26 აპრილი, პარასკევი, 2024

უფროსი სპეციალური მასწავლებლისა და წამყვანი და მენტორი მასწავლებლების გამოცდებისათვის საცდელი ტესტირებების შედეგები

spot_img

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით უფროსი სპეციალური მასწავლებლისა და წამყვანი და მენტორი  მასწავლებლების გამოცდებისათვის საცდელი ტესტირებები ჩატარდა. ტესტირებაში მონაწილეობა მიიღო  წამყვანი და მენტორი მასწავლებლობის ათას ორასამდე მსურველმა, ხოლო უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდაზე გამსვლელმა  ექვსასამდე პედაგოგმა.

საცდელი ტესტირება მიზნად ისახავდა ტესტურ დავალებათა ფსიქომეტრიულ ანალიზს, რომლის შედეგადაც დგინდება თითოეული დავალების სირთულე და სხვა  მონაცემები. ეს შედეგები მნიშვნელოვანია საგამოცდო ინსტრუმენტების მომზადებისა და დახვეწისათვის, ასევე იმისათვის, რომ ტესტი მაქსიმალურად რელევანტური იყოს იმ პოპულაციისათვის, რომელიც აპირებს გამოცდის ჩაბარებას.

შედეგების სანახვად გახსენით ბმული 👇👇👇

საცდელი ტესტირების შედეგები უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდისათვის

საცდელი ტესტირების შედეგები წამყვანი და მენტორი მასწავლებლის გამოცდისათვის

 

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები