20 აპრილი, შაბათი, 2024

ერთი სახალისო აქტივობა ინგლისურ ენაში

spot_img
სოფიკო ვაშაკიძე
ქუთაისის მე-5 საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი,
ითვინინგის ელჩი და ტრენერი,
ბრიტანეთის საბჭოს ტრენერი

 

„Find someone who“… იპოვეთ ის, ვინც… გამორჩეული და პროცესზე ორიენტირებული აქტივობაა, რომელიც ნებისმიერი დონის მოსწავლესთან ეფექტიანიად გამოიყენება. მას დაახლოებით 10-15 წუთი ეთმობა და რესურსული ბაზაც მცირე ესაჭიროება – დაფა, ცარცი, ფურცელი და კალამი.

უცხო ენაში ეს აქტივობა შეიძლება გამოვიყენოთ როგორც სალაპარაკო უნარის გასავითარებლად, ასევე გრამატიკული ცოდნის ასამაღლებლადაც. აქტივობის დაწყებამდე, როგორც წესი, აუცილებელია იცოდეს მოსწავლემ, რა მიზანი აქვს ამ აქტივობას და რისთვის ვიყენებთ მას.

გიზიარებთ საბაზო დონის მოსწავლეებისთვის განკუთვნილ სავარჯიშოს

Find someone who

 

Name Extra information
Find someone who has ever been abroad
Find someone who has ever eaten octopus
Find someone who has ever done rock climbing

 

  • Find someone who has ever been abroad – იპოვეთ ის, ვინც ოდესმე ნამყოფია საზღვარგარეთ.
  • Find someone who has ever eaten octopus – იპოვეთ ის, ვისაც ოდესმე მირთმეული აქვს რვაფეხა.
  • Find someone who has ever done rock climbing –  იპოვეთ ის, ვინც ოდესმე აცოცებულა კლდეზე.

რა არის ამ აქტივობის მიზანი?

ეს აქტივობა საშუალებას იძლევა, რომ მოსწავლეები ჩაერთონ სასწავლო პროცესში ხალისით და იპოვონ ის, ვინც მოცემულ პირობას თანხმდება და ესადაგება მოთხოვნას.

ასევე, ვახსენებთ მოსწავლეებს კონკრეტულად, რა მოქმედებას გამოვხატავთ ამ დროით The present perfect tense (ოდესმე გაგიკეთებია?   ოდესმე ყოფილხარ? ოდესმე მიგირთმევია?), ანუ გამოხატავს გამოცდილებას, რომლიც მიგიღია წარსულში, მაგრამ არ ვაკონკრეტებთ როდის, რადგან ეს ამ გრამატიკული დროის სპეციფიკაა.

იმისთვის, რომ მივიღოთ მეტი ინფორმაცია, როდის მოხდა ეს მოქმედება, წარსულის კონკრეტულ დროს, უკვე ვიყენებთ და ვიმეორებთ როგორც თეორიულად, ისე პრაქტიკულადაც წარსულ მარტივ დროს( The Past Simple).

პირობის ახსნის შემდეგ მოსწავლეებს ურიგდებათ მოცემული ჰენდაუთები და ეკითხებიან ერთმანეთს მოცემულ კითხვებს, ეძებენ მათ, ვისაც ეს მოქმედებები აქვთ შესრულებელი თავიანთ ცხოვრებაში და აწერენ მათ სახელებს, ვისაც ეს გამოცდილება აქვთ მიღებული. ბოლოს კი უზიარებენ კლასს მოძებნილ ინფორმაციას მასწავლებლის დახმარებით კითხვა-პასუხის საშუალებით. ბუნებრივია, აქტივობის შესრულების პროცესში მოსწავლეებს აქვთ იმის შესაძლებლობა, რომ გამოიყენონ ერთმანეთის ცოდნა, ლექსიკონები, დასვან სააზროვნო კითხვები, გაიმდიდრონ ლექსიკური მარაგი, გაზარდონ ტრანსფერის არეალი, შეიძინონ ფუნქციური უნარები, 21-ე საუკუნის კომპეტენციები, ცდონის სამივე სახე (დეკლარატიული, პროცედურული და პირობისეული), გრძელვადიან მიზნებზე – სასწავლო ცნებებსა და მაკროცნებებზე გავიდნენ იოლად, ასევე, საკითხების, თემებისა და კომპლექსური დავალებების შესწავლა-შესრულებისთვის მოიმზადონ ნიადაგი.

აქტივობა გამოდგება ნებისმიერი ენის შესწავლის დროს.

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები