9 ოქტომბერი, ოთხშაბათი, 2024

თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბი­თი კულ­ტუ­რის მხარ­დამ­ჭე­რი

spot_img

მე­გი როს­ტი­აშ­ვი­ლი-წიკ­ლა­უ­რი 

თბი­ლი­სის ისა­ნ-სამ­გო­რის რა­ი­ო­ნის სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო რე­სურ­ს­ცენ­ტ­რის უფ­რო­სი

რე­სურ­ს­ცენ­ტ­რის რო­ლი ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის რე­ფორ­მა­ში

ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის რე­ფორ­მის მი­ზა­ნია სწავ­ლა-სწავ­ლე­ბის ხა­რის­ხის ამაღ­ლე­ბა და ზო­გად­სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლებებ­ში ისე­თი უსაფ­რ­თხო და წა­მა­ხა­ლი­სე­ბე­ლი გა­რე­მოს შექ­მ­ნა, რო­მე­ლიც კრი­ტი­კუ­ლად მო­აზ­როვ­ნე მო­ქა­ლა­ქის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბას შე­უწყობს ხელს.

თა­ვის მხრივ, რე­ფორ­მა ქმნის ნა­ყო­ფი­ერ ნი­ა­დაგს მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის, გახ­დ­ნენ სა­ზო­გა­დო­ე­ბის წარ­მა­ტე­ბუ­ლი წევ­რე­ბი.

მო­გეხ­სე­ნე­ბათ, რე­სურ­ს­ცენ­ტ­რის მი­ზა­ნია სა­ქარ­თ­ვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს პო­ლი­ტი­კის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის ხელ­შეწყო­ბა. შე­სა­ბა­მი­სად, რე­სურ­ს­ცენ­ტ­რის, რო­გორც სა­მი­ნის­ტ­როს ტე­რი­ტო­რი­უ­ლი ორ­გა­ნოს, ძი­რი­თა­დი საქ­მი­ა­ნო­ბა მი­მარ­თუ­ლია სა­მოქ­მე­დო ტე­რი­ტო­რი­ა­ზე არ­სე­ბულ ზო­გად­სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში:

♦ სწავ­ლა-სწავ­ლე­ბის პრო­ცე­სის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის­კენ;

♦უსაფ­რ­თხო და წა­მა­ხა­ლი­სე­ბე­ლი გა­რე­მოს ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბის მიზ­ნით, სკო­ლე­ბის მხარ­და­ჭე­რის­კენ;

♦ სკო­ლის ინ­დი­ვი­დუ­ა­ლურ სა­ჭი­რო­ე­ბა­ზე მორ­გე­ბუ­ლი სას­კო­ლო კულ­ტუ­რის გან­ვი­თა­რე­ბის ხელ­შეწყო­ბის­კენ;

♦ ლო­კა­ლურ დო­ნე­ზე ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მის და­ნერ­გ­ვის მხარ­და­ჭე­რის­კენ.

რე­ფორ­მის ყვე­ლა­ზე დი­დი გა­მოწ­ვე­ვა

ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის რე­ფორ­მის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან გა­მოწ­ვე­ვად მი­მაჩ­ნია გა­ნათ­ლე­ბის სფე­რო­ში მო­მუ­შა­ვე სტრუქ­ტუ­რე­ბის ერთ მთლი­ან ორ­გა­ნიზ­მად ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა, სა­დაც ყვე­ლა რგოლს აქვს თა­ვი­სი უნი­კა­ლუ­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბა გა­უმ­კ­ლავ­დეს მის წი­ნა­შე არ­სე­ბულ გა­მოწ­ვე­ვებს და თა­ვი­სი წვლი­ლი შე­ი­ტა­ნოს რე­ფორ­მის წარ­მა­ტე­ბუ­ლად გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ში.

რე­სურ­ს­ცენ­ტ­რი – სკო­ლე­ბის მხარ­დამ­ჭე­რი და წარ­მა­ტე­ბის გამ­ზი­ა­რე­ბე­ლი

რე­სურ­ს­ცენ­ტ­რი, რო­გორც გა­ნათ­ლე­ბის რე­ფორ­მის ერთ-ერ­თი გან­მა­ხორ­ცი­ე­ლე­ბე­ლი რგო­ლი, აქ­ტი­უ­რად არის ჩარ­თუ­ლი მე­სა­მე თა­ო­ბის ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მის და­ნერ­გ­ვის პრო­ცეს­ში. ამ პრო­ცეს­ში მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია გა­ვით­ვა­ლის­წი­ნოთ კონ­ტექ­ს­ტი, რაც გუ­ლის­ხ­მობს, თი­თო­ე­უ­ლი სკო­ლის შემ­თხ­ვე­ვა­ში, გა­მოწ­ვე­ვე­ბი­სა თუ პრობ­ლე­მე­ბის და­საძ­ლე­ვად, სკო­ლის ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი სა­ჭი­რო­ე­ბე­ბის გა­აზ­რე­ბას.

აღ­ნიშ­ნულ პრო­ცე­სებ­ში რე­სურ­ს­ცენ­ტ­რი გვევ­ლი­ნე­ბა რო­გორც მხარ­დამ­ჭე­რი და წარ­მა­ტე­ბის გამ­ზი­ა­რე­ბე­ლი – ერ­თი სკო­ლის წარ­მა­ტე­ბა მხო­ლოდ ამ სკო­ლის წარ­მა­ტე­ბად არ რჩე­ბა, ხდე­ბა წარ­მა­ტე­ბუ­ლი მა­გა­ლი­თის გა­ზი­ა­რე­ბა სა­მოქ­მე­დო ტე­რი­ტო­რი­ა­ზე არ­სე­ბუ­ლი ყვე­ლა სკო­ლის­თ­ვის, რაც მა­თი თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბი­თი კულ­ტუ­რის ნა­თე­ლი მა­გა­ლი­თია.

მი­მაჩ­ნია, რომ თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბა მე­სა­მე თა­ო­ბის ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მის და­ნერ­გ­ვის პრო­ცე­სის ერთ-ერ­თი მა­მოძ­რა­ვე­ბე­ლი ძა­ლაა. რაც უფ­რო მჭიდ­რო კავ­ში­რე­ბი იქ­ნე­ბა სკო­ლებს შო­რის, მით უფ­რო წარ­მა­ტე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა რე­ფორ­მა და მით უფ­რო მეტ სარ­გე­ბელს მი­ი­ღებს სკო­ლა, მოს­წავ­ლე, მას­წავ­ლე­ბე­ლი.

მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ეტა­პი

რე­ფორ­მის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან ეტა­პად მი­მაჩ­ნია, რომ მე­სა­მე თა­ო­ბის ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მის და­ნერ­გ­ვის ფარ­გ­ლებ­ში მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სებ­მა უკ­ვე გა­და­ი­ნაც­ვ­ლა საკ­ლა­სო სივ­რ­ცე­ში და სას­კო­ლო სა­ზო­გა­დო­ე­ბის ძა­ლის­ხ­მე­ვა სრუ­ლად მი­მარ­თუ­ლია საკ­ლა­სო სივ­რ­ცე­ში წარ­მა­ტე­ბის მიღ­წე­ვა­ზე, რის სარ­გე­ბელ­საც მოს­წავ­ლე­ე­ბი უკ­ვე გრძნო­ბენ.

ასე­ვე უნ­და აღ­ვ­ნიშ­ნო ისიც, რომ რე­სურ­ს­ცენ­ტ­რის სა­მოქ­მე­დო ტე­რი­ტო­რი­ა­ზე არ­სე­ბულ სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სივ­რ­ცე­ში მთა­ვარ გა­მოწ­ვე­ვად რჩე­ბა მულ­ტი­კულ­ტუ­რუ­ლი სას­კო­ლო სა­ზო­გა­დო­ე­ბის და მოწყ­ვ­ლა­დი ჯგუ­ფე­ბის სრუ­ლი ინ­ტეგ­რა­ცია სას­კო­ლო ცხოვ­რე­ბა­ში. ინ­ტეგ­რა­ცი­ა­ში, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ვგუ­ლის­ხ­მობ ხა­რის­ხი­ა­ნი გა­ნათ­ლე­ბის ხელ­მი­საწ­ვ­დო­მო­ბას ყვე­ლა მოს­წავ­ლის­თ­ვის. ხელ­მი­საწ­ვ­დო­მო­ბა კი, გუ­ლის­ხ­მობს სხვა­დას­ხ­ვა შე­საძ­ლებ­ლო­ბის ან ეთ­ნი­კურ-რე­ლი­გი­უ­რი კუთ­ვ­ნი­ლე­ბის მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის თა­ნა­ბა­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის მი­ცე­მას, რის­თ­ვი­საც აუცი­ლე­ბე­ლია სას­კო­ლო სა­ზო­გა­დო­ე­ბის მხრი­დან დი­ფე­რენ­ცი­რე­ბუ­ლი, თი­თო­ე­უ­ლი მოს­წავ­ლი­სად­მი ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი მიდ­გო­მე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა.

დას­კ­ვ­ნის სა­ხით

კი­დევ ერ­თხელ ხა­ზი მინ­და გა­ვუს­ვა იმას, თუ რა­ტომ არის რე­სურ­ს­ცენ­ტ­რის რო­ლი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი რე­ფორ­მის წარ­მა­ტე­ბით გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის პრო­ცეს­ში.

რე­სურ­ს­ცენ­ტ­რი რე­ფორ­მის მხარ­დამ­ხარ, უწყ­ვეტ რე­ჟიმ­ში იკ­ვ­ლევს სა­მოქ­მე­დო ტე­რი­ტო­რი­ა­ზე არ­სე­ბუ­ლი ზო­გად­სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბებს და ხელს უწყობს მათ გან­ვი­თა­რე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბის გან­საზღ­ვ­რა­ში, რაც, თა­ვის მხრივ, ემ­სა­ხუ­რე­ბა მთა­ვარ მი­ზანს – ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მით გან­საზღ­ვ­რუ­ლი მიზ­ნე­ბის მიღ­წე­ვას. ეს კი იმის წი­ნა­პი­რო­ბაა, რომ სკო­ლა შეძ­ლებს და­იმ­კ­ვიდ­როს სო­ცი­ა­ლურ-კულ­ტუ­რუ­ლი ცენ­ტ­რის წამ­ყ­ვა­ნი რო­ლი თე­მის მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის.

მკითხველთა კლუბი

მე ვარ…

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები