20 აპრილი, შაბათი, 2024

ხე­ლის ერ­თი და­ჭე­რით, მარ­ტი­ვად დაწყე­ბუ­ლი ჯაჭ­ვუ­რი რე­აქ­ცია – აზარტული თამაშები და მოზარდები

spot_img

რო­ცა ქვე­ყა­ნა­ში თა­მაშ­და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის მა­კონ­ტ­რო­ლე­ბე­ლი არა­ნა­ი­რი მე­ქა­ნიზ­მი არ არ­სე­ბობს

მო­ზარ­დე­ბის თა­მაშ­და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა დღეს სე­რი­ო­ზულ პრობ­ლე­მად იქ­ცა, რად­გან გაზ­რ­დი­ლია ინ­ტერ­ნე­ტის ხელ­მი­საწ­ვ­დო­მო­ბა და ბავ­შ­ვე­ბის უმე­ტე­სო­ბა თა­ვი­სუ­ფა­ლი დრო­ის დიდ ნა­წილს სწო­რედ გა­ჯე­ტე­ბის ეკ­რა­ნებ­თან ატა­რებს, მათ შო­რის, ონ­ლა­ინ თა­მა­შე­ბი ერთ-ერ­თი ყვე­ლა­ზე საყ­ვა­რე­ლი გა­სარ­თო­ბია. ამავ­დ­რო­უ­ლად, ძა­ლი­ან მა­ღა­ლია რის­კი იმი­სა, რომ ისი­ნი, მოყ­ვა­რუ­ლის დო­ნი­დან, თან­და­თან, თა­მაშ­ზე და­მო­კი­დე­ბულ ადა­მი­ა­ნე­ბად ჩა­მო­ყა­ლიბ­დ­ნენ. სა­ყუ­რადღე­ბოა ისიც, რომ თა­მაშ­და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას ხში­რად თან ახ­ლავს  ნივ­თი­ე­რე­ბა­ზე და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა, შფოთ­ვა, დეპ­რე­სია და სხვა ემო­ცი­უ­რი პრობ­ლე­მე­ბი, მა­თი მოგ­ვა­რე­ბა კი, ხან­გ­რ­ძ­ლივ თე­რა­პი­ას მო­ითხოვს, აუცი­ლე­ბე­ლი ხდე­ბა ფსი­ქი­ატ­რის ჩარ­თუ­ლო­ბა. ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში, სა­ჭი­როა რო­გორც ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი მიდ­გო­მა, ასე­ვე, ფარ­თო მას­შ­ტა­ბის სტრა­ტე­გი­ის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა. ამ­გ­ვა­რი სტრა­ტე­გი­ის და სა­ერ­თო პო­ლი­ტი­კის შე­მუ­შა­ვე­ბის სა­ფუძ­ვე­ლი შე­იძ­ლე­ბა გახ­დეს კვლე­ვის შე­დე­გე­ბი, რო­მე­ლიც ახა­ლი ინი­ცი­ა­ტი­ვის ფარ­გ­ლებ­ში ტარ­დე­ბა, მი­სი მი­ზა­ნია აზარ­ტულ თა­მა­შებ­ზე და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის პრე­ვენ­ცია მო­ზარ­დებ­ში და მათ­თ­ვის ჯან­სა­ღი გა­რე­მოს შე­თა­ვა­ზე­ბა. ინი­ცი­ა­ტი­ვა, რომელსაც ახორ­ცი­ე­ლებს გა­ე­როს ბავ­შ­ვ­თა ფონ­დი, „აზარ­ტუ­ლი თა­მა­შე­ბის კვლე­ვი­სა და ლუ­დო­მა­ნი­ის პრე­ვენ­ცი­ის ცენ­ტ­რ­თან“ და გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს­თან ერ­თად,  ით­ვა­ლის­წი­ნებს რო­გორც ტრე­ნინ­გებ­სა და სე­მი­ნა­რებს მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის, ასე­ვე კვლე­ვას, რო­მე­ლიც ამ სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მის ზო­მას დაგ­ვა­ნა­ხებს და  სა­მო­მავ­ლოდ, შე­საძ­ლოა, სა­თა­ნა­დო დო­კუ­მენ­ტე­ბის შე­მუ­შა­ვე­ბის სა­ფუძ­ვე­ლიც კი გახ­დეს.

 

ინი­ცი­ა­ტი­ვის შე­სა­ხებ გვე­სა­უბ­რე­ბა ნა­ნა ფრუ­ი­ძე, გა­ე­როს ბავ­შ­ვ­თა ფონ­დის ჯან­მ­რ­თე­ლო­ბის პროგ­რა­მე­ბის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლი.

წი­ნა­პი­რო­ბა

აზარ­ტუ­ლი თა­მა­შე­ბი ერთ-ერ­თი ყვე­ლა­ზე მომ­გე­ბი­ა­ნი ბიზ­ნე­სია სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში და მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ სტა­ტის­ტი­კუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბი ამის შე­სა­ხებ არ არ­სე­ბობს, იმ მწი­რი კვლე­ვე­ბი­თაც, რაც ჩვენ­თ­ვის ხელ­მი­საწ­ვ­დო­მია, სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში, აზარ­ტულ თა­მა­შებ­ში მო­სახ­ლე­ო­ბის, მათ შო­რის მო­ზარ­დე­ბის, ჩარ­თუ­ლო­ბა სა­გან­გა­შოდ მა­ღა­ლია. ჩვენ­თან არც აზარ­ტუ­ლი თა­მა­შებ­ზე და­მო­კი­დე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის რა­ო­დე­ნო­ბი­სა და მათ მი­ერ წა­გე­ბუ­ლი თან­ხის სტა­ტის­ტი­კა არ­სე­ბობს, მა­გა­ლი­თად, არ არ­სე­ბობს კვლე­ვა, რო­მე­ლიც შე­ის­წავ­ლი­და სო­ცი­ა­ლურ და­ნა­ხარ­ჯებს და სხვ. კვლე­ვე­ბი სა­ჭი­როა იმის­თ­ვის, რომ გა­მოვ­ლინ­დეს, თუ რამ­დე­ნად მძი­მეა პრობ­ლე­მა. ეს გან­სა­კუთ­რე­ბით მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, რო­დე­საც საქ­მე ეხე­ბა მო­ზარ­დებ­ში, ახალ­გაზ­რ­დებ­ში აზარ­ტუ­ლი თა­მა­შე­ბის გავ­რ­ცე­ლე­ბას. ამ კვლე­ვე­ბის სიმ­წი­რის გა­მო, ვა­რა­უ­დით და არა პირ­და­პი­რი მო­ნა­ცე­მე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით, შეგ­ვიძ­ლია რე­ა­ლურ სუ­რათ­ზე მსჯე­ლო­ბა.

ვი­ცით, რომ ინ­ტერ­ნე­ტის ხელ­მი­საწ­ვ­დო­მო­ბა ძა­ლი­ან გა­ი­ზარ­და და ონ­ლა­ინ თა­მა­შე­ბი უფ­რო და უფ­რო პო­პუ­ლა­რუ­ლი ხდე­ბა. სწო­რედ ინ­ტერ­ნე­ტის გან­ვი­თა­რე­ბას­თან ერ­თად, აზარ­ტუ­ლი თა­მა­შე­ბი მო­ზარ­დე­ბის­თ­ვის უფ­რო ხელ­მი­საწ­ვ­დო­მი ხდე­ბა. ის მწი­რი, მოკ­ლე­მას­შ­ტა­ბი­ა­ნი კვლე­ვე­ბიც აჩ­ვე­ნებს, რომ 16-დან 24 წლა­მდე ასა­კობ­რივ ჯგუფ­ში აზარ­ტულ თა­მა­შებ­ზე და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბის რის­კი, სხვა ასა­კობ­რივ ჯგუ­ფებ­თან შე­და­რე­ბით, უფ­რო მა­ღა­ლია. სწო­რედ ეს ახალ­გაზ­რ­დე­ბი  არი­ან უფ­რო მე­ტად ჩარ­თუ­ლი ონ­ლა­ინ თა­მა­შებ­ში, ვიდ­რე ზრდას­რუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი.

კა­ნო­ნი გვე­უბ­ნე­ბა, რომ 21 წლამ­დე ასა­კის პი­რე­ბის­თ­ვის აკ­რ­ძა­ლუ­ლია სა­მო­რი­ნე­ებ­ში, აზარ­ტულ კლუ­ბებ­ში შეს­ვ­ლა, ხო­ლო 18 წლამ­დე ასა­კის პი­რე­ბის­თ­ვის – სა­თა­მა­შო აპა­რა­ტე­ბი სა­ლო­ნებ­ში, ონ­ლა­ინ თა­მა­შებ­ში სის­ტე­მუ­რი ფორ­მით მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, კა­ნო­ნის აღ­ს­რუ­ლე­ბა ეფექ­ტუ­რად ვერ ხდე­ბა და ონ­ლა­ინ კა­ზი­ნო­ებ­ში ძა­ლი­ან იოლია მო­ზარ­დე­ბის ჩარ­თ­ვა. სა­ერ­თა­შო­რი­სო გამ­ჭ­ვირ­ვა­ლო­ბა სა­ქარ­თ­ვე­ლომ ჩა­ა­ტა­რა კვლე­ვა, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც, კონ­ტ­რო­ლის მე­ქა­ნიზ­მი ძა­ლი­ან სუს­ტია. გა­მოვ­ლინ­და შემ­თხ­ვე­ვე­ბი, რო­დე­საც, რე­გის­ტ­რა­ცი­ის დროს, მო­ზარ­დებს სხვა პი­რის მო­ნა­ცე­მე­ბი შეჰ­ყავ­დათ და ამის მა­კონ­ტ­რო­ლე­ბე­ლი არა­ნა­ი­რი მე­ქა­ნიზ­მი ქვე­ყა­ნა­ში არ არ­სე­ბობს.

ამას, რა თქმა უნ­და, უარ­ყო­ფი­თი სო­ცი­ა­ლუ­რი შე­დე­გე­ბი აქვს, ზუს­ტად ახალ­გაზ­რ­დო­ბა, ეს კა­ტე­გო­რია, რო­მე­ლიც დრო­ის დიდ ნა­წილს ონ­ლა­ინ თა­მა­შებ­ში კარ­გავს, გა­ნათ­ლე­ბის, უნარ-ჩვე­ვე­ბის ამაღ­ლე­ბი­სა და გან­ვი­თა­რე­ბის სხვა შე­საძ­ლებ­ლო­ბებ­სა და ინ­ტე­რესს მოკ­ლე­ბუ­ლია. შე­იძ­ლე­ბა ით­ქ­ვას, რომ ისი­ნი ამო­ვარ­დ­ნი­ლი არი­ან ეკო­ნო­მი­კუ­რი გან­ვი­თა­რე­ბის ციკ­ლი­დან – ეს არის არა­რე­ა­ლურ მო­მა­ვალ­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი ჯგუ­ფე­ბი, რაც, რა თქმა უნ­და, ქვეყ­ნის სო­ცი­ა­ლურ-ეკო­ნო­მი­კურ გან­ვი­თა­რე­ბა­ზე უარ­ყო­ფით გავ­ლე­ნას ახ­დენს.

ერთ-ერ­თი მი­ზე­ზი, რა­მაც დაგ­ვა­ფიქ­რა იმა­ზე, რომ მო­ზარ­დებ­ში აზარ­ტუ­ლი თა­მა­შე­ბის გავ­რ­ცე­ლე­ბას მე­ტი ყუ­რადღე­ბა უნ­და მი­ვაქ­ცი­ოთ, არის თუნ­დაც გაზ­რ­დი­ლი რეკ­ლა­მე­ბი, რაც ვი­ცით, რომ ძა­ლი­ან წა­მა­ხა­ლი­სე­ბე­ლია მო­ზარ­დე­ბის­თ­ვის. მარ­თა­ლია, დიდ ბა­ნე­რებ­ზე მსგავ­სი რეკ­ლა­მე­ბი ზო­გა­დად შემ­ცი­რე­ბუ­ლია, სა­მა­გი­ე­როდ, მოხ­და პო­ლი­ფე­რა­ცია ონ­ლა­ინ რეკ­ლა­მის, რაც გან­სა­კუთ­რე­ბით თვალ­ში­სა­ცე­მია ახალ­გაზ­რ­დე­ბის­თ­ვის, რომ­ლე­ბიც სულ ინ­ტერ­ნეტ­ში არი­ან ჩარ­თუ­ლი, ეს მათ ინ­ტე­რესს აღ­ვი­ვებს. ამას თა­ვად მო­ზარ­დე­ბიც გვი­დას­ტუ­რე­ბენ. თა­ვი­ან­თი ის­ტო­რი­ე­ბის მო­ყო­ლის დროს აღ­ნიშ­ნა­ვენ, რომ ამ რეკ­ლა­მე­ბის ნახ­ვის შემ­დეგ, ხე­ლის ერ­თი და­ჭე­რით, მარ­ტი­ვად შე­ვიდ­ნენ ამა თუ იმ ონ­ლა­ინ თა­მაშ­ში. ეს პრო­ცე­სი ძა­ლი­ან ცუდ გავ­ლე­ნას ახ­დენს მო­ზარ­დებ­ზე, რად­გან მა­თი ტვი­ნის გან­ვი­თა­რე­ბის გა­მო, ნაკ­ლე­ბად აკონ­ტ­რო­ლე­ბენ სი­ტუ­ა­ცი­ას, რო­გორც ნე­ი­როფ­სი­ქო­ლო­გი­ურ­მა ბო­ლო გა­მოკ­ვ­ლე­ვებ­მა აჩ­ვე­ნა, მა­თი ტვი­ნი არ არის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი, გან­სა­კუთ­რე­ბით ტვი­ნის ის უჯ­რე­დე­ბი, რო­მე­ლიც კონ­ტ­როლს ახორ­ცი­ე­ლებს, ამი­ტომ მო­ზარ­დე­ბი უფ­რო იოლად ერ­თ­ვე­ბი­ან,  მა­თი და­ინ­ტე­რე­სე­ბა ძა­ლი­ან ად­ვი­ლია. რაც მთა­ვა­რია, ეს პრო­ცე­სი ერ­თ­გ­ვა­რი ჯაჭ­ვი­ვი­თაა, რად­გან ონ­ლა­ინ თა­მა­შებ­ში ჩარ­თუ­ლი მო­ზარ­დე­ბი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბებს თა­ნა­ტო­ლებს უზი­ა­რე­ბენ, ისი­ნიც ექ­ცე­ვი­ან მა­თი გავ­ლე­ნის ქვეშ და შემ­დეგ, თა­ვის მხრივ, სხვა თა­ნა­ტო­ლებ­ზე ახ­დე­ნენ ზე­გავ­ლე­ნას და ა.შ.

მშობ­ლე­ბის რო­ლი

რა თქმა უნ­და, მშობ­ლე­ბის რო­ლი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, მაგ­რამ ინი­ცი­ა­ტი­ვა­ში, რო­მელ­საც ახ­ლა ვა­ხორ­ცი­ე­ლებთ – „აზარ­ტუ­ლი თა­მა­შე­ბის პრე­ვენ­ცია სკო­ლებ­ში“, მშობ­ლე­ბის ჩარ­თ­ვა გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი არ არის, რად­გან ეს არ არის დი­დი პროგ­რა­მა. თუმ­ცა, გა­ე­როს ბავ­შ­ვ­თა ფონ­დი ძა­ლი­ან ინ­ტენ­სი­უ­რად ახორ­ცი­ე­ლებს პო­ზი­ტი­უ­რი მშობ­ლო­ბის პროგ­რა­მას, სა­დაც მო­ზარ­დე­ბის მშობ­ლებს ფსი­ქო­ლო­გე­ბი უტა­რე­ბენ სა­უბ­რებს, სე­სი­ებს, აძ­ლე­ვენ რჩე­ვებს, რო­გორ გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლონ პო­ზი­ტი­უ­რი მშობ­ლო­ბის სტი­ლი. მათ შო­რის, რა თქმა უნ­და, საქ­მე ეხე­ბა მო­ზარ­დე­ბის ეკ­რან­ზე და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის პრე­ვენ­ცი­ა­საც.

ჯგუ­ფი, რო­მე­ლიც ინი­ცი­ა­ტი­ვას ახორ­ცი­ე­ლებს

„აზარ­ტუ­ლი თა­მა­შე­ბის პრე­ვენ­ცია სკო­ლებ­ში“ – ასე ჰქვია ჩვენს 4-თვი­ან პრო­ექტს, რო­მე­ლიც ორ დიდ კომ­პო­ნენტს მო­ი­ცავს. პრო­ექ­ტის მი­ზა­ნია აზარ­ტუ­ლი თა­მა­შე­ბის გავ­რ­ცე­ლე­ბის პრე­ვენ­ცია მო­ზარ­დებ­ში. პრო­ექტს, გა­ე­როს ბავ­შ­ვ­თა ფონ­დის ტექ­ნი­კუ­რი და ფი­ნან­სუ­რი დახ­მა­რე­ბით, ახორ­ცი­ე­ლებს ორ­გა­ნი­ზა­ცია „აზარ­ტუ­ლი თა­მა­შე­ბის კვლე­ვის და ლუ­დო­მა­ნი­ის პრე­ვენ­ცი­ის ცენ­ტ­რი“, რო­მე­ლიც აზარ­ტულ თა­მა­შებ­ზე და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას შე­ის­წავ­ლის და პრო­ფი­ლუ­რი ორ­გა­ნი­ზა­ციაა ამ სფე­რო­ში.

პირ­ვე­ლი კომ­პო­ნენ­ტი

რო­გორც გითხა­რით, პრო­ექ­ტი ორი კომ­პო­ნენ­ტის­გან შედ­გე­ბა. პირ­ვე­ლი მო­ი­ცავს, სა­ქარ­თ­ვე­ლოს მას­შ­ტა­ბით, დიდ ქა­ლა­ქებ­ში, სკო­ლის მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის სე­მი­ნა­რე­ბი­სა და ტრე­ნინ­გე­ბის ჩა­ტა­რე­ბას, სა­მიზ­ნე ჯგუ­ფი – 14-18 წლის მო­ზარ­დე­ბი. ეს სე­მი­ნა­რე­ბი, ძი­რი­თა­დად, მიზ­ნად ისა­ხავს აზარ­ტუ­ლი თა­მა­შე­ბის შე­სა­ხებ მოს­წავ­ლე­ე­ბის ცნო­ბი­ე­რე­ბის ამაღ­ლე­ბას.

რად­გან ყვე­ლა სკო­ლის მოს­წავ­ლის და­ფარ­ვის შე­საძ­ლებ­ლო­ბა არ გვაქვს, ამი­ტომ, მოს­წავ­ლე­ე­ბი წა­ხა­ლი­სე­ბუ­ლე­ბი არი­ან, რომ ეს ინ­ფორ­მა­ცია გა­დას­ცენ თა­ნა­ტო­ლებს. მათ გარ­კ­ვე­უ­ლი რჩე­ვე­ბიც მი­ე­წო­დე­ბათ, რო­გორ აწარ­მო­ონ ეფექ­ტუ­რი კო­მუ­ნი­კა­ცია თა­ნა­ტო­ლებ­თან, უფ­რო და­მა­ჯე­რებ­ლად რომ გა­დას­ცენ ინ­ფორ­მა­ცია, რო­მელ­საც პრო­ექ­ტის ფარ­გ­ლებ­ში მი­ი­ღე­ბენ.

სე­მი­ნა­რებ­ზე მრა­ვალ სა­კითხს გა­ნი­ხი­ლა­ვენ – რა არის თა­მაშ­და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის გა­მომ­წ­ვე­ვი მი­ზე­ზე­ბი; რა უარ­ყო­ფი­თი შე­დე­გე­ბი შე­იძ­ლე­ბა მო­ი­ტა­ნოს თა­მაშ­და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის გან­ვი­თა­რე­ბამ; რა პრე­ვენ­ცი­უ­ლი ზო­მე­ბის მი­ღე­ბაა სა­ჭი­რო მა­თი თა­ვი­დან ასა­ცი­ლებ­ლად და სხვ. ლექ­ცი­ებ­ზე, რომ­ლებ­საც, ძი­რი­თა­დად, ბავ­შ­ვ­თა ფსი­ქო­ლო­გე­ბი ატა­რე­ბენ, წარ­მოდ­გე­ნი­ლია მა­თე­მა­ტი­კუ­რი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა­ნი, რომ მო­თა­მა­შის­თ­ვის ყვე­ლა აზარ­ტუ­ლი თა­მა­ში წამ­გე­ბი­ა­ნია. მა­თე­მა­ტი­კუ­რი გა­მოთ­ვ­ლე­ბით ხდე­ბა დამ­ტ­კი­ცე­ბა, რომ ყვე­ლა აზარ­ტუ­ლი თა­მა­ში, რო­მე­ლიც ონ­ლა­ინ სა­მო­რი­ნე­ებ­შია, ისეა მოწყო­ბი­ლი, რომ ყო­ველ­თ­ვის, დრო­ის გარ­კ­ვე­ულ მო­მენ­ტ­ში, წა­გე­ბა­ზე წავ­ლენ. ამის დამ­ტ­კი­ცე­ბა ისე და­მა­ჯე­რებ­ლად ხდე­ბა, რომ ბავ­შ­ვებს მის სის­წო­რე­ში ეჭ­ვიც კი არ ეპა­რე­ბათ. მო­ზარ­დებს ხომ წარ­მოდ­გე­ნა არ აქვთ რე­ა­ლურ სუ­რათ­ზე, გარ­თო­ბა ჰგო­ნი­ათ და ამ გარ­თო­ბით, უფ­რო და უფ­რო მე­ტად ერ­თ­ვე­ბი­ან და და­მო­კი­დე­ბუ­ლი ხდე­ბი­ან თა­მა­შებ­ზე.

გარ­და ამი­სა, პრო­ექ­ტის ფარ­გ­ლებ­ში, და­გეგ­მი­ლია აზარ­ტუ­ლი თა­მა­შე­ბის სა­წი­ნა­აღ­მ­დე­გო კამ­პა­ნი­ის ჩა­ტა­რე­ბა სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბის მეშ­ვე­ო­ბით, ასე­ვე, ტე­ლე­ვი­ზი­ით (მხარ­დამ­ჭე­რი – სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უწყე­ბე­ლი).

ტრე­ნინ­გე­ბი

დასრულდა ტრე­ნინ­გე­ბის სე­რია სა­ქარ­თ­ვე­ლოს 10 დი­დ ქა­ლაქ­ში (თბი­ლი­სი, ქუ­თა­ი­სი, ბა­თუ­მი, ზუგ­დი­დი, გო­რი, კას­პი, ახალ­ცი­ხე, ოზურ­გე­თი, ზეს­ტა­ფო­ნი, თე­ლა­ვი). ჩვენ ყვე­ლა­ნა­ი­რად ვე­ცა­დეთ, რომ სე­მი­ნა­რე­ბი პი­რის­პირ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი­ყო, რად­გან ასე უფ­რო ეფექ­ტუ­რია. სე­მი­ნა­რე­ბის პროგ­რა­მა იმ­გ­ვა­რა­დ იყო შედ­გე­ნი­ლი, რომ ძა­ლი­ან ინ­ტე­რაქ­ტი­უ­რი იყო, იმ­დე­ნად სა­ინ­ტე­რე­სო მა­სა­ლა და ისე­თი ტექ­ნი­კა იყო გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი, რომ მოს­წავ­ლე­ე­ბი მაქ­სი­მა­ლუ­რად იყ­ვ­ნენ ჩარ­თუ­ლი. შე­მიძ­ლია ვთქვა, რომ მო­ზარ­დე­ბის ჩარ­თუ­ლო­ბა არც ერთ სხვა სე­მი­ნარ­ზე ასე­თი მა­ღა­ლი არ მი­ნა­ხავს. სა­კითხი იმ­დე­ნად აქ­ტუ­ა­ლუ­რია, რომ ყვე­ლამ იცის და ყვე­ლას­თ­ვის თა­ნაბ­რად სა­ინ­ტე­რე­სოა – რო­გორც მათ­თ­ვის, ვინც ჩარ­თუ­ლია აზარ­ტულ თა­მა­შებ­ში, ასე­ვე მათ­თ­ვი­საც, ვინც არ არის ჩარ­თუ­ლი, რად­გან ხე­და­ვენ, რომ მათ გვერ­დ­ზე მყო­ფი თა­ნა­ტო­ლი აზარ­ტუ­ლი თა­მა­შე­ბის მსხვერ­პ­ლი ხდე­ბა.

იყო შემ­თხ­ვე­ვე­ბი, რო­დე­საც მოს­წავ­ლე­ე­ბი სთხოვ­დ­ნენ ფსი­ქო­ლოგს, რომ და­მა­ტე­ბით და­ეთ­მო მათ­თ­ვის 5-10 წუ­თი, რად­გან პი­რა­დი, კონ­ფი­დენ­ცი­ა­ლუ­რი შე­კითხ­ვე­ბი ჰქონ­დათ. და­ინ­ტე­რე­სე­ბა ძა­ლი­ან დი­დია, მაგ­რამ, სამ­წუ­ხა­როდ, დრო­ის სიმ­ცი­რის გა­მო (პრო­ექ­ტი მოკ­ლე­ვა­დი­ა­ნია), ამ პრო­ცეს­ში ყვე­ლა მოს­წავ­ლეს ვერ ვრთავთ.

ტრე­ნინ­გე­ბის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ და­იწყო კამ­პა­ნია სო­ცი­ა­ლურ მე­დი­ა­ში, რო­მე­ლიც წლის ბო­ლომ­დე გაგ­რ­ძელ­დე­ბა

მე­ო­რე კომ­პო­ნენ­ტი

მე­ო­რე კომ­პო­ნენ­ტი – კვლე­ვა, რო­მე­ლიც პირ­ვე­ლის პა­რა­ლე­ლუ­რად ტარ­დე­ბა, ქვეყ­ნის მას­შ­ტა­ბით, მაგ­რამ ეროვ­ნულ ჭრილ­ში მი­სი გან­ხილ­ვა ვერ მოხ­დე­ბა. კვლე­ვა, ძი­რი­თა­დად, მოგ­ვ­ცემს სუ­რათს იმ ქა­ლა­ქე­ბის მი­ხედ­ვით, სა­დაც ტარ­დე­ბა და იმ ქა­ლა­ქე­ბის­თ­ვის  წარ­მო­მად­გენ­ლო­ბი­თი ზო­მა იქ­ნე­ბა იმ ბავ­შ­ვე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა, რომ­ლე­ბიც შე­ირ­ჩ­ნენ. კვლე­ვას ატა­რებს კვლე­ვი­თი ორ­გა­ნი­ზა­ცია „ანო­ვა“. სკო­ლა იყე­ნებს თვით­შერ­ჩე­ვად კითხ­ვარს, რო­მე­ლიც გარ­კ­ვე­ულ მოს­წავ­ლე­ებს ურიგ­დე­ბათ და ისი­ნი, მკვლევ­რებ­თან ერ­თად, ავ­სე­ბენ. მა­ნამ­დე გარ­კ­ვე­უ­ლი ინ­ს­ტ­რუქ­ცია ეძ­ლე­ვათ, მათ შო­რის, გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი ტერ­მი­ნე­ბის ირ­გ­ვ­ლივ, რო­გორ შე­ავ­სონ კითხ­ვა­რი და ა.შ. მკვლევ­რე­ბი იქ­ვე არი­ან და თუ მოს­წავ­ლე­ებს კითხ­ვე­ბი უჩ­ნ­დე­ბათ, ად­გილ­ზე­ვე პა­სუ­ხო­ბენ. თვით­შერ­ჩე­ვა­დი კითხ­ვე­ბი, მსგავ­სი სა­კითხე­ბის კვლე­ვის დროს, ძა­ლი­ან ეფექ­ტუ­რია და სავ­სე­ბით გა­მო­რიცხავს ტყუ­ილს მოს­წავ­ლის მხრი­დან, რად­გან კონ­ფი­დენ­ცი­ა­ლუ­რია, სა­ხე­ლი და გვა­რი არ ეწე­რე­ბა, შე­სა­ბა­მი­სად, მო­ზარ­დე­ბიც უფ­რო გახ­ს­ნი­ლე­ბი არი­ან, ვიდ­რე ინ­ტერ­ვი­უს დროს. კვლე­ვის ამ­გ­ვა­რი მე­თო­დო­ლო­გია კარ­გად აპ­რო­ბი­რე­ბუ­ლია და ამი­ტომ ავირ­ჩი­ეთ.

რას გვაძ­ლევს კვლე­ვა

კვლე­ვა დაგ­ვა­ნა­ხებს მო­ზარ­დე­ბის ცოდ­ნას, და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას და პრაქ­ტი­კას აზარ­ტულ თა­მა­შებ­თან მი­მარ­თე­ბით. სა­მიზ­ნე ჯგუ­ფი, რო­გორც გითხა­რით, მო­ზარ­დე­ბი არი­ან, 14-დან 18 წლის ჩათ­ვ­ლით. კვლე­ვის მი­ზა­ნია, და­ვად­გი­ნოთ – რა იცი­ან მათ აზარ­ტუ­ლი თა­მა­შე­ბის შე­სა­ხებ; რა არის მათ­თ­ვის სა­მო­ტი­ვა­ციო ფაქ­ტო­რე­ბი; სა­ი­დან იღე­ბენ ინ­ფორ­მა­ცი­ას; რა არის მათ­თ­ვის მთა­ვა­რი – მო­გე­ბა თუ სი­ა­მოვ­ნე­ბა; რა სიხ­ში­რით არი­ან ჩარ­თუ­ლი თა­მა­შებ­ში; რას ფიქ­რო­ბენ მშობ­ლე­ბი აზარ­ტუ­ლი თა­მა­შე­ბის შე­სა­ხებ; რამ­დე­ნად იღე­ბენ მო­ზარ­დე­ბი და­რი­გე­ბას მშობ­ლე­ბის­გან, მას­წავ­ლებ­ლე­ბის­გან; არის შე­კითხ­ვე­ბი მე­გობ­რებ­თან და­კავ­ში­რე­ბი­თაც; ასე­ვე, მოწ­მ­დე­ბა, სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში, სა­ი­დან იღე­ბენ დახ­მა­რე­ბას რო­გორც ფსი­ქო­ლო­გი­ურს, ასე­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ულს.

ვვა­რა­უ­დობთ, რომ კვლე­ვის პირ­ვე­ლი და­მუ­შა­ვე­ბუ­ლი ანა­ლი­ტი­კუ­რი ან­გა­რი­ში წლის ბო­ლოს გვექ­ნე­ბა და შემ­დე­გი წლის და­საწყის­ში შევ­ძ­ლებთ კვლე­ვის შე­დე­გე­ბის გა­სა­ჯა­რო­ე­ბას.

ესაუბრა ლალი თვალაბეიშვილი

ფოტო მზია საგანელიძის

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები