27 აპრილი, შაბათი, 2024

მას­წავ­ლებ­ლე­ბი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი აქ­ცენ­ტე­ბით

spot_img
სა­ქარ­თ­ვე­ლოს ის­ტო­რი­ას სკო­ლებ­ში (X-XII კლა­სებ­ში) ცალ­კე საგ­ნად ის­წავ­ლი­ან – ამ გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბის შე­სა­ხებ ბრძა­ნე­ბას გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის მი­ნის­ტ­რ­მა ხე­ლი 7 მარტს მო­ა­წე­რა. რო­გორც ცნო­ბი­ლია, სკო­ლებ­ში სა­ქარ­თ­ვე­ლოს ის­ტო­რი­ის სწავ­ლე­ბის სა­კითხ­ზე პარ­ლა­მენ­ტის გა­ნათ­ლე­ბის კო­მი­ტეტ­მაც უნ­და იმ­ს­ჯე­ლოს. ვიდ­რე პარ­ლა­მენ­ტის გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბის შე­სა­ხებ გახ­დე­ბა ცნო­ბი­ლი, მა­ნამ­დე შე­მოგ­თა­ვა­ზებთ ის­ტო­რი­ის მას­წავ­ლებ­ლე­ბის მო­საზ­რე­ბებს – ეთან­ხ­მე­ბი­ან თუ არა ამ გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბას და მა­თი აზ­რით, რას შეც­ვ­ლის სა­ქარ­თ­ვე­ლოს ის­ტო­რი­ის ცალ­კე საგ­ნად სწავ­ლე­ბა? ჩვენ მი­ერ გა­მო­კითხულ პე­და­გოგ­თა უმ­რავ­ლე­სო­ბა ფიქ­რობს, რომ აუცი­ლე­ბე­ლია, მოს­წავ­ლე­ებ­მა მა­ღალ კლა­სებ­ში ცალ­კე საგ­ნად ის­წავ­ლონ ჩვე­ნი ქვეყ­ნის ის­ტო­რია, მით უფ­რო იმის ფონ­ზე, რომ „სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ში შე­ტა­ნი­ლი პა­რაგ­რა­ფე­ბი სა­ქარ­თ­ვე­ლოს ის­ტო­რი­ის შე­სა­ხებ იმ­დე­ნად ბუნ­დო­ვა­ნი, გა­უ­გე­ბა­რი და გა­უ­ფილ­ტ­რა­ვია, რომ მოს­წავ­ლე, სა­ბო­ლოო ჯამ­ში, ანა­ლიზს ვერ აკე­თებს და ერ­თ­მა­ნეთს ვერ უკა­ში­რებს ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში მომ­ხ­დარ ის­ტო­რი­ულ მოვ­ლე­ნებს,“  – ამ­ბობს ჭი­ა­თუ­რის № 2 სა­ჯა­რო სკო­ლის პე­და­გო­გი ნა­ნა ასა­ნი­ძე.

☑️ ნა­ნა ასა­ნი­ძეს მსოფ­ლიო ის­ტო­რი­ის კურ­სის სა­წი­ნა­აღ­მ­დე­გო არა­ფე­რი აქვს, მაგ­რამ მი­სი აზ­რით, „ევ­რო­პე­ი­ზა­ცია მა­შინ არის კარ­გი, რო­ცა ეროვ­ნუ­ლი ის­ტო­რია შერ­წყ­მუ­ლია მსოფ­ლიო ის­ტო­რი­ას­თან. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, სა­ქარ­თ­ვე­ლოს ის­ტო­რი­ის სწავ­ლე­ბა ცალ­კე კურ­სად აუცი­ლე­ბე­ლია, რად­გან ეს ხელს შე­უწყობს ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი მოთხოვ­ნე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას. წი­ნა­აღ­მ­დეგ შემ­თხ­ვე­ვა­ში, სა­ზო­გა­დო­ე­ბა აღ­მოჩ­ნ­დე­ბა რო­გორც ეროვ­ნუ­ლი, ასე­ვე მსოფ­ლიო ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის შე­ფა­სე­ბის უნა­რე­ბის დე­ფი­ცი­ტის წი­ნა­შე. სა­ქარ­თ­ვე­ლოს ის­ტო­რი­ის სწავ­ლე­ბა აუცი­ლე­ბე­ლი მოთხოვ­ნაა, რომ სა­ქარ­თ­ვე­ლომ ჯან­სა­ღად, ამა­ყად და ღირ­სე­უ­ლად იაროს მსოფ­ლიო პროგ­რე­სულ სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ერ­თად.“

მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან აქ­ცენტს კი, სწო­რად შედ­გე­ნილ სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ზე აკე­თებს: „ავ­ტორ­თა ჯგუფ­მა უნ­და შექ­მ­ნას ან­ტი­კუ­რი პე­რი­ო­დი­დან დღემ­დე არ­სე­ბუ­ლი ჩვე­ნი ის­ტო­რია, რო­მე­ლიც იქ­ნე­ბა ლო­გი­კუ­რად, ქრო­ნო­ლო­გი­უ­რად და­ლა­გე­ბუ­ლი, რაც დი­დად შე­უწყობს ხელს სა­ქარ­თ­ვე­ლოს ინ­ტეგ­რა­ცი­ას სხვა­დას­ხ­ვა სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში.“

თე­მა­ზე არ­გუ­მენ­ტი­რე­ბულ მო­საზ­რე­ბებს გვთა­ვა­ზობს თბი­ლი­სის 82-ე სა­ჯა­რო სკო­ლის უფ­რო­სი მას­წავ­ლე­ბე­ლი მა­ია მირ­ცხუ­ლა­ვა. ამ­ბობს, რომ სა­ქარ­თ­ვე­ლოს ის­ტო­რი­ა­ზე, რო­გორც სას­კო­ლო სა­გან­ზე, მის მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა­სა და სწავ­ლე­ბის პრობ­ლე­მებ­ზე ვერ ისა­უბ­რებს, თუ არ გა­იხ­სე­ნებს იმ ამო­ცა­ნას, რო­მე­ლიც მი­სი და კო­ლე­გე­ბის წი­ნა­შე დგას: „კერ­ძოდ, ის­ტო­რი­ის მას­წავ­ლე­ბელს ევა­ლე­ბა არა მხო­ლოდ ცოდ­ნის მი­ცე­მა, არა­მედ ამ ცოდ­ნის გა­მო­ყე­ნე­ბის სწავ­ლე­ბა იქ­ვე, გაკ­ვე­თილ­ზე ან სახ­ლ­ში, და­ვა­ლე­ბის შეს­რუ­ლე­ბის პრო­ცეს­ში გა­მო­მუ­შა­ვე­ბუ­ლი უნარ-ჩვე­ვე­ბის მი­ხედ­ვით. მოს­წავ­ლე­ებს ხე­ლი უნ­და შე­ეწყოთ, გა­ნა­ვი­თა­რონ გა­მო­ძი­ე­ბის, ანა­ლი­ზის უნა­რი და კარ­გად გამ­ყა­რე­ბუ­ლი არ­გუ­მენ­ტე­ბის გზით შეძ­ლონ წარ­სუ­ლი ტრა­გე­დი­ე­ბი­სა თუ წარ­მა­ტე­ბე­ბის მი­ზე­ზე­ბის და­სა­ბუ­თე­ბა. ასე რომ, ის­ტო­რი­ის მას­წავ­ლებ­ლის ამო­ცა­ნა/და­ვა­ლე­ბა, რო­გორც ვხე­დავთ, ად­ვი­ლი არაა, ამი­ტომ მას სჭირ­დე­ბა სა­ხელ­მ­წი­ფოს დახ­მა­რე­ბა, ხელ­შეწყო­ბა დამ­ხ­მა­რე სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბით, რუ­კე­ბი­თა თუ სხვა სა­ჭი­რო რე­სურ­სე­ბით. სწო­რედ ამ ერ­თობ­ლი­ვი ძა­ლე­ბით შე­იძ­ლე­ბა, აღი­ზარ­დონ სა­უ­კე­თე­სო მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი, რომ­ლე­ბიც თვი­თო­ნაც მა­გა­ლი­თი გახ­დე­ბი­ან მო­მა­ვა­ლი თა­ო­ბე­ბის­თ­ვის.“

☑️ მანანა (მაია) მირ­ცხუ­ლა­ვა: „ის­ტო­რია (მო­ი­ცავს სა­ქარ­თ­ვე­ლო­სა და მსოფ­ლიო ის­ტო­რი­ის სა­კითხებს და ის­წავ­ლე­ბა VII-XII კლა­სებ­ში)“ – და­კო­რექ­ტირ­და და ასე ჩა­ი­წე­რა: „ის­ტო­რია (მო­ი­ცავს სა­განს „ის­ტო­რია“ და ის­წავ­ლე­ბა VII-XII კლა­სებ­ში და სა­განს „სა­ქარ­თ­ვე­ლოს ის­ტო­რია“ და ის­წავ­ლე­ბა X-XII კლა­სებ­ში)“. რაც ეს პუნ­ქ­ტი გაჩ­ნ­და ეროვ­ნულ სას­წავ­ლო გეგ­მა­ში, იმე­დიც გა­მიჩ­ნ­და, რომ ჩე­მი სას­კო­ლო სა­გა­ნი, რო­მელ­საც ვას­წავ­ლი, უფ­რო აქ­ტუ­ა­ლუ­რი შე­იქ­მ­ნე­ბა რო­გორც სას­კო­ლო, ისე სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თ­ვის.

სკო­ლა­ში სა­მუ­შა­ოდ 1992 წლის იან­ვარ­ში მო­ვე­დი. ეს 9 აპ­რი­ლის შემ­დ­გო­მი პე­რი­ო­დია. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ამ დროს ჩვე­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის ეროვ­ნუ­ლი თვით­შეგ­ნე­ბა გან­სა­კუთ­რე­ბით ამაღ­ლე­ბუ­ლი იყო, ამი­ტომ მი­ე­ცათ მას­წავ­ლებ­ლებს და მოს­წავ­ლე­ებ­საც, სა­მი­ნის­ტ­როს ხელ­შეწყო­ბით, სა­შუ­ა­ლე­ბა, მი­ე­ღოთ სა­ქარ­თ­ვე­ლოს ის­ტო­რი­ის პირ­ვე­ლი სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბი. სა­გა­ნი ის­ტო­რია და­ყო­ფი­ლი იყო ორად – მსოფ­ლიო და სა­ქარ­თ­ვე­ლო. მარ­თა­ლია, ახ­ლა ბევ­რი ამ­ბობს, რომ ის სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბი, გან­სა­კუთ­რე­ბით, ფარ­ნა­ოზ ლო­მაშ­ვი­ლის სა­ქარ­თ­ვე­ლოს ის­ტო­რია, რბი­ლად რომ ვთქვათ, უფ­რო დახ­ვე­წი­ლი უნ­და ყო­ფი­ლი­ყო, მაგ­რამ, იმ ეტაპ­ზე, მან თა­ვი­სი მი­სია შე­ას­რუ­ლა. შემ­დ­გომ­ში გა­მო­სულ­მა სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ებ­მა გა­ნი­ცა­დეს ცვლი­ლე­ბე­ბი, ყვე­ლას ჰქონ­და თა­ვი­სი, ასე ვთქვათ, ნაკ­ლი, კერ­ძოდ, ზოგს არ ახ­ლ­და რუ­კე­ბი, თვალ­სა­ჩი­ნო­ე­ბე­ბი, თა­რი­ღე­ბის ცხრი­ლი, ლექ­სი­კო­ნი. სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ებ­ზე მუ­შა­ო­ბი­სას (მო­მე­ცა სა­შუ­ა­ლე­ბა და ექ­ს­პერ­ტიც ვი­ყა­ვი მე-7-9 კლა­სე­ბის სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბის), ჩვენ­მა მეც­ნი­ე­რებ­მა და მას­წავ­ლებ­ლებ­მა ერ­თობ­ლი­ვი ძა­ლე­ბით შე­ის­წავ­ლეს, რა უფ­რო აინ­ტე­რე­სებს მოს­წავ­ლეს; გა­ით­ვა­ლის­წი­ნეს ტექ­ს­ტის ზო­მა, ენა, თვალ­სა­ჩი­ნო­ე­ბე­ბიც და მი­ვი­ღეთ უკე­თე­სი, თუმ­ცა, გა­ვი­და დრო და მუ­შა­ო­ბის პრო­ცეს­ში აღ­მოჩ­ნ­და ხარ­ვე­ზე­ბიც, სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბის ავ­ტო­რე­ბი თა­ვად გა­ეც­ნენ, მიხ­ვ­დ­ნენ და, სა­ვა­რა­უ­დოდ, აწი უფ­რო დახ­ვე­წენ… მაგ­რამ ისიც უნ­და გა­ვით­ვალის­წი­ნოთ, რომ ამას ბო­ლო არ ექ­ნე­ბა, რად­გან დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში მოთხოვ­ნი­ლე­ბე­ბი იც­ვ­ლე­ბა.

რაც შე­ე­ხე­ბა სა­ქარ­თ­ვე­ლოს ის­ტო­რი­ის ცალ­კე საგ­ნად კვლავ დაბ­რუ­ნე­ბას, ეს უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნე­სი საქ­მეა სა­ხელ­მ­წი­ფოს­თ­ვის, სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თ­ვის და მო­მა­ვა­ლი თა­ო­ბის­თ­ვის. დრო იც­ვ­ლე­ბა, იც­ვ­ლე­ბა მიდ­გო­მე­ბიც და შე­სა­ბა­მი­სად სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბიც. უკე­თე­სის ძი­ე­ბა­ში ვართ და სწო­რედ ამ ძი­ე­ბის პრო­ცეს­ში იქ­ნა დაშ­ვე­ბუ­ლი შეც­დო­მე­ბი. თუმ­ცა, თუ არ ეძებ, ვერც შეც­დო­მას და­უშ­ვებ და ვერც წარ­მა­ტე­ბას მი­აღ­წევ. კერ­ძოდ, გა­ვიხ­სე­ნებ ერთ შემ­თხ­ვე­ვას, რო­ცა ინ­ტეგ­რი­რე­ბუ­ლი იქ­ნა ის­ტო­რია-გე­ოგ­რა­ფია და ის­ტო­რი­ას, რო­გორც სა­განს, ცალ­კე გა­მო­ე­ყო, ამო­ღე­ბულ იქ­ნა ხე­ლოვ­ნე­ბა და მუ­სი­კის სა­კითხე­ბი, შემ­დეგ სა­ქარ­თ­ვე­ლოს ის­ტო­რია ინ­ტეგ­რირ­და მსოფ­ლიო ის­ტო­რი­ას­თან. თვი­თონ ეს იდეა, რომ მოს­წავ­ლე­ებ­მა სა­ქარ­თ­ვე­ლოს ად­გი­ლი და­ი­ნა­ხონ მსოფ­ლიო ის­ტო­რი­ა­ში და პი­რი­ქით, მსოფ­ლიო და­ი­ნა­ხონ სა­ქარ­თ­ვე­ლოს ის­ტო­რი­ა­ში, მომ­წონს და სწო­რი­ცაა. ეს ის უნა­რია, რო­მე­ლიც უნ­და გან­ვი­თარ­დეს, რომ მოს­წავ­ლე, და შემ­დ­გომ­ში მო­ქა­ლა­ქე, ახ­დენ­დეს მოვ­ლე­ნე­ბის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბას, აანა­ლი­ზებ­დეს და შე­ეძ­ლოს თა­ვი­სი მო­საზ­რე­ბის არ­გუ­მენ­ტი­რე­ბუ­ლად გად­მო­ცე­მა. თუმ­ცა, ვფიქ­რობ, ამან დი­დად ვერ გა­ა­მარ­თ­ლა, სწავ­ლე­ბა­ში ჩა­ი­კარ­გა ჩვე­ნი ქვეყ­ნის ის­ტო­რია. გარ­და ამი­სა, გა­ერ­თი­ა­ნე­ბის დროს, ის­ტო­რი­ას და­აკ­ლ­და სა­ა­თე­ბი. ვფიქ­რობ, ამ თა­ო­ბის­თ­ვის, ვინც მო­მა­ვალ წელს, უკ­ვე მე-10 კლას­ში, სა­ქარ­თ­ვე­ლოს ის­ტო­რი­ას ცალ­კე საგ­ნად ის­წავ­ლის, რა თქმა უნ­და, მას­წავ­ლებ­ლის დახ­მა­რე­ბით, სა­ბა­ზო სა­ფე­ხურ­ზე მი­ღე­ბუ­ლი ცოდ­ნით, სრუ­ლი­ად შე­საძ­ლე­ბე­ლია სა­ქარ­თ­ვე­ლოს და­ნახ­ვა მსოფ­ლიო ის­ტო­რი­ის ჭრილ­ში. რა­საკ­ვირ­ვე­ლია, გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბულ უნ­და იყოს სა­ა­თე­ბიც და სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლოს გარ­და, სხვა რე­სურ­სე­ბიც, კერ­ძოდ, რუ­კე­ბი – მსოფ­ლი­ოს და სა­ქარ­თ­ვე­ლო­სი.

თვი­თონ იდეა, რო­მე­ლიც უკ­ვე კა­ნო­ნად გა­მოცხად­და და ძა­ლი­ან პო­პუ­ლა­რუ­ლი­ცაა, საფ­რ­თხის წი­ნა­შე რომ არ აღ­მოჩ­ნ­დეს, და­დე­ბით და იმე­დი­ან გან­წყო­ბას­თან ერ­თად, სა­ჭი­რო­ებს ხელ­შეწყო­ბას. ვგუ­ლის­ხ­მობ იმას, რომ სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბის შე­საქ­მ­ნე­ლად ცო­ტა დროა, მით უმე­ტეს, მას­წავ­ლებ­ლე­ბი წი­ნას­წარ ვერ გა­ვეც­ნო­ბით, გარ­და ამი­სა, ავ­ტო­რებს უნ­და და­ე­ვა­ლოთ არა პო­პუ­ლის­ტუ­რი ტექ­ს­ტე­ბი­სა და ჰე­რო­ი­კუ­ლი ამ­ბე­ბის და­წე­რა, არა­მედ ურ­თი­ერ­თ­სა­წი­ნა­აღ­მ­დე­გო ში­ნა­არ­სის წყა­რო­ე­ბის წინ წა­მო­წე­ვა (სა­დაც ამის სა­შუ­ა­ლე­ბაა), მა­თი მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბა, რომ მოს­წავ­ლემ შეძ­ლოს სწო­რად გა­აზ­რე­ბა, შე­და­რე­ბა და სა­კუ­თა­რი დას­კ­ვ­ნე­ბის გა­მო­ტა­ნა. წყა­რო­ებ­ზე მუ­შა­ო­ბას მოს­წავ­ლე­ე­ბი უკ­ვე შეჩ­ვე­უ­ლი არი­ან, მოს­წონთ, თუმ­ცა, ეს არ ნიშ­ნავს, რომ ტექ­ს­ტე­ბი იმ ადა­მი­ა­ნე­ბის შე­სა­ხებ, ვინც ღირ­სე­უ­ლი ად­გი­ლი და­ი­კა­ვა ჩვე­ნი ქვეყ­ნის ის­ტო­რი­ა­ში, არ შე­ვი­ტა­ნოთ სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ში. მოს­წავ­ლე უნ­და გა­ეც­ნოს ნამ­დ­ვილ წარ­სულს, რო­გორც დი­დი ილია ამ­ბობს „ჭეშ­მა­რიტ ის­ტო­რი­ას“.

კი­დევ ერ­თი სა­კითხი, რო­მე­ლიც იგ­ნო­რი­რე­ბუ­ლია სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ებ­ში და, ვფიქ­რობ, აუცი­ლებ­ლად უნ­და ის­წავ­ლე­ბო­დეს, აფხა­ზე­თის სა­მე­ფოს ად­გი­ლია ჩვენს ის­ტო­რი­ა­ში; მე­ზო­ბელ სა­ხელ­მ­წი­ფო­ებ­თან ჩვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბის, გან­სა­კუთ­რე­ბით, რუ­სე­თის მი­ერ სა­ქარ­თ­ვე­ლოს ანექ­სი­ის არა მხო­ლოდ მე-19 სა­უ­კუ­ნის პე­რი­ო­დი, არა­მედ ბოლ­შე­ვი­კუ­რი რუ­სე­თის მი­ერ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ცი­ე­ბი, მთე­ლი თა­ვი­სი სიმ­წ­ვა­ვით, რა თქმა უნ­და, ის­ტო­რი­ულ წყა­რო­ებ­ზე დაყ­რ­დ­ნო­ბით.

ამი­ტომ ვამ­ბობ, რომ ახ­ლა უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნე­სია თა­ნად­რო­უ­ლი სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლოს შექ­მ­ნა. გვყავს უკ­ვე გა­მოც­დი­ლი ავ­ტო­რე­ბი, ახალ­გაზ­რ­და მეც­ნი­ე­რე­ბიც, ასე­ვე გა­მოც­დი­ლი მას­წავ­ლებ­ლე­ბიც, რო­მელ­თაც უს­წავ­ლე­ბი­ათ სა­ქარ­თ­ვე­ლოს ის­ტო­რია, მათ უნ­და მი­ვან­დოთ ახა­ლი სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბის შექ­მ­ნა. ამას­თა­ნა­ვე, სა­ჭი­როა ის­ტო­რი­ის ეროვ­ნულ სა­გა­მოც­დო ჯგუფ­თან ერ­თად მუ­შა­ო­ბა, რომ ერ­თი­ან ეროვ­ნულ გა­მოც­დებ­ზე არ იყოს მხო­ლოდ ფაქ­ტე­ბის და­მახ­სოვ­რე­ბა­ზე გათ­ვ­ლი­ლი სა­კითხე­ბი, არ ას­ც­დეს სას­კო­ლო პროგ­რა­მას იმით, რომ გაკ­ვე­თი­ლებ­ზე ე.წ. „სა­ზე­პი­რო­ებ­ზე“ კი არ მოგ­ვი­წი­ოს ყუ­რადღე­ბის გა­მახ­ვი­ლე­ბა, არა­მედ კონ­ცენ­ტ­რი­რე­ბუ­ლი ვი­ყოთ ის­ტო­რი­უ­ლი წყა­რო­ე­ბის ანა­ლიზ­ზე, არ­გუ­მენ­ტე­ბით მსჯე­ლო­ბა­ზე – მოს­წავ­ლემ უნ­და შეძ­ლოს ეპო­ქის გან­ც­და. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, სწო­რედ ასეა შე­საძ­ლე­ბე­ლი ისე­თი მო­ქა­ლა­ქის აღ­ზ­რ­და, რო­მელ­საც სა­ერ­თა­შო­რი­სო ას­პა­რეზ­ზე თა­ვი­სი ქვეყ­ნის ად­გი­ლის და­ნახ­ვაც შე­უძ­ლია და გა­მო­ჩე­ნაც.

ბო­ლოს კი­დევ ერ­თხელ გა­ვუს­ვამ ხაზს სა­ქარ­თ­ვე­ლოს ის­ტო­რი­ის ახა­ლი სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლოს მნიშ­ვ­ნე­ლო­ბას, რომ შემ­დ­გომ­ში ამ კარგ იდე­ას ოპო­ნენ­ტე­ბი არ გა­მო­უჩ­ნ­დ­ნენ.“

რას შეც­ვ­ლის ცალ­კე საგ­ნად ის­ტო­რი­ის სწავ­ლე­ბა? ამ კითხ­ვას ☑️ ინ­გა მო­სი­ძე, ხელ­ვა­ჩა­უ­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ სა­ლი­ბა­უ­რის №1 და №2 სა­ჯა­რო სკო­ლე­ბის სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბი­სა და ის­ტო­რი­ის მას­წავ­ლე­ბე­ლი პა­სუ­ხობს, რომ პირ­ველ რიგ­ში, ჩვენს მოს­წავ­ლე­ებს სიღ­რ­მი­სე­უ­ლად ეცო­დი­ნე­ბათ სა­კუ­თა­რი სამ­შობ­ლოს ის­ტო­რია –  „შე­იც­ვ­ლე­ბა მოს­წავ­ლე­თა ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი და და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბე­ბი სა­კითხე­ბის მი­მართ. გმი­რე­ბის ამ­ბე­ბის შეს­წავ­ლა უფ­რო მე­ტად გა­უღ­ვი­ვებთ სურ­ვილს, რომ თა­ვა­დაც ჩად­გ­ნენ ქვეყ­ნის სამ­სა­ხურ­ში (სამ­წუ­ხა­როდ, ამ ბო­ლო პე­რი­ოდ­ში, ბევ­რი ახალ­გაზ­რ­და თავს არი­დებს ამ მო­ვა­ლე­ო­ბას).

მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია იმი­თაც, რომ დღეს, რო­დე­საც ყო­ველ­დღი­უ­რად ვხე­დავთ „მცო­ცავ ოკუ­პა­ცი­ას“, გვყავს ათა­სო­ბით დევ­ნი­ლი, ირ­ღ­ვე­ვა ქვეყ­ნის სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტი და პო­ლი­ტი­კურ კურ­ს­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი ქვეყ­ნის ხვა­ლინ­დე­ლი ბე­დი, უფ­რო კარ­გად შეძ­ლე­ბენ ის­ტო­რი­უ­ლი ფაქ­ტე­ბის მოშ­ვე­ლი­ე­ბას და ანა­ლიზს; იმ შეც­დო­მებს აღარ გა­ი­მე­ო­რე­ბენ, რაც ჩვენ­მა წი­ნაპ­რებ­მა და­უშ­ვეს ქვეყ­ნის­თ­ვის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი მოვ­ლე­ნე­ბის დროს; რე­ა­ლო­ბის აღ­ქ­მას უკეთ შეძ­ლე­ბენ. ბევ­რი ზრდას­რუ­ლი და­მა­ხინ­ჯე­ბულ/მცდარ ფაქ­ტებს ავ­რ­ცე­ლებს, ბევ­რი სა­ქარ­თ­ვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე გა­მოთ­ქ­ვამს ან­ტი­სა­ხელ­მ­წი­ფო­ებ­რივ მო­საზ­რე­ბებს. ამ პრობ­ლე­მე­ბის თა­ვი­დან აცი­ლე­ბა მხო­ლოდ სიღ­რ­მი­სე­უ­ლი ცოდ­ნი­თაა შე­საძ­ლე­ბე­ლი.

ჩვე­ნის­თა­ნა მცი­რე ერის­თ­ვის ეს გა­დარ­ჩე­ნის გზაა. ავის და კარ­გის გარ­ჩე­ვის სა­შუ­ა­ლე­ბაა, ცხოვ­რე­ბის გაკ­ვე­თი­ლე­ბია.“

რო­გორ ის­წავ­ლე­ბა ჩვე­ნი ქვეყ­ნის ის­ტო­რია? ამ თე­მა­ზე სა­უბ­რი­სას ინ­გა მო­სი­ძე ამ­ბობს, რომ არ­სე­ბულ სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ებ­ში ძა­ლი­ან მცი­რე ადგილი ეთ­მო­ბა საკითხებს სა­ქარ­თ­ვე­ლოს ის­ტო­რი­იდან. ზო­გი­ერ­თი მსოფ­ლიო ის­ტო­რი­ის ჭრილ­შია გან­ხი­ლუ­ლი, ბევ­რი მნიშვნელოვანი სა­კითხი კი, რა­საც მოს­წავ­ლე­ე­ბი დი­დი ინ­ტე­რე­სით ის­წავ­ლიდ­ნენ, სა­ერ­თოდ არ არის შე­ტა­ნი­ლი. მე­ტიც, ამ­ბობს, რომ: „სა­მი­ნის­ტ­როს მი­ერ წი­ნას­წარ არის შედ­გე­ნი­ლი თე­მე­ბი, რომ­ლი­თაც ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ბენ წიგ­ნის ავ­ტო­რე­ბი. იქ­ნებ ყვე­ლამ ერ­თად იფიქ­როს, პრაქ­ტი­კოს მას­წავ­ლებ­ლებს ჰკითხონ, რა სჯობს? რო­გორ ვას­წავ­ლოთ – მშრა­ლი ფაქ­ტე­ბი? არა; იქ­ნებ ას­ჯერ წა­კითხულს ერ­თხელ ნა­ნა­ხი სჯობ­დეს – მუ­ზე­უმ­ში ნას­წავ­ლი, ტა­ძარ­ში მოს­მე­ნი­ლი, ფრეს­კა­ზე აღ­ბეჭ­დი­ლი, ჩა­მოშ­ლილ გო­დოლ­თან წა­კითხუ­ლი; იქ­ნებ სიმ­ღე­რით და ნა­ხა­ტით ნას­წავ­ლი ის­ტო­რია უნ­დათ? სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ში მა­სა­ლა ასა­კის შე­სა­ბა­მი­სია – მარ­ტი­ვი, ყვე­ლა­ზე აქ­ტუ­ა­ლუ­რი სა­კითხე­ბი, ყვე­ლა­ზე შთამ­ბეჭ­და­ვი, თუმ­ცა, არა სა­ქარ­თ­ვე­ლოს ის­ტო­რია.“

ქალ­ბა­ტო­ნი ინ­გა მი­იჩ­ნევს, რომ ახალ სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ში გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი აქ­ცენ­ტი უნ­და გა­კეთ­დეს ახალ და უახ­ლეს ის­ტო­რი­ა­ზე: „1801 წლი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი ბრძო­ლა რუ­სუ­ლი კო­ლო­ნი­ა­ლუ­რი რე­ჟი­მის, ავ­ტო­კე­ფა­ლი­ის აღ­დ­გე­ნის­თ­ვის; ერის და ბე­რის თავ­გან­წირ­ვა; პირ­ვე­ლი რეს­პუბ­ლი­კის ის­ტო­რია; შეც­დო­მე­ბის გა­ა­ნა­ლი­ზე­ბა; საბ­ჭო­თა ოკუ­პა­ცი­ის წი­ნა­აღ­მ­დეგ ბრძო­ლა. მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის სა­ინ­ტე­რე­სო იქ­ნე­ბო­და სა­ქარ­თ­ვე­ლოს საბ­ჭო­თა პე­რი­ო­დის შე­სა­ხებ უფ­რო მე­ტი სა­არ­ქი­ვო მა­სა­ლის შე­მო­ტა­ნა და სწავ­ლე­ბა. სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლოს დამ­ხ­მა­რე მა­სა­ლა, რე­სურ­სე­ბი და მე­თო­დუ­რი ლი­ტე­რა­ტუ­რა უნ­და ახ­ლ­დეს.“

დღე­ვან­დე­ლი გად­მო­სა­ხე­დი­დან კი, მი­სი აზ­რით, გან­სა­კუთ­რე­ბულ მნიშ­ვ­ნე­ლო­ბას იძენს სა­ქარ­თ­ვე­ლოს ის­ტო­რი­ის სწავ­ლე­ბა­ზე ყუ­რადღე­ბის გა­მახ­ვი­ლე­ბა. „დღეს, რო­დე­საც მიმ­დი­ნა­რე­ობს უკ­რა­ი­ნის ბრძო­ლა რუ­სე­თის ოკუ­პა­ცი­ის წი­ნა­აღ­მ­დეგ, და­ვი­ნა­ხეთ უკ­რა­ი­ნე­ლე­ბის უსაზღ­ვ­რო პატ­რი­ო­ტიზ­მი და თავ­გან­წირ­ვა. ძა­ლი­ან შემ­რ­ცხ­ვა სა­კუ­თა­რი თა­ვის, იცით რა­ტომ? მე რა­ტომ ვერ ვას­წავ­ლე ჩემს მოს­წავ­ლე­ებს ჩვე­ნი ქვეყ­ნის ის­ტო­რია ისე, რომ ასე ჰყვა­რე­ბო­დათ სამ­შობ­ლო, რა­ტომ ვერ აღ­ვ­ზარ­დე ასე­თი პატ­რი­ო­ტე­ბი, რა­ტომ ვერ ვაჩ­ვე­ნე, რომ ჩვე­ნი გა­დარ­ჩე­ნა მხო­ლოდ სამ­შობ­ლოს მო­სიყ­ვა­რუ­ლე ადა­მი­ა­ნე­ბის გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი.

არ იფიქ­როთ, არა­ფერს ვა­კე­თებ­დე პატ­რი­ო­ტიზ­მის გა­საღ­ვი­ვებ­ლად – ოკუ­პა­ცი­ის კვი­რე­უ­ლი, პრო­ექ­ტი „გვახ­სოვ­დეს აფხა­ზე­თი“, ეროვ­ნუ­ლი გმი­რე­ბის შე­სა­ხებ კონ­ფე­რენ­ცი­ე­ბი და კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბე­ბი, თუმ­ცა, ეს არ არის საკ­მა­რი­სი. სწავ­ლე­ბა მა­ინც ხან­მოკ­ლე და ერ­თ­ჯე­რა­დი გა­მო­დის. ჩვენ ხომ უფ­რო ფარ­თო მიდ­გო­მა გვჭირ­დე­ბა, სა­ზო­გა­დო­ე­ბის აზ­როვ­ნე­ბის გარ­დაქ­მ­ნა, რე­ა­ლო­ბის აღ­ქ­მა. რა­ტომ გვი­ჭირს მტერს მტე­რი და­ვარ­ქ­ვათ და მოყ­ვა­რეს მოყ­ვა­რე, რა­ტომ გვი­ჭირს რუ­სულ ოკუ­პა­ცი­ას შე­წი­რუ­ლი გმი­რე­ბის გან­დი­დე­ბა. ჩვე­ნი ბავ­შ­ვე­ბი რას ხე­და­ვენ, არ­ჩევ­ნე­ბის წინ აფ­რი­ა­ლე­ბულ დრო­შებს პატ­რი­ო­ტუ­ლი მო­წო­დე­ბე­ბით, მოჩ­ვე­ნე­ბით მა­მუ­ლიშ­ვი­ლო­ბას. მახ­სენ­დე­ბა პო­ლო­ნეთ­ში სტა­ჟი­რე­ბის დროს ვროც­ლა­ვის ოკუ­პა­ცი­ის მუ­ზე­უმ­ში ვი­ზი­ტი. რაც ვნა­ხე, ის ემო­ცია დღემ­დე მომ­ყ­ვე­ბა. იქ წარ­მოდ­გე­ნი­ლი ყო­ვე­ლი ექ­ს­პო­ნა­ტი კარ­გად გა­გა­აზ­რე­ბი­ნებს საბ­ჭო­თა ოკუ­პა­ცი­ის შე­დე­გებს. ჰკითხეთ, აბა, ჩვენს მოს­წავ­ლე­ებს თუ არი­ან ნამ­ყოფ­ნი ოკუ­პა­ცი­ის მუ­ზე­უმ­ში. მას­წავ­ლებ­ლე­ბიც არ იც­ნო­ბენ, არ აქვთ ნა­ნა­ხი ის წყა­რო­ე­ბი. დღეს, ყო­ფილ საბ­ჭო­თა ქვეყ­ნებ­ში, სას­წავ­ლო ექ­ს­კურ­სი­ე­ბი სა­გაკ­ვე­თი­ლო სა­ხეს ღე­ბუ­ლობს. სჯობს პა­ტა­რა ასაკ­ში ეტ­კი­ნოს, ცრემ­ლი წა­მო­უ­ვი­დეს და ღრმად იგ­რ­ძ­ნოს ის ტკი­ვი­ლი, რაც ოკუ­პა­ცი­ას ახ­ლავს თან, ვიდ­რე ნი­ჰი­ლიზ­მით იყოს გან­მ­ს­ჭ­ვა­ლუ­ლი ყო­ვე­ლი ეროვ­ნუ­ლის მი­მართ. შე­ხე­დეთ სა­ტე­ლე­ვი­ზიო გა­და­ცე­მებს, სოც­მე­დი­ა­ში არ­სე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას – გა­ყალ­ბე­ბუ­ლი, ან­ტი­სა­ხელ­მ­წი­ფო­ებ­რი­ვი. სა­ჭი­როა ბევ­რი სო­ცი­ა­ლუ­რი რეკ­ლა­მა, ფილ­მი, ექ­ს­კურ­სია, პრო­ექ­ტი, გას­ვ­ლი­თი ღო­ნის­ძი­ე­ბა პატ­რი­ო­ტულ-მო­ქა­ლა­ქე­ობ­რი­ვი მი­მარ­თუ­ლე­ბით; მე­ტი პა­ტი­ვი და დი­დე­ბა ქვეყ­ნის­თ­ვის თავ­გან­წი­რულ გმი­რებს, მათ ოჯა­ხებს და­ფა­სე­ბა, მე­ტი ფილ­მი და ვი­დეორგო­ლე­ბი მათ ის­ტო­რი­ებ­ზე. გა­და­ათ­ვა­ლი­ე­რეთ დაწყე­ბი­თი კლა­სის ქარ­თუ­ლი ენის წიგ­ნე­ბი. სად გაქ­რა პატ­რი­ო­ტუ­ლი თე­მა­ტი­კის მოთხ­რო­ბე­ბი, ლექ­სე­ბი, ყვე­ლა სა­გან­ში ეს უნ­და იყოს პრი­ო­რი­ტე­ტი. იქ­ნებ იმ მოთხ­რო­ბით უკეთ გა­ი­აზ­რონ ტექ­ს­ტი, ვიდ­რე უცხო­უ­რი ამ­ბით.

ჩვენ კი ვი­ცით რო­გო­რი ახალ­გაზ­რ­და უნ­და აღ­ვ­ზარ­დოთ, თუმ­ცა გა­მოკ­ვე­თი­ლი პროგ­რა­მე­ბი არ გვაქვს. დაწყე­ბი­თი კლა­სე­ბის ქარ­თუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის წიგ­ნებ­ში თით­ქ­მის არ არის ამ თე­მა­ზე მოთხ­რო­ბე­ბი, ყვე­ლა სა­გან­ში, სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ში უნ­და იყოს პატ­რი­ო­ტუ­ლი თე­მა­ტი­კის მა­სა­ლა, და­ლა­გე­ბუ­ლი და მი­ზან­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი. უნ­და იყოს აუცი­ლებ­ლად გან­სა­ხორ­ცი­ე­ლე­ბე­ლი პრო­ექ­ტე­ბი, კვი­რე­უ­ლე­ბი და კონ­კურ­სე­ბი სა­ქარ­თ­ვე­ლოს ის­ტო­რი­ის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან მოვ­ლე­ნებ­ზე. აუცი­ლე­ბე­ლია გა­მოკ­ვე­თი­ლი ეროვ­ნუ­ლი იდე­ო­ლო­გია და ქვეყ­ნის კულ­ტუ­რი­სა და გა­ნათ­ლე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით ამ შტრი­ხე­ბის გა­ტა­რე­ბა, ცხა­დია, არ ვგუ­ლის­ხ­მობ ეთ­ნო­ცენ­ტ­რიზ­მ­სა და რა­დი­კა­ლურ ნა­ცი­ო­ნა­ლიზმს“.

♦♦♦

ჩვე­ნი რეს­პონ­დენ­ტი მას­წავ­ლებ­ლე­ბი ის­ტო­რი­ის ცალ­კე საგ­ნად სწავ­ლე­ბის გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბას უდი­დეს მნიშ­ვ­ნე­ლო­ბას ანი­ჭე­ბენ და კი­დევ უფ­რო მნიშ­ვ­ნე­ლოვ­ნად ახა­ლი სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბის შედ­გე­ნას ასა­ხე­ლე­ბენ, სა­დაც ქვეყ­ნის ის­ტო­რი­ის სწავ­ლე­ბა შე­უც­დო­მელ, სწორ კურსს გა­ნა­ვი­თა­რებს მო­მა­ვალ თა­ო­ბა­ში და და­ეხ­მა­რე­ბა მოვ­ლე­ნე­ბის სწო­რად გა­ა­ნა­ლი­ზე­ბა­ში ის­ტო­რი­ულ წყა­რო­ებ­ზე დაყ­რ­დ­ნო­ბით. ამ მე­ტად სა­ჭი­რო და უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნეს იდე­ას რომ საფ­რ­თხე არ შე­ექ­მ­ნას და მხო­ლოდ პო­პუ­ლის­ტურ ნა­ბი­ჯად არ გა­და­იქ­ცეს, სე­რი­ო­ზულ ხელ­შეწყო­ბას ელი­ან.

ლალი ჯელაძე

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები