როგორც ცნობილია 2022 წელს მასწავლებლის გამოცდაში მონაწილეობის უფლება აქვთ მსურველებს, რომლებიც აბარებენ საგნის გამოცდას, სპეციალური უფროსი მასწავლებლის გამოცდას და პროფესიული უნარების გამოცდას წამყვანი და მენტორი მასწავლებლის სტატუსისთვის. ამჯერად, ყურადღება მინდა გავამახვილო უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდაზე, რომლის ჩაბარების საშუალება ეძლევათ მოქმედ პრაქტიკოს სპეციალურ მასწავლებლებს და სპეციალური მასწავლებლობის მსურველებს. აქვე გაცნობებთ, რომ ყველა მსურველს უფლება აქვს, აირჩიოს მხოლოდ ერთი საგანი და ასევე, სურვილის შემთხვევაში, უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდა. რეგისტრაციის დროს, პროფესიული უნარების ტესტირებაში მონაწილე დამატებით ვერ აირჩევს საგნის გამოცდას.
✔️🔹 2022 წელს უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდის მაქიმალურ ქულად განისაზღვრა – 54, ხოლო საგამოცდო დროდ – 4 საათი.
წინასაგამოცდო პერიოდი პედაგოგებისთვის განსაკუთრებით დატვირთულია, რადგან სასწავლო პროცესთან ერთად, მათ უწევთ გამოცდებისთვის მზადება. რადგან, უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდა წელს მეორედ ტარდება, ინტერესი გამორჩეულად დიდია, თუ როგორ მოემზადონ გამოცდებისთვის. გვინდა, სპეცმასწავლებლებს გავაცნოთ ლიტერატურა, რომელიც დაეხმარებათ მომზადებაში. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის „ინკლუზიური განათლების ხელშეწყობის“ პროგრამის მენეჯერი თეონა ხოსიტაშვილი გვირჩეს, რას უნდა დაეყრდნონ სპეცმასწავლელები საგამოცდოდ მომზადებისას და სად მოიძიონ ლიტარატურა.
„სკოლაში ინკლუზიური საგანმანათლებლო გარემოს ჩამოყალიბება სხვა სპეციალისტებთან ერთად, ეკისრებათ სპეციალურ მასწავლებლებს. აქედან გამომდინარე, უმნიშველოვანესია, სპეციალური მასწავლებელი ფლობდეს მინიმალურ კომპეტენციებს.
ყველას უნდა ესმოდეს, რომ სპეციალურ მასწავლებელს უდიდესი პასუსხიმგებლობა აქვს სსსმ მოსწავლეებთან მუშაობის პროცესში. სსსმ მოსწავლეს თანატოლებთან შედარებით მეტი ძალისხმევა ჭირდება იმისათვის, რომ სრულფასოვნად, ხარისხიანად ჩაერთოს სასწავლო პროცესში. ამისათვის კი სპეციალური მასწავლებლები /ან სპეციალური მასწავლებლების მსურველი პირები უნდა აკმაყოფილებდნენ სტანდარტით მოთხოვნილ კომპეტენციებს, როგორიცაა: უსაფრთხო და პოზიტიური, მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო გარემოს უზრუნველყოფა, სწავლისა და სწავლების სტრატეგიების გამოყენება, მოსწავლეთა შეფასება და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება, რელევანტური სასწავლო რესურსების გამოყენება სსსმ მოსწავლის სასწავლო პროცესში ჩართვის მიზნით. ასევე, საგნის მასწავლებელთან ერთად, სპეციალურ მასწავლებელს უნდა შეეძლოს, დაგეგმოს რთული ქცევის პრევენცია სკოლაში და შეიმუშაოს ზოგადი რეკომენდაციები,“ – ამბობს თეონა ხოსიტაშვილი.
✔️🔹სპეციალურმა მასწავლებლებმა ან სპეციალური მასწავლებლობის მსურველმა პირებმა, ვისაც სურს უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდაზე გასვლა, სასურველია, იხელმძღვანელონ ქვემოთ ჩამოთვლილი საჭირო საგანმანათლებლო რესურსით, რომელიც განთავსებულია – inclusion.ge -ზე და ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისათვის:
გზამკვლევი
🔎გახსენით ბმული
http://inclusion.ge/res/docs/2022021222004732213.pdf
🔎გახსენით ბმული
http://inclusion.ge/res/docs/2019012215510338710.pdf
🔎გახსენით ბმული
http://inclusion.ge/res/docs/201901221545395465.pdf
🔎 გახსენით ბმული
http://inclusion.ge/res/docs/2021063011383627091.06.21.pdf