28 მარტი, ხუთშაბათი, 2024

სი­ყალ­ბე კლავს ადა­მი­ა­ნო­ბას

spot_img

რუბ­რი­კა­ში – „თვის ავ­ტო­რი“ წარ­მო­გიდ­გენთ მწე­რალ­სა და კი­ნოს­ცე­ნა­რისტს, გუ­რამ მეგ­რე­ლიშ­ვილს, რო­მე­ლიც 2009 წლი­დან „აზ­როვ­ნე­ბის აკა­დე­მი­ის“ საკ­ვი­რაო სკო­ლის მას­წავ­ლე­ბე­ლია და მო­ზარ­დებ­თან ლი­ტე­რა­ტუ­რის მი­მარ­თუ­ლე­ბით მუ­შა­ობს. მარ­ტის თვის ავ­ტო­რი სა­უბ­რობს ბავ­შ­ვებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის იმ გა­მოც­დი­ლე­ბა­ზე, რო­მე­ლიც მწე­რალ­მა წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში და­აგ­რო­ვა, რო­გორც მშო­ბელ­მა და მას­წავ­ლე­ბელ­მა. მან მკითხ­ველს ეს გა­მოც­დი­ლე­ბა უკ­ვე შეს­თა­ვა­ზა წიგ­ნის სა­ხით – „რო­გორ ვე­ლა­პა­რა­კოთ შვი­ლებს“. ვფიქ­რობთ, გუ­რამ მეგ­რე­ლიშ­ვი­ლის შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი, თუ „რო­გო­რი ენით ვე­ლა­პა­რა­კოთ შვი­ლებს, რომ კავ­ში­რი შედ­გეს მა­ში­ნაც კი, რო­ცა თით­ქოს ჩვე­ნი ინ­ტე­რე­სე­ბი და შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი რა­დი­კა­ლუ­რად გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლია“, კარგ მეგ­ზუ­რო­ბას გა­უ­წევს რო­გორც პე­და­გო­გებ­სა და მშობ­ლებს, ისე გა­ნათ­ლე­ბის სფე­რო­თი და­ინ­ტე­რე­სე­ბულ ადა­მი­ა­ნებს ბავ­შ­ვებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბი­სას.

 

      გურამ მეგრელიშვილი 

 

„წე­რი­თი თე­რა­პი­ის კურ­ს­ზე“, რო­მელ­საც მო­ზარ­დე­ბის­თ­ვი­საც და მშობ­ლე­ბის­თ­ვი­საც ვა­ტა­რებ, პირ­ველ შეხ­ვედ­რას ყო­ველ­თ­ვის „გმი­რის მოგ­ზა­უ­რო­ბის“ ფორ­მუ­ლით ვიწყებ. ამ ფორ­მუ­ლა­ში ერ­თი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი გა­ჩე­რე­ბაა და „მენ­ტო­რი“ ჰქვია. ეს ადა­მი­ა­ნია, ვინც ჩვენს და ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი გმი­რის ცხოვ­რე­ბა­ში უც­ნა­უ­რი ფორ­მით შე­მო­დის ხოლ­მე. თა­ვი­სი სიტყ­ვით, საქ­მით, არ­სე­ბო­ბით უნე­ბუ­რად გან­საზღ­ვ­რავს ჩვე­ნი ცხოვ­რე­ბის მომ­დევ­ნო არ­ჩე­ვანს. „მენ­ტორს“ შე­საძ­ლოა არა­ვი­თა­რი წი­ნას­წარ­გან­ზ­რახ­ვა არ აქვს, თა­ვის საქ­მეს აკე­თებს, თა­ვის­თ­ვის ცხოვ­რობს, მაგ­რამ გვეხ­მა­რე­ბა და ჰოი, რო­გორ.

არის კი­დევ ერ­თი შე­სა­ნიშ­ნა­ვი წიგ­ნი „გა­და­უ­ხა­დე სხვას“, ავ­ტო­რი ქეთ­რინ რა­ი­ან ჰა­ი­დია და მოგ­ვითხ­რობს ბიჭ­ზე, რო­მელ­საც სამ­ყა­როს შეც­ვ­ლა გა­და­უწყ­ვე­ტია და ამ ცვლი­ლე­ბას ერ­თი მარ­ტი­ვი ფორ­მუ­ლით აპი­რებს: რო­დე­საც მე სი­კე­თეს გა­მი­კე­თე­ბენ, სა­მა­გი­ე­როს სხვა უც­ნობ ადა­მი­ანს გა­და­ვუხ­დი, რომ ეს ჯაჭ­ვი გამ­რავ­ლ­დეს და დე­და­მი­წას შე­მო­ერ­ტყა­სო.

ჩე­მი მას­წავ­ლებ­ლო­ბა ორი­ვე ამ­ბავს მა­გო­ნებს, ჩე­მი ცხოვ­რე­ბის რამ­დე­ნი­მე „მენ­ტო­რი“ პე­და­გო­გი­სა და ჰა­ი­დის იდე­ის შერ­წყ­მას. ვცდი­ლობ, ის სი­კე­თე, რაც ჩე­მი პე­და­გო­გე­ბის­გან მი­ვი­ღე, ჩემ­თ­ვის უც­ნობ, ასა­კით პა­ტა­რა დიდ ადა­მი­ა­ნებს გა­ვუ­ზი­ა­რო და გა­და­ვუ­ხა­დო მათ, რა­თა რა­ღაც მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი, ჩემ­თ­ვის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი არ და­ი­კარ­გოს.

დი­დი მას­წავ­ლე­ბე­ლი, იანუშ კორ­ჩა­კი წერ­და: ბავ­შ­ვე­ბი ჩვე­უ­ლებ­რი­ვი პი­როვ­ნე­ბე­ბი არი­ან, ნაკ­ლე­ბი ცხოვ­რე­ბი­სე­უ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბი­თო. მე ეს იდეა მომ­წონს და ვი­ზი­ა­რებ. ჩემს მოს­წავ­ლე­ებ­თან და შვი­ლებ­თან ვცდი­ლობ არ და­მა­ვიწყ­დეს, რომ ჩე­მი და მა­თი სო­ცი­ა­ლუ­რი რო­ლის იქით, არის რა­ღაც, რი­სი ხელ­შე­ხე­ბის უფ­ლე­ბაც არა­ვის აქვს – ეს ჩვე­ნი პი­როვ­ნუ­ლი „მე“-ა.

„პრაქ­ტი­კო­სი მას­წავ­ლებ­ლის­თ­ვის პი­როვ­ნუ­ლი ზრდა მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი რა­მაა. ყო­ვე­ლი გაკ­ვე­თი­ლის ჩა­ტა­რე­ბა ნიშ­ნავს ას­წავ­ლო და ის­წავ­ლო, გა­უ­ზი­ა­რო და გა­ი­ზი­ა­რო და მა­ინც, მას­წავ­ლებ­ლის ცხოვ­რე­ბა „ცდი­სა და შეც­დო­მის“ ერ­თი და­უს­რუ­ლე­ბე­ლი ამ­ბა­ვია.

ჩემს მოს­წავ­ლე­ებს ხში­რად ვე­კითხე­ბი, რა სწყინთ პე­და­გო­გე­ბის­გან, რა უხა­რი­ათ, რა ახ­სოვთ და რო­გო­რი მას­წავ­ლებ­ლე­ბი იქ­ნე­ბოდ­ნენ თვი­თონ, ეს პრო­ფე­სია რომ აერ­ჩი­ათ. პა­სუ­ხე­ბი გო­ნივ­რუ­ლი და და­მა­ფიქ­რე­ბე­ლია. რო­გორც ჩანს, მას­წავ­ლებ­ლე­ბი­სა და მოს­წავ­ლე­ე­ბის ურთი­ერ­თო­ბა სა­ერ­თო ადა­მი­ა­ნუ­რი სი­კე­თე­ცაა და შეც­დო­მე­ბიც, რო­მე­ლიც ნაგ­ვა­ზა­ოს მა­თე­მა­ტი­კის მას­წავ­ლე­ბელ­მაც და ლუ­ცერ­ნის ქი­მი­ის პე­და­გოგ­მაც ერ­თ­ნა­ი­რად შე­იძ­ლე­ბა და­უშ­ვან.“ („როგორ ველაპარკოთ შვილებს“)

ბავ­შ­ვებს ძა­ლი­ან უყ­ვართ, რო­დე­საც ვუს­მენთ. ვუს­მენთ ნამ­დ­ვი­ლად და გუ­ლის­ყუ­რით, ჩვენც ვუყ­ვე­ბით და ისი­ნი გვის­მე­ნენ. კო­მუ­ნი­კა­ცია ყვე­ლა­ზე მე­ტად უხა­რი­ათ, ამი­ტომ ჩე­მი მათ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა ამ მოს­მე­ნა­ზე დგას.

თურ­მე ბავ­შ­ვე­ბი ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად აღიქ­ვა­მენ ხმის ტო­ნა­ლო­ბას. ის, რაც ერ­თის­თ­ვის უბ­რა­ლოდ ენერ­გი­უ­ლად ნათ­ქ­ვა­მია, მე­ო­რეს­თ­ვის ცო­ტა მკაც­რი ტო­ნია, მე­სა­მეს­თ­ვის კი უბ­რა­ლოდ შე­უ­რაცხ­მ­ყო­ფე­ლი მი­მარ­თ­ვაა. შვილ­თან თით­ქოს მარ­ტი­ვია, რა­ღაც ერთს შე­ურ­ჩევ, ჯგუფ­თან რთუ­ლია – ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად უნ­და მი­უდ­გე ყვე­ლას. მე პირ­ვე­ლი უფ­რო მი­ჭირს, რად­გან ყო­ველ­თ­ვის მძლევს ხოლ­მე ემო­ცია და იმ ქი­რურგს ვგა­ვარ, საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნის­თ­ვის ოპე­რა­ცი­ის გა­კე­თე­ბი­სას ხე­ლი რომ უკან­კა­ლებს.

ერ­თი, რაც მოს­წავ­ლე­ებ­თა­ნაც და შვი­ლებ­თა­ნაც ასი პრო­ცენ­ტით ამარ­თ­ლებს, სა­მარ­თ­ლი­ა­ნო­ბაა. სა­მარ­თ­ლი­ა­ნი მენ­ტო­რის შე­ნიშ­ვ­ნა, მას­წავ­ლე­ბე­ლია იგი თუ მა­მა, მი­უ­ღე­ბე­ლი არაა ბავ­შ­ვის­თ­ვის, რა­გინდ მწა­რე სი­მარ­თ­ლე უთხ­რას მას. მო­ზარ­დ­მა უნ­და იცო­დეს, რო­დე­საც მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნის მავ­ნებ­ლო­ბა­ზე ვე­ლა­პა­რა­კე­ბი და თან ეკ­რანს თა­ვა­უ­ღებ­ლივ „ვსქრო­ლავ“, არ ვარ სა­მარ­თ­ლი­ა­ნი და სან­დო კა­ცი და ამას, შე­იძ­ლე­ბა სიტყ­ვით ვერ ხსნი­დეს, მაგ­რამ ბავ­შ­ვუ­რი გუ­ლის­გო­ნე­ბით აუცი­ლებ­ლად ხვდე­ბა.

მე­ო­რე და მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი შე­ნიშ­ვ­ნის მი­ცე­მის კულ­ტუ­რაა. ხში­რად, ჩვენ გვა­ვიწყ­დე­ბა ცხოვ­რე­ბის ყვე­ლა რთუ­ლი ამ­ბა­ვი, მაგ­რამ ვე­რა­სო­დეს ვი­ვიწყებთ შე­ნიშ­ვ­ნას, რო­მე­ლიც უსა­მარ­თ­ლოდ მი­ვი­ღეთ. ბავ­შ­ვე­ბი შე­ნიშ­ვ­ნე­ბის მი­მართ მგრძნო­ბი­ა­რე­ე­ბი არი­ან, უფ­რო­სებ­თან შე­და­რე­ბით და ზო­გა­დად, მეჩ­ვე­ნე­ბა, რომ ადა­მი­ა­ნებს არც ერთ ასაკ­ში არ მოგ­ვ­წონს შე­ნიშ­ვ­ნა, გან­სა­კუთ­რე­ბით, რო­ცა ის და­უმ­სა­ხუ­რე­ბე­ლი გვგო­ნია.

რო­დე­საც ორი ადა­მი­ა­ნი კონ­კ­რე­ტულ სა­კითხ­ზე თან­ხ­მ­დე­ბა და პი­რო­ბის შეც­ვ­ლის შემ­დეგ, ერ­თი და­სა­ბუ­თე­ბუ­ლად მი­ი­ღებს შე­ნიშ­ვ­ნას მე­ო­რის­გან, ეს გა­ცი­ლე­ბით ად­ვი­ლი გა­და­სა­ტა­ნია, ვიდ­რე გა­უ­გე­ბა­რი შე­ნიშ­ვ­ნე­ბი, რო­მელ­საც გუ­ნე­ბა-გან­წყო­ბი­სა­მებრ და არა პრინ­ცი­პე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე ვაძ­ლევთ ხოლ­მე შვი­ლებს.

„რვე­ულს თავ­ზე გა­და­გა­ხევ, მე­რამ­დე­ნედ უნ­და და­უშ­ვა ერ­თი და იგი­ვე შეც­დო­მა?!“ – რო­გო­რი მო­სას­მე­ნია? მო­დი, ვი­თომ შე­ვარ­ბი­ლოთ და ასე ვთქვათ: „მგო­ნი უნი­ჭო ხარ ამ საქ­მე­ში, ვერ იგებ, არა­და მე­სა­მედ გიხ­ს­ნი!“ ან კი­დევ უფ­რო გა­ვა­მარ­ტი­ვოთ: „ვერ იგებ ამ ამო­ცა­ნას?“ თით­ქოს მე­სა­მე ვა­რი­ან­ტი ყვე­ლა­ზე მსუ­ბუ­ქია, ამ დროს სა­მი­ვე ჩა­ნა­სახ­ში­ვე მცდა­რია, რად­გან არ ვი­ცით რა­ტომ ვერ არ­თ­მევს ბავ­შ­ვი თავს ამო­ცა­ნას. მე ვკითხავ­დი ასე: „ხომ არ და­ი­ღა­ლე? გინ­და ცო­ტა და­ის­ვე­ნე, ეს ამო­ცა­ნა შენ­თ­ვის რა მარ­ტი­ვია, ხომ იცი?“

კო­მუ­ნი­კა­ცი­ის პო­ზი­ტი­უ­რი მი­მარ­თუ­ლე­ბით წარ­მარ­თ­ვამ შე­იძ­ლე­ბა მა­მა-შვილს, მას­წავ­ლე­ბელ-მოს­წავ­ლეს შო­რის ურ­თი­ერ­თო­ბა რა­დი­კა­ლუ­რად შეც­ვა­ლოს და შეც­ვა­ლოს კარ­გის­კენ, რად­გან სა­ი­თაც ქა­რი ქრის, იალ­ქ­ნი­ა­ნი ნა­ვიც იქით უკე­თე­სად მი­ცუ­რავს. სკო­ლა­შიც და ოჯახ­შიც, ზო­გა­დად, სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში დღეს ყვე­ლა­ზე მე­ტად მოს­მე­ნის დე­ფი­ცი­ტია. ადა­მი­ა­ნე­ბი აღარ ვურ­თი­ერ­თობთ, რე­ა­ლურ ურ­თი­ერ­თო­ბას ვგუ­ლის­ხ­მობ. ერ­თი ბე­წო ბი­ნა­შიც კი შე­იძ­ლე­ბა გვერ­დი-გვერდ ის­ხ­დ­ნენ დე­და, მა­მა და შვი­ლე­ბი და ვი­ღაც სხვას, გა­რე სამ­ყა­როს ეკონ­ტაქ­ტე­ბოდ­ნენ. ფე­ის­ბუ­კი, სხვა სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბი, ტე­ლე­ვი­ზია, ეს ის სა­კო­მუ­ნი­კა­ციო არ­ხე­ბია ნამ­დ­ვი­ლი, ხელ­შე­სა­ხე­ბი ცხოვ­რე­ბა რომ წაგ­ვარ­თ­ვეს. ჩვენ გვაკ­ლია სი­ნამ­დ­ვი­ლე და გულ­წ­რ­ფე­ლო­ბა, აღ­ფ­რ­თო­ვა­ნე­ბა და ემო­ცი­ე­ბის­თ­ვის გა­სა­ქა­ნის მი­ცე­მა. ბო­ლოს რო­დის გა­გი­ხარ­დათ, იტი­რეთ, შე­გე­შინ­დათ, ისი­ა­მოვ­ნეთ ნამ­დ­ვი­ლად? აბა, კარ­გად და­ფიქ­რ­დით და აღი­ა­რეთ, იყო კი ეს ნამ­დ­ვი­ლო­ბა თუ სუ­რო­გა­ტუ­ლი? სმა­ი­ლე­ბად ქცე­უ­ლი ემო­ცი­ე­ბი რე­ა­ლუ­რი არაა. ადა­მი­ანს შე­იძ­ლე­ბა დე­დის გარ­დაც­ვა­ლე­ბა მი­უ­სამ­ძიმ­რო და არც მიხ­ვი­დე მას­თან ჩა­სა­ხუ­ტებ­ლად, არც გეტ­კი­ნოს და ეს ყვე­ლა­ფე­რი იყოს ყალ­ბი.

სი­ყალ­ბე კლავს ადა­მი­ა­ნო­ბას.

„თა­ვა­ზი­ა­ნო­ბით აღ­ზ­რ­დი­ლი ბავ­შ­ვი სხვებ­თან კო­­მუ­ნი­კა­ცი­ას თა­ვა­ზი­ა­ნად­ვე ცდი­ლობს, ყვი­რი­ლი­თა და ხის­ტი შე­გო­ნე­ბე­ბით „მორ­ჯუ­ლე­ბუ­ლი“ მო­ზარ­დი კი იმა­ვე ქცე­ვის მო­დე­ლის და­ნერ­გ­ვას ჯერ სკო­ლა­ში, შემ­დეგ სამ­სა­ხურ­ში და ბო­ლოს ახალ­შექ­მ­ნილ ოჯახ­ში ეც­დე­ბა. ეს ხა­ზი, კო­მუ­ნი­კა­ცი­ის ხა­ზი არა­სო­დეს შე­იც­ვ­ლე­ბა და არც გა­მოს­წორ­დე­ბა თუ შვი­ლებ­თან ლა­პა­რა­კი, რო­გორც მო­მა­ვალ­ში უდი­დეს პი­როვ­ნე­ბებ­თან, ახ­ლა­ვე და სწო­რად არ და­ვიწყეთ.“ („როგორ ველაპარაკოთ შვილებს“)

ჩე­მი სწავ­ლე­ბა წა­ხა­ლი­სე­ბა­ზეა აგე­ბუ­ლი. რა­კი დას­ჯა აღ­ზ­რ­დის ნა­წი­ლია, ჩე­მი სას­ჯე­ლი ისაა, რომ არ ვა­ხა­ლი­სებ მა­შინ, რო­ცა მი­ნი­მუმ­საც არ ცდი­ლობს (გა­მო­ნაკ­ლი­სე­ბიც არ­სე­ბობს და პი­რი­ქით, შე­იძ­ლე­ბა საწ­ვა­ვი იყოს და­უმ­სა­ხუ­რე­ბე­ლი შე­ქე­ბა).

ფი­ზი­კუ­რი, ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ზე­წო­ლა, სას­ჯე­ლი – ამას გა­მო­უს­წო­რე­ბე­ლი ტრავ­მე­ბი ახ­ლავს თან. ფი­ზი­კურ დას­ჯას კი­დევ მო­ი­ნე­ლებს ადა­მი­ა­ნი, ხში­რად, ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ტე­რო­რია მო­უ­შუ­შე­ბე­ლი.

„რო­დე­საც წინ მოს­წავ­ლე მი­ზის და გაბ­რა­ზე­ბუ­ლი, ნაწყე­ნი ტო­ნით გრძე­ლი და მო­მა­ბეზ­რე­ბე­ლი წი­ნა­და­დე­ბე­ბის ერ­თ­ბა­შად თქმას ვლა­მობ, ვცდი­ლობ, წარ­მო­ვიდ­გი­ნო ხოლ­მე, რომ ჩემ წინ ახ­ლა პა­ტივ­სა­ცე­მი ადა­მი­ა­ნია, ვინც იმ თა­ვი­სი შეც­დო­მე­ბი­თა და მიღ­წე­ვე­ბით ძა­ლი­ან მიყ­ვარს. ბრა­ზი სადღაც მი­დის, მო­დის ხოლ­მე ღი­მი­ლი და სი­ხა­რუ­ლი, რომ შე­იძ­ლე­ბა ოდეს­ღაც ასე­თი ცელ­ქი, მო­უს­ვე­ნა­რი და საყ­ვა­რე­ლი ბი­ჭუ­ნა ან გო­გო იყო ფშა­ვე­ლა ან აინ­შ­ტა­ი­ნი, იოჰან სე­ბას­ტი­ან ბა­ხი ან ელ­ლა ფიც­ჯე­რალ­დი.

და სწო­რედ იმ, ჩემ­თ­ვის გა­ურ­კ­ვე­ვე­ლი მო­მავ­ლის ხათ­რი­თა და დათ­ქ­მით, აქ, დღე­ვან­დელ ყო­ფა­ში, შვილ­თან კო­მუ­ნი­კა­ცია გა­ცი­ლე­ბით მი­ად­ვილ­დე­ბა. მე ხომ სა­კუ­თა­რი ბავ­შ­ვო­ბაც მახ­სოვს?!“ („როგორ ველაპარაკოთ შვილებს“)

პა­ტა­რა ერებს და ჩა­კე­ტილ სა­ზო­გა­დო­ე­ბებს გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლის ეში­ნია, ეს ბუ­ნებ­რი­ვი მოვ­ლე­ნაა, თუმ­ცა, იყო დრო სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში სხვა­ნა­ი­რად ვცხოვ­რობ­დით და ამან მოგ­ვიყ­ვა­ნა აქამ­დე.

ბავ­შ­ვე­ბი ჩვე­ნი სარ­კეა. მო­ზარ­დის ნე­ბის­მი­ე­რი ქცე­ვა გან­პი­რო­ბე­ბუ­ლია რე­აქ­ცი­ი­თა და პა­სუ­ხით იმა­ზე, რა­საც ხე­დავს. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ყვე­ლა­ნი ინ­დი­ვი­დე­ბი ვართ და ამ რე­აქ­ცი­ას გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლად ვიძ­ლე­ვით, გამ­ღი­ზი­ა­ნე­ბე­ლი ჩვენ­ში აისა­ხე­ბა. ბავ­შ­ვი ამ მხრივ გან­სა­კუთ­რე­ბით და­უც­ვე­ლია. მას არ აქვს ის სო­ცი­ა­ლუ­რი ფა­რი, რაც უფ­რო­სებს გაგ­ვაჩ­ნია. მე შე­მიძ­ლია, ჩე­მი ცხოვ­რე­ბის 40 წლის თავ­ზე, რა­ღაც ავის­ხ­ლი­ტო, თა­ვი და­ვიც­ვა, მი­ვი­ღო ან არ მი­ვი­ღო, ბავ­შ­ვი ამას ვერ ახერ­ხებს და უბ­რა­ლოდ, ირეკ­ლავს. მთელ ჩემს პრობ­ლე­მებს ჩე­მი შვი­ლე­ბის ქცე­ვა­ში ვხე­დავ ხოლ­მე, ჩემ­და სამ­წუ­ხა­როდ.

იდე­ა­ლუ­რი სამ­ყა­რო არ არ­სე­ბობს. მთა­ვა­რია, სუ­ბი­ექ­ტი იყოს ღირ­სე­უ­ლი. ღირ­სე­ულ ადა­მი­ანს და­ნი­ა­შიც უჭირს და აზერ­ბა­ი­ჯან­შიც, პორ­ტუ­გა­ლი­ა­შიც და ყირ­გი­ზეთ­შიც, რად­გან მას ყო­ველ­დღი­ურ რუ­ტი­ნა­ში დიდ ან მცი­რე უსა­მარ­თ­ლო­ბებ­თან შე­ჭი­დე­ბა უწევს.

„ელონ მას­კის დე­და იხ­სე­ნებ­და პე­რი­ოდს, რო­ცა მი­სი შვი­ლი სა­ჯა­რო სკო­ლა­ში წას­ვ­ლის წინ ცხა­რე ცრემ­ლე­ბით ტი­რო­და, რად­გან სამ­ხ­რეთ აფ­რი­კა­ში, სა­დაც ის სწავ­ლობ­და, „მა­ხინ­ჯი იხ­ვის ჭუ­ჭუ­ლი იყო“. მას­წავ­ლებ­ლე­ბი „სუ­ლელ, მე­ოც­ნე­ბე ბავშვს“ ეძახ­დ­ნენ კლას­ში ყვე­ლა­ზე პა­ტა­რა ელონს, არას­ტან­დარ­ტუ­ლად რომ ფიქ­რობ­და და აზ­როვ­ნებ­და, სკო­ლე­ლე­ბი ათას­გ­ვარ გან­საც­დელს უწყობ­დ­ნენ ბიჭს, რო­მე­ლიც ამ­ტ­კი­ცებ­და, ერთ დღე­საც მარ­ს­ზე უნ­და გავ­ფ­რინ­დეო (ალ­ბათ, მარ­ს­ზე გაფ­რე­ნა მის­თ­ვის ასე სა­შიშ გა­რე­მოს­გან მოწყ­ვე­ტის სურ­ვი­ლი თუ იყო). ემი­ნემს, რომ­ლის სა­ხე­ლიც ალ­ბათ ყვე­ლა ადა­მი­ანს გა­უ­გია დე­და­მი­წა­ზე, სკო­ლის სა­პირ­ფა­რე­შო­ში იატაკ­ზე აგო­რა­ვებ­დ­ნენ უფ­როს­კ­ლა­სე­ლი ბი­ჭე­ბი, რად­გან ის „ზან­გე­ბი­ვით“ (სლენ­გი) ბე­დავ­და სიმ­ღე­რას.

ახ­ლა ეს ხალ­ხი ერ­თ­საც და მე­ო­რე­საც ტაშს უკ­რავს. მას­კი მარ­თ­ლაც გაფ­რინ­და მარ­ს­ზე, ემი­ნე­მი კი ყვე­ლა აფ­რო­ა­მე­რი­კელ რე­პერ­ზე ცნო­ბი­ლი მომ­ღე­რა­ლია დღემ­დე.

ადა­მი­ა­ნუ­რი ბუ­ნე­ბა ასე­თია – სა­დაც ნა­ხავს თა­ვის­ზე უკე­თესს, იქ უჭირს ტა­შის დაკ­ვ­რა, მაგ­რამ ტა­ში მა­ინც გარ­და­უ­ვა­ლია სი­მარ­თ­ლი­სა და შრო­მის წი­ნა­შე…“ („როგორ ველაპარაკოთ შვილებს“)

ხან­და­ხან, რთუ­ლი სო­ცი­ა­ლუ­რი გა­რე­მო უკე­თე­სი მო­ცე­მუ­ლო­ბა­ცაა ჩვენს „გა­მო­საბ­რ­ძ­მე­დად“. შე­ნი წრი­დან გაქ­ცე­ვა არა­ფერს შეც­ვ­ლის თუ თა­ვა­დაც არ შე­იც­ვა­ლე. გა­დავ­სახ­ლ­დე­ბი ამე­რი­კა­ში და ნამ­დ­ვი­ლი ამე­რი­კე­ლი გავ­ხ­დე­ბი, ტყუ­ი­ლია. აქე­დან შე­ნი თა­ვი მიგ­ყავს და თუ არ იმუ­შა­ვე მას­ზე, რაც და ვინც იყა­ვი, იგი­ვე იქ­ნე­ბი სა­დაც გინ­და წახ­ვი­დე. ხარ მომ­ხ­ვე­ჭე­ლი და აგერ რუ­ის­პირ­შიც ეც­დე­ბი, მე­ზობ­ლის მი­წა „მე­ტი მო­ი­ზო­მო“. სა­ბო­ლო­ოდ კი, 2 მეტ­რი მეტ­რ­ზე ორ­მო­ში ეტე­ვა ყვე­ლა.

ბავ­შ­ვე­ბი მთელ დე­და­მი­წა­ზე ყვე­ლა­ზე და­უც­ვე­ლე­ბი არი­ან, თუმ­ცა არის კულ­ტუ­რე­ბი, სა­დაც მა­თი ფი­ზი­კუ­რი არ­სე­ბო­ბა მა­ინც გა­რან­ტი­რე­ბუ­ლად უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლია. ყვე­ლა­ზე დიდ საფ­რ­თხეს ბავ­შ­ვის­თ­ვის მოზ­რ­დი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი წარ­მო­ვად­გენთ და ხში­რად, ეს ოჯა­ხი­დან იწყე­ბა.

ვფიქ­რობ, ჩე­მი, რო­გორც ადა­მი­ა­ნის ერთ-ერ­თი ფუნ­და­მენ­ტუ­რი მო­ვა­ლე­ო­ბა ბავ­შ­ვე­ბი­სა და ასა­კო­ვა­ნი ადა­მი­ა­ნე­ბის დაც­ვაა, ზრდას­რუ­ლე­ბი თა­ვებს მივ­ხე­დავთ რა­მე­ნა­ი­რად.

 

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები