26 აპრილი, პარასკევი, 2024

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა პირველი საინფორმაციო შეხვედრა გურიის რეგიონის აბიტურიენტებთან გამართა

spot_img

რა სიახლეებია დაგეგმილი 2022 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე, როგორ უნდა მოემზადონ აბიტურიენტები და რას მიაქციონ ყურადღება რეგისტრაციის დროს? – შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებმა ონლაინშეხვედრაზე დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს მათ ერთიანი ეროვნული გამოცდების შესახებ. ცენტრმა პირველი საინფორმაციო შეხვედრა გურიის რეგიონის  სკოლების დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისათვის Microsoft Teams-ის პროგრამის საშუალებით გამართა.

აბიტურიენტთა ინფორმირებულობის მიზნით ღია კარის დღეები საქართველოს სხვადასხვა რეგიონის დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისათვის გაიმართება.

,,შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი მუდმივად ცდილობს ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდოს აბიტურიენტებსა და სხვა გამოცდების მონაწილეებს. პანდემიიდან გამომდინარე, შეხვედრები წინა წლის მსგავსად ელექტრონულად გაიმართება. ჩვენი მიზანია, რომ ყველა სკოლას, ყველა აბიტურიენტს მივაწვდინოთ ხმა, ამიტომ საინფორმაციო შეხვედრები ყველა რეგიონის მეთორმეტეკლასელისათვის ჩატარდება. ვურჩევ აბიტურიენტებს დაესწრონ საინფორმაციო შეხვედრებს. ეს მართლაც მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა იმისათვის, რომ მიიღონ ზუსტი და კვალიფიციური ინფორმაცია გამოცდების შესახებ. საგნობრივი ჯგუფის წევრები თითოეულ საგანთან დაკავშირებით მათ კონკრეტულ კითხვებსაც პასუხობენ.“ – სოფიო გორგოძე, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი.

საინფორმაციო შეხვედრები სხვა გამოცდების მონაწილეებისთვისაც გაიმართება. ხოლო მოსწავლეები ონლაინ ღია კარის დღეებზე დასასწრებად რეგიონების მიხედვით განაწილდებიან. კონკრეტული თარიღის შესახებ დეტალური ინფორმაცია ცენტრის ვებგვერდზე www.naec.ge გამოქვეყნდება.

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები