9 ოქტომბერი, ოთხშაბათი, 2024

რეკომენდაციები მშობლებს

spot_img

პირ­ველ­კ­ლა­სელ­თა რე­გის­ტ­რა­ცია 15 მარტიდან იწყება. ამ პრო­ცესს თან ახ­ლავს ხოლ­მე მშობ­ლე­ბის მღელ­ვა­რე­ბა, პირ­ველ რიგ­ში, იმის გა­მო, რომ ნა­წი­ლი შერ­ჩე­ულ სკო­ლა­ში რე­გის­ტ­რა­ცი­ას ვერ ახერ­ხებს, ნა­წი­ლის­თ­ვის კი, სე­რი­ო­ზუ­ლი სირ­თუ­ლეა თა­ვად სკო­ლის შერ­ჩე­ვა. სწო­რედ ამი­ტომ გა­დავ­წყ­ვი­ტეთ, გარ­კ­ვე­უ­ლი რჩე­ვე­ბი შევ­თა­ვა­ზოთ მშობ­ლებს, რო­გორ აირ­ჩი­ონ სკო­ლა, რა გა­ით­ვა­ლის­წი­ნონ, რა­ზე გა­ა­კე­თონ აქ­ცენ­ტე­ბი და რა უფ­რო მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია 6 წლის ასა­კის ბავ­შ­ვის­თ­ვის.

გან­ვი­თა­რე­ბი­სა და გა­ნათ­ლე­ბის ფსი­ქო­ლო­გის, ნი­ნო კო­ბა­ლა­ძი­სა და გა­ნათ­ლე­ბის სპე­ცი­ა­ლის­ტის, თა­თა ჭან­ტუ­რი­ას რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი, ვფიქ­რობთ, სე­რი­ო­ზულ დახ­მა­რე­ბას გა­უ­წევს მშობ­ლებს, რომ­ლე­ბიც ამ სირ­თუ­ლის წი­ნა­შე დგა­ნან.

 

 

ნი­ნო კო­ბა­ლა­ძე – გან­ვი­თა­რე­ბი­სა და გა­ნათ­ლე­ბის ფსი­ქო­ლო­გი

♦ სამ­წუ­ხა­როდ, მშობ­ლე­ბი ხში­რად ელი­ტა­რულ სკო­ლებს უფ­რო მეტ უპი­რა­ტე­სო­ბას ანი­ჭე­ბენ, არა­და, ამ დროს, ყუ­რადღე­ბის მიღ­მა რჩე­ბა მთა­ვა­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი, რო­მე­ლიც უნ­და გა­ით­ვა­ლის­წი­ნონ მშობ­ლებ­მა.

სკო­ლის შერ­ჩე­ვი­სას, უმ­ჯო­ბე­სია, მშობ­ლებ­მა სწო­რად შე­არ­ჩი­ონ მას­წავ­ლე­ბე­ლი — კარ­გი მას­წავ­ლე­ბე­ლი, ანუ კონ­კ­რე­ტუ­ლი პი­როვ­ნე­ბა ეძე­ბონ. მეს­მის, რომ ჩვენ­თან სკო­ლებ­ში სხვა­დას­ხ­ვა­ნა­ი­რი მიდ­გო­მაა დაწყე­ბი­თებ­ში, ზო­გან ისევ ძვე­ლი სის­ტე­მაა დარ­ჩე­ნი­ლი, რო­ცა ყვე­ლა სა­განს ერ­თი მას­წავ­ლე­ბე­ლი ას­წავ­ლის, ად­რე რო­გორც ვე­ძახ­დით — დაწყე­ბი­თე­ბის მას­წავ­ლე­ბე­ლი (თუმ­ცა, რა თქმა უნ­და, არის სკო­ლე­ბი, სა­დაც საგ­ნობ­რი­ვი მას­წავ­ლებ­ლე­ბი ჰყავთ). ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში, რთუ­ლია ეძე­ბო კონ­კ­რე­ტუ­ლი ადა­მი­ა­ნი, რო­გორც ინ­დი­ვი­დი, მაგ­რამ მე ამ რჩე­ვას მა­ინც ვერ ავა­რი­დებ თავს. ასე­თი მიდ­გო­მა მნიშ­ვ­ნე­ლოვ­ნად მი­მაჩ­ნია იმის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, თუ რამ­დე­ნად კრი­ტი­კუ­ლია ბავ­შ­ვის გან­ვი­თა­რე­ბის­თ­ვის ეს პე­რი­ო­დი, მე­ტიც, ერთ-ერ­თი გარ­დამ­ტე­ხია ადა­მი­ა­ნის გან­ვი­თა­რე­ბის გზა­ზე. ძი­რი­თა­დად, კრი­ზი­სუ­ლი პე­რი­ო­დე­ბი, რო­მელ­საც გა­მოვ­ყოფთ ხოლ­მე ბავ­შ­ვის გან­ვი­თა­რე­ბა­ში, და­მო­კი­დე­ბუ­ლია ხოლ­მე იმ სა­ჭი­რო­ე­ბებ­ზე, რა ამო­ცა­ნის გა­დაწყ­ვე­ტა უწევს კონ­კ­რე­ტულ მო­მენ­ტ­ში ბავშვს. იმ პე­რი­ოდ­ში, რო­ცა ბავ­შ­ვი სკო­ლა­ში შე­დის, მის­თ­ვის მთა­ვა­რი ამო­ცა­ნაა ნა­ბი­ჯის გა­დად­გ­მა და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის­კენ. ფაქ­ტობ­რი­ვად, ეს კი­დევ ერ­თი წინ გა­დად­გ­მუ­ლი ნა­ბი­ჯია სე­პა­რა­ცი­ის­კენ, ჩა­მო­შორ­დეს მშობ­ლის მზრუნ­ვე­ლო­ბას, რა თქმა უნ­და, გარ­კ­ვე­ულ­წი­ლად, ზო­მი­ე­რე­ბის ფარ­გ­ლებ­ში; კი­დევ ერ­თი ნა­ბი­ჯი გა­დად­გას ზრდას­რუ­ლო­ბის­კენ და და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის­კენ, უფ­რო მე­ტად ის­წავ­ლოს მაკ­რო­სო­ცი­უმ­ში ად­გი­ლის დამ­კ­ვიდ­რე­ბა. იდე­ა­ში, სკო­ლამ­დე­ლი გა­ნათ­ლე­ბის პე­რი­ო­დი სას­კო­ლო პე­რი­ო­დის­გან იმით გან­ს­ხ­ვავ­დე­ბა, რომ ბავ­შ­ვი, ამ პე­რი­ოდ­ში, ინ­ტენ­სი­ურ დო­ნე­ზე, ფი­ზი­კურ დო­ნე­ზეც კი, მშობ­ლის მზრუნ­ვე­ლო­ბის ქვეშ იმ­ყო­ფე­ბა. სკო­ლა­ში წას­ვ­ლამ­დე მი­სი მთლი­ა­ნი სამ­ყა­რო ოჯა­ხი იყო, იქ იწყე­ბო­და და მთავ­რ­დე­ბო­და ყვე­ლა­ფე­რი. რო­დე­საც სკო­ლა­ში შე­დის, ყვე­ლა­ფე­რი იც­ვ­ლე­ბა, ანუ მი­სი მთა­ვა­რი სამ­ყა­რო აღარ არის მხო­ლოდ ოჯა­ხი. ფაქ­ტობ­რი­ვად, ოჯა­ხი უკ­ვე მი­სი ზურ­გია. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, თუ­კი ოჯახ­ში ჯან­სა­ღი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბია, თუ­კი ის მხარ­დამ­ჭე­რია და ფუნ­ქ­ცი­უ­რი, ფსი­ქო­ლო­გი­უ­რად უმაგ­რებს ბავშვს ზურგს სა­ი­მი­სოდ, რომ გა­ვი­დეს დიდ მაკ­რო­სო­ცი­უმ­ში, მი­სი წევ­რი გახ­დეს, თა­ვი და­იმ­კ­ვიდ­როს და ა.შ. და რაც ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რია, სკო­ლამ­დელ პე­რი­ოდ­ში, მის­თ­ვის ქცე­ვის მთა­ვა­რი წამ­ყ­ვა­ნი ფორ­მა თა­მა­შია, სკო­ლა­ში შეს­ვ­ლის შემ­დეგ კი, უკ­ვე სწავ­ლა — ხდე­ბა სას­წავ­ლო აქ­ტი­ვო­ბა.

ამ გა­გე­ბით, ეს გარ­დამ­ტე­ხი პე­რი­ო­დია, თით­ქოს ცხოვ­რე­ბის ერ­თი დი­დი ეტა­პი სრულ­დე­ბა. რე­ა­ლუ­რად, ეს მარ­თ­ლაც ასეა, ბავ­შ­ვი ახალ ეტაპს იწყებს. ამ ყვე­ლაფ­რის­თ­ვის აუცი­ლე­ბე­ლია ადეკ­ვა­ტუ­რი ფსი­ქო­სო­ცი­ა­ლუ­რი გა­რე­მოს მხარ­და­ჭე­რა. გარ­და იმი­სა, რომ სკო­ლა­ში შეს­ვ­ლა უკავ­შირ­დე­ბა ბავ­შ­ვის დახ­ვე­წი­ლი სო­ცი­ა­ლი­ზა­ცი­ი­სა და სწავ­ლე­ბის პრო­ცეს­ში ჩარ­თ­ვას, უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნე­სია მი­სი ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი უსაფ­რ­თხო­ე­ბის სა­კითხი. სწო­რედ ამ სა­ბა­ზი­სო მოთხოვ­ნი­ლე­ბის — ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი უსაფ­რ­თხო­ე­ბის — დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბის­თ­ვი­საა სა­ჭი­რო გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად მზრუნ­ვე­ლი და თბი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის გა­რე­მოც­ვა­ში ყოფ­ნა. ამი­ტომ, ჩე­მი პირ­ვე­ლი რჩე­ვა იქ­ნე­ბა, სწო­რედ ამა­ზე გა­კეთ­დეს აქ­ცენ­ტი. რო­დე­საც სკო­ლას ვარ­ჩევთ, უპირ­ვე­ლე­სად, ყუ­რადღე­ბა გა­ვა­მახ­ვი­ლოთ, რო­გო­რი ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი გა­რე­მო ხვდე­ბა ბავშვს სკო­ლა­ში. არ შე­იძ­ლე­ბა უცებ მო­ვის­ხ­ლი­ტოთ კალ­თი­დან, შე­ვუშ­ვათ კლას­ში და და­ვე­ლო­დოთ, რომ შე­ეჩ­ვე­ვა გა­რე­მოს. ასე­თი ხის­ტი მიდ­გო­მა სა­სი­კე­თოს ნამ­დ­ვი­ლად არა­ფერს მოგ­ვი­ტანს. კარ­გად უნ­და ვი­ცო­დეთ სად ვუშ­ვებთ, რა ფსი­ქო­ლო­გი­ურ გა­რე­მო­ში ვტო­ვებთ ჩვენ გა­რე­შე ჩვენს შვილს. აი, ეს არის მთა­ვა­რი, რაც აუცი­ლებ­ლად უნ­და გა­ით­ვა­ლის­წი­ნონ მშობ­ლებ­მა. თუ შე­საძ­ლე­ბე­ლია, უმ­ჯო­ბე­სი იქ­ნე­ბო­და, დავ­რ­წ­მუნ­დეთ, რომ ჩვე­ნი შვი­ლის მო­მა­ვა­ლი მას­წავ­ლე­ბე­ლი ძა­ლი­ან გუ­ლის­ხ­მი­ე­რი და თბი­ლი ადა­მი­ა­ნია.

♦ პირ­ვე­ლი რა კითხ­ვა უნ­და და­უს­ვას მშო­ბელ­მა თა­ვის თავს ან სკო­ლას

პირ­ვე­ლი კითხ­ვაც სწო­რედ ეს არის — რამ­დე­ნად უსაფ­რ­თხო იქ­ნე­ბა ფსი­ქო­ლო­გი­უ­რად სკო­ლა­ში გა­რე­მო, რო­ცა ჩე­მი შვი­ლი რამ­დე­ნი­მე სა­ათს ჩემ­გან და­მო­უ­კი­დებ­ლად გა­ა­ტა­რებს. სწავ­ლა არ არის მარ­ტი­ვი საქ­მი­ა­ნო­ბა, რთუ­ლი მენ­ტა­ლუ­რი შრო­მაა, მით უმე­ტეს, რაც უფ­რო პა­ტა­რაა ბავ­შ­ვი. ფაქ­ტობ­რი­ვად, მას სწავ­ლის უნარ-ჩვე­ვა ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი არ აქვს, სწო­რედ ახ­ლა უნ­და შე­ი­ძი­ნოს ეს უნარ-ჩვე­ვა, რაც მის­თ­ვის დი­დი გა­მოწ­ვე­ვაა. და­აკ­ვირ­დით, სკო­ლა­ში შეს­ვ­ლი­სას, მის წი­ნა­შე ორი სე­რი­ო­ზუ­ლი გა­მოწ­ვე­ვა ჩნდე­ბა — დიდ სო­ცი­ა­ლურ გა­რე­მო­ში მოხ­ვედ­რა და, ამას­თან ერ­თად, ასე­თი სე­რი­ო­ზუ­ლი უნარ-ჩვე­ვის ათ­ვი­სე­ბა. ეს ყვე­ლა­ფე­რი კი, სა­სურ­ვე­ლია, მშვიდ და კე­თილ­გან­წყო­ბილ, მო­სიყ­ვა­რუ­ლე გა­რე­მო­ში მოხ­დეს. მას­წავ­ლე­ბე­ლი უნ­და იყოს ის ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­საც, პირ­ველ რიგ­ში, უპი­რო­ბოდ უყ­ვარს ბავ­შ­ვე­ბი­ ი­მის­გან და­მო­უ­კი­დებ­ლად, რა გან­ს­ხ­ვა­ვე­ბაა მათ შო­რის, ეს მი­სი პრო­ფე­სი­უ­ლი ვალ­დე­ბუ­ლე­ბაა, მე­ტიც, პრო­ფე­სი­უ­ლი ეთი­კის ერთ-ერ­თი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი მდგე­ნე­ლია. ამი­ტო­მაც, მშო­ბე­ლი, პირ­ველ რიგ­ში, ამით უნ­და და­ინ­ტე­რეს­დეს — რა კულ­ტუ­რა აქვს სკო­ლას (ვგუ­ლის­ხ­მობ ბავ­შ­ვებ­თან კო­მუ­ნი­კა­ცი­ის კულ­ტუ­რას); რა სტი­ლი აქვს ბავ­შ­ვებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის, მშობ­ლებ­თან კო­მუ­ნი­კა­ცი­ის, რა და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბე­ბი, რი­ტუ­ა­ლე­ბი (ვგუ­ლის­ხ­მობ იმ სას­წავ­ლო რი­ტუ­ა­ლებს, რომ­ლის გა­რე­შეც სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო ინ­ს­ტი­ტუ­ცი­ე­ბი, ფაქ­ტობ­რი­ვად, არც არ­სე­ბო­ბენ), მიდ­გო­მე­ბი და ა.შ.

სკო­ლის შერ­ჩე­ვი­სას აუცი­ლებ­ლად უნ­და ჰკითხონ სა­კუ­თარ თავს — ჩვე­ნი შვი­ლი მზა­დაა სე­რი­ო­ზუ­ლი სე­პა­რა­ცი­ის აქ­ტი­სათ­ვის და ასე ფარ­თო სო­ცი­უმ­ში შე­სას­ვ­ლე­ლად? ზე­მო­თაც ვთქვი, რომ სწავ­ლა საკ­მა­ოდ რთუ­ლი პრო­ცე­სია, შე­სა­ბა­მი­სად, მას ადეკ­ვა­ტუ­რი ემო­ცი­ე­ბი სჭირ­დე­ბა. ზო­გი ემო­ცია ხელს უწყობს სწავ­ლე­ბის პრო­ცესს, ზო­გი პი­რი­ქით — ხელს უშ­ლის. აი, ამ აღ­მო­ჩე­ნას მივ­ყა­ვართ იქამ­დე, რომ აუცი­ლე­ბე­ლია, ბავ­შ­ვი, სწავ­ლე­ბის პრო­ცეს­ში, რა­ღაც დო­ნე­ზე მა­ინც, კომ­პე­ტენ­ტუ­რი იყოს ემო­ცი­უ­რი რე­გუ­ლა­ცი­ის თვალ­საზ­რი­სით, ანუ ჰქონ­დეს სო­ცი­ა­ლუ­რი უნარ-ჩვე­ვე­ბის ელე­მენ­ტა­რუ­ლი კომ­პე­ტენ­ცი­ე­ბი.

♦ რას უჩევთ იმ ბავ­შ­ვე­ბის მშობ­ლებს, რომ­ლე­ბიც სკო­ლა­ში მის­ვ­ლას აპ­რო­ტეს­ტე­ბენ, ხში­რად ტი­რი­ან, მოწყე­ნი­ლე­ბი არი­ან, გან­სა­კუთ­რე­ბით, პირ­ველ დღე­ებ­ში, რო­გორ მო­იქ­ცეს მშო­ბე­ლი ამ დროს?

თუ წი­ნა­რე პე­რი­ოდ­ში ვგუ­ლის­ხ­მობთ მხო­ლოდ სკო­ლის დაწყე­ბამ­დე 2-3 თვეს ან თუნ­დაც ერთ თვეს, მა­შინ არას­წო­რია სა­კითხის ასე და­ყე­ნე­ბა. იმ დო­ნის ზრდას­რუ­ლო­ბის­თ­ვის, რა დო­ნის კომ­პე­ტენ­ცი­ე­ბიც აუცი­ლე­ბე­ლია სკო­ლა­ში შე­სას­ვ­ლე­ლად, ცხა­დია, ეს პე­რი­ო­დი საკ­მა­რი­სი არ არის. ნე­ბის­მი­ერ ქვე­ყა­ნა­ში სკო­ლა­ში შეს­ვ­ლის სა­შუ­ა­ლო ასა­კად მიჩ­ნე­უ­ლია 5-6-7 წე­ლი. ეს იმას ნიშ­ნავს, რომ ჩვენ ასე სას­წ­რა­ფო დახ­მა­რე­ბა და რა­ღაც ტი­პის დი­დაქ­ტი­კუ­რი სა­უბ­რე­ბის ჩა­ტა­რე­ბა კი არ გვყოფ­ნის ბავ­შ­ვის მო­სამ­ზა­დებ­ლად, არა­მედ მზა­ო­ბის პრო­ცე­სი უნ­და გუ­ლის­ხ­მობ­დეს, და­ბა­დე­ბი­დან ექვს წლამ­დე, ბავ­შ­ვის ფსი­ქო­სო­ცი­ა­ლუ­რად და ემო­ცი­უ­რად გან­ვი­თა­რე­ბა­ზე ზრუნ­ვას. ყო­ველ ჯერ­ზე ბავშვს გო­ნივ­რუ­ლი მოთხოვ­ნე­ბის წი­ნა­შე უნ­და ვა­ყე­ნებ­დეთ და ყო­ველ ეტაპ­ზე ვუწყობ­დეთ ხელს მი­სი ემო­ცი­ე­ბის რე­გუ­ლა­ცი­ას. ამა­ზე კი­დევ ერ­თხელ ვა­მახ­ვი­ლებ ყუ­რადღე­ბას, რად­გან ეს უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნე­სი უნარ-ჩვე­ვაა სა­ი­მი­სოდ, რომ ბავ­შ­ვი ჩვე­ნი (მშობ­ლის) ან უშუ­ა­ლო მზრუნ­ვე­ლის გა­რე­შე გა­ვუშ­ვათ, რამ­დე­ნი­მე სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში, ახალ სივ­რ­ცე­ში და თან სე­რი­ო­ზუ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბით იყოს და­კა­ვე­ბუ­ლი. რაც არ უნ­და თა­მა­შით ვას­წავ­ლოთ, სკო­ლა სას­წავ­ლო ინ­ს­ტი­ტუ­ციაა. ამი­ტომ, კი­დევ ერ­თხელ გა­ვუს­ვამ ხაზს, რომ ბავ­შ­ვის მზა­დე­ბა სკო­ლის­თ­ვის, ფაქ­ტობ­რი­ვად, პირ­ვე­ლი დღი­დან­ვე იწყე­ბა. ვი­ცით, რომ ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში ფსი­ქო­გა­ნათ­ლე­ბა არც თუ ისე­თი პო­პუ­ლა­რუ­ლია. არ­სე­ბობს მშო­ბელ­თა სკო­ლე­ბი, სა­დაც ისი­ნი ფრაგ­მენ­ტუ­ლად ცდი­ლო­ბენ, შე­ით­ვი­სონ და გა­ზარ­დონ კომ­პე­ტენ­ცი­ე­ბი ამ თვალ­საზ­რი­სით. მა­გა­ლი­თად, რო­გორ მი­ვიყ­ვა­ნო ბავ­შ­ვი ერთ წლამ­დე, სამ წლამ­დე, შემ­დეგ სკო­ლამ­დე და ა.შ., რომ ყო­ველ ეტაპ­ზე ვი­ყო მაქ­სი­მა­ლუ­რად მხარ­დამ­ჭე­რი და მზრუნ­ვე­ლი მშო­ბე­ლი. მხარ­და­ჭე­რა­ში, პირ­ველ რიგ­ში, გან­მა­ვი­თა­რე­ბელს ვგუ­ლის­ხ­მობ რო­გორც პი­როვ­ნუ­ლი, ისე ფსი­ქო­სო­ცი­ა­ლუ­რი თვალ­საზ­რი­სით. რამ­დე­ნა­დაც მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნია მშობ­ლის კომ­პე­ტენ­ცი­ე­ბი, მით უფ­რო მომ­ზა­დე­ბუ­ლი ხვდე­ბა სკო­ლას მი­სი შვი­ლი. ბავშვს აბ­სო­ლუ­ტუ­რი მზა­ო­ბა იმ შემ­თხ­ვე­ვა­ში აქვს, თუ­კი მას­თან, წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, სწო­რად მუ­შა­ო­ბენ, ჯან­საღ გა­რე­მო­ში იზ­რ­დე­ბა, ოჯახ­ში სწორ ქცე­ვას აკ­ვირ­დე­ბა, კო­მუ­ნი­კა­ცი­ის სტი­ლი ჯან­სა­ღია. რო­გორც წე­სი, მცი­რეწ­ლო­ვან ასაკ­ში გან­სა­კუთ­რე­ბით ძლი­ე­რია მო­დე­ლი­რე­ბით სწავ­ლე­ბის ძა­ლა, ბავ­შ­ვი, უმ­ც­როს ასაკ­ში, ძი­რი­თა­დად, დაკ­ვირ­ვე­ბით სწავ­ლობს, ხე­დავს იმის მა­გა­ლი­თებ­საც რო­გორ და­ა­რე­გუ­ლი­როს თა­ვი­სი ემო­ცი­ე­ბი იმ დო­ნე­ზე, რა დო­ნე­ზეც მის ასაკ­შია შე­საძ­ლე­ბე­ლი. ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში, ის აბ­სო­ლუ­ტუ­რად მზად იქ­ნე­ბა, ფსი­ქო­სო­ცი­ა­ლუ­რი თვალ­საზ­რი­სით, სკო­ლა­ში შე­სას­ვ­ლე­ლად. მაგ­რამ თუ­კი ვსა­უბ­როთ იმა­ზე, რომ ამ ექ­ვ­სი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, სხვა­დას­ხ­ვა მი­ზე­ზე­ბის გა­მო, ვერ მი­ი­ღო შე­სა­ბა­მი­სი და ადეკ­ვა­ტუ­რი მზრუნ­ვე­ლო­ბა ფსი­ქო­სო­ცი­ა­ლუ­რი გან­ვი­თა­რე­ბის­თ­ვის და უცებ მოვ­კი­დეთ ხე­ლი და შე­ვიყ­ვა­ნეთ სკო­ლა­ში, რა თქმა უნ­და, ჭირ­ვე­უ­ლი იქ­ნე­ბა (აქაც, თა­ვის­თა­ვად, გა­აჩ­ნია ბავ­შ­ვის ინ­დი­ვი­დუ­ა­ლურ მა­ხა­სი­ა­თებ­ლებს). შე­საძ­ლოა, ამ თვალ­საზ­რი­სით, ზო­გი უფ­რო მე­ტად მოწყ­ვ­ლა­დი იყოს, ტი­რო­დეს ან კო­მუ­ნი­კა­ცი­ა­ში არ შე­დი­ო­დეს მას­წავ­ლე­ბელ­თან და თა­ნაკ­ლა­სე­ლებ­თან, შე­საძ­ლოა პრო­ტესტს სხვა­დას­ხ­ვა ფორ­მით გა­მო­ხა­ტავ­დეს, თუნ­დაც უსუ­სუ­რო­ბის… ეს იმის სიგ­ნალს უნ­და აძ­ლევ­დეს მშო­ბელს, რომ ბავ­შ­ვის სას­კო­ლო გა­ნათ­ლე­ბა ერ­თი წლით გა­და­ა­ვა­დოს ან, პა­რა­ლე­ლურ რე­ჟიმ­ში, ფსი­ქო­ლოგ­თან ინ­ტენ­სი­უ­რი კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით, და­იწყოს ის პრო­ცე­სი, რაც ექ­ვ­სი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში უნ­და გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი­ყო — ინ­ტენ­სი­უ­რი ფსი­ქო­გან­ვი­თა­რე­ბის პრო­ცე­სი. სხვა შემ­თხ­ვე­ვა­ში, არ არ­სე­ბობს ისე­თი მა­გი­უ­რი და ჯა­დოს­ნუ­რი სიტყ­ვე­ბი, რომ­ლი­თაც ბავშვს გა­ვა­გე­ბი­ნებთ, რა არის სკო­ლის მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა და რო­გორ უნ­და მო­იქ­ცეს კლას­ში. ეს არა­სე­რი­ო­ზუ­ლი მიდ­გო­მა იქ­ნე­ბა, ყვე­ლა­ფერს სჭირ­დე­ბა დრო.

 

 

თათა ჭანტურია – გა­ნათ­ლე­ბის სპეციალისტი

 

სკო­ლის არ­ჩე­ვა, ზო­გა­დად, რთუ­ლია. ბევრ ჩემს ახ­ლო­ბელს ხში­რად და­უს­ვამს ეს შე­კითხ­ვა. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ დი­დი ხა­ნია გა­ნათ­ლე­ბის სფე­რო­ში ვარ და ვაკ­ვირ­დე­ბი ამ პრო­ცე­სებს, მზა პა­სუ­ხი მა­ინც არ მაქვს.

♦ ვფიქ­რობ, ალ­ბათ, ყვე­ლა­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი, რი­თაც უნ­და და­ვიწყოთ ამ სა­კითხ­ზე ფიქ­რი, არის ის, რომ დავ­სა­ხოთ პრი­ო­რი­ტე­ტე­ბი. შვი­ლის აღ­ზ­რ­დის პრო­ცეს­ში მშო­ბელს ხომ აქვს პრი­ო­რი­ტე­ტე­ბად და­ლა­გე­ბუ­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი (რა­ღაც ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, რა­ღაც — ნაკ­ლე­ბად), რო­მელ­საც ით­ვალ­სი­წი­ნებს ოჯახ­ში ბავ­შ­ვ­თან ურ­თი­ერ­თო­ბი­სას, აღ­ზ­დი­სას. ასე­ვე უნ­და და­ა­ლა­გოს პრი­ო­რი­ტე­ტე­ბი შვი­ლის სკო­ლა­ში შეყ­ვა­ნი­სას, მა­გა­ლი­თად, ეს შე­იძ­ლე­ბა იყოს უსაფ­რ­თხო ან ეკო­ლო­გი­უ­რი გა­რე­მო თუ სხვ. შემ­დეგ, სკო­ლის შერ­ჩე­ვი­სას, ამო­სავ­ლად ვაქ­ცევთ მას და შე­მო­ვა­შე­ნებთ და­ნარ­ჩენ ღი­რე­ბუ­ლე­ბებს. მშო­ბელ­თა ნა­წი­ლის­თ­ვის ეს შე­იძ­ლე­ბა იყოს სწავ­ლის ხა­რის­ხი, მა­გა­ლი­თად, რო­მე­ლი საგ­ნე­ბი ის­წავ­ლე­ბა გაძ­ლი­ე­რე­ბუ­ლად, აქ­ცენ­ტე­ბი მშობ­ლი­ურ ენა­ზე, უცხო ენა­ზე და ა.შ. თუმ­ცა, რო­დე­საც პრი­ო­რი­ტე­ტი­რე­ბას ვახ­დენთ, მთა­ვა­რია, გა­ვით­ვა­ლის­წი­ნოთ ბავ­შ­ვის ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი თა­ვი­სე­ბუ­რე­ბე­ბი, ანუ ჩვენ კი არ გან­ვ­საზღ­ვ­როთ რა გვინ­და ბავ­შ­ვის­თ­ვის, არა­მედ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რადღე­ბა მი­ვაქ­ცი­ოთ მის ინ­დი­ვი­დუ­ა­ლურ მიდ­რე­კი­ლე­ბებს, ინ­ტე­რე­სებს, ხა­სი­ათს, შტრი­ხებს, რაც აქვს 6 წლის ასაკ­ში. თუ­კი მას გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მიდ­რე­კი­ლე­ბა აქვს (არის ძა­ლი­ან მოძ­რა­ვი, უყ­ვარს ხატ­ვა, სიმ­ღე­რა და სხვ.), აუცი­ლებ­ლად უნ­და გა­ვით­ვა­ლის­წი­ნოთ რამ­დე­ნად კომ­ფორ­ტუ­ლი იქ­ნე­ბა მის­თ­ვის სას­კო­ლო გა­რე­მო. ბავ­შ­ვი პირ­და­პირ კი არ უნ­და ჩა­ერ­თოს რუ­ტი­ნა­ში (სკო­ლა, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, გუ­ლის­ხ­მობს გარ­კ­ვე­ულ რუ­ტი­ნებს), არა­მედ ვე­ცა­დოთ შე­ვუმ­სუ­ბუ­ქოთ ეს პრო­ცე­სი და მის ნიჭს კი­დევ უფ­რო მრა­ვალ­მ­ხ­რი­ვი გან­ვი­თა­რე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა მივ­ცეთ. მა­გა­ლი­თად, თუ ჩე­მი შვი­ლი მოძ­რა­ვი და აქ­ტი­უ­რია, რო­გო­რი იქ­ნე­ბა მი­სი სპორ­ტის გაკ­ვე­თი­ლე­ბი, რამ­დე­ნად შეძ­ლებს ფი­ზი­კუ­რად აქ­ტი­უ­რად ყოფ­ნას, მოხ­დე­ბა თუ არა ეს ყვე­ლა­ფე­რი სუფ­თა ჰა­ერ­ზე; თუ­კი ბავ­შ­ვი უფ­რო ინ­ტ­რო­ვენ­ტია და უყ­ვარს ჯდო­მა, მშვიდ გა­რე­მო­ში მე­ცა­დი­ნე­ო­ბა — რამ­დე­ნად აქ­ცენ­ტი­რე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა ეს ყვე­ლა­ფე­რი? მა­გა­ლი­თად, მიდ­რე­კი­ლე­ბა აქვს უცხო­უ­რი ენე­ბის­კენ ან სა­ბუ­ნე­ბის­მეტყ­ვე­ლო საგ­ნე­ბის­კენ, აქვს თუ არა სკო­ლას ეკოკ­ლუ­ბი, გა­ყავთ თუ არა ბავ­შ­ვე­ბი ბუ­ნე­ბა­ში, სა­დაც აკ­ვირ­დე­ბი­ან გა­რე­მოს და ატა­რე­ბენ ექ­ს­პე­რი­მენ­ტებს და ა.შ.; არის თუ არა თან­ხ­ვედ­რა სკო­ლი­სა და მშობ­ლის პრი­ო­რი­ტე­ტებს შო­რის, რო­მე­ლიც ბავ­შ­ვ­თან ერ­თად აქვს შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი.

♦ ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, ვიდ­რე სკო­ლას შე­ვარ­ჩევთ, შეს­წავ­ლი­ლი გვქონ­დეს ბავ­შ­ვის ინ­დი­ვი­დუ­ა­ლიზ­მი, მი­სი ხა­სი­ა­თის და ინ­ტე­რე­სე­ბის მა­ხა­სი­ა­თებ­ლე­ბი იმი­ტომ, რომ კი­დევ ერ­თხელ გა­ვი­მე­ო­რებ, სკო­ლა­ში ბავშვს გარ­კ­ვე­ულ რუ­ტი­ნას­თან შეხ­ვედ­რა აუცი­ლებ­ლად მო­უ­წევს. ხში­რად ეს არ არის მარ­ტი­ვი პრო­ცე­სი, რად­გან ბავ­შ­ვი უფ­რო მე­ტად მიჩ­ვე­უ­ლია თა­ვი­სუ­ფალ გა­რე­მოს, ოჯა­ხურ წი­აღს, უფ­რო რბილ მოქ­ცე­ვას, მსუ­ბუქ დღის რე­ჟიმს, სკო­ლა კი მის­გან მო­ითხოვს, გარ­კ­ვე­უ­ლი პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში, ერთ ად­გი­ლას ყოფ­ნას, გან­სა­კუთ­რე­ბით, რო­ცა წე­რა-კითხ­ვას სწავ­ლობს ან ელე­მენ­ტა­რულ უნარ-ჩვე­ვებს იძენს მო­ტო­რი­კის თვალ­საზ­რი­სით. ამ დროს, მას უწევს შრო­მა და ჩვენ უნ­და ვაც­ნო­ბი­ე­რებ­დეთ, რომ გარ­და იმ ძი­რი­თა­დი შრო­მი­სა, რო­მე­ლიც ნე­ბის­მი­ერ სკო­ლას თან სდევს, დრო ისე­თი რა­მით შე­ვუვ­სოთ, რაც მას აინ­ტე­რე­სებს და და­ვაკ­ვირ­დეთ პრო­ცე­სებს.

♦ აუცი­ლებ­ლად უნ­და გა­ა­მახ­ვი­ლონ მშობ­ლებ­მა ყუ­რადღე­ბა იმა­ზე, არის თუ არა უსაფ­რ­თხო სივ­რ­ცე, სა­დაც მათ შვილს გარ­კ­ვე­უ­ლი დრო­ის გა­ტა­რე­ბა მო­უ­წევს, და­ცუ­ლია თუ არა შე­ნო­ბა­ში უსაფ­რ­თხო­ე­ბის წე­სე­ბი; და­ათ­ვა­ლი­ე­რონ საკ­ლა­სო ოთა­ხი, არის თუ არა ნა­თე­ლი, რამ­დე­ნა­დაა თი­თო­ე­უ­ლი ბავ­შ­ვის­თ­ვის მიკ­რო­სივ­რ­ცე გა­მო­ყო­ფი­ლი, სა­დაც ის თა­ვი­სუ­ფალდ შეძ­ლებს გა­და­ად­გი­ლე­ბას; ექ­ნე­ბა თუ არა ბავშვს კლას­ში­ვე იმის სა­შუ­ა­ლე­ბა, შეს­ვე­ნე­ბის დროს, შეძ­ლოს ფეხ­მორ­თხ­მით დაჯ­დო­მა თა­ვის კლა­სელ­თან ერ­თად; რამ­დე­ნად უსაფ­რ­თხოა დე­რე­ფა­ნი — შეს­ვე­ნე­ბი­სას, პირ­ველ­კ­ლა­სე­ლე­ბი და, პი­რო­ბი­თად, მე­ექ­ვ­სეკ­ლა­სე­ლე­ბი ერ­თად დარ­ბი­ან; და­ათ­ვა­ლი­ე­რონ სა­პირ­ფა­რე­შო­ე­ბი, ხელ­სა­ბა­ნი, ნა­ხონ ნი­ავ­დე­ბა თუ არა კლა­სი. ეს, რაც შე­ე­ხე­ბა, გა­რე­დან თვა­ლის შევ­ლე­ბას. ში­ნა­არ­ს­ში რომ შე­ვი­დეთ, პირ­ვე­ლი, ალ­ბათ, რაც უნ­და გა­ა­კე­თონ, გარ­და იმი­სა, რომ ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­ას შეხ­ვ­დ­ნენ და და­ე­ლა­პა­რა­კონ დე­ტა­ლებ­ზე — რა არის სკო­ლის პრი­ო­რი­ტე­ტე­ბი, რა საგ­ნებ­ზეა მე­ტად აქ­ცენ­ტი გა­კე­თე­ბუ­ლი და რო­გო­რია გა­რე­მო, ამავ­დ­რო­უ­ლად, გა­იც­ნონ კლა­სის დამ­რი­გე­ბე­ლი. სწავ­ლე­ბის ყვე­ლა სა­ფე­ხურ­ზე ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია დამ­რი­გებ­ლის რო­ლი, სა­სი­ცოცხ­ლოდ მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნიც კი, გან­სა­კუთ­რე­ბით პირ­ველ კლას­ში, რო­დე­საც ბავ­შ­ვი სრუ­ლი­ად ახალ სამ­ყა­რო­ში შე­დის, ბევრ ახალ ადა­მი­ან­თან ერ­თად. რე­ა­ლუ­რად, აქ ხდე­ბა მი­სი ფორ­მი­რე­ბის და­საწყი­სი, რო­გორც ინ­დი­ვი­დის, რო­გორც სა­ზო­გა­დო­ე­ბის წევ­რის. ასეთ დროს დამ­რი­გე­ბე­ლი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ადა­მი­ა­ნია. ზო­გა­დად, ჩე­მი რჩე­ვა იქ­ნე­ბა, რომ მხო­ლოდ ზო­გა­დი შე­კითხ­ვე­ბით არ შე­მო­ი­ფარ­გ­ლოთ, რად­გან, რო­გორც წე­სი, მე­რე რომ ჩა­უღ­რ­მავ­დე­ბით, აღ­მო­ა­ჩენთ, რომ ბევ­რი პა­სუხ­გა­უ­ცე­მე­ლი კითხ­ვა დაგ­რ­ჩათ. მა­გა­ლი­თად, ჰკითხეთ — რო­გორ გა­ა­ტა­რე­ბენ ბავ­შ­ვე­ბი თქვენ­თან თა­ვი­სუ­ფალ დროს? გა­სა­გე­ბია, რომ და­ის­ვე­ნე­ბენ, მაგ­რამ ყვე­ლა პრო­ცე­სი, თუნ­დაც გარ­თო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი, სა­სურ­ვე­ლია, შე­მეც­ნე­ბას­თა­ნაც იყოს კავ­შირ­ში, გან­სა­კუთ­რე­ბით ამ ასაკ­ში, რო­ცა ჯერ კი­დევ გრძელ­დე­ბა სამ­ყა­როს აღ­მო­ჩე­ნა. ბავ­შ­ვის­თ­ვის სკო­ლაც ხომ სრუ­ლი­ად ახა­ლი სამ­ყა­როა; ან ჰკითხეთ, რო­გორ წარ­მო­უდ­გე­ნია მას ბავ­შ­ვე­ბის პირ­ველ სტრეს­თან გამ­კ­ლა­ვე­ბა, რო­მე­ლიც სკო­ლა­ში შეს­ვ­ლას ახ­ლავს ხოლ­მე, რა ხერ­ხებს გა­მო­ი­ყე­ნებს მის და­საძ­ლე­ვად, რო­გორ გა­ით­ვა­ლის­წი­ნებს ბავ­შ­ვე­ბის ინ­დი­ვი­დუ­ა­ლურ თა­ვი­სე­ბუ­რე­ბებს წა­ხა­ლი­სე­ბი­სას ან თუნ­დაც მა­შინ, რო­ცა რა­მეს კარ­გად ვერ გა­ა­კე­თე­ბენ (ასე­თი შემ­თხ­ვე­ვე­ბიც ხომ აუცი­ლებ­ლად იქ­ნე­ბა). დამ­რი­გე­ბელს ამა­ზე აუცი­ლებ­ლად უნ­და ჰქონ­დეს ნა­ფიქ­რი.

♦ ასე­ვე სა­ინ­ტე­რე­სო იქ­ნე­ბა, თუ­კი მო­ის­მენთ მის­გან, რო­გორ მუ­შა­ობს კლას­ში გუნ­დის შეკ­ვ­რის­თ­ვის. ვი­ცით, რომ ერთ-ერ­თი არა­სა­სი­ა­მოვ­ნო მო­მენ­ტია, რო­ცა კლას­ში ბავ­შ­ვე­ბი პა­ტარ-პა­ტა­რა ჯგუ­ფე­ბად ყა­ლიბ­დე­ბი­ან, მა­გა­ლი­თად: შენ­თან დაჯ­დო­მა არ მინ­და, ან პი­რი­ქით — შენ­თან მე­გობ­რო­ბა მინ­და, ან შენ არ გა­თა­მა­შებ ჩემ­თან ერ­თად. ძა­ლი­ან ბევ­რი კლა­სის­თ­ვის ეს, ფაქ­ტობ­რი­ვად, ტი­პუ­რი სუ­რა­თია. რას გა­ა­კე­თებს მას­წავ­ლე­ბე­ლი/დამ­რი­გე­ბე­ლი ამის პრე­ვენ­ცი­ის­თ­ვის, მი­სი პა­სუ­ხე­ბი ძა­ლი­ან კონ­კ­რე­ტუ­ლი უნ­და იყოს. მე პი­რა­დად მო­ლო­დი­ნი მექ­ნე­ბო­და, რომ კონ­კ­რე­ტუ­ლი აქ­ტი­ვო­ბე­ბი და ხედ­ვა მო­მეს­მი­ნა კონ­კ­რე­ტუ­ლი პა­სუ­ხე­ბით.

♦ ჩემ­თ­ვის სკო­ლა მა­ინც მას­წავ­ლე­ბე­ლია და მი­ჭირს ხოლ­მე იმის გა­გე­ბა, რას წარ­მო­იდ­გე­ნენ, რო­ცა ამ­ბო­ბენ „კარ­გი სკო­ლაა“. ნე­ბის­მი­ერ სკო­ლა­ში, არა „ელი­ტურ­შიც“ და „ელი­ტურ­შიც“, შე­იძ­ლე­ბა იყოს კარ­გი მას­წავ­ლე­ბე­ლი, რო­მე­ლიც გან­საზღ­ვ­რავს კლი­მატს და ნაკ­ლე­ბად კარ­გი მას­წავ­ლე­ბე­ლი, რო­მე­ლიც პი­რი­ქით — არას­წო­რად წარ­მარ­თავს სას­წავ­ლო პრო­ცესს/ბავ­შ­ვის აღ­ზ­რ­დას. ამი­ტომ ვურ­ჩევ­დი ყვე­ლას, ნუ მი­აქ­ცე­ვენ ყუ­რადღე­ბას სკო­ლის პრეს­ტი­ჟუ­ლო­ბას, ნურც მის „სა­ხელს“, პი­რა­დად და­ე­ლა­პა­რა­კონ იმ მას­წავ­ლე­ბელს, რო­მელ­საც უნ­და ჩა­ა­ბა­რონ ყვე­ლა­ზე ძვირ­ფა­სი ადა­მი­ა­ნი, თა­ვი­სი შვი­ლი და და­უს­ვან ძა­ლი­ან კონ­კ­რე­ტუ­ლი და მკა­ფიო შე­კითხ­ვე­ბი.

ვი­ნა­ი­დან წიგ­ნი­ე­რე­ბის სპე­ცი­ა­ლის­ტი ვარ და ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით ვმუ­შა­ობ, აუცი­ლებ­ლად ვკითხავ­დი ჩე­მი შვი­ლის მას­წავ­ლე­ბელს, მა­გა­ლი­თად, რო­გორ ას­წავ­ლის ან­ბანს. თუ­კი მო­ვის­მენ, რომ ას­წავ­ლის ძვე­ლი მიდ­გო­მე­ბით — თი­თი გა­მი­ყო­ლე, 50-ჯერ წა­მი­კითხე, აქე­დან აქამ­დე გა­აგ­რ­ძე­ლე, შენ და­იწყე — ეს ჩემ­თ­ვის იქ­ნე­ბო­და ინ­დი­კა­ტო­რი, რომ არ მინ­და, ჩემ­მა შვილ­მა ასე ის­წავ­ლოს მა­შინ, რო­ცა ან­ბა­ნის შე­სას­წავ­ლად გა­ცი­ლე­ბით ბევ­რი სა­ხა­ლი­სო, პრო­დუქ­ტი­უ­ლი მე­თო­დი არ­სე­ბობს. მაგ­რამ, თუ­კი ის მეტყ­ვის, რომ ან­ბა­ნის შეს­წავ­ლის პრო­ცეს­ში, ზო­გა­დად, წიგ­ნი­ე­რე­ბის სამ­ყა­რო­ში შე­სა­ბი­ჯებ­ლად, ვი­ყე­ნებ, მა­გა­ლი­თად, დიდ წიგ­ნებს, აუდი­ო­წიგ­ნებს, მულ­ტი­მე­დია ფა­ი­ლებს, აქ­ტი­ვო­ბის ბა­რა­თებს, სიტყ­ვის ბა­რა­თებ­სა და ფო­ნო­ლო­გი­ურ თა­მა­შებს, ვუყ­ვე­ბი ამ­ბებს, თა­ვად ვათხ­ზ­ვე­ვი­ნებ, ბევრს ვა­ხა­ტი­ნებ, ვა­ძერ­წი­ნებ, ანუ თა­მა­ში­სა და შე­მეც­ნე­ბის სინ­თე­ზურ მიდ­გო­მებს იყე­ნებს, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, მო­მინ­დე­ბო­და, რომ ასეთ­მა მას­წავ­ლე­ბელ­მა ას­წავ­ლოს ჩემს შვილს. ეს გარ­კ­ვე­ულ რუ­ტი­ნას­თა­ნაც იქ­ნე­ბა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი და ბავ­შ­ვებს მო­უ­წევთ მის მიღ­მა გავ­ლა, რომ შე­აღ­წი­ონ კარ­გი მკითხ­ვე­ლის სამ­ყა­რო­ში, თუმ­ცა, ეს გზა შე­იძ­ლე­ბა, ძა­ლი­ან მსუ­ბუ­ქად, მოქ­ნი­ლად, თა­მაშ-თა­მა­შით და ეფექ­ტუ­რი რე­სურ­სე­ბით გა­ი­ა­რონ. აუცი­ლებ­ლად მი­მო­ვი­ხე­დავ­დი იმ საკ­ლა­სო ოთახ­ში, სა­დაც ჩე­მი შვი­ლი ის­წავ­ლი­და, ვნა­ხავ­დი თუ არის გაკ­რუ­ლი პოს­ტე­რე­ბი, ბავ­შ­ვე­ბის ნა­მუ­შევ­რე­ბი…

თუ­კი მას­წავ­ლე­ბე­ლი მი­სა­ხე­ლებს იმ რე­სურ­სებს, რო­მელ­ზეც ვი­სა­უბ­რე, მივ­ხ­ვ­დე­ბო­დი, რომ ჩვენ, ან­ბა­ნის სწავ­ლე­ბის მხრივ, ერთ აზ­რ­ზე ვართ და, და­ახ­ლო­ე­ბით, ერ­თ­ნა­ი­რად ვუ­ყუ­რებთ წიგ­ნი­ე­რე­ბას. ჩვე­უ­ლებ­რივ ტი­პურ სა­ჯა­რო სკო­ლა­ში მო­მუ­შა­ვე ასე­თი მას­წავ­ლე­ბე­ლი გა­და­წო­ნი­და ნე­ბის­მი­ერ „ელი­ტურ“ სკო­ლას.

♦ ჩე­მი რჩე­ვა იქ­ნე­ბა მშობ­ლე­ბი­სად­მი:

პირ­ვე­ლი — ნუ აირ­ჩევთ ისეთ პრი­ო­რი­ტეტს, რო­მე­ლიც მხო­ლოდ თქვენ მი­გაჩ­ნი­ათ მნიშ­ვ­ნე­ლოვ­ნად, აქ უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნე­სია ბავ­შ­ვის ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი თა­ვი­სე­ბუ­რე­ბე­ბის, ინ­ტე­რე­სე­ბი­სა და სურ­ვი­ლე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბა;

მე­ო­რე — ნუ შე­არ­ჩევთ სკო­ლას მხო­ლოდ შე­ნო­ბის მა­ხა­სი­ა­თებ­ლე­ბით ან სა­ხე­ლით, კარ­გად შე­ი­ხე­დეთ სკო­ლა­ში და ღრმად შე­ის­წავ­ლეთ გა­რე­მო, სივ­რ­ცე, რო­მელ­შიც თქვე­ნი შვი­ლი უნ­და იყოს; ასე­ვე, კარ­გად გა­ი­ცა­ნით ის ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც შე­იძ­ლე­ბა თქვენ­ზე მეტ დრო­საც კი გა­ა­ტა­რე­ბენ, კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში, თქვენს შვილ­თან. მათ უნ­და ას­წავ­ლონ გუნ­დუ­რო­ბა, სხვი­სი აზ­რის მოს­მე­ნა და პა­ტი­ვის­ცე­მა, სა­კუ­თა­რი და სხვე­ბის მიმ­ღებ­ლო­ბა და სიყ­ვა­რუ­ლი, მად­ლი­ე­რე­ბა; ას­წავ­ლონ რა არის ლი­დე­რო­ბა, დრო­ის მარ­თ­ვა და ა.შ. ვინ­მეს შე­იძ­ლე­ბა 6 წლის ბავ­შ­ვ­თან ასეთ დე­ტა­ლებ­ზე ყუ­რადღე­ბის გა­მახ­ვი­ლე­ბა ნა­ად­რე­ვა­დაც მო­ეჩ­ვე­ნოს, მაგ­რამ სი­ნამ­დ­ვი­ლე­ში ბა­ღი­დან თუ და­ვიწყებთ, კი­დევ უფ­რო კარ­გი იქ­ნე­ბა.

♦ მო­უს­მი­ნეთ სკო­ლის ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­ას, რა არის სკო­ლის პრი­ო­რი­ტე­ტე­ბი და ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი, ხედ­ვა, რად­გან ეს თქვე­ნი შვი­ლის კლას­ზეც აირეკ­ლე­ბა. თუ­კი თქვენ­თ­ვის ეს ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი მი­უ­ღე­ბე­ლია, მა­შინ იმ სკო­ლა­ში შვი­ლის მიყ­ვა­ნის­გან თა­ვი უნ­და შე­ი­კა­ვოთ.

♦ძა­ლი­ან მოკ­ლედ კი, ასე ჩა­მო­ვა­ყა­ლი­ბებ — სკო­ლის არ­ჩე­ვი­სას, მთა­ვა­რია: ბავ­შ­ვის ინ­ტე­რე­სე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბა, ჩვე­ნი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის შე­ჯე­რე­ბა, სკო­ლის ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის მკა­ფი­ოდ მოს­მე­ნა, შე­ნო­ბა­სა და სივ­რ­ცე­ზე დაკ­ვირ­ვე­ბა და აუცი­ლებ­ლად შეხ­ვედ­რა მას­წავ­ლებ­ლებ­თან, დამ­რი­გე­ბელ­თან და მა­თი პრი­ო­რი­ტე­ტე­ბის, მიდ­გო­მე­ბის, ხერ­ხე­ბის მოს­მე­ნა და გა­ა­ნა­ლი­ზე­ბა.

მკითხველთა კლუბი

მე ვარ…

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები