27 ივლისი, შაბათი, 2024

კომ­პ­ლექ­სურ და­ვა­ლე­ბებ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სირ­თუ­ლე­ე­ბი ქარ­თულ ენა­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში – სწავ­ლე­ბის სა­შუ­ა­ლო სა­ფე­ხურ­ზე

spot_img

ყვე­ლა ვთან­ხ­მ­დე­ბით, რომ გა­ნათ­ლე­ბა ქვეყ­ნის წინ­ს­ვ­ლის, გან­ვი­თა­რე­ბი­სა და კე­თილ­დღე­ო­ბის სა­წინ­და­რია, გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა კი სა­ხელ­მ­წი­ფოს მუდ­მი­ვი საზ­რუ­ნა­ვი. ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის რე­ფორ­მის ხელ­შეწყო­ბი­სათ­ვის, 2019 წლი­დან, ეტა­პობ­რი­ვად, სა­ქარ­თ­ვე­ლოს ყვე­ლა სა­ჯა­რო სკო­ლა­ში, ინერ­გე­ბა „ახა­ლი სკო­ლის მო­დე­ლი“. ლა­კო­ნი­უ­რად რომ ვთქვათ, აღ­ნიშ­ნუ­ლი პროგ­რა­მის უმ­თავ­რე­სი მი­ზა­ნია სწავ­ლა-სწავ­ლე­ბის ხა­რის­ხის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა სწავ­ლე­ბის კონ­ს­ტ­რუქ­ტი­ვის­ტულ პრინ­ცი­პებ­ზე დაყ­რ­დ­ნო­ბით. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ „ახა­ლი სკო­ლის მო­დელს“ „საკ­ლა­სო ოთა­ხი­დან დაწყე­ბულ რე­ფორ­მად“ მო­ი­აზ­რე­ბენ, რად­გან მი­სი ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბის პრო­ცეს­ში ჩარ­თუ­ლი არი­ან რო­გორც სა­ჯა­რო სკო­ლი­სა და რე­სურ­ს­ცენ­ტ­რე­ბის, ისე უმაღ­ლე­სი სას­წავ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი.

მარ­თა­ლია, ჩვე­ნი წე­რი­ლის მი­ზანს არ წარ­მო­ად­გენს „ახა­ლი სკო­ლის მო­დე­ლის“, რო­გორც რე­ფორ­მის, გა­მოწ­ვ­ლილ­ვი­თი გან­ხილ­ვა და ანა­ლი­ზი, მაგ­რამ მის ძი­რი­თად კონ­ცეფ­ცი­ას მა­ინც მოგ­ვი­წევს შე­ვე­ხოთ. გა­ნათ­ლე­ბის მკვლე­ვარ­თა თქმით, „ახა­ლი სკო­ლის მო­დელ­ში“ არ­სე­ბი­თი სი­ახ­ლე სწავ­ლე­ბის მე­თო­დი­კაა. იც­ვ­ლე­ბა ის, თუ რა პრინ­ცი­პით უნ­და და­გეგ­მოს მას­წავ­ლე­ბელ­მა გაკ­ვე­თი­ლე­ბი, რა­თა მოს­წავ­ლე­ებ­ში უფ­რო სიღ­რ­მი­სე­უ­ლი კომ­პე­ტენ­ცი­ე­ბი გა­ნა­ვი­თა­როს. თა­ნა­მედ­რო­ვე გა­ნათ­ლე­ბის სა­კითხე­ბით და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბი­სათ­ვის კი, მეტ-ნაკ­ლე­ბად ცნო­ბი­ლია, რომ ცნე­ბებ­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი სწავ­ლე­ბა, თე­მა­ტუ­რი და­გეგ­მ­ვა და კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბე­ბი არის მე­სა­მე თა­ო­ბის ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მის ყვე­ლა­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი. კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბა „ახა­ლი სკო­ლის მო­დე­ლის“ მი­ერ და­სა­ხუ­ლი მიზ­ნე­ბის მი­საღ­წე­ვად ერთ-ერ­თი მთა­ვა­რი ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტია, შე­სა­ბა­მი­სად, ამ ტი­პის და­ვა­ლე­ბე­ბის და­მუ­შა­ვე­ბას გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რადღე­ბა ექ­ცე­ვა.

კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბა სწავ­ლე­ბის სა­ინ­ტე­რე­სო და აუცი­ლე­ბე­ლი ნა­წი­ლია იმ­დე­ნად, რამ­დე­ნა­დაც ის მო­ითხოვს დეკ­ლა­რა­ცი­უ­ლი, ფუნ­ქ­ცი­უ­რი და პი­რო­ბი­სე­უ­ლი ცოდ­ნის გა­მოვ­ლე­ნას. კომ­პ­ლექ­სურ და­ვა­ლე­ბა­ზე მუ­შა­ო­ბით მოს­წავ­ლეს უნ­და გა­ნუ­ვი­თარ­დეს ინ­ფორ­მა­ცი­ის მო­ძი­ე­ბის, და­მუ­შა­ვე­ბი­სა და კრი­ტი­კუ­ლი გა­ა­ნა­ლი­ზე­ბის უნა­რი, შეძ­ლოს ობი­ექ­ტუ­რი თვით­შე­ფა­სე­ბა და, რაც გან­სა­კუთ­რე­ბით აღ­­სა­ნიშ­ნა­ვია, თე­ო­რი­უ­ლი ცოდ­ნის პრაქ­ტი­კა­ში გა­მო­ყე­ნე­ბა (ე.წ. ცოდ­ნის ტრან­ს­ფე­რი).

„ახა­ლი სკო­ლის მო­დე­ლის“ ფარ­გ­ლებ­ში, სას­კო­ლო ცხოვ­რე­ბა­ში გაჩ­ნ­და ახა­ლი რგო­ლი — მხარ­დამ­ჭერ­თა ჯგუ­ფი. სწო­რედ ეს ჯგუ­ფი უწევს კონ­სულ­ტა­ცი­ას სკო­ლის პე­და­გო­გებს, რა­თა ახ­ლე­ბუ­რი მიდ­გო­მით და­გეგ­მონ სას­წავ­ლო პრო­ცე­სი, ჩა­მო­უ­ყა­ლიბ­დეთ ცნე­ბე­ბით სწავ­ლე­ბის კულ­ტუ­რა, შექ­მ­ნან და გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლონ კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბე­ბი. მხარ­დამ­ჭე­რი ჯგუ­ფე­ბი­სა და სა­ჯა­რო სკო­ლის პე­და­გოგ­თა ერ­თობ­ლი­ვი მუ­შა­ო­ბით, ამ ეტაპ­ზე, ყვე­ლა სა­გან­ში, დაწყე­ბი­თი და სა­ბა­ზო სა­ფე­ხუ­რე­ბი­სათ­ვის მომ­ზა­დე­ბუ­ლია სას­წავ­ლო კუ­რი­კუ­ლუ­მე­ბი, შედ­გე­ნი­ლია კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბე­ბის მატ­რი­ცე­ბი, რაც მნიშ­ვ­ნე­ლოვ­ნად უად­ვი­ლებს პე­და­გოგს სწავ­ლე­ბის ამ ახა­ლი ფორ­მა­ტის გა­თა­ვი­სე­ბას. მი­სა­სალ­მე­ბე­ლია ის ფაქ­ტი, რომ მას­წავ­ლებ­ლე­ბი მუდ­მი­ვად თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბენ რო­გორც ერ­თ­მა­ნეთ­თან, ისე „ახა­ლი სკო­ლის მო­დელ­ში“ ჩარ­თულ ექ­ს­პერ­ტებ­თან და ერ­თ­მა­ნეთს კომ­პ­ლექ­სურ და­ვა­ლე­ბებ­ზე მუ­შა­ო­ბის პრო­ცეს­ში გა­მოვ­ლე­ნილ მიღ­წე­ვებ­სა თუ სირ­თუ­ლე­ებს უზი­ა­რე­ბენ. სწო­რედ ამ უკა­ნას­კ­ნე­ლის შე­სა­ხებ მსურს ვი­სა­უბ­რო წი­ნამ­დე­ბა­რე წე­რილ­ში ქარ­თუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის მა­გა­ლით­ზე.

დაწყე­ბით და სა­ბა­ზო სა­ფე­ხურ­ზე მეტ-ნაკ­ლე­ბი წარ­მა­ტე­ბით უკ­ვე და­ი­ნერ­გა კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით სწავ­ლე­ბა. შე­იძ­ლე­ბა ით­ქ­ვას, ამ პრო­ცესს ხე­ლი მნიშ­ვ­ნე­ლოვ­ნად შე­უწყო სას­წავ­ლო სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბის გა­ნახ­ლე­ბამ. ქარ­თუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რის ახალ სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ებ­ში წარ­მოდ­გე­ნი­ლი სა­კითხა­ვი მა­სა­ლა შერ­ჩე­უ­ლი და და­ყო­ფი­ლია თე­მა­ტურ ერ­თე­უ­ლე­ბად, ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მით გან­საზღ­ვ­რუ­ლი თე­მა­ტუ­რი ბლო­კე­ბის მი­ხედ­ვით. თი­თო­ე­უ­ლი თე­მის ფარ­გ­ლებ­ში კი, შე­საძ­ლე­ბე­ლია სტან­დარ­ტით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი ყვე­ლა შე­დე­გის სწავ­ლე­ბა. სა­კითხავ მა­სა­ლად შე­მო­თა­ვა­ზე­ბულ ტექ­ს­ტებს ახ­ლავს კითხ­ვა­რი, სხვადას­ხ­ვა ტი­პის სა­ვარ­ჯი­შო­ე­ბი და, რაც მთა­ვა­რია, კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბე­ბი თა­ვი­ან­თი შეს­რუ­ლე­ბის პი­რო­ბე­ბით. მას­წავ­ლებ­ლის წიგ­ნ­ში კი აღ­ნიშ­ნუ­ლია ისიც, თუ რო­მე­ლი საკ­ვან­ძო ცნე­ბა აქ­ტი­ურ­დე­ბა ამა თუ იმ კომ­პ­ლექ­სურ და­ვა­ლე­ბა­ზე მუ­შა­ო­ბის პრო­ცეს­ში და რა აქ­ტი­ვო­ბე­ბი უნ­და უძღ­ო­დეს წინ თი­თო­ე­უ­ლი მათ­გა­ნის შეს­რუ­ლე­ბას. თი­თო­ე­უ­ლი თე­მი­სათ­ვის დე­ტა­ლუ­რა­დაა მი­თი­თე­ბუ­ლი ის მკვიდ­რი წარ­მოდ­გე­ნე­ბიც, რომ­ლე­ბიც მოს­წავ­ლეს უნ­და ჩა­მო­უ­ყა­ლიბ­დეს სწავ­ლის შე­დე­გად.

სწავ­ლე­ბის ამ­გ­ვა­რი ახ­ლე­ბუ­რი მიდ­გო­მა სა­შუ­ა­ლო სა­ფე­ხუ­რის მოს­წავ­ლე­ე­ბი­სათ­ვის ჯერ არ და­ნერ­გი­ლა, თუმ­ცა სრუ­ლი­ად უცხოც არაა. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ სა­ბა­ზო სა­ფე­ხუ­რის მსგავ­სად სა­შუ­ა­ლო სა­ფე­ხურ­ზე ჯერ არ შედ­გე­ნი­ლა ახა­ლი სას­წავ­ლო კუ­რი­კუ­ლუ­მე­ბი და სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბი, პე­და­გო­გე­ბი უფ­როს­კ­ლა­სე­ლებ­თა­ნაც მი­მარ­თა­ვენ კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბე­ბით სწავ­ლე­ბის მე­თოდს.

სა­მარ­თ­ლი­ა­ნო­ბა მო­ითხოვს ით­ქ­ვას, რომ სა­შუ­ა­ლო სა­ფე­ხურ­ზე ამ­გ­ვა­რი მიდ­გო­მით მუ­შა­ო­ბა ხში­რად ისე­თი­ვე ნა­ყო­ფი­ე­რი ვე­რაა, რო­გორც სა­ბა­ზო­ზე. პრობ­ლე­მის უპირ­ვე­ლე­სი მი­ზე­ზი ისაა, რომ სწავ­ლე­ბის სა­შუ­ა­ლო სა­ფე­ხურ­ზე ქარ­თუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის პროგ­რა­მა გა­დატ­ვირ­თუ­ლია სა­ვალ­დე­ბუ­ლო ნა­წარ­მო­ე­ბე­ბით, პე­და­გო­გე­ბი მუ­დამ „მოს­წ­რე­ბის“ რე­ჟი­მით მუ­შა­ო­ბენ და ფაქ­ტობ­რი­ვად, არ რჩე­ბა დრო კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბის სა­თა­ნა­დოდ შეს­რუ­ლე­ბი­სათ­ვის. მე­ო­რე მხრივ, გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია ისიც, რომ სა­შუ­ა­ლო სა­ფე­ხურ­ზე შე­სას­წავ­ლი ნა­წარ­მო­ე­ბე­ბის აბ­სო­ლუ­ტუ­რი უმ­რავ­ლე­სო­ბა ეპო­ქა­ლუ­რი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბი­საა და უფ­რო ღრმად გა­აზ­რე­ბას მო­ითხოვს, ვიდ­რე მა­ნამ­დე შეს­წავ­ლი­ლი ტექ­ს­ტე­ბი. ამ­გ­ვა­რი ნა­წარ­მო­ე­ბე­ბის ჯე­რო­ვან შეს­წავ­ლა­სა და და­მუ­შა­ვე­ბას სჭირ­დე­ბა საკ­მა­ოდ დი­დი დრო, ენერ­გია და მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი აქ­ტი­ვო­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც შე­საძ­ლოა არ­სე­ბუ­ლი კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბე­ბით მუ­შა­ო­ბის ფორ­მატ­ში შე­მო­თა­ვა­ზე­ბულ მი­თი­თე­ბებს ვერ მო­ერ­გოს. პრობ­ლე­მის ყვე­ლა­ზე უფ­რო ნა­თელ თვალ­სა­ჩი­ნო­ე­ბას, ვფიქ­რობ, „ვეფხის­ტყა­ოს­ნის“ სწავ­ლე­ბის გა­მოც­დი­ლე­ბა წარ­მო­ად­გენს.

უპირ­ვე­ლე­სი სირ­თუ­ლე, რო­მე­ლიც პო­ე­მის სწავ­ლე­ბი­სას იჩენს თავს, ენობ­რი­ვი მხა­რეა. მარ­თა­ლია, მოს­წავ­ლე­ებს ძველ ქარ­თულ ტექ­ს­ტებ­ზე მუ­შა­ო­ბა გარ­კ­ვე­ულ­წი­ლად სა­ბა­ზო სა­ფე­ხურ­ზეც უწევთ, მაგ­რამ მა­თი ცოდ­ნი­სა და კომ­პე­ტენ­ცი­ის დო­ნე „ვეფხის­ტყა­ოს­ნის“ ტექ­ს­ტის გა­სა­გე­ბად ყო­ველ­თ­ვის სა­სურ­ველ­ზე მნიშ­ვ­ნე­ლოვ­ნად და­ბა­ლია. იმი­სათ­ვის, რომ ეს ხარ­ვე­ზი აღ­მო­იფხ­ვ­რას, მას­წავ­ლე­ბელს აუცი­ლებ­ლად სჭირ­დე­ბა დრო, მოს­წავ­ლე­ებს გა­აც­ნოს ძვე­ლი ქარ­თუ­ლი ენის ძი­რი­თა­დი თა­ვი­სე­ბუ­რე­ბა­ნი, არა მხო­ლოდ ლექ­სი­კურ, არა­მედ მორ­ფო­სინ­ტაქ­სურ დო­ნე­ზეც. ამ ტი­პის მუ­შა­ო­ბა კი ვერ თავ­ს­დე­ბა კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბე­ბით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბულ ფორ­მატ­ში. გარ­და ძვე­ლი ქარ­თუ­ლი ენის თა­ვი­სე­ბუ­რე­ბე­ბის შეს­წავ­ლი­სა, პო­ე­მის ხიბ­ლის შეც­ნო­ბი­სა და ადეკ­ვა­ტუ­რი გა­გე­ბი­სათ­ვის არ­სე­ბი­თი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა აქვს სა­კუთ­რივ რუს­თა­ვე­ლის ენი­სა და სტი­ლის მა­ხა­სი­ა­თებ­ლე­ბის შეს­წავ­ლა­საც. ეს პო­ე­მა­ზე სა­მუ­შა­ოდ გა­მო­ყო­ფილ დრო­ში ნამ­დ­ვი­ლად ვერ ხერ­ხ­დე­ბა.

ალ­ბათ, ყვე­ლა ვთან­ხ­მ­დე­ბით, კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბი­სათ­ვის, რო­გორც პრო­დუქ­ტი­სათ­ვის, უმ­თავ­რე­სი შე­მეც­ნე­ბით-შე­მოქ­მე­დე­ბი­თი ღი­რე­ბუ­ლე­ბაა. არის შემ­თხ­ვე­ვე­ბი, რო­დე­საც მოს­წავ­ლე­ებს კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბის პრო­ცეს­ში შე­მოქ­მე­დე­ბი­თო­ბა იმ­დე­ნად იტა­ცებთ, რომ მა­თი ნაშ­რო­მე­ბი კარ­გავს შე­მეც­ნე­ბით ღი­რე­ბუ­ლე­ბას. ხში­რად ისი­ნი, ამ­გ­ვარ და­ვა­ლე­ბებ­ზე მუ­შა­ო­ბი­სას, ცდე­ბი­ან ავ­ტო­რის ძი­რი­თად მი­ზან­და­სა­ხუ­ლო­ბას და ხა­ტოვ­ნად რომ ვთქვათ, წე­რენ „პოს­ტ­მო­დერ­ნის­ტულ“ ნა­წარ­მო­ე­ბებს, რო­მელ­თაც არა­ვი­თა­რი სა­ერ­თო აღარ აქვთ შე­სას­წავლ ტექ­ს­ტ­თან. თქმუ­ლის ნა­თელ­სა­ყო­ფად მო­გახ­სე­ნებთ მას­წავ­ლე­ბელ­თა სა­მუ­შაო ჯგუ­ფებ­ში გან­ხი­ლუ­ლი იმ კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბე­ბის შე­სა­ხებ, რომ­ლე­ბიც პე­და­გო­გებ­მა გა­მო­ი­ყე­ნეს სა­შუ­ა­ლო სა­ფე­ხურ­ზე შე­სას­წავლ ნა­წარ­მო­ე­ბებ­ზე მუ­შა­ო­ბი­სას.

ესგ-ის საგ­ნობ­რი­ვი სტან­დარ­ტის მი­ხედ­ვით, მოს­წავ­ლეს უნ­და შე­ეძ­ლოს ტექ­ს­ტის ინ­ტერ­პ­რე­ტა­ცია პი­რად ან ლი­ტე­რა­ტუ­რულ გა­მოც­დი­ლე­ბა­ზე დაყ­რ­დ­ნო­ბით, რის­თ­ვი­საც მას მო­ეთხო­ვე­ბა თხრო­ბა ხედ­ვის პერ­ს­პექ­ტი­ვის შეც­ვ­ლით ან დრო­სა და სივ­რ­ცე­ში გა­და­ნაც­ვ­ლე­ბით. ხედ­ვის პერ­ს­პექ­ტი­ვის შეც­ვ­ლით თხრო­ბის ნი­მუ­შია კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბა „პერ­სო­ნა­ჟის დღი­უ­რი“. ერთ-ერ­თი ასე­თი და­ვა­ლე­ბის პი­რო­ბის შე­სა­ბა­მი­სად, მოს­წავ­ლე­ებს უნ­და და­ე­წე­რათ ილია ჭავ­ჭა­ვა­ძის მოთხ­რო­ბის „კა­ცია-ადა­მი­ა­ნი?!“ მთა­ვა­რი პერ­სო­ნა­ჟის, ლუ­არ­საბ თათ­ქა­რი­ძის, დღი­უ­რი. ცხა­დია, მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის ამო­სა­ვალს თა­ვად მოთხ­რო­ბის ტექ­ს­ტი წარ­მო­ად­გენ­და, მაგ­რამ მათ სა­კუ­თა­რი წარ­მო­სახ­ვაც უნ­და მო­ეშ­ვე­ლი­ე­ბი­ნათ. თუ­კი აღ­ნიშ­ნუ­ლი და­ვა­ლე­ბის მი­ზა­ნი მხო­ლოდ მოთხ­რო­ბის ში­ნა­არ­სის და­მახ­სოვ­რე­ბა, დღი­უ­რის ჟან­რის თა­ვი­სე­ბუ­რე­ბა­თა დას­წავ­ლა და პრაქ­ტი­კუ­ლი გა­მო­ყე­ნე­ბა იქ­ნე­ბო­და, მა­შინ ვიტყო­დით, რომ მო­ცე­მუ­ლი და­ვა­ლე­ბა სა­ხა­ლი­სო, სა­ინ­ტე­რე­სო და ეფექ­ტუ­რი გა­მოდ­გა. თუმ­ცა ასე არ აღ­მოჩ­ნ­და, რად­გან მოს­წავ­ლე­თა უმ­რავ­ლე­სო­ბა ვერ ჩას­წ­ვ­და ნა­წარ­მო­ე­ბის ავ­ტო­რის მი­ზან­და­სა­ხუ­ლო­ბას. მათ ან­ტიგ­მი­რის მი­მართ თა­ნაგ­რ­ძ­ნო­ბა გა­უჩ­ნ­დათ და მის გა­მარ­თ­ლე­ბას შე­ე­ცად­ნენ მა­შინ, რო­დე­საც ავ­ტო­რი მკაც­რი ირო­ნი­ით კიცხავს თათ­ქა­რი­ძე­თა ათას­გ­ვარ მან­კი­ე­რე­ბას. სიტყ­ვას აღარ გა­ვაგ­რ­ძე­ლებ იმის თა­ო­ბა­ზე, რომ პერ­სო­ნა­ჟე­ბის შებ­რა­ლე­ბის სა­ფუძ­ველს ნა­წარ­მო­ე­ბი ნამ­დ­ვი­ლად არ იძ­ლე­ვა და რომ მა­თი ცხოვ­რე­ბის ყვე­ლა­ზე უფ­რო ტრა­გი­კულ მო­მენ­ტ­შიც კი (და­რე­ჯა­ნის გარ­დაც­ვა­ლე­ბა, ლუ­არ­სა­ბის დაქ­ვ­რი­ვე­ბა) ავ­ტო­რის მკაც­რი ირო­ნი­უ­ლი ტო­ნი ოდ­ნა­ვა­დაც არ რბილ­დე­ბა.

ანა­ლო­გი­უ­რი პრობ­ლე­მის წი­ნა­შე აღ­მოჩ­ნ­და მას­წავ­ლე­ბე­ლიც, რო­მელ­მაც მოს­წავ­ლე­ებს „ვეფხის­ტყა­ოს­ნის“ მე­ო­რე­ხა­რის­ხო­ვა­ნი პერ­სო­ნა­ჟის, და­ვა­რის, დღი­უ­რის და­წე­რა და­ა­ვა­ლა. მოს­წავ­ლე­თა ნაშ­რო­მე­ბის მი­ხედ­ვით, და­ვა­რი სუსტ, უნუ­გე­შო და საბ­რა­ლო ქა­ლად წარ­მოჩ­ნ­და, ხო­ლო ნეს­ტა­ნი — უმა­დურ ძმის­შ­ვი­ლად. პერ­სო­ნა­ჟის ამ­გ­ვა­რად და­ნახ­ვას, ცხა­დია, ნა­წარ­მო­ე­ბის არც ერ­თი ეპი­ზო­დი არ უჭერს მხარს. მარ­თა­ლია, მოს­წავ­ლე­ე­ბი შე­მოქ­მე­დე­ბი­თად მი­უდ­გ­ნენ და­ვა­ლე­ბას, მაგ­რამ მა­თი ნაშ­რო­მე­ბი მოკ­ლე­ბუ­ლი იყო შე­მეც­ნე­ბით ღი­რე­ბუ­ლე­ბას, ტექ­ს­ტ­ზე დამ­ყა­რე­ბულ ობი­ექ­ტურ მსჯე­ლო­ბას.

უსა­ფუძ­ვ­ლო ემ­პა­თია გა­მო­იწ­ვია მოს­წავ­ლე­ებ­ში „ვეფხის­ტყ­სა­ოს­ნის“ კი­დევ ერ­თი მე­ო­რე­ხა­რის­ხო­ვა­ნი პერ­სო­ნა­ჟის, ხვა­რაზ­მე­ლი სა­სი­ძოს, მშობ­ლებ­თან ინ­ტერ­ვი­უ­მაც. მოს­წავ­ლე­ებს ევა­ლე­ბო­დათ, წარ­მო­ე­სა­ხათ ხვა­რაზ­მე­ლი უფ­ლის­წუ­ლის მშობ­ლე­ბი და ჩა­ე­წე­რათ მათ­თან ინ­ტერ­ვიუ, შვი­ლის მკვლე­ლო­ბის შე­სა­ხებ. შე­დე­გად, მათ­მა უმ­რავ­ლე­სო­ბამ ტა­რი­ე­ლი დამ­ნა­შა­ვედ მი­იჩ­ნია, ხო­ლო ნეს­ტა­ნის და­კარ­გ­ვა — ღვთის სას­ჯე­ლად. სპე­ცი­ა­ლურ ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში არა­ერ­თ­გ­ზი­საა შე­ნიშ­ნუ­ლი, რომ პო­ე­მის მო­ცე­მუ­ლი პა­სა­ჟის ამ­გ­ვა­რი წა­კითხ­ვა დი­დი შეც­დო­მაა და რომ ხვა­რაზ­მე­ლი სა­სი­ძოს მოკ­ვ­ლის გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა რუს­თა­ვე­ლის, რო­გორც თა­ვი­სი ეპო­ქი­სათ­ვის ახ­ლე­ბუ­რად მო­აზ­როვ­ნე შე­მოქ­მე­დის, მსოფ­ლ­მ­ხედ­ვე­ლო­ბის გა­სა­ღე­ბია. შე­უ­სა­ბა­მოდ შე­მო­თა­ვა­ზე­ბულ­მა კომ­პ­ლექ­სურ­მა და­ვა­ლე­ბამ იმ შე­დე­გამ­დე მიგ­ვიყ­ვა­ნა, რომ მოს­წავ­ლე­ე­ბი სრუ­ლი­ად ააც­დი­ნა პო­ე­მის მო­ცე­მუ­ლი მო­ნაკ­ვე­თის მთა­ვარ სათ­ქ­მელს და მა­თი ყუ­რადღე­ბა ყოვ­ლად უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­სა­კენ მი­მარ­თა.

მე­სა­მე თა­ო­ბის ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მის მი­ხედ­ვით, მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია მოს­წავ­ლეს შე­ეძ­ლოს გავ­ლი­ლი ნა­წარ­მო­ე­ბის თა­ნა­მედ­რო­ვე­ო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბა, რაც ლი­ტე­რა­ტუ­რის სწავ­ლე­ბის ის­ტო­რი­ა­ში სი­ახ­ლეს ნამ­დ­ვი­ლად არ წარ­მო­ად­გენს. სა­ინ­ტე­რე­სოა, რა გზას გვთა­ვა­ზობს შეს­წავ­ლი­ლი მა­სა­ლის თა­ნა­მედ­რო­ვე­ო­ბას­თან და­სა­კავ­ში­რებ­ლად კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბა. „ისე­თი და­ვა­ლე­ბე­ბი ეძ­ლე­ვა მოს­წავ­ლეს, რომ­ლე­ბიც თა­ნა­მედ­რო­ვე­ო­ბას­თან კავ­შირ­შია. მა­გა­ლი­თის­თ­ვის ავი­ღოთ ისე­თი ნა­წარ­მო­ე­ბი, რო­გო­რი­ცაა „ვეფხის­ტყა­ო­სა­ნი“ — რო­გორ გა­ა­შუ­ქებ­და თა­ნა­მედ­რო­ვე ჟურ­ნა­ლის­ტი, ვთქვათ, ჭაშ­ნა­გი­რის მოკ­ვ­ლის ეპი­ზოდს, რო­გორ სტა­ტი­ას და­წერ­და ის გა­ზე­თის­თ­ვის, ან რო­გორ რე­პორ­ტაჟს მო­ამ­ზა­დებ­და ტე­ლე­ვი­ზი­ის­თ­ვის. რა­ზე გა­ა­კე­თებ­და აქ­ცენტს — წერს გა­ზეთ „ბა­თუ­მე­ლებ­თან“ ინ­ტერ­ვი­უ­ში „ახა­ლი სკო­ლის მო­დე­ლის“ ერთ-ერ­თი ექ­ს­პერ­ტი. ამ ტი­პის და­ვა­ლე­ბა ნამ­დ­ვი­ლად და­ეხ­მა­რე­ბა მოს­წავ­ლეს ლი­ტე­რა­ტუ­რის ჟან­რებს შო­რის მსგავ­სე­ბა-გან­ს­ხ­ვა­ვე­ბე­ბის გან­საზღ­ვ­რა­ში, ნაც­ნო­ბი ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­მო­ყე­ნე­ბით ახა­ლი პრო­დუქ­ტის შექ­მ­ნა­ში (რაც არის კი­დეც საგ­ნობ­რი­ვი სტან­დარ­ტით გან­საზღ­ვ­რუ­ლი შე­დე­გი), მაგ­რამ ბუნ­დო­ვა­ნია, რას გვაძ­ლევს ეს ყო­ვე­ლი­ვე სა­კუთ­რივ „ვეფხის­ტყა­ოს­ნის“ შეს­წავ­ლი­სა და ავ­ტო­რის მი­ზან­და­სა­ხუ­ლო­ბის წვდო­მი­სათ­ვის.

ცნო­ბი­ლი ფაქ­ტია, რომ ნე­ბის­მი­ერ სი­ახ­ლეს (გან­სა­კუთ­რე­ბით კი გა­ნათ­ლე­ბა­ში) სა­ზო­გა­დო­ე­ბის დი­დი ნა­წი­ლი სკეპ­ტი­კუ­რად უყუ­რებს. გა­მო­ნაკ­ლი­სი არც კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბაა. ჩვენ გვსურს, ვი­ყოთ ობი­ექ­ტუ­რე­ბი და გა­მოვ­კ­ვე­თოთ სწავ­ლა-სწავ­ლე­ბის სფე­რო­ში და­ნერ­გილ სი­ახ­ლე­თა სარ­გე­ბე­ლი­ცა და ხარ­ვე­ზე­ბიც. შორს ვართ იმ აზ­რი­სა­გან, რომ კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბე­ბით მუ­შა­ო­ბამ ვერ გა­ა­მარ­თ­ლა, მაგ­რამ არც იმას ვფიქ­რობთ, რომ ეს პა­ნა­ცეაა. მი­სა­სალ­მე­ბე­ლია, რო­დე­საც და­უ­ღა­ლა­ვად ვცდი­ლობთ, მოს­წავ­ლე­ებ­ში შე­მოქ­მე­დე­ბი­თი უნა­რი გა­ვაღ­ვი­ვოთ, თუმ­ცა, რო­გორც დი­დი მწე­რა­ლი, კონ­ს­ტან­ტი­ნე გამ­სა­ხურ­დია, ამ­ბობს: „არა­სო­დეს არა­ვინ გამ­ხ­და­რა ოს­ტა­ტი, ვინც კარ­გი შე­გირ­დი არ ყო­ფი­ლა“. იმი­სათ­ვის, რომ მოს­წავ­ლის მი­ერ შეს­რუ­ლე­ბუ­ლი კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბა ნამ­დ­ვი­ლად იყოს შე­მოქ­მე­დე­ბი­თი და შე­მეც­ნე­ბი­თი ღი­რე­ბუ­ლე­ბი­სა, სა­სურ­ვე­ლია, მე­ტი დრო მივ­ცეთ მათ „შე­გირ­დო­ბი­სათ­ვის“.

შეს­წავ­ლი­ლი ცოდ­ნის პრაქ­ტი­კუ­ლი გა­მო­ყე­ნე­ბა ყო­ველ­თ­ვის იყო და იქ­ნე­ბა სწავ­ლა-სწავ­ლე­ბის პრო­ცე­სის წარ­მა­ტე­ბის უმ­თავ­რე­სი გან­მ­საზღ­ვ­რე­ლი. ეს ფაქ­ტი სი­ახ­ლეს ნამ­დ­ვი­ლად არ წარ­მო­ად­გენს. ჯერ კი­დევ შო­თა რუს­თა­ვე­ლი გვას­წავ­ლი­და, რომ „არას გარ­გებს სწავ­ლუ­ლე­ბა, თუ არა იქმ ბრძენ­თა თქმულ­სა“. ვფიქ­რობთ, არ უნ­და დაგ­ვა­ვიწყ­დეს, რომ გა­ნათ­ლე­ბის შე­ძე­ნას (გან­სა­კუთ­რე­ბით კი ლი­ტე­რა­ტუ­რის შეს­წავ­ლას) აქვს რო­გორც პრაგ­მა­ტუ­ლი, ისე ზნე­ობ­რი­ვი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა. ლი­ტე­რა­ტუ­რის გაკ­ვე­თილ­ზე მი­ღე­ბუ­ლი ცოდ­ნა მოს­წავ­ლეს მხო­ლოდ წმინ­დად პრაქ­ტი­კუ­ლი მიზ­ნით კი არ სჭირ­დე­ბა, არა­მედ სუ­ლი­ე­რი თვალ­საზ­რი­სი­თაც. მხო­ლოდ ამის გაც­ნო­ბი­ე­რე­ბა შეგ­ვაძ­ლე­ბი­ნებს, გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლოთ ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის ეროვ­ნუ­ლი მიზ­ნე­ბი და აღ­ვ­ზარ­დოთ პატ­რი­ო­ტი, და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი, შე­მოქ­მე­დე­ბი­თი, ბუ­ნებ­რი­ვი გა­რე­მოს დამ­ც­ვე­ლი, კა­ნონ­მორ­ჩი­ლი და ტო­ლე­რან­ტი ადა­მი­ა­ნი. „ცოდ­ნა, სწავ­ლა-გა­ნათ­ლე­ბა და­უშ­რე­ტე­ლი წყა­როა, რო­გორც კა­ცად მყო­ფო­ბი­სათ­ვის, ისეც თა­ვის სარ­ჩე­ნად, ქო­ნე­ბი­სა და სარ­ჩოს მო­სა­პო­ვებ­ლად“ — წერ­და ილია. „კა­ცად მყო­ფო­ბა“ ნამ­დ­ვი­ლად ზნე­ობ­რი­ვი კა­ტე­გო­რიაა და სა­ა­მი­სოდ შე­ძე­ნილ ცოდ­ნას მოს­წავ­ლე მხო­ლოდ თა­ვი­სი ცხოვ­რე­ბის წე­სით გა­მო­ავ­ლენს.

რე­სურ­სე­ბი ინ­ტერ­ნეტ­ში:

რას ნიშნავს მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმა – რა იცვლება სწავლებაში

https://mes.gov.ge/content.php?id=12725&lang=geo&fbclid=IwAR2tr2n90rdSNrZmoFykgvwC4MWukovlOTL_9ufCDCPlscnzDJtW3VZ3CFs

 

ირ­მა გრი­გა­ლაშ­ვი­ლი – ფი­ლო­ლო­გი, თბი­ლი­სის №214 სა­ჯა­რო სკო­ლის ქარ­თუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის მას­წავ­ლე­ბე­ლი, თბი­ლი­სის სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის დოქ­ტო­რან­ტი

 

 

არდადეგები

არდადეგები – თავისუფლებისა და დასვენების დღეების ხიბლი

ინა იმედაშვილი იუჯის სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ათეულთა...

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები