27 ივლისი, შაბათი, 2024

თა­ნა­მედ­რო­ვე სკო­ლა მსოფ­ლიო მო­ქა­ლა­ქის აღ­ზ­რ­დას ითხოვს

spot_img

✔️🟢 თე­ო­ნა ადე­იშ­ვი­ლი – ვა­ნის №2 სა­ჯა­რო სკო­ლის დი­რექ­ტო­რი

რას მო­ითხოვს სა­ხელ­მ­წი­ფო და რა სურს სა­ზო­გა­დო­ე­ბას

დი­რექ­ტო­რი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო ლი­დე­რია, რო­მე­ლიც ლი­დე­რე­ბის ჯგუფ­თან ერ­თად მარ­თავს სას­წავ­ლო პრო­ცესს და ქმნის უსაფ­რ­თხო, პო­ზი­ტი­ურ გა­რე­მოს.

სა­ხელ­მ­წი­ფო დი­რექ­ტორს უწე­სებს სტან­დარტს, რომ­ლის შეს­რუ­ლე­ბა სას­კო­ლო ცხოვ­რე­ბის სრულ­ყო­ფი­ლე­ბის წი­ნა­პი­რო­ბაა, მო­ითხოვს სწავ­ლა-სწავ­ლე­ბის პრო­ცე­სის ეფექ­ტი­ან წარ­მარ­თ­ვას, რო­მე­ლიც თი­თო­ე­უ­ლი მოს­წავ­ლის აკა­დე­მი­უ­რი და პი­როვ­ნუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის­კე­ნაა მი­მარ­თუ­ლი.

სა­ზო­გა­დო­ე­ბას სურს ისე­თი გა­რე­მოს შექ­მ­ნა, სა­დაც ყვე­ლა ბავ­შ­ვი აღი­ა­რე­ბუ­ლი, და­ფა­სე­ბუ­ლი და რე­ა­ლი­ზე­ბუ­ლია. სა­ხელ­მ­წი­ფოს და სა­ზო­გა­დო­ე­ბის დაკ­ვე­თა იდენ­ტუ­რია, მი­ზა­ნი ერ­თია, ისე­თი სკო­ლის შექ­მ­ნა — „კარ­გი“ სკო­ლა — სა­დაც ყვე­ლა მოს­წავ­ლეს  და მას­წავ­ლე­ბელს უხა­რია მის­ვ­ლა, სა­დაც თბი­ლი, ოჯა­ხუ­რი, გან­ვი­თა­რე­ბა­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი გა­რე­მოა, სა­დაც ყვე­ლას უნა­რი გა­მოვ­ლე­ნი­ლი და აღი­ა­რე­ბუ­ლია.

სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო ლი­დე­რი, თა­ვად უნ­და იყოს სა­უ­კე­თე­სო მას­წავ­ლე­ბე­ლი, მო­დე­ლი კარ­გი გაკ­ვე­თი­ლის, მო­დე­ლი კარ­გი მას­წავ­ლებ­ლის, უნ­და სუნ­თ­ქ­ვ­დეს საკ­ლა­სო ოთა­ხის სურ­ნე­ლით, უნ­და ენ­თე­ბო­დეს მოს­წავ­ლე­თა და­ნახ­ვი­სას თვა­ლე­ბი, უნ­და იც­ნობ­დეს კლა­სის მარ­თ­ვის, სა­გაკ­ვე­თი­ლო პრო­ცე­სის ყვე­ლა ნი­უ­ანსს, უნ­და იყოს ცოცხა­ლი მო­ნა­წი­ლე ამ პრო­ცე­სე­ბის. წი­ნა­აღ­მ­დეგ შემ­თხ­ვე­ვა­ში მას­წავ­ლე­ბე­ლი, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან სენ­სი­ტი­უ­რია პრო­ცე­სე­ბის მი­მართ, ვერ აღ­გიქ­ვამს ლი­დე­რად,  ხო­ლო მოს­წავ­ლე სკო­ლას ვერ აღიქ­ვამს ად­გი­ლად, სა­დაც ეხ­მა­რე­ბი­ან სწავ­ლა­ში, ეს­მით და სჯე­რათ მი­სი.

უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნე­სია დი­რექ­ტო­რის პი­როვ­ნუ­ლი თვი­სე­ბე­ბი, რამ­დე­ნად უყ­ვარს თა­ვი­სი საქ­მე და მზა­დაა ემ­სა­ხუ­როს სკო­ლას და სა­ზო­გა­დო­ე­ბას გულ­წ­რ­ფე­ლად და უშურ­ვე­ლად.

რა ძი­რი­თა­დი ელე­მენ­ტე­ბის­გან შედ­გე­ბა სკო­ლის ხა­რის­ხი

  1. სკო­ლის ხა­რის­ხი ეყ­რ­დ­ნო­ბა სას­წავ­ლო პრო­ცე­სის წარ­მარ­თ­ვის მა­ღალ ხა­რისხს. პრო­ცე­სის წარ­მა­ტე­ბის­თ­ვის აუცი­ლე­ბე­ლია გუნ­დი, რო­მე­ლიც გან­ვი­თა­რე­ბა­ზეა ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი, რო­მე­ლიც სწავ­ლობს, რა­თა ას­წავ­ლოს და მოს­წავ­ლე­ე­ბი მიჰ­ყავს მა­ღალ შე­დე­გე­ბამ­დე;
  2. მო­წეს­რი­გე­ბუ­ლი, მოს­წავ­ლე­ზე მორ­გე­ბუ­ლი ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რა და სას­წავ­ლო რე­სურ­სე­ბი;
  3. სწო­რად შერ­ჩე­უ­ლი სას­კო­ლო პრო­ექ­ტე­ბი;
  4. გან­ვი­თა­რე­ბა­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი მო­ნი­ტო­რინ­გი და შე­ფა­სე­ბის გამ­ჭ­ვირ­ვა­ლე, ვა­ლი­დუ­რი სის­ტე­მა, რო­მე­ლიც ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლია მო­ტი­ვა­ცი­ის ამაღ­ლე­ბა­ზე;
  5. ჩვენ აქ­ტი­უ­რად ვმუ­შა­ობთ მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის­თ­ვის;
  6. გვაქვს თვით­რეფ­ლექ­სიი­სა და კონ­ს­ტ­რუქ­ცი­უ­ლი უკუ­კავ­ში­რის გა­მარ­თუ­ლი სის­ტე­მა;
  7. აქ­ტი­უ­რად ვერ­თ­ვე­ბით სხვა­დას­ხ­ვა პრო­ექ­ტებ­სა და პროგ­რა­მებ­ში;
  8. ვნერ­გავთ მე­სა­მე თა­ო­ბის ეროვ­ნულ გეგ­მას ახა­ლი სკო­ლის მო­დე­ლის სა­შუ­ა­ლე­ბით;
  9. ვა­ხა­ლი­სებთ მოს­წავ­ლე­თა ინი­ცი­ა­ტი­ვებს და ხელს ვუწყობთ მათ და­გეგ­მ­ვა­სა და გან­ხორ­ცი­ლე­ბა­ში;
  10. ვან­ვი­თა­რებთ ინ­კ­ლუ­ზი­ურ გა­ნათ­ლე­ბას;
  11. ვცდი­ლობთ, და­ვამ­კ­ვიდ­როთ და მდგ­რა­დად გან­ვა­ვი­თა­როთ დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი კულ­ტუ­რა;
  12. ვა­ღი­ა­რებთ და ვა­ხა­ლი­სებთ მას­წავ­ლებ­ლე­ბი­სა და მოს­წავ­ლე­ე­ბის წარ­მა­ტე­ბებს;
  13. ვცდი­ლობთ მშო­ბელ­თა ჩარ­თუ­ლო­ბის გაზ­რ­დას და მშო­ბელს მი­ვიჩ­ნევთ ჩვე­ნი გუნ­დის წევ­რად.

პრობ­ლე­მად შე­იძ­ლე­ბა ჩა­ით­ვა­ლოს უამ­რა­ვი გა­მოწ­ვე­ვა და ძა­ლი­ან მა­ღა­ლი მო­ლო­დი­ნე­ბი დრო­ის მცი­რე მო­ნაკ­ვეთ­ში.

რა გავ­ლე­ნას ახ­დენს სკო­ლის სას­წავ­ლო მო­დე­ლი მოს­წავ­ლე­ე­ბის შე­დე­გებ­ზე

სკო­ლა არ არის ერ­თა­დერ­თი ად­გი­ლი, სა­დაც ბავ­შ­ვის გან­ვი­თა­რე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს. ვფიქ­რობ, რომ სკო­ლა, ოჯა­ხი, სა­ზო­გა­დო­ე­ბა და სა­ხელ­მ­წი­ფო ერ­თობ­ლი­ვად ქმნის გა­რე­მოს, რაც აისა­ხე­ბა თი­თო­ე­უ­ლი ბავ­შ­ვის პი­როვ­ნულ გან­ვი­თა­რე­ბა­ზე.

სკო­ლა მო­ზარ­დებს უნ­და სთა­ვა­ზობ­დეს გა­რე­მოს, სა­დაც ის და­ცუ­ლი და ბედ­ნი­ე­რია, სა­დაც ყო­ველ­თ­ვის არის მი­სი ნი­შა, მი­უ­ხე­და­ვად უნა­რე­ბი­სა.

სას­კო­ლო კულ­ტუ­რა სარ­კე­სა­ვით აისა­ხე­ბა მოს­წავ­ლის პი­როვ­ნე­ბა­ზე. იქ, სა­დაც მოს­წავ­ლის თი­თო­ე­უ­ლი უნა­რის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე ზრუ­ნა­ვენ, პი­როვ­ნე­ბა თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლი, აქ­ტი­უ­რი და პატ­რი­ო­ტია საქ­მი­სა და ქვეყ­ნის.

რო­გორ უნ­და შე­იც­ვა­ლოს თა­ნა­მედ­რო­ვე ქარ­თუ­ლი სკო­ლა

დღე­ვან­დე­ლი სკო­ლის მთა­ვა­რი მი­სიაა აღვ­ზარ­დოთ 21-ე სა­უ­კუ­ნის მო­ქალ­ქე. ეს ნიშ­ნავს, სკო­ლა გახ­დეს უფ­რო მოქ­ნი­ლი, რა­თა მო­მა­ვალ­მა თა­ო­ბამ უპა­სუ­ხოს ცხოვ­რე­ბის გა­მოწ­ვე­ვებს. ორი­ენ­ტი­რი უნ­და მივ­მარ­თოთ სრულ­ფა­სო­ვა­ნი ადა­მი­ა­ნის აღ­ზ­რ­დის­კენ, რო­მელ­საც ექ­ნე­ბა ანა­ლი­ზის, სინ­თე­ზის და შე­ფა­სე­ბის უნა­რე­ბი და უპა­სუ­ხებს გლო­ბა­ლურ გა­მოწ­ვე­ვებს. თა­ნა­მედ­რო­ვე სკო­ლა მსოფ­ლიო მო­ქა­ლა­ქის აღ­ზ­რ­დას ითხოვს.

წარ­მა­ტე­ბუ­ლი სკო­ლის­თ­ვის აუცი­ლე­ბე­ლია

ძლი­ე­რი ლი­დე­რი და ლი­დერ­თა ჯგუ­ფი, საქ­მის უსაზღ­ვ­რო სიყ­ვა­რუ­ლი, გან­ვი­თა­რე­ბა­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი მას­წავ­ლებ­ლე­ბი, გა­მარ­თუ­ლი და მო­წეს­რი­გე­ბუ­ლი ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რა, მშო­ბელ­თა ჩარ­თუ­ლო­ბა და სა­ზო­გა­დო­ე­ბის პო­ზი­ტი­უ­რი გან­წყო­ბა. ასე­ვე, უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნე­სია დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი კულ­ტუ­რა, ინ­კ­ლუ­ზია და გუნ­დუ­რი მუ­შა­ო­ბა. ვერ შეძ­ლებ სკო­ლის გა­მოწ­ვე­ვებს გა­უმ­კ­ლავ­დე ძლი­ე­რი და მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლი გუნ­დის გა­რე­შე.

ამი­ტომ ჩემს მას­წავ­ლებ­ლებს ვუ­მაღ­ლებ მო­ტი­ვა­ცი­ას, ვგეგ­მავ სხვა­დას­ხ­ვა პრო­ექ­ტებს, ვა­ღი­ა­რებ მათ წარ­მა­ტე­ბას, ვსა­ხავთ სა­ერ­თო მი­ზანს და ვერ­თი­ან­დე­ბით მიზ­ნის გარ­შე­მო.

ვცდი­ლობ, შევ­ქ­მ­ნა ადა­მი­ა­ნუ­რი, თბი­ლი გა­რე­მო, სა­დაც ვინ­ტე­რეს­დე­ბი თი­თო­ე­უ­ლი მას­წავ­ლებ­ლის პრობ­ლე­მე­ბით.

♦♦♦

⇒ დი­რექ­ტორს სჭირ­დე­ბა და­ფა­სე­ბა და აღი­ა­რე­ბა რო­გორც სა­ხელ­მ­წი­ფოს­გან, ასე­ვე სა­ზო­გა­დო­ე­ბის­გან, რა­თა მი­სი შრო­მა ადეკ­ვა­ტუ­რად იქ­ნეს და­ნა­ხუ­ლი.

⇒ ახა­ლი სტან­დარ­ტი ყო­ველ­მ­ხ­რივ აფა­სებს დი­რექ­ტო­რის შე­საძ­ლებ­ლო­ბებს და ვალ­დე­ბუ­ლე­ბებს, აწე­სებს მა­ღალ მო­ლო­დი­ნებს მის­გან. სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბის პრო­ცე­სიც შე­სა­ბა­მი­სო­ბა­შია დი­რექ­ტო­რის სტან­დარ­ტ­თან.

არდადეგები

არდადეგები – თავისუფლებისა და დასვენების დღეების ხიბლი

ინა იმედაშვილი იუჯის სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ათეულთა...

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები