26 აპრილი, პარასკევი, 2024

ცნე­ბე­ბის გათ­ვალ­სა­ჩი­ნო­ე­ბა დაწყე­ბით კლა­სებ­ში მა­თე­მა­ტი­კის სწავ­ლე­ბის ერთ-ერ­თი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი პრინ­ცი­პი

spot_img
რუბ­რი­კა­ში „გა­ი­ზი­ა­რე გა­მოც­დი­ლე­ბა“ გთავა­ზობთ USAID-ის სა­ბა­ზი­სო გა­ნათ­ლე­ბის პროგ­რა­მის „მას­წავ­ლე­ბელ­თა აღი­ა­რე­ბის რე­გი­ო­ნულ კონ­კურ­ს­ში“ გა­მარ­ჯ­ვე­ბუ­ლი მას­წავ­ლებ­ლის, და­ლი პა­პუ­აშ­ვი­ლის სა­უ­კე­თე­სო პრაქ­ტი­კას.
კონ­კურ­სი სამ რე­გი­ონ­ში – ში­და ქარ­თ­ლი, იმე­რე­თი და კა­ხე­თი – გუ­და­ვა­ძე-პა­ტარ­კა­ციშ­ვი­ლის ფონ­დის მხარ­და­ჭე­რით გან­ხორ­ცი­ელ­და. მი­სი მი­ზა­ნი იყო დაწყე­ბი­თი გა­ნათ­ლე­ბის მნიშ­ვ­ნე­ლო­ბის გაც­ნო­ბი­ე­რე­ბა და სა­უ­კე­თე­სო მას­წავ­ლებ­ლე­ბის პრაქ­ტი­კის წარ­მო­ჩე­ნა.
გო­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ახალ­და­ბის სა­ჯა­რო სკო­ლის დაწყე­ბი­თი კლა­სე­ბის მას­წავ­ლე­ბე­ლი და­ლი პა­პუ­აშ­ვი­ლი მი­იჩ­ნევს, რომ მა­თე­მა­ტი­კის სწავ­ლე­ბის პრო­ცეს­ში, ფაქ­ტობ­რი­ვი ცოდ­ნის გა­და­ცე­მას­თან ერ­თად, ყუ­რადღე­ბა უნ­და მი­ექ­ცეს ამ ცოდ­ნის გა­მო­ყე­ნე­ბას ცხოვ­რე­ბა­ში და მის კავ­შირს რე­ა­ლურ სამ­ყა­როს­თან, რის სა­უ­კე­თე­სო სა­შუ­ა­ლე­ბა­საც იძ­ლე­ვა კომ­პ­ლ­ექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბა.

„მას­წავ­ლე­ბელ­თა აღი­ა­რე­ბის რე­გი­ო­ნულ კონ­კურ­ს­ში“ გა­მარ­ჯ­ვე­ბუ­ლი მას­წავ­ლე­ბე­ლი გვი­ზი­ა­რებს სა­კუ­თარ გა­მოც­დი­ლე­ბას დის­ტან­ცი­უ­რი სწავ­ლე­ბი­სას მე-4 კლას­ში ჩა­ტა­რე­ბულ კომ­პ­ლექ­სურ და­ვა­ლე­ბას­თან და­კა­ში­რე­ბით.

 

♦♦♦

„მა­თე­მა­ტი­კის ცოდ­ნა ნიშ­ნავს მა­თე­მა­ტი­კუ­რი ცნე­ბე­ბი­სა და პრო­ცე­დუ­რე­ბის ფლო­ბას, მა­თი გა­მო­ყე­ნე­ბის უნარს რე­ა­ლუ­რი პრობ­ლე­მე­ბის გა­დაჭ­რი­სას; აგ­რეთ­ვე კო­მუ­ნი­კა­ცი­ის იმ სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის ფლო­ბას, რომ­ლე­ბიც სა­ჭი­როა ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­სა­ღე­ბად და გა­და­სა­ცე­მად მა­თე­მა­ტი­კუ­რი ენი­სა და სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით“ (ესგ).

ეს კი იმას ნიშ­ნავს, რომ მა­თე­მა­ტი­კის სწავ­ლე­ბის პრო­ცეს­ში, ფაქ­ტობ­რი­ვი ცოდ­ნის გა­და­ცე­მას­თან ერ­თად, ყუ­რადღე­ბა უნ­და მი­ექ­ცეს ამ ცოდ­ნის გა­მო­ყე­ნე­ბას ცხოვ­რე­ბა­ში და კავ­შირს რე­ა­ლურ სამ­ყა­როს­თან.

დაწყე­ბით კლა­სებ­ში მა­თე­მა­ტი­კის სწავ­ლე­ბის ერთ-ერ­თი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი პრინ­ცი­პია ცნე­ბე­ბის გათ­ვალ­სა­ჩი­ნო­ე­ბა, რად­გან ამ ასაკ­ში აღ­ქ­მის ძი­რი­თა­დი წყა­რო ვი­ზუ­ა­ლუ­რი გა­რე­მოა.

იმი­სათ­ვის, რომ სწავ­ლე­ბის პრო­ცე­სი სა­ინ­ტე­რე­სო და ნა­ყო­ფი­ე­რი იყოს, აუცი­ლე­ბე­ლია მოს­წავ­ლის და­ინ­ტე­რე­სე­ბა, მო­ტი­ვი­რე­ბა, მი­სი ში­ნა­გა­ნი ძა­ლე­ბის აქ­ტი­ვა­ცია, გან­წყო­ბის შექ­მ­ნა.

გა­გი­ზი­ა­რებთ ჩემს გა­მოც­დი­ლე­ბას.

დრო აბ­ს­ტ­რაქ­ტუ­ლი ცნე­ბაა და, რა თქმა უნ­და, ბავ­შ­ვებს უჭირთ მი­სი გან­საზღ­ვ­რა. მათ­თ­ვის კი­დევ უფ­რო რთუ­ლი და­ვა­ლე­ბაა დრო­ის ერ­თე­უ­ლე­ბის ერ­თ­მა­ნეთ­თან აბ­ს­ტ­რაქ­ტუ­ლად და­კავ­ში­რე­ბა, სხვა­დას­ხ­ვა ტი­პის სა­ათ­ზე დრო­ის და­სა­ხე­ლე­ბა, დრო­ის ერ­თე­უ­ლე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა­ზე ამო­ცა­ნე­ბის ამოხ­ს­ნა. ამი­ტომ, ამ შემ­თხ­ვე­ვა­შიც, დრო და დრო­ის სა­ზო­მი ერ­თე­უ­ლე­ბი ბავ­შ­ვის პი­რად გა­მოც­დი­ლე­ბას უნ­და და­ვუ­კავ­ში­როთ, რა­თა მოს­წავ­ლე გა­ეც­ნოს დრო­ის ერ­თე­უ­ლებს და შეძ­ლოს მა­თი გა­მო­ყე­ნე­ბა რე­ა­ლურ ვი­თა­რე­ბა­ში.

სა­სურ­ვე­ლია, თე­მის შეს­წავ­ლი­სას, გა­მო­ვი­ყე­ნოთ ის­რე­ბი­ა­ნი სა­ა­თის მო­დე­ლე­ბი და ციფ­რულ-ელექ­ტ­რო­ნუ­ლი სა­ა­თი. რად­გან შექ­მ­ნი­ლი პან­დე­მი­უ­რი სი­ტუ­ა­ცი­ი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, თე­მის შეს­წავ­ლის დროს, დის­ტან­ცი­ურ რე­ჟიმ­ში ვსწავ­ლობ­დით, სწავ­ლე­ბის პრო­ცეს­ში ელექ­ტ­რო­ნუ­ლი ფორ­მით შე­სას­რუ­ლე­ბე­ლი აქ­ტი­ვო­ბე­ბი გა­მო­ვი­ყე­ნე. თუმ­ცა, აღ­ნიშ­ნუ­ლი აქ­ტი­ვო­ბე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა საკ­ლა­სო სივ­რ­ცე­ში სწავ­ლე­ბი­სა­საც შე­საძ­ლე­ბე­ლია.

თე­მა: „დრო­ის სა­ზო­მი ერ­თე­უ­ლე­ბი“ – „სა­ა­თი“

სა­მიზ­ნე ცნე­ბა: რიცხ­ვი­თი სიმ­რავ­ლე­ე­ბი

მკვიდ­რი წარ­მოდ­გე­ნე­ბი:

♦ სა­გან­თა ყვე­ლა კონ­კ­რე­ტულ რა­ო­დე­ნო­ბას შე­ე­სა­ბა­მე­ბა კონ­კ­რე­ტუ­ლი რიცხ­ვი;

♦ გან­ს­ხ­ვა­ვე­ბულ რიცხ­ვებს აქვთ გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი სა­ხე­ლე­ბი და გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი აღ­ნიშ­ვ­ნე­ბი;

♦ ორი სხვა­დას­ხ­ვა რიცხ­ვი­დან ერ­თ-ერ­თი აუცი­ლებ­ლად მე­ტია მე­ო­რე­ზე.

მთა­ვა­რი სა­კითხე­ბი, ქვე­სა­კითხე­ბი, საგ­ნობ­რი­ვი ცნე­ბე­ბი, ქვეც­ნე­ბე­ბი:

დრო­ის ერ­თე­უ­ლე­ბი: სა­ა­თე­ბი და წუ­თე­ბი, სა­ა­თის ნა­ხე­ვა­რი/მე­ოთხე­დი, საწყი­სი წარ­მოდ­გე­ნე­ბი სა­ა­თის 12-სა­ა­თი­ა­ნი ფორ­მა­ტის შე­სა­ხებ; ის­რე­ბი­ა­ნი სა­ა­თი და ციფ­რუ­ლი ელექ­ტ­რო­სა­ა­თი.

შე­სას­წავ­ლი სა­კითხი და­ვა­კავ­ში­რე ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მის სტან­დარ­ტებ­სა და შე­დე­გებ­თან.

ჩა­მო­ვა­ყა­ლი­ბე საკ­ვან­ძო კითხ­ვე­ბი:

♦ რა მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა აქვს ადა­მი­ა­ნი­სათ­ვის დრო­ის გან­საზღ­ვ­რას?

♦ რა ხელ­საწყო­თი შეგ­ვიძ­ლია გან­ვ­საზღ­ვ­როთ დრო?

♦ შეგ­ვიძ­ლია თუ არა სა­ა­თის მო­დე­ლის შექ­მ­ნა?

ჩა­მო­ვა­ყა­ლი­ბე კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბა: „თქვენ­თ­ვის სა­სურ­ვე­ლი მა­სა­ლე­ბის გამო­ყე­ნე­ბით შექ­მე­ნით ის­რე­ბი­ა­ნი სა­ა­თი­სა და ციფ­რუ­ლი ელექ­ტ­რო­სა­ა­თის მო­დე­ლი“.

პრაქ­ტი­კუ­ლი რჩე­ვე­ბი კომ­პ­ლექ­სურ და­ვა­ლე­ბა­ზე მუ­შა­ო­ბის­თ­ვის:

♦ დი­დი ისა­რი წუ­თე­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლია, პა­ტა­რა ისა­რი – სა­ა­თე­ბის;

♦ ის­რე­ბი ისე უნ­და და­ა­მაგ­როთ ცი­ფერ­ბ­ლატ­ზე, რომ თქვე­ნი დახ­მა­რე­ბით მოძ­რა­ობ­დ­ნენ;

♦ ცი­ფერ­ბ­ლა­ტი 60 ტოლ ნა­წი­ლა­დაა და­ყო­ფი­ლი;

♦ ცი­ფერ­ბ­ლატ­ზე უნ­და გა­მო­სა­ხოთ სა­ა­თე­ბი­სა და წუ­თე­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი რიცხ­ვე­ბი;

♦ ციფ­რუ­ლი ელექ­ტ­რო­სა­ა­თის დამ­ზა­დე­ბი­სას სა­ა­თე­ბის მაჩ­ვე­ნე­ბელ ად­გილ­ზე და­წე­რეთ რიცხ­ვე­ბი 01-დან 24-მდე, ხო­ლო 24-ის ნაც­ვ­ლად, და­წე­რეთ 00.

პრე­ზენ­ტა­ცი­ის დროს ყუ­რადღე­ბა უნ­და გა­ა­მახ­ვი­ლონ:

♦ რა მა­სა­ლა შე­არ­ჩია და რა­ტომ?

♦ რო­გორ გა­მო­სა­ხა სა­ა­თე­ბი­სა და წუ­თე­ბის აღ­მ­ნიშ­ვ­ნე­ლი რიცხ­ვე­ბი რო­გორც ის­რე­ბი­ან, ასე­ვე ელექ­ტ­რო­სა­ათ­ზე.

უპა­სუ­ხონ კითხ­ვებს:

♦ რა მო­გე­წო­ნა და­ვა­ლე­ბის შეს­რუ­ლე­ბი­სას?

♦ რა გა­გიძ­ნელ­და?

♦ რა მოგ­ცა ახა­ლი ამ და­ვა­ლე­ბის შეს­რუ­ლე­ბამ?

♦ თა­ვი­დან რომ აკე­თებ­დე ამ და­ვა­ლე­ბას, რას შეც­ვ­ლი­დი?

კომ­პლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბის შეს­რუ­ლე­ბამ­დე მოს­წავ­ლე­ებს უნ­და სცოდ­ნო­დათ:

♦ მე­ქა­ნი­კუ­რი სა­ა­თის ცი­ფერ­ბ­ლატ­ზე სა­ა­თის მაჩ­ვე­ნე­ბელ ყო­ველ ორ რიცხვს შო­რის 5 და­ნა­ყო­ფია და თი­თო და­ნა­ყო­ფი 1 წუთს წარ­მო­ად­გენს;

♦ თუ სა­ათ­ზე წუ­თე­ბის ისა­რი აჩ­ვე­ნებს 35წთ-ს, 40წთ-ს, 45წთ-ს, 50წთ-ს, 55წთ-ს, ვამ­ბობთ აკ­ლია 25წთ, 20წთ, 15წთ…;

♦ რო­გორ გა­მო­ი­სა­ხე­ბა სა­ათ­ზე დღი­სა და ღა­მის სა­ა­თე­ბი.

სა­ნამ მოს­წავ­ლე­ებს და­ვა­ლე­ბას მივ­ცემ­დი, ონ­ლა­ინ ვე­სა­უბ­რე მშობ­ლებს, ვთხო­ვე, ყუ­რადღე­ბა მი­ექ­ცი­ათ შვი­ლე­ბის მუ­შა­ო­ბის­თ­ვის. შემ­დეგ, პირ­ველ ეტაპ­ზე, მოს­წავ­ლე­ებს კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბის პი­რო­ბა გა­ვა­ცა­ნი და ავუხ­სე­ნი, რომ ამ და­ვა­ლე­ბის შე­სას­რუ­ლებ­ლად სა­ჭი­როა გარ­კ­ვე­უ­ლი ცოდ­ნის დაგ­რო­ვე­ბა სა­ა­თი­სა და დრო­ის სა­ზო­მი ერ­თე­უ­ლე­ბის შე­სა­ხებ. ამ მიდ­გო­მამ გა­ზარ­და მოს­წავ­ლე­თა ინ­ტე­რე­სი აღ­ნიშ­ნუ­ლი სა­კითხი­სად­მი.

მოს­წავ­ლე­ებს მი­ვუ­თი­თე ვებ­გ­ვ­ერ­დე­ბი, რო­მე­ლიც და­ეხ­მა­რე­ბო­დათ და­ვა­ლე­ბის შეს­რუ­ლე­ბა­ში. და­ვა­ლე­ბის შე­სას­რუ­ლებ­ლად ერ­თი კვი­რა მი­ვე­ცი. მათ უკ­ვე იცოდ­ნენ, რომ ერ­თი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში, სა­გაკ­ვე­თი­ლო პრო­ცეს­ში, შე­ის­წავ­ლიდ­ნენ ყვე­ლა იმ სა­კითხს, რომ­ლის ცოდ­ნა სა­ჭი­რო იყო კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბის შე­სას­რუ­ლებ­ლად.

დავ­გეგ­მე აქ­ტი­ვო­ბე­ბი, რო­მე­ლიც შე­დეგ­ზე გა­მიყ­ვან­და, მა­თი გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის შემ­დეგ მოს­წავ­ლე­ებს უნ­და შეს­ძ­ლე­ბო­დათ: სა­ა­თის ამოც­ნო­ბა რო­გორც ის­რე­ბი­ან, ასე­ვე ელექ­ტ­რო­სა­ათ­ზე; დრო­ის სა­ზომ ერ­თე­უ­ლებ­ზე მოქ­მე­დე­ბე­ბის შეს­რუ­ლე­ბა; დრო­ის ერ­თი სა­ზო­მი ერ­თე­უ­ლის სხვა ერ­თე­ულ­ში გა­დაყ­ვა­ნა, დრო­ის სა­ზომ ერ­თე­უ­ლებ­ზე მარ­ტი­ვი ამო­ცა­ნე­ბის ამოხ­ს­ნა.

რად­გან ამ დროს სწავ­ლა ონ­ლა­ინ რე­ჟიმ­ში მიმ­დი­ნა­რე­ობ­და, აქ­ტი­ვო­ბე­ბი ისე შე­ვარ­ჩიე, რომ მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის შე­სას­წავ­ლი მა­სა­ლა ად­ვი­ლად გა­სა­გე­ბი ყო­ფი­ლი­ყო.

თე­მა გა­ვა­ცა­ნი პრე­ზენ­ტა­ცი­ით:

 

ასე­ვე, და­ვა­ლე­ბებს ვუგ­ზავ­ნი­დი ონ­ლა­ინ და ისი­ნი ას­რუ­ლებ­დ­ნენ რო­გორც სა­ში­ნაო და­ვა­ლე­ბის რვე­უ­ლებ­ში, ასე­ვე word-სა და powerpoint-ის ფორ­მატ­ში.

და­ვა­ლე­ბა: ყუ­რადღე­ბით წა­ი­კითხე კითხ­ვე­ბი და რვე­ულ­ში ჩა­წე­რე მა­თი პა­სუ­ხე­ბი:

ა) რამ­დე­ნი თვეა წე­ლი­წად­ში?

ბ) რამ­დე­ნი დღეა თვე­ში?

გ) რამ­დე­ნი სა­ა­თის­გან შედ­გე­ბა დღე-ღა­მე?

დ) რამ­დე­ნი წუ­თია სა­ათ­ში?

და­ვა­ლე­ბა: რა დრო იქ­ნე­ბა, თუ სა­ა­თის ის­რებს გა­და­წევ:

ა) 3სთ-ით და 30წთ-ით უკან?

ბ) 40წთ-ით წინ?

გ) 2სთ-ით და 12წთ-ით უკან?

დ) 1სთ-ით და 10წთ-ით წინ?

და­ვა­ლე­ბა: რო­გორ შეგ­ვიძ­ლია სხვაგ­ვა­რად ვთქვათ, რა დროა ახ­ლა?

ა) 14სთ; 21სთ;

13სთ და 45წთ;

17სთ და 35წთ;

ბ) სამს აკ­ლია ოცი წუ­თი;

ორის ნა­ხე­ვა­რია;

ხუ­თის ათი წუ­თია.

და­ვა­ლე­ბა: შეკ­რი­ბე – სა­ათს სა­ა­თი უნ­და მი­უ­მა­ტო და წუთს – წუ­თი. არ და­გა­ვიწყ­დეს: 60 წუ­თი უკ­ვე 1 სა­ა­თია.

3სთ 35წთ + 1სთ 43წთ=

4სთ 65წთ + 1სთ 20წთ=

და­ვა­ლე­ბა: ის­რე­ბი­ა­ნი სა­ა­თე­ბის ქვეშ მო­ა­თავ­სე ელექ­ტ­რო­სა­ა­თი, რო­მე­ლიც იმავე დროს აჩ­ვე­ნებს

და­ვა­ლე­ბა: სა­ა­თებს შე­უ­სა­ბა­მე რო­მე­ლი სა­ა­თიც არის

ასე­ვე ონ­ლა­ინ ვთა­მა­შობ­დით სა­ხა­ლი­სო თა­მაშს „გა­ას­წო­რე მაღ­ვი­ძა­რა“ http://kids.ge/media/fix-clock-hands-?fbclid=­Iw­AR­2mmM2jR_gX1olhUzyaPvwLdQy8-NSdwqp­3k8IS­Jjsw­Dhvg­Yliye04oivg. მოს­წავ­ლე­ე­ბი სას­წავ­ლო პრო­ცეს­ში აქ­ტი­უ­რად იყ­ვ­ნენ ჩარ­თუ­ლი. პა­რა­ლე­ლუ­რად, მო­ნი­ტო­რინგს ვუ­წევ­დი კომ­პ­ლექ­სურ და­ვა­ლე­ბა­ზე  მა­თი მუ­შა­ო­ბის პრო­ცესს.

კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბის პრე­ზენ­ტა­ცია, საკ­ლა­სო სივ­რ­ცე­ში მოგ­ვი­წია. ყვე­ლა მოს­წავ­ლემ შე­ას­რუ­ლა და­ვა­ლე­ბა, თა­ვი­სი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის შე­სა­ბა­მი­სად. უმე­ტე­სო­ბამ გა­მო­ი­ყე­ნა მუ­ყაო, ფე­რა­დი ფურ­ც­ლე­ბი, რამ­დე­ნი­მემ – ერ­თ­ჯე­რა­დი თეფ­შე­ბი, ერ­თ­მა მოს­წავ­ლემ კი და­ხა­ტა სა­ა­თი. მათ დი­დი ხა­ლი­სით წა­რად­გი­ნეს ნა­მუ­შევ­რე­ბი კლა­სის წი­ნა­შე. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ მოს­წავ­ლე­ე­ბი კმა­ყო­ფი­ლე­ბი დარ­ჩ­ნენ სა­კუ­თა­რი ნა­მუ­შევ­რით.

პრე­ზენ­ტა­ცი­ის შემ­დეგ, ცოდ­ნის შე­ჯა­მე­ბის მიზ­ნით, ჩა­ვა­ტა­რე მა­თე­მა­ტი­კუ­რი კარ­ნა­ხი. ვა­სა­ხე­ლებ­დი დროს, მოს­წავ­ლე­ე­ბი კი, თა­ვი­ან­თი სა­ა­თის მო­დელ­ზე, აჩ­ვე­ნებ­დ­ნენ და­სა­ხე­ლე­ბულ დროს.

აღ­ნიშ­ნულ­მა კომ­პ­ლექ­სურ­მა და­ვა­ლე­ბამ გა­მიყ­ვა­ნა შე­დეგ­ზე. ყვე­ლა მოს­წავ­ლემ გა­მო­ავ­ლი­ნა თა­ვი­სი ცოდ­ნა, შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი და უნა­რე­ბი. შეძ­ლეს არით­მე­ტი­კუ­ლი მოქ­მე­დე­ბე­ბის შეს­რუ­ლე­ბა და ამოხ­ს­ნეს ამო­ცა­ნე­ბი დრო­ის ერ­თე­უ­ლებ­ზე, ამო­იც­ნეს დრო ის­რე­ბი­ან და ციფ­რულ ელექ­ტ­რო­სა­ათ­ზე. ამ ცოდ­ნას გა­მო­ი­ყე­ნე­ბენ ყო­ველ­დღი­ურ ცხოვ­რე­ბა­ში.

სა­ა­თის მო­დე­ლე­ბის პრე­ზენ­ტა­ცი­ი­სას თვალ­სა­ჩი­ნო იყო, რომ ყვე­ლა მოს­წავ­ლეს სა­კუ­თა­რი ხედ­ვა და მიდ­გო­მა აქვს, ყვე­ლა თა­ვი­სე­ბუ­რად მუ­შა­ობს და ამი­ტო­მა­ცაა ყვე­ლა უნი­კა­ლუ­რი, მა­თი ნა­მუ­შევ­რე­ბი კი – გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი. რო­დე­საც თი­თო­ე­უ­ლი მათ­გა­ნი წა­რად­გენ­და სა­კუ­თარ ნაშ­რომს, გან­ვ­ლილ გზა­ზეც გვი­ამ­ბობ­და და ხედ­ვა­საც გვი­ზი­ა­რებ­და.

აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ერ­თი შე­ხედ­ვით, არც ისე გა­მორ­ჩე­უ­ლი და­ვა­ლე­ბის მიღ­მა, შე­საძ­ლოა, მოს­წავ­ლის სა­ო­ცა­რი გა­მოც­დი­ლე­ბა და აღ­მო­ჩე­ნე­ბი იმა­ლე­ბო­დეს. ვე­თან­ხ­მე­ბი იმ აზრს, რომ კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბა შე­სა­ნიშ­ნა­ვი ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტია სწავ­ლა-სწავ­ლე­ბი­სას მა­თე­მა­ტი­კის სა­გან­ში.

მა­სა­ლა მომ­ზა­დე­ბუ­ლია USAID-ის სა­ბა­ზი­სო გა­ნათ­ლე­ბის პროგ­რა­მის ხელ­შეწყო­ბით

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები