17 აპრილი, ოთხშაბათი, 2024

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი მასწავლებელი სმენის დარღვევის მქონე ბავშვებისთვის ახალ პროექტს ახორციელებს

spot_img

2 ივნისს, ორგანიზაციამ „ჰეი“ ბავშვთა დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმრთა.

ღონისძიებას ისრაელის ელჩი რან გიდორი, გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის დირექტორი ზურაბ კერვალიშვილი, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს გამარჯვებული მასწავლებლები და სმენის დარღვევის მქონე მოსწავლეები დაესწრნენ.

 

საზეიმო ღონისძიება მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში გაიმართა და მისი მიზანი იყო საზოგადოებისთვის იმ შესაძლებლობებისა და მიდგომების გაცნობა, რომელიც მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს გამარჯვებულმა პედაგოგმა, ხათუნა რაზმაძემ, თანამოაზრეებთან და შშმ ბავშვების მშობლებთან ერთად, დანერგა.  ღონისძიების ფარგლებში ასევე გაიმართა საჩვენებელი გაკვეთილი.

ცენტრი „ჰეი“ ხათუნა რაზმაძის მიერ რამდენიმე თვის წინ დაარსდა. კონკურსში გამარჯვებული მასწავლებლისთვის  გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის მიერ გამოყოფილი საპრიზო თანხა სტარტი აღმოჩნდა, აესრულებინა ოცნება – სმენის დარღვევის მქონე ბავშვებისთვის არაფორმალური განათლების ისეთი სივრცე შეექმნა, სადაც ბავშვები და მოზარდები, ზოგადი განათლების მიღებასთან ერთად, ერთმანეთთან კომუნიკაციას, განსხვავებული უნარების დაუფლებასა და ახალი საქმიანობის შესწავლას შეძლებდნენ.

დღეს ცენტრი „ჰეა“ მთლიანად შშმ ბავშვების ინტერესებზეა მორგებული და მასში 24 სხვადასხვა ასაკის მოსწავლე იღებს არაფორმალურ განათლებას.  მოსწავლეებისთვის ტარდება სხვადასხვა სახალისო გაკვეთილები, სწავლობენ ფოტოგრაფიას, ხელსაქმეს, ატარებენ  გამოფენებს, ღია გაკვეთილებს და მონაწილეობენ სხვადასხვა ტიპის შემეცნებით აქტივობებში.

ცენტრის მხარდამჭერია ქალაქ თბილისის მერია.

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები