20 აპრილი, შაბათი, 2024

პრობ­ლე­მის მას­შ­ტა­ბუ­რო­ბი­სა და სა­ჭი­რო­ე­ბის გა­აზ­რე­ბის შემ­დეგ მივ­ხ­ვ­დი, რომ ეს ის სფე­როა, რო­მე­ლიც უნ­და შევ­ც­ვა­ლო 

spot_img

მაია რიჟვაძე

პრაქტიკანტი ინკლუზიური განათლების მიმართულებით

 

 

✔️ მაია, გვი­ამ­ბე შენ­ზე…

და­ვი­ბა­დე ხუ­ლო­ში, და­ვამ­თავ­რე ხუ­ლოს სა­ჯა­რო სკო­ლა. ჩემს გა­ნათ­ლე­ბა­სა და გან­ვი­თა­რე­ბა­ში დი­დი წვლი­ლი ჩემს ოჯახს მი­უძღ­ვის, რო­მე­ლიც მუდ­მი­ვად ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი იყო ჩე­მი ცოდ­ნის გაღ­რ­მა­ვე­ბა­ზე. ბავ­შ­ვო­ბი­დან დღემ­დე, ოჯა­ხის დიდ მხარ­და­ჭე­რას ვგრძნობ, რაც მო­ტი­ვა­ცი­ას მაძ­ლევს. გა­მომ­დი­ნა­რე იქი­დან, რომ სკო­ლა­ში მი­ღე­ბუ­ლი ცოდ­ნა უფ­რო ტრა­დი­ცი­ულ სწავ­ლე­ბა­ზეა ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი, სკო­ლი­დან­ვე აქ­ტი­უ­რი მო­ქა­ლა­ქე ვი­ყა­ვი, მუდ­მი­ვად ჩარ­თუ­ლი პრო­ექ­ტებ­ში, ვთა­ნამ­შ­რომ­ლობ­დი არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­თან. ჩე­მი რა­ი­ო­ნის­თ­ვის რამ­დე­ნი­მე დი­დი პრო­ექ­ტიც გა­ვა­კე­თე, რომ­ლებ­მაც და­დე­ბი­თი გავ­ლე­ნა მო­ახ­დი­ნა ჩვენს თემ­ზე.

სკო­ლის დამ­თავ­რე­ბის შემ­დე, ჩა­ვა­ბა­რე ილი­ას სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, ბიზ­ნეს ად­მი­ნის­ტ­რი­რე­ბის ფა­კულ­ტეტ­ზე და მე­ო­რე კურ­სის დას­რუ­ლე­ბის­თა­ნა­ვე და­ვიწყე მუ­შა­ო­ბა მარ­კე­ტინ­გის მი­მარ­თუ­ლე­ბით. სამ­წუ­ხა­როდ, ქარ­თუ­ლი გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა არ გვაძ­ლევს სა­შუ­ა­ლე­ბას, ზუს­ტად ავირ­ჩი­ოთ პრო­ფე­სია, რო­მელ­შიც ნამ­დ­ვი­ლად ვი­პო­ვით სა­კუ­თარ თავს, ამი­ტომ მუდ­მივ ძი­ე­ბა­ში ვი­ყა­ვი.

2019-21 წლებ­ში ვსწავ­ლობ­დი კავ­კა­სი­ის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, მა­გის­ტ­რა­ტუ­რა­ზე, სტრა­ტე­გი­უ­ლი კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით.

✔️ პრო­ფე­სია რამ­დენ­ჯერ­მე შე­იც­ვა­ლე და სა­ბო­ლოო არ­ჩე­ვა­ნი გა­ა­კე­თე. ამ­ჟა­მად რა საქ­მი­ა­ნო­ბას ეწე­ვი?

გერ­მა­ნი­ა­ში, დრეზ­დე­ნის კლა­ინ­ვა­ჰა­უს სპე­ცი­ა­ლურ სკო­ლა­ში, მო­ხა­ლი­სედ ვმუ­შა­ობ, სპე­ცი­ა­ლუ­რი მას­წავ­ლებ­ლის დამ­ხ­მა­რის პო­ზი­ცი­ა­ზე. ახ­ლა ზუს­ტად იმ ად­გი­ლას ვარ, სა­დაც წლე­ბის წინ უნ­და ვყო­ფი­ლი­ყა­ვი. მი­უ­ხე­და­ვად ბევ­რი დაბ­რ­კო­ლე­ბი­სა, მი­ხა­რია, რომ მა­ინც შევ­ძე­ლი, 24 წლის ასაკ­ში, პრო­ფე­სი­ის ცვლი­ლე­ბა, სა­ინ­ტე­რე­სო მი­მარ­თუ­ლე­ბის აღ­მო­ჩე­ნა და წინ­ს­ვ­ლა.

დღის გან­მავ­ლო­ბა­ში 7 სა­ათს ვმუ­შა­ობ. ჩე­მი ყო­ვე­ლი დღე გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი და სა­ინ­ტე­რე­სოა. მი­წევს სხვა­დას­ხ­ვა კლას­ში მუ­შა­ო­ბა, ყო­ველ­დღი­უ­რად ახა­ლი მოს­წავ­ლე­ე­ბის აღ­მო­ჩე­ნა და ახა­ლი გეგ­მე­ბის შე­მუ­შა­ვე­ბა. ყვე­ლა კლას­ში მხო­ლოდ ერ­თი მოს­წავ­ლე მყავს, მას­თან ერ­თად ვმუ­შა­ობ და პა­სუ­ხის­მ­გე­ბე­ლი ვარ. ერ­თი თვით ად­რე ვად­გენთ კონ­კ­რე­ტულ ინ­დი­ვი­დუ­ა­ლურ გეგ­მებს, იმ სა­ერ­თო სტან­დარ­ტე­ბის მი­ხედ­ვით, რაც სკო­ლას აქვს შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი. ყო­ვე­ლი დღე გა­წე­რი­ლია, სა­ა­თე­ბი­სა და აქ­ტი­ვო­ბე­ბის ჩათ­ვ­ლით. რა თქმა უნ­და, მე, რო­გორც მო­ხა­ლი­სე, გეგ­მას მას­წავ­ლებ­ლებ­თან ერ­თად ვად­გენ, თუმ­ცა ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია ჩე­მი ჩარ­თუ­ლო­ბა, გა­მომ­დი­ნა­რე იქი­დან, რომ თვის ბო­ლოს ბავ­შ­ვის უნა­რე­ბის შე­ფა­სე­ბა და და­კის­რე­ბუ­ლი ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბის შეს­რუ­ლე­ბის ხა­რის­ხის გან­საზღ­ვ­რა მი­წევს. კონ­კ­რე­ტუ­ლად ერ­თი საქ­მის გა­მო­ყო­ფა მი­ჭირს, რად­გან ჩე­მი აქ­ტი­ვო­ბე­ბი კლას­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი, თუმ­ცა, გან­სა­კუთ­რე­ბით გა­მოვ­ყოფ­დი გან­ვი­თა­რე­ბის ეტაპს, რაც ჩემ­თ­ვის ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო და სა­პა­სუ­ხის­მ­გებ­ლოა. კონ­კ­რე­ტუ­ლი მიზ­ნის მიღ­წე­ვის­თ­ვის აუცი­ლე­ბე­ლია, ორი­ვე მხა­რე იყოს ჩარ­თუ­ლი და აქ­ტი­ვო­ბე­ბიც შე­სა­ბა­მი­სად უნ­და დავ­გეგ­მოთ. მათ­თან ერ­თად, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სიფ­რ­თხი­ლით ვას­რუ­ლებ ყვე­ლა აქ­ტი­ვო­ბას, რად­გან მეც ახალ­ბე­და ვარ ამ პრო­ფე­სი­ა­ში და მათ­თან ერ­თად ვეც­ნო­ბი ყვე­ლა სი­ახ­ლეს. ჩე­მი თი­თო­ე­უ­ლი მოს­წავ­ლის მიღ­წე­ვა დი­დი დღე­სას­წა­უ­ლია, რად­გან ეს მაძ­ლევს მო­ტი­ვა­ცი­ას, ვი­ყო თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლი და, სა­მო­მავ­ლოდ, საქ­მის პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი.

✔️ რა მი­ზანს ისა­ხავ­და, მე­გობ­რებ­თან ერ­თად, სა­ი­ნი­ცი­ა­ტი­ვო ჯგუ­ფის „ახალ­გაზ­რ­დე­ბი ხუ­ლოს­თ­ვის“ შექ­მ­ნა? თქვენ მი­ერ კარ­და­კარ შე­მოვ­ლი­ლი ოჯა­ხე­ბის მა­გა­ლით­ზე, რა სუ­რა­თი დაგ­ხ­ვ­დათ აჭა­რის მა­ღალ­მ­თი­ან სოფ­ლებ­ში, რო­გო­რია გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სა­ჭი­რო­ე­ბის მქო­ნე ბავ­შ­ვე­ბის ყო­ველ­დღი­უ­რო­ბა?

პან­დე­მი­ის დაწყე­ბის შემ­დეგ, ხუ­ლო­ში დავ­ბ­რუნ­დი და მე­გობ­რებ­თან ერ­თად, მო­ხა­ლი­სე­ობ­რი­ვი ორ­გა­ნი­ზა­ცია „ახალ­გაზ­რ­დე­ბი ხუ­ლოს­თ­ვის“ და­ვა­ფუძ­ნე. ამ პე­რი­ოდ­ში 70-მდე სო­ფე­ლი მო­ვი­ა­რეთ, 150-მდე ოჯა­ხის მხარ­და­სა­ჭე­რად. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, მა­ღალ­მ­თი­ა­ნი აჭა­რის ეკო­ნო­მი­კუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა ნა­წი­ლობ­რივ და­მო­კი­დე­ბუ­ლია მე­ზო­ბელ თურ­ქეთ­ში სე­ზო­ნუ­რად სა­მუ­შა­ოდ გა­და­სულ მო­სახ­ლე­ო­ბა­ზე, ამი­ტომ, ამ კუთხით, ჩვე­ნი ჩარ­თუ­ლო­ბა და მხარ­და­ჭე­რა აუცი­ლე­ბე­ლი იყო. „ახალ­გაზ­რ­დე­ბი ხუ­ლოს­თ­ვის“, დღე­ვან­დე­ლი გად­მო­სა­ხე­დი­დან, ჩემ­თ­ვის იყო არა მხო­ლოდ 150-მდე ოჯა­ხის მხარ­და­ჭე­რა, არა­მედ ჩე­მი რა­ი­ო­ნის 70-მდე სოფ­ლის მო­სახ­ლე­ო­ბის პრობ­ლე­მე­ბი­სა და ყო­ველ­დღი­უ­რო­ბის გა­ზი­ა­რე­ბა. მა­ღალ­მ­თი­ან აჭა­რა­ში მცხოვ­რებ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სა­ჭი­რო­ე­ბის მქო­ნე ბავ­შ­ვებს ძა­ლი­ან სჭირ­დე­ბათ ჩვე­ნი მხარ­და­ჭე­რა, რად­გან ბევ­რი მათ­გა­ნი, რო­გორც თა­ვად ამ­ბობ­დ­ნენ, სკო­ლა­ში ორი მი­ზე­ზის გა­მო არ და­დის – ან სპეც­მას­წავ­ლე­ბე­ლი არ ჰყავთ, ან სკო­ლა არ არის ადაპ­ტი­რე­ბუ­ლი მა­თი სა­ჭი­რო­ე­ბე­ბის მი­ხედ­ვით.

ის, რომ ქვე­ყა­ნა­ში ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბა ახა­ლია და ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით ძა­ლი­ან ბევ­რი სა­მუ­შაო გვაქვს, გან­სა­კუთ­რე­ბით მა­შინ გა­ვი­აზ­რე, რო­დე­საც გერ­მა­ნი­ის სპე­ცი­ა­ლურ სკო­ლა­ში და­ვიწყე მუ­შა­ო­ბა და აქა­უ­რი სტან­დარ­ტე­ბი ჩვენ­სას შე­ვა­და­რე. ვფიქ­რობ, აუცი­ლე­ბე­ლია, ბევ­რი ვი­სა­უბ­როთ ამ საკითხზე, იმ ბავ­შ­ვე­ბი­სა და მშობ­ლე­ბის ჩარ­თუ­ლო­ბით, რომ­ლებ­საც თა­ვად ეხე­ბათ ეს პრობ­ლე­მე­ბი. ჩვე­ნი აქ­ტი­უ­რო­ბა იმ პან­დუ­სებს არ უნ­და და­ემ­ს­გავ­სოს, ფა­სა­დუ­რად რომ ამ­შ­ვე­ნებს სა­ჯა­რო შე­ნო­ბებს და ბევ­რი მათ­გა­ნი სტან­დარ­ტებ­საც ვერ აკ­მა­ყო­ფი­ლებს, მა­თი დახ­რი­ლო­ბი­სა თუ ზო­მე­ბის მი­ხედ­ვით.

✔️ ბო­ლო ორი წე­ლია, ევ­რო­პა­ში გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სა­ჭი­რო­ე­ბის მქო­ნე ბავ­შ­ვებ­თან მო­ხა­ლი­სედ მუ­შა­ობ. რა იყო ის მთა­ვა­რი, რა­მაც გა­ნა­პი­რო­ბა ამ ბავ­შ­ვე­ბის მდგო­მა­რე­ო­ბით და­ინ­ტე­რე­სე­ბა?

მო­ხა­ლი­სე­ობ­რი­ვი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის „ახალ­გაზ­რ­დე­ბი ხუ­ლოს­თ­ვის“ ფარ­გ­ლებ­ში მუ­შა­ო­ბის პე­რი­ოდ­მა, ვფიქ­რობ, გარ­დამ­ტე­ხი რო­ლი შე­ას­რუ­ლა ჩე­მი პრო­ფე­სი­ის ცვლი­ლე­ბა­ზე. სოფ­ლებ­ში მოგ­ზა­უ­რო­ბის, რა­ი­ო­ნის მო­სახ­ლე­ო­ბას­თან შეხ­ვედ­რი­სას, მა­თი პრობ­ლე­მე­ბი­სა და ყო­ველ­დღი­უ­რო­ბის გა­ზი­ა­რე­ბი­სას, ბევ­რი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სა­ჭი­რო­ე­ბის მქო­ნე ადა­მი­ა­ნი აღ­მო­ვა­ჩი­ნე, რო­მე­ლიც ად­რე არა­სო­დეს მი­ნა­ხავს ქუ­ჩა­ში, სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ტრან­ს­პორ­ტ­ში თუ უბ­რა­ლოდ სუფ­თა ჰა­ერ­ზე მო­სე­ირ­ნე. რო­ცა მი­ზე­ზე­ბის გარ­კ­ვე­ვა და­ვიწყე აღ­მო­ვა­ჩი­ნე, რომ, სამ­წუ­ხა­როდ, ძა­ლი­ან ბევ­რი ბავ­შ­ვია მა­ღალ­მ­თი­ან აჭა­რა­ში, რომ­ლე­ბიც ვერ ახერ­ხე­ბენ სკო­ლა­ში გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბას, რად­გან არ ჰყავთ სპე­ცი­ა­ლუ­რი მას­წავ­ლე­ბე­ლი ან გა­რე­მო არ არის ადაპ­ტი­რე­ბუ­ლი. ამ პრობ­ლე­მის მას­შ­ტა­ბუ­რო­ბი­სა და სა­ჭი­რო­ე­ბის გა­აზ­რე­ბის შემ­დეგ, მივ­ხ­ვ­დი, ეს ის სფე­რო იყო, რო­მე­ლიც უნ­და შე­მეც­ვა­ლა, სწო­რედ ასე აღ­მოვ­ჩ­ნ­დი ევ­რო­პის სო­ლი­და­რო­ბის კორ­პუ­სის მო­ხა­ლი­სე პო­ლო­ნე­თის ინ­კ­ლუ­ზი­ურ სა­ბავ­შ­ვო ბაღ­ში.

ჩე­მი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბის ერთ-ერ­თი გან­მა­პი­რო­ბე­ბე­ლი იყო ასე­ვე ჩემს ყო­ველ­დღი­უ­რო­ბა­ში მე­ზო­ბე­ლი შო­თი­კოს და მი­სი მშობ­ლე­ბის არ­სე­ბო­ბა. ჩვენს სკო­ლა­ში შო­თი­კო პირ­ვე­ლი ეტ­ლით მო­სარ­გებ­ლე მოს­წავ­ლე იყო, რო­მელ­მაც სწავ­ლა საკ­ლა­სო ოთახ­ში, სას­წავ­ლო მერ­ხ­თან და­იწყო. მახ­სოვს, ვიდ­რე ლიფ­ტი გა­კეთ­დე­ბო­და, ყო­ველ­დღე, მა­მას ხე­ლით აჰ­ყავ­და კი­ბე­ებ­ზე, რა­თა გაკ­ვე­თი­ლებს დას­წ­რე­ბო­და. შემ­დეგ სკო­ლა­ში ლიფ­ტი გა­კეთ­და, რა­მაც შო­თას ყო­ველ­დღი­უ­რო­ბა გა­უ­ად­ვი­ლა. თუმ­ცა, ფაქ­ტია, დღემ­დე სკო­ლა­ში სპე­ცი­ა­ლუ­რი კლა­სი არ არ­სე­ბობს, სპორ­ტ­დარ­ბა­ზი არ არის ადაპ­ტი­რე­ბუ­ლი, შო­თი­კოს მხო­ლოდ პირ­ველ სარ­თულ­ზე შე­უძ­ლია გა­და­ად­გი­ლე­ბა… ეს დი­დი მო­ტი­ვა­ცია იყო ჩემ­თ­ვის, რომ „სხვა შო­თი­კოს­თ­ვის“ მა­ინც შე­მექ­მ­ნა, სულ მცი­რე, სპე­ცი­ა­ლუ­რი ოთა­ხი, ამის­თ­ვის კი გა­მოც­დი­ლე­ბა და უფ­რო მე­ტის გა­გე­ბა მჭირ­დე­ბო­და ამ სფე­რო­ში. ვი­აზ­რებ­დი იმა­საც, რომ ეს რთუ­ლი, სა­პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო და მი­ზან­მი­მარ­თუ­ლი ნა­ბი­ჯი იყო. მჯე­რო­და, რომ ჩე­მი გა­მოც­დი­ლე­ბა, ბიზ­ნეს ად­მი­ნის­ტ­რი­რე­ბი­სა და სტრა­ტე­გი­უ­ლი კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით, დიდ როლს შე­ას­რუ­ლებ­და ჩემს გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა­ში და ამა­ში მაშინ დავ­რ­წ­მუნ­დი, რო­დე­საც უშუ­ა­ლოდ ამ კუთხით და­ვიწყე მუ­შა­ო­ბა.

✔️ ევ­რო­პუ­ლი მო­დე­ლის გა­საც­ნო­ბად, გა­მოც­დი­ლე­ბის დაგ­რო­ვე­ბის მიზ­ნით, თავ­და­პირ­ვე­ლად, პო­ლო­ნეთ­ში მუ­შა­ობ­დით ადაპ­ტი­რე­ბულ ინ­კ­ლუ­ზი­ურ ბაღ­ში აუტიზ­მის სპექ­ტ­რის მქო­ნე ბავ­შ­ვებ­თან, შემ­დეგ — გერ­მა­ნი­ა­ში, მო­ხა­ლი­სედ სპე­ცი­ა­ლურ სკო­ლა­ში. ალ­ბათ ძა­ლი­ან დი­დია გან­ს­ხ­ვა­ვე­ბაა, ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით, ევ­რო­პულ ქვეყ­ნებ­სა და სა­ქარ­თ­ვე­ლოს შო­რის. რო­გო­რია უცხო­უ­რი სას­კო­ლო და სკო­ლამ­დე­ლი მო­დე­ლი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სა­ჭი­რო­ე­ბის მქო­ნე ბავ­შ­ვე­ბის­თ­ვის?

პირ­ველ რიგ­ში, მინ­და გითხ­რათ, რომ სწო­რი ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბის შე­საქ­მ­ნე­ლად აუცი­ლე­ბე­ლია სა­კითხის სწო­რად პრე­ზენ­ტი­რე­ბა, სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან მარ­თე­ბუ­ლად მი­ტა­ნა და გაც­ნო­ბა. ყვე­ლა­ზე დი­დი გან­ს­ხ­ვა­ვე­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბის მიდ­გო­მით იწყე­ბა. ევ­რო­პა­ში გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სა­ჭი­რო­ე­ბის მქო­ნე ადა­მი­ა­ნე­ბის მი­მართ ემო­ცი­უ­რად ისე არ არი­ან გან­წყო­ბი­ლი, რო­გორც სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში, რაც სას­წავ­ლო პრო­ცესს ეფექ­ტუ­რად წარ­მარ­თ­ვა­ში ეხ­მა­რე­ბა.

გა­მოც­დი­ლე­ბის გა­ზი­ა­რე­ბას და­ვიწყებ პო­ლო­ნე­თით. ეს იყო ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი სა­ბავ­შ­ვო ბა­ღი, სა­დაც აუტიზ­მის სპექ­ტ­რის ბავ­შ­ვე­ბი ინ­ტეგ­რი­რე­ბუ­ლად სწავ­ლო­ბენ. აქ­ტი­ვო­ბე­ბი და­გეგ­მი­ლი იყო მონ­ტე­სო­რი­სა და ვოლ­დორ­ფის მე­თო­დე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით. სკო­ლამ­დე­ლი ასა­კი­დან ბავ­შ­ვე­ბი ინ­კ­ლუ­ზი­ურ გა­რე­მო­ში სწავ­ლო­ბენ, რაც მათ ეხ­მა­რე­ბათ, ამ ასა­კი­დან­ვე იყ­ვ­ნენ ტო­ლე­რან­ტე­ბი, და­ეხ­მა­რონ ერ­თ­მა­ნეთს სას­წავ­ლო პრო­ცეს­ში. ყვე­ლა ბავ­შ­ვ­მა იცო­და, რომ აუტიზ­მის სპექ­ტ­რის მქო­ნე ბავ­შ­ვებს ხმა­უ­რი აწუ­ხებთ, იცოდ­ნენ ისიც, რომ მსგავს სი­ტუ­ა­ცი­ა­ში, თუ დის­კომ­ფორტს უქ­მ­ნიდ­ნენ თა­ნა­ტოლს, ისი­ნი აუცი­ლებ­ლად უნ­და გა­ჩუ­მე­ბუ­ლიყ­ვ­ნენ.

3 წლის ასა­კი­დან, ბავ­შ­ვე­ბი ის­მენ­დ­ნენ სა­ბავ­შ­ვო პრე­ზენ­ტა­ცი­ებს თე­მებ­ზე: ტო­ლე­რან­ტო­ბა, ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბა. ვაძ­ლევ­დი სი­ტუ­ა­ცი­ურ ამო­ცა­ნებს, რა თქმა უნ­და, ასა­კის შე­სა­ბა­მისს, რომ თა­ვად მი­ე­ღოთ სწო­რი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბე­ბი. ჩემ­თ­ვის ძა­ლი­ან დი­დი გა­მოც­დი­ლე­ბა იყო იმ მას­წავ­ლებ­ლებ­თან მუ­შა­ო­ბა, რომ­ლებ­საც ამ სფე­რო­ში 15-წლი­ა­ნი გა­მოც­დი­ლე­ბა ჰქონ­დათ. სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ამ კუთხით არ მი­მუ­შა­ვია, ამი­ტომ შე­და­რე­ბა გა­მი­ჭირ­დე­ბა, თუმ­ცა მშობ­ლე­ბის­გან რაც მეს­მის, რა­საც სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის სხვა­დას­ხ­ვა ჯგუ­ფებ­ში ვხე­დავ, ვფიქ­რობ, ძა­ლი­ან რთუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბაა. არის შემ­თხ­ვე­ვე­ბი, რო­დე­საც სსსმ ბავ­შ­ვე­ბი თა­ნა­ტო­ლე­ბის მხრი­დან ბუ­ლინ­გის მსხვერ­პ­ლი ხდე­ბი­ან, ასე­ვე პე­და­გო­გე­ბის მიდ­გო­მაც არ არის ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი, რაც ხში­რად ბავ­შ­ვის გა­ღი­ზი­ა­ნე­ბას ან მდგო­მა­რე­ო­ბის დამ­ძი­მე­ბას იწ­ვევს. ამ მხრივ, პო­ლო­ნეთ­ში, სრუ­ლი პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბით შე­მიძ­ლია ვთქვა, გა­რე­მო ნამ­დ­ვი­ლად იდე­ა­ლუ­რია.

რაც შე­ე­ხე­ბა გერ­მა­ნი­ას, სკო­ლა­ში, სა­დაც მო­ხა­ლი­სედ ვმუ­შა­ობ, გა­რე­მო სრუ­ლად ინ­ტეგ­რი­რე­ბუ­ლია, რო­გორც საკ­ლა­სო ოთა­ხე­ბი, ასე­ვე სა­პირ­ფა­რე­შო­ე­ბი, სა­სა­დი­ლო­ე­ბი და სპორ­ტუ­ლი დარ­ბა­ზი. ეს არის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სა­ჭი­რო­ე­ბის სკო­ლა, სა­დაც სხვა­დას­ხ­ვა სა­ჭი­რო­ე­ბის მქო­ნე ბავ­შ­ვი სწავ­ლობს. კლა­სებ­ში, რო­მე­ლიც ასა­კობ­რი­ვი ზღვრი­სა და შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის მი­ხედ­ვი­თაა და­ყო­ფი­ლი, ძი­რი­თა­დად, 5-7 მოს­წავ­ლე სწავ­ლობს.

მას­წავ­ლებ­ლე­ბის მო­ტი­ვა­ცია და ენერ­გია ჩემ­ში დიდ ენ­თუ­ზი­აზმს იწ­ვევს და ეს მუხ­ტი, რა თქმა უნ­და, ყვე­ლა მოს­წავ­ლე­ზე გა­და­დის. სკო­ლა­ში ძა­ლი­ან დიდ მნიშ­ვ­ნე­ლო­ბას ანი­ჭე­ბენ მას­ლო­უს გან­წყო­ბის თე­ო­რი­ას და მაქ­სი­მა­ლუ­რად პო­ზი­ტი­უ­რი გან­წყო­ბე­ბის შექ­მ­ნას ცდი­ლო­ბენ. სა­გაკ­ვე­თი­ლო პრო­ცე­სე­ბი ტრა­დი­ცი­უ­ლი სკო­ლის­გან გან­ს­ხ­ვავ­დე­ბა და ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი გეგ­მის მი­ხედ­ვი­თაა შედ­გე­ნი­ლი. ყვე­ლა მოს­წავ­ლემ იცის, რომ საქ­მე, რო­მელ­საც მას­წავ­ლე­ბე­ლი ავა­ლებს, აუცი­ლებ­ლად შე­უძ­ლია გა­ა­კე­თოს და ეს ძა­ლი­ან დიდ როლს თა­მა­შობს მათ გან­ვი­თა­რე­ბა­ში. ყვე­ლა მოს­წავ­ლეს, სა­ჭი­რო­ე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, აქვს სა­მე­ცა­დი­ნო პლან­შე­ტი, რაც მეტყ­ვე­ლე­ბას უად­ვი­ლებს და ყო­ველ­დღი­უ­რი გა­მოწ­ვე­ვე­ბის დაძ­ლე­ვა­ში ეხ­მა­რე­ბა. ასე­ვე, მომ­წონს აქა­უ­რი დის­ციპ­ლი­ნა, მა­გა­ლი­თად, შერ­ჩე­უ­ლი გვაქვს კონ­კ­რე­ტუ­ლი მუ­სი­კა, რომ­ლის გა­გო­ნე­ბის შემ­დეგ, თი­თო­ე­ულ­მა მოს­წავ­ლემ იცის, რომ უნ­და აალა­გოს სა­თა­მა­შო­ე­ბი და და­იწყოს სა­გაკ­ვე­თი­ლო პრო­ცე­სი.

✔️ მაია, შენ ამ­ბობ, რომ „ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში, ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი გა­რე­მო ზუს­ტად ისე­თი­ვე ფორ­მა­ლუ­რი და შაბ­ლო­ნუ­რია რო­გორც პან­დუ­სე­ბი, ფა­სა­დუ­რად რომ ამ­შ­ვე­ნებს სა­ჯა­რო შე­ნო­ბებს და ბევ­რი მათ­გა­ნი სტან­დარ­ტებ­საც ვერ აკ­მა­ყო­ფი­ლებს, მა­თი დახ­რი­ლო­ბი­სა თუ ზო­მე­ბის მი­ხედ­ვით“. რა არის ქარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რი პრობ­ლე­მა?

სამ­წუ­ხა­როდ, ამ მხრივ, დი­დი და სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი გვაქვს. რო­ცა ქუ­ჩა­ში ეტ­ლით მო­სარ­გებ­ლე ადა­მი­ა­ნებს ვხე­დავთ, ძა­ლი­ან ემო­ცი­უ­რად ვიქ­ცე­ვით, ან გვე­ცო­დე­ბა, ან გან­სა­კუთ­რე­ბულ ყუ­რადღე­ბას გა­მოვ­ხა­ტავთ მის მი­მართ… მი­ნა­ხავს მათ და­ნახ­ვა­ზე ადა­მი­ა­ნებს უტი­რი­ათ კი­დეც, ეს ძა­ლი­ან აფერ­ხებს ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი გა­რე­მოს გან­ვი­თა­რე­ბას.

პირ­ველ რიგ­ში, ამ თე­მა­ზე, ჩვენ ყვე­ლამ ღი­ად, ძა­ლი­ან ბევ­რი უნ­და ვი­სა­უბ­როთ. რა თქმა უნ­და, ცვლი­ლე­ბე­ბის და­საწყე­ბად, საკ­მა­ოდ ბევ­რი ნა­ბი­ჯი გვაქვს გა­დად­გ­მუ­ლი, თუმ­ცა ეს მხო­ლოდ და­საწყი­სია. კარ­გი იქ­ნე­ბა მე­დი­ის უფ­რო მე­ტი ჩარ­თუ­ლო­ბა, ასე­ვე ბიზ­ნე­სის და­ინ­ტე­რე­სე­ბა, მე­ტი სა­უ­ბა­რი შეც­ვ­ლის მდგო­მა­რე­ო­ბას, თუმ­ცა აუცი­ლე­ბე­ლია სწო­რი მე­სი­ჯე­ბი.

ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ერ­თად, უნ­და და­ვიწყოთ სა­უბ­რე­ბი მშობ­ლებ­თან. ტერ­მი­ნე­ბი, რაც სა­უბ­რის დროს მათ­გან მსმე­ნია, მა­თი შვი­ლე­ბის შე­სა­ხებ, სი­მარ­თ­ლე გითხ­რათ, გამ­კ­ვირ­ვე­ბია. მშო­ბე­ლი უნ­და იყოს პირ­ვე­ლი ინი­ცი­ა­ტო­რი ყვე­ლა სი­ახ­ლის. მეს­მის, რომ ქარ­თულ ენა­ზე, ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით, ბევ­რი მა­სა­ლა არ გვაქვს, თუმ­ცა, მი­ნი­მა­ლუ­რი ცოდ­ნის მი­სა­ღე­ბად საკ­მა­რი­სია. კი­დევ ერ­თხელ გა­ვუს­ვამ ხაზს იმ ფაქტს, რომ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი გა­რე­მო ახა­ლია. „ეგ და­უ­ნი“, „ინ­ვა­ლი­დი“ და მსგავ­სი ტერ­მი­ნე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა აფერ­ხებს ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი გა­რე­მოს გან­ვი­თა­რე­ბას. საკ­მა­ოდ ბევ­რ­ჯერ მსმე­ნია სა­ჯა­რო პი­რე­ბის­გან ეს სიტყ­ვე­ბი, ამ თე­მის გა­შუ­ქე­ბის დროს, ხში­რად, არც ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი ით­ვა­ლის­წი­ნე­ბენ მი­ნი­მა­ლურ სტან­დარ­ტებს და სა­ზო­გა­დო­ე­ბის ყუ­რიც ეჩ­ვე­ვა იმას, რაც მე­დი­იდან ეს­მით.

პრობ­ლე­მის გა­დაჭ­რის გზე­ბი აუცი­ლე­ბე­ლად უნ­და ვკითხოთ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სა­ჭი­რო­ე­ბის მქო­ნე ადა­მი­ნებს, ვი­სა­უბ­როთ მათ­თან ერ­თად, გავ­მარ­თოთ სა­ჯა­რო დის­კუ­სი­ე­ბი, არა ფორ­მა­ლუ­რი, არა­მედ მი­ზეზ-შე­დე­გობ­რი­ვი, მო­ვაწყოთ მე­ტი სივ­რ­ცე მათ­თ­ვის, რო­მე­ლიც იქ­ნე­ბა ინ­ტეგ­რი­რე­ბუ­ლი და ადაპ­ტი­რე­ბუ­ლი, მხო­ლოდ ასე­თი მიდ­გო­მით და და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბით შევ­ძ­ლებთ ამ სა­კითხის ერ­თობ­ლი­ვად მოგ­ვა­რე­ბას.

✔️ რას ისა­ხავს მიზ­ნად შენ მი­ერ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში შექ­მ­ნი­ლი ჯგუ­ფი „სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­ჭი­რო­ე­ბის სკო­ლა სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში“?

ფე­ის­ბუქ­ჯგუფის „სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­ჭი­რო­ე­ბის მქო­ნე სკო­ლა სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში“ შექ­მ­ნის მი­ზა­ნია მო­სახ­ლე­ო­ბის ცნო­ბი­ე­რე­ბის ამაღ­ლე­ბა, სა­უ­ბა­რი ინ­კ­ლუ­ზი­ურ გა­ნათ­ლე­ბა­სა და გა­რე­მოს შექ­მ­ნა­ზე. ვცდი­ლობ, მო­სახ­ლე­ო­ბას მაქ­სი­მა­ლუ­რად გა­ვუ­ზი­ა­რო ინ­ფორ­მა­ცია და ყვე­ლა გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი პოს­ტი იყოს სა­ინ­ტე­რე­სო და ინ­ფორ­მა­ცი­უ­ლი. ასე­ვე, ვთარ­გ­მ­ნი ინ­გ­ლი­სურ და გერ­მა­ნულ სტა­ტი­ებს, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბას რაც შე­იძ­ლე­ბა მე­ტი ინ­ფორ­მა­ცია მი­ვა­წო­დო. ყვე­ლა­ზე დიდ გა­მოწ­ვე­ვად მი­მაჩ­ნია ყო­ველ­დღი­უ­რო­ბა­ში იმ ტერ­მი­ნე­ბი­სა და მე­თო­დე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა, რო­მე­ლიც ამ ქვეყ­ნებ­შია დამ­კ­ვიდ­რე­ბუ­ლი, რად­გან სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში სრუ­ლი­ად გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი ტერ­მი­ნე­ბი გამოიყენება. ამ სფე­რო­ში მო­მუ­შა­ვე პი­რე­ბი ხში­რად მის­წო­რე­ბენ ტერ­მი­ნებს, რად­გან ქარ­თულ რე­ა­ლო­ბა­ში ესა თუ ის ტერ­მი­ნო­ლო­გია სენ­სი­ტი­უ­რად აღიქ­მე­ბა. მეც ვცდი­ლობ, ვიდ­რე რა­ი­მე აქ­ტი­ვო­ბას გა­ვა­კე­თებ, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მე­ტი ინ­ფორ­მა­ცია მო­ვი­ძიო ქარ­თულ რე­ა­ლო­ბა­ზე და შემ­დეგ დავ­დო სი­ახ­ლე­ე­ბი. ერთი სიტ­ყვით, ეს რთული საკითხია.

თუ გვინ­და პრობ­ლე­მე­ბის აღ­მოფხ­ვ­რა, უნ­და ვი­ყოთ „ხმა­უ­რი­ა­ნე­ბი“, თუნ­დაც სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში, ვი­ნა­ი­დან „ხმა­ურს“ შე­უძ­ლია და­დე­ბი­თი გავ­ლე­ნის მოხ­დე­ნა სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ზე. რად­გან უკ­ვე ორ­წ­ლი­ა­ნი გა­მოც­დი­ლე­ბა მაქვს, ორ გან­ს­ხ­ვა­ვე­ბულ ევ­რო­პულ ქვე­ყა­ნა­ში, მსურს ჩემს გა­მომ­წე­რებს გა­ვუ­ზი­ა­რო ინ­ფორ­მა­ცია აქა­ურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე, ვაჩ­ვე­ნო სკო­ლა, სა­დაც ვმუ­შა­ობ, რო­გორ არის ადაპ­ტი­რე­ბუ­ლი, რად­გან მო­მა­ვალ­ში იგი­ვე გა­ვა­კე­თოთ ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში და შევ­ძ­ლოთ სწო­რი ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო გა­რე­მოს შექ­მ­ნა.

✔️ რო­გორც ვი­ცი, სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბის შემ­დეგ, სურ­ვი­ლი გაქვს აჭა­რა­ში გახ­ს­ნა ევ­რო­პუ­ლი მო­დე­ლის ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბის ცენ­ტ­რი. რო­მე­ლი ევ­რო­პუ­ლი ქვეყ­ნის მოქ­მე­დი მო­დე­ლის გად­მო­ტა­ნას გეგ­მავ, რამ­დე­ნად გაქვს სა­ხელ­მ­წი­ფოს თა­ნად­გო­მის იმე­დი და თუ აპი­რებ სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­თან თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბას?

უდა­ვოა, რომ სკან­დი­ნა­ვი­უ­რი ქვეყ­ნე­ბის მო­დე­ლე­ბი ინ­კ­ლუ­ზი­ურ გა­ნათ­ლე­ბა­ში შე­უც­ვ­ლე­ლია, თუმ­ცა მე, ჯერ­ჯე­რო­ბით, მხო­ლოდ ონ­ლა­ინ მა­სა­ლე­ბით გა­ვე­ცა­ნი ამ ქვეყ­ნებ­ში არ­სე­ბულ მდგო­მა­რე­ო­ბას. ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში, ვფიქ­რობ, უფ­რო რე­ა­ლუ­რი იქ­ნე­ბა იმ მო­დე­ლის გად­მო­ტა­ნა, რო­მელ­შიც თა­ვად მი­ვი­ღე გა­მოც­დი­ლე­ბა. ორი­ვე და­წე­სე­ბუ­ლე­ბა, სა­დაც ვმუ­შა­ობ­დი, გერ­მა­ნი­ა­სა და პო­ლო­ნეთ­ში, ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი იყო მონ­ტე­სო­რი­სა და ვოლ­დორ­ფის სწავ­ლე­ბის მე­თო­დებ­ზე, რა­საც ვფიქ­რობ, სა­მო­მავ­ლოდ, სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში გა­მო­ვი­ყე­ნებ. ზო­გა­დად, პო­ლო­ნეთ­სა და გერ­მა­ნი­ა­ში, თით­ქ­მის ყვე­ლა შე­ნო­ბა ადაპ­ტი­რე­ბუ­ლია, რომ ყვე­ლა ადა­მი­ან­მა შეძ­ლოს სა­სურ­ველ შე­ნო­ბა­ში შეს­ვ­ლა, იქ­ნე­ბა ეს სკო­ლა, სა­ხელ­მ­წი­ფო სტრუქ­ტუ­რა თუ კერ­ძო სახ­ლი. ვფიქ­რობ, ამით უნ­და და­ვიწყოთ პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯე­ბი.

რაც შე­ე­ხე­ბა აჭა­რა­ში სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბის შექ­მ­ნის იდე­ას, ნამ­დ­ვი­ლად მინ­და იმ სკო­ლის ანა­ლო­გი გვქონ­დეს სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში, სა­დაც ახ­ლა ვმუ­შა­ობ. ამ სკო­ლა­ში გო­ნებ­რი­ვი და ფი­ზი­კუ­რი გან­ვი­თა­რე­ბის შე­ფერ­ხე­ბის მქო­ნე ბავ­შ­ვე­ბი სწავ­ლო­ბენ და ამა­ვე სკო­ლა­ში იღე­ბენ ყვე­ლა სა­ჭი­რო სერ­ვისს, რო­გო­რი­ცაა ლო­გო­პე­დია, ერ­გო­თე­რა­პია და ფი­ზი­ო­თე­რა­პია. ეს პრო­ცე­სი უად­ვი­ლებს ბავშვს მაქ­სი­მა­ლურ ჩარ­თუ­ლო­ბას სას­წავ­ლო პრო­ცეს­ში. კლა­სე­ბი ყვე­ლა ბავ­შ­ვის სა­ჭი­რო­ე­ბა­ზეა მორ­გე­ბუ­ლია, აქვთ და­სას­ვე­ნე­ბე­ლი და სა­თა­მა­შო კუთხე, რაც ხელს უწყობს მათ სენ­სო-მო­ტო­რულ გან­ვი­თა­რე­ბას.

რაც შე­ე­ხე­ბა თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბას, აქ ყოფ­ნისას ამ თე­მა­ზე მო­მუ­შა­ვე ბევ­რი სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი გა­ვი­ცა­ნი და, სა­მო­მავ­ლოდ, მათ­თან ერ­თად პრო­ექ­ტებ­საც მო­ვამ­ზა­დებ. ჩე­მი გერ­მა­ნე­ლი თა­ნამ­შ­რომ­ლე­ბი და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი არი­ან მო­ხა­ლი­სე­ობ­რი­ვი საქ­მი­ა­ნო­ბით, ჩა­ერ­თონ ცენ­ტ­რის მშე­ნებ­ლო­ბი­სა და და­გეგ­მა­რე­ბის საწყის ეტა­პებ­ზე, ასე­ვე მზად არი­ან თა­ვი­ან­თი გა­მოც­დი­ლე­ბის გა­ზი­ა­რე­ბის­თ­ვის. რაც შე­ე­ხე­ბა სა­ხელ­მ­წი­ფოს ჩარ­თუ­ლო­ბას, რა თქმა უნ­და, მა­თი და­ინ­ტე­რე­სე­ბა, ჩარ­თუ­ლო­ბა და აქ­ტი­ვო­ბა ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია. მჯე­რა, რომ აუცი­ლებ­ლად შევ­ძ­ლებთ სა­ერ­თო ინ­ტე­რე­სე­ბის გა­მო­ნახ­ვას ამ თე­მის ირ­გ­ვ­ლივ, რად­გან ეს ერ­თი რო­მე­ლი­მე რე­გი­ო­ნის პრობ­ლე­მა არ არის, ეს პრობ­ლე­მა მთელ ქვე­ყა­ნა­ში გვაქვს, ყვე­ლა სფე­რო­ში.

და­ბო­ლოს, დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლი ვარ ზო­გა­დად პრო­ცე­სი, სა­ინ­ტე­რე­სოს­თან ერ­თად, რთუ­ლი და სა­პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო იქ­ნე­ბა, ამას და­საწყი­სი­დან­ვე ვი­აზ­რებ. მჯე­რა, იმ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­თან ერ­თად, რომ­ლე­ბიც ამ­ჟა­მად აჭა­რა­ში ამ თე­მებ­ზე მუ­შა­ო­ბენ, ჩე­მი გა­მოც­დი­ლე­ბით და სა­ზო­გა­დო­ე­ბის ჩარ­თუ­ლო­ბით, ისეთ სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სივ­რ­ცეს შევ­ქ­მ­ნით, სა­დაც ყვე­ლა ადა­მი­ანს შე­ეძ­ლე­ბა გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბა, შე­ფერ­ხე­ბის გა­რე­შე.

ესა­უბ­რა მა­კა ყი­ფი­ა­ნი

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები