23 ნოემბერი, შაბათი, 2024

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი ლი­დე­რო­ბას ინარ­ჩუ­ნებს

spot_img

თბი­ლი­სის სა­ხელ­მ­წი­ფო სა­მე­დი­ცი­ნო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში არ შე­ჩე­რე­ბუ­ლა აქ­ტი­უ­რი სპორ­ტუ­ლი ცხოვ­რე­ბა. მე­ტიც, მე­დი­კოს­თა სამ­ჭედ­ლო, ტრა­დი­ცი­ი­სა­მებრ, ქვეყ­ნის უმაღ­ლეს სას­წავ­ლებ­ლებს შო­რის, ლი­დე­რო­ბას ინარ­ჩუ­ნებს რო­გორც ღო­ნის­ძი­ე­ბა­თა სიმ­რავ­ლით, ასე­ვე მა­თი ორ­გა­ნი­ზე­ბის მა­ღა­ლი დო­ნით. ამის დას­ტუ­რი იყო მი­ნი-ფეხ­ბურ­თ­ში ახ­ლა­ხან ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ტურ­ნი­რიც.

რო­გორც ყო­ველ­თ­ვის, ტურ­ნი­რის ორ­გა­ნი­ზე­ბის სუ­ლისჩამ­დ­გ­მე­ლე­ბი თსსუ-ს რექ­ტო­რი, პრო­ფე­სო­რი ზუ­რაბ ვა­დაჭ­კო­რია და კან­ც­ლე­რი, პრო­ფე­სო­რი ზუ­რაბ ორ­ჯო­ნი­კი­ძე იყ­ვ­ნენ.

გან­სა­კუთ­რე­ბით უნ­და აღი­ნიშ­ნოს უნი­ვერ­სი­ტე­ტის სტუ­დენ­ტუ­რი თვით­მ­მარ­თ­ვე­ლო­ბის (პრე­ზი­დენ­ტის მო­ვა­ლე­ო­ბის შემ­ს­რუ­ლე­ბე­ლი — ლა­დო გა­ბე­ჩა­ვა, მო­ად­გი­ლე — მა­რი­ამ მე­რა­ბიშ­ვი­ლი) მრა­ვალ­რიცხო­ვა­ნი გუნ­დის ჩარ­თუ­ლო­ბა.

თსსუ-ში გა­მარ­თუ­ლი ტურ­ნი­რე­ბის აქ­ტი­უ­რი მხარ­დამ­ჭე­რია სპორ­ტის ცენ­ტ­რი, პი­რა­დად ცენ­ტ­რის დი­რექ­ტო­რი ზა­ურ ფხა­ლა­ძე, მო­ად­გი­ლე გი­გი შუ­ბი­თი­ძე და სხვა თა­ნამ­შ­რომ­ლე­ბი. ტურ­ნი­რის მთა­ვა­რი მსა­ჯი იყო ამა­ვე ცენ­ტ­რის თა­ნამ­შ­რო­მე­ლი, სა­ქარ­თ­ვე­ლოს სპორ­ტის დამ­სა­ხუ­რე­ბუ­ლი მოღ­ვა­წე, თსსუ-ს ფეხ­ბურ­თის ნაკ­რე­ბი გუნ­დის მწვრთნე­ლი ვახ­ტანგ ბა­ქა­ნი­ძე.

ფი­ნა­ლურ შეხ­ვედ­რა­ზე სა­კავ­ში­რო და სა­ერ­თა­შო­რი­სო კა­ტე­გო­რი­ის მსა­ჯის, დე­და­ქა­ლა­ქის ფეხ­ბურ­თის ფე­დე­რა­ცი­ის ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტის, ვახ­ტანგ კო­კა­ი­ას მოწ­ვე­ვამ ტურ­ნი­რი და­ამ­შ­ვე­ნა.

თსსუ-ს ჩემ­პი­ონ­თა თა­სის გა­თა­მა­შე­ბა­ში, მი­ნი-ფეხ­ბურ­თ­ში, მო­ნა­წი­ლე ცხრა­მე­ტი გუნ­დი ასე გა­და­ნა­წილ­და: ოთხ ქვეჯ­გუ­ფად, თი­თო­ე­ულ­ში — სა­მი გუნ­დი, ჯგუფ­ში — ხუთ-ხუ­თი, ერთ ჯგუფ­ში — ოთხი. ჯგუ­ფებ­ში პირ­ველ-მე­ო­რე ად­გი­ლებ­ზე გა­სულ­მა 8 გუნ­დ­მა ას­პა­რე­ზო­ბა 1/4 ფი­ნალ­ში გა­აგ­რ­ძე­ლა; შემ­დე­გი ეტა­პი 1/2 ფი­ნა­ლი იყო, სა­დაც უკ­ვე ოთხი გუნ­დი მო­ნა­წი­ლე­ობ­და.

მე­სა­მე საპ­რი­ზო ად­გი­ლის­თ­ვის თა­მაშ­ში ერ­თ­მა­ნეთს შეხ­ვ­დ­ნენ „ვეს­ტი“ და „ზეს­ტა­ფო­ნი“. თა­ვი­დან გუნ­დე­ბი სიფ­რ­თხი­ლით გა­მო­ირ­ჩე­ოდ­ნენ, თა­მა­შის ტემ­პი დრო­დად­რო იმა­ტებ­და, შემ­დეგ ფეხ­ბურ­თე­ლე­ბი გა­აქ­ტი­ურ­დ­ნენ, რაც შე­დეგ­ზეც აისა­ხა — 6:3 დას­რულ­და შეხ­ვედ­რა და მე-3 საპ­რი­ზო ად­გი­ლი „ვეს­ტიმ“ მო­ი­პო­ვა.

რაც შე­ე­ხე­ბა ფი­ნალს, ერ­თ­მა­ნე­თის პი­რის­პირ კვლავ შარ­შან­დე­ლი ფი­ნა­ლის­ტე­ბი წარ­დ­გ­ნენ. ფი­ნა­ლუ­რი შეხ­ვედ­რა მარ­თ­ლაც გა­მორ­ჩე­უ­ლი, ბრწყინ­ვა­ლე სა­ნა­ხა­ო­ბა იყო. გუნ­დე­ბის — „პირ­ვე­ლი მერ­ცხა­ლი“ და „ელი­ტა“ — მო­თა­მა­შე­თა უმე­ტე­სო­ბა თსსუ-ს ფეხ­ბურ­თელ­თა „ფუტ­სა­ლის“ ნაკ­რე­ბის გუნ­დის წევ­რე­ბი იყ­ვ­ნენ — სა­ფეხ­ბურ­თო აზ­როვ­ნე­ბა, ხედ­ვა, სწრა­ფი გა­და­ად­გი­ლე­ბე­ბი… ფან­ტა­ზი­ი­თა და კომ­ბი­ნა­ცი­ე­ბით გა­მორ­ჩე­უ­ლი ნი­ჭი­ე­რი თა­ო­ბა.

„პირ­ვე­ლი მერ­ცხა­ლი“ 3:0-ს იგებ­და და თით­ქ­მის ყვე­ლა­ფე­რი გა­დაწყ­ვე­ტი­ლი იყო, რო­დე­საც „ელი­ტას“ გა­აქ­ტი­უ­რე­ბის შე­დე­გად ორი უს­წ­რა­ფე­სი გო­ლი გა­ვი­და „პირ­ვე­ლი მერ­ცხ­ლის“ კარ­ში. ორი­ვე გუნ­დის კარ­თან სა­ფეხ­ბურ­თო შტურ­მი მიმ­დი­ნა­რე­ობ­და. სა­ბო­ლო­ოდ, ჩემ­პი­ო­ნი კვლავ „პირ­ვე­ლი მერ­ცხა­ლი“ გახ­და — ზე­დი­ზედ მე­სა­მედ იზე­ი­მა ჩემ­პი­ო­ნო­ბა.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ფი­ნა­ლი სწო­რედ 13 მა­ისს, ქარ­თუ­ლი ფეხ­ბურ­თის­თ­ვის გა­მორ­ჩე­ულ დღეს შედ­გა. 1981 წლის 13 მა­ისს, გერ­მა­ნი­ა­ში, ქა­ლაქ დი­უ­სელ­დორ­ფ­ში, თბი­ლი­სის „დი­ნა­მო­ე­ლებ­მა“ ბრწყინ­ვა­ლე გა­მარ­ჯ­ვე­ბა მო­ი­პო­ვეს — ევ­რო­პის თა­სე­ბის მფლო­ბელ­თა თა­სი — „დი­ნა­მო“-„კარლ ცა­ი­სი“ 2:1.

თსსუ-ს ტურ­ნი­რის ფი­ნა­ლურ თა­მაშს ეს­წ­რე­ბოდ­ნენ სა­მე­დი­ცი­ნო უნი­ვერ­სი­ტე­ტის სტუ­დენ­ტე­ბი და პრო­ფე­სორ-მას­წავ­ლებ­ლე­ბი, გულ­შე­მატ­კივ­რე­ბი, სტუ­დენ­ტ­თა მშობ­ლე­ბი და ახ­ლობ­ლე­ბი.

პრი­ზი­ო­რე­ბი — პირ­ვე­ლი, მე­ო­რე და მე­სა­მე ად­გი­ლე­ბის მფლო­ბე­ლე­ბი სი­გე­ლე­ბი­თა და მედ­ლე­ბით და­ჯილ­დოვ­დ­ნენ, გა­და­ე­ცათ თა­სე­ბი.

გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი იყო თსსუ-ს სა­მე­დი­ცი­ნო ბი­ო­ლო­გი­ი­სა და პა­რა­ზი­ტო­ლო­გი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის ასო­ცი­რე­ბუ­ლი პრო­ფე­სო­რის, ბა­ტო­ნი და­ვით ცხო­მე­ლი­ძის გულ­თ­ბი­ლი სიტყ­ვა, რომ­ლი­თაც მან სტუ­დენ­ტებს მი­მარ­თა და შემ­დ­გო­მი წარ­მა­ტე­ბე­ბი უსურ­ვა. ელა­პა­რა­კა 1981 წლის 13 მა­ის­ზე, რო­მე­ლიც ახალ­გაზ­რ­დებს არ ახ­სოვთ და შე­ახ­სე­ნა, რომ ამ გა­მარ­ჯ­ვე­ბით „დი­ნა­მომ“ მსოფ­ლი­ოს გა­აც­ნო სა­ქარ­თ­ვე­ლო, ქარ­თ­ვე­ლი ხალ­ხი. ეს გა­მარ­ჯ­ვე­ბა მარ­თ­ლაც რომ მთლი ერის ბედ­ნი­ე­რე­ბა იყო, რო­მე­ლიც მსოფ­ლი­ომ გა­ი­გო.

და­სა­ხელ­დ­ნენ სხვა­დას­ხ­ვა ნო­მი­ნა­ცი­ებ­ში გა­მორ­ჩე­უ­ლი ფეხ­ბურ­თე­ლე­ბი:

  1. ტურ­ნი­რის სა­უ­კე­თე­სო ფეხ­ბურ­თე­ლი — და­ვით უბი­ლა­ვა;
  2. ტურ­ნი­რის სა­უ­კე­თე­სო მე­კა­რე­ე­ბი — თორ­ნი­კე ფუტ­კა­რა­ძე და ლე­ვან გო­ბე­ჯიშ­ვი­ლი;
  3. ტურ­ნი­რის სა­უ­კე­თე­სო ბომ­ბარ­დი­რი — გო­ლი­ა­დო­რი, 36 გა­ტა­ნი­ლი გო­ლით — მი­რი­ან ჯა­ფი­აშ­ვი­ლი.

და­სა­ხელ­დ­ნენ გა­მორ­ჩე­უ­ლი, მო­აზ­როვ­ნე და ნი­ჭი­ე­რი ფეხ­ბურ­თე­ლე­ბი: და­ვით სულ­ხა­ნიშ­ვი­ლი, გო­გი ლომ­ჯა­ნი­ძე, გი­ორ­გი ბა­რა­თაშ­ვი­ლი, გი­ორ­გი კა­ცი­ტა­ძე, ადი­ტია სუ­რე­ში (ინ­დო­ე­თი), მე­რაბ სა­ძაგ­ლიშ­ვი­ლი, თენ­გო შა­რი­ქა­ძე, სა­ბა სამ­ხა­რა­ძე, ლე­ვან მაღ­ლა­კე­ლი­ძე, გი­ორ­გი ხი­და­შე­ლი, ბა­კო გვენ­ცა­ძე, ლუ­კა თვა­რა­ძე, რა­ტი ლე­ჟა­ვა, ლა­შა კარ­ტო­ზია, გი­ორ­გი მერ­ზ­ლი­ა­კო­ვი, ალექ­სან­დ­რე ქუ­რას­ბე­დი­ა­ნი, ნი­კა გა­გო­ში­ძე.

ირაკლი თავაძე

 

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები