24 ნოემბერი, კვირა, 2024

წე­რი­თი თხზუ­ლე­ბა

spot_img
რო­გორც ცნო­ბი­ლია, ქარ­თუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის სა­გა­მოც­დო ფორ­მატ­ში ცვლი­ლე­ბე­ბია. აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბი ახა­ლი გა­მოწ­ვე­ვე­ბის წი­ნა­შე დად­გ­ნენ. ზო­გა­დად, წე­რი­თი თხზუ­ლე­ბა ით­ვა­ლის­წი­ნებს შე­თა­ვა­ზე­ბუ­ლი ტექ­ს­ტის მი­ხედ­ვით თე­ზი­სის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბას, პრობ­ლე­მის გა­მოკ­ვე­თას, ცი­ტა­ტით გამ­ყა­რე­ბას, მა­გა­ლი­თის მოყ­ვა­ნას სხვა ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი ტექ­ს­ტი­დან, ფილ­მი­დან… პრობ­ლე­მის აქ­ტუ­ა­ლო­ბის დად­გე­ნას, დას­კ­ვ­ნას. მოს­წავ­ლის­თ­ვის ეს ად­ვი­ლი არ არის. გა­მოც­დის წარ­მა­ტე­ბით დაძ­ლე­ვა მათ­გან მო­ითხოვს ტექ­ს­ტის გა­გე­ბა-გა­აზ­რე­ბის უნა­რებს, მდი­დარ ლექ­სი­კას, კითხ­ვის სტრა­ტე­გი­ე­ბის ცოდ­ნას. სტან­დარ­ტის მი­ხედ­ვით, ქარ­თუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის სწავ­ლა-სწავ­ლე­ბა მიზ­ნად ისა­ხავს, მოს­წავ­ლეს გა­ნუ­ვი­თა­როს ტექ­ს­ტ­ზე და­მო­უ­კი­დებ­ლად მუ­შა­ო­ბის, მი­სი გა­გე­ბა-გა­ა­ნა­ლი­ზე­ბის, ინ­ტერ­პ­რე­ტი­რე­ბი­სა და არ­გუ­მენ­ტი­რე­ბის უნა­რე­ბი, მხატ­ვ­რულ-ეს­თე­ტი­კუ­რი გე­მოვ­ნე­ბა. წარ­მო­გიდ­გენთ აბი­ტუ­რი­ენ­ტ­თა ნაშ­რო­მებს, რო­მელ­თაც ნამ­დ­ვი­ლად ეტყო­ბა სტან­დარ­ტის მოთხოვ­ნე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით სას­კო­ლო მუ­შა­ო­ბის პრაქ­ტი­კუ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა.

დროს შე­უძ­ლია ყვე­ლა და ყვე­ლა­ფე­რი შე­მუს­როს

გუ­რამ რჩე­უ­ლიშ­ვი­ლი „ერ­თ­გუ­ლი“

მა­რი სა­ნო­ძე – ირაკლი  აბაშიძის სახ. ხონის №3 სა­ჯა­რო სკო­ლა

რა გა­მო­არ­ჩევს გუ­რამ რჩე­უ­ლიშ­ვი­ლის პრო­ზას? უმ­თავ­რე­სად, მი­სი წე­რის სტი­ლი, თხრო­ბის მა­ნე­რა, რო­მე­ლიც სა­ო­ცა­რი, ერ­თი შე­ხედ­ვით, შე­უმ­ჩ­ნე­ვე­ლი მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვა. ის ხან მთლი­ა­ნად უჩი­ნარ­დე­ბა თხრო­ბი­სას, ხან რო­მე­ლი­მე ნიღ­ბით შე­მო­იჭ­რე­ბა და ყო­ველ­თ­ვის პო­უ­ლობს მკითხ­ვე­ლის გუ­ლამ­დე პირ­და­პირ მი­სას­ვ­ლელ გზას, რაც მხო­ლოდ დი­დოს­ტატ მწერ­ლებ­თან გვხვდე­ბა.

„ამა­ო­ე­ბა ამა­ო­თა და ყო­ვე­ლი­ვე ამაო“ – სწო­რედ ეს პრობ­ლე­მა გე­ნი­ა­ლუ­რად აქვს გად­მო­ცე­მუ­ლი გუ­რამ რჩე­უ­ლიშ­ვილს ნა­წარ­მო­ებ­ში „ერ­თ­გუ­ლი“. ბრბოს უყ­ვარს კერ­პე­ბის შე­ნე­ბა და მსხვრე­ვა. რაც არ უნ­და წინ წახ­ვი­დე, გა­უს­წ­რო დროს, მა­ინც და­უშ­ვებ შეც­დო­მას და რო­ცა ფე­ხი და­გიც­დე­ბა, ყვე­ლა და­გი­ვიწყებს. სწო­რედ ასე და­ე­მარ­თა ერ­თ­გულ­საც. ის ამი­ერ­კავ­კა­სი­ის რამ­დე­ნი­მეგ­ზის ჩემ­პი­ო­ნია, თუმ­ცა უკ­ვე მე­თერ­თ­მე­ტე წელ­შია. და­იწყო დო­ღი, ექ­ვ­სი წრის გავ­ლის შემ­დე­გაც ერ­თ­გუ­ლი ისევ წინ იყო, მა­შინ ყვე­ლა მას უჭერ­და მხარს, ამ­ხ­ნე­ვებ­და და მის სა­ხელს იძახ­და, მაგ­რამ დრომ სი­ტუ­ა­ცია შეც­ვა­ლა, მას ზურ­გი აქ­ცი­ეს და ახალ­გაზ­რ­და „სა­ლა­მუ­რას“ ქე­ბა-დი­დე­ბა და­იწყეს. მა­შინ ხარ და­ფა­სე­ბუ­ლი, რო­ცა ღირ­სე­უ­ლი ხარ. გა­ივ­ლის დრო, გაქ­რე­ბა შე­ნი დი­დე­ბაც და უკ­ვე მე­ა­თე­ხა­რის­ხო­ვა­ნი გახ­დე­ბი, მიხ­ვ­და ერ­თ­გუ­ლი ამას და ამი­ტომ სწა­დია გან­მარ­ტო­ე­ბა — „სი­ა­მოვ­ნებ­და, რომ ხმა­უ­რი მის­გან შორს იყო, რომ იდ­გა მარ­ტო, და რომ არა­ვინ არ აწუ­ხებ­და“. მარ­ტო უნ­დო­და ყოფ­ნა, რად­გან მი­სი დი­დე­ბი­სა და წარ­მა­ტე­ბის ნა­პერ­წ­კა­ლი ჩაქ­რა. მა­შინ იქ­ნე­ბო­და ეს სა­ზო­გა­დო­ე­ბა ღირ­სე­უ­ლი, თა­ვი­სუ­ფა­ლი და ბრძე­ნი, თუ ერ­თ­გულს ჩრდილ­ში არ და­ა­ყე­ნებ­და და მის დამ­სა­ხუ­რე­ბას აუცი­ლებ­ლად აღ­ნიშ­ნავ­და, და­ა­ფა­სებ­და. რა დროც არ უნ­და გა­ვი­დეს, ვინც არ უნ­და მი­ი­ღოს ეს ტი­ტუ­ლი, ჩემ­პი­ო­ნი ჩემ­პი­ო­ნია. ერ­თ­გუ­ლი ძა­ლი­ან და­ნაღ­ვ­ლი­ა­ნე­ბუ­ლია არა მარ­ტო იმით, რომ იმ დღეს მუხ­ლებ­მა უმ­ტყუ­ნეს, არა­მედ იმი­ტომ, რომ არა­ვის გა­ახ­სენ­და. მი­უ­ხე­და­ვად ბრბოს აზ­როვ­ნე­ბი­სა, სა­სი­ხა­რუ­ლოა პატ­რო­ნის საქ­ცი­ე­ლი, მას საყ­ვე­დუ­რი არ უთ­ქ­ვამს ცხე­ნის­თ­ვის და და­ა­ფა­სა ის, რაც ერ­თ­გულს თერ­თ­მე­ტი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მის­თ­ვის აქვს ჩა­დე­ნი­ლი. მწე­რა­ლი ფიქ­რობს, რომ დროს ვე­რა­ფე­რი მო­ე­რე­ვა, მაგ­რამ ყავ­ლ­გა­სუ­ლო­ბის გან­ც­და ყვე­ლა­ზე დი­დი ტკი­ვი­ლია და მეც ვე­თან­ხ­მე­ბი მის მო­საზ­რე­ბას. დროს მი­აქვს ყვე­ლა­ფე­რი.

პა­რა­ლე­ლის გავ­ლე­ბა შე­იძ­ლე­ბა ჯე­მალ ქარ­ჩხა­ძის ნა­წარ­მო­ებ­თან „იუპი­ტე­რის სი­­ნა­ნუ­ლი“. რო­მა­ე­ლი იმ­პე­რა­ტო­რი ნე­რო­ნი ცდი­ლობს, ამ­ბო­ხე­ბულ ხალხს გა­ექ­ცეს. ის რო­მა­ე­ლებს ბრმა გუ­ლუბ­რ­ყ­ვი­ლო­ბის, ჭკუ­ა­მოკ­ლე სი­ხა­რუ­ლის და ბერ­წი მეხ­სი­ე­რე­ბის პატ­რო­ნე­ბად მო­იხ­სე­ნი­ებს, რად­გან, მი­სი აზ­რით, ერ­თი იმ­პე­რა­ტო­რის მე­ო­რე­თი შეც­ვ­ლა რო­მა­ე­ლებს სი­კე­თეს ვერ მო­უ­ტანს. გა­ნაგ­რ­ძობს გზას და გულ­ში მწა­რე ნაღ­ვე­ლი ეღ­ვ­რე­ბა. მიხ­ვ­და, რომ ისე გან­ზავ­და ამა­ო­ე­ბა­ში, ერ­თი ღირ­სე­უ­ლი ლექ­სიც კი ვერ შეთხ­ზა და ამან გა­ა­ბო­რო­ტა. გზა­ზე მხე­და­რი გა­მოჩ­ნ­და. ნე­რონს გუ­ლი გა­უ­ცივ­და, ნუ­თუ მი­სი მხსვერ­პ­ლი უნ­და გამ­ხ­და­რი­ყო. მაგ­რამ მის­და გა­საკ­ვი­რად მხე­დარ­მა ში­შით, გან­ც­ვიფ­რე­ბით თუ სი­ხა­რუ­ლით წა­მო­ი­ძა­ხა: „დი­დე­ბა ცე­ზარს!“ — ამით იმ­პე­რა­ტორს გა­ცამ­ტ­ვე­რე­ბუ­ლი დი­დე­ბის აღ­დ­გე­ნის იმე­დი ჩა­ე­სა­ხა, ცხე­ნი შე­მო­ატ­რი­ა­ლა და ყრუ ქა­ლა­ქის ბორ­ც­ვებ­ზე ურიცხ­ვი ჩი­რაღ­და­ნი და­ი­ა­ნა­ხა, ყრუ გუ­გუ­ნი გა­ი­გო­ნა. ამ ბო­ლო აბ­ზა­ცის ტრა­გიზმს გა­ნა­პი­რო­ბებს ის, რომ „ურიცხ­ვი ჩი­რაღ­დ­ნის“ და­ნახ­ვა­ზე ნე­რო­ნი დარ­წ­მუნ­და, რომ სა­ბო­ლო­ოდ და­მარ­ცხ­და.

ალექ­სან­დ­რე მა­კე­დო­ნელ­მა, მა­კე­დო­ნი­ის ძლე­ვა­მო­სილ­მა მე­ფემ, გარ­დაც­ვა­ლე­ბამ­დე, არ­მი­ის მთა­ვარ­სარ­დალს სურ­ვი­ლი გა­ან­დო — სურ­და, რომ სას­ვე­ნებ­ლი­დან მი­სი ხე­ლე­ბი გა­მო­ჩე­ნი­ლი­ყო, რად­გან ყვე­ლას გა­ე­აზ­რე­ბი­ნა, რომ მთე­ლი ქვეყ­ნის მბრძა­ნე­ბე­ლი იმ­ქ­ვეყ­ნად ხელ­ცა­რი­ე­ლი წა­ვი­და.

დღეს­დღე­ო­ბით ეს პრობ­ლე­მა ისე აქ­ტუ­ა­ლუ­რია, რო­გორც არას­დ­როს. 2010 წელს პო­ლი­ცი­ამ გა­რე­მო­ვაჭ­რეს ქუ­ჩა­ში გა­სა­ყი­დად გა­მო­ტა­ნი­ლი ბოს­ტ­ნე­უ­ლი ჩა­მო­არ­თ­ვა. ოფი­ცი­ა­ლუ­რი მი­ზე­ზი ვაჭ­რო­ბის უფ­ლე­ბის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი სა­ბუ­თის უქონ­ლო­ბა იყო. ელექ­ტ­რო­ნუ­ლი სას­წო­რის ჩა­მორ­თ­მე­ვას­თან ერ­თად, პო­ლი­ცი­ელ­მა მო­ვაჭ­რეს სი­ლა გა­აწ­ნა და სა­ხე­ში შე­ა­ფურ­თხა, მას და­ა­ვიწყ­და, რომ მა­რა­დი­უ­ლად არაა ამ პო­ზი­ცი­ა­ზე და ერთ დღეს მა­საც აუცი­ლებ­ლად ჩა­ა­ნაც­ვ­ლე­ბენ.

დას­კ­ვ­ნის სა­ხით, შე­იძ­ლე­ბა ვთქვათ, რომ სამ­ყა­რო­ში მა­რა­დი­უ­ლი არა­ფე­რია, იქ­მ­ნე­ბა და ინ­გ­რე­ვა სის­ტე­მე­ბი, ერთს მე­ო­რე ჩა­ა­ნაც­ვ­ლებს და პირ­ვე­ლი და­ვიწყე­ბას მი­ე­ცე­მა. უმ­ჯო­ბე­სია, არ და­ვი­ვიწყოთ ლა­თი­ნუ­რი თქმუ­ლე­ბა — „გახ­სოვ­დეს სიკ­ვ­დი­ლი“ ან გა­ლაკ­ტი­ო­ნის სიტყ­ვე­ბი — „ვაი იმას, ვის სიკ­ვ­დი­ლი სი­ცოცხ­ლე­ში ავიწყ­დე­ბა“. უდი­დეს კე­ი­სარ­საც ხომ მუ­დამ თან დაჰ­ყ­ვე­ბო­და მო­ნა მარ­ტო იმის­თ­ვის, რომ ხში­რად შე­ეხ­სე­ნე­ბი­ნა მის­თ­ვის სიტყ­ვე­ბი: „კე­ი­სა­რო, შენც მოკ­ვ­და­ვი ხარ!“

ზოგ­ჯერ ადა­მი­ა­ნის ცხოვ­რე­ბა ნიღ­ბე­ბის თე­ატრს ემ­ს­გავ­სე­ბა

ჯე­მალ ქარ­ჩხა­ძე „მე­თერ­თ­მე­ტე მცნე­ბა“

ლი­კა მა­ჭა­რა­ძე – ან­დ­რია რაზ­მა­ძის სახ. ქუ­თა­ი­სის №41 ფი­ზი­კა-მა­თე­მა­ტი­კის სა­ჯა­რო სკო­ლა

„როს ვი­ბა­დე­ბით ვსტი­რით, რომ სუ­ლელთ თა­მა­შაა კაც­თა ცხოვ­რე­ბა,“ – ამ­ბობს შექ­ს­პი­რი და ააშ­კა­რა­ვებს თუ რა­ო­დენ ცრუ, მწი­რი და შე­მო­საზღ­ვ­რუ­ლია ადა­მი­ან­თა არ­სე­ბო­ბა, რო­მე­ლიც მთე­ლი თა­ვი­სი გუ­ლის გა­მაწ­ვ­რი­ლებ­ლად მო­მა­ბეზ­რე­ბე­ლი პრო­ცე­სი­ით ნიღ­ბე­ბის თე­ატრს წა­ა­გავს. მარ­თ­ლაც, რა არის ჩვე­ნი ყო­ფა, თუ არა უსას­რუ­ლოდ გა­წე­ლი­ლი ტრა­გი­კო­მე­დია, რომ­ლის რე­ჟი­სო­რე­ბი, სცე­ნა­რის­ტე­ბი თუ მთა­ვა­რი მოქ­მე­დი პი­რე­ბიც ჩვენ­ვე ვართ და თუმ­ცა ყო­ვე­ლი­ვე ეს, ერ­თ­დ­რო­უ­ლად, შემ­ზა­რა­ვი, სიმ­წ­რის სი­ცი­ლის მომ­გ­ვ­რე­ლი და ღირ­სე­ბა­შემ­ლახ­ვე­ლია, ჩვენ მა­ინც ვე­გუ­ე­ბით და გან­ვაგ­რ­ძობთ უსიგ­რ­ძე­გა­ნო აბ­სურ­დ­ში შე­მაძ­რ­წუ­ნებ­ლად ყალბ არ­სე­ბო­ბას. სა­ბო­ლოო ჯამ­ში კი, ვცხოვ­რობთ არა­თუ ჩვე­ნი, არა­მედ ჩვენ მი­ერ გა­მო­ქან­და­კე­ბუ­ლი ნიღ­ბე­ბის ცხოვ­რე­ბით. ჩვენ არ ვართ ერ­თ­ნი, არა­მედ მრა­ვალ­ნი, ამ ეფე­მე­რულ არ­სე­ბა­თა ქა­ოს­ში კი ისე ვშორ­დე­ბით სა­კუ­თარ თა­ვებს, სარ­კე­ში ჩა­ხედ­ვის დროს ვხვდე­ბით, რომ სრუ­ლი­ად უცხოს ვუც­ქერთ. მა­ინც რა არის ადა­მი­ა­ნის არ­სე­ბო­ბა თუ არა ერ­თი დი­დი გრო­ტეს­კუ­ლი წარ­მოდ­გე­ნა, რომ­ლის შეს­რუ­ლე­ბი­სას, თუმ­ცა ან­შ­ლაგს ვე­ლო­დით, ფი­ას­კო ვი­გე­მეთ.

სწო­რედ აღ­ნიშ­ნულ სა­კითხ­ზეა სა­უ­ბა­რი ჯე­მალ ქარ­ჩხა­ძის მოთხ­რო­ბა­ში „მე­თერ­თ­მე­ტე მცნე­ბა“, სა­დაც ავ­ტო­რი მოგ­ვითხ­რობს სა­კუ­თარ მე და­კარ­გულ თე­ატ­რის მსა­ხი­ობ ზა­ალ ნი­ჟა­რა­ძე­ზე, რო­მელ­ზეც ნა­წარ­მო­ე­ბის და­საწყი­სი­დან­ვე ვი­გებთ, რომ ეგ­ზის­ტენ­ცი­ა­ლუ­რი კრი­ზი­სის ზღვარ­ზე იმ­ყო­ფე­ბა და ცდი­ლობს გა­ი­გოს თუ ვინ არის რე­ა­ლუ­რი ზა­ალ ნი­ჟა­რა­ძე – სარ­კე­ში არ­სე­ბუ­ლი გა­მო­სა­ხუ­ლე­ბა თუ სარ­კის მიღ­მა მდგა­რი სხე­უ­ლი. მის სუ­ლი­ერ გახ­ლე­ჩა­ზე შემ­დე­გი სიტყ­ვე­ბიც მეტყ­ვე­ლე­ბენ: „ორი ზა­ალ ნი­ჟა­რა­ძე უყუ­რებს ერ­თ­მა­ნეთს, ერ­თი ორი­გი­ნა­ლია, მე­ო­რე – ას­ლი, ნამ­დ­ვი­ლი რო­მე­ლია, თუ ორი­ვე ილუ­ზი­უ­რე­ბი ვართ,“ – სვამს კითხ­ვას ზა­ა­ლი. მარ­თ­ლაც და, ვინ არის იგი – თე­ატ­რის დი­დე­ბუ­ლი მსა­ხი­ო­ბი თუ ერ­თი უბად­რუ­კი ტი­კი­ნა, რო­მელ­საც ისე ათა­მა­შე­ბენ, რო­გორც მო­ე­სურ­ვე­ბათ. უკ­ვე გვი­ა­ნია ამ კითხ­ვის დას­მა, მან უკ­ვე და­კარ­გა სა­კუ­თა­რი თა­ვი და თა­ვის დამ­ღუპ­ველ ეგოს შეს­წი­რა. იგი ვე­ღა­რას­დ­როს იქ­ნე­ბა ისე­თი, რო­გო­რიც იყო ცხოვ­რე­ბის მღვრი­ემ­დე.

ზე­მოთ ხსე­ნე­ბულ თე­მას­თან და­კავ­ში­რე­ბით, ასე­ვე, შეგ­ვიძ­ლია გავიხსე­ნოთ ჰერ­მან ჰე­სეს დი­დე­ბუ­ლი ნა­წარ­მო­ე­ბი „ტრა­მა­ლის მგე­ლი“, სა­დაც მთე­ლი ნა­რა­ტი­ვი ეძღ­ვ­ნე­ბა ადა­მი­ა­ნის ძი­ე­ბას სა­კუ­თა­რი მეს სა­პოვ­ნე­ლად, გან­სა­კუთ­რე­ბით კი დას­კ­ვ­ნით ნა­წილ­ში აღ­წე­რი­ლი მოგ­ზა­უ­რო­ბა მა­გი­ურ თე­ატ­რ­ში გვი­ხელს თვალს თუ რას წარ­მო­ად­გენს რე­ა­ლუ­რად ჰა­რი ჰა­ლე­რი და რას წარ­მო­ად­გენს სა­ერ­თოდ ადა­მი­ა­ნი.

დღე­ვან­დელ რე­ა­ლო­ბა­ში კი არა, სა­ერ­თო­დაც, ყო­ველ­თ­ვის იარ­სე­ბებს კითხ­ვა — „ვინ ვარ მე?“, მაგ­რამ რაც დრო გა­დის, ვფიქ­რობ, ეს კითხ­ვა კი­დევ უფ­რო ბუნ­დო­ვა­ნე­ბით მო­ცუ­ლი ხდე­ბა. არ­სე­ბუ­ლი რე­ა­ლო­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, ადა­მი­ა­ნე­ბი ძა­ლი­ან მარ­ტი­ვად ვხდე­ბით სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი წნე­ხის, სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბი­სა თუ ტე­ლე­ვი­ზი­ის მსხვერ­პ­ლ­ნი. ცხოვ­რე­ბის ყვე­ლა სფე­რო­დან ზე­წო­ლა იმ მთა­ვარ მი­ზეზ­თა­გა­ნია, რაც სა­კუ­თა­რი თა­ვის და­კარ­გ­ვას და იმად ყოფ­ნას გვა­ი­ძუ­ლებს, რაც არას­დ­როს ვყო­ფილ­ვართ და არც არას­დ­როს ვიქ­ნე­ბით. კა­ცობ­რი­ო­ბა თან­და­თან სი­ყალ­ბი­სა და ჭუჭყის უფ­ს­კ­რუ­ლის­კენ მი­ე­ქა­ნე­ბა, ჩვენ კი, უბ­რა­ლოდ, ფუ­ჭი დრო­ე­ბის თავ­ლაფ­დას­ხ­მუ­ლი მა­რი­ო­ნე­ტე­ბი ვართ, რო­მელ­თაც შიგ­ნე­უ­ლო­ბა გა­მო­ა­ცა­ლეს და თა­ვე­ბი ცრუ­არ­სე­ბო­ბის იდე­ა­ლე­ბით გა­მოგ­ვი­ტე­ნეს. ის­ღა დაგ­ვ­რ­ჩე­ნია, ან შე­ვე­გუ­ოთ ამ შე­უ­რაცხ­მ­ყო­ფელ გა­მას­ხა­რა­ვე­ბას, ან დრო­ზე ვი­პო­ვოთ გზა ჭეშ­მა­რი­ტი მეს­კენ.

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები