზენტაციის, ჯგუფური სამუშაოს და ჯგუფურ სამუშაოში ინდივიდუალური მონაწილის შეფასების ფორმები.

 

ქართული ენა და ლიტერატურა

ავტორები: ლია თუშური, ნინო შარაშენიძე, ეკა დონაძე, ჯუანშერ წიქარიშვილი

 

წინამდებარე სახელძღვანელო ქართულის სწავლებაში კონსტრუქტივისტული მიდგომის დამკვიდრებას ისახავს მიზნად. სახელმძღვანელოს აგების პრინციპები და მეთოდური აპარატი დაგვარწმუნებს, რომ წიგნი მართლაც ინტერაქტიული და ნოვატორულია. იგი დატვირთულია ახალი მოთხოვნების შესაბამისი მიდგომებით.

ავტორთა კოლექტივმა უარი თქვა ცოდნის პირდაპირი გადაცემის მეთოდზე და თეორიული (ნარატიული) ნაწილი ყველგან ლიტერატურული ძიებით, კვლევებითა და დამოუკიდებელი ლიტერატურული ექსპერიმენტებით ჩაანაცვლა. თამაშით ხდება გარკვეული ინფორმაციის მოგროვება და დახარისხება, ხოლო მსგავსი ელემენტების ერთობლიობას მოსწავლე რაღაც ახლის აღმოჩენამდე მიჰყავს.

სახელმძღვანელოს ავტორები იზიარებენ პოზიციას, რომ აქტიური სწავლების მეთოდოლოგია ამ ასაკის მოსწავლეებში ეფექტურია, რადგან ერთი და იგივე ტექსტი მრავალმხრივ, სხვადასხვა ჭრილში განიხილება. სასწავლო მასალის ასე მრავალმხრივი „დატრიალება“ ხელს უწყობს მის წარმატებით ათვისებას, სამიზნე ცნებებსა და ქვეცნებებზე მკვიდრი წარმოდგენების ჩამოყალიბებას და მათ აქტიურ ტრანსფერს გრძელვადიან მეხსიერებაში.

კომპლექსური დავალებების მომზადებას შედარებით ხანგრძლივი დრო სჭირდება, თუმცა იგი, ყოველდღიური რუტინული პროცესისაგან განსხვავებით, მოსწავლისათვის საინტერესო და დამაინტრიგებელია. მოზარდები ერთგვარი ენთუზიაზმითა და აზარტით ეკიდებიან ამ ტიპის დავალებებს. ისინი აქ თავად ქმნიან პროდუქტს, რომლის შესრულებას გარკვეული ცოდნა და გამოცდილება სჭირდება, ამიტომ გაკვეთილზე მიღებული ცოდნის ტრანსფერი პრაქტიკულ საქმიანობაში იქვე, იმავე მასალის ფარგლებში ხდება. მოსწავლე კომპლექსურ დავალებებში ხედავს ცოდნის პრაქტიკულ საჭიროებას და გარდაქმნის მას ცხოვრებისეულ გამოცდილებად. სხვაგვარად რომ ვთქვათ, რაც მოზარდს მანამდე პირდაპირი გზით მიეწოდებოდა, ახლა სასწავლო პროცესში დაკვირვების, დახარისხებისა და შედარების გზით თავად აღმოაჩენს.

„დიოგენეს“ საჩუქარი მასწავლებლებს!
მე-10 კლასის ახალგრიფირებული სახელმძღვანელოების არჩევისას მასწავლებლები საჩუქრად მიიღებენ სრულ კომპლექტს და 30%-იან ფასდაკლებას დიოგენეს მხატვრულ, არამხატვრულ და საბავშვო წიგნებზე.

 

 

 

ბიოლოგია მე-10 კლასი

ავტორი: ნატა ბიჭიკაშვილი

 

მე-10 კლასის კომპლექტი შედგება მოსწავლის სახელმძღვანელოსა და მასწავლებლის წიგნისგან.

 

მოსწავლის სახელმძღვანელო (1-ლი ნაწილი) შეიცავს სამ თავს:

  1. უჯრედის არაორგანული და ორგანული ნივთიერებები
  2. უჯრედის სტრუქტურები
  3. უჯრედის მეტაბოლიზმი

(მეორე ნაწილში უჯრედის გამრავლება იქნება განხილული).

ყოველი თავი იწყება მამოტივირებელი სიტუაციური ამოცანით, რომელიც აღნიშნული თავის განხილვისას მუშავდება.

პარაგრაფი იწყება მოსწავლისთვის ინფორმაციის მიწოდებით, რას გაეცნობა და რას შეძლებს პარაგრაფის შესწავლის შემდეგ. პარაგრაფში მასალა მაქსიმალურად მარტივი ენით არის გადმოცემული, ბევრი სქემა და ილუსტრაციაა. ყველა დებულებას თან ახლავს განმარტება. პარაგრაფის ბოლოს მოცემულია რუბრიკა: `შეჯამება~.

ყველა პარაგრაფის ბოლოს წარმოდგენილია სხვადასხვა სირთულის დავალებები, რაც მასწავლებელს მოსწავლის შეფასებაში დაეხმარება. სახელმძღვანელოში უხვადაა სიტუაციური ამოცანები და ექსპერიმენტები. ექსპერიმენტების დიდი ნაწილის ჩატარება მოსწავლეს სახლის პირობებშიც შეუძლია. ცდების უმრავლესობა არ მოითხოვს განსაკუთრებულ რეაგენტებსა და აღჭურვილობას. ყველა მათგანი ჩვენი მოსწავლეების მიერ არის ჩატარებული.

მასწავლებლის წიგნში

მოცემულია თემატური მატრიცები. კომპლექსური დავალებები მამოტივირებელია და კავშირშია ყოფა-ცხოვრებასთან. კომპლექსური დავალებების შესასრულებლად საჭირო აქტივობები დაწვრილებით არის აღწერილი. მოცემულია დამატებითი მასალის ბმულები. ყოველ მატრიცას თან ახლავს შეფასების კრიტერიუმები სოლო ტაქსონომიის მიხედვით. მასწავლებლის წიგნის ბოლოს წარმოდგენილია მოსწავლის სახელმძღვანელოში მოცემული ყველა დავალების პირობა თავისი პასუხებით.

ჩვენი სახელმძღვანელოს უპირატებობაა:

  1. მარტივი ენით გადმოცემული მასალა;
  2. კოგნიტური სქემები და ილუსტრაციები;
  3. ექსპერიმენტები, რომელთაც არ სჭირდება განსაკუთრებული რეაგენტები და აღჭურვილობა;
  4. ცხოვრებისეული სიტუაციური ამოცანები;
  5. კომპლექსური დავალებები, რომლებიც ასევე კავშირშია ყოფა-ცხოვრებასთან;
  6. კომპლექსური დავალების შეფასების კრიტერიუმები;
  7. პასუხები სახელმძღვანელოში მოცემულ ყველა დავალებაზე.

 

მოქალაქეობა

ავტორები: დავით ლოსაბერიძე, ბაჩილავა სოფიო

 

ეს სახელმძღვანელო ლოგიკური გაგრძელებაა განვლილი მასალის, რომელიც მოსწავლეებმა წინა წლებში, მსოფლიო ისტორიისა და საქართველოს ისტორიის მაგალითზე, გაიარეს. სახელმძღვანელოში ახსნილი და განმარტებულია მთელი რიგი საკითხები როგორც ისტორიიდან, ისე კულტურიდან, ასევე, მოქალაქეობა, როგორც ადამიანის უფლებების დაცვის ერთ-ერთი ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი საშუალება. სახელმძღვანელო შედგება მოსწავლისა და მასწავლებლის წიგნებისგან.

რით გამოირჩევა ეს სახელმძღვანელო?

♦ უკავშირდება უკვე განვლილ, წინა წლების მასალას და ავსებს მას ქრონოლოგიურად და ლოგიკურად;

♦ სქემატურად ჩამოყალიბებული სისტემაა, მაქსიმალურად კომპაქტურადაა შემცირებული ტექსტები. მიუხედავად იმისა, რომ მაგალითები საკმაოდ დიდია, თვითონ წიგნი არ არის სქელტანიანი, რაც, ავტორთა აზრით, აადვილებს აღქმის პროცესს;

♦ მოცემულ სავარჯიშოებში პარალელებია გატარებული როგორც მსოფლიო, ისე საქართველოს ისტორიიდან, კულტურიდან, ლიტერატურიდან და მოყვანილია არსებული გამოცდილების მაგალითები. ჩვენ არ ვახვევთ თავს ავტორისეულ შეხედულებებს, საქართველოში და მსოფლიოში არსებული მონაცემების განხილვის საფუძველზე, მოსწავლეებს შეუძლიათ გააკეთონ საკუთარი დასკვნები;

♦ სახელმძღვანელო არ არის მიკერძოებული, არ ამტკიცებს რომელიმე ხედვის სისწორეს, ძირითად სქემებში მოცემულია ცალკეული ხედვების როგორც პლუსი, ისე მინუსი. მეათეკლასელ მოსწავლეს უნდა ჰქონდეს საშუალება, თვითონ აარჩიოს რომელს უჭერს მხარს;

♦ მასწავლებლის წიგნში წარმოდგენილი დამატებითი მასალა პედაგოგს აძლევს საშუალებას, თუ საჭიროდ მიიჩნევს, უფრო ფართოდ განიხილოს ესა თუ ის თემა.

მასწავლებლის წიგნს ახლავს დამატებითი მასალა იმ შემთხვევისთვის, თუ მასწავლებელი გადაწყვეტს, მეტად ჩაუღრმავდეს სავარჯიშოებს. გარდა მატრიცისა, მასწავლებლის წიგნში მოცემულია ე.წ. სწორი პასუხების `შპარგალკაც~, ასევე, დამატებითი ინფორმაცია, თუ მასწავლებელმა გადაწყვიტა ამა თუ იმ სავარჯიშოზე მეტი ყურადღების გამახვილება; ფაქტობრივი ინფორმაცია საქართველოსა და მსოფლიო ისტორიიდან, სხვადასხვა ეპოქიდან, ერთიან ჭრილში, ერთიან სქემაშია მოქცეული.

♦ სახელმძღვანელოში წარმოდგენილია, ასევე, არსებული მეთოდიკები, მაგალითად, მცდარი, არასწორი ინფორმაციის  ამოცნობის საშუალებები. აქ არ არის საუბარი იმაზე, რას მიიჩნევს მოსწავლე ან მასწავლებელი სწორად თუ არასწორად, სქემატურადაა მოცემული, როგორ გაიმიჯნოს ერთმანეთისგან  სწორი და არასწორი ინფორმაციები, რა მეთოდიკა არსებობს ამისთვის.  ეს არის კონკრეტული კლასიფიკაცია.

გეოგრაფია მე-10 კლასი – პირველი ნაწილი

ავტორები: ზურაბ ჯიშკარიანი, ირმა კუჭავა, ელენე კურდღელია, ელენე ჯანჯღავა, ნათია ჭკადუა

   

სახელმძღვანელოს ავტორები ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის პედაგოგები ვართ. სწავლა-სწავლების მრავალწლიანმა გამოცდილებამ დაგვარწმუნა, რომ საჭირო იყო სახელმძღვანელო, რომელიც სწავლების მეთოდიკასთან ერთად, გაითვალისწინებდა შეცვლილ გარემოს, 21-ე საუკუნის მოზარდის ფსიქოლოგიას. სწორედ ამ გამოწვევამ აღგვიძრა მოტივაცია, რომ შეგვექმნა და მასწავლებლებისთვის შეგვეთავაზებინა ჩვენი განსხვავებული ხედვა.

მე-10 კლასის გეოგრაფიის სახელმძღვანელოს პირველ ნაწილში წარმოდგენილია თემა – გლობალური დემოგრაფიული გამოწვევები და ცვლილებები. მოსწავლის წიგნში მოცემულია მრავალფეროვანი საკითხები, რომლებიც ჯგუფდება სამ ქვეთემაში: მოსახლეობა და დემოგრაფიული პოლიტიკა, საზოგადოება და დემოგრაფიული ცვლილებები, გარემო და მიგრაციული პროცესები. ინფორმაციის ამგვარმა ორგანიზებამ საშუალება მოგვცა, ქვეთემის (თავის) ბოლოს მასწავლებლებისა და მოსწავლეებისთვის შეგვეთავაზებინა მრავალფეროვანი დავალებები (სემესტრული პროექტი, ერთმანეთის ალტერნატიული კომპლექსური დავალებები).

ვფიქრობთ, მასწავლებლებსა და მოსწავლეებს სწავლა-სწავლების პროცესს გაუმარტივებს მათთვის გასაგებ ენაზე შეთავაზებული საკითხების (პარაგრაფების) სტრუქტურა; დამატებითი რესურსებისა და დავალებების მრავალფეროვნება. მაგალითად, თემის შესახებ 15 სადისკუსიო საკითხი.

მასწავლებლებისთვის კი თითოეული ამ სიახლის შესახებ ინფორმაცია მოცემულია მასწავლებლის წიგნში. იქვეა მეთოდური რჩევები, თემატური მატრიცა და ყველა კომპლექსური დავალებისთვის შესაბამისი სოლო-ტაქსონომიის შეფასების სქემა.

„დიოგენეს“ საჩუქარი მასწავლებლებს!

მე-10 კლასის ახალგრიფირებული სახელმძღვანელოების არჩევისას მასწავლებლები საჩუქრად მიიღებენ სრულ კომპლექტს და 30%-იან ფასდაკლებას დიოგენეს მხატვრულ, არამხატვრულ და საბავშვო წიგნებზე.

 

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები