27 ივლისი, შაბათი, 2024

სად ვდგა­ვართ და სა­ით მივ­დი­ვართ – გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მის უკომ­პ­რო­მი­სო გა­მოც­და

spot_img

ფარ­ნა­ოზ იორ­და­ნიშ­ვი­ლი

მცხე­თის სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო რე­სურ­ს­ცენ­ტ­რის უფ­რო­სი

 

🔷🔹 სა­ზო­გა­დო­ე­ბა ელის რე­ფორ­მის იმ­გ­ვარ შე­უქ­ცე­ვად სა­ხე-ხა­სი­ათ­სა და მიმ­დი­ნა­რე­ო­ბას, სა­დაც თი­თო­ე­უ­ლი პი­როვ­ნე­ბის/მოს­წავ­ლის ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი, ტა­ლან­ტი, გან­ვი­თა­რე­ბის პერ­ს­პექ­ტი­უ­ლი ვექ­ტო­რე­ბი სიღ­რ­მი­სე­უ­ლი გან­ხილ­ვა-შეს­წავ­ლის სა­გა­ნი იქ­ნე­ბა, რო­გორც ფას­და­უ­დე­ბე­ლი რე­სურ­სი, მი­სი აღ­მო­ჩე­ნა-წარ­მო­ჩე­ნა, უწყ­ვე­ტი გან­ვი­თა­რე­ბა და რე­ა­ლი­ზე­ბა კი – მთე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის, ერის, სა­ხელ­მ­წი­ფოს მდგრა­დო­ბის უმ­თავ­რე­სი სა­ზო­მი.

თუ დეკ­ლა­რი­რე­ბუ­ლი გრძელ­ვა­დი­ა­ნი სა­ბო­ლოო მიზ­ნე­ბი რაც შე­იძ­ლე­ბა მა­ლე არ და­უ­ახ­ლოვ­და რე­ა­ლო­ბას, რე­სურ­ს­ცენ­ტ­რის რო­ლის გა­მოკ­ვე­თა რთუ­ლი იქ­ნე­ბა!..

🔷🔹 ჩვენ გვაქვს ამ­ბი­ცია, იქ­ნებ ჯან­სა­ღიც, რომ კი არ მო­ვირ­გოთ სხვი­სი, თუნ­დაც სა­უცხოო რე­ფორ­მა, არა­მედ შევ­ქ­მ­ნათ ჩვე­ნი, მხო­ლოდ ჩვენს სა­სი­ცოცხ­ლო ინ­ტე­რე­სებ­სა და სა­ჭი­რო­ე­ბებ­ზე მორ­გე­ბუ­ლი გა­ნათ­ლე­ბის მო­დე­ლი, რო­მე­ლიც გა­ით­ვა­ლის­წი­ნებს და და­ეყ­რ­დ­ნო­ბა სა­უ­კე­თე­სო მსოფ­ლიო გა­მოც­დი­ლე­ბას.

თე­მის ინი­ცი­რე­ბა, სა­ჭი­რო­ე­ბის გან­ც­და, ცალ­სა­ხად, ზე­მო­დან მო­დის, პრო­ცე­სის სრულ­ფა­სო­ვან მო­ნა­წი­ლედ ჯერ­ჯე­რო­ბით სა­კუ­თარ თავს ვერ აღიქ­ვამს ქვე­და დო­ნე – რე­ფორ­მის უმ­თავ­რე­სი ად­რე­სა­ტი.

უამ­რა­ვი სა­ხის აქ­ტი­ვო­ბა-ჩარ­თუ­ლო­ბის უზ­რუნ­ველ­მ­ყო­ფი მცდე­ლო­ბე­ბი საკ­მაო მა­ინც ვერ არის. ალ­ბათ, სა­ჭი­როა კო­მუ­ნი­კა­ცი­ის ფორ­მე­ბის არ­სე­ბი­თი, ხა­რის­ხობ­რი­ვი გა­და­ხედ­ვა-გა­ნახ­ლე­ბა, აქაც რე­სურ­ს­ცენ­ტ­რის რო­ლი შე­უც­ვ­ლე­ლია.

🔷🔹 უფ­ლე­ბა-მო­ვა­ლე­ო­ბე­ბის და პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბის არე­ა­ლის შე­სა­ბა­მი­სად, აქ­ტი­უ­რად ვართ ჩარ­თუ­ლი ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მის და­ნერ­გ­ვის პრო­ცეს­ში. აქ რამ­დე­ნი­მე მი­მარ­თუ­ლე­ბაა ჩაშ­ლი­ლი, რო­მელ­მაც უნ­და მო­ახ­დი­ნოს გა­წე­ულ და გა­სა­წევ ძა­ლის­ხ­მე­ვა­თა კონ­სო­ლი­დი­რე­ბა — სად ვდგა­ვართ ამ ეტა­პის­თ­ვის და სა­ით მივ­დი­ვართ — ამ უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნე­სი კითხ­ვე­ბის­თ­ვის რე­ა­ლის­ტუ­რი პა­სუ­ხე­ბის გა­ცე­მა თა­ვად გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მის უკომ­პ­რო­მი­სო გა­მოც­დაა.

🔷🔹 იმ რე­ა­ლო­ბა­ში გვი­წევს არ­სე­ბო­ბა, რო­ცა თა­ვი­სუფ­ლე­ბის და პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბე­ბის ცნე­ბე­ბის ძნე­ლად თავ­სე­ბა­დო­ბის გა­მოვ­ლი­ნე­ბე­ბი თა­ვი­სი უამ­რა­ვი სა­ხეს­ხ­ვა­ო­ბი­თაა წარ­მო­ჩე­ნი­ლი… თუმ­ცა ამ­გ­ვარ მო­ცე­მუ­ლო­ბას­თან არ­შე­გუ­ე­ბაა გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მის მთა­ვა­რი გა­მოწ­ვე­ვაც.

🔷🔹 ზო­გა­დად, სა­ზო­გა­დო­ე­ბის, ად­გი­ლობ­რი­ვი თე­მის, მშო­ბელ­თა წი­ნა­შე ან­გა­რიშ­ვალ­დე­ბუ­ლე­ბის ხა­რის­ხობ­რი­ვი მაჩ­ვე­ნებ­ლის გა­სა­უმ­ჯო­ბე­სებ­ლად, გარ­და­უ­ვალ აუცი­ლებ­ლო­ბად მე­სა­ხე­ბა სა­მე­ურ­ვეო საბ­ჭო­ე­ბის და­კომ­პ­ლექ­ტე­ბის პრინ­ცი­პის რა­დი­კა­ლუ­რი ცვლი­ლე­ბა. რო­გორც ცნო­ბი­ლია, სხვა მრა­ვალ და­ნიშ­ნუ­ლე­ბას­თან ერ­თად, რაც სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბას ევა­ლე­ბა, ერთ-ერ­თი უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნე­სი არის მი­სი მხრი­დან ე.წ. „დე­მოკ­რა­ტი­ის სკო­ლის“ ფუნ­ქ­ცი­ის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა, რაც დღე­ვან­დე­ლი მო­ცე­მუ­ლო­ბით, სრუ­ლი­ად აც­დე­ნი­ლია იმ რე­ა­ლო­ბა­სა და გა­მოწ­ვე­ვებს, რო­მელ­თაც გან­ვი­თა­რე­ბის თა­ნა­მედ­რო­ვე სტან­დარ­ტე­ბი გუ­ლის­ხ­მობს.

🔷🔹სა­მე­ურ­ვეო საბ­ჭო, იმ სა­ყო­ველ­თაო გა­მოც­დი­ლე­ბით, რაც დაგ­როვ­და,

მსუ­ბუ­ქად რომ ვთქვათ, ქმე­დუ­უ­ნა­როა და, შე­სა­ბა­მი­სად, შე­უძ­ლე­ბე­ლია, მუდ­მი­ვად მიბ­მუ­ლი იყოს მხო­ლოდ ერთ სკო­ლა­ზე.

ალ­ბათ, გან­სა­ხილ­ვე­ლია ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი მო­დე­ლე­ბი, თუნ­დაც სას­კო­ლო ოლ­ქე­ბის ფორ­მი­რე­ბის სა­ხით, სა­დაც ტე­რი­ტო­რი­უ­ლი პრინ­ცი­პის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, სულ მცი­რე, 4-5 სკო­ლა გა­ერ­თი­ან­დე­ბა, ასე­ვე შე­საძ­ლოა, არ­ჩე­ვი­თო­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად, საბ­ჭო­ში არ­სე­ბობ­დეს სა­ხელ­მ­წი­ფოს/თვით­მ­მარ­თ­ვე­ლო­ბის წარ­მო­მად­გენ­ლო­ბი­თი პო­ზი­ცია პრო­ფე­სი­უ­ლი პრინ­ცი­პით და ა.შ.

🔷🔹 მა­ღა­ლი ანაზღა­უ­რე­ბის დამ­სა­ხუ­რე­ბა-მო­პო­ვე­ბა სკო­ლებ­ში ვერ იქ­ცა საკ­მა­რის პი­რო­ბად სწავ­ლა-სწავ­ლე­ბის ხა­რის­ხობ­რი­ვი გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის­თ­ვის.

მას­წავ­ლე­ბე­ლი მეტ-ნაკ­ლე­ბად შე­ე­გუა იმას, რომ პე­და­გო­გის პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბა სა­ხელ­მ­წი­ფოს მზრუნ­ვე­ლო­ბის სფე­როა, ხო­ლო მი­სი სა­პირ­წო­ნე, სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში მას­წავ­ლებ­ლის ავ­ტო­რი­ტე­ტი­სა და პრო­ფე­სი­ის მოთხოვ­ნა­დო­ბის ზრდის თვალ­საზ­რი­სით, არა­საკ­მა­რი­სა­დაა შე­ფა­სე­ბულ-გა­აზ­რე­ბუ­ლი.

რე­სურ­ს­ცენ­ტ­რე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბით, და რა თქმა უნ­და, ად­გი­ლობ­რი­ვი თვით­მ­მარ­თ­ვე­ლო­ბე­ბის ჩარ­თუ­ლო­ბით, ად­გი­ლებ­ზე ერთ-ერთ აქ­ტუ­ა­ლურ/პო­პუ­ლა­რულ კონ­კურ­სად შე­საძ­ლე­ბე­ლია გა­ნი­ხი­ლე­ბო­დეს სა­უ­კე­თე­სო მას­წავ­ლებ­ლის გა­მო­სავ­ლე­ნი მუ­ნი­ცი­პა­ლუ­რი/რე­გი­ო­ნუ­ლი კონ­კურ­სე­ბი — შე­სა­ბა­მი­სი მყა­რი პე­რი­ო­დუ­ლო­ბით და ყვე­ლას­თ­ვის მი­სა­ღებ-გა­სა­გე­ბი დე­ბუ­ლე­ბით. ამ­გ­ვა­რი კონ­კურ­სე­ბის ეფექ­ტი­ა­ნი ორ­გა­ნი­ზე­ბა-წარ­მარ­თ­ვით არამ­ხო­ლოდ სას­კო­ლო სა­ზო­გა­დო­ე­ბე­ბი უნ­და იყ­ვ­ნენ და­ინ­ტე­რე­სე­ბულ­ნი. გა­და­უ­ჭარ­ბებ­ლად შე­იძ­ლე­ბა ით­ქ­ვას, ამ მოძ­რა­ო­ბამ თვი­სებ­რი­ვად ახა­ლი ორი­ენ­ტი­რე­ბის, ახა­ლი კულ­ტუ­რის ფორ­მი­რე­ბას შე­უწყო ხე­ლი ად­გი­ლობ­რივ თე­მებ­სა და სა­ზო­გა­დო­ე­ბებ­ში.

🔷🔹 ახალს არა­ფერს ვამ­ბობ – ყვე­ლა ბავ­შ­ვი იმ­სა­ხუ­რებს სა­უ­კე­თე­სო სას­კო­ლო გა­რე­მოს. იმის მი­უ­ხე­და­ვად, რომ ჩვენ სკო­ლებ­ში რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის არა­ერ­თი მი­მარ­თუ­ლე­ბა გა­და­ი­ფა­რა (სან-ჰი­გი­ე­ნუ­რი კვან­ძე­ბი, ე.წ. დათ­ბუ­ნე­ბა-გა­და­ხურ­ვის, კარ-ფან­ჯ­რე­ბის გა­ნახ­ლე­ბა, გათ­ბო­ბის სის­ტე­მე­ბის მონ­ტა­ჟი), სა­სურ­ველ ნიშ­ნუ­ლამ­დე მი­საღ­წე­ვად ჯერ კი­დევ ბევ­რია გა­სა­კე­თე­ბე­ლი. სა­ხელ­მ­წი­ფოს მხრი­დან და­ა­ნონ­სე­ბუ­ლი პროგ­რა­მის ფარ­გ­ლებ­ში, ინ­ტენ­სი­უ­რად გა­ნი­ხი­ლე­ბა რამ­დე­ნი­მე სკო­ლის სრულ­მას­შ­ტა­ბი­ა­ნი რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის პრო­ექ­ტი.

🔷🔹 მთე­ლი ქვეყ­ნის მას­შ­ტა­ბით გა­მარ­თულ სას­კო­ლო სპორ­ტუ­ლი ოლიმ­პი­ა­დის ორ­გა­ნი­ზე­ბამ­დე ერ­თი წლით ად­რე, რე­სურ­ს­ცენ­ტ­რის ინი­ცი­რე­ბი­თა და ორ­გა­ნი­ზე­ბით, სკო­ლე­ბის საკ­მა­ოდ მა­ღა­ლი ჩარ­თუ­ლო­ბით ჩა­ტარ­და მრა­ვალ­სა­ხე­ობ­რი­ვი სპორ­ტუ­ლი ფეს­ტი­ვა­ლი.

ჯიპ­რა­ი­დის პროგ­რა­მის ფარ­გ­ლებ­ში, სა­მუ­შაო პრო­ცე­სის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სას, ისე მოხ­და, რომ ერთ-ერ­თ­მა სკო­ლამ, სხვა­დას­ხ­ვა ფაქ­ტო­რის გა­მო­ი­სო­ბით, გარ­კ­ვე­ულ­წი­ლად, დის­ტან­ცი­რე­ბა მო­ახ­დი­ნა თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბის სივ­რ­ცი­დან. რე­სურ­ს­ცენ­ტ­რის ინ­ტერ­ვენ­ცია ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში (თხოვ­ნის შე­სა­ბა­მი­სად და შე­დე­გად), ჩვენ­და მო­უ­ლოდ­ნე­ლად, იმ­დე­ნად ეფექ­ტი­ა­ნი გა­მოდ­გა, რომ ჯიპ­რა­ი­დის ან­გა­რიშ­ში აისა­ხა, რო­გორც უნი­კა­ლუ­რი გა­მოც­დი­ლე­ბა.

🔷🔹 ყვე­ლა სკო­ლა ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი ორ­გა­ნიზ­მია, სა­კუ­თა­რი ში­და კულ­ტუ­რით, ფა­სე­უ­ლო­ბე­ბით, ქცე­ვი­სა და ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის მო­დე­ლე­ბით, რო­მე­ლიც მოს­წავ­ლის შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის სრულ­ყო­ფი­ლად წარ­მო­ჩე­ნის, მრა­ვალ­მ­ხ­რი­ვი აღ­ზ­რ­და-გან­ვი­თა­რე­ბის ხელ­შემ­წყო­ბი სას­წავ­ლო გა­რე­მოს უზ­რუნ­ველ­ყო­ფის უმ­თავ­რეს ამო­ცა­ნებ­ზეა ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი.

ეს, ასე ვთქვათ, „გაკ­ვა­ლუ­ლი გზაა“, თუმ­ცა არის შემ­თხ­ვე­ვე­ბი, რო­ცა დრო­უ­ლი ინ­ტერ­ვენ­ცია გარ­და­უ­ვა­ლი ხდე­ბა და ოდენ დამ­კ­ვირ­ვებ­ლის პო­ზი­ცი­ა­ში ყოფ­ნა პრობ­ლე­მა­თა სიმ­წ­ვა­ვეს მხო­ლოდ აღ­რ­მა­ვებს, კრი­ზი­სებს გა­და­უ­ლა­ხავს ხდის. მსგავ­სი გა­მო­ნაკ­ლი­სე­ბის არ­სე­ბო­ბა მთე­ლი სის­რუ­ლით წარ­მო­ა­ჩენს ადეკ­ვა­ტუ­რი ბერ­კე­ტე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბას.

არდადეგები

არდადეგები – თავისუფლებისა და დასვენების დღეების ხიბლი

ინა იმედაშვილი იუჯის სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ათეულთა...

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები