26 აპრილი, პარასკევი, 2024

განრიგი, მაქსიმალური ქულები და საგამოცდო დროის ხანგრძლივობა

spot_img

2021-2022  სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მესამე ტური 3 მარტს დაიწყება. ტესტირება ჩატარდება შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის შენობაში (მისამართი: ქ. თბილისი, ე. მინდელის N9). დეტალური ინფორმაცია მითითებული იქნება მოსაწვევზე, რომელსაც მოგაწვდით სკოლის ადმინისტრაცია.

I სესიაზე  რეგისტრაცია  – 09:30 საათზე, ხოლო ტესტირება 10:00 საათზე დაიწყება. II სესიაზე რეგისტრაციის დროა 14:30 საათი; ტესტირება 15:00 საათზე დაიწყება. დაგვიანების შემთხვევაში მოსწავლე ტესტირებაზე აღარ დაიშვება. რეგისტრაციის დროს მან უნდა წარმოადგინოს სკოლის მიერ გაცემული მოსაწვევი და პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, პასპორტი ან ფოტოსურათიანი ცნობა, რომელსაც გასცემს სკოლის ადმინისტრაცია.

განრიგი:

♦ 3 მარტი

I სესია –  ქართული ენა და ლიტერატურა; ქართული ენა არაქართულენოვანი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლეებისათვის; ფიზიკა.

II სესია – ინგლისური ენა.

4 მარტი

I სესია – ქიმია,  რუსული ენა;

II სესია – გეოგრაფია, ბიოლოგია, ფრანგული ენა.

♦ 5 მარტი 

I სესია – მათემატიკა, ისტორია.

ოლიმპიადის მესამე ტურის ტესტირებისათვის გამოყოფილი დრო

 

ტესტირება ჩატარდება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული ყველა რეგულაციის დაცვით.

2021-2022 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებულია ის მოსწავლე, რომელიც დააგროვებს შესაბამისი საგნის ტესტის მაქსიმალური ქულის 60%-ს და მოხვდება შესაბამისი კლასისა და საგნის რეიტინგული სიის პირველ ათ მონაწილეს შორის.

ოლიმპიადის მესამე ტურის ტესტების მაქსიმალური ქულები

გერმანულ ენაში ტესტირება ჩატარდება 13 მარტს. დეტალები გამოქვეყნდება შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე.

 

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები