20 აპრილი, შაბათი, 2024

წამყვანი და მენტორის სტატუსის მქონე მასწავლებლებისთვის ტრენინგმოდულზე -„ბავშვთა უფლებების დაცვა სასკოლო გარემოში“ – რეგისტრაცია გამოცხადდა

spot_img

9მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი უფროსი, წამყვანი და მენტორის სტატუსის მქონე მასწავლებლებისთვის აცხადებს რეგისტრაციას ტრენინგმოდულზე: „ბავშვთა უფლებების დაცვა სასკოლო გარემოში“

ტრენინგის განმავლობაში მსმენელები განიხილავენ და შეისწავლიან შემდეგ საკითხებს:

♦ ბავშვი, როგორც განსაკუთრებული ზრუნვის ობიექტი;

♦  ბავშვთა უფლებების დაცვის აუცილებლობა;

♦ ბავშვის უფლებების შესახებ გაეროს კონვენციით რეგლამენტირებული ბავშვის უფლებები;

♦ ბავშვთან ურთიერთობისას დაკავშირებული და გასათვალისწინებელი გარემოებები;

♦ ბავშვის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სისტემა;

♦ ბავშვთან დაკავშირებული შეზღუდვები, ძალადობა/ბულინგი;

♦ ბავშვის სასკოლო ცხოვრება და მასწავლებლის მნიშვნელოვანი როლი;

♦ ბავშვის განვითარების მახასიათებლები – შესაძლებლობები და შეზღუდვები;

♦ არასრულწლოვანთა დანაშაული – მიზეზები, პრევენცია, რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის გზები;

♦ არასრულწლოვანთა ფსიქოლოგიური ასპექტები;

♦ საქართველოს კანონმდებლობით რელამენტირებული ბავშვის უფლებები.

რეგისტრაციის ვადა: 24-დან 30 ივნისის ჩათვლით.

⇒  ტრენინგის დაწყების დრო: 4 ივლისიდან ეტაპობრივად.

⇒  ხანგრძლივობა 12 საკონტაქტო საათი (დღეში 3 საათი).

⇒ ფორმატი: ონლაინ რეჟიმი Microsoft teams პლატფორმაზე.

ტრენინგის წარმატებით დასრულების შემდგომ მონაწილეები მიიღებენ ტრენინგის გავლის დამადასტურებელ სერთიფიკატს.

√ აქტივობა ასახული იქნება სქემით გათვალისწინებული სავალდებულო საათების ფარგლებში.

რეგისტრაციისთვის მიყევით ბმულს:

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები