25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

დი­რექ­ტო­რი სა­ხელ­მ­წი­ფო­ებ­რი­ვი აზ­როვ­ნე­ბის, პრინ­ცი­პუ­ლო­ბის, თა­ვი­სუფ­ლე­ბის­თ­ვის ბრძო­ლის მა­გა­ლი­თი უნ­და იყოს

spot_img

📌🟦 შო­რე­ნა ხუ­ხუა – მარ­ნე­უ­ლის №2 სა­ჯა­რო სკო­ლის დი­რექ­ტო­რი

 

სკო­ლის დი­რექ­ტო­რი — რას მო­ითხოვს მის­გან სა­ხელ­მ­წი­ფო, სა­ზო­გა­დო­ე­ბა

სკო­ლის დი­რექ­ტო­რი, კა­ნონ­მ­დებ­ლო­ბის მი­ხედ­ვით, უნ­და იყოს სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო ლი­დე­რი და სა­ზო­გა­დო­ე­ბა უნ­და უკ­ვე­თავ­დეს მას ქვეყ­ნის მო­მა­ვა­ლი თა­ო­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბას. რა გვაქვს რე­ა­ლო­ბა­ში? სა­ჯა­რო სკო­ლის დი­რექ­ტო­რი დღეს არის ყვე­ლა­ზე მოწყ­ვ­ლა­დი თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რი გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა­ში, რო­მე­ლიც ად­ვი­ლად შეგ­ვიძ­ლია გავ­წი­როთ, და­ვა­და­ნა­შა­უ­ლოთ, გა­ვა­თა­ვი­სუფ­ლოთ, დავ­სა­ჯოთ.

რას გვიკ­ვე­თავს სა­ზო­გა­დო­ე­ბა?

მშობ­ლე­ბის 90% მხო­ლოდ ამ კითხ­ვას მის­ვამს: „რა ნიშ­ნე­ბი ჰყავს ჩემს შვილს.

და­უ­წე­რეთ მა­ღა­ლი ნი­შა­ნი. ყვე­ლა სა­გან­ში თუ ათი ჰყავს, და­უ­მა­ტეთ ნიშ­ნე­ბი იმ ერ­თ­შიც.“

და­ახ­ლო­ე­ბით ეს რე­ა­ლო­ბაა.

დი­რექ­ტო­რი – სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო ლი­დე­რი

სკო­ლის დი­რექ­ტორ­თა სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბამ აჩ­ვე­ნა თუ რა სირ­თუ­ლეა ლი­დერ­თა მი­მარ­თუ­ლე­ბით. მარ­ნე­უ­ლის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში 74 სა­ჯა­რო სკო­ლაა და მხო­ლოდ 14 სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი დი­რექ­ტო­რი ჰყავ­და სკო­ლებს.

ზო­გა­დად, კარ­გი მე­ნე­ჯე­რი შე­იძ­ლე­ბა იყო, მაგ­რამ  სას­კო­ლო თე­მის ლი­დე­რო­ბა ნამ­დ­ვი­ლად მო­ითხოვს პე­და­გო­გი­კი­სა და ფსი­ქო­ლო­გი­ის სა­კითხე­ბის სა­თა­ნა­დო ცოდ­ნას.

სკო­ლის ხა­რის­ხის მარ­თ­ვა

ხა­რის­ხის მარ­თ­ვას ჩემ­თ­ვის  მას­წავ­ლებ­ლის დის­ციპ­ლი­ნა იწყებს და პა­სუ­ხიმ­გებ­ლო­ბე­ბის გა­და­ნა­წი­ლე­ბის პრო­ცე­სი. მი­მარ­თუ­ლე­ბის მი­ცე­მა დი­რექ­ტო­რის მო­ვა­ლე­ო­ბაა, რა თქმა უნ­და, მაგ­რამ კარ­გი მარ­თ­ვა ნიშ­ნავს ში­და ლი­დე­რებ­ზე საქ­მე­ე­ბის სწორ გა­და­ნა­წი­ლე­ბას. ჩემ­ზე და მას­წავ­ლებ­ლებ­ზე უკე­თეს ღო­ნის­ძი­ე­ბას ატა­რებს ჩვე­ნი სკო­ლის თვით­მ­მარ­თ­ვე­ლო­ბა, იურის­ტებს ტოლს არ უდე­ბენ კა­ნონ­მ­დებ­ლო­ბის ცოდ­ნა­სა და შეს­რუ­ლე­ბა­ში დის­ციპ­ლი­ნუ­რი კო­მი­ტე­ტის წევ­რე­ბი.

გუ­ლი მწყდე­ბა სა­მე­ურ­ვეო საბ­ჭოს სუსტ ფუნ­ქ­ცი­ო­ნი­რე­ბა­ზე. მშობ­ლებს არ აქვთ დი­დი სურ­ვი­ლი რე­ა­ლუ­რი მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღონ სკო­ლის მარ­თ­ვა­ში. პა­ტი­ვის­ცე­მით უფ­რო გვერ­თ­ვე­ბი­ან, ვიდ­რე მო­ტი­ვა­ცი­ით.

სკო­ლა ცოცხა­ლი ორ­გა­ნიზ­მია, პრობ­ლე­მე­ბი იც­ვ­ლე­ბა, წყდე­ბა, ახა­ლი ჩნდე­ბა.

დღემ­დე მი­ჭირს სსსმ მოს­წავ­ლე­თა მშობ­ლებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბი­სას მი­ვა­ღე­ბი­ნო მა­თი შვი­ლე­ბის რე­ა­ლო­ბა. ზოგ­ჯერ მულ­ტი­დის­ციპ­ლი­ნუ­რი ჯგუ­ფის მი­ერ ბავ­შ­ვის შე­ფა­სე­ბას სო­ცი­ა­ლუ­რი სამ­სა­ხუ­რის დახ­მა­რე­ბით ვაღ­წევ.

რთუ­ლია, რო­ცა ოჯა­ხურ ძა­ლა­დო­ბას ვაწყ­დე­ბი. ძნე­ლია შვი­ლე­ბის დაც­ვა მო­ძა­ლა­დე­ე­ბის­გან. მშობ­ლე­ბის იძუ­ლე­ბით ნა­ად­რე­ვი  ქორ­წი­ნე­ბის მცდე­ლო­ბე­ბი მეტ­წი­ლად შე­ვა­ჩე­რეთ.

ღა­მით გა­მო­უგ­ზავ­ნია გო­გო­ნას ხმო­ვა­ნი შეტყო­ბი­ნე­ბა და უთხო­ვია შვე­ლა, იყო ასე­თი მო­მენ­ტე­ბიც და 112 გა­მოგ­ვი­ძა­ხე­ბია.

დი­რექ­ტო­რო­ბის პირ­ველ წლებ­ში საქ­მ­რო­ებს, სა­დე­დამ­თი­ლო­ებს და მშობ­ლებს სა­თი­თა­ოდ ვუხ­ს­ნი­დი, რომ სა­ხელ­მ­წი­ფო არას­რულ­წ­ლო­ვანს და­ი­ცავს ოჯა­ხის წევ­რე­ბის­გა­ნაც.

მქო­ნია მარ­ცხიც, რო­ცა გა­და­უჭ­რელ პრობ­ლე­მას­თან მარ­ტო დავ­რ­ჩი. პო­ლი­ცია, სო­ცი­ა­ლუ­რი სამ­სა­ხუ­რი, სა­ხალ­ხო დამ­ც­ვე­ლი, ბავ­შ­ვ­თა უფ­ლე­ბის დაც­ვის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბიც რომ ვე­რა­ფერს გახ­დ­ნენ. არის კა­ნონ­მ­დებ­ლო­ბა­ში სა­კითხე­ბი, სა­დაც მე­ტი სიმ­კაც­რეა სა­ჭი­რო მშობ­ლე­ბის მი­მართ, რო­ცა ოჯა­ხუ­რი გა­რე­მო ბავ­შ­ვის გან­ვი­თა­რე­ბას ხელს არ უწყობს.

ყვე­ლა­ზე კარ­გად ბავ­შ­ვებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა გა­მომ­დის. მათ­ში თა­ვი­სუფ­ლე­ბის ნა­პერ­წ­კ­ლე­ბის ან­თე­ბა და იმ ძა­ლის ფორ­მი­რე­ბა, რაც მოს­წავ­ლე­ებს ძლი­ერ პი­როვ­ნე­ბე­ბად ზრდის.

ძა­ლი­ან მიყ­ვარს გაკ­ვე­თი­ლე­ბის ჩა­ტა­რე­ბა.

რო­გორ აისა­ხე­ბა კონ­კ­რე­ტუ­ლი სკო­ლის სას­წავ­ლო მო­დე­ლი კონ­კ­რე­ტუ­ლი მოს­წავ­ლე­ე­ბის შე­დე­გებ­ზე

ჩე­მი ბავ­შ­ვე­ბის­თ­ვის სკო­ლა თა­ვი­სუფ­ლე­ბის სამ­ყა­როა და ფე­რა­დი სივ­რ­ცე, ად­გი­ლი, რო­მელ­საც სა­ზო­გა­დო­ე­ბა ნდო­ბას უცხა­დებს. მარ­ნე­უ­ლის რე­ა­ლო­ბა გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლია, ჩე­მი შე­ფა­სე­ბით.  დიდ დროს ვუთ­მობთ არა­ფორ­მა­ლურ გა­ნათ­ლე­ბას, კულ­ტუ­რულ ღო­ნის­ძი­ე­ბებს, რად­გან ვთვლით, რომ ტრა­დი­ცი­ულ გაკ­ვე­თი­ლებ­ზე მეტს აძ­ლევს ეს აქ­ტი­ვო­ბე­ბი მო­ზარდს.

ბავ­შ­ვებს ვე­უბ­ნე­ბი: აჰა, ფუნ­ჯი და სა­ღე­ბა­ვი, რაც გინ­დათ და­ხა­ტეთ სკო­ლის კედ­ლებ­ზე. ჩვე­ნი ძვე­ლი, პა­ტა­რა სკო­ლის კედ­ლე­ბი და კი­ბე­ე­ბი სულ მო­ხა­ტუ­ლია.

მა­ღალ ნიშ­ნებს ისე არ გა­უ­ხა­რე­ბია  ბავ­შ­ვე­ბი, რო­გორც  ეზო­ში გა­მარ­თულ­მა თა­ვი­სუ­ფალ­მა ცეკ­ვებ­მა გა­ა­ბედ­ნი­ე­რა ისი­ნი.

დღე­ვან­დე­ლი სკო­ლის მთა­ვა­რი მი­სია და გა­მოწ­ვე­ვა

სა­ჯა­რო სკო­ლის ლი­დე­რე­ბი სა­ნამ არ იქ­ნე­ბი­ან თა­ვი­სუ­ფა­ლი, ძლი­ე­რი და აღი­ა­რე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა­ში, სკო­ლა ცხოვ­რე­ბის გა­მოწ­ვე­ვებს ვერ უპა­სუ­ხებს, რად­გან მოწყ­ვ­ლა­დი დი­რექ­ტო­რი ვერ შექ­მ­ნის თა­ვი­სუ­ფალ გა­რე­მოს და დამ­ფ­რ­თხა­ლი მას­წავ­ლებ­ლე­ბი რო­გორ შექ­მ­ნი­ან ძლი­ე­რი ქვეყ­ნის მო­მა­ვალს სას­კო­ლო სივ­რ­ცე­ში?

დღე­ვან­დე­ლი სკო­ლის მთა­ვა­რი მი­სია და გა­მოწ­ვე­ვა

თა­ვი­სუფ­ალი სივ­რ­ცე, და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ლი­დე­რი, უსაფ­რ­თხო სას­წავ­ლო გა­რე­მო, სრუ­ლი ადაპ­ტი­რე­ბა.

გუნ­დუ­რი მუ­შა­ო­ბის რო­ლი

სსიპ ქა­ლაქ მარ­ნე­უ­ლის №2 სა­ჯა­რო სკო­ლა მულ­ტი­ეთ­ნი­კუ­რი თე­მის­გან შედ­გე­ბა. ამ­ჟა­მად სკო­ლა­ში 1304 მოს­წავ­ლეა, რო­მელ­თა­გან 46% სწავ­ლობს ქარ­თულ, ხო­ლო 54% არა­ქარ­თუ­ლე­ნო­ვან სექ­ტორ­ზე. სკო­ლა­ში და­საქ­მე­ბუ­ლია 81 პე­და­გო­გი (მათ შო­რის 2 სპე­ცი­ა­ლუ­რი მას­წავ­ლე­ბე­ლი) და 11 ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­უ­ლი და ტექ­ნი­კუ­რი პერ­სო­ნა­ლი.

2015 წელს, რო­დე­საც სკო­ლის დი­რექ­ტო­რი გავ­ხ­დი, სკო­ლა­ში ერ­თა­დერ­თი სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი მას­წავ­ლე­ბე­ლი იყო. სკო­ლის მას­წავ­ლებ­ლე­ბი აქ­ტი­უ­რად ჩა­ერ­თ­ნენ პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბი­სა და კა­რი­ე­რუ­ლი წინ­ს­ვ­ლის სქე­მა­ში. სკო­ლის ბა­ზა­ზე და­იწყო მას­წავ­ლებ­ლე­ბის მომ­ზა­დე­ბა სა­სერ­ტი­ფი­კა­ციო გა­მოც­დე­ბი­სათ­ვის. ამას­თა­ნა­ვე, სკო­ლა­ში შე­იქ­მ­ნა სქე­მა­ში ჩარ­თულ მას­წავ­ლე­ბელ­თა შე­ფა­სე­ბის ჯგუ­ფი. პე­და­გო­გი­ურ­მა საბ­ჭომ შე­არ­ჩია ფა­სი­ლი­ტა­ტო­რე­ბი, რომ­ლე­ბიც დი­დი წარ­მა­ტე­ბით მუ­შა­ობ­დ­ნენ მას­წავ­ლებ­ლებ­თან. 2016 წლის და­საწყი­სის­თ­ვის სკო­ლის ქარ­თუ­ლი სექ­ტო­რის მას­წავ­ლებ­ლე­ბის თით­ქ­მის 100%-მა წარ­მა­ტე­ბით ჩა­ა­ბა­რა საგ­ნის გა­მოც­დე­ბი. პა­რა­ლე­ლუ­რად, სქე­მით და­ინ­ტე­რეს­დ­ნენ არა­ქარ­თუ­ლე­ნო­ვა­ნი სექ­ტო­რის მას­წავ­ლებ­ლე­ბიც, რომ­ლებ­მაც ასე­ვე წარ­მა­ტე­ბით ჩა­ა­ბა­რეს საგ­ნის გა­მოც­დე­ბი. მათ­მა უმ­რავ­ლე­სო­ბამ ქარ­თულ ენა­ზე შეძ­ლო პრო­ფე­სი­უ­ლი უნა­რე­ბის გა­მოც­დის ჩა­ბა­რე­ბა, რაც საკ­მა­ოდ დი­დი მიღ­წე­ვაა.

რა ხელ­შეწყო­ბა სჭირ­დე­ბა დღეს სკო­ლის დი­რექ­ტორს

გულ­წ­რ­ფე­ლად ვიტყ­ვი, ნამ­დ­ვი­ლად მაქვს დი­დი მხარ­და­ჭე­რა ყვე­ლა სტრუქ­ტუ­რი­დან, ნჯო სექ­ტო­რი­დან, სა­ხალ­ხო დამ­ც­ვე­ლის აპა­რა­ტი­დან, ქალ­თა და ბავ­შ­ვ­თა უფ­ლე­ბის დამ­ც­ვე­ლე­ბის­გან, ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის­გან, სას­კო­ლო თე­მის­გან.

ეთ­ნი­კუ­რი უმ­ცი­რე­სო­ბის სკო­ლა­ში სა­ხელ­მ­წი­ფო­ებ­რი­ვი აზ­როვ­ნე­ბის ფორ­მი­რე­ბის აქ­ტი­უ­რი ხელ­შეწყო­ბა აღი­ზი­ა­ნებთ გარ­კ­ვე­ულ, რუ­სულ ძა­ლებს, მაგ­რამ მათ წი­ნა­აღ­მ­დე­გო­ბას და და­გე­ბულ მა­ხე­ებს თავს ვარ­თ­მევთ.

ჩვენს სკო­ლას არ აქვს ტი­პუ­რი სას­კო­ლო შე­ნო­ბა,  სპორ­ტ­დარ­ბა­ზი, თა­ნა­მედ­რო­ვე კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი ლა­ბო­რა­ტო­რია, არის პა­ტა­რა, ორ ცვლა­ში, ამ ეტაპ­ზე, ჰიბ­რი­დუ­ლი სწავ­ლე­ბის რე­ჟიმ­ში. სა­ზო­გა­დო­ე­ბის მოთხოვ­ნა დი­დია, მაგ­რამ არ გვყოფ­ნის საკ­ლა­სო ოთა­ხე­ბი. ალ­ბათ ძა­ლი­ან დაგ­ვეხ­მა­რე­ბო­და ოთხ­სარ­თუ­ლი­ა­ნი, ადაპ­ტი­რე­ბუ­ლი, თა­ნა­მედ­რო­ვე შე­ნო­ბა, თუმ­ცა დიდ მად­ლო­ბას ვიტყ­ვი, ვინ­მე ნახ­მარ კომ­პი­უ­ტე­რებს მა­ინც თუ გვა­ჩუ­ქებს.

რა არის ახა­ლი დი­რექ­ტო­რე­ბის სტან­დარ­ტ­ში

ვფიქ­რობ, ახა­ლი სტან­დარ­ტი მეტ თა­ვი­სუფ­ლე­ბას და და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბას ამ­კ­ვიდ­რებს, მთა­ვა­რია, ფურ­ც­ლებ­ზე არ დარ­ჩეს და რე­ა­ლუ­რად გან­ხორ­ცი­ელ­დეს.

სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბა — რო­გორ შე­არ­ჩი­ოს სკო­ლამ დი­რექ­ტო­რი

დი­რექ­ტო­რი, რო­მე­ლიც სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბის  გა­მოც­დას ვერ აბა­რებს, არ უნ­და იყოს მო­ვა­ლე­ო­ბის შემ­ს­რუ­ლე­ბე­ლი.

ამ ეტაპ­ზე, მე ვერ ვხე­დავ, სა­მე­ურ­ვეო საბ­ჭო რე­ა­ლურ გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბებს იღებ­დეს. მახ­სოვს, ექ­ვ­სი წლის წინ, ერ­თი ხმაც კი ვერ მი­ვი­ღე, სა­დაც წარ­ვად­გი­ნე გეგ­მა. გუ­ლით მითხ­რეს, დაგ­ნიშ­ნონ და მი­გი­ღებთ, ჩვენ ვერ გა­ვუშ­ვებთ მოქ­მედ დი­რექ­ტორს, მე­რე რა, რომ გა­მოც­და ვერ ჩა­ა­ბა­რაო. სა­მე­ურ­ვეო საბ­ჭოს ერ­ჩივ­ნა, გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა არ მი­ე­ღო.

ამი­ტო­მაც მი­ნის­ტ­რის ბრძა­ნე­ბით და­ვი­ნიშ­ნე.

რას და­ა­მა­ტებ­დით

„მი­დექ-მო­დე­ქი“, „წყნა­რად იყა­ვი“, „პრობ­ლე­მას ნუ ქმნი“ — ეს პო­ლი­ტი­კაა დამ­კ­ვიდ­რე­ბუ­ლი, სამ­წუ­ხა­როდ.

ძა­ლი­ან ბევ­რი ძლი­ე­რი და კარ­გი მე­ნე­ჯე­რი დი­რექ­ტო­რი გვყავს. უამ­რავ პრო­ექტს, სა­ო­ცარ პროგ­რა­მებს ახორ­ცი­ე­ლე­ბენ, თუმ­ცა გა­ბე­დუ­ლე­ბა აკ­ლი­ათ.

მორ­ჩი­ლი დი­რექ­ტო­რი, დამ­ფ­რ­თხა­ლი და მოწყ­ვ­ლა­დი ვერ მოგ­ვ­ცემს ისეთ გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მას, რო­გორ­ზეც ახ­ლა ვოც­ნე­ბობთ.

სა­ხელ­მ­წი­ფო­ებ­რი­ვი აზ­როვ­ნე­ბის, პრინ­ცი­პუ­ლო­ბის, თა­ვი­სუფ­ლე­ბის­თ­ვის ბრძო­ლის მა­გა­ლი­თი უნ­და იყოს დი­რექ­ტო­რი სას­კო­ლო თე­მის­თ­ვის.

 

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები