25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

პროექტული სწავლება – ინტერვენციული საშუალება

spot_img

სოფიკო ვაშაკიძე

ქუთაისის მე-5 საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი,
ითვინინგის ელჩი და ტრენერი,
ბრიტანეთის საბჭოს ტრენერი

 

პროექტული სწავლება ავითარებს:

  • აკადემიურ დონეს/ერუდიციას;
  • ინფორმაციის მოპოვება-დახარისხებისა და შენახვის უნარებს;
  • კომუნიკაციას;
  • კოლაბორაციას;
  • სწავლის ხარისხს;
  • შემოქმედებით უნარებს;
  • დროის სწორი მენეჯმენტის უნარს;
  • წყაროებთან მუშაობის უნარს;
  • საგნის შინაარსობრივ მოცულობას;
  • სტრატეგიებს და ა.შ.

პროექტული სწავლება ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა, როგორც ინტერვენცია. საკუთარი გამოცდილებით შემიძლია ვთქვა, რომ გარდა განათლების მიზნების (ბლუმი ბენჯამინ, საგანმანათლებლო მიზნების ტაქსონომია) მიღწევისა, ასეთი სწავლება მოსწავლეებში ამაღლებს მოტივაციას და ეს დადასტურდა ჩემ მიერ განხორციელებული სკოლის საჭიროებების კვლევის პროცესში. მართალია, პროექტული სწავლება მოიცავს საფრთხეებს, იხარჯება დროის რესურსი, სხვადასხვა ტიპის მატერიალები, მაგრამ აქვს უზარმაზარი, მრავალმხრივი ეფექტი.

გიზიარებთ ინფორმაციას გასული წლის დეკემბერში დასრულებული პროექტის შესახებ, რომლის მონაწილეები იყვნენ სხვადასხვა სკოლის მოსწავლეები.

პროექტის სახელწოდება: Covid-19-ით გამოწვეული მდგომარეობის შემსუბუქება და ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვა.

მიზანი: პანდემიის შემსუბუქება რეგულაციების დაცვის გაძლიერების მიზნით და ჯანსაღი ცხოვრების წესით მოთხოვნების გაზრდა და ყოფით ცხოვრებაში გადატანა.

სამიზნე ჯგუფი: თემში არსებული მოსახლეობა და მოსწავლეები მე-8 კლასიდან მე-12 კლასის ჩათვლით.

ჩართული სკოლები: სსიპ თერჯოლის მუნიციპალიტეტის სიქთარვის საჯარო სკოლა, სსიპ ქუთაისის მე-5 საჯარო სკოლა და ბავშვები გალის რაიონიდან.

პროექტის განხორციელების პერიოდი: 2021 წლის სექტემბრიდან 2021 წლის ნოემბრის ჩათვლით.

პროექტი წარიმართა ჰიბრიდულ რეჟიმში.

მიმდინარე აქტივობები:

  1. იდენტიფიცირება ცოდნის ხარვეზებსა და ქცევის შეცვლის საჭიროებები პროექტის ფარგლებში. COVID 19-ის შემსუბუქება და ჯანსაღი ცხოვრების წესი
  • დაინტერესებული მოსწავლეების მოწვევა პროექტის სააკორდინაციო კომიტეტში;
  • ვიდეოზარი მოწვეულ უცხოელთან მოსწავლეების გაცნობის მიზნით;
  • წინასწარი ტესტის შედგენა მოსწავლეებთან ერთად;
  • მომზადებული კითხვარის კოორდინაცია და მოსახლეობაში გავრცელება საზოგადოების წევრების აზრის გამოსაკვლევად;
  • დიაგრამების შედგენა კვლევის/ტესტის შედეგების საჩვენებლად.

2. თანამშრომლობითი გეგმა-ტრენინგის/ვორქშოპის ჩატარება მასწავლებლებისა და მოსწავლეებისათვის, საერთო დისკუსია

  • შეხვედრა სკოლის ექიმსა და ბიოლოგია-ქიმიის მასწავლებელთან სკოლაში;
  • გადახედვა გამოკითხული შედეგების და ტრენინგის დაგეგმვა;
  • კითხვარიდან მიღებული მონაცემების ორგანიზება;
  • მიმდინარე ინფორმაციის შეგროვება საქართველოში;
  • შეხვედრა ექიმთან და მასწავლებლებთან და ტრენინგის ორგანიზება (პრეზენტაციები,ვიდეო მასალების გამოყენება).

3. მოსწავლეთა კონფერენციის ორგანიზება, ვირტუალური ფოტოგამოფენა ზუმის პლატფორმაზე

  • შეხვედრა მოსწავლეებთან და იდეების გენერირება, გააზრება და დახმარება საჭიროებისამებრ;
  • მოსწავლეების დახმარება, ინფორმაციების შეგროვება და მომზადება კონფერენციისათვის;
  • მოსწავლეები აგროვებენ შესაბამისი შინაარსის მქონე სურათებს გამოფენისათვის;
  • მოსწავლეთათვის დახმარების გაწევა ვირტუალური ფოტო-პოსტერ გამოფენისათვის.
  1. კოლეგების დახმარება ვირტუალური ტრენინგის, კონფერენციის და გამოფენის ორგანიზებაში
  • შეხვედრა ზუმის პორტალზე;
  • კითხვარის შექმნა;
  • ინფორმაციებისა და გამოყენებული მასალის ერთად თავმოყრა და ფოლდერში შენახვა.
  1. პროექტის დახურვა და შეფასება
  • შეხვედრა და დისკუსია როგორ შევაფასებთ შეცვლილ ქცევებს ახალი ინფორმაციის მიღების ხარჯზე;
  • გამოკითვა პროექტის შეფასების მიზნით;
  • შედეგების შეფასება;
  • შეხვედრა პროექტის რეფლექსიისათვის.

პროექტის პრეზენტაციის ლინკი

https://docs.google.com/presentation/d/1XnH5MvJNo-AqgyZ7GRU1mYY_VCgE5uph/edit?usp=sharing&ouid=110674845320509735037&rtpof=true&sd=true

პროექტის მსვლელობისას გამოიკვეთა ბევრი დადებითი მხარე. ერთ-ერთ მნიშვნელოვან ნაწილად ვთვლი გალში მცხოვრებ მოსწავლეების ჩართულობასა და მოქალაქეობის, როგორც კომპენტენციის განვითარებას. პროექტის შედეგებიდან გამოვკვეთდი მოტივაციის ზრდას, რომელიც პროექტში ჩართული ორივე სკოლისა და აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრები ბავშვებისთვის მნიშვნელოვანია. სამოტივაციო პროგრესზე მეტად ვისაუბრებ სკოლის საჭიროებების კვლევის ანგარიშში, რომელიც ციფრული წყაროების საშუალებებით გამოქვეყნდება.

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები