28 მარტი, ხუთშაბათი, 2024

წარ­მა­ტე­ბუ­ლი სკო­ლა სარ­კე­ებს ფან­ჯ­რე­ბად აქ­ცევს

spot_img

 

✔️🔷 ინა ბი­წა­ძე – საჩხე­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ნიგ­ვ­ზა­რის სა­ჯა­რო სკო­ლის დი­რექ­ტო­რი

⏩ დი­რექ­ტო­რი ქმნის სას­კო­ლო კულ­ტუ­რას

სკო­ლის დი­რექ­ტო­რი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო ლი­დე­რია, რო­მელ­საც უდი­დე­სი პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბა აკის­რია მო­მა­ვა­ლი თა­ო­ბის, სა­ხელ­წი­ფო­სა და სა­ზო­გა­დო­ე­ბის წი­ნა­შე. ლი­დერს კი მო­დუ­ნე­ბის უფ­ლე­ბა არ აქვს, მი­სი გან­ვი­თა­რე­ბა არ უნ­და ჩა­მორ­ჩე­ბო­დეს სი­ნათ­ლის სიჩ­ქა­რეს, რად­გან XXI სა­უ­კუ­ნის მთა­ვა­რი გა­მოწ­ვე­ვა ელ­ვი­სე­ბუ­რი გან­ვი­თა­რე­ბის ფეხ­და­ფეხ სვლაა, რაც მუდ­მი­ვი სი­ახ­ლე­ე­ბი­სად­მი მზა­ო­ბას მო­ითხოვს. სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო ლი­დე­რი თა­ვად უნ­და იყოს „მე­ის­რე“ და „მე­სა­ჭეც“ ამ ურ­თუ­ლეს გზა­ზე. სკო­ლის დი­რექ­ტო­რი არის ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც ქმნის სას­კო­ლო კულ­ტუ­რას, ხში­რად იგი მა­გა­ლი­თია თე­მის­თ­ვის.

⏩რას მო­ითხოვს მის­გან სა­ხელ­მ­წი­ფო, სა­ზო­გა­დო­ე­ბა…

დი­რექ­ტო­რის­გან სა­ხელ­მ­წი­ფო იმ­დენ რა­მეს მო­ითხოვს, იმ­ხე­ლა პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბას აკის­რებს, ხან­და­ხან, ვფიქ­რობ, რომ ეს ადა­მი­ა­ნურ ძა­ლებს აღე­მა­ტე­ბა და თუ ყვე­ლა­ფე­რი სა­უ­კე­თე­სოდ შე­ძე­ლი, გმი­რი ხარ. თუ ლი­დე­რი ხარ, გმი­რიც უნ­და იყო, უკან და­ხე­ვა არაა ლი­დე­რის თვი­სე­ბა, მით უმე­ტეს გმი­რის.

რაც შე­ე­ხე­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბას, სკო­ლა სწო­რედ იმ თე­მის ნა­წი­ლად მო­ი­აზ­რე­ბა, სა­დაც მდე­ბა­რე­ობს. ხში­რად მათ შო­რის დის­ტან­ციაა, ერ­თი მე­ო­რის მი­მართ კრი­ტი­კუ­ლია. სა­უ­კე­თე­სო შემ­თხ­ვე­ვა­ში კი, სა­ზო­გა­დო­ე­ბა სკო­ლი­სა­გან პროგ­რე­სუ­ლად მო­აზ­როვ­ნე, თა­ვი­სუფ­ლე­ბა­სა და გან­ვი­თა­რე­ბა­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბულ ახალ თა­ო­ბას ელო­დე­ბა. სკო­ლის ერთ-ერთ უმ­თავ­რეს მი­სი­ად სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან არ­სე­ბუ­ლი დის­ტან­ცი­ის მოშ­ლა, მი­სი კე­თილ­გან­წყო­ბის მო­პო­ვე­ბა და მიზ­ნე­ბის გა­ერ­თი­ა­ნე­ბა მი­მაჩ­ნია. სკო­ლა უნ­და ქმნი­დეს მა­ღალ ღი­რე­ბუ­ლე­ბებს, იყოს ბევ­რად უფ­რო პროგ­რე­სუ­ლი, შეძ­ლოს ჯან­სა­ღი კო­მუ­ნი­კა­ცია ყვე­ლა ინ­ს­ტი­ტუ­ცი­ა­სა და სა­ზო­გა­დო­ე­ბის რი­გით წევ­რებ­თან.

გა­ნათ­ლე­ბა, ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი, კრი­ტი­კუ­ლი, თა­ვი­სუ­ფა­ლი აზ­როვ­ნე­ბა ქმნის პი­როვ­ნე­ბას, რო­მელ­საც შე­უძ­ლია, სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში პო­ზი­ტი­უ­რი ცვლი­ლე­ბე­ბი შე­ი­ტა­ნოს, და­ამ­კ­ვიდ­როს ახა­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი. ასე­თი პი­როვ­ნე­ბე­ბის აღ­ზ­რ­და კი სკო­ლის ვალ­დე­ბუ­ლე­ბაა. ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის ეროვ­ნუ­ლი მიზ­ნე­ბი მხო­ლოდ ფურ­ცელ­ზე არ უნ­და დარ­ჩეს, სას­კო­ლო სა­ზო­გა­დო­ე­ბის ყვე­ლა რგოლ­მა უნ­და გა­ი­თა­ვი­სოს. ასეთ შემ­თხ­ვე­ვა­ში სკო­ლის ლი­დე­რის, სა­ხელ­მ­წი­ფო­სა და სა­ზო­გა­დო­ე­ბის ინ­ტე­რე­სე­ბი გა­ერ­თი­ან­დე­ბა.

⏩ რო­გო­რია ქარ­თუ­ლი სკო­ლის სის­ტე­მა

სა­ჯა­რო სკო­ლა­ში 27-წლი­ან­მა პე­და­გო­გი­ურ­მა გა­მოც­დი­ლე­ბამ სას­კო­ლო გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე დაკ­ვირ­ვე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა მომ­ცა. ამ ხნის მან­ძილ­ზე არა­ერ­თხელ შე­იც­ვა­ლა მიდ­გო­მე­ბი, და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბე­ბი, გა­ტარ­და რე­ფორ­მე­ბი, ბევ­რი მათ­გა­ნი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი და ზო­გიც ნაკ­ლე­ბად ეფექ­ტუ­რი გა­მოდ­გა.

მა­გა­ლი­თად: სა­ა­ტეს­ტა­ტო გა­მოც­დებ­მა, რო­მე­ლიც ზე­და­პი­რულ ცოდ­ნა­ზე იყო ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი, არა­სა­ხარ­ბი­ე­ლო შე­დე­გე­ბი გვიჩ­ვე­ნა, ასე­თი ცოდ­ნა მოს­წავ­ლეს ნამ­დ­ვი­ლად ვერ მო­ამ­ზა­დებს მო­მა­ვა­ლი ცხოვ­რე­ბი­სათ­ვის. გა­მოც­დი­ლე­ბა­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი კონ­ს­ტ­რუქ­ტი­ვის­ტუ­ლი სწავ­ლე­ბა კი, რა­საც მე­სა­მე თა­ო­ბის ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მა ით­ვა­ლის­წი­ნებს, ბევ­რად ეფექ­ტუ­რია. სწავ­ლე­ბის ეს მო­დე­ლი მორ­გე­ბუ­ლია მოს­წავ­ლის ინ­დი­ვი­დუ­ა­ლურ შე­საძ­ლებ­ლო­ბებს, მის გა­მოც­დი­ლე­ბა­ზეა და­ფუძ­ნე­ბუ­ლი, რაც ყვე­ლას აძ­ლევს გან­ვი­თა­რე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბას. კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბა უზ­რუნ­ველ­ყოფს ცვლი­ლე­ბე­ბის დაწყე­ბას პირ­და­პირ საკ­ლა­სო სივ­რ­ცე­ში, სა­დაც მოს­წავ­ლეა მთა­ვა­რი. იგი თვი­თონ არის ჩარ­თუ­ლი შე­მოქ­მე­დე­ბით პრო­ცე­სებ­ში, რაც აუცი­ლე­ბე­ლი წი­ნა­პი­რო­ბაა იმი­სა, რომ ცოდ­ნა მი­ი­ღოს და გა­ნი­ვი­თა­როს 21-ე სა­უ­კუ­ნის უნარ-ჩვე­ვე­ბი. ყვე­ლა­ფე­რი კი მოს­წავ­ლის წი­ნა­რე ცოდ­ნა­სა და გა­მოც­დი­ლე­ბა­ზეა და­ფუძ­ნე­ბუ­ლი. კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბა მოს­წავ­ლის­გან, ხშირ შემ­თხ­ვე­ვა­ში, არ­სე­ბუ­ლი ცოდ­ნის სხვა სი­ტუ­ა­ცი­ა­ში გა­მო­ყე­ნე­ბის, ტრან­ს­ფე­რის უნარს მო­ითხოვს. თე­ო­რი­უ­ლი მა­სა­ლის ცხოვ­რე­ბი­სე­ულ კონ­ტექ­ს­ტ­თან და­კავ­ში­რე­ბით მი­ღე­ბუ­ლი ცოდ­ნის სა­მი­ვე კა­ტე­გო­რია: დეკ­ლა­რა­ტი­უ­ლი, პრო­ცე­დუ­რუ­ლი და პი­რო­ბი­სე­უ­ლი ბევ­რად სა­ფუძ­ვ­ლი­ა­ნი, მდგრა­დი და გა­აზ­რე­ბუ­ლია. აქ­ცენ­ტი კეთ­დე­ბა ტექ­ნო­ლო­გი­ებ­სა და პრო­ექ­ტულ სწავ­ლე­ბა­ზე, რაც მოს­წავ­ლე­ებ­ში უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნე­სი უნა­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას ემ­სა­ხუ­რე­ბა. ახ­ლა ყვე­ლა­ფე­რი იმა­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი, რამ­დე­ნად წარ­მა­ტე­ბით და­ი­ნერ­გე­ბა იგი სკო­ლა­ში.

იმი­სათ­ვის, რომ ქარ­თუ­ლი სკო­ლის სის­ტე­მა გა­ი­მარ­თოს, ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ვე სა­ფე­ხურ­ზე დი­დი ყუ­რადღე­ბა უნ­და მი­ექ­ცეს სწავ­ლა-სწავ­ლე­ბის ხა­რისხს, რაც მუდ­მი­ვად უნ­და იყოს დაკ­ვირ­ვე­ბი­სა და გა­ზომ­ვის ობი­ექ­ტი. რო­გორ მი­დის თი­თო­ე­უ­ლი მოს­წავ­ლე ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბულ გარ­კ­ვე­ულ შე­დე­გამ­დე.

ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის მიმ­დი­ნა­რე რე­ფორ­მის ფარ­გ­ლებ­ში, ესგ-ს წარ­მა­ტე­ბით და­სა­ნერ­გად, სკო­ლას კომ­პე­ტენ­ტუ­რი პე­და­გო­გე­ბი ესა­ჭი­რო­ე­ბა, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ჩვენს სის­ტე­მა­ში დღეს ბევ­რი სა­უ­კე­თე­სო მას­წავ­ლე­ბე­ლია, ქარ­თუ­ლი სკო­ლის ერთ-ერთ გა­მოწ­ვე­ვად რჩე­ბა მა­ღალ­კ­ვა­ლი­ფი­ცი­უ­რი კად­რე­ბი. ყვე­ლა მოს­წავ­ლეს აქვს უფ­ლე­ბა, სწავ­ლობ­დეს სკო­ლა­ში, რო­მე­ლიც სწავ­ლა-სწავ­ლე­ბის მა­ღალ ხა­რისხს უზ­რუნ­ველ­ყოფს.

⏩ სკო­ლის ლი­დე­რის პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბე­ბი­დან, რო­მე­ლია ყვე­ლა­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი?

სკო­ლის ლი­დე­რი მუდ­მი­ვად უნ­და ენ­თოს და კო­ლე­გებ­საც უძ­ლი­ე­რებ­დეს ში­ნა­გან მო­ტი­ვა­ცი­ას, ჰქონ­დეს სა­უ­კე­თე­სო ხედ­ვა და სკო­ლის სტრა­ტე­გი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის უნა­რი; შე­ეძ­ლოს სა­უ­კე­თე­სო იდე­ე­ბის გე­ნე­რი­რე­ბა, რად­გან იგი სას­კო­ლო სა­ზო­გა­დო­ე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­ზეა პა­სუ­ხის­მ­გე­ბე­ლი.

დი­რექ­ტო­რის უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნე­სი მო­ვა­ლე­ო­ბა, თი­თო­ე­უ­ლი მოს­წავ­ლის ღირ­სე­ულ, გა­ნათ­ლე­ბულ, კონ­კუ­რენ­ტულ მო­ქა­ლა­ქედ ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­ზე ზრუნ­ვაა, ეს აერ­თი­ა­ნებს პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბა­თა მთელ ჯაჭვს სა­უ­კე­თე­სო სა­სწავ­ლო გა­რე­მოს უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­დან დაწყე­ბუ­ლი, ყვე­ლა იმ პი­რო­ბის შექ­მ­ნით დამ­თავ­რე­ბუ­ლი, რაც მო­ზარდს სას­კო­ლო სივ­რ­ცე­ში თავს ბედ­ნი­ე­რად აგ­რ­ძ­ნო­ბი­ნებს და თვით­რე­ა­ლი­ზე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბას მის­ცემს. ამი­ტო­მაც შე­უძ­ლე­ბე­ლია ლი­დე­რის პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბე­ბი­დან რო­მე­ლი­მეს გა­მო­ყო­ფა. ვფიქ­რობ, ყვე­ლა თა­ნაბ­რად მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია.

⏩რა ძი­რი­თა­დი ელე­მენ­ტე­ბის­გან შედ­გე­ბა სკო­ლის ხა­რის­ხი – რო­გორ უნ­და გან­ხორ­ცი­ელ­დეს ხა­რის­ხის მარ­თ­ვა

ზო­გად­სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში უმ­თავ­რე­სი ამო­ცა­ნაა ხა­რის­ხის უზ­რუნ­ველ­ყო­ფა, რო­მელ­საც უამ­რა­ვი ფაქ­ტო­რი გა­ნა­პი­რო­ბებს. ხა­რის­ხი ნიშ­ნავს მა­ღალ­კ­ვა­ლი­ფი­ცი­ურ პერ­სო­ნალს, გა­მარ­თულ ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რას, XXI სა­უ­კუ­ნის­თ­ვის შე­სა­ფერ მა­ტე­რი­ა­ლურ-ტექ­ნი­კურ ბა­ზას, შე­სა­ბა­მი­სი ადა­მი­ა­ნუ­რი, ფი­ნან­სუ­რი და მა­ტე­რი­ა­ლუ­რი რე­სურ­სე­ბის არ­სე­ბო­ბას სკო­ლა­ში. ხა­რის­ხის უზ­რუნ­ველ­ყო­ფა, პირ­ველ რიგ­ში, სწორ მე­ნეჯ­მენ­ტ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი და იმა­ზე, თუ რო­გორ, რა სტან­დარ­ტე­ბი­თა და კრი­ტე­რი­უ­მე­ბი­თ მოწ­მ­დე­ბა იგი. ხა­რის­ხის კონ­ტ­რო­ლის თვალ­საზ­რი­სით, უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნე­სია, ყუ­რადღე­ბა მი­ექ­ცეს სკო­ლის ფი­ლო­სო­ფი­ას (მი­სია, ხედ­ვა, ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი, და­გეგ­მ­ვა, გან­ვი­თა­რე­ბა), რამ­დე­ნად მიზ­ნობ­რი­ვად, კონ­კ­რე­ტუ­ლი სკო­ლის სა­ჭი­რო­ე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რეა შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი სტრა­ტე­გი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის გეგ­მა, რა ფორ­მით არ­სე­ბობს სა­მოქ­მე­დო გეგ­მე­ბის მო­ნი­ტო­რინ­გი­სა და შე­ფა­სე­ბის სის­ტე­მა; რო­გორ ხდე­ბა კუ­რი­კუ­ლუ­მის შე­მუ­შა­ვე­ბა, გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა, მო­ნი­ტო­რინ­გი, შე­ფა­სე­ბა, გა­და­სინ­ჯ­ვა; რო­გორ ხორ­ცი­ელ­დე­ბა სას­წავ­ლო პრო­ცე­სის ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­უ­ლი და ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რუ­ლი მხარ­და­ჭე­რა; სსსმ პირ­თა სწავ­ლე­ბა; პერ­სო­ნა­ლის მარ­თ­ვა-გან­ვი­თა­რე­ბა; მოს­წავ­ლე­თა მხარ­და­ჭე­რა; უსაფ­რ­თხო­ე­ბის დაც­ვა და ა.შ.

სკო­ლა, რო­მელ­საც ვხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლობ, მა­ღალ­მ­თი­ან სო­ფელ­ში მდე­ბა­რე­ობს, რა­ი­ო­ნუ­ლი ცენ­ტ­რი­დან 22 კი­ლო­მეტ­რის მო­შო­რე­ბით, შე­სა­ბა­მი­სად, სტრა­ტე­გი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბი­სა თუ სას­კო­ლო სას­წავ­ლო გეგ­მის შე­მუ­შა­ვე­ბი­სას, აუცი­ლებ­ლად ვით­ვა­ლის­წი­ნებ სკო­ლის თი­თო­ე­უ­ლი რგო­ლის სა­ჭი­რო­ე­ბებს.

რო­ცა  დი­რექ­ტო­რი გავ­ხ­დი, მიზ­ნად და­ვი­სა­ხე, რომ სკო­ლა­ში შე­მექ­მ­ნა ყვე­ლა ის პი­რო­ბა, რაც და­ეხ­მა­რე­ბო­და ჩვენს მოს­წავ­ლე­ებს რო­გორც აკა­დე­მი­უ­რი წარ­მა­ტე­ბის მიღ­წე­ვა­ში, ასე­ვე პა­სუ­ხის­მ­გებ­ლი­ან მო­ქა­ლა­ქე­ე­ბად ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­ში. აქ სკო­ლა, ფაქ­ტობ­რი­ვად, ერ­თა­დერ­თი ად­გი­ლია, სა­დაც ნიგ­ვ­ზა­რელ მოს­წავ­ლეს შე­უძ­ლია სრულ­ფა­სო­ვა­ნი გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბა. არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბა მშობ­ლებ­თან და მოს­წავ­ლე­ებ­თან ჩა­ტა­რე­ბუ­ლი კვლე­ვით გა­მო­იკ­ვე­თა. ასე შე­იქ­მ­ნა ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი კლუ­ბი „მკითხ­ვე­ლი“, ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის კლუ­ბი „მო­მავ­ლის ციფ­რუ­ლი თა­ო­ბა“, სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის კლუ­ბი „მზის შვი­ლე­ბი“, თე­ქის და­მუ­შა­ვე­ბის სკო­ლა, ეკოკ­ლუ­ბი „ბუ­ნე­ბის სამ­სა­ხურ­ში“, ნორჩ ფი­ზი­კოს­თა კლუ­ბი „ჩხირ­კე­დე­ლა“.

ჩე­მი მარ­თ­ვის სტი­ლი დე­მოკ­რა­ტი­უ­ლია, თუმ­ცა ამ კულ­ტუ­რის კომ­პე­ტენ­ცი­ე­ბის და­ნერ­გ­ვა ურ­თუ­ლე­სი, შრო­მა­ტე­ვა­დი და ხან­გ­რ­ძ­ლი­ვი პრო­ცე­სია. ვცდი­ლობ, სას­კო­ლო სა­ზო­გა­დო­ე­ბამ გა­ი­თა­ვი­სოს მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის მიზ­ნე­ბი, პრო­ექ­ტებ­საც აქ­ტი­უ­რად ვა­ხორ­ცი­ე­ლებთ ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით. პირ­ვე­ლი­ვე ეტაპ­ზე ჩა­ვერ­თეთ მიმ­დი­ნა­რე ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის რე­ფორ­მა­ში. ამ ფონ­ზე, საკ­მა­ოდ რთუ­ლი გზის გავ­ლა გვი­წევს, რა­საც დის­ტან­ცი­ურ სწავ­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი გა­მოწ­ვე­ვე­ბიც და­ე­მა­ტა. სკო­ლის გუნ­დი გა­მორ­ჩე­უ­ლია სი­ახ­ლე­ე­ბის მიმ­ღებ­ლო­ბით, პო­ზი­ტი­უ­რი თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბით, საქ­მი­სად­მი ერ­თ­გუ­ლე­ბი­თა და შრო­მის­მოყ­ვა­რე­ო­ბით. პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბე­ბის დე­ლე­გი­რე­ბა კა­თედ­რებ­სა და დამ­რი­გებ­ლებ­ზე, მოს­წავ­ლე­თა თვით­მ­მარ­თ­ვე­ლო­ბის გა­აქ­ტი­უ­რე­ბა სა­მუ­შაო პრო­ცესს აუმ­ჯო­ბე­სებს და ურ­თი­ერ­თან­გა­რიშ­ვალ­დე­ბუ­ლე­ბებს ზრდის, ამი­ტო­მაც ვარ­თ­მევთ თავს სირ­თუ­ლე­ებს, სიმ­რავ­ლის მი­უ­ხე­და­ვად.

⏩ სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო რე­სურ­ს­ცენ­ტ­რე­ბის რო­ლი ზო­გად გა­ნათ­ლე­ბა­ში

სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო რე­სურ­ს­ცენ­ტ­რი დიდ როლს თა­მა­შობს მი­სად­მი დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბუ­ლი სკო­ლე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­ში. ალ­ბათ, ყვე­ლა რე­სურ­ს­ცენტრს თა­ვი­სი ხედ­ვა და მიდ­გო­მა აქვს სა­კუ­თა­რი რო­ლის გან­საზღ­ვ­რი­სას. გარ­და სა­მი­ნის­ტ­როს მი­ერ და­კის­რე­ბუ­ლი ვალ­დე­ბუ­ლე­ბი­სა, იგი სკო­ლე­ბის სა­უ­კე­თე­სო მხარ­დამ­ჭე­რია.

საჩხე­რის სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო რე­სურ­ს­ცენ­ტ­რის მა­გა­ლით­ზე თუ ვიმ­ს­ჯე­ლებთ, იგი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში უწყობ­და ხელს სკო­ლებს შო­რის თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბი­თი კულ­ტუ­რის გან­ვი­თა­რე­ბას; ჩა­მო­ყა­ლიბ­და სას­კო­ლო ქსე­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც ერ­თობ­ლი­ვად გეგ­მავ­დ­ნენ და ახორ­ცი­ე­ლებ­დ­ნენ მრა­ვალ­ფე­რო­ვან შე­მოქ­მე­დე­ბით აქ­ტი­ვო­ბებს; სა­გაკ­ვე­თი­ლო პრო­ცეს­ზე სხვა­დას­ხ­ვა სკო­ლის წარ­მო­მად­გე­ნელ­თა დას­წ­რე­ბა, გა­მოც­დი­ლე­ბის გა­ზი­ა­რე­ბის მიზ­ნით, უკ­ვე და­ნერ­გი­ლი პრაქ­ტი­კაა; პე­და­გოგ­თა წა­ხა­ლი­სე­ბა, ყო­ველ­წ­ლი­უ­რად ყვე­ლა საგ­ნის სა­უ­კე­თე­სო მას­წავ­ლებ­ლის გა­მოვ­ლე­ნა-და­ჯილ­დო­ე­ბა კარ­გი სტი­მუ­ლია და მას­წავ­ლებ­ლის პრო­ფე­სი­ის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ა­საც უწყობს ხელს; რე­სურ­ს­ცენ­ტ­რის ბა­ზა­ზე, მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, სა­უ­კე­თე­სო პრაქ­ტი­კის გა­ზი­ა­რე­ბის მიზ­ნით, ერ­თი საგ­ნის მას­წავ­ლე­ბელ­თა სას­წავ­ლო ჯგუ­ფე­ბის შეხ­ვედ­რე­ბი, რა­მაც არა­ერ­თი დამ­წყე­ბი მას­წავ­ლებ­ლის გან­ვი­თა­რე­ბას შე­უწყო ხე­ლი რო­გორც მე­თო­დუ­რი, ისე საგ­ნობ­რი­ვი მი­მარ­თუ­ლე­ბით; ყო­ველ­წ­ლი­უ­რად ეწყო­ბო­და მას­წავ­ლე­ბელ­თა და მოს­წავ­ლე­თა სას­წავ­ლო-შე­მოქ­მე­დე­ბი­თი კონ­ფე­რენ­ცი­ე­ბი. სამ­წუ­ხა­როდ, პან­დე­მი­ი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, პი­რის­პირ შეხ­ვედ­რე­ბი ამ­ჟა­მად იშ­ვი­ა­თად ხერ­ხ­დე­ბა.

დღე­ვან­დე­ლი გა­მოწ­ვე­ვე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, კარ­გი იქ­ნე­ბა თუ რე­სურ­ს­ცენ­ტ­რებ­ში შე­იქ­მ­ნე­ბა და­უ­საქ­მე­ბელ მას­წავ­ლე­ბელ­თა ბა­ზა, რად­გან სკო­ლებს ხში­რად სჭირ­დე­ბათ მას­წავ­ლებ­ლის დრო­ე­ბით ჩა­ნაც­ვ­ლე­ბა მოწ­ვე­უ­ლი მას­წავ­ლებ­ლით, ეს რე­სურ­სი გან­სა­კუთ­რე­ბით სოფ­ლის სკო­ლებს არ გა­აჩ­ნი­ათ.

⏩ რო­დის და რა­ტომ არის გა­ნათ­ლე­ბა არა­ე­ფექ­ტუ­რი

ამ კითხ­ვა­ზე ჯონ. უ. გარ­დ­ნე­რი გო­ნივ­რულ პა­სუხს სცემს: „ჩვენ ჩვენს ახალ­გაზ­რ­დებს უმე­ტეს­წი­ლად მოკ­რე­ფილ ყვა­ვი­ლებს ვუ­რი­გებთ, მა­შინ, რო­ცა ყვა­ვი­ლე­ბის გაზ­რ­დას უნ­და ვას­წავ­ლი­დეთ.“ დი­ახ, ჩვენ უნ­და შევ­ძ­ლოთ გა­მო­ვუ­მუ­შა­ოთ მოს­წავ­ლე­ებს მე­ტა­კოგ­ნი­ტუ­რი უნა­რე­ბი, რა­თა ის­წავ­ლონ „ყვა­ვი­ლე­ბის გა­ზრ­და“.

თა­ნა­მედ­რო­ვე სას­კო­ლო სის­ტე­მის გან­ვი­თა­რე­ბა სწორ გზა­ზე დგას, ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლია თი­თო­ე­უ­ლი მოს­წავ­ლის წარ­მა­ტე­ბა­ზე. დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი კულ­ტუ­რის და­ნერ­გ­ვა, პრო­ექ­ტე­ბით სწავ­ლე­ბა, ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბა, ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა. ახა­ლი ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მა, წარ­მა­ტე­ბით და­ნერ­გ­ვის შემ­თხ­ვე­ვა­ში, ბევრ რა­მეს შეც­ვ­ლის.

უნ­და აღი­ნიშ­ნოს, რომ სკო­ლებს გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი სა­ჭი­რო­ე­ბე­ბი აქვთ. ცხოვ­რე­ბის გა­მოწ­ვე­ვებს ვუ­პა­სუ­ხებთ მა­შინ, რო­ცა ყვე­ლა სკო­ლას ექ­ნე­ბა გა­მარ­თუ­ლი ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რა, მა­ტე­რი­ა­ლურ-ტექ­ნი­კუ­რი ბა­ზა, სა­ჭი­რო ადა­მი­ა­ნუ­რი თუ ფი­ნან­სუ­რი რე­სურ­სე­ბი ამ­ბი­ცი­უ­რი სტრა­ტე­გი­უ­ლი მიზ­ნე­ბის მი­საღ­წე­ვად. დღე­ვან­დე­ლი გა­მოწ­ვე­ვე­ბის შე­სა­ბა­მი­სად, ყვე­ლა მოს­წავ­ლე უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი იქ­ნე­ბა ინ­ტერ­ნე­ტი­თა და ტექ­ნი­კუ­რი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბით. დროა ვი­ფიქ­როთ სკო­ლის მოს­წავ­ლე­თა თუნ­დაც ერ­თ­ჯე­რად უფა­სო კვე­ბა­ზე. ჯერ კი­დევ უამ­რა­ვი ბავ­შ­ვი გვყავს სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ვე­ლი ოჯა­ხე­ბი­დან. თა­ნა­მედ­რო­ვე სკო­ლამ უნ­და შექ­მ­ნას ყვე­ლა პი­რო­ბა იმი­სა, რომ მოს­წავ­ლემ მაქ­სი­მა­ლუ­რად შეძ­ლოს სა­კუ­თა­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის რე­ა­ლი­ზე­ბა, ფორ­მა­ლუ­რი თუ არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის წყა­ლო­ბით, შე­ი­ძი­ნოს ის უნა­რე­ბი და ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი, რო­მე­ლიც მთე­ლი ცხოვ­რე­ბა გა­მო­ად­გე­ბა. დი­ახ, სკო­ლის მთა­ვა­რი მი­სია მა­ღა­ლი პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბის მქო­ნე, ღირ­სე­უ­ლი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის აღ­ზ­რ­დაა.

⏩ ამ­ზა­დებს თუ არა სკო­ლა მო­ზარ­დებს მო­მა­ვა­ლი ცხოვ­რე­ბის­თ­ვის

სა­უ­კე­თე­სო სკო­ლის მთა­ვარ და­ნიშ­ნუ­ლე­ბად სწო­რედ ეს მი­მაჩ­ნია და ძა­ლი­ან მინ­და ასეც იყოს. ყვე­ლა სკო­ლა გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლია თა­ვი­სი მდე­ბა­რე­ო­ბით, თე­მით, კულ­ტუ­რით, სა­ჭი­რო­ე­ბე­ბით. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ერთ კა­ნონ­მ­დებ­ლო­ბას ემორ­ჩი­ლე­ბა, ერ­თი ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მით ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლობს და ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის ეროვ­ნუ­ლი მიზ­ნე­ბიც სა­ერ­თოა ყვე­ლა­სათ­ვის, აქ­ტი­უ­რი კონ­კუ­რენ­ტუ­ნა­რი­ა­ნი, მო­მა­ვა­ლი ცხოვ­რე­ბი­სათ­ვის მზად მყო­ფი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის აღ­ზ­რ­და ყვე­ლა სკო­ლა­ში ერ­თ­ნა­ი­რად შე­უძ­ლე­ბე­ლია. იქ, სა­დაც ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბია მთა­ვა­რი, სა­დაც სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის სწავ­ლე­ბა მა­ღალ დო­ნე­ზეა, სა­დაც დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი კულ­ტუ­რის კომ­პე­ტენ­ცი­ებს სა­თა­ნა­დო ყუ­რადღე­ბას აქ­ცე­ვენ, მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის მიზ­ნებს ით­ვა­ლის­წი­ნე­ბენ და სწავ­ლა-სწავ­ლე­ბას ცხოვ­რე­ბი­სე­ულ გა­მოც­დი­ლე­ბას უკავ­ში­რე­ბენ, თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნო­ლო­გი­ებ­თან მე­გობ­რო­ბენ, მჯე­რა, ნამ­დ­ვი­ლად ზრდი­ან მო­ქა­ლა­ქე­ებს, რომ­ლე­ბიც არა მხო­ლოდ თა­ვის დამ­კ­ვიდ­რე­ბას შეძ­ლე­ბენ, სა­კუ­თა­რი ქვეყ­ნი­სა და მსოფ­ლი­ოს გან­ვი­თა­რე­ბა­შიც შე­ი­ტა­ნენ თა­ვი­ანთ წვლილს.

⏩ წარ­მა­ტე­ბუ­ლი სკო­ლის­თ­ვის რა ფაქ­ტო­რე­ბია აუცი­ლე­ბე­ლი

გა­ნათ­ლე­ბის მთე­ლი არ­სი ის გახ­ლავთ, რომ სარ­კე­ე­ბი ფან­ჯ­რე­ბად ვაქ­ცი­ოთ (სიდ­ნი ჯ. ჰა­რი­სი). დი­ახ, წარ­მა­ტე­ბუ­ლი სკო­ლა სარ­კე­ებს ფან­ჯ­რე­ბად აქ­ცევს, რა­თა მოს­წავ­ლეს არა მხო­ლოდ სა­კუ­თა­რი თა­ვი და­ა­ნა­ხოს, არა­მედ შორს გა­ა­ხე­დოს. წარ­მა­ტე­ბუ­ლი სკო­ლა წარ­მა­ტე­ბუ­ლი მოს­წავ­ლე­ე­ბი­საა, რა­საც მხო­ლოდ გა­მარ­თუ­ლი ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რა, მა­ტე­რი­ა­ლურ-ტექ­ნი­კუ­რი და ფი­ნან­სუ­რი რე­სურ­სი ვერ შვე­ლის. ამას­თან ერ­თად, სკო­ლის წარ­მა­ტე­ბას მა­ღალ­კ­ვა­ლი­ფი­ცი­უ­რი ადა­მი­ა­ნუ­რი რე­სურ­სი გა­ნა­პი­რო­ბებს. კარ­გი მას­წავ­ლე­ბე­ლი სკო­ლა­ში ის ძა­ლაა, რო­მელ­საც ბევ­რი რა­მის შეც­ვ­ლა შე­უძ­ლია. იგი იწ­ვევს სან­დო­ო­ბას, ზრუ­ნავს მო­ზარ­დის ფორ­მა­ლურ თუ არა­ფორ­მა­ლურ გა­ნათ­ლე­ბა­ზე, ეხ­მა­რე­ბა ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­ში, მის­თ­ვის მოს­წავ­ლეა პრი­ო­რი­ტე­ტი და ამი­ტო­მაც დიდ გავ­ლე­ნას ახ­დენს პი­როვ­ნე­ბის ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლურ გან­ვი­თა­რე­ბა­ზე, ასე­ვე მის ემო­ცი­ურ, ფი­ზი­კურ და სო­ცი­ა­ლურ უნა­რებ­ზე.

წარ­მა­ტე­ბულ სკო­ლა­ში წარ­მა­ტე­ბუ­ლი ლი­დე­რია, სწო­რი ხედ­ვით, მე­ნეჯ­მენ­ტით, მარ­თ­ვის დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი პრინ­ცი­პე­ბით, ლი­დე­რი, რო­მელ­საც თა­ვის გუნ­დ­თან ერ­თად შე­უძ­ლია მთე­ლი სას­კო­ლო თე­მი აიყო­ლი­ოს.

⏩ ყვე­ლა­ზე მე­ტად მი­სა­ბა­ძი სკო­ლის მარ­თ­ვის მო­დე­ლი

ხში­რად და­მის­ვამს ეს კითხ­ვა გა­ნათ­ლე­ბის სა­კითხე­ბით და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის­თ­ვის და პა­სუ­ხიც მი­მი­ღია. უფ­რო ხში­რად ევ­რო­პულ სას­კო­ლო გა­ნათ­ლე­ბას ანი­ჭე­ბენ პრი­ო­რი­ტეტს. ამ აზრს მეც ვი­ზი­ა­რებ. რა­ტომ? ევ­რო­პუ­ლი გა­ნათ­ლე­ბის არ­სია, მოს­წავ­ლე­ებს პრაქ­ტი­კუ­ლი ცოდ­ნა მის­ცეს და ას­წავ­ლოს კრი­ტი­კუ­ლი აზ­როვ­ნე­ბა და და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა, ანა­ლი­ზი, რომ მზად იყ­ვ­ნენ რე­ა­ლუ­რი ცხოვ­რე­ბი­სა და პრო­ფე­სი­ის ცნო­ბი­ე­რად არ­ჩე­ვი­სათ­ვის. ევ­რო­პა­ში მოს­წავ­ლე­სა და მას­წავ­ლე­ბელს შო­რის ურ­თი­ერ­თო­ბა პარ­ტ­ნი­ო­რუ­ლია.

ევ­რო­პუ­ლი სკო­ლე­ბის უპი­რა­ტე­სო­ბა ის არის, რომ მა­თი კურ­ს­დამ­თავ­რე­ბუ­ლე­ბი იოლად გა­ნაგ­რ­ძო­ბენ სწავ­ლას მსოფ­ლი­ოს წამ­ყ­ვან უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­ში. ევ­რო­პის სკო­ლებ­ში სკო­ლის დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი მარ­თ­ვის სტი­ლი ახა­ლი არაა, იგი მიზ­ნად ისა­ხავს ლი­დე­რე­ბის აღ­ზ­რ­დას. აქ სკო­ლას ისე­თი ლი­დე­რი ჰყავს, რო­გო­რიც ლაო ძის წარ­მო­უდ­გე­ნია: „სა­უ­კე­თე­სო ლი­დე­რე­ბის არ­სე­ბო­ბას ადა­მი­ა­ნე­ბი იშ­ვი­ა­თად ამ­ჩ­ნე­ვენ. სა­უ­კე­თე­სო ლი­დე­რი არ არის ის, ვი­საც აქე­ბენ. სა­უ­კე­თე­სო ლი­დე­რი არ არის ის, ვი­სიც ეში­ნი­ათ. სა­უ­კე­თე­სო ლი­დე­რი არ არის ის, ვინც სძულთ. რო­დე­საც ლი­დე­რის საქ­მე გა­კე­თე­ბუ­ლია, ადა­მი­ა­ნე­ბი ფიქ­რო­ბენ „ეს ჩვენ გა­ვა­კე­თეთ“.

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები