24 აპრილი, ოთხშაბათი, 2024

მკა­ფიოდ გა­აზ­რე­ბუ­ლი სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო მი­სია- ინტერვიუ სას­წავ­ლო უნი­ვერ­სი­ტეტ მი­ლე­ნი­უ­მის რექ­ტო­რთან

spot_img

 

„სას­წავ­ლო უნი­ვერ­სი­ტე­ტი მი­ლე­ნი­უ­მი შე­და­რე­ბით ახალ­გაზ­რ­და სას­წავ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბაა და მო­წა­დი­ნე­ბუ­ლე­ბი ვართ, რომ ღირ­სე­უ­ლი ად­გი­ლი და­ი­კა­ვოს სწრა­ფად ცვა­ლე­ბად სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სივ­რ­ცე­ში. და­წე­სე­ბუ­ლე­ბის ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­ულ და აკა­დე­მი­ურ შე­მად­გენ­ლო­ბას მკა­ფი­ოდ აქვს გა­აზ­რე­ბუ­ლი და გან­საზღ­ვ­რუ­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტი­სა და სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო სა­ზო­გა­დო­ე­ბის მი­სია, რო­ლი და ად­გი­ლი რო­გორც სა­ერ­თა­შო­რი­სო, ასე­ვე ად­გი­ლობ­რივ სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სივ­რ­ცე­ში და არ იშუ­რე­ბენ ძა­ლის­ხ­მე­ვას, რა­თა სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო მომ­სა­ხუ­რე­ბის სერ­ვი­სე­ბი წარ­მოდ­გე­ნი­ლი იყოს მა­ღა­ლი კონ­კუ­რენ­ტუ­ნა­რი­ა­ნო­ბის შე­სა­ბა­მი­სი ხა­რის­ხით.“  – გვე­სა­უბ­რე­ბა სას­წავ­ლო უნი­ვერ­სი­ტეტ მი­ლე­ნი­უ­მის რექ­ტო­რი გი­ორ­გი მა­ჩა­ბე­ლი.

☑️🔘 ბა­ტო­ნო გი­ორ­გი, რას გვეტყ­ვით სას­წავ­ლო უნი­ვერ­სი­ტეტ მი­ლე­ნი­უმ­ზე, რო­გორც უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის პროგ­რა­მე­ბის გან­მა­ხორ­ცი­ე­ლე­ბელ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ზე.

ჩვე­ნი უნი­ვერ­სი­ტე­ტი ახორ­ცი­ე­ლებს სა­ბა­კა­ლავ­რო, სა­მა­გის­ტ­რო და ერ­თ­სა­ფე­ხუ­რი­ან სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მებს. ზო­გა­დად, და­წე­სე­ბუ­ლე­ბის მი­ზა­ნია შე­სა­ბა­მი­სი კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის, კონ­კუ­რენ­ტუ­ნა­რი­ა­ნი და პროგ­რე­სუ­ლად მო­აზ­როვ­ნე კად­რე­ბით ად­გი­ლობ­რი­ვი და სა­ერ­თა­შო­რი­სო ბაზ­რე­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფა. მა­ღა­ლი ხა­რის­ხის სას­წავ­ლო პროგ­რა­მე­ბით, კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი აკა­დე­მი­უ­რი კად­რე­ბი­თა და შე­სა­ბა­მის დო­ნე­ზე ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი სას­წავ­ლო თუ კუ­რი­კუ­ლუმს მიღ­მა პრო­ცე­სე­ბი­თა და აქ­ტი­ვო­ბე­ბით, ვცდი­ლობთ, მო­ვი­ზი­დოთ უცხო­ე­ლი თუ ად­გი­ლობ­რი­ვი აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბი და სტუ­დენ­ტე­ბი. მათ, ნა­ყო­ფი­ე­რი სას­წავ­ლო და შე­მოქ­მე­დე­ბი­თი საქ­მი­ა­ნო­ბის­თ­ვის, შე­სა­ბა­მის გა­რე­მო­სა და პი­რო­ბებს ვთა­ვა­ზობთ. მულ­ტი­კულ­ტუ­რუ­ლი გა­რე­მოს ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბით, ხელს ვუწყობთ მათ პი­როვ­ნულ, შე­მეც­ნე­ბით და პრო­ფე­სი­ულ გან­ვი­თა­რე­ბას.

უნი­ვერ­სი­ტე­ტი, ძი­რი­თა­დად, კონ­ცენ­ტ­რი­რე­ბუ­ლია მე­დი­ცი­ნის, ბიზ­ნე­სი­სა და სო­ცი­ა­ლუ­რი მეც­ნი­ე­რე­ბე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბის კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი კად­რე­ბის მომ­ზა­დე­ბა­ზე. სწავ­ლე­ბა სხვა­დას­ხ­ვა ენა­ზე მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც სა­შუ­ა­ლე­ბას გვაძ­ლევს, აქ­ტი­უ­რად მო­ვი­ზი­დოთ და ჩავ­რ­თოთ სას­წავ­ლო პრო­ცეს­ში სხვა­დას­ხ­ვა ქვეყ­ნის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი სტუ­დენ­ტი თუ აკა­დე­მი­უ­რი პერ­სო­ნა­ლი. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ სას­წავ­ლე­ბე­ლი აც­ნო­ბი­ე­რებს სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მე­ბის ხა­რის­ხის გა­დამ­წყ­ვეტ მნიშ­ვ­ნე­ლო­ბას რო­გორც სტუ­დენ­ტე­ბის, ასე­ვე უნი­ვერ­სი­ტე­ტის წარ­მა­ტე­ბის­თ­ვის და სა­ზო­გა­დო­ე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­ში წვლი­ლის შე­ტა­ნის­თ­ვის. პროგ­რა­მე­ბის და­გეგ­მ­ვა შე­სა­ბა­მის კვლე­ვებ­ზე დაყ­რ­დ­ნო­ბით ხორ­ცი­ელ­დე­ბა, რა­თა შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი პროგ­რა­მე­ბი შე­ე­სა­ბა­მე­ბო­დეს შრო­მის ბაზ­რი­სა და დამ­საქ­მებ­ლე­ბის, ასე­ვე, სტუ­დენ­ტე­ბი­სა და აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბის მოთხოვ­ნებს, რაც, ვფიქ­რობთ, ერთ-ერ­თი კარ­გი პრაქ­ტი­კაა.

☑️🔘 რა კონ­კ­რე­ტუ­ლი უპი­რა­ტე­სო­ბე­ბი აქვს სას­წავ­ლო უნი­ვერ­სი­ტე­ტ მი­ლე­ნი­უ­მს; რა­ტომ უნ­და გა­ა­კე­თოს აბი­ტუ­რი­ენ­ტ­მა არ­ჩე­ვა­ნი ამ უნი­ვერ­სი­ტეტ­ზე და არა სხვა­ზე?

დღე­ვან­დე­ლი შრო­მის ბა­ზა­რი მოთხოვ­ნე­ბის სწრა­ფი ცვლი­ლე­ბე­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვა. შე­სა­ბა­მი­სად, სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბის ერთ-ერ­თი ძი­რი­თა­დი და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი თვი­სე­ბა ცვა­ლე­ბად გა­რე­მო­ში მყი­სი­ე­რი ადაპ­ტი­რე­ბის უნა­რი უნ­და იყოს. ამი­სათ­ვის სა­ჭი­როა მოქ­ნი­ლი, ცვა­ლე­ბად სა­ჭი­რო­ე­ბებ­ზე მორ­გე­ბუ­ლი უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა. ვცდი­ლობთ, ფე­ხი ავუწყოთ თა­ნა­მედ­რო­ვე ტენ­დენ­ცი­ებს და ვუ­პა­სუ­ხოთ პრო­ცე­სის თან­მ­დევ გა­მოწ­ვე­ვებს. სწო­რედ ამ მიზ­ნით, ბო­ლო წლებ­ში, მი­ლე­ნი­უმ­მა რე­ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის არა­ერ­თი პრო­ცე­სი გა­ი­ა­რა, რაც იმა­ზე მი­უ­თი­თებს, რომ უნი­ვერ­სი­ტე­ტი მუდ­მი­ვად ვი­თარ­დე­ბა თა­ნა­მედ­რო­ვე მოთხოვ­ნე­ბის და­საკ­მა­ყო­ფი­ლებ­ლად. თი­თო­ე­უ­ლი სტუ­დენ­ტის ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი სა­ჭი­რო­ე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, მათ სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და შე­მეც­ნე­ბით პროგ­რა­მებს ვთა­ვა­ზობთ, ასე­ვე, სა­თა­ნა­დოდ ადაპ­ტი­რე­ბულ გა­რე­მო­სა და რე­სურ­სებს; უნი­ვერ­სი­ტეტ­ში და­ცუ­ლია თი­თო­ე­უ­ლი სტუ­დენ­ტის უფ­ლე­ბე­ბი და კა­ნო­ნი­ე­რი ინ­ტე­რე­სე­ბი, ისი­ნი უზ­რუნ­ველ­ყო­ფილ­ნი არი­ან სას­წავ­ლო მა­სა­ლე­ბი­თა და თა­ნა­მედ­რო­ვე ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რით; ხორ­ცი­ელ­დე­ბა სტუ­დენ­ტუ­რი პრო­ექ­ტე­ბი; სას­წავ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა ზრუ­ნავს მა­თი კა­რი­ე­რუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ხელ­შეწყო­ბა­ზე. უნი­ვერ­სი­ტე­ტი სტუ­დენ­ტებს, ხა­რის­ხი­ა­ნი გა­ნათ­ლე­ბის მი­სა­ღე­ბად, სხვა­დას­ხ­ვა სა­ხის მხარ­და­ჭე­რის სერ­ვი­სებს სთა­ვა­ზობს.

სას­წავ­ლე­ბე­ლი ყო­ველ­თ­ვის ცდი­ლობს, შექ­მ­ნას სტუ­დენ­ტ­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი სას­წავ­ლო გა­რე­მო, შეს­თა­ვა­ზოს მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი სერ­ვი­სე­ბი, იზ­რუ­ნოს მათ პი­როვ­ნულ გან­ვი­თა­რე­ბა­ზე. და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბიც სტუ­დენ­ტუ­რი სერ­ვი­სე­ბის კი­დევ უფ­რო გაძ­ლი­ე­რე­ბა-გან­ვი­თა­რე­ბის­კე­ნაა მი­მარ­თუ­ლი.

☑️🔘 რას სთა­ვა­ზობს თქვე­ნი უნი­ვერ­სი­ტე­ტი სტუ­დენ­ტებს ინ­ტერ­ნა­ცი­ო­ნა­ლი­ზა­ცი­ი­სა და კა­რი­ე­რუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის კუთხით?

სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სფე­რო­ში არ­სე­ბუ­ლი ახა­ლი გა­მოწ­ვე­ვე­ბის და­საძ­ლე­ვად გა­ნათ­ლე­ბის ინ­ტერ­ნა­ცი­ო­ნა­ლი­ზა­ცი­ას გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა ენი­ჭე­ბა. ამ ფონ­ზე, ჩვე­ნი უნი­ვერ­სი­ტე­ტი უფ­რო მე­ტად აღ­რ­მა­ვებს სა­ერ­თა­შო­რი­სო თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბას და ცდი­ლობს, მაქ­სი­მა­ლუ­რად შე­უწყოს ხე­ლი 21-ე სა­უ­კუ­ნის სტუ­დენ­ტ­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი მიმ­ზიდ­ვე­ლი სას­წავ­ლო გა­რე­მოს ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბას.

მი­ლე­ნი­უ­მის არ­სე­ბო­ბის ხან­მოკ­ლე პე­რი­ოდ­ში მო­ხერ­ხ­და პარ­ტ­ნი­ო­რე­ბის — ამე­რი­კის, ევ­რო­პი­სა და აზი­ის სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო-სა­მეც­ნი­ე­რო ცენ­ტ­რე­ბის მხარ­და­ჭე­რის მო­პო­ვე­ბა და, მათ­თან პარ­ტ­ნი­ო­რო­ბით, სწავ­ლი­სა და სწავ­ლე­ბის სრუ­ლი­ად ახა­ლი პლატ­ფორ­მის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა. უნი­ვერ­სი­ტეტს შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი აქვს ინ­ტერ­ნა­ცი­ო­ნა­ლი­ზა­ცი­ის პო­ლი­ტი­კა, რო­მე­ლიც­ ით­ვა­ლის­წი­ნებს უნი­ვერ­სი­ტე­ტის აკა­დე­მი­უ­რი პერ­სო­ნა­ლისა და სტუდენტების აქ­ტი­ურ ჩარ­თუ­ლო­ბას სა­ერ­თა­შო­რი­სო სას­წავ­ლო და კვლე­ვით პროგ­რა­მებ­ში, რაც ხელს უწყობს ინ­ტერ­ნა­ცი­ო­ნა­ლი­ზა­ცი­ის პრო­ცესს და უნი­ვერ­სი­ტე­ტის შე­სა­ხებ ცნო­ბა­დო­ბის ამაღ­ლე­ბას რო­გორც ად­გი­ლობ­რივ, ასე­ვე სა­ერ­თა­შო­რი­სო დო­ნე­ზე; წა­ხა­ლი­სე­ბუ­ლია სა­ერ­თა­შო­რი­სო გაც­ვ­ლით პროგ­რა­მებ­სა და პრო­ექ­ტებ­ში სტუ­დენ­ტე­ბის, აკა­დე­მი­უ­რი და ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­უ­ლი პერ­სო­ნა­ლის მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. უცხო­ე­ლი სტუ­დენ­ტე­ბის მო­ზიდ­ვით და მულ­ტი­კულ­ტუ­რუ­ლი გა­რე­მოს ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბით, უნი­ვერ­სი­ტეტს მოკ­რ­ძა­ლე­ბუ­ლი წვლი­ლი შე­აქვს ინ­ტერ­ნა­ცი­ო­ნა­ლი­ზა­ცი­ი­სა და სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო მო­ბი­ლო­ბის პრო­ცე­სე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­ში.

რო­გორც უკ­ვე აღ­ვ­ნიშ­ნე, სტუ­დენ­ტებს ვთა­ვა­ზობთ სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მებს სხვა­დას­ხ­ვა ენა­ზე, რაც შე­სა­ნიშ­ნა­ვი სა­შუ­ა­ლე­ბაა არა მხო­ლოდ უცხო­ე­ლი სტუ­დენ­ტე­ბის ინ­ტე­რე­სე­ბის და­საკ­მა­ყო­ფი­ლებ­ლად, არა­მედ ად­გი­ლობ­რი­ვი სტუ­დენ­ტე­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო შრო­მის ბაზ­რი­სათ­ვის მო­სამ­ზა­დებ­ლად. სას­წავ­ლე­ბელ­ში უკ­ვე არ­სე­ბობს წარ­მა­ტე­ბუ­ლი სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­­ბე­ბის სო­ლი­დუ­რი გა­მოც­დი­ლე­ბა, რაც სა­ერ­თა­შო­რი­სო თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბი­სა და ინ­ტერ­ნა­ცი­ო­ნა­ლი­ზა­ცი­ის სწო­რი მე­ქა­ნიზ­მე­ბის და­ნერ­გ­ვა-გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის უდა­ვო შე­დე­გია.

უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ფუნ­ქ­ცი­ო­ნი­რებს კა­რი­ე­რუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბი­სა და უწყ­ვე­ტი გა­ნათ­ლე­ბის ქვე­და­ნა­ყო­ფი, სა­დაც სტუ­დენ­ტე­ბი შე­სა­ბა­მის მომ­სა­ხუ­რე­ბას, კონ­სულ­ტა­ცი­ას და მხარ­და­ჭე­რას იღე­ბენ პრო­ფე­სი­უ­ლი უნა­რე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა-გან­მ­ტ­კი­ცე­ბის, და­საქ­მე­ბი­სა და კა­რი­ე­რუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით. აღ­ნიშ­ნუ­ლი ქვე­და­ნა­ყო­ფი ხელს უწყობს სტუ­დენ­ტებს და­საქ­მე­ბი­სათ­ვის აუცი­ლე­ბე­ლი ზო­გა­დი უნარ-ჩვე­ვე­ბის გა­მო­მუ­შა­ვე­ბა­სა და გან­ვი­თა­რე­ბა­ში, აც­ნობს მათ შრო­მის ბაზ­რის დი­ნა­მი­კას და­საქ­მე­ბის პერ­ს­პექ­ტი­ვის­თ­ვის, უწევს კონ­სულ­ტა­ცი­ებს შრო­მის ბაზ­რის მიმ­დი­ნა­რე თუ სა­მო­მავ­ლო მოთხოვ­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, ეხ­მა­რე­ბა პრო­ფე­სი­ულ ორი­ენ­ტა­ცი­ა­სა და თვით­გა­მორ­კ­ვე­ვა­ში, პრი­ო­რი­ტე­ტე­ბის გან­საზღ­ვ­რა­ში, სა­კუ­თა­რი გა­ნათ­ლე­ბი­სა და კა­რი­ე­რის სწო­რად წარ­მარ­თ­ვა­ში, დამ­საქ­მებ­ლებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა­ში, თე­მა­ტუ­რი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის და­გეგ­მ­ვა­სა და გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ში.

☑️🔘 და­ფი­ნა­ნსე­ბის რა სის­ტე­მა მოქ­მე­დებს სას­წავ­ლო უნი­ვერ­სი­ტეტ მი­ლე­ნი­უმ­ში?

უნი­ვერ­სი­ტე­ტი კერ­ძო სა­მარ­თ­ლის იური­დი­უ­ლი პი­რის სტა­ტუ­სით ფუნ­ქ­ცი­ო­ნი­რებს და მი­სი ძი­რი­თა­დი შე­მო­სა­ვა­ლი სტუ­დენ­ტე­ბის სწავ­ლის გა­და­სა­ხა­დია. თუმ­ცა, სტუ­დენ­ტ­თა გარ­კ­ვე­უ­ლი ჯგუ­ფე­ბის­თ­ვის (სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ვე­ლი, სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სა­ჭი­რო­ე­ბე­ბის მქო­ნე და სხვა) სა­შე­ღა­ვა­თო პო­ლი­ტი­კა გვაქვს. გან­საზღ­ვ­რუ­ლია სო­ცი­ა­ლუ­რად მოწყ­ვ­ლა­დი სტუ­დენ­ტე­ბის კა­ტე­გო­რია, მათ­თ­ვის მხარ­დამ­ჭე­რი სო­ცი­ა­ლუ­რი პროგ­რა­მე­ბი და დახ­მა­რე­ბის მე­ქა­ნიზ­მე­ბი: სწავ­ლის სა­ფა­სუ­რის შემ­ცი­რე­ბა; სწავ­ლის სა­ფა­სუ­რის­გან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა; სწავ­ლის სა­ფა­სუ­რის გა­დახ­დის გა­და­ვა­დე­ბა; და­საქ­მე­ბის ხელ­შეწყო­ბა და სხვა ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი, რაც სო­ცი­ა­ლუ­რად მოწყ­ვ­ლა­დი სტუ­დენ­ტე­ბის გა­ნათ­ლე­ბის ხელ­მი­საწ­ვ­დო­მო­ბას უზ­რუნ­ველ­ყოფს.

უნი­ვერ­სი­ტეტს შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი და დამ­ტ­კი­ცე­ბუ­ლი აქვს სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სა­ჭი­რო­ე­ბე­ბის და შეზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის მქო­ნე სტუ­დენ­ტ­თა სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პრო­ცე­სის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის წე­სი, რომ­ლის მი­ზა­ნია მათ­თ­ვის ამ პრო­ცე­სის ეფექ­ტი­ა­ნად, უწყ­ვე­ტად და ხა­რის­ხი­ა­ნად წარ­მარ­თ­ვის უზ­რუნ­ველ­ყო­ფა.

სტუ­დენ­ტ­თა მხარ­და­სა­ჭე­რად, გან­საზღ­ვ­რუ­ლი გვაქვს სტი­პენ­დი­ის სა­ხე­ე­ბი, სტი­პენ­დი­ან­ტის გა­მოვ­ლე­ნი­სა და სტი­პენ­დი­ის მი­ნი­ჭე­ბის პრო­ცე­დუ­რე­ბი და პი­რო­ბე­ბი.

ესა­უბ­რა ლა­ლი ჯე­ლა­ძე

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები