25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

სა­ჭა­მი­ა­სე­რის სკო­ლა სას­წავ­ლო პრო­ცესს ალ­ტერ­ნა­ტი­ულ ფარ­თ­ში აგ­რ­ძე­ლებს

spot_img

უკ­ვე რამ­დე­ნი­მე კვი­რაა, ჩო­ხა­ტა­უ­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ სა­ჭა­მი­ა­სე­რის სა­ჯა­რო სკო­ლა ონ­ლა­ინ­ ს­წავ­ლე­ბა­ზეა გა­და­სუ­ლი, თუმ­ცა ამ­ჯე­რად კო­ვიდ პან­დე­მია არა­ფერ შუ­ა­შია – სას­წავ­ლო ფორ­მა­ტის მი­ზე­ზი სკო­ლის შე­ნო­ბის ავა­რი­უ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბაა.

შე­მოდ­გო­მა­ზე ჩო­ხა­ტა­უ­რის რე­სურ­ს­ცენ­ტ­რის ხელ­მ­ძღ­ვა­ნელ­მა, შო­რე­ნა სი­ხა­რუ­ლი­ძემ, ჩვენ­თან ინ­ტერ­ვი­უ­ში გა­ნაცხა­და, ახ­ლა მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში სა­რე­მონ­ტო მხო­ლოდ ერ­თი – სა­ჭა­მი­ა­სე­რის სა­ჯა­რო სკო­ლა დაგ­ვ­რ­ჩა, რო­მელ­საც გა­მაგ­რე­ბი­თი სა­მუ­შა­ო­ე­ბი სჭირ­დე­ბაო. რე­მონ­ტის დრო დად­გა, თუმ­ცა ჯერ კი­დევ ბო­ლომ­დე არაა გარ­კ­ვე­უ­ლი, შე­ნო­ბას გა­მაგ­რე­ბი­თი სა­მუ­შა­ო­ე­ბი ჩა­უ­ტარ­დე­ბა თუ – დე­მონ­ტა­ჟი და შემ­დეგ ახალს ააშე­ნე­ბენ.

ეს სკო­ლა იმ­თა­ვით­ვე რამ­დე­ნი­მე სო­ფელს ემ­სა­ხუ­რე­ბო­და და არა მხო­ლოდ ჩო­ხა­ტა­უ­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში; აქ და­დი­ოდ­ნენ ჩო­ხა­ტა­უ­რის სო­ფელ ზე­მო­ხე­თი­დან, სამ­ტ­რე­დი­ის მო­საზღ­ვ­რე სოფ­ლე­ბი­დან (მიჯ­ნა მხო­ლოდ მდი­ნა­რე ხე­ვის­წყა­ლაა) – გორ­მა­ღა­ლი­დან და ქვა­ყუ­დე­დან, სა­კუთ­რივ სა­ჭა­მი­ა­სე­რის თემ­ში შე­მა­ვა­ლი სოფ­ლე­ბი­დან – ქვე­მო­ხე­თი­დან, ჩო­მე­თი­დან, კა­ლა­გო­ნი­დან და მა­მუ­ლა­რი­დან. ამათ­გან,  ჩემს მახ­სოვ­რო­ბა­ში, ბო­ლო ორს სა­ერ­თოდ არ ჰქონ­და სკო­ლა (არა­და, სა­უ­კუ­ნის წინ, პირ­ვე­ლი სკო­ლა კა­ლა­გონ­ში გახ­ს­ნი­ლა), ქვე­მო­ხეთ­ში, ჩო­მეთ­სა და გორ­მა­ღალ­ში დაწყე­ბი­თი სა­ფე­ხუ­რის, ანუ 4-კლა­სი­ა­ნი სკო­ლე­ბი იყო, ზე­მო­ხეთ­სა და ქვა­ყუ­დე­ში – 9-წლი­ა­ნი.

 

ამ სკო­ლა­ში ბო­ლო ორი წე­ლი­წა­დი მეც ვის­წავ­ლე – მა­შინ­დელ IX-X, ანუ და­მამ­თავ­რე­ბელ კლა­სებ­ში (ახ­ლან­დე­ლი XI-XII), რად­გან ჩემს სო­ფელ­ში – ზე­მო­ხეთ­ში 8-წლი­ა­ნი სკო­ლა იყო, მი­სი დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ კი და­მამ­თავ­რე­ბელ კლა­სებ­ში სა­ჭა­მი­ა­სერ­ში დავ­დი­ო­დით. ეს სკო­ლა 1990 წელს და­ვამ­თავ­რე, მა­შინ, ახა­ლი შე­ნო­ბის გარ­და, სას­წავ­ლო პრო­ცე­სი ძველ, ის­ტო­რი­ულ შე­ნო­ბა­შიც ტარ­დე­ბო­და, რო­მე­ლიც იმ დროს ახა­ლი ნა­წი­ლის უკა­ნა ფლი­გე­ლად იყო ქცე­უ­ლი. ვერ ვიტყ­ვი, რომ იქა­უ­რო­ბა დი­დად იყო დატ­ვირ­თუ­ლი, რად­გან მა­შინ­ვე ეტყო­ბო­და დრო­ის მსახ­ვ­რა­ლი ხე­ლი – ძი­რი­თა­დად, სა­თავ­სო­ე­ბად იყე­ნებ­დ­ნენ, თუმ­ცა გარ­კ­ვე­უ­ლი კა­ბი­ნე­ტე­ბიც არ­სე­ბობ­და და გაკ­ვე­თი­ლე­ბიც ტარ­დე­ბო­და. კარ­გად მახ­სოვს, რა­ღაც­ნა­ი­რი პირ­ქუ­ში შე­ნო­ბა იყო, დი­დი ქვე­ბით ნა­გე­ბი, რომ­ლებ­საც ორ­ნა­მენ­ტე­ბიც ეტყო­ბო­და, თუმ­ცა მი­სი დი­დი წარ­სუ­ლის გა­მო, გვქონ­და ერ­თ­გ­ვა­რი მო­წი­წე­ბაც ამ გო­რო­ზი კედ­ლე­ბის მიმართ. შიგ­ნით შე­და­რე­ბით ბნე­ლო­და, რად­გან მზეც არ უდ­გე­ბო­და კარ­გად და არც საკ­მა­რი­სი გა­ნა­თე­ბა ჰქონ­და – აღ­მო­სავ­ლე­თი­დან დიდ­რო­ნი ნაძ­ვე­ბის მწკრი­ვი ჩრდი­ლავ­და, თუმ­ცა, სქე­ლი კედ­ლე­ბის გა­მო, გვი­ან გა­ზაფხულ­ზე, სა­სი­ა­მოვ­ნოდ გრი­ლო­და. მის­გან და­სავ­ლე­თით, ოდ­ნავ ქვე­ვით, რამ­დე­ნი­მე მეტ­რ­ში, საკ­მა­ოდ დი­დი სპორ­ტუ­ლი დარ­ბა­ზი იყო. სამ­წუ­ხა­როდ, დღეს აღარც ის ის­ტო­რი­უ­ლი შე­ნო­ბაა და აღარც სპორ­ტუ­ლი დარ­ბა­ზი – იმ­დე­ნად ავა­რი­უ­ლი იყო, დე­მონ­ტა­ჟი აუცი­ლე­ბე­ლი გახ­და, ისევ მოს­წავ­ლე­თა უსაფ­რ­თხე­ბის­თ­ვის, ახ­ლა კი ყოფ­ნა-არ­ყოფ­ნა თა­ვად ახალ შე­ნო­ბა­საც და­უდ­გა. მას თურ­მე სე­რი­ო­ზუ­ლი ბზა­რე­ბი გა­უჩ­ნ­და, რაც გარ­კ­ვე­უ­ლი ინ­ტენ­სი­ვო­ბით იზ­რ­დე­ბა და მთა­ვარ პრობ­ლე­მად იქ­ცა.

ჩემს ბავ­შ­ვო­ბა­ში, ანუ გა­სუ­ლი სა­უ­კუ­ნის 80-იან წლებ­ში, ეს სკო­ლა ერთ-ერ­თი წამ­ყ­ვა­ნი და სა­მა­გა­ლი­თო იყო ჩო­ხა­ტა­უ­რის რა­ი­ონ­ში, რო­გორც ხი­დის­თა­ვის, ბუ­კის­ცი­ხის, დაბ­ლა­ცი­ხის და კი­დევ რამ­დე­ნი­მე სოფ­ლის სკო­ლა. ბუ­ნებ­რი­ვია, ეს აღი­ა­რე­ბა სკო­ლის შე­სა­ნიშ­ნავ კო­ლექ­ტივს უკავ­შირ­დე­ბო­და, რო­მელ­საც სა­თა­ვე­ში მარ­თ­ლაც რომ უნა­რი­ა­ნი და კარ­გი ორ­გა­ნი­ზა­ტო­რი, რა­ი­ონ­ში ცნო­ბი­ლი დი­რექ­ტო­რი ვა­ნო ქო­რი­ძე ედ­გა… სკო­ლას ეს პო­ზი­ცია არც მი­სი შვი­ლის, აწ გარ­დაც­ვ­ლი­ლი ბე­ჟან ქო­რი­ძის დროს და­უთ­მია  (ჩემს დროს სწო­რედ ის იყო დი­რექ­ტო­რი, უკ­ვე პენ­სი­ო­ნე­რი ვა­ნო ქო­რი­ძე კი გე­ოგ­რა­ფი­ას გვას­წავ­ლი­და. სხვა­თა შო­რის,  მას­წავ­ლე­ბე­ლი იყო მი­სი მე­უღ­ლეც – თი­ნა არ­ჯე­ვა­ნი­ძე) და წარ­მა­ტე­ბით აგ­რ­ძე­ლებს დღე­საც მა­თი მოგ­ვა­რის – მზია ქო­რი­ძე-დუ­დუ­ჩა­ვას ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ბით. მას და მის კო­ლექ­ტივს დამ­სა­ხუ­რე­ბუ­ლად აქვთ სა­ა­მა­ყოდ ოქ­როს­მე­და­ლო­სა­ნი მოს­წავ­ლე, რა­ზეც დი­რექ­ტო­რი ქვე­მოთ ისა­უბ­რებს.

სკო­ლა 8 აპ­რი­ლამ­დე იყო ონ­ლა­ინ­ ს­წ­ვა­ლე­ბა­ზე, 8-ში კი ალ­ტერ­ნა­ტი­ულ ფარ­თ­ში გა­აგ­რ­ძე­ლეს სწავ­ლა. ოღონდ ჩვე­ნი ინ­ტერ­ვი­უ­ე­ბი სკო­ლის დი­რექ­ტორ მზია ქო­რი­ძე-დუ­დუ­ჩა­ვას­თან და მის მო­ად­გი­ლე ბე­სო ყე­ნი­ას­თან რამ­დე­ნი­მე დღით ად­რეა ჩა­წე­რი­ლი.

 

მზია ქო­რი­ძე-დუ­დუ­ჩა­ვა:

ჩვენს სო­ფელ­ში პირ­ვე­ლი სკო­ლა მე-19 სა­უ­კუ­ნის 90-იან წლებ­ში გახ­ს­ნი­ლა – სა­ჭა­მი­ა­სე­რის თე­მის სო­ფელ კა­ლა­გონ­ში გა­უხ­ს­ნი­ათ სამ­რევ­ლო-სა­ე­რო სკო­ლა, სა­დაც, სა­ეკ­ლე­სიო საგ­ნებ­თან ერ­თად, სა­ე­როც ის­წავ­ლე­ბო­და, ხო­ლო გო­გო­ნე­ბი და ბი­ჭე­ბი ერ­თად სწავ­ლობ­დ­ნენ. ამის შემ­დეგ ლუ­კა ხუნ­და­ძის თა­ოს­ნო­ბით, 1904 წელს, ახა­ლი სკო­ლის მშე­ნებ­ლო­ბა და­უწყი­ათ იმ ად­გი­ლას, სა­დაც ახ­ლან­დე­ლი სკო­ლაა, რო­მე­ლიც 1914-ში დას­რუ­ლე­ბუ­ლა. სი­ა­მა­ყით უნ­და აღ­ვ­ნიშ­ნო, რომ ამ კარ­გი საქ­მის ერთ-ერ­თი ინი­ა­ცი­ა­ტო­რი ჩე­მი ბა­ბუ­აც ყო­ფი­ლა დე­დის მხრი­დან – ვა­სილ გუ­ბე­ლი­ძე, რო­მე­ლიც თურ­მე მო­სახ­ლე­ო­ბის­გან შე­მო­წი­რულ თან­ხებს კრებ­და და ინა­ხავ­და. იმ­დე­ნად დი­დი ნდო­ბა ჰქო­ნია სო­ფელ­ში, რომ მას ან­დეს ამ ფუ­ლის მოკ­რე­ბა-შე­ნახ­ვა, მშე­ნებ­ლო­ბის­თ­ვის სა­ჭი­რო ქვებს კი მო­სახ­ლე­ო­ბა აქ­ვე, სო­ფელ­ში, ქო­ფა­თას ხე­ო­ბა­ში ამუ­შა­ვებ­და. აქ გახ­ს­ნი­ლა სა­შუ­ა­ლო სკო­ლა, რომ­ლი­თაც, სა­ჭა­მი­ა­სე­რის გარ­და, სხვა სოფ­ლე­ბის მო­სახ­ლე­ო­ბაც სარ­გებ­ლობ­და –  გორ­მა­ღა­ლი­დან, გა­მო­ჩი­ნე­ბუ­ლი­დან, ზე­მო­ხე­თი­დან და სუ­რე­ბი­და­ნაც კი გად­მო­დი­ოდ­ნენ სას­წავ­ლებ­ლად.

სამ­წუ­ხა­როდ, იმ შე­ნო­ბას, დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში, კედ­ლე­ბი ჩე­მო­ე­შა­ლა, ნა­წი­ლობ­რივ სა­ხუ­რა­ვიც ჩა­იქ­ცა, იატა­კი დალ­პა. 100 წელ­ზე მე­ტის იყო, ამი­ტომ მი­სი დე­მონ­ტა­ჟი აუცი­ლე­ბე­ლი გახ­და და 2014 წელს დავ­შა­ლეთ. ახა­ლი შე­ნო­ბა ძველს წი­ნი­დან მო­უ­შე­ნეს. აღ­მოჩ­ნ­და, რომ სწო­რედ უკა­ნა მხრი­დან ჩა­ე­დი­ნე­ბო­და წყა­ლი ახ­ლის ფუნ­და­მენ­ტ­ში, რა­მაც საფ­რ­თხე შეუქ­მ­ნა ახალ სკო­ლას. თან, ის ისე­თი ად­გი­ლია, მზე არ ხვდე­ბა და არ შრე­ბო­და. რო­გორც სპე­ცი­ა­ლის­ტებ­მა მითხ­რეს, ესეც მო­ახ­დენ­და გავ­ლე­ნას ახა­ლი სკო­ლის ბზა­რებ­ზე.

ამი­ტომ გა­დაგ­ვიყ­ვა­ნეს ონ­ლა­ინ ­ს­წავ­ლე­ბა­ზე. უკ­ვე შე­ვარ­ჩი­ეთ სახ­ლი სო­ფელ­ში და ვე­ლო­დე­ბით ნე­ბარ­თ­ვას იქ გა­დას­ვ­ლა­ზე, რა­თა სწავ­ლა დას­წ­რე­ბულ რე­ჟიმ­ში გა­ვაგ­რ­ძე­ლოთ, ამა­სო­ბა­ში კი, იმე­დია, გა­ა­რე­მონ­ტე­ბენ სკო­ლის შე­ნო­ბას. ესაა ახა­ლა­შე­ნე­ბუ­ლი უცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლი – მე­პატ­რო­ნე­ე­ბი უცხო­ეთ­ში ცხოვ­რო­ბენ. ფარ­თი საკ­მა­რი­სია, ორ­სარ­თუ­ლი­ა­ნი სახ­ლია, ორი­ვე სარ­თუ­ლი ყო­ველ­მ­ხ­რივ კე­თილ­მოწყო­ბი­ლია და სრუ­ლად აკ­მა­ყო­ფი­ლებს ჩვენს მოთხოვ­ნებს. ვი­მე­დოვ­ნებ, დამ­რ­თა­ვენ იქ გა­დას­ვ­ლის ნე­ბას, სა­დაც ერთ ცვლა­ში და­ვე­ტე­ვით.

ჯერ­ჯე­რო­ბით არ ვი­ცით, რა დრო დას­ჭირ­დე­ბა ჩვე­ნი პრობ­ლე­მის მოგ­ვა­რე­ბას და რო­დემ­დე მოგ­ვი­წევს იქ ყოფ­ნა. რო­ცა ამ სახლს ვე­ძებ­დით, გვე­უბ­ნე­ბოდ­ნენ, რომ პატ­რონს 1-წლი­ან იჯა­რა­ზე მოვ­ლა­პა­რა­კე­ბო­დით – ალ­ბათ, ამ­დე­ნი იქ­ნე­ბა სა­ჭი­რო. ყო­ველ შემ­თხ­ვე­ვა­ში, ახ­ლა ასე­თი მო­ცე­მუ­ლო­ბაა და მე­რე არ ვი­ცი, რო­გორ იქ­ნე­ბა. ქი­რის ფუ­ლი სკო­ლას აქვს –  ბო­ლო წლებ­ში რე­მონ­ტი არც გაგ­ვი­კე­თე­ბია, რად­გან აზ­რი არ ჰქონ­და, წყალ­ში გა­დაყ­რი­ლი ფუ­ლი იქ­ნე­ბო­და. სკო­ლას შე­უძ­ლია, თა­ვი­სი შე­მო­სავ­ლე­ბით და­ფა­როს ეს თან­ხა. თუმ­ცა, შე­იძ­ლე­ბა, ქი­რა­ო­ბა მხო­ლოდ ამ სას­წავ­ლო სე­ზონ­ში დაგ­ვ­ჭირ­დეს, სექ­ტემ­ბ­რი­დან კი – აღარ. სო­ფელ­ში სა­ბავ­შ­ვო ბა­ღის ახა­ლი შე­ნო­ბა აშენ­და, რო­მე­ლიც, სა­ვა­რა­უ­დოდ, სექ­ტემ­ბ­რი­დან ამოქ­მედ­დე­ბა, ჩვენ კი ბა­ღის ახ­ლან­დელ შე­ნო­ბა­ში შე­ვალთ. ახ­ლაც გვინ­დო­და იქ შეს­ვ­ლა, თუმ­ცა ვერ მო­ეს­წ­რო ბა­ღის­თ­ვის ახა­ლი შე­ნო­ბის აშე­ნე­ბა.

სამ­წუ­ხა­როდ, მიგ­რა­ცი­ის გა­მო, მოს­წავ­ლე­თა რა­ო­დე­ნო­ბა შემ­ცი­რე­ბუ­ლია – ეს ახა­ლი სკო­ლა 400 ბავ­შ­ვ­ზეა გათ­ვ­ლი­ლი, თუმ­ცა ამ­ჟა­მად 76 მოს­წავ­ლე გვყავს. პე­და­გო­გე­ბი არ გვაკ­ლია. კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი კად­რე­ბი გვყავს – წამ­ყ­ვა­ნი მას­წავ­ლებ­ლე­ბი, ყვე­ლას ჩა­ბა­რე­ბუ­ლი აქვს გა­მოც­დე­ბი. სხვა­თა შო­რის, ბავ­შ­ვე­ბიც კარ­გე­ბი არი­ან, პირ­ვე­ლი ოქ­როს მე­და­ლო­სა­ნიც გვყავ­და – სე­ვე­რი­ან გუ­ბე­ლი­ძე ჩო­მე­თი­დან, შე­სა­ნიშ­ნა­ვი ახალ­გაზ­რ­და, ყვე­ლაფ­რით გა­მორ­ჩე­უ­ლი ბი­ჭი. მოს­წავ­ლე­ო­ბი­სას ინ­გ­ლის­ა და საფ­რან­გეთ­შიც მო­უ­წია მოგ­ზა­უ­რო­ბა სხვა­დას­ხ­ვა სას­კო­ლო ოლიმ­პი­ა­დებ­ში გა­მარ­ჯ­ვე­ბე­ბით. ჩვე­ნი კურ­ს­დამ­თავ­რე­ბუ­ლე­ბის უმე­ტე­სო­ბა, ყო­ველ წელს, სტუ­დენ­ტი ხდე­ბა, ბევრს გრან­ტიც კი მო­უ­პო­ვე­ბია…

ეს ახა­ლი სკო­ლა 1972-73 წლებ­ში აშე­ნე­ბუ­ლა. ფარ­თი დი­დია, შე­სა­ბა­მი­სად – საკ­ლა­სო ოთა­ხე­ბიც. ყვე­ლა­ზე პა­ტა­რა ოთა­ხი 25 კვად­რა­ტია, თვი­თონ შე­ნო­ბა კი 3-სარ­თუ­ლი­ა­ნია. თუმ­ცა, შე­ნო­ბას რა­ღაც ხარ­ვე­ზე­ბი მა­შინ­ვე ჰქო­ნია – მახ­სოვს, ამის შე­სა­ხებ აწ გარ­დაც­ვ­ლი­ლი ჩვე­ნი პე­და­გო­გი გი­გა მეგ­რე­ლი­ძე გვე­უბ­ნე­ბო­და. მი­სი თქმით, მა­შინ, ინ­ჟი­ნე­რი და­უ­ჭე­რი­ათ კი­დეც. 2013 წელს კი შე­ვა­რე­მონ­ტეთ, მაგ­რამ ამან ბზა­რე­ბი ვერ შე­ა­ჩე­რა, ალაგ-ალაგ „მეტ­ლა­ხის“ იატა­კიც ამოტყ­და. კარ-ფან­ჯა­რა მე­ტა­ლოპ­ლას­ტ­მა­სი­საა და ჩვენს თვალ­წინ მი­სი კედ­ლე­ბიც გა­იბ­ზა­რა. 2019 წელს სამ­ხა­რა­უ­ლის ექ­ს­პერ­ტი­ზის ბი­უ­რო მო­ვიწ­ვი­ეთ, რო­მელ­მაც დას­კ­ვ­ნა­ში ჩა­წე­რა, რომ შე­ნო­ბა კი არის ავა­რი­უ­ლი და ბზა­რე­ბი­ა­ნი, მაგ­რამ გა­მაგ­რე­ბას ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბაო.

ჯერ გე­ო­ლო­გებს მი­წის ანა­ლი­ზი არ გა­უ­კე­თე­ბი­ათ და არ ვი­ცით, ისი­ნი რას გვეტყ­ვი­ან. ასე რომ, ჯერ ისიც არ ვი­ცით, სკო­ლას გა­ა­რე­მონ­ტე­ბენ თუ ახალს აგ­ვი­შე­ნე­ბენ. ჩვენ კი გვირ­ჩევ­ნია, რომ გა­ა­რე­მონ­ტონ და შე­ნო­ბა შეგ­ვი­ნარ­ჩუ­ნონ, თუმ­ცა, რა თქმა უნ­და, კარ­გია ახალ სკო­ლას თუ ააშე­ნე­ბენ თა­ნა­მედ­რო­ვე სტან­დარ­ტე­ბით – ადაპ­ტი­რე­ბუ­ლი გა­რე­მო, ბიბ­ლი­ო­თე­კა, სვე­ლი წერ­ტი­ლე­ბი შიგ­ნით და ა.შ.

სკო­ლას ღია მო­ე­და­ნი აქვს, დარ­ბა­ზი ად­რე კი გვქონ­და, მაგ­რამ ისიც დავ­შა­ლეთ, რად­გან ავა­რი­უ­ლი იყო და საფ­რ­თხეს შე­ი­ცავ­და – სა­ხუ­რა­ვიც დალ­პა და შე­სა­რე­მონ­ტებ­ლა­დაც ვერ ავუშ­ვებ­დით ვე­რა­ვის, ისეთ დღე­ში იყო. ამ წუ­თას სხვა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი პრობ­ლე­მა არ გვაქვს, ახალ შე­ნო­ბა­ში კი, რო­გორც გვე­უბ­ნე­ბი­ან ყვე­ლა­ფე­რი იქ­ნე­ბა. კომ­პი­უ­ტე­რე­ბით მო­მა­რა­გე­ბა­საც გვპირ­დე­ბი­ან, რაც ამ დრო­ის­თ­ვის საკ­მა­რი­სი არ არის. ახ­ლა მთა­ვა­რი საზ­რუ­ნა­ვია, სად შე­ვი­ნა­ხოთ ჩვე­ნი მა­ტე­რი­ა­ლურ-ტექ­ნი­კუ­რი ბა­ზა – იმ სახ­ლ­ში ყვე­ლა­ფე­რი არ და­ე­ტე­ვა და იქ­ნებ ესეც სად­მე კერ­ძო ოჯახ­ში და­ვა­საწყო­ბოთ. ძა­ლი­ან კარ­გი ბიბ­ლი­ო­თე­კა გვაქვს, ბო­ლო წლებ­ში ბევ­რი კარ­გი წიგ­ნი შე­ვი­ძი­ნეთ. სა­ბედ­ნი­ე­როდ, კარ­გი კო­ლექ­ტი­ვია, ერ­თ­მა­ნე­თის გვერ­დ­ში დგო­მა ვი­ცით და დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ერ­თად მო­ვაგ­ვა­რებთ ყვე­ლა­ფერს.

 

ბე­სო ყე­ნია:

და­ახ­ლო­ე­ბით 7-8 წე­ლი­წა­დია, რაც ეს პრო­ცე­სი გა­აქ­ტი­ურ­და და ბზა­რე­ბი. ცოტ-ცო­ტას იმა­ტებს. რამ­დე­ნა­დაც ვი­ცი, ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მიდ­გო­მა ისე­თია, რომ თუ სად­მე სკო­ლას სჭირ­დე­ბა რე­მონ­ტი, ან  ახა­ლია ასა­შე­ნე­ბე­ლი, ცდი­ლო­ბენ პრობ­ლე­მა მთლი­ა­ნად აღ­მოფხ­ვ­რან. ამი­ტო­მაც შე­ჩერ­და სას­წავ­ლო პრო­ცე­სი ჩვენს სკო­ლა­ში. 2019 წლი­დან ყო­ველ­წ­ლი­უ­რად ვითხოვთ რე­მონტს და წელს მოგ­ვაქ­ცი­ეს ყუ­რადღე­ბა. არ ვი­ცი რა გა­დაწყ­დე­ბა, მაგ­რამ მე რომ მკითხონ, ამ შე­ნო­ბის დან­გ­რე­ვა არ მინ­და –  მთე­ლი ბავ­შ­ვო­ბა აქ გა­ვა­ტა­რე, აქ ვსწავ­ლობ­დი. მე­რე კი 35 წე­ლი­წა­დი აქ ვმუ­შა­ობ და რა­ღაც­ნა­ი­რად გუ­ლი მწყდე­ბა, მაგ­რამ ახალს თუ ააშე­ნე­ბენ, თა­ნა­მედ­რო­ვე სტან­დარ­ტით, რო­გორც სო­ფელ გუ­თურ­ში, სა­მე­ბა­სა და შუა ამაღ­ლე­ბა­შია, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ძა­ლი­ან კარ­გი იქ­ნე­ბა.

ირაკ­ლი თა­ვა­ძე

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები