18 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

ბავშვს უნ­და და­ვა­ვა­ლოთ იმ­დე­ნი, რამ­დე­ნიც შე­უძ­ლია

spot_img

☑️ლე­ნა ბი­წა­ძე

🔘სსიპ ჭი­ა­თუ­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სოფ. გეზ­რუ­ლის სა­ჯა­რო სკო­ლის  დაწყე­ბი­თი კლა­სის (I-IV) დამ­რი­გე­ბე­ლი

 

☑️🔘 შე­მოქ­მე­დე­ბი­თი, კრი­ტი­კუ­ლი აზ­როვ­ნე­ბის, კო­მუ­ნი­კა­ცი­ის, თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბის, ინ­ფორ­მა­ცი­ის, ანა­ლი­ზის, სო­ცი­ა­ლუ­რი და კულ­ტუ­რუ­ლი უნარ-ჩვე­ვე­ბი მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნე­სია. ამ უნარ-ჩვე­ვე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­სა და გან­ვი­თა­რე­ბა­ში მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი რო­ლი სწო­რედ კლა­სის დამ­რი­გე­ბელს აკის­რია, რომ­ლის საქ­მი­ა­ნო­ბა თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბა­ზე, მოს­წავ­ლე­ე­ბი­სა და სა­კუ­თა­რი საქ­მი­სად­მი უან­გა­რო სიყ­ვა­რულ­ზე უნ­და იყოს აგე­ბუ­ლი. მარ­თ­ლაც, კლა­სის დამ­რი­გე­ბელს მთა­ვა­რი აღ­მ­ზ­რ­დე­ლო­ბი­თი ფუნ­ქ­ცია აქვს. ის ყო­ველ­თ­ვის მზად უნ­და იყოს ნე­ბის­მი­ერ მოს­წავ­ლეს­თან თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბის­თ­ვის, მა­თი სა­ჭი­რო­ე­ბე­ბი­დან თუ ინ­ტე­რე­სე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე. მას ევა­ლე­ბა, და­ეხ­მა­როს მოს­წავ­ლეს სას­კო­ლო გა­რე­მო­ში წა­მოჭ­რი­ლი სხვა­დას­ხ­ვა პრობ­ლე­მის მოგ­ვა­რე­ბა­ში. დამ­რი­გე­ბე­ლი უნ­და იყოს შუ­ა­მა­ვა­ლი მოს­წავ­ლეს, მას­წავ­ლე­ბელ­სა და მშო­ბელს შო­რის. რო­გორც მთა­ვარ­მა აღ­მ­ზ­რ­დელ­მა, უნ­და უზ­რუნ­ველ­ყოს მოს­წავ­ლის სრულ­ფა­სო­ვა­ნი აღ­ზ­რ­და, რაც მი­მარ­თუ­ლი უნ­და იყოს ბავ­შ­ვის ფი­ზი­კუ­რი და ემო­ცი­ურ-სო­ცი­ა­ლუ­რი გან­ვი­თა­რე­ბის­კენ. დამ­რი­გე­ბელ­მა უნ­და გა­მო­ავ­ლი­ნოს მოს­წავ­ლის შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი, ამის­თ­ვის კი აუცი­ლე­ბე­ლია მოს­წავ­ლეს შე­უქ­მ­ნას სა­თა­ნა­დო გა­რე­მო. არა­ვი­თარ შემ­თხ­ვე­ვა­ში არ უნ­და გა­მო­ი­ჩი­ნოს მოს­წავ­ლის მი­მართ გულ­გ­რი­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა, რად­გან მცი­რე უყუ­რადღე­ბო­ბა­მაც კი, შე­იძ­ლე­ბა ბავ­შ­ვის დე­მო­ტი­ვა­ცია გა­მო­იწ­ვი­ოს. მოკ­ლედ რომ ვთქვათ, ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მის მი­ხედ­ვით, დამ­რი­გებ­ლის მი­ზა­ნია, და­ეხ­მა­როს მოს­წავ­ლე­ებს ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის ეროვ­ნუ­ლი მიზ­ნე­ბის მიღ­წე­ვა­ში.

☑️🔘 ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლურ, ფი­ზი­კურ და სუ­ლი­ერ გან­ვი­თა­რე­ბა­ზე უარ­ყო­ფი­თად მოქ­მე­დებს ბევ­რი ფაქ­ტო­რი, მათ შო­რი­საა „მიღ­წე­ვე­ბის შე­ფა­სე­ბა“. ამი­ტომ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სიფ­რ­თხი­ლეა სა­ჭი­რო შე­ფა­სე­ბის პრო­ცეს­ში, რა­თა მოს­წავ­ლე­ებს არ გა­უჩ­ნ­დეთ უარ­ყო­ფი­თი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა საგ­ნის, პე­და­გო­გის, ზო­გა­დად, სწავ­ლის მი­მართ — ეს უარ­ყო­ფით გავ­ლე­ნას მო­ახ­დენს ბავ­შ­ვ­ზე. არას­წორ­მა შე­ფა­სე­ბამ, შე­საძ­ლე­ბე­ლია, გა­მო­იწ­ვი­ოს ბავ­შ­ვის სი­მორ­ცხ­ვე, ამი­ტომ აუცი­ლე­ბე­ლია, რომ მან არ და­კარ­გოს სა­კუ­თა­რი ძა­ლე­ბის რწმე­ნა და არ და­ეჭ­ვ­დეს სა­კუ­თარ შე­საძ­ლებ­ლო­ბებ­ში. მა­გა­ლი­თი­სათ­ვის მო­ვიყ­ვან შემ­თხ­ვე­ვას, რო­ცა პირ­ველ­კ­ლა­სელ ბი­ჭუ­ნას ბავ­შ­ვებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა უჭირ­და. ვე­ცა­დე, გუნ­დურ თა­მა­შებ­ში ჩა­მერ­თო. წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი შე­დე­გი მი­ვი­ღე – ჩარ­თუ­ლო­ბამ ხე­ლი შე­უწყო მას თა­ნა­ტო­ლებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის გაღ­რმა­ვე­ბა­სა და ახა­ლი მე­გობ­რე­ბის გა­ჩე­ნა­ში.

☑️🔘 მოს­წავ­ლე­თა რან­ჟი­რე­ბა ყო­ველ­თ­ვის სა­ჭი­როა, მაგ­რამ არა აშ­კა­რად და დის­კ­რი­მი­ნა­ცი­უ­ლად. კლას­ში მოს­წავ­ლე­ე­ბი აუცი­ლებ­ლად უნ­და „და­ვა­ხა­რის­ხოთ“ თუნ­დაც დას­წავ­ლის ტი­პის მი­ხედ­ვით: ბავ­შ­ვ­თა ნა­წი­ლი აუდი­ა­ლის­ტია, ნა­წი­ლი – ვი­ზუ­ა­ლის­ტი, ნა­წი­ლიც – კი­ნეს­თე­ტი. ასე­ვე, რო­ცა მოს­წავ­ლე­ებს ვხე­დავთ სო­ცი­ა­ლურ ჭრილ­ში, ესეც რან­ჟი­რე­ბაა და შე­სა­ბა­მის აქ­ტი­ვო­ბებს, მე­თო­დებ­სა და მიდ­გო­მებს ვი­ყე­ნებთ სა­ჭი­რო­ე­ბი­სა­მებრ. კი­დევ ერ­თხელ ვიტყ­ვი გა­დაჭ­რით, რომ მოს­წავ­ლე­თა რან­ჟი­რე­ბა არ უნ­და იყოს დის­კ­რი­მი­ნა­ცი­უ­ლი და მას მხო­ლოდ სტრა­ტე­გი­უ­ლად ვი­ყე­ნებთ, ისევ ბავ­შ­ვე­ბის სა­კე­თილ­დღე­ოდ.

☑️🔘 ვფიქ­რობ, დღეს ყვე­ლა­ზე მწვა­ვედ დგას ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი პრობ­ლე­მა, ვგუ­ლის­ხ­მობ სკო­ლა­ში ადაპ­ტა­ცი­ის პრობ­ლე­მას, რო­მელ­საც, ძი­რი­თა­დად, დაწყე­ბით კლა­სებ­ში ვაწყ­დე­ბით. ბავ­შ­ვებს არ აქვთ ადაპ­ტა­ცი­ის­თ­ვის სა­ჭი­რო უნარ-ჩვე­ვე­ბი, სკო­ლის­თ­ვის მზა­ო­ბა და, შე­სა­ბა­მი­სად, უჭირთ ყუ­რადღე­ბის კონ­ცენ­ტ­რა­ცია, გა­რე­მოს­თან შე­გუ­ე­ბა; ასე­ვე გა­მოვ­ყოფ­დი კო­მუ­ნი­კა­ცი­ის პრობ­ლე­მას. გა­რე­მო ფაქ­ტო­რე­ბი დიდ გავ­ლე­ნას ახ­დენს ბავ­შ­ვის ფსი­ქო­ე­მო­ცი­ურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე, გუ­ნე­ბა-გან­წყო­ბა­სა და ურ­თი­ერ­თო­ბის ხა­რის­ხ­ზე.

☑️🔘 დამ­რი­გე­ბე­ლი მუდ­მი­ვად სი­ახ­ლის ძი­ე­ბა­ში უნ­და იყოს, იზი­ა­რებ­დეს კო­ლე­გე­ბის გა­მოც­დი­ლე­ბას, იყოს მი­ზან­ს­წ­რა­ფუ­ლი და უყ­ვარ­დეს ბავ­შ­ვე­ბი. ჩვენ, პე­და­გო­გე­ბი, ვე­რას­დ­როს ვას­წავ­ლით ყვე­ლა­ფერს, რაც მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის იქ­ნე­ბა სა­ჭი­რო მა­თი ცხოვ­რე­ბის მან­ძილ­ზე, ამი­ტომ სა­ჭი­როა, მე­ტად ვი­მუ­შა­ოთ ბავ­შ­ვებ­თან მე­ტა­კოგ­ნი­ტუ­რი უნა­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე. სწავ­ლის სწავ­ლა დღეს ყვე­ლა მას­წავ­ლებ­ლის ზრუნ­ვის სა­გა­ნი უნ­და გახ­დეს.

☑️🔘 დამ­რი­გებ­ლის ანაზღა­უ­რე­ბა, ვფიქ­რობ, ნაკ­ლე­ბად შე­ე­სა­ბა­მე­ბა მის მი­ერ გა­წე­ულ საქ­მი­ა­ნო­ბას, მაგ­რამ არ უნ­და და­ვი­ვიწყოთ ის, რომ ჩვენ ამ ანაზღა­უ­რე­ბა­ზე დავ­თან­ხ­მ­დით კონ­ტ­რაქ­ტით ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბის შეს­რუ­ლე­ბას. ის დროც მახ­სენ­დე­ბა, რო­ცა თით­ქ­მის უფა­სოდ ვას­რუ­ლებ­დით არა მარ­ტო დამ­რი­გებ­ლის, არა­მედ მას­წავ­ლებ­ლის ფუნ­ქ­ცი­ას, მას­თან შე­და­რე­ბით, ახ­ლა პე­და­გო­გი და­ფა­სე­ბუ­ლია!

ფი­ნან­სუ­რი მხარ­და­ჭე­რის გარ­და, დამ­რი­გებ­ლის­თ­ვის სა­ჭი­როა პო­ზი­ტი­უ­რი გა­რე­მო სკო­ლა­ში და მა­ტე­რი­ა­ლურ-ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი რე­სურ­სი, ამას­თა­ნა­ვე, შე­სა­ბა­მი­სი ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რა და დამ­რი­გებ­ლის საქ­მი­ა­ნო­ბის აღი­ა­რე­ბა-მხარ­და­ჭე­რა.

☑️🔘 სა­კუ­თა­რი გა­მოც­დი­ლე­ბი­დან ბევ­რი მა­გა­ლი­თის გახ­სე­ნე­ბა შე­მიძ­ლია, რო­მელ­საც კო­ლე­გებს გა­ვუ­ზი­ა­რებ. თუნ­დაც ფა­სი­ა­ნი სა­ჩუ­ქა­რი, რო­მე­ლიც მოს­წავ­ლეს გა­და­ვე­ცი, არ გა­მიხ­დია გა­რე­გან მო­ტი­ვა­ტო­რად. შარ­ლო­ტა ბრონ­ტეს „ჯე­ინ ეარით“ მან კითხ­ვა შე­იყ­ვა­რა და მინ­და ვურ­ჩიო კო­ლე­გებს, ბევ­რი რამ შე­იძ­ლე­ბა ვაქ­ცი­ოთ ძლი­ერ მო­ტი­ვა­ტო­რად — ფა­სი­ა­ნი სა­ჩუ­ქა­რი თუ სწო­რი სიტყ­ვი­ე­რი უკუ­კავ­ში­რი.

☑️🔘 არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბა მოს­წავ­ლეს აძ­ლევს სა­შუ­ა­ლე­ბას, მკვეთ­რად გა­მო­ავ­ლი­ნოს ში­ნა­გა­ნი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი და ხელს უწყობს მი­სი ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი, ეს­თე­ტი­კუ­რი და შე­მოქ­მე­დე­ბი­თი მიდ­რე­კი­ლე­ბე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას. ბუ­ნებ­რი­ვია, არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის კუთხით, სხვა­დას­ხ­ვა ღო­ნის­ძი­ე­ბას ვა­ტა­რებ ჩემს სა­დამ­რი­გებ­ლო კლას­თან. მა­გა­ლი­თად, სკო­ლა­ში შევ­ქ­მე­ნი „მკითხ­ველ­თა კლუ­ბი“, სა­დაც მოს­წავ­ლე­ებს შე­საძ­ლებ­ლო­ბა ეძ­ლე­ვათ, მათ­თ­ვის სა­სურ­ველ და ასა­კობ­რი­ვად შე­სა­ბა­მის კლას­გა­რე­შე სა­კითხავ ლი­ტე­რა­ტუ­რას გა­ეც­ნონ და შემ­დ­გომ აზ­რე­ბი გაც­ვა­ლონ, ის­წავ­ლონ დე­ბა­ტე­ბის კულ­ტუ­რა და კო­მუ­ნი­კა­ცია სწო­რად და ასერ­ტუ­ლად.

☑️🔘 გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა აქვს დამ­რი­გებ­ლი­სა და მშობ­ლის ურ­თი­ერ­თო­ბას. ცხა­დია, სხვა­დას­ხ­ვა სა­ხით ვურ­თი­ერ­თობთ, გა­აჩ­ნია სი­ტუ­ა­ცი­ას. არის შემ­თხ­ვე­ვა, რო­ცა სა­ჭი­როა მშობ­ლის გა­და­უ­დე­ბე­ლი ინ­ფორ­მი­რე­ბა და ამ დროს სა­ტე­ლე­ფო­ნო კო­მუ­ნი­კა­ცია მაქვს; არის შემ­თხ­ვე­ვა, რო­ცა მშო­ბელ­თა კრე­ბა­ზე გაგ­ვაქვს პრო­ექ­ტუ­ლი წი­ნა­და­დე­ბე­ბი, ვმსჯე­ლობთ იმ სტრა­ტე­გი­ებ­სა და სა­შუ­ა­ლე­ბებ­ზე, რომ­ლი­თაც წარ­მა­ტე­ბით გა­ვარ­თ­მევთ თავს პრო­ექტს. მინ­და აქ­ვე და­ვა­მა­ტო ერ­თი, ჩე­მი აზ­რით, მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი დე­ტა­ლიც: მოს­წავ­ლის ყვე­ლა წა­რუ­მა­ტებ­ლო­ბის მშობ­ლის­თ­ვის თქმა სა­ჭი­რო არ არის. იმ შემ­თხ­ვე­ვა­ში, თუ მას­წავ­ლე­ბელს აქვს შე­საძ­ლებ­ლო­ბა, მოს­წავ­ლეს­თან ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი მუ­შა­ო­ბით მი­აღ­წი­ოს შე­დეგს, ბავ­შ­ვის ოჯა­ხის ჩარ­თ­ვა სა­ჭი­რო არ არის. ზოგ­ჯერ, რო­ცა პრობ­ლე­მა კომ­პ­ლექ­სურ მიდ­გო­მას ითხოვს, მშობ­ლებ­საც ვრთავ პრო­ცეს­ში, წი­ნას­წარ გან­საზღ­ვ­რუ­ლი გეგ­მი­თა და მიდ­გო­მე­ბით.

სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­ჭი­რო­ე­ბის მქო­ნე ბავ­შ­ვე­ბის მი­მართ მიდ­გო­მე­ბი უფ­რო­სი თა­ო­ბის ადა­მი­ა­ნებს აქვთ შე­საც­ვ­ლე­ლი, თა­ნა­ტო­ლებს შო­რის სტიგ­მუ­რი მიდ­გო­მა ნაკ­ლე­ბია. ყვე­ლა­ზე დიდ გა­მოწ­ვე­ვად დღეს, და­მერ­წ­მუ­ნეთ, მშობ­ლის და­თან­ხ­მე­ბა რჩე­ბა, რომ მის­მა შვილ­მა სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­ჭი­რო­ე­ბის მქო­ნე პი­რის სტა­ტუ­სი მი­ი­ღოს. რო­ცა მშო­ბელს შვი­ლის სპე­ცი­ა­ლუ­რი სტა­ტუ­სი სა­მარ­ცხ­ვი­ნოდ მი­აჩ­ნია, სა­მუ­შაო, პირ­ველ რიგ­ში, მშობ­ლებ­თან გვაქვს და არა თა­ნა­ტო­ლებ­თან! და­მერ­წ­მუ­ნოს ყვე­ლა, რომ მშობ­ლის მი­ერ სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­ჭი­რო­ე­ბის აღი­ა­რე­ბა ნიშ­ნავს პრობ­ლე­მე­ბის მოგ­ვა­რე­ბის ძა­ლი­ან კარგ და სა­ჭი­რო ეტაპს! სპეც­მას­წავ­ლებ­ლის ინ­ს­ტი­ტუ­ცი­ის შე­მო­ღე­ბამ სა­უცხოო შე­დე­გი მის­ცა ქარ­თულ ზო­გა­დ­სა­გა­ნა­მა­ნათ­ლე­ბო სის­ტე­მას. რო­ცა სწო­რად დგე­ბა ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი სას­წავ­ლო გეგ­მა და ორი მას­წავ­ლე­ბე­ლი (საგ­ნი­სა და სპე­ცი­ა­ლუ­რი) მუ­შა­ობს, ბავ­შ­ვის გან­ვი­თა­რე­ბის უახ­ლო­ე­სი ზო­ნის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, შე­დე­გიც უკე­თე­სი და თვალ­ში­სა­ცე­მია. ვერც იმას დავ­მა­ლავთ, რომ გვაქვს ბუ­ლინ­გის შემ­თხ­ვე­ვე­ბი, მაგ­რამ ტენ­დენ­ცია უკე­თე­სო­ბის­კენ მი­დის. უამ­რა­ვი ფილ­მი და ვი­დე­ორ­გო­ლი არ­სე­ბობს, რომ­ლებ­საც ბავ­შ­ვე­ბი ეც­ნო­ბი­ან და ბუ­ლინ­გიც ნელ-ნე­ლა მარ­ცხ­დე­ბა!

☑️🔘 ბავ­შ­ვე­ბის ნდო­ბის მო­პო­ვე­ბა რთუ­ლია, მაგ­რამ აუცი­ლე­ბე­ლი. თა­ვის­თა­ვად, პირ­ველ რიგ­ში, სხვა­დას­ხ­ვა ხერ­ხით ვცდი­ლობთ, ამას მი­ვაღ­წი­ოთ. ბავ­შ­ვი თუ არ გენ­დო­ბა, არც გა­ღი­ა­რებს, არც მო­გის­მენს, არც ის­წავ­ლის და დროს ტყუ­ი­ლად დავ­კარ­გავთ. ჩე­მი პრაქ­ტი­კი­დან არა­ერ­თი მა­გა­ლი­თის და­სა­ხე­ლე­ბა შე­მიძ­ლია, რო­გორ იზ­რ­დე­ბა მოს­წავ­ლის მო­ტი­ვა­ცია, ნდო­ბის ხა­რის­ხის მა­ტე­ბას­თან ერ­თად. რო­ცა გვირ­ჩე­ვენ – „ენ­დე, მაგ­რამ აკონ­ტ­რო­ლე“, მე ამ რჩე­ვას ერთ ას­პექტს და­ვა­მა­ტებ­დი – კონ­ტ­რო­ლი უნ­და იყოს შე­უმ­ჩ­ნე­ვე­ლი. დე­მო­ტი­ვი­რე­ბულ მოს­წავ­ლეს თუ კლას­ში პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბის აღე­ბას შეს­თა­ვა­ზებ (ვთქვათ, ლაშ­ქ­რო­ბის, ექ­ს­კურ­სი­ის, რა­ი­მე აქ­ცი­ის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რო­ბას), უმე­ტეს შემ­თხ­ვე­ვა­ში, ბავ­შ­ვი თავს აღი­ა­რე­ბუ­ლად ჩათ­ვ­ლის და და­იწყებს აქ­ტი­ვო­ბე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას. იმის­თ­ვის, რომ თა­ვი­დან ავი­ცი­ლოთ უხერ­ხუ­ლი მო­მენ­ტე­ბი, ასეთ მოს­წავ­ლეს „ვთა­ვა­ზობთ“ გეგ­მის პრო­ექ­ტის წი­ნას­წარ ერ­თობ­ლივ გან­ხილ­ვას, თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბას, რე­კო­მენ­და­ცი­ებს, ასერ­ტულ უკუ­კავ­შირს. ჩემს სკო­ლა­ში ასე­თი შემ­თხ­ვე­ვა იყო: მას­წავ­ლე­ბე­ლი მოს­წავ­ლე­ებს და­პირ­და, რომ მშობ­ლებ­თან ერ­თად წა­იყ­ვან­და თურ­ქე­თის ტურ­ში, ქა­ლაქ ტრაბ­ზო­ნამ­დე, ოღონდ ექ­ს­კურ­სია თა­ვად უნ­და და­ე­გეგ­მათ. ამ კონ­კ­რე­ტულ მა­გა­ლითს იმის­თ­ვის ვა­სა­ხე­ლებ, რომ წარ­მო­ვიდ­გი­ნოთ ექ­ს­კურ­სი­ის მას­შ­ტა­ბი. სა­მი­ო­დე დღე­ში მოს­წავ­ლე­ებ­მა წარ­მო­ად­გი­ნეს გეგ­მა, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც გა­წე­რი­ლი იყო მარ­შ­რუ­ტის მან­ძი­ლი, და­ფარ­ვის დრო, საზღ­ვ­რის კვე­თის ყვე­ლა ნი­უ­ან­სი, ტრაბ­ზო­ნის ღირ­ს­შე­სა­ნიშ­ნა­ო­ბის ნუს­ხა მცი­რე ის­ტო­რი­ე­ბით, კვე­ბის სა­კითხე­ბი, უსაფ­რ­თხო­ე­ბის ნორ­მე­ბი და თქვენ წარ­მო­იდ­გი­ნეთ, იმა­ზეც კი მო­ი­ძი­ეს ინ­ფორ­მა­ცია, სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ველ მოს­წავ­ლე­თა ოჯა­ხებს ხომ არ მო­ეხ­ს­ნე­ბო­დათ დახ­მა­რე­ბა, ტურ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის გა­მო. ყვე­ლა­ფე­რი ისე კარ­გად ჰქონ­დათ გა­კე­თე­ბუ­ლი, რომ ხარ­ვე­ზი ვერ ვუ­პო­ვეთ! ეს ექ­ს­კურ­სია, თა­ვი­სი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­ნიშ­ნუ­ლე­ბი­თაც მას­შ­ტა­ბუ­რი იყო, მოს­წავ­ლე­თა აღი­ა­რე­ბა-ნდო­ბის გა­რე­შე ასე­თი ეფექ­ტი ვე­რაფ­რით ექ­ნე­ბო­და.

☑️🔘 მოს­წავ­ლე­ე­ბის აღი­ა­რე­ბა ყო­ველ წუთ­საა სა­ჭი­რო. ეჭ­ვის შე­ტა­ნა ბავ­შ­ვის შე­საძ­ლებ­ლო­ბა­ში ან­ტი­პე­და­გო­გი­კაა! ბავშვს უნ­და და­ვა­ვა­ლოთ იმ­დე­ნი, რამ­დე­ნიც შე­უძ­ლია! უაღ­რე­სად დი­დი ტვირ­თის და­ნახ­ვი­სას მოს­წავ­ლე დე­მო­ტი­ვირ­დე­ბა, ასე­ვეა „მსუ­ბუ­ქი“ ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბის დრო­საც, სა­ჭი­როა ოქ­როს შუ­ა­ლე­დის პოვ­ნა.

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები