3 დეკემბერი, სამშაბათი, 2024

ზო­გად­სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის საბ­ჭოს ახა­ლი შე­მად­გენ­ლო­ბა ჰყავს

spot_img

12 თე­ბერ­ვ­ლი­დან ძა­ლა­ში შე­ვი­და პრე­მი­ერ-მი­ნის­ტ­რის ბრძა­ნე­ბა ზო­გად­სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის საბ­ჭოს წევ­რ­თა და­ნიშ­ვ­ნის შე­სა­ხებ. საბ­ჭოს წევ­რებს, ერ­თი წლის ვა­დით, სა­ქარ­თ­ვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს წარ­დ­გი­ნე­ბით, სა­ქარ­თ­ვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტ­რი ნიშ­ნავს და ათა­ვი­სუფ­ლებს.

ზო­გად­სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის ახა­ლი საბ­ჭოს შე­მად­გენ­ლო­ბა ასე და­კომ­პ­ლექ­ტ­და:

და­ვით მა­ლა­ზო­ნია — შპს „თა­ნა­მედ­რო­ვე გა­ნათ­ლე­ბის აკა­დე­მი­ის“ დი­რექ­ტო­რი, საბ­ჭოს თავ­მ­ჯ­დო­მა­რე;

♦ თა­მარ მამ­სი­კაშ­ვი­ლი — აზი­ის გან­ვი­თა­რე­ბის ბან­კის პროგ­რა­მის „თა­ნა­მედ­რო­ვე უნა­რე­ბის უკე­თე­სი და­საქ­მე­ბის­თ­ვის“ სკო­ლე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბის სპე­ცი­ა­ლის­ტი, საბ­ჭოს თავ­მ­ჯ­დო­მა­რის მო­ად­გი­ლე;

♦ პეტ­რე ბა­ბი­ლუა — შპს „ევ­რო­პუ­ლი სკო­ლის“ მა­თე­მა­ტი­კის დე­პარ­ტა­მენ­ტის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლი;

♦ ნა­ტო გა­ბოშ­ვი­ლი — „ახა­ლი სკო­ლის მო­დე­ლის“ მხარ­დამ­ჭე­რი პროგ­რა­მის მა­თე­მა­ტი­კის საგ­ნობ­რი­ვი ექ­ს­პერ­ტი;

♦ გი­ორ­გი გი­გი­ბე­რია — ა(ა)იპ – ფონდ „სა­ერ­თა­შო­რი­სო გა­ნათ­ლე­ბის ცენ­ტ­რის“ პროგ­რა­მე­ბის მე­ნე­ჯე­რი;

 ია გი­გი­ბე­რია — შპს „ქარ­თუ­ლი სას­წავ­ლებ­ლის — თბი­ლი­სის“ მას­წავ­ლე­ბე­ლი, ქი­მი­ის საგ­ნობ­რი­ვი ექ­ს­პერ­ტი;

♦ ზვი­ად გო­გუ­ა­ძე — სა­ქარ­თ­ვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს ტე­რი­ტო­რი­უ­ლი ორ­გა­ნოს — ქა­ლაქ ხა­შუ­რის სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო რე­სურ­ს­ცენ­ტ­რის უფ­რო­სი;

ეკა­ტე­რი­ნე კვი­რი­კაშ­ვი­ლი — სა­ქარ­თ­ვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს ტე­რი­ტო­რი­უ­ლი ორ­გა­ნოს — ძვე­ლი თბი­ლი­სის რა­ი­ო­ნის სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო რე­სურ­ს­ცენ­ტ­რის უფ­რო­სი;

♦ მა­კა მამ­ფო­რია — შპს „ლა­მა­რა მარ­გ­ვე­ლაშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის სკო­ლა XXI სა­უ­კუ­ნის“ სა­ბუ­ნე­ბის­მეტყ­ვე­ლო მეც­ნი­ე­რე­ბა­თა კა­თედ­რის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლი;

♦ შალ­ვა მეკ­რა­ვიშ­ვი­ლი — სსიპ — შო­თა რუს­თა­ვე­ლის სა­ხე­ლო­ბის ქა­ლაქ რუს­თა­ვის №2 სა­ჯა­რო სკო­ლის ის­ტო­რი­ი­სა და სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის მას­წავ­ლე­ბე­ლი;

♦ ქე­თე­ვან ნატ­როშ­ვი­ლი — შპს „ქარ­თუ­ლი სას­წავ­ლე­ბე­ლი — თბი­ლი­სის“ დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლე;

♦ მა­ნა­ნა ჯინ­ჭა­რა­ძე — სსიპ — მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რის ზო­გად­სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბის დი­რექ­ტორ­თა ეროვ­ნუ­ლი სკო­ლის კონ­სულ­ტან­ტი, საბ­ჭოს მდი­ვა­ნი.

♦♦♦

ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის საბ­ჭოს თავ­მ­ჯ­დო­მა­რე და­ვით მა­ლა­ზო­ნია, ჩვენ­თან სა­უბ­რი­სას, ხაზ­გას­მით აღ­ნიშ­ნავს, რომ საბ­ჭოს ფუნ­ქ­ცია არას­დ­როს ყო­ფი­ლა სკო­ლის და­ხურ­ვა, მე­ტიც, ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის პრო­ცე­სი მი­მარ­თუ­ლია სკო­ლე­ბის და­სახ­მა­რებ­ლად, თუმ­ცა, დახ­მა­რე­ბა, არც ერთ შემ­თხ­ვე­ვა­ში, არ გუ­ლის­ხ­მობს იმას, რომ პრობ­ლე­მე­ბი და­ი­მა­ლოს.

„ზო­გა­დად ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის პრო­ცე­სი, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, გვეს­მის რო­გორც გარ­კ­ვე­უ­ლი სტან­დარ­ტე­ბის მი­ხედ­ვით შე­მოწ­მე­ბა, ანუ რამ­დე­ნად აკ­მა­ყო­ფი­ლებს სკო­ლა არ­სე­ბულ სტან­დარ­ტებს, გან­სა­კუთ­რე­ბით ისეთს, რო­გო­რიც არის, მა­გა­ლი­თად: მას­წავ­ლე­ბელ­თა კვა­ლი­ფი­კა­ცია, რო­გორ მიმ­დი­ნა­რე­ობს სწავ­ლა-სწავ­ლე­ბის პრო­ცე­სი სკო­ლა­ში, რო­გორ არის მოს­წავ­ლე­თა უსაფ­რ­თხო­ე­ბა და­ცუ­ლი/უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი, რამ­დე­ნად არის სკო­ლის პო­ლი­ტი­კის ნა­წი­ლი, ვთქვათ, მას­წავ­ლე­ბელ­თა კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის ამაღ­ლე­ბა­ზე ზრუნ­ვა, ახა­ლი მე­თო­დო­ლო­გი­ის და­ნერ­გ­ვა სწავ­ლე­ბი­სას. ახ­ლა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რადღე­ბა ეთ­მო­ბა, მა­გა­ლი­თად, იმას, თუ რო­გორ გა­და­დის სკო­ლა უფ­რო პრო­ექ­ტუ­ლი ხა­სი­ა­თის კომ­პ­ლექ­სურ და­ვა­ლე­ბებ­ზე, იმი­ტომ, რომ ეს მარ­ტო და­ვა­ლე­ბე­ბი არ არის, ბევ­რი რა­მის ინ­ტეგ­რი­რე­ბაა — ფაქ­ტობ­რი­ვად, საგ­ნობ­რი­ვი ცოდ­ნის შექ­მ­ნის პრო­ცე­სის და­ნერ­გ­ვაა.

თა­ვის­თა­ვად, გვა­ინ­ტე­რე­სებს რამ­დე­ნად არის სკო­ლა ამ მოთხოვ­ნებ­თან შე­სა­ბა­მი­სო­ბა­ში. თუმ­ცა, მთა­ვა­რი, ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში, კონ­ტ­რო­ლი არ არის. უმ­თავ­რე­სია, და­ვეხ­მა­როთ სკო­ლას, საბ­ჭოს ყო­ველ­თ­ვის ასე­თი გან­წყო­ბა ჰქონ­და და არა მხო­ლოდ საბ­ჭოს. პრო­ცე­სი აქეთ იყო მი­მარ­თუ­ლი და კი­დევ უფ­რო მე­ტად შე­იძ­ლე­ბა მი­სი გან­ვი­თა­რე­ბა, სკო­ლე­ბის და­სახ­მა­რებ­ლად. მაგ­რამ, დახ­მა­რე­ბა არა იმით, რომ პრობ­ლე­მე­ბი და­ი­მა­ლოს, არა­მედ — ექ­ს­პერ­ტე­ბის შე­მოწ­მე­ბის გზით გა­მოვ­ლინ­დეს და საკ­მა­ოდ კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი ადა­მი­ა­ნე­ბის­გან შემ­დ­გა­რი საბ­ჭოს რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, სკო­ლამ ეს ჩა­ვარ­დ­ნე­ბი დაძ­ლი­ოს. საბ­ჭოს ფუნ­ცია არ არის სკო­ლის და­ხურ­ვა. უკ­ვე მე­ხუ­თე წე­ლი იწყე­ბა, რაც ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის საბ­ჭო­ში ვარ, აქე­დან მე­სა­მე წე­ლია, რაც ამ საბ­ჭოს ვხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლობ, არას­დ­როს გვქო­ნია სა­დამ­ს­ჯე­ლო, მკაც­რი დის­ციპ­ლი­ნუ­რი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბის სურ­ვი­ლი (არც შე­იძ­ლე­ბა გვქო­ნო­და, რად­გან ამ დარ­გის სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი ვართ, გა­ნათ­ლე­ბის სფე­რო­ში ვმუ­შა­ობთ — ზო­გი პე­და­გო­გად, ზო­გი დამ­საქ­მებ­ლად, ზო­გი არა­სამ­თ­ვა­რო­ბო სექ­ტორ­ში, მაგ­რამ ყვე­ლა მა­ინც ერთ საქ­მეს ვემ­სა­ხუ­რე­ბით). კი­დევ ერ­თხელ გა­ვი­მე­ო­რებ, საბ­ჭოს ფუნ­ქ­ციაა, უზ­რუნ­ველ­ყოს სკო­ლე­ბის აუცი­ლე­ბელ სტან­დარ­ტ­თან შე­სა­ბა­მი­სო­ბა­ში მოყ­ვა­ნა, მით უფ­რო, რო­ცა საქ­მე ეხე­ბა რე­გუ­ლი­რე­ბად სფე­როს — გა­ნათ­ლე­ბას, სკო­ლას და, რაც მთა­ვა­რია, მოს­წავ­ლის უსაფ­რ­თხო­ე­ბას, მის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბას გო­ნი­ერ, მცოდ­ნე ადა­მი­ა­ნად. აი, ამას უნ­და უწყობ­დეს ხელს ნე­ბის­მი­ე­რი სა­ჯა­რო თუ კერ­ძო სკო­ლა. მაგ­რამ, თუ მას გარ­კ­ვე­უ­ლი ხარ­ვე­ზი აქვს, ბუ­ნებ­რი­ვია, გა­მოს­წო­რე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა ეძ­ლე­ვა.

იშ­ვი­ა­თად მახ­სენ­დე­ბა შემ­თხ­ვე­ვა, რო­დე­საც მრა­ვალ­გ­ზის მი­ცე­მუ­ლი შე­ნიშ­ვ­ნე­ბის გა­მო­უს­წო­რებ­ლო­ბის გა­მო (რო­ცა მარ­თ­ლა ვე­ღარ და­ვი­ნა­ხეთ ვერც რე­სურ­სი, ვერც მზა­ო­ბა, ვერც სურ­ვი­ლი, ვერც გა­აზ­რე­ბა იმი­სა, თუ რა აქვს გა­სა­უმ­ჯო­ბე­სე­ბე­ლი), სკო­ლის­თ­ვის ავ­ტო­რი­ზა­ცია შეგ­ვეწყ­ვი­ტოს, მხო­ლოდ ერ­თე­უ­ლი შემ­თხ­ვე­ვე­ბია ამ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში. ეს არის უკი­დუ­რე­სი გა­მო­ნაკ­ლი­სი და უკი­დუ­რე­სად არა­სა­სურ­ვე­ლი შე­დე­გი. მსგავ­სი შემ­თხ­ვე­ვე­ბის დროს, საბ­ჭოს წევ­რე­ბი ძა­ლი­ან ცუ­დად ვგრძნობთ თავს, რად­გან, კი­დევ ერ­თხელ გა­ვი­მე­ო­რებ, ჩვე­ნი ფუნ­ქ­ცია ნამ­დ­ვი­ლად არ არის სა­დამ­ს­ჯე­ლო, პი­რი­ქით — ვეხ­მა­რე­ბით ჩვე­ნი რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბით, გა­ა­უმ­ჯო­ბე­სონ გა­რე­მო, სა­დაც მუ­შა­ო­ბენ.“

რო­გორც საბ­ჭოს ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლი ამ­ბობს, ჯერ­ჯე­რო­ბით, უც­ნო­ბია სკო­ლე­ბის ზუს­ტი რა­ო­დე­ნო­ბა, რო­მელ­თაც ამ ერ­თი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მო­უ­წევთ ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის ან რე­ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის გავ­ლა. „საბ­ჭოს სხდო­მე­ბის ერ­თი და იგი­ვე რა­ო­დე­ნო­ბა არც ერთ წელს არ ყო­ფი­ლა იმი­ტომ, რომ არის პე­რი­ო­დი, რო­დე­საც უფ­რო მეტ სკო­ლას უწევს რე­ავ­ტო­რი­ზა­ცია ან უფ­რო ნაკ­ლებს. ამა­ვე დროს, რე­ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის და ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის გარ­და, საბ­ჭო შუ­ა­ლე­დუ­რი მო­ნი­ტო­რინ­გის შე­დე­გებ­საც გა­ნი­ხი­ლავს. ვთქვათ, სკო­ლას ჯერ არ ეკუთ­ვ­ნის ავ­ტო­რი­ზა­ცია, მაგ­რამ, მო­ნი­ტო­რინ­გის შე­დე­გე­ბის გა­მო, უხ­დე­ბა გავ­ლა. ჯერ ვერ გეტყ­ვით რამ­დე­ნი სკო­ლის სა­კითხის გან­ხილ­ვა მოგ­ვი­წევს, რად­გან ახა­ლი საბ­ჭოს შეხ­ვედ­რა ხა­რის­ხის გან­ვი­თა­რე­ბის ცენ­ტ­რ­თან უახ­ლო­ეს დღე­ებ­ში იგეგ­მე­ბა და ზუსტ ინ­ფორ­მა­ცი­ა­საც სწო­რედ მა­შინ მი­ვი­ღებთ. თუმ­ცა, წი­ნას­წარ შე­მიძ­ლია გითხ­რათ, რომ წელს საკ­მა­ოდ ბევრ სკო­ლას უწევს რე­ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის გავ­ლა, ამას შუ­ა­ლე­დუ­რი მო­ნი­ტო­რინ­გის შე­დე­გე­ბიც და­ე­მა­ტე­ბა და ვფიქ­რობ, ბევრ სკო­ლას მო­ვი­ცავთ. წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, ძი­რი­თა­დად, მა­ინც კერ­ძო სკო­ლებ­ზე ვმუ­შა­ობ­დით, სულ რამ­დე­ნი­მე სა­ჯა­რო სკო­ლის სა­კითხი მახ­სენ­დე­ბა. საბ­ჭო, უმე­ტე­სად, მა­შინ გა­ნი­ხი­ლავს სა­ჯა­რო სკო­ლე­ბის ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის სა­კითხს, თუ სკო­ლა ფუძ­ნ­დე­ბა ან იც­ვ­ლის სტა­ტუსს, მა­გა­ლი­თად, მა­ნამ­დე იყო სა­ბა­ზო და სა­შუ­ა­ლო სა­ფე­ხურ­საც იმა­ტებს ან იმ შემ­თხ­ვე­ვა­ში, თუ ექ­ს­პერ­ტე­ბის მხრი­დან, მო­ნი­ტო­რინ­გის შე­დე­გად, შუ­ა­ლე­დუ­რი შე­მოწ­მე­ბა გახ­და სა­ჭი­რო. ცხა­დია, ასე­თი შემ­თხ­ვე­ვე­ბიც გვქო­ნია, მაგ­რამ, უფ­რო ნაკ­ლე­ბი, ვიდ­რე კერ­ძო სკო­ლე­ბის.

რაც შე­ე­ხე­ბა სა­ჯა­რო სკო­ლე­ბის ავ­ტო­რი­ზა­ცი­ას, ახა­ლი სტან­დარ­ტით გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა და ეს ძა­ლი­ან მი­ხა­რია, რად­გან ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის პრო­ცე­სი, კერ­ძო სკო­ლებ­თან ერ­თად, ყვე­ლა სა­ჯა­რო სკო­ლას შე­ე­ხე­ბა. გარ­კ­ვე­ულ­წი­ლად, სკო­ლის­თ­ვის ეს არის მე­ქა­ნიზ­მი, იყოს უკეთ მომ­ზა­დე­ბუ­ლი, უფ­რო ძლი­ე­რი, ნაკ­ლე­ბი შე­ნიშ­ვ­ნა და­იმ­სა­ხუ­როს და რაც მთა­ვა­რია, თვი­თორ­გა­ნი­ზე­ბა­საც შე­უწყობს ხელს. ამი­ტომ არის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი, რომ, გარ­კ­ვე­უ­ლი პე­რი­ო­დის შემ­დეგ, ყვე­ლა სა­ჯა­რო თუ კერ­ძო სკო­ლა ისევ იქ­ნე­ბა ავ­ტო­რი­ზე­ბუ­ლი, ოღონდ ახა­ლი სტან­დარ­ტით.“ — ამ­ბობს და­ვით მა­ლა­ზო­ნია.

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები