16 აპრილი, სამშაბათი, 2024

კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბა, რო­გორც სა­ინ­ტე­რე­სო სას­წავ­ლო პრო­ცე­სის წი­ნა­პი­რო­ბა

spot_img

კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბის შე­დეგ­ზე მე­ტად, მას­წავ­ლე­ბელს სწავ­ლის გზა უნ­და აინ­ტე­რე­სებ­დეს, რო­მელ­საც მოს­წავ­ლე კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბის შეს­რუ­ლე­ბის პრო­ცეს­ში გა­დის.

იმი­სათ­ვის, რომ ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის ეროვ­ნულ მიზ­ნებს მი­ვაღ­წი­ოთ, მას­წავ­ლე­ბელ­მა უნ­და და­გეგ­მოს ში­ნა­არ­სობ­რი­ვად და მიზ­ნობ­რი­ვად გა­მარ­თუ­ლი სას­წავ­ლო პრო­ცე­სი. სა­ინ­ტე­რე­სო სას­წავ­ლო პრო­ცე­სის წარ­მარ­თ­ვა­ში გვეხ­მა­რე­ბა კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა.

კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბის შეს­რუ­ლე­ბის დროს: მოს­წავ­ლე აქ­ტი­უ­რია, ჩარ­თუ­ლია ძი­ე­ბა­ში, შე­მოქ­მე­დე­ბით პრო­ცეს­ში, წი­ნა­რე ცოდ­ნა­ზე დაყ­რ­დ­ნო­ბით ახ­დენს ახა­ლი ცოდ­ნის კონ­ს­ტ­რუ­ი­რე­ბას; კომ­პ­ლექ­სურ და­ვა­ლე­ბას ცხოვ­რე­ბი­სე­ულ, ყო­ფით გა­მოც­დი­ლე­ბას უკავ­ში­რებს; დი­დი ყუ­რადღე­ბა ექ­ცე­ვა სწავ­ლის სწავ­ლას; აქ­ტი­უ­რია ინ­ტე­რაქ­ცია მოს­წავ­ლე-მას­წავ­ლე­ბელს და მშო­ბელს შო­რის; მოს­წავ­ლე ამ­თ­ლი­ა­ნებს ცოდ­ნას და არ ხდე­ბა საგ­ნობ­რი­ვი კომ­პე­ტენ­ცი­ე­ბის იზო­ლი­რე­ბა, ერ­თ­მა­ნე­თის­გან მოწყ­ვე­ტა. კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბე­ბის შეს­რუ­ლე­ბი­სას, თა­ნა­მედ­რო­ვე მოს­წავ­ლე იოლად აკავ­ში­რებს იაკობ ხუ­ცე­სის „შუ­შა­ნი­კის წა­მე­ბა­ში“ ნახ­სე­ნებ სა­სა­ნი­ან­თა ირანს, პე­როზ მე­ფე­სა და ის­ტო­რი­ა­ში ნას­წავლ ვახ­ტანგ გორ­გა­სალს; ციფ­რულ ტექ­ნო­ლო­გი­ებს იყე­ნებს ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­სა­ღე­ბად, და­სა­ხა­რის­ხებ­ლად, საპ­რე­ზენ­ტა­ცი­ოდ, შე­სა­ნა­ხად, გავ­რ­ცე­ლე­ბის­თ­ვის…

მოს­წავ­ლეს უვი­თარ­დე­ბა კრი­ტი­კუ­ლი, შე­მოქ­მე­დე­ბი­თი აზ­როვ­ნე­ბა, იმა­ტებს მო­ტი­ვა­ცია, თვით­ს­წავ­ლი­სა და ურ­თი­ერ­თ­ს­წავ­ლის ხა­რის­ხი.

არ­სე­ბი­თი ნიშ­ნე­ბის მი­ხედ­ვით, კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბე­ბი იყო­ფა შემ­დეგ ჯგუ­ფე­ბად:

♦ შე­მეც­ნე­ბი­თი, კვლე­ვი­თი ხა­სი­ა­თის და­ვა­ლე­ბე­ბი;

♦ ლო­გი­კუ­რი ამო­ცა­ნე­ბი;

♦ და­ვა­ლე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც არას­ტან­დარ­ტულ მიდ­გო­მებს მო­ითხოვს.

კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბის შეს­რუ­ლე­ბის დროს, ყვე­ლა მოს­წავ­ლე მეტ-ნაკ­ლე­ბად სრულ­ყო­ფი­ლად ქმნის ახალ პრო­დუქტს. ამ პრო­დუქ­ტე­ბის შექ­მ­ნის გზა­ზე ეტა­პე­ბი და აქ­ტი­ვო­ბე­ბია გან­სა­ხორ­ცი­ე­ლე­ბე­ლი. მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია ის ფაქ­ტი, რომ „ახა­ლი სკო­ლის მო­დე­ლის“ (უფ­რო და­ზუს­ტე­ბით თუ ვიტყ­ვით, ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის რე­ფორ­მის) მი­ხედ­ვით და­გეგ­მი­ლი კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბე­ბის ფორ­მა­ტი ძალ­ზე მო­ხერ­ხე­ბუ­ლად მო­ერ­გო დის­ტან­ცი­ურ სწავ­ლე­ბას. მოს­წავ­ლე­ე­ბი ხა­ლი­სი­თა და დი­დი ინ­ტე­რე­სით ჩა­ერ­თ­­ნენ კონ­ს­ტ­რუქ­ტი­ვიზ­მ­ზე დამ­ყა­რე­ბულ სას­წავ­ლო პრო­ცეს­ში, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, სწავ­ლე­ბა კონ­ტაქ­ტუ­რად მიმ­დი­ნა­რე­ობს თუ დის­ტან­ცი­უ­რად.

კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბის პრე­ზენ­ტა­ცი­ით, მოს­წავ­ლე სა­კუ­თარ ცოდ­ნას იმ სა­მიზ­ნე ცნე­ბებ­თან მი­მარ­თე­ბით ადას­ტუ­რებს, რომ­ლებ­საც საგ­ნობ­რი­ვი სა­კითხი უკავ­შირ­დე­ბა.

გა­მარ­თუ­ლი კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბის პი­რო­ბა სამ მა­ხა­სი­ა­თე­ბელს უნ­და აკ­მა­ყო­ფი­ლებ­დეს:

♦ და­ვა­ლე­ბის პი­რო­ბა­ში მკა­ფი­ოდ უნ­და ჩან­დეს კონ­კ­რე­ტუ­ლი საგ­ნობ­რი­ვი სა­კითხი, რომ­ლის შეს­წავ­ლა­საც კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბა ეძღ­ვ­ნე­ბა;

♦ და­ვა­ლე­ბის პი­რო­ბა­ში მკა­ფი­ოდ უნ­და ჩან­დეს შე­მოქ­მე­დე­ბი­თი პრო­დუქ­ტი, რო­მე­ლიც მოს­წავ­ლემ უნ­და შექ­მ­ნას დას­ტუ­რად იმი­სა, რომ საგ­ნობ­რი­ვი სა­კითხი გა­ი­აზ­რა;

♦  კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბის პი­რო­ბა­ში­ვე უნ­და იკითხე­ბო­დეს შე­ფა­სე­ბის კრი­ტე­რი­უ­მე­ბი, რომ­ლე­ბიც გან­საზღ­ვ­რავს, რა უნ­და გა­ნა­ზო­გა­დოს მოს­წავ­ლემ, საგ­ნობ­რივ სა­კითხ­თან მი­მარ­თე­ბით, სა­ი­მი­სოდ, რომ სა­მიზ­ნე ცნე­ბის მკვიდ­რი წარ­მოდ­გე­ნე­ბის გა­აზ­რე­ბამ­დე მი­ვი­დეს.

ასე­ვე, ძალ­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი და სა­ინ­ტე­რე­სოა, ჩვე­ნი ფაქ­ტობ­რი­ვი მდგო­მა­რე­ო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რა რო­ლი ეკის­რე­ბა კომ­პ­ლექ­სურ და­ვა­ლე­ბებს დის­ტან­ცი­უ­რი სწავ­ლე­ბი­სას.

დის­ტან­ცი­უ­რი სწავ­ლე­ბის რე­ჟიმ­მა უფ­რო მე­ტად მო­ითხო­ვა მოს­წავ­ლე­ე­ბის­გან და­მო­უ­კი­დებ­ლად მუ­შა­ო­ბი­სა და პრე­ზენ­ტა­ცი­ის უნა­რე­ბის გა­მოვ­ლე­ნა. კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბა სწო­რედ ამ უნა­რებ­ზეა ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი. მოს­წავ­ლეს, გარ­კ­ვე­უ­ლი დრო­ის მან­ძილ­ზე, და­მო­უ­კი­დებ­ლად უწევს მუ­შა­ო­ბა ამა თუ იმ სა­კითხ­ზე, შემ­დეგ კი, მი­ღე­ბუ­ლი ცოდ­ნის სა­შუ­ა­ლე­ბით ქმნის პრო­დუქტს, რო­მელ­საც წა­რუდ­გენს კლასს. მას­წავ­ლე­ბე­ლი მას ცნე­ბე­ბი­სა და მათ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი მკვიდ­რი წარ­მოდ­გე­ნე­ბის სწო­რად გა­აზ­რე­ბა­ში ეხ­მა­რე­ბა. მკა­ფი­ოდ ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი პი­რო­ბი­სა და ინ­ს­ტ­რუქ­ცი­ის მი­ხედ­ვით, მოს­წავ­ლე და­მო­უ­კი­დებ­ლად ას­რუ­ლებს და­ვა­ლე­ბას. დის­ტან­ცი­უ­რი სწავ­ლე­ბის დროს მთა­ვა­რია, მოს­წავ­ლემ აქ­ტი­უ­რო­ბი­სა და პრო­დუქ­ტი­უ­ლო­ბის უნა­რი შე­ი­ნარ­ჩუ­ნოს. სწო­რედ ამი­ტომ, კი­დევ უფ­რო გა­ი­ზარ­და კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბე­ბის რო­ლი. მას­წავ­ლე­ბელს, კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბის შე­დეგ­ზე მე­ტად, სწავ­ლის გზა უნ­და აინ­ტე­რე­სებ­დეს, რო­მელ­საც მოს­წავ­ლე კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბის შეს­რუ­ლე­ბის პრო­ცეს­ში გა­დის. მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია და­ვა­ლე­ბის წარ­დ­გე­ნა, რომ­ლის დრო­საც მოს­წავ­ლე გვიჩ­ვე­ნებს, თუ რა სტრა­ტე­გი­ე­ბი გა­მო­ი­ყე­ნა და­ვა­ლე­ბის შეს­რუ­ლე­ბი­სას, რას შეც­ვ­ლი­და და­ვა­ლე­ბა­ში, თა­ვი­დან რომ იწყებ­დეს მუ­შა­ო­ბას. კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბა არ არის მხო­ლოდ და­ვა­ლე­ბა, ეს მუდ­მი­ვი სას­წავ­ლო პრო­ცე­სია. ამ ყვე­ლაფ­რის უკეთ გა­სა­გე­ბად, გა­გი­ზი­ა­რებთ ერთ კომ­პ­ლექ­სურ და­ვა­ლე­ბას ის­ტო­რი­ა­ში თა­ვი­სი აქ­ტი­ვო­ბე­ბით, რა­თა პრო­ცე­სი თვალ­სა­ჩი­ნო იყოს.

კლა­სი VII

სა­კითხი: რო­მა­უ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა

ქვე­სა­კითხე­ბი: პატ­რი­ცი­ე­ბი, პლე­ბე­ე­ბი, სა­ხალ­ხო ტრი­ბუ­ნი, მო­ნე­ბი, სე­ნა­ტი

ქვეც­ნე­ბე­ბი: მო­ნე­ბი, მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი, პატ­რი­ცი­ე­ბი, პლე­ბე­ე­ბი, სა­ხალ­ხო ტრი­ბუ­ნი

საკ­ვან­ძო შე­კითხ­ვე­ბი: რო­გორ წარ­მო­ვა­ჩი­ნო მოხ­სე­ნე­ბა­ში, რო­გო­რი იყო რო­მა­უ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის სო­ცი­ა­ლუ­რი ფე­ნე­ბი და რა­ტომ?

გრძელ­ვა­დი­ა­ნი მი­ზა­ნი

სა­მიზ­ნე ცნე­ბა და მას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი მკვიდ­რი წარ­მოდ­გე­ნე­ბი სა­ზო­გა­დო­ე­ბა

შე­დე­გე­ბი: სა­ბა­ზო სა­ფე­ხუ­რი: III, VII, VIII

1) ის­ტო­რი­უ­ლად მრა­ვა­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა არ­სე­ბობ­და, მაგ­რამ თი­თო­ე­ულ მათ­განს ახა­სი­ა­თებ­და სა­ერ­თო ნიშ­ნე­ბი: მათ წევ­რებს ჰქონ­დათ სა­ერ­თო იდენ­ტო­ბა, ინ­ტე­რე­სი, საზ­რუ­ნა­ვი და თან­ხ­მ­დე­ბოდ­ნენ ქცე­ვის წე­სებ­სა და ღი­რე­ბუ­ლე­ბებ­ზე;

2) სა­ზო­გა­დო­ე­ბა იყო­ფა უფ­რო მცი­რე სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ჯგუ­ფე­ბად;

3) პა­ტა­რა სა­ზო­გა­დო­ე­ბე­ბი უმე­ტე­სად უფ­რო დი­დი სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წილს წარ­მო­ად­გე­ნენ;

4) სა­ზო­გა­დო­ე­ბის წევ­რებს აქვთ არა­ერ­თ­გ­ვა­რო­ვა­ნი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბის მი­მართ.

კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბის პი­რო­ბა

წარ­მო­იდ­გი­ნეთ, რომ ცხოვ­რობთ რო­მის რეს­პუბ­ლი­კის ხა­ნა­ში და ხართ სა­ხალ­ხო ტრი­ბუ­ნი. მო­ამ­ზა­დეთ სიტყ­ვა, რა­თა გახ­ვი­დეთ სე­ნა­ტის წი­ნა­შე და და­იც­ვათ პლე­ბე­ე­ბის უფ­ლე­ბე­ბი, და­არ­წ­მუ­ნეთ სე­ნა­ტი, რომ პლე­ბე­ებ­საც იგი­ვე უფ­ლე­ბე­ბი (პო­ლი­ტი­კუ­რი) უნ­და ჰქონ­დეთ, რაც პატ­რი­ცი­ებს. ასე­ვე, შე­ე­ცა­დეთ, სო­ცი­ა­ლუ­რი ფე­ნე­ბი წარ­მო­ა­ჩი­ნოთ ისე, რომ იკ­ვე­თე­ბო­დეს — თა­ვი­სუ­ფალ­ნი და და­მო­ნე­ბულ­ნი.

სიტყ­ვა­ში ხაზ­გას­მით წარ­მო­ა­ჩი­ნე:

♦ რო­გო­რი სო­ცი­ა­ლუ­რი ფე­ნი­სა­გან შედ­გე­ბო­და რო­მა­უ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა და რა იყო მა­თი სა­ერ­თო ინ­ტე­რე­სე­ბი;

♦ მკა­ფი­ოდ ჩა­მო­ა­ყა­ლი­ბეთ, რა უფ­ლე­ბე­ბი ჰქონ­დათ პლე­ბე­ებს და რა არა;

♦ შე­ე­ცა­დეთ, და­ა­ნა­ხოთ ყვე­ლას, რომ პლე­ბე­ე­ბიც იმ სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წი­ლი არი­ან.

კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბის და­მუ­შა­ვე­ბის ეტა­პე­ბი

I ეტა­პი. რო­გორ უნ­და წარ­მო­ვა­ჩი­ნოთ სა­კუ­თა­რი ცოდ­ნა შე­სას­წავლ სა­კითხ­თან და­კავ­ში­რე­ბით?

წარ­მოდ­გე­ნი­ლი რე­სურ­სის დახ­მა­რე­ბით, მოს­წავ­ლე­ე­ბი ჩა­მო­ა­ყა­ლი­ბე­ბენ მოხ­სე­ნე­ბის მა­ხა­სი­ა­თებ­ლებს. სა­მიზ­ნე ცოდ­ნის კონ­ს­ტ­რუ­ი­რე­ბა­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი შე­კითხ­ვე­ბი:

♦ რა არის მოხ­სე­ნე­ბა?

♦  რა­ტომ გა­მო­დი­ოდ­ნენ, ძველ რომ­ში, სე­ნა­ტის წი­ნა­შე მოხ­სე­ნე­ბით?

♦  რა უნ­და გა­ვით­ვა­ლის­წი­ნოთ მოხ­სე­ნე­ბის შე­საქ­მ­ნე­ლად?

♦  რო­გორ დავ­წე­რო მოხ­სე­ნე­ბა და რა ნა­ბი­ჯე­ბი გა­დავ­დ­გა მოხ­სე­ნე­ბის შე­საქ­მ­ნე­ლად/მთა­ვა­რი იდეა, არ­გუ­მენ­ტე­ბი და სხვა.

II ეტა­პი. კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბის ში­ნა­არ­სი.

ნა­ბი­ჯი 1. რო­გო­რი სო­ცი­ა­ლუ­რი ფე­ნი­სგან შედ­გე­ბო­და რო­მა­უ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა და რა იყო მა­თი სა­ერ­თო ინ­ტე­რე­სე­ბი; (მკ 1)

რე­სურ­სი

  1. რო­მის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი (https://ka.wikipedia.)
  2. მას­წავ­ლებ­ლის მი­ერ მომ­ზა­დე­ბუ­ლი პრე­ზენ­ტა­ცია.

აქ­ტი­ვო­ბა. ცხრილ­ზე მუ­შა­ო­ბა

აღ­ნიშ­ნუ­ლი რე­სურ­სი­სა და მას­წავ­ლებ­ლის მი­ერ მი­წო­დე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის სა­ფუძ­ველ­ზე, მოს­წავ­ლე­ე­ბი შე­ავ­სე­ბენ ცხრილს, სა­დაც გა­ნა­თავ­სე­ბენ რო­გორც რომ­ში არ­სე­ბულ სო­ცი­ა­ლურ ფე­ნებს, აგ­რეთ­ვე მათ უფ­ლე­ბა-მო­ვა­ლე­ო­ბებს.

სა­მიზ­ნე ცოდ­ნის კონ­ს­ტ­რუ­ი­რე­ბა­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი შე­კითხ­ვე­ბი

♦ რო­გორ იყო­ფო­და რო­მის სა­ზო­გა­დო­ე­ბა და რა იყო მა­თი სა­ერ­თო ინ­ტე­რე­სე­ბი?

♦ ვინ ით­ვ­ლე­ბო­და რო­მის მო­ქა­ლა­ქედ?

♦ ვინ იყ­ვ­ნენ რო­მის სა­ზო­გა­დო­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი? და­ა­ხა­სი­ა­თეთ თი­თო­ე­უ­ლი მათ­გა­ნი;

♦ რა სპე­ცი­ა­ლუ­რი ნორ­მე­ბი არ­სე­ბობ­და რო­მის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი­სათ­ვის?

♦ ვინ იყ­ვ­ნენ და რა ფუნ­ქ­ცია ჰქონ­დათ გლა­დი­ა­ტო­რებს?

♦ რი­სი უფ­ლე­ბა აქვს ადა­მი­ანს დღეს და რა უფ­ლე­ბე­ბი ირ­ღ­ვე­ო­და ძველ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში, მო­ნო­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში?

♦  რო­გორ აერ­თი­ა­ნებ­და ცალ­კე­ულ ფე­ნებს სა­ერ­თო ინ­ტე­რე­სე­ბი და საზ­რუ­ნა­ვი?

♦ რა­ტომ ით­ვ­ლე­ბო­და რო­მის მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა პრი­ვი­ლე­გი­ად?

♦ რო­გორ ავ­სა­ხო მოხ­სე­ნება­ში რო­მა­უ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა, მა­თი ინ­ტე­რე­სე­ბი, საზ­რუ­ნა­ვი და უფ­ლებ­რი­ვი მდგო­მა­რე­ო­ბა?

ნა­ბი­ჯი 2. რო­გო­რი იყო რო­მა­უ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის ცალ­კე­უ­ლი ფე­ნე­ბის უფ­ლე­ბე­ბი (მ.წ2)

რე­სურ­სი 1. მე-7 კლა­სის სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო. სა­კითხის უკეთ გა­სა­აზ­რებ­ლად გა­ეც­ნო­ბი­ან სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ში არ­სე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას (გა­მომც. „ლო­გოს პრე­სი“, VII კლა­სი; გა­მომც. „დი­ო­გე­ნე“, VII კლა­სი, გვ. 91, 92)

რე­სურ­სი 2. იხ. და­მა­ტე­ბი­თი ინ­ფორ­მა­ცია მი­თი­თე­ბულ ბმულ­ზე: http://evpatori.ge/?do=view_news&news_id=2448

აქ­ტი­ვო­ბა. 1. ტექ­ს­ტის ანა­ლი­ზი. აღ­ნიშ­ნუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის და­მუ­შა­ვე­ბის შემ­დეგ, მოს­წავ­ლე­ე­ბი და­ა­სა­ხე­ლე­ბენ, რეს­პუბ­ლი­კუ­რი მმარ­თ­ვე­ლო­ბის ხა­ნა­ში, რო­მე­ლი ორ­გა­ნო­ე­ბი ქმნიდ­ნენ პო­ლი­ტი­კუ­რი ცხოვ­რე­ბის სუ­რათს და რა უფ­ლე­ბა-მო­ვა­ლე­ო­ბით სარ­გებ­ლობ­და თი­თო­ე­უ­ლი ორ­გა­ნო.

სა­მიზ­ნე ცოდ­ნის კონ­ს­ტ­რუ­ი­რე­ბა­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი შე­კითხ­ვე­ბი

♦ რომ­ში, რეს­პუბ­ლი­კუ­რი მმარ­თ­ვე­ლო­ბის ხა­ნა­ში, რო­მე­ლი ორ­გა­ნო­ე­ბი არ­სე­ბობ­დ­ნენ?

♦ რო­დის შე­იქ­მ­ნა რო­მის სე­ნა­ტი?

♦ რა ფუნ­ქ­ცია ჰქონ­და რომ­ში სე­ნატს?

♦ რო­მე­ლი სო­ცი­ა­ლუ­რი ფე­ნე­ბის­გან შედ­გე­ბო­და რო­მის სე­ნა­ტი?

♦  რო­გორ იყო გა­ნა­წი­ლე­ბუ­ლი სე­ნატ­ში მო­ვა­ლე­ო­ბე­ბი?

♦ რა დროს ირ­ჩევ­დ­ნენ რომ­ში დიქ­ტა­ტორს ექ­ვ­სი თვით?

♦ რა მო­ვა­ლე­ო­ბე­ბი ჰქონ­დათ კონ­სუ­ლებს?

♦ ვი­სი უფ­ლე­ბე­ბის დამ­ც­ვე­ლი იყო სა­ხალ­ხო ტრი­ბუ­ნი?

♦ რო­გორ ავ­სა­ხო მოხ­სე­ნე­ბა­ში რო­მა­უ­ლი მმარ­თ­ვე­ლო­ბის ცალ­კე­უ­ლი ორ­გა­ნო­ე­ბი და მა­თი მო­ვა­ლე­ო­ბე­ბი?

ნა­ბი­ჯი 3. რო­გო­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა და მო­საზ­რე­ბე­ბი ჰქონ­დათ რო­მა­ულ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში კულ­ტუ­რუ­ლი მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბის მი­მართ (მ.წ3)

რე­სურ­სი 1. დო­კუ­მენ­ტუ­რი ფილ­მის ჩვე­ნე­ბა – რო­მის იმ­პე­რია: ძა­ლა­უფ­ლე­ბა და დი­დე­ბა.

რე­სურ­სი 2. მე-7 კლა­სის სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო (მო­ნო­ბა რომ­ში)

აქ­ტი­ვო­ბა 1. კოგ­ნი­ტურ სქე­მა­ზე მუ­შა­ო­ბა

წარ­მოდ­გე­ნი­ლი მა­სა­ლის სა­ფუძ­ველ­ზე, მოს­წავ­ლე­ე­ბი შე­ავ­სე­ბენ სქე­მას, მო­ნის შრო­მა-საქ­მი­ა­ნო­ბის შე­სა­ხებ (კერ­ძოდ, რა საქ­მი­ა­ნო­ბის შეს­რუ­ლე­ბა უწევ­დათ მო­ნებს)?

აქ­ტი­ვო­ბა 2. T დი­აგ­რა­მა

შე­ა­და­რეთ რო­მა­უ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის შე­მად­გენ­ლო­ბა თა­ნა­მედ­რო­ვე­ო­ბას.

სა­მიზ­ნე ცოდ­ნის კონ­ს­ტ­რუ­ი­რე­ბა­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი შე­კითხ­ვე­ბი

♦რო­გორ შე­იძ­ლე­ბა აღ­მო­ჩე­ნი­ლი­ყო ადა­მი­ა­ნი მო­ნო­ბა­ში?

♦  სად იყ­ვ­ნენ და­საქ­მე­ბუ­ლი და რას აკე­თებ­დ­ნენ მო­ნე­ბი?

♦ რო­მელ სფე­რო­ში და­საქ­მე­ბუ­ლი მო­ნის ხვედ­რი იქ­ნე­ბო­და უფ­რო მძი­მე?

♦ ვინ იყ­ვ­ნენ გლა­დი­ა­ტო­რე­ბი?

♦ რა­ტომ იყო მა­ყუ­რე­ბელ­ზე და­მო­კი­დე­ბუ­ლი გლა­დი­ა­ტო­რის ბე­დი?

♦ რას საქ­მი­ა­ნობ­დ­ნენ მო­ნე­ბი ძვე­ლი სამ­ყა­როს სხვა სა­ხელ­მ­წი­ფო­ებ­ში და იყო თუ არა მსგავ­სი მა­თი საქ­მი­ა­ნო­ბა?

♦ რო­გორ ავ­სა­ხო მოხ­სე­ნე­ბა­ში, მო­ნო­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში, რა უფ­ლე­ბე­ბი ირ­ღ­ვე­ო­და რომ­ში და რა და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბე­ბი ჰქონ­დათ მათ მი­მართ?

ნა­ბი­ჯი 4. მას­წავ­ლებ­ლის მი­ერ დას­მუ­ლი შე­კითხ­ვე­ბი, მოს­წავ­ლე­ე­ბის მხრი­დან კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბის პრე­ზენ­ტა­ცი­ის პრო­ცეს­ში

♦ აღ­წე­რე, რო­გორ წა­რი­მარ­თა და­ვა­ლე­ბა­ზე მუ­შა­ო­ბის პრო­ცე­სი;

♦ აღ­წე­რე, რა პრო­დუქ­ტი შექ­მე­ნი;

♦ რა სა­კითხს შე­ე­ხე­ბა შენ მი­ერ მომ­ზა­დე­ბუ­ლი და­ვა­ლე­ბა?

♦ ახ­სე­ნი, რა­ტომ შექ­მე­ნი მოხ­სე­ნე­ბა, რი­სი თქმა გსურ­და მი­სი სა­შუ­ა­ლე­ბით?

♦  რა­ტომ ფიქ­რობ, რომ შენ მი­ერ შექ­მ­ნი­ლი პრო­დუქ­ტი ნამ­დ­ვი­ლად მოხ­სე­ნე­ბაა?

♦ შე­ნი აზ­რით, ვინ უნ­და და­ინ­ტე­რეს­დეს შენ მი­ერ შექ­მ­ნი­ლი კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბით და რა­ტომ?

♦ რა დაბ­რ­კო­ლე­ბებს წა­აწყ­დი და­ვა­ლე­ბა­ზე მუ­შა­ო­ბის პრო­ცეს­ში?

♦ რას გა­ა­კე­თებ­დი სხვაგ­ვა­რად, ახ­ლა რომ იწყებ­დე და­ვა­ლე­ბა­ზე მუ­შა­ო­ბას?

♦ სხვა დროს თუ შე­გის­რუ­ლე­ბია მსგავ­სი ფორ­მის ან ში­ნა­არ­სის და­ვა­ლე­ბა?

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. ახალი განათლება, ლალი თვალაბეიშვილი – „ახალი სკოლის მოდელი. რა იცვლება სკოლისთვის, მასწავლებლისთვის, მოსწავლისთვის“;
  2. სკოლის კურიკულუმი, 2019-20;
  3. ინტერნეტგაზეთი mastsavlebeli.ge“ – კომპლექსური დავალების როლი დისტანციური სწავლებისას“. 2020 წლის 1 ივნისი. ბაია მაჩიტიძე.

 

დარიკო ხვედელიძე

სსიპ ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ დარკვეთის საჯარო სკოლის ისტორიის მენტორი მასწავლებელი, სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები