26 აპრილი, პარასკევი, 2024

რეკომენდაციები სასკოლო კლუბის შესაქმნელად

spot_img

სასკოლო-საგანმანათლებლო ცხოვრებაში მნიშვნელოვანია საკლუბო მუშაობა. გთავაზობთ ზოგად მითითებებს მუსიკის კლუბის შექმნისა და ამოქმედებისთვის.

 მუსიკის სასკოლო კლუბი: მიუთითეთ სახელწოდება

სკოლის ოფიციალური სახელწოდება სკოლაში ჩამოყალიბდა კლუბი კლუბის სახელწოდება, რომლის მიზანია შემოქმედებითი, ინდივიდუალური, მოტივაციური, კულტურული, კოგნიტიური, ემოციური, ფსიქომოტორული, ენობრივი, სოციალური უნარ-ჩვევების განვითარება მოსწავლეებში (შესაძლოა, უნართა ჩამონათვალი შეამციროთ). კლუბური მუშაობა მოსწავლისათვის არის ინტერაქტიული გარემო, სადაც მას საშუალება ეძლევა, სხვადასხვა დავალებებისა და აქტივობის შესრულების დროს, ეფექტურად გადალახოს არსებული ბარიერები და სიძნელეები.

კლუბმა განსაზღვრა მუშაობის წესები, მიზნები და ამოცანები.

  1. კლუბის ზოგადი დებულება

♦ კლუბი დაარსდა სკოლის ბაზაზე. კლუბში თავმოყრილია საერთო ინტერესებისა და მისწრაფებების მქონე მოსწავლეები. კლუბში მუშაობა დაიწყება (რიცხვის დასახელება);

♦ კლუბში მუშაობა წარიმართება „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონისა და ეროვნული სასწავლო გეგმის გათვალისწინებით;

♦ კლუბს აქვს წესდება, გვერდი სოციალურ ქსელში და ბლოგი;

♦ კლუბის მისამართი: მიუთითეთ სკოლის მისამართი;

♦ ელფოსტა: მიეთითება კლუბის ხელმძღვანელის ფოსტის მისამართი;

♦ ტელ: (კლუბის ხელმძღვანელ-მასწავლებელი).

კლუბის წესდება:

  1. კლუბს აქვს საგანმანათლებლო დანიშნულება და ხასიათი;
  2. კლუბში გაწევრიანების უფლება აქვთ კონკრეტული სკოლის მოსწავლეებს, აგრეთვე მასწავლებლებსა და მშობლებს;
  3. მუსიკის კლუბის ყოველი წევრი უნდა ესწრებოდეს შეკრებებს;
  4. კლუბის ყველა წევრს აქვს უფლება, საპატიო მიზეზების გამო, არ დაესწროს კლუბის ზოგიერთ შეკრებას;
  5. კლუბის თითოეულ წევრს აქვს სხვადასხვა აქტივობაში მონაწილეობის უფლება;
  6. კლუბის თითოეული წევრი ვალდებულია, დაიცვას კლუბის წესდება;
  7. კლუბის წევრს წევრობის უფლება ჩამოერთმევა იმ შემთხვევაში, თუ ის:

7.1. არ დაიცავს კლუბის წესდებას;

7.2. არ შეასრულებს, ან თავს აარიდებს დაკისრებულ ვალდებულებას;

7.3. არ მიიღებს მონაწილეობას კლუბში განხორციელებულ აქტივობებში.

  1. კლუბის მიზნები და ამოცანები

♦ მუსიკის პოპულარიზაცია;

♦ შემოქმედებითი უნარ-ჩვევების წარმოჩენა და მათი განვითარება;

♦ სააზროვნო უნარების განვითარება;

♦ მოსწავლეებში თანამშრომლობის, გუნდურობის განვითარება;

♦ მოსწავლეებში შემოქმედებითი უნარების აღმოჩენა და შემდეგ მათი განვითარება.

  1. კლუბში გაწევრიანება

♦ კლუბის წევრობა ნებაყოფლობითია;

♦ სამიზნე ჯგუფი დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხურის ან კონკრეტული კლასების მოსწავლეები;

♦ მოსწავლეთა რაოდენობა: რიცხვი მოსწავლე;

♦ კლუბის წევრობის მსურველმა უნდა მიმართოს კლუბს და შეავსოს კლუბში გასაწევრიანებელი ანკეტა;

♦ კლუბის წევრობაზე თანხმობა გაიცემა კლუბის ხელმძღვანელი პედაგოგის მიერ;

♦ კლუბის თითოეულ წევრს აქვს უფლება, ფლობდეს ინფორმაციას კლუბის საქმიანობასთან დაკავშირებით;

♦ კლუბის თითოეული წევრი ვალდებულია, აქტიურად ჩაერთოს კლუბის ყველა საქმიანობაში;

რეკომენდაციები სასკოლო კლუბის შესაქმნელად კლუბის წევრი ტოვებს კლუბს პირადი განცხადების საფუძველზე ან როდესაც ის კლუბის წესდებით გათვალისწინებულ რომელიმე პუნქტს დაარღვევს.

  1. კლუბის მუშაობის სტრუქტურა

♦ კლუბი შედგება კონკრეტული რაოდენობის მოსწავლისაგან;

♦ საკლუბო მუშაობას უძღვება ხელმძღვანელი მასწავლებელი;

♦ კლუბის წევრი მოსწავლეებისგან შეირჩევა ლიდერი მოსწავლე (ფარული ან პირდაპირი შერჩევის გზით);

♦ ლიდერი მოსწავლე აქტიურად თანამშრომლობს ხელმძღვანელ მასწავლებელთან და სიახლეებს აცნობს კლუბის წევრებს;

♦ კლუბის ლიდერი აირჩევა ერთი წლის ვადით;

♦ ხელმძღვანელი მასწავლებელი კლუბს ერთი აკადემიური წლის განმავლობაში ხელმძღვანელობს;

♦ კლუბის შეხვედრები ჩატარდება ყოველი თვის, კლუბის მონაწილე წევრებისა და კურატორ-მასწავლებლის მიერ, დათქმულ რიცხვში;

♦ კლუბის მუშაობის ხანგრძლივობა განსაზღვრულია თვეში, მინიმუმ, ერთხელ, გაკვეთილების შემდეგ, ერთი ან მეტი საათით.

  1. კლუბის მუშაობის სწავლების მეთოდიკა

♦ ინდივიდუალური;

♦ ჯგუფური;

♦ პრეზენტაცია;

♦ დისკუსია/დებატი.

  1. ხელმძღვანელი მასწავლებლის ფუნქცია/მოვალეობა

♦საკლუბო მუშაობის დაწყებამდე, სკოლის ვებგვერდზე/ სოციალურ ქსელში სკოლის გვერდზე/პირად ბლოგზე განათავსოს შემდეგი ინფორმაცია:

√ კლუბის სახელწოდება;

√ კლუბის წესდება;

√ კლუბის სამუშაო გეგმა;

√ განაცხადის ფორმა კლუბში გაწევრიანების მსურველთათვის.

  1. საკლუბო მუშაობის პერიოდი

♦ კლუბის მუშაობა განხორციელდება I-II სემესტრში, 2021-2022 სასწავლო წლები;

♦ მასწავლებლისა და მონაწილე კლუბის წევრები თანხმდებიან საკლუბო შეხვედრის თარიღზე;

♦ საკლუბო მუშაობის პერიოდში, ეტაპობრივად, აიტვირთოს შეხვედრისა და აქტივობის ამსახველი ფოტო ან ვიდეომასალა სკოლის ვებგვერდზე, ან სოციალურ ქსელში სკოლის გვერდზე, ან კლუბის ხელმძღვანელი მასწავლებლის პირად ბლოგზე.

განაცხადის ფორმა კლუბში გაწევრიანების მსურველთათვის

 

განაცხადის ფორმა

მუსიკის სასკოლო კლუბის ხელმძღვანელს, ბატონ/ქალბატონ სახელი, გვარი

მე, სკოლის დასახელება, კლასი, მოსწავლის სახელი, გვარი, ვადასტურებ, რომ მსურს მუსიკის სასკოლო კლუბის წევრობა მიმდინარე სასწავლო წელში. გთხოვთ, გაითვალისწინოთ ჩემი სურვილი.

თარიღი

ხელმოწერა

 

კლუბის სამუშაო გეგმა მუსიკაში

 

კლუბის ხელმძღვანელი მასწავლებელი:

მოსწავლეთა რაოდენობა:

 

 

მიუთითე სახელი და გვარი

მიუთითე რიცხვი

 

კლუბის შეხვედრის განრიგი

 

შეხვედრის დრო

 

შეხვედრის საათი

 

ხანგრძლივობა

1 პირველი შეხვედრა 60წთ
2 მეორე შეხვედრა 60წთ
3 მესამე შეხვედრა 60წთ
4 მეოთხე შეხვედრა 60წთ
5 მეხუთე შეხვედრა 60წთ
6 მეექვსე შეხვედრა 60წთ
7 მეშვიდე შეხვედრა 60წთ
8 მერვე შეხვედრა 60წთ
9 მეცხრე შეხვედრა 60წთ

 

 

კლუბის სამუშაო გეგმა

შეხვედრის თარიღი განსახორციელებელი ღონისძიება შეხვედრის ადგილი მიზანი შენიშვნა
1 1. ⇒ ორგანიზაციული საკითხების მოგვარება;

2. ⇒ კლუბის წევრების მიღება განაცხადის საფუძველზე;

3. ⇒ კლუბისთვის სახელწოდების, სლოგანისა და ლოგოს შერჩევა;

4. ⇒ კლუბის წესდებისა და სამუშაო გეგმის გაცნობა დამტკიცება;

5. ⇒ ლიდერი მოსწავლის არჩევა.

საჯარო სკოლის შენობა
2 გამოჩენილი მუსიკოსების ბიოგრაფიები
3 ხალხური და კლასიკური მუსიკა
4 გამორჩეული ქართველი ინსტრუმენტალისტი
5 გამორჩეული ქართველი ვოკალისტი
6 კონკურსი: ამბავი მუსიკოსზე
7 შეხვედრა მუსიკოსთან (ვოკალისტი)
8 შეხვედრა მუსიკოსთან (ინსტრუმენტალისტთან)
9 ინტერვიუები ოჯახის წევრთან მუსიკასთან დაკავშირებით

 

ჩამოთვლილი ღონისძიებები, შესაძლოა, შეცვალოთ თქვენთვის უფრო მოსახერხებელი აქტივობებით (მაგ.: კედლის ან ელექტრონული გაზეთის მომზადება მუსიკის შესახებ; სხვადასხვა ტიპის კონკურსებით; მუსიკალურ ღონისძიებებზე დასწრება; შემოქმედებით კოლექტივებთან შეხვედრა და ა.შ.).

კლუბური მუშაობა ერთ-ერთ ყველაზე ეფექტიან ფორმად ითვლება. კლუბის ხელმძღვანელობა პედაგოგის პროფესიულ პორტფოლიოში ერთ-ერთი გამორჩეული „ფურცელია“ და ნათლად ასახავს მასწავლებლის არასაგაკვეთილო პროფესიულ საქმიანობას.

მეგი ჭანტურია

სსიპ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ფარცხანაყანევის №1 საჯარო სკოლის მუსიკის მასწავლებელი, ქუთაისის საოპერო თეატრის კონცერტმაისტერი

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები