20 აპრილი, შაბათი, 2024

ეს არის მოცემულობა, რომელთანაც მოგვიწევს შეგუება – გიორგი ამილახვრის პასუხი  მასწავლებლებისთვის, განმეორებით გამოცდაზე გასვლის გარეშე, წამყვანისა და მენტორის სტატუსის მინიჭების მოთხოვნაზე

spot_img

17 ივნისს განათლებისა და მეცნიერების კომიტეტზე იმსჯელეს განათლების დამცველთა ასოციაციის, დავით ფერაძის მიერ წარდგენილ საკანონმდებლო წინადადებაზე. საკანონმდებლო წინადადებას, რომლითაც ავტორი აპრიტესტებს მასწავლებელთა გამოცდებთან დაკავშირებულ საკითხებს კომიტეტმა მხარი არ დაუჭირა. წინადადებაში ყურადღება გამახვილებული იყო რამდენიმე საკითხზე და ავტორის აზრით ეს საკითხები ეწინააღმდეგება. ქვეყნის კონტიტუციასა და კანონმდებლობას.

კერძოდ, საკანონმდებლო წინადადების ავტორი აპროტესტებს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძაბებას „საგნისა და პროფესიული უნარების გამოცდის ჩაბარების წესის დამტკიცების შესახებ“. ავტორს მიაჩნია, რომ ამ ბრძანების მიხედვით, ქართულენოვანი და არაქართულენოვანი სკოლების პრაქტიკოსი პედაგოგებისტვის დადგენილი საგამოცდო შეღავათები, რომლებიც ითვალისწინებს საგამოცდო მოსაკრებლისგან გათავისუფლებას, მოქმედებს მხოლოდ არაქართულენოვანი სკოლების მასწავლებლებისთვის, რაც ეწინააღმდეგება კონსტიტუციას და წარმოადგენს დისკრიმინაციულ მიდგომას. გარდა ამისა, საკანონმდებლო წინადადების მიხედვით, მასწავლებელკთა რპოფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის წესის დამტკოცების თაობაზე, საქართველოს მთავრობის დადგენილებით, პრაქტიკულად არარ არსებობს პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსი, რაც ასევე ანტიკონსტიტუციურად მიაჩნია საკანონმდებლო წინადადების ავტორს.

გარდა ამისა, გაპროტესტებულია განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანება „საჯარო სკოლების მასწავლებელთა შრომის ანაზღაურებისა და პირობების დადგენის თაობაზე“. მისი მოსაზრებით, ბრძანება არ შეესაბამება კანონს, ვინაიდან მასწავლებლის სტატუსის დანამატი დამოკიდებული არ არის ვაუჩერზედა ფინანსედება უშუალოდ მთავრობის მიერ.

ავტორი ასევე კანონსაწინააღმდეგოდ მიიჩნევს მოსწავლეზე გათვლილი ფინანსური ნორმატივებისა და შესაბამისი სტანდარტული ვაუჩერის ოდენობის დიფერენციაციას. ავტორს მიაჩნია, რომ 2011-13 წლებში, პედაგოგების მცირე ნაწილმა, რომელმაც უკვე ჩააბარა პროფესიული უნარების გამოცდა, მიმდინარე წელს, წამყვან და მენტორ მასწავლებლის სტატუსის მისანიჭებლად ხელმეორედ უწევს გამოცდის ჩაბარება. მიიჩნევს, რომ მათ  არ უნდა ჩააბარონ ეს გამოცდა, პირდაპირ უნდა მიენიჭოთ წამყვანის ან მენტორის სტატუსი.

აპარატის იურისტის განმარტებით, საკანონმდებლო წინადადება არის საკანონმდებლო ინიციატივის არმქონე სუბიექტის მიერ წარდგენილი პარლამენტისათვის წარდგენილი მიმართვა, რომელიც ითვალისწინებს ახალი კანონის მიღებას, კანონში ცვლილების შეტანას ან მის ძალადაკარგულად გამოცხადებას. მისივე განმარტებით: „ამ შემთხვევაში, საქმე გვაქვს არა კანონის მიღების, ცვლილების შეტანის ან კანონის ძალადაკარგულად ცნობის მოთხოვნასთან, მთავრობისგან კანონქვემდებარე აქტებში ცვლლების შეტანის მოთხოვნასთან. გარდა ამისა, სამართლებრივი თვალსაზრისით, ეს მოთხოვნები დაუსაბუთებელიაროგორც კონსტიტუციასთან წინააღმდეგობის, ასევე კანონთან წინააღმდეგობის თვალსაზრისით. ისინი მხოლოდ ავტორის სუბიექტურ მოსაზრებებს ემყარება და მასში, ძირითადად, არგუმენტებად მოყვანილია ფაქტობრივი გარემოებები ან მასწავლებლების მდგომარეობა ბოლო წლებში და დღეს. არ არის ახსნილი ის ლეგიტიმური მიზანი, მთავრობის ან მინისტრის კანონმქვემდებარე აქტებში მოხდა ცვლილებადა შეიცვალა საგამოცდო პირობები. ამდენად, ჩვენ მიგვაჩნია, რომ აღნიშნული საკითხი არ წარმოადგენს საკანონმდებლო წინადადებას, საკანონმდებლო წინადადების ფორმატში განსახილველ საკითხს. გარდა ამისა, იურიდიულად, ის დაუსაბუთებელია, არგუმენტების არასაკმარისია, რომ გაიმართოს მსჯელობა მისი კანონთან ან კონსტიტუციასთან წინააღმდეგობის შესახებ.“

რაც შეეხება გამოცდის გარეშე მასწავლებლებისთვის სტატუსის მინიჭებას, პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი ამილახვარი მიიჩნევს, რომ ეს არის მოცემულობა, რომლთანაც მოგვიწევს შეგუება. მისვე თქმით, არ ახსენდება შემთხვევა, როცა აღნიშნულ საკითხებზე კომიტეტისადმი მომართვა ყოფილიყო და კომიტეტს რეაგირება არ ჰქონოდა; რომ სწორედ განათლების კომიტეტის ჩართულობით მოხდა ისიც, რომ ერთკრედიტიანებსაც მიანიჭეს მასწავლებლის (უფროსი) სტატუსი. ცხადია, რეფორმა იმის არის, რომ დარჩა გარკვეული კატეგორია, რომელმაც ვერ გადალახა ეს ბარიერი არათუ ერთხელ, არამედ რამდენჯერმე ცდის მიუხედავად. გასაგებია, რომ სახელმწიფოს სოციალური პასუხისმგებლობაც არის ამ ხალხზე ზრუნვა, მაგრამ როდესაც ამ კონკრეტულ ჭრილში ვსაუბრობთ, აღარ არსებობს არგუმენტი იმიტომ, რომ სასწორის მეორე პინაზე დევს საზოგადოების ძალიან ჯანსაღი და სწორი მოთხოვნა, რომ ჩვენ სკოლებში გვინდა, გვყავდეს გარკვეული კვალიფიკაციის მქონე მასწავლებლები. შესაბამისად, სამწუხაროდ, ვინც ვერ დაადასტურა აღნიშნული კვალიფიკაცია და მათ ჰქონდათ ამის შესაძლებლობა მრავალი წელი, ალბათ 10 წელზე მეტი, ახლა ჩვენი მოვალეობაა, რომ  კიდევ ერთხელ შევთავაზოთ მათ გადამზადების და მომზადების პროგრამები, და ამას მასწავლებელთა სახლი უზრუნველყოფს, შევუქმნათ მათ შესაძლებლობა, რომ კიდევ გავიდნენ გამოცდებზე, გადალახონ და მიიღონ მასწავლებლის სტატუსი. ეს ნამდვილად არის ჩვენი ვალდებულება, რომელსაც ჩვენ ვასრულებთ და ვთავაზობთ. ახლა კი კანონის გვერდის ავლით რომ მოხდეს   რეფორმის ისევ უკან დაბრუნება, და გათანაბრება სტატუსიანი მასწავლებლების იმ ხალხთან, რომლებმაც ვერდაძლიეს ბარიერი, მე არ მიმაჩნია სწორად. ეს არ არის საზოგადოების დაკვეთა. ამის ირგვლივ კომიტეტი ყოველთვის ჩართულია, არაფერს უყურადღებოდ არ დატოვებს და ესეც არის მოცემულობა, რომელთანაც მოგვიწევს შეგულება – განაცხადა გიორგი ამილახვარმა.

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები