23 აპრილი, სამშაბათი, 2024

ფიქ­რე­ბი „ალუ­და ქე­თე­ლა­ურ­ზე“

spot_img

ბევ­რი ით­ქ­ვა და და­ი­წე­რა ვა­ჟას „ალუ­და ქე­თე­ლა­ურ­ზე“, ბევ­რიც და­ი­წე­რე­ბა,რად­გან თა­ვი­სი მხატ­ვ­რუ­ლი თუ მსოფ­ლ­მ­ხედ­ვე­ლობ­რი­ვი გა­აზ­რე­ბით ეს პო­ე­მა მრა­ვალ­წახ­ნა­გო­ვა­ნია და სხვა­დას­ხ­ვა პრიზ­მი­დან და­ნახ­ვის, გან­ს­ჯის სა­შუ­ა­ლე­ბას იძ­ლე­ვა.

„ალუ­და ქე­თე­ლა­უ­რის“ ერთ-ერ­თი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ად­გი­ლი ალუ­და­სა და მუ­ცა­ლის ბრძო­ლის ეპი­ზო­დია. ეს ეპი­ზო­დი ვა­ჟას უაღ­რე­სად დი­დი ტექ­ნი­კუ­რი ხერ­ხით აქვს შეს­რუ­ლე­ბუ­ლი. იგი იმ­დე­ნად შთამ­ბეჭ­და­ვად გად­მოს­ცემს ამ ბრძო­ლის პე­რი­პე­ტი­ებს, რომ მკითხ­ვე­ლის წარ­მო­სახ­ვა­ში თვალ­ნათ­ლივ იშ­ლე­ბა ბრძო­ლის თი­თო­ე­უ­ლი სცე­ნა. მრა­ვალ კითხ­ვას­თან ერ­თად აქ ერ­თი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი კითხ­ვაც და­ის­მის – რო­გორ, რო­გო­რი მხატ­ვ­რუ­ლი ტექ­ნი­კით, ხერ­ხით აღ­წევს მწე­რა­ლი ამას?

ცნო­ბი­ლია, რომ ვა­ჟას შე­მოქ­მე­დე­ბა ხალ­ხურ რვა­მარ­ც­ვ­ლი­ან ლექ­ს­ზეა აწყო­ბი­ლი. თა­ვის დრო­ზე სწო­რედ რვა­მარ­ც­ვ­ლი­ა­ნი ლექ­სის გა­ერ­თი­ა­ნე­ბით და­უ­დო სა­ფუძ­ვე­ლი დიდ­მა შო­თამ ახალ ვერ­სი­ფი­კა­ცი­ას, შა­ირს, რო­მელ­საც სა­უ­კუ­ნე­ე­ბის მან­ძილ­ზე თა­ვი ვერ და­აღ­წია ქარ­თულ­მა პო­ე­ზი­ამ (შა­ი­რი სპარ­სუ­ლად თექ­ვ­ს­მეტ­მარ­ც­ვ­ლი­ან ლექსს ნიშ­ნავს). მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი დე­ტა­ლი რუს­თა­ვე­ლის ლექ­ს­თ­წყო­ბა­ში არის ის, რომ მი­სი ლექ­სი თა­ვი­სუ­ფა­ლია დი­ა­ლექ­ტი­სა­გან, მაგ­რამ ეფუძ­ნე­ბა სა­ლა­პა­რა­კო ენას და ამა­ვე დროს მა­ღა­ლი სა­ლი­ტე­რა­ტუ­რო ენი­თაა და­წე­რი­ლი. ვა­ჟა კი ხალ­ხუ­რი ლექ­სი­სა და მთის კი­ლოს ერ­თ­გუ­ლი დარ­ჩა, რაც აბ­სო­ლუ­ტუ­რად სწო­რი მიგ­ნე­ბაა, რად­გან მთის კი­ლო ერთ-ერ­თი, შე­იძ­ლე­ბა ით­ქ­ვას მთა­ვა­რიც, დე­ტა­ლია ვა­ჟა-ფშა­ვე­ლას ნა­წარ­მო­ებ­თა გმი­რე­ბის ყო­ფი­სა. რუს­თა­ვე­ლის გე­ნი­ა­ლუ­რო­ბა იმა­ში­ცაა, რომ მა­ღა­ლი და და­ბა­ლი შა­ი­რის ტა­ე­პე­ბით გად­მოს­ცა ემო­ცი­უ­რად ერ­თ­მა­ნე­თი­სა­გან გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი ამ­ბე­ბი. და­ბა­ლი შა­ი­რით /5:3,//5:3// იგი აღ­წე­რი­თი და მშვი­დი ხა­სი­ა­თის ამ­ბებს გად­მოგ­ვ­ცემს და ტემ­პიც, შე­სა­ბა­მი­სად, და­ბა­ლია, მშვი­დია, ხო­ლო ემო­ცი­უ­რად დატ­ვირ­თუ­ლი ამ­ბე­ბის გად­მო­სა­ცე­მად მა­ღალ შა­ირს /4:4,//4:4 /იყე­ნებს, აქ ტემ­პი უფ­რო ჩქა­რია. მა­გა­ლი­თად: „იყო არა­ბეთს /როს­ტე­ვან,//მე­ფე ღმრთი­სა­გან/სვი­ა­ნი“, მაგ­რამ „ში­გან ას­რე/გა­ვე­რი­ვე//გნო­ლის ჯოგ­სა,/ვი­თა ქო­რი..“

სა­ინ­ტე­რე­სოა, ამ მხრივ რა ვი­თა­რე­ბაა „ალუ­და ქე­თე­ლა­ურ­ში“, შე­ი­ნიშ­ნე­ბა თუ არა რა­ი­მე კა­ნონ­ზო­მი­ე­რე­ბა ტერ­ფებ­ში მარ­ც­ვალ­თა რა­ო­დე­ნო­ბის მხრივ და თუ კი, ახ­დენს თუ არა ეს გავ­ლე­ნას ამ­ბის გად­მო­ცე­მის ექ­ს­პ­რე­სი­ა­ზე.

რო­გორც ზე­მოთ აღ­ვ­ნიშ­ნეთ, ვა­ჟა-ფშა­ვე­ლას პო­ე­ზია ხალ­ხურ რვა­მარ­ც­ვ­ლი­ან ლექ­ს­თ­წყო­ბას ეფუძ­ნე­ბა, სა­დაც გვხვდე­ბა რო­გორც და­ბა­ლი, ისე მა­ღა­ლი შა­ი­რის მა­გა­ლი­თე­ბი. „ლექ­სი ვეფხი­სა და მოყ­მი­სა“ და­ბა­ლი შა­ი­რის მა­გა­ლი­თია, „სერ­ზე მი­დის სა­მი მგე­ლი“ – მა­ღა­ლი შა­ი­რის:

„მოყ­მე­მან,3 /პირ­შიშ­ვე­ლა­მან,//5

შიბნ გა­ი­არ­ნა/5 კლდი­სა­ნი,//3

მო­ი­ნა­დირ­ნა,/5 და­ლახ­ნა//3

ბი­ლიკ­ნი/3 ჭი­უ­ხი­სა­ნი// 5.“

„სერ­ზე მი­დის /4სამი მგე­ლი,4//

ტუჩ­მოკ­ლე და 4/ კუ­დაგ­რ­ძე­ლი,4//

ერ­თ­მა­ნეთს ე 4/ უბ­ნე­ბი­ან ,4//

ჭა­ლას არის4/ ლურ­ჯა ცხე­ნი“4//.

ვა­ჟა-ფშა­ვე­ლა „ალუ­და ქე­თე­ლა­უ­რის“ მთელ მან­ძილ­ზე მხო­ლოდ და­ბალ შა­ირს იყე­ნებს, იქაც, სა­დაც ამ­ბავს აღ­წერს და იქაც, სა­დაც ემო­ცი­უ­რად დატ­ვირ­თულ ამ­ბავს გად­მოგ­ვ­ცემს. მაგ., აღ­წერს ამ­ბავს:

„ერთ ქურ­დ­კან­ტალ­სა / ღილ­ღ­ველ­სა //

ცუ­დი და­უდ­გა /5/ წა­მიო ,//3

გა­და­ვარ­დე­ბა/ 5/ ცხენ­ზე­ით,/ /3

ყელ­თავ­ქ­ვე/ /5/ ეკი­დე­ბი­სა,// 3

ნატყ­ვი­ა­რი სჭირს/ 5/ /ბე­ჭის­თავს, //3

გულს ცეცხ­ლი /5/ ეკი­დე­ბი­სა“.//3

ემო­ცი­უ­რად და­ძა­ბუ­ლი სი­ტუ­ა­ცია:

„არა გჭირ­საა, /5/ რჯულ­ძაღ­ლო?-//3

მუ­ცა­ლი ეუბ /5/ ნე­ბო­და.//3

– ნუ გგო­ნავ მჭირ­დეს, /5/ რჯულ­ძაღ­ლო,//3

ყმა­სა გუ­და­ნის/ /5/ ჯვრი­სა­სა.//3

ხმა ალუ­და­ის / /5 /თო­ფი­სა/ /3

ჭე­ხა­სა ჰგვან­და /5/ ცი­სა­სა“.//3

„ალუ­და ქე­თე­ლა­უ­რის“ სა­ლექ­სო მუხ­ლებ­ზე დაკ­ვირ­ვე­ბი­სას ძა­ლა­უ­ნე­ბუ­რად ყუ­რადღე­ბა მი­ვაქ­ცი­ეთ იმას, რომ პო­ე­მა ოქ­როს კვე­თის პრინ­ცი­პი­თაა აგე­ბუ­ლი. ოქ­როს კვე­თა, რო­გორც ცნო­ბი­ლია, არა­ტოლ ნა­წი­ლად მთე­ლის ისე­თი და­ყო­ფაა, რო­ცა მი­სი მცი­რე ნა­წი­ლი ისე შე­ე­ფარ­დე­ბა დიდს, რო­გორც დი­დი – მთელს. ოქ­როს კვე­თის ნა­წილ­თა შე­ფარ­დე­ბის რიცხ­ვი 0,618-ია, და­საშ­ვე­ბია მი­ახ­ლო­ე­ბი­თი რიცხ­ვიც – 0,62. „ალუ­და ქე­თე­ლა­უ­რის“ ტა­ეპ­თა ტერ­ფებ­ში მარ­ც­ვალ­თა შე­ფარ­დე­ბა 3:5 ტო­ლია 0,6-ის, 5:8 შე­ფარ­დე­ბა ტო­ლია 0.62-ის (ისე­ვე, რო­გორც „ვეფხის­ტყა­ო­სან­ში“), რაც ოქ­როს კვე­თის პრო­პორ­ცი­ებ­ში ჯდე­ბა. იგი­ვე შე­იძ­ლე­ბა ით­ქ­ვას, ზო­გა­დად, ქარ­თულ ხალ­ხურ ლექ­ს­ზე, თუმ­ცა ეს სხვა თე­მაა.

თუ და­ვაკ­ვირ­დე­ბით ვა­ჟა-ფშა­ვე­ლას მხატ­ვ­რულ შე­მოქ­მე­დე­ბას და მათ შო­რის „ალუ­და ქე­თე­ლა­ურს“, ვნა­ხავთ, რომ ვა­ჟა მა­ღალ შა­ირს, რო­გორც სტი­ლურ ხერხს, ექ­ს­პ­რე­სი­უ­ლო­ბის გად­მო­სა­ცე­მად არ იყე­ნებს, იგი ამის­თ­ვის სხვა რი­ტო­რი­კულ ფი­გუ­რებს მი­მარ­თავს. მი­სი, რო­გორც მწერ­ლის/პო­ე­ტის ძი­რი­თა­დი პო­ე­ტუ­რი ფორ­მა არის და­ბა­ლი შა­ი­რი. ლექ­ს­თ­წყო­ბის ეს სა­ხე თხრო­ბას უფ­რო დინჯს, აკა­დე­მი­ურ­სა და ძარ­ღ­ვი­ანს ხდის. ეს ვა­ჟას პო­ე­ზი­ის ერთ-ერ­თი, შე­იძ­ლე­ბა ით­ქ­ვას მთა­ვა­რიც, სტი­ლუ­რი ხერ­ხია.

რაც შე­ე­ხე­ბა ექ­ს­პ­რე­სი­უ­ლო­ბას, იგი უნ­და ვე­ძე­ბოთ ამ­ბის გად­მო­ცე­მის სიმ­ძაფ­რე­სა და სი­ტუ­ა­ცი­ის ტრა­გიზ­მ­ში და, რა თქმა უნ­და, ტრო­პულ მეტყ­ვე­ლე­ბა­ში. მუ­ცა­ლი­სა და ალუ­დას ბრძო­ლის წარ­მო­სახ­ვის, სიცხა­დის, და­ძა­ბუ­ლო­ბი­სა თუ ემო­ცი­უ­რო­ბის გად­მო­სა­ცე­მად ვა­ჟა-ფშა­ვე­ლა, ერ­თ­დ­რო­უ­ლად, რამ­დე­ნი­მე ლი­ტე­რა­ტუ­რულ ხერხს მი­მართავს, რო­გო­რი­ცაა კონ­ტ­რას­ტი, ირო­ნია, დი­ა­ლო­გი, შე­ძა­ხი­ლი, გა­მე­ო­რე­ბა, შე­და­რე­ბა და სხვა.

რო­გორც ვა­ჟა-ფშა­ვე­ლას შე­მოქ­მე­დე­ბის ცნო­ბი­ლი მკვლე­ვა­რი, ბა­ტო­ნი მი­ხე­ილ ზან­დუ­კე­ლი აღ­ნიშ­ნავს, კონ­ტ­რას­ტი ვა­ჟა-ფშა­ვე­ლას პო­ე­ტი­კის ერთ-ერ­თი მძლავ­რი სა­შუ­ა­ლე­ბაა. იგი „უკი­დუ­რე­სი სა­წი­ნა­აღ­მ­დე­გო თვი­სე­ბე­ბის მა­ტა­რე­ბე­ლი საგ­ნე­ბი­სა თუ მოვ­ლე­ნე­ბის შე­პი­რის­პი­რე­ბაა, კონ­ტ­რას­ტი მიზ­ნად ისა­ხავს ამ­გ­ვარ სა­გან­თა თუ მოვ­ლე­ნა­თა და­პი­რის­პი­რე­ბით მკითხ­ველ­ში უფ­რო მძლავ­რი, გა­მახ­ვი­ლე­ბუ­ლი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა, ემო­ცია გა­მო­იწ­ვი­ოს… ამი­ტომ კონ­ტ­რას­ტ­ში მთა­ვა­რია ემო­ცი­ის, გან­წყო­ბი­ლე­ბის პრო­ცე­სი“ (მი­ხე­ილ ზან­დუ­კე­ლი, „თხზუ­ლე­ბე­ბი“, ტ.III, გვ.676). ჩვე­ნი მხრი­დან და­ვა­მა­ტებ­დით, რომ კონ­ტ­რას­ტი არ არის ქვე­ტექ­ს­ტის გა­რე­შე, ანუ კონ­ტ­რასტს ყო­ველ­თ­ვის ახ­ლავს ქვე­ტექ­ს­ტი, რად­გან მწერ­ლის მი­ზა­ნია, შე­პი­რის­პი­რე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, წარ­მო­ა­ჩი­ნოს სა­გან­თა თუ მოვ­ლე­ნა­თა თვი­სე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც უნ­და აღ­მო­ა­ჩი­ნოს მკითხ­ველ­მა. სხვა­ნა­ი­რად რომ ვთქვათ, მკითხ­ველ­მა უნ­და წა­ი­კითხოს ტექ­ს­ტის იმ­პ­ლი­ცი­ტუ­რი ინ­ფორ­მა­ცია. ეს ორი სტი­ლუ­რი ხერ­ხი ერ­თ­მა­ნეთს ავ­სებს და მკითხ­ველს უბიძ­გებს, უფ­რო ღრმად გა­ი­აზ­როს ნა­წარ­მო­ე­ბი.

მუ­ცა­ლი­სა და ალუ­დას ბრძო­ლა­ში კონ­ტ­რას­ტის სა­უ­კე­თე­სო მა­გა­ლი­თია ის ეპი­ზო­დი, სა­დაც მუ­ცა­ლი და ალუ­და სა­კუ­თარ თვი­სე­ბებს ავ­ლე­ნენ და­ძა­ბულ ბრძო­ლა­ში. ვა­ჟა-ფშა­ვე­ლა არა მხო­ლოდ კონ­ს­ტ­რას­ტე­ბის, არა­მედ სა­კუთ­რივ ქვე­ტექ­ს­ტე­ბის დი­დოს­ტა­ტი­ცაა. მას შე­უძ­ლია კადრს მიღ­მა დაგ­ვა­ნა­ხოს ის, რა­საც არ გვიჩ­ვე­ნებს და არ გვე­უბ­ნე­ბა, მაგ­რამ ვხვდე­ბით და ვხე­დავთ. ქვე­ტექ­ს­ტი კარ­გად იკითხე­ბა მუ­ცა­ლი­სა და ალუ­დას ბრძო­ლა­ში. პო­ე­მა­ში ბრძო­ლის ეპი­ზო­დი იმი­თაც არის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი, რომ აქ კარ­გად ჩანს ორი­ვე გმი­რის ბუ­ნე­ბა. ერ­თ­მა­ნე­თის წი­ნა­შე დგას ორი გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი პი­როვ­ნე­ბა: მუ­ცა­ლი და ალუ­და. ორი­ვეს კარ­გად აქვს გაც­ნო­ბი­ე­რე­ბუ­ლი, რომ მა­თი ბრძო­ლა ერ­თის გა­მარ­ჯ­ვე­ბით უნ­და დას­რულ­დეს, არც ერ­თი არ არის უკან დამ­ხე­ვი: ალუ­დამ აუცი­ლებ­ლად უნ­და და­იბ­რუ­ნოს თა­ვი­სი მო­პა­რუ­ლი ცხე­ნი (აბა, რის­თ­ვის გა­ე­კი­და), მუ­ცალ­მა აუცი­ლებ­ლად უნ­და იძი­ოს სის­ხ­ლი ძმის მკვლელ­ზე და არც წარ­თ­მე­უ­ლის უკან დაბ­რუ­ნე­ბას აპი­რებს. ამი­ტომ ბრძო­ლა არის და­უნ­დო­ბე­ლი. და ამ და­უნ­დო­ბელ ბრძო­ლა­შიც კი მუ­ცა­ლი დინ­ჯი, გა­წო­ნას­წო­რე­ბუ­ლია. მა­ში­ნაც არ კარ­გავს წო­ნას­წო­რო­ბას, რო­ცა ალუ­დას ნას­როლ­მა ტყვი­ამ თმე­ბი შე­უტ­რუ­სა და სიკ­ვ­დილ­მა სულ ახ­ლოს ჩა­უ­რა. თით­ქოს არად აგ­დებს საფ­რ­თხეს და დას­ცი­ნის კი­დეც (ირო­ნია) ალუ­დას:

„ოჰო, ქუდ გა­უხ­ვ­რე­ტია,

წვე­რებ­სა სტუ­სავს თმი­სა­სა.

მაღ­ლა და­გიც­და, ბე­ჩა­ვო,

კენ­ჩხას არა სჭირს ძვლი­სა­სა“.

ალუ­და პი­რი­ქით, ფიცხია, იქ­ნებ უფ­რო და­უნ­დო­ბე­ლიც. მი­სი სი­ცოცხ­ლეც ბეწ­ვ­ზე ეკი­და მა­შინ, რო­ცა მუ­ცა­ლის ტყვი­ამ სა­პი­რის­წამ­ლე გა­უხ­ვ­რი­ტა. კი­დევ უფ­რო გა­ფიცხ­და: „რა­კი სრე­ვა­ზე მიდ­გე­ბა, ჯავრს არც მე შავ­ჭამ მტრი­სა­საო“ და ნი­შან­ში უფ­რო კარ­გად ამო­ი­ღო მუ­ცა­ლი. ტყვია გაფ­რინ­და და რო­ცა გუ­ლის­ფი­ცა­რი შე­უნ­გ­რია ქისტს, ნიშ­ნის­მო­გე­ბით მი­ა­ძა­ხა: „არც ეხ­ლა გჭირ­სა, რჯულ­ძაღ­ლოო?!“ გა­მარ­ჯ­ვე­ბუ­ლი დარ­ჩა ალუ­და, მაგ­რამ მა­თი ბრძო­ლა ამით არ დამ­თავ­რე­ბუ­ლა, ალუ­დას წინ უფ­რო დი­დი ბრძო­ლა ელო­და: ბრძო­ლა ჯერ სა­კუ­თარ თავ­თან და მე­რე სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან.

ქარ­თ­ვე­ლებს ერ­თი კარ­გი ან­და­ზა გვაქვს: „ურე­მი რომ გა­დაბ­რუნ­დე­ბა, გზა მე­რე გა­მოჩ­ნ­დე­ბაო“. ურე­მი გა­დაბ­რუნ­და, ახ­ლა ალუ­დამ უნ­და და­ი­ნა­ხოს გზა…

მუ­ცა­ლის ღირ­სე­ბით სავ­სე ქცე­ვამ ალუ­დას გა­მარ­ჯ­ვე­ბის ნი­რი წა­უხ­დი­ნა. ქის­ტ­მა კაც­მა ბო­ლომ­დე იბ­რ­ძო­ლა სო­ცოცხ­ლის­თ­ვი­საც და მტრის წი­ნა­აღ­მ­დე­გაც. სა­სიკ­ვ­დი­ლოდ დაჭ­რილ­მა უკა­ნას­კ­ნე­ლად მო­იკ­რი­ფა ძა­ლა და „ერ­თიც ეს­რო­ლა ალუ­დას“, მე­რე კი თა­ვი­სი თოფ-იარა­ღი გა­და­უგ­დო სა­პატ­რო­ნოდ (და არა სა­ჩუქ­რად): „ეხ­ლა შენ იყოს, რჯულ­ძაღ­ლო, ხელს არ ჩა­ვარ­დეს სხვი­სა­საო“. ამას კი არ მო­ე­ლო­და ხევ­სუ­რი „ქურ­დ­კან­ტა­ლა“ ქის­ტის­გან. ალა­ფი ხომ ისე­დაც გა­მარ­ჯ­ვე­ბუ­ლის უნ­და ყო­ფი­ლი­ყო, ისე­დაც ხომ ალუ­დას რჩე­ბო­და და ეს კარ­გად იცო­და ორი­ვემ. აქ იარა­ღი არ იყო მთა­ვა­რი, მთა­ვა­რი იყო და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა. აქ კი აჯო­ბა მუ­ცალ­მა. მო­რა­ლუ­რად და პი­როვ­ნუ­ლად ის ალუ­და­ზე მაღ­ლა აღ­მოჩ­ნ­და და და­ჯაბ­ნა ალუ­და, რო­მე­ლიც მტერ­თან ასე­თი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბი­სა­გან ძა­ლი­ან შორს იდ­გა. თით­ქოს ერ­თ­ბა­შად და­პა­ტა­რავ­და. ეს ის ალუ­და აღარ იყო, წუ­თის წინ რი­ხით რომ „შა­მა­უჭყივ­ლა ქის­ტა­სა: „არც ეხ­ლა გჭირ­სა რჯულ­ძაღ­ლო“. მუ­ცა­ლი ერ­თ­ბა­შად ამაღ­ლ­და მის თვალ­ში. იდ­გა თავ­დახ­რი­ლი, ნირ­წამ­ხ­და­რი ალუ­და მუ­ცა­ლის ცხედ­რის წი­ნა­შე და ცხოვ­რე­ბა­ში პირ­ვე­ლად ინა­ნა, რომ ღმერ­თ­მა მი­სი ხე­ლით ინე­ბა ამ ვაჟ­კა­ცი ქის­ტი კა­ცის სიკ­ვ­დი­ლი. გუ­ლით და­ი­ტი­რა და, რო­გორც მი­სი რწმე­ნა აძ­ლევ­და სა­შუ­ა­ლე­ბას, ისე გა­ა­პა­ტი­ოს­ნა… მაგ­რამ ეს ჯერ კი­დევ აფექ­ტ­ში მყო­ფი კა­ცის მოქ­მე­დე­ბა იყო.

რა და­ი­ნა­ხა ისე­თი მუ­ცალ­მა ხევ­სურ­ში, რომ ასე­თი პა­ტი­ვი მი­ა­გო. იყო რა­ღაც ღირ­სე­უ­ლი ალუ­და­შიც. ეს მათ ბრძო­ლა­ში გა­მოჩ­ნ­და. ორი­ვეს ხომ გაც­ნო­ბი­ე­რე­ბუ­ლი აქვს ბრძო­ლის სიმ­ძი­მე, მაგ­რამ არც ალუ­და და არც მუ­ცა­ლი „სრო­ლა დას­წ­რე­ბა­ზე­ას“ პრინ­ცი­პით არ მოქ­მე­დებს. არც ერ­თი არ ინ­დობს ერ­თ­მა­ნეთს, მაგ­რამ ორი­ვე და­უ­წე­რელ კა­ნონს იცავს: რიგ-რი­გო­ბით ეს­ვ­რი­ან ერ­თ­მა­ნეთს. ეს მხო­ლოდ ნამ­დ­ვილ ვაჟ­კა­ცებს სჩვე­ვი­ათ და მუ­ცალს, რო­გორც ბრძო­ლა­ში ნა­ცად კაცს, ეს არ გა­მო­ე­პა­რა, არ გა­მო­ე­პა­რა ალუ­და­ში მე­ომ­რის სუ­ლი.

მუ­ცა­ლი უნ­და მომ­კ­ვ­და­რი­ყო, რომ ალუ­დას სხვაგ­ვა­რად და­ე­ნა­ხა, გა­ნე­სა­ჯა მტრო­ბის არ­სი და შე­დე­გი. მის ცნო­ბი­ე­რე­ბა­ში ერ­თ­ბა­შად მოხ­და მენ­ტა­ლუ­რი გა­დატ­რი­ა­ლე­ბა, რო­მე­ლიც თან­და­თან ღრმავ­დე­ბო­და. აღარ ესა­ხე­ლე­ბა თა­ვი­სი ნა­მოქ­მე­და­რი:

„ყმა მო­დი­ო­და გო­რი-გორ,

არ ეწო­ნე­ბა თა­ვია,

პირს და­წო­ლია ნის­ლე­ბი

გუ­ლით ნა­დე­ნი შა­ვია.“

ფიქ­რებ­ში ჩა­ძი­რუ­ლი ალუ­და იმ დას­კ­ვ­ნამ­დე მი­ვი­და, რომ მტრო­ბა, ზო­გა­დად, სხვა არა­ფე­რია, თუ არა თვით­გა­ნად­გუ­რე­ბის, სიკ­ვ­დი­ლის გზა: „შენ რომ სხვა მაჰ­კ­ლა, შენც მოგ­კ­ვ­ლენ, სისხლს არ შე­გარ­ჩენს გვა­რია“. და რაც მთა­ვა­რია, მტრო­ბა, რო­გორც სა­ღი გო­ნე­ბის დამ­ხ­შო­ბი, არის ბევ­რი უკე­თუ­რე­ბის სა­თა­ვე, რო­მელ­საც გზა­დაგ­ზა აღ­მო­ა­ჩენს ალუ­და ქე­თე­ლა­უ­რი.

აქ დგე­ბა ერ­თი მთა­ვა­რი კითხ­ვა: რო­გორ მი­ვი­ტა­ნოთ ეს ყო­ვე­ლი­ვე არა­ქარ­თუ­ლე­ნო­ვან მოს­წავ­ლე­ე­ბამ­დე? ენობ­რი­ვი კომ­პე­ტენ­ცია არ აძ­ლევთ მათ იმის სა­შუ­ა­ლე­ბას, რომ ამ გე­ნი­ა­ლუ­რი პო­ე­მის სიღ­რ­მი­სე­უ­ლი ანა­ლი­ზი ქარ­თუ­ლად გად­მოს­ცენ. ამ ეტაპ­ზე ჩვე­ნი მი­ზა­ნი ეს არც არის.

არა­ქარ­თუ­ლე­ნო­ვან სკო­ლებ­ში მუ­შა­ობს ქარ­თუ­ლი ენის კლუ­ბი, რომ­ლის მი­ზა­ნი, ძი­რი­თა­დად, ქარ­თუ­ლი ენის და­უფ­ლე­ბას­თან ერ­თად, ქარ­თუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რის გაც­ნო­ბაც არის. სწო­რედ საკ­ლუ­ბო მუ­შა­ო­ბა მოგ­ვ­ცემს იმის სა­შუ­ა­ლე­ბას, რომ მსგავ­სი ნა­წარ­მო­ე­ბე­ბი გა­ვაც­ნოთ ჩვენს არა­ქარ­თ­ველ მოს­წავ­ლე­ებს. შე­მა­ფერ­ხე­ბელ ფაქ­ტო­რად, რა თქმა უნ­და, რჩე­ბა ენის ბა­რი­ე­რი. ამი­ტომ მას­წავ­ლე­ბელ­მა ისეთ მე­თო­დებს უნ­და მი­მარ­თოს, რაც მოს­წავ­ლე­ებს გა­უ­ად­ვი­ლებთ ნა­წარ­მო­ე­ბის აღ­ქ­მას და და­ეხ­მა­რე­ბა, აღ­მო­ჩე­ნე­ბის გზით ჩას­წ­ვ­დ­ნენ პრობ­ლე­მურ სა­კითხებს. ამ მხრივ, მი­ნი-ლექ­ცი­ას­თან ერ­თად, კარგ შე­დეგს იძ­ლე­ვა სწავ­ლე­ბის კონ­ს­ტ­რუქ­ტი­ვის­ტუ­ლი მიდ­გო­მა. უპირ­ვე­ლე­სად, მოს­წავ­ლე­ებს უნ­და გა­ვაც­ნოთ პო­ე­მის ში­ნა­არ­სი და მი­ვაღ­წი­ოთ იმას, რომ შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად გად­მოს­ცენ თხრო­ბით, მათ­თ­ვის მო­სა­წო­ნი ად­გი­ლე­ბი კი მივ­ცეთ სა­ზე­პი­როდ, ეს მათ გა­ნუ­ვი­თა­რებთ ზე­პირ­მეტყ­ვე­ლე­ბას, ყურს გა­უ­ხედ­ნის ქარ­თუ­ლი ენის ჟღე­რა­დო­ბა­ზე, გა­მო­იწ­ვევს მათ­ში ემო­ცი­ებს. მი­ნი-ლექ­ცია დაგ­ვეხ­მა­რე­ბა, გა­ვაც­ნოთ მთი­ელ­თა ცხოვ­რე­ბის წეს-ჩვე­უ­ლე­ბე­ბი, რა­თა მათ­თ­ვის ნა­თე­ლი იყოს ის ფო­ნი და გა­რე­მო, რა­შიც მოქ­მე­დე­ბენ პერ­სო­ნა­ჟე­ბი. და­მა­ზუს­ტე­ბე­ლი კითხ­ვე­ბით კი ვუ­ბიძ­გებთ, ახ­ს­ნან პერ­სო­ნაჟ­თა ქცე­ვის მო­ტი­ვი (და­საშ­ვე­ბია მშობ­ლი­უ­რი ენის გა­მო­ყე­ნე­ბაც), პერ­სო­ნაჟ­თა ქცე­ვა­ზე, სა­უ­ბარ­ზე დაკ­ვირ­ვე­ბით გა­მოკ­ვე­თონ თი­თო­ე­უ­ლის ხა­სი­ა­თი, თვი­სე­ბა, გა­მო­ხა­ტონ სა­კუ­თა­რი აზ­რი და გა­ამ­ყა­რონ იგი სა­თა­ნა­დო არ­გუ­მენ­ტე­ბი­თა და ფაქ­ტე­ბით. ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში, დი­დი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა ენი­ჭე­ბა კითხ­ვის დას­მას და ამო­ცა­ნას, რა­საც ვუ­სა­ხავთ მოს­წავ­ლეს. მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, მოს­წავ­ლე­თა ყუ­რადღე­ბა გა­ვა­მახ­ვი­ლოთ მხატ­ვ­რულ ხერ­ხებ­ზე, რო­გორ ზე­მოქ­მე­დებს მწე­რა­ლი მა­თი სა­შუ­ა­ლე­ბით მკითხ­ვე­ლის ემო­ცი­ებ­ზე. ეს არის ის ცოდ­ნა, რო­მე­ლიც მათ სხვა საგ­ნებ­შიც გა­მო­ად­გე­ბათ, სხვა ნა­წარ­მო­ე­ბე­ბის და­მუ­შა­ვე­ბა­შიც და ჩა­მო­ა­ყა­ლი­ბებს მათ კარგ მკითხ­ვე­ლად.

 

ზა­მი­რა კო­ბი­აშ­ვი­ლი

წალ­კის მუნიციპალიტეტის სოფ. ოზ­ნის სა­ჯა­რო სკო­ლის კონ­სულ­ტანტ-მას­წავ­ლე­ბე­ლი, 
არა­ქარ­თუ­ლე­ნო­ვა­ნი მას­წავ­ლებ­ლე­ბის პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბა

 

გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რა:

♦ ვა­ჟა-ფშა­ვე­ლა – „ალუ­და ქე­თე­ლა­უ­რი“;

♦ სი­მონ გა­ჩე­ჩი­ლა­ძე – „სიტყ­ვი­ე­რე­ბი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის თე­ო­რია“, „გა­ნათ­ლე­ბა“, 1977წ;

♦ მი­ხე­ილ ზან­დუ­კე­ლი, „თხზუ­ლე­ბე­ბი“, III ტო­მი;

♦ შო­თა რუს­თა­ვე­ლი, „ვეფხის­ტყა­ო­სა­ნი“;

♦ გი­ორ­გი წე­რე­თე­ლი – „ოქ­როს კვე­თა „ვეფხის­ტყა­ო­სან­ში“;

♦ ხალ­ხუ­რი პო­ე­ზი­ის ნი­მუ­შე­ბი.

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები