27 ივლისი, შაბათი, 2024

ინ­ტერ­ვიუ შე­ფა­სე­ბი­სა და გა­მოც­დე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რის დი­რექ­ტორ­თან, სო­ფიო გორ­გო­ძეს­თან

spot_img

ნა­წი­ლი პირ­ვე­ლი

გა­მოწ­ვე­ვე­ბით სავ­სე სა­გა­მოც­დო წე­ლი – 2021 წლის შე­ფა­სე­ბა

 

 

 

– ქალ­ბა­ტო­ნო სო­ფო, ინ­ტერ­ვიუ და­ვიწყოთ 2021 წლის შე­ფა­სე­ბით – პან­დე­მი­ის პი­რო­ბებ­ში საკ­მა­ოდ რთუ­ლი პე­რი­ო­დი გა­ი­ა­რეთ, თუმ­ცა რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის ფონ­ზე გა­მოც­დე­ბის ჩა­ტა­რე­ბის უკ­ვე ორ­წ­ლი­ა­ნი გა­მოც­დი­ლე­ბა გაქვთ. შე­ვა­ჯა­მოთ წლე­ვან­დე­ლი ერ­თი­ა­ნი ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბი – რო­გორ წა­რი­მარ­თა და რა იყო ყვე­ლა­ზე დი­დი სირ­თუ­ლე ამ პრო­ცეს­ში.

– რო­გორც წელს, ისე შარ­შან გა­მოც­დე­ბი პან­დე­მი­ის პი­რო­ბებ­ში ჩა­ვა­ტა­რეთ, მაგ­რამ წელს კი­დევ გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი სი­ტუ­ა­ცია გვქონ­და, რად­გან პან­დე­მია უფ­რო რთულ ფა­ზა­ში იყო 2020 წლის ზაფხულ­თან შე­და­რე­ბით. პან­დე­მი­ის და­საწყის­ში ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი აპ­ლი­კან­ტე­ბის სა­კითხ­თან და­კავ­ში­რე­ბით, ფაქ­ტობ­რი­ვად, უპ­რე­ცე­დენ­ტო გა­მო­სა­ვა­ლი მო­ი­ძებ­ნა – გა­დაწყ­და, ერ­თე­უ­ლი ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბის­თ­ვის გა­მოც­და კლი­ნი­კა­ში ჩაგ­ვე­ტა­რე­ბი­ნა. სი­მარ­თ­ლე გითხ­რათ, მარ­თ­ლა არ მსმე­ნია სად­მე მსგავ­სი შემ­თხ­ვე­ვის შე­სა­ხებ. ამი­ტო­მაც ვამ­ბობ, რომ მთავ­რო­ბამ უპ­რე­ცე­დენ­ტო გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღო, ჩვენც გვქონ­და ამის შე­საძ­ლებ­ლო­ბა და მზა­ო­ბა. წელს ასე­თი მიდ­გო­მა შე­უძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბო­და, რად­გან არა ერ­თე­უ­ლი შემ­თხ­ვე­ვე­ბი, არა­მედ ასო­ბით ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი გა­მო­საც­დე­ლი გვყავ­და. თა­ვის­თა­ვად, ეს ძა­ლი­ან პრობ­ლე­მა­ტუ­რი იყო, ამი­ტომ გა­დაჭ­რის გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი გზა უნ­და მოგ­ვე­ძებ­ნა და ეს გახ­ლ­დათ და­მა­ტე­ბი­თი სე­სი­ე­ბის და­ნიშ­ვ­ნა, რა­მაც კი­დევ უფ­რო გა­ა­ხან­გ­რ­ძ­ლი­ვა სა­გა­მოც­დო პრო­ცე­სი. შე­იძ­ლე­ბა ით­ქ­ვას, რომ ზაფხუ­ლის გან­მავ­ლო­ბა­ში ორ­ჯერ მოგ­ვი­წია ერ­თი­ა­ნი ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბის ჩა­ტა­რე­ბა, რად­გან და­მა­ტე­ბი­თი სე­სი­ის და­ნიშ­ვ­ნა თით­ქ­მის ყვე­ლა სა­გან­ში დაგ­ვ­ჭირ­და.

წლე­ვან­დე­ლი გა­მოც­დე­ბის ყვე­ლა­ზე დი­დი სირ­თუ­ლე სწო­რედ ეს იყო – სა­გა­მოც­დო პრო­ცე­სი ორ­ჯერ უნ­და გაგ­ვევ­ლო და თან შე­დე­გე­ბი არ დაგ­ვეგ­ვი­ა­ნე­ბი­ნა, წი­ნა­აღ­მ­დეგ შემ­თხ­ვე­ვა­ში, გარ­კ­ვე­ულ­წი­ლად, უნი­ვერ­სი­ტე­ტებს შე­ვუქ­მ­ნი­დით პრობ­ლე­მებს – ჩა­რიცხ­ვე­ბი დაგ­ვი­ან­დე­ბო­და. მარ­თ­ლა ძა­ლი­ან დი­დი გა­მოწ­ვე­ვის წი­ნა­შე აღ­მოვ­ჩ­ნ­დით, შე­სა­ბა­მი­სად, პრო­ცე­სი ძა­ლი­ან შრო­მა­ტე­ვა­დი და ამავ­დ­რო­უ­ლად სტრე­სუ­ლი იყო. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, წლე­ვან­დე­ლი სა­გა­მოც­დო პე­რი­ო­დი გა­მოწ­ვე­ვე­ბით იყო სავ­სე. ყვე­ლა­ფერ­თან ერ­თად ჯან­მ­რ­თე­ლო­ბის უსაფ­რ­თხო­ე­ბის დაც­ვა­ზე ზრუნ­ვა ერთ-ერ­თი პრი­ო­რი­ტე­ტი უნ­და ყო­ფი­ლი­ყო ამ პრო­ცე­სებ­ში ჩარ­თუ­ლი ყვე­ლა პი­რის­თ­ვის. რა თქმა უნ­და, მუდ­მი­ვი კო­ორ­დი­ნა­ცია გვქონ­და ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტ­როს შე­სა­ბა­მის უწყე­ბებ­თან. თა­ვი­დან­ვე ვი­ცო­დით, რომ და­მა­ტე­ბი­თი სე­სი­ე­ბის­თ­ვის უნ­და მოვ­მ­ზა­დე­ბუ­ლი­ყა­ვით, თუმ­ცა არ ვი­ცო­დით, თი­თო­ე­ულ ჯერ­ზე, რამ­დე­ნი აპ­ლი­კან­ტი გვე­ყო­ლე­ბო­და ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი და  რამ­დე­ნი აბი­ტუ­რი­ენ­ტის­თ­ვის უნ­და დაგ­ვე­ნიშ­ნა და­მა­ტე­ბი­თი სე­სია. ამის მი­უ­ხე­და­ვად, ჩვენ ყვე­ლა სცე­ნა­რის­თ­ვის მო­ვემ­ზა­დეთ. გარ­კ­ვე­უ­ლი სა­კითხე­ბის გა­დაწყ­ვე­ტა, ცხა­დია, თა­ვად პრო­ცე­სის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სას ხდე­ბო­და. შე­სა­ბა­მის უწყე­ბებ­თან, მა­გა­ლი­თად, და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტ­რო­ლი­სა და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­მ­რ­თე­ლო­ბის ეროვ­ნულ ცენ­ტ­რ­თან ყო­ველ­დღი­უ­რად, ზოგ­ჯერ ღა­მის სა­ა­თებ­შიც კი გვქონ­და კონ­ტაქ­ტი. ვი­ღებ­დით თი­თო­ე­უ­ლი აპ­ლი­კან­ტის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას, ვი­სი დაშ­ვე­ბა არ შე­იძ­ლე­ბო­და, ან ვის­თ­ვის უნ­და მიგ­ვე­ცა სა­შუ­ა­ლე­ბა, 14 დღის შემ­დეგ გა­მო­სუ­ლი­ყო გა­მოც­და­ზე. ამის შემ­დეგ ვიწყებ­დით აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბის ინ­ფორ­მი­რე­ბას, რომ მათ მი­ე­ცე­მო­დათ სა­შუ­ა­ლე­ბა, ჩა­ე­ბა­რე­ბი­ნათ შე­სა­ბა­მი­სი გა­მოც­და და­მა­ტე­ბით სე­სი­ებ­ზე. რო­გორც გითხა­რით, ამ ყვე­ლა­ფერ­მა, რა თქმა უნ­და, და­ძა­ბუ­ლო­ბის ფონ­ზე ჩა­ი­ა­რა, მაგ­რამ შე­დე­გი გა­მო­ი­ღო, რო­გო­რიც გვინ­დო­და – მშვი­დო­ბით დას­რულ­და 2021 წლის ერ­თი­ა­ნი ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბი, რაც მთა­ვა­რია, ყვე­ლა იმ აპ­ლი­კანტს, რო­მელ­საც გა­მოც­დის დღეს და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი ჰქონ­და კო­ვიდ-19, სა­შუ­ა­ლე­ბა მი­ე­ცა, არ დარ­ჩე­ნი­ლი­ყო პრო­ცესს მიღ­მა – ამ მთა­ვარ მი­ზანს ჩვენ მი­ვაღ­წი­ეთ.

– სა­ერ­თო ჯამ­ში, რამ­დე­ნი აპ­ლი­კან­ტის­თ­ვის ჩა­ტარ­და და­მა­ტე­ბი­თი სე­სი­ე­ბი?

– 600-ზე მე­ტი აპ­ლი­კან­ტი გა­მო­ვი­და და­მა­ტე­ბით სე­სი­ა­ზე და ამ რიცხ­ვ­ში შე­დი­ან რო­გორც აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბი, ისე მას­წავ­ლებ­ლე­ბი, მას­წავ­ლებ­ლო­ბი­სა და მა­გის­ტ­რო­ბის მსურ­ვე­ლე­ბი, ასე­ვე სტუ­დენ­ტ­თა საგ­რან­ტო კონ­კურ­სის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, რომ გა­მოც­დე­ბის და­საწყის­ში შე­და­რე­ბით მსუ­ბუ­ქად მიმ­დი­ნა­რე­ობ­და პან­დე­მი­ის პრო­ცე­სი, ზაფხუ­ლის ბო­ლოს­კენ კი ვი­თა­რე­ბა უფ­რო გარ­თულ­და და შე­სა­ბა­მი­სად, ამ კუთხით, ბო­ლო დღე­ე­ბი ძა­ლი­ან რთუ­ლად წა­რი­მარ­თა, ბევ­რად მე­ტი ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი აპ­ლი­კან­ტი იყო. მა­გის­ტ­რე­ბის­თ­ვის გა­მოც­და ბო­ლოს ჩა­ტარ­და და გა­ცი­ლე­ბით მე­ტი ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი მა­გის­ტ­რო­ბის მსურ­ვე­ლი და­ფიქ­სირ­და, ვიდ­რე აბი­ტუ­რი­ენ­ტი.

– ოკუ­პი­რე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე მცხოვ­რებ­მა აბი­ტუ­რი­ენ­ტებ­მა თუ შეძ­ლეს წელს ერ­თი­ან ეროვ­ნულ გა­მოც­დებ­ში ჩარ­თ­ვა?

– რო­გორც იცით, მათ­თ­ვის ჩა­რიცხ­ვის გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი წე­სი მოქ­მე­დებს, რო­მელ­საც გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტ­რო ად­გენს (ეს გუ­ლის­ხ­მობს მათ ჩა­რიცხ­ვას ერ­თი­ა­ნი ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბის გა­რე­შე). ამას წელს ისიც და­ე­მა­ტა, რომ ოკუ­პი­რე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე შე­და­რე­ბით გვი­ან ჰქონ­დათ სკო­ლის გა­მო­საშ­ვე­ბი გა­მოც­დე­ბი.

– ქალ­ბა­ტო­ნო სო­ფო, წელს აბი­ტუ­რი­ენ­ტებ­თან შეხ­ვედ­რის ფორ­მა­ტიც შე­იც­ვა­ლა და ღია კა­რის დღე­ე­ბი ონ­ლა­ინ ფორ­მატ­ში წა­რი­მარ­თა.

– აბი­ტუ­რი­ენ­ტებ­თან პი­რის­პირ შეხ­ვედ­რე­ბი ჩვენ­თ­ვის ყო­ველ­თ­ვის წი­ნა­სა­გა­მოც­დო პე­რი­ო­დის ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ნა­წი­ლი იყო, რომ­ლის­თ­ვი­საც გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად ვემ­ზა­დე­ბო­დით. და­მე­თან­ხ­მე­ბით, რომ ცოცხალ კო­მუ­ნი­კა­ცი­ას არა­ფე­რი სჯობს, თუმ­ცა ამ­ჯე­რად, პან­დე­მი­ი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, გა­მო­საც­დე­ლებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის ეს ფორ­მა გა­მოვ­ნა­ხეთ და ვფიქ­რობთ, რომ ძა­ლი­ან გა­ა­მარ­თ­ლა. გან­სა­კუთ­რე­ბით აქ­ტი­უ­რობ­დ­ნენ რე­გი­ო­ნე­ბი. იმი­სათ­ვის, რომ შეხ­ვედ­რე­ბი არ ყო­ფი­ლი­ყო ძა­ლი­ან გა­დატ­ვირ­თუ­ლი და ყვე­ლა აბი­ტუ­რი­ენ­ტის­გან მიგ­ვე­ღო კითხ­ვე­ბი, სკო­ლებს ჯგუ­ფე­ბად ვიწ­ვევ­დით. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­წო­დე­ბის პრო­ცეს­ში ჩარ­თუ­ლი იყო რე­სურ­ს­ცენ­ტ­რე­ბიც და ყვე­ლა სა­კო­მუ­ნი­კა­ციო არხს ვი­ყე­ნებ­დით აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბი­სათ­ვის ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­სა­წო­დებ­ლად, აღ­მოჩ­ნ­და, რომ ზო­გი­ერ­თი მათ­გა­ნი მა­ინც არ იყო ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლი. ამი­ტომ კი­დევ ერ­თხელ ვთხოვ უკ­ვე წლე­ვან­დელ აბი­ტუ­რი­ენ­ტებს, თვალ­ყუ­რი ადევ­ნონ ცენ­ტ­რის  აქ­ტი­ვო­ბებს და გა­მო­ი­ყე­ნონ ონ­ლა­ინ ღია კა­რის დღე­ებ­ზე დას­წ­რე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა. მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია ისიც, რომ თი­თო­ე­უ­ლი შეხ­ვედ­რის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ მზად­დე­ბო­და და ქვეყ­ნ­დე­ბო­და ჩვენს ვებ და ფე­ის­ბუკ გვერ­დებ­ზე ხში­რად დას­მუ­ლი კითხ­ვე­ბი.  ბო­ლოს 100 ყვე­ლა­ზე აქ­ტუ­ა­ლურ კითხ­ვა­ზეც გა­მო­ვაქ­ვეყ­ნეთ პა­სუ­ხი.

– სა­ინ­ტე­რე­სოა, შე­დე­გე­ბის თვალ­საზ­რი­სით თუ და­ტო­ვა კვა­ლი „პან­დე­მი­ის გა­ნათ­ლე­ბის პე­რი­ოდ­მა“? მცი­რე სტა­ტის­ტი­კუ­რი ანა­ლი­ზი რომ გა­ვა­კე­თოთ – წელს რო­მე­ლი ფა­კულ­ტე­ტი იყო ყვე­ლა­ზე მოთხოვ­ნა­დი ან რო­მელ სა­გან­ში ჩა­იჭ­რა ყვე­ლა­ზე მე­ტი აბი­ტუ­რი­ენ­ტი?

– რო­გორც წე­სი, დი­დი გან­ს­ხ­ვა­ვე­ბა ჩა­რიცხულ­თა პრო­ცენ­ტუ­ლო­ბის მი­ხედ­ვით არც წელს გვაქვს – რე­გის­ტ­რი­რე­ბულ აპ­ლი­კან­ტ­თა 76% ჩა­ი­რიცხა, გა­სულ წელს კი – 75%. ასე რომ, სუ­რა­თი დი­დად არ შეც­ვ­ლი­ლა. არც საგ­ნე­ბის მი­ხედ­ვით არის არ­სე­ბი­თი სხვა­ო­ბა. რაც შე­ე­ხე­ბა პო­პუ­ლა­რულ მი­მარ­თუ­ლე­ბებს, წელ­საც ისე­ვე, რო­გორც წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, ჯან­დაც­ვა და სა­მარ­თა­ლი ლი­დე­რობს – საკ­მა­ოდ დი­დი კონ­კურ­სი იყო. ასე­ვე მოთხოვ­ნა­დია ფსი­ქო­ლო­გი­ი­სა და ბიზ­ნე­სის ად­მი­ნის­ტ­რი­რე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბი.  წელს თვალ­ში­სა­ცე­მი იყო მოთხოვ­ნა ვე­ტე­რი­ნა­რი­ა­ზეც, ასე­ვე კომ­პი­უ­ტე­რულ მეც­ნი­ე­რე­ბებ­ზე, გრა­ფი­კულ დი­ზა­ინ­ზე, სა­შემ­ს­რუ­ლებ­ლო შე­მოქ­მე­დე­ბით პროგ­რა­მა­ზე. შარ­შან, მა­გა­ლი­თად, გა­მორ­ჩე­უ­ლად დი­დი კონ­კურ­სი იყო მეღ­ვი­ნე­ო­ბა­ზე. ასე რომ, თან­და­თან ახალ მი­მარ­თუ­ლე­ბებ­ზეც იზ­რ­დე­ბა მოთხოვ­ნა.

რაც შე­ე­ხე­ბა იმ სა­კითხს, რო­მელ მი­მარ­თუ­ლე­ბა­ზე უჭირთ აბი­ტუ­რი­ენ­ტებს ყვე­ლა­ზე მე­ტად გა­მოც­დის წარ­მა­ტე­ბით ჩა­ბა­რე­ბა, თუ  აბი­ტუ­რი­ენ­ტ­თა იმ რა­ო­დე­ნო­ბით ვიმ­ს­ჯე­ლებთ, რომ­ლებ­მაც  მი­ნი­მა­ლუ­რი ზღვა­რი ვერ გა­და­ლა­ხეს, ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი გვაქვს ზუს­ტი და სა­ბუ­ნე­ბის­მეტყ­ვე­ლო მეც­ნი­ე­რე­ბე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით (ეს არც სკო­ლე­ბის­თ­ვის იქ­ნე­ბა გა­საკ­ვი­რი). თუმ­ცა ვერ ვიტყ­ვი, რომ ეს მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი ძა­ლი­ან მა­ღა­ლი იყო. წელს ზღვრის გა­და­ლახ­ვა აბი­ტუ­რი­ენ­ტებს გე­ოგ­რა­ფი­ა­ში გა­უ­ჭირ­დათ.

ნა­წი­ლი მე­ო­რე 

ცვლი­ლე­ბე­ბი

– ცნო­ბი­ლია 2022 წლის ერ­თი­ა­ნი ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბის სი­ახ­ლე­ე­ბის შე­სა­ხებ – სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში სწავ­ლის გაგ­რ­ძე­ლე­ბის მსურ­ვე­ლებს 2022 წლის ერ­თი­ან ეროვ­ნულ გა­მოც­დებ­ზე ჩა­სა­ბა­რე­ბელ მე­სა­მე სა­ვალ­დე­ბუ­ლო საგ­ნებს შო­რის მე­ტი არ­ჩე­ვა­ნის შე­საძ­ლებ­ლო­ბა აქვთ. ცვლი­ლე­ბა შე­ე­ხო ქარ­თუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის და გე­ოგ­რა­ფი­ის სა­გა­მოც­დო ტეს­ტე­ბის ფორ­მატს. პირ­ველ რიგ­ში, რამ გა­ნა­პი­რო­ბა მე­სა­მე სა­ვალ­დე­ბუ­ლო საგ­ნის ჩა­მო­ნათ­ვა­ლის გა­ფარ­თო­ე­ბა?

– რამ­დე­ნი­მე წლის წინ, რო­ცა სა­მი­ნის­ტ­რომ გარ­კ­ვე­უ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბი შე­ი­ტა­ნა სა­გა­მოც­დო ფორ­მატ­ში, მათ­გან ერთ-ერ­თი სა­ვალ­დე­ბუ­ლო საგ­ნე­ბის რა­ო­დე­ნო­ბის შეც­ვ­ლა იყო. რო­გორც მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ოთხი­დან სამ სა­გან­ზე უნ­და და­სუ­ლი­ყო, ჯან­დაც­ვის მი­მარ­თუ­ლე­ბის გარ­და. ცვლი­ლე­ბის თა­ნახ­მად, სამ სა­ვალ­დე­ბუ­ლო საგ­ნად დად­გინ­და: ქარ­თუ­ლი ენა და ლი­ტე­რა­ტუ­რა, უცხო­უ­რი ენა და მი­მარ­თუ­ლე­ბის მი­ხედ­ვით, ის­ტო­რია ან მა­თე­მა­ტი­კა. მე­სა­მე სა­გა­ნი მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბის მი­ხედ­ვით იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე გა­ნი­საზღ­ვ­რა, რომ მა­თე­მა­ტი­კა უფ­რო რე­ლე­ვან­ტუ­რად ჩა­ით­ვა­ლა ტექ­ნი­კუ­რი და სა­ბუ­ნე­ბის­მეტყ­ვე­ლო მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბი­სათ­ვის, ხო­ლო ის­ტო­რია – ყვე­ლა და­ნარ­ჩე­ნი მი­მარ­თუ­ლე­ბი­სთ­ვის. ალ­ბათ გახ­სოვთ, მა­შინ­ვე ით­ქ­ვა, რომ ეს მო­დე­ლი შემ­დეგ და­ზუს­ტ­დე­ბო­და. გა­ნი­ხი­ლე­ბო­და რამ­დე­ნი­მე ვა­რი­ან­ტი: პირ­ვე­ლი – მე­სა­მე სა­გა­ნი მხო­ლოდ მა­თე­მა­ტი­კა დარ­ჩე­ნი­ლი­ყო (სხვა­თა შო­რის, ბევრ ქვე­ყა­ნა­შია ასე­თი მო­დე­ლი, ჩა­სა­ბა­რებ­ლად გან­საზღ­ვ­რუ­ლია სა­მი ძი­რი­თა­დი სა­გა­ნი – მშობ­ლი­უ­რი ენა, უცხო­უ­რი ენა და მა­თე­მა­ტი­კა); მე­ო­რე – მე­სა­მე სა­გა­ნი უფ­რო რე­ლე­ვან­ტუ­რი გამ­ხ­და­რი­ყო იმ სპე­ცი­ა­ლო­ბი­სა, რო­მელ­ზეც აბა­რებს აბი­ტუ­რი­ენ­ტი. ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში კი, სა­მი­ნის­ტ­როს ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ბით (მი­ნის­ტ­რის მო­ად­გი­ლე გახ­ლ­დათ კო­მი­სი­ის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლი), შე­იქ­მ­ნა ჯგუ­ფი, რო­მე­ლიც გარ­კ­ვე­ულ რე­კო­მენ­და­ცი­ებს გას­ცემ­და, თუ რო­გორ და­ზუს­ტე­ბუ­ლი­ყო არ­სე­ბუ­ლი მო­დე­ლი. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მი­ღე­ბულ იქ­ნა გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა, რომ უმ­ჯო­ბე­სი იქ­ნე­ბო­და გა­ფარ­თო­ე­ბუ­ლი­ყო მე­სა­მე რე­ლე­ვან­ტუ­რი საგ­ნე­ბის ნუს­ხა და აბი­ტუ­რი­ენ­ტებს მა­თე­მა­ტი­კი­სა და ის­ტო­რი­ის გარ­და, მე­სა­მე სა­ვალ­დე­ბუ­ლო საგ­ნის მე­ტი არ­ჩე­ვა­ნი ჰქო­ნო­დათ. მა­გა­ლი­თად, თუ აბი­ტუ­რი­ენ­ტი ფი­ზი­კის პროგ­რა­მა­ზე აბა­რებს, მას შე­უძ­ლია, მა­თე­მა­ტი­კის გარ­და, ფი­ზი­კაც აირ­ჩი­ოს. კო­მი­სი­ამ საგ­ნე­ბის ნუს­ხის გა­ფარ­თო­ე­ბა­ზე იმუ­შა­ვა და უნი­ვერ­სი­ტე­ტებს წა­რუდ­გი­ნა. მათ სა­ვა­რა­უ­დო არ­ჩე­ვა­ნი გა­ა­კე­თეს, რაც ჩვენს ვებ­გ­ვერ­დ­ზე გა­მოქ­ვეყ­ნ­და. შე­სა­ბა­მი­სად, აბი­ტუ­რი­ენ­ტებს უკ­ვე შე­უძ­ლი­ათ გა­ეც­ნონ კონ­კ­რე­ტუ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბის მე­სა­მე საგ­ნად, ის­ტო­რი­ი­სა და მა­თე­მა­ტი­კის გარ­და, რო­მე­ლი საგ­ნე­ბია შე­თა­ვა­ზე­ბუ­ლი.

– ქარ­თუ­ლი­სა და გე­ოგ­რა­ფი­ის ტეს­ტის ცვლი­ლე­ბა­ზეც რომ გვითხ­რათ – ქარ­თუ­ლის ტეს­ტის ცვლი­ლე­ბამ გა­ურ­კ­ვევ­ლო­ბაც კი გა­მო­იწ­ვია რო­გორც მას­წავ­ლებ­ლებ­ში, ისე აბი­ტუ­რი­ენ­ტებ­ში. მუდ­მი­ვად ის­მის კითხ­ვა: ცვლი­ლე­ბის თა­ნახ­მად, გა­მარ­ტივ­და თუ გარ­თულ­და ქარ­თუ­ლის ტეს­ტი?

– რო­ცა ტეს­ტის ფორ­მა­ტი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში არ იც­ვ­ლე­ბა, ის უკ­ვე იშ­ტამ­პე­ბა, მარ­ტი­ვად დას­წავ­ლა­დი და პროგ­ნო­ზი­რე­ბა­დი ხდე­ბა, შე­სა­ბა­მი­სად, პე­რი­ო­დუ­ლად ცვლი­ლე­ბე­ბი აუცი­ლე­ბე­ლია. სწო­რედ ამი­ტომ ვცვლით ხოლ­მე სხვა­დას­ხ­ვა ტეს­ტის ფორ­მატს. ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში შე­იც­ვა­ლა ქარ­თუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის ფორ­მა­ტი. რაც შე­ე­ხე­ბა იმას, გა­მარ­ტივ­და თუ გარ­თულ­და ტეს­ტი, ამის შე­სა­ხებ სპე­ცი­ა­ლის­ტებ­მა უკ­ვე ისა­უბ­რეს. თუ­კი  გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებთ, რომ ორი წე­რი­თი და­ვა­ლე­ბის ნაც­ვ­ლად, ახ­ლა აბი­ტუ­რი­ენტს ერ­თის შეს­რუ­ლე­ბა მო­უ­წევს და სა­გა­მოც­დო დრო, 3.45 წთ-ის ნაც­ვ­ლად, 3 სა­ა­თი გახ­და, შე­იძ­ლე­ბა ით­ქ­ვას, რომ აბი­ტუ­რი­ენ­ტის­თ­ვის გა­მოც­და ნაკ­ლე­ბად სტრე­სუ­ლი იქ­ნე­ბა და იგი ნაკ­ლებ დრო­ში შე­ას­რუ­ლებს და­ვა­ლე­ბას. თუ ამ კუთხით მი­ვუდ­გე­ბით, შე­იძ­ლე­ბა ვი­ფიქ­როთ, რომ გა­მარ­ტივ­და კი­დეც. მაგ­რამ, მე­ო­რე მხრივ, იმ უნა­რებს, რო­მელ­თა გა­მოც­და და შე­მოწ­მე­ბაა აუცი­ლე­ბე­ლი, ტეს­ტის ეს ფორ­მა­ტი ისევ შე­ა­მოწ­მებს ამ და­ვა­ლე­ბე­ბის ფარ­გ­ლებ­შიც. კვლავ სა­მი და­ვა­ლე­ბაა: ტექ­ს­ტის რე­დაქ­ტი­რე­ბა, წა­კითხუ­ლის გა­აზ­რე­ბა და ერ­თი წე­რი­თი და­ვა­ლე­ბა, ორის ნაც­ვ­ლად.  ცხა­დია, ჩვენ არც ერ­თი ცვლი­ლე­ბა არ შეგ­ვაქვს ისე, რომ საც­დე­ლი ტეს­ტი­რე­ბა არ ჩა­ვა­ტა­როთ და ანა­ლი­ზი არ გა­ვა­კე­თოთ იმი­სა, რაც მომ­დევ­ნო გა­მოც­დებ­ზე უნ­და დავ­გეგ­მოთ. შე­სა­ბა­მი­სად, ამ შემ­თხ­ვე­ვა­შიც ჩა­ტარ­და საც­დე­ლი ტეს­ტი­რე­ბა, შე­დე­გე­ბი გა­ვა­ა­ნა­ლი­ზეთ და სპე­ცი­ა­ლის­ტებ­მა ჩათ­ვა­ლეს, რომ ცვლი­ლე­ბა მი­სა­ღე­ბი იყო. სხვა­თა შო­რის, მცი­რე ცვლი­ლე­ბე­ბი შარ­შა­ნაც გვქონ­და – რამ­დე­ნი­მე სა­გან­ში შე­ვამ­ცი­რეთ ტეს­ტის ხან­გ­რ­ძ­ლი­ვო­ბა. ქარ­თუ­ლის ტეს­ტის ცვლი­ლე­ბაც მზად გვქონ­და, მაგ­რამ პან­დე­მი­ი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, სა­ჭი­რო რა­ო­დე­ნო­ბის საც­დე­ლი ტეს­ტი­რე­ბის ჩა­ტა­რე­ბა ვერ მო­ხერ­ხ­და. ამის გა­მო აბი­ტუ­რი­ენ­ტებს, აპ­რო­ბა­ცი­ის გა­რე­შე, გა­მო­უც­დე­ლი ტეს­ტი არ შევ­თა­ვა­ზეთ. ახ­ლა მო­დე­ლი უკ­ვე გა­მოც­დი­ლია და ვფიქ­რობთ, ერ­თი მხრივ, აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბის­თ­ვის ტეს­ტ­ზე მუ­შა­ო­ბა გა­ცი­ლე­ბით კომ­ფორ­ტუ­ლი იქ­ნე­ბა და მე­ო­რე მხრივ, სა­ხეც­ვ­ლი­ლი ტეს­ტით კვლავ შევ­ძ­ლებთ იმ უნა­რე­ბის შე­მოწ­მე­ბას, რომ­ლე­ბიც გვინ­და, რომ შე­მოწ­მ­დეს.

რაც შე­ე­ხე­ბა გე­ოგ­რა­ფი­ის ტესტს, მარ­თ­ლაც მი­ნი­მა­ლუ­რი ცვლი­ლე­ბაა, მაგ­რამ რად­გან აბი­ტუ­რი­ენ­ტებს ყვე­ლა დე­ტა­ლი აინ­ტე­რე­სებთ, გეტყ­ვით, რომ 2022 წელს მხო­ლოდ ერთ ქუ­ლა­ში იქ­ნე­ბა გან­ს­ხ­ვა­ვე­ბა, ანუ მაქ­სი­მა­ლუ­რი ქუ­ლის რა­ო­დე­ნო­ბა ერ­თით ნაკ­ლე­ბია. ასე­ვე გა­მოც­და­ზე რუ­კებს აღარ და­ვა­რი­გებთ, რად­გან ელექ­ტ­რო­ნულ ბუკ­ლეტ­ში იქ­ნე­ბა მო­ცე­მუ­ლი. რე­ა­ლუ­რად დი­დი გან­ს­ხ­ვა­ვე­ბა არ არის, ტეს­ტუ­რი და­ვა­ლე­ბე­ბი სხვა­დას­ხ­ვა ქუ­ლი­ა­ნი გახ­და.

– ქალ­ბა­ტო­ნო სო­ფო, რად­გან ცვლი­ლე­ბებ­ზე ვსა­უბ­რობთ, აუცი­ლებ­ლად მინ­და გკითხოთ, გა­ნი­ხი­ლე­ბა თუ არა ერ­თი­ა­ნი ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბის მას­შ­ტა­ბუ­რი ცვლი­ლე­ბა უახ­ლო­ეს პე­რი­ოდ­ში?

– ზო­გა­დად რამ­დე­ნი­მე წე­ლია მიმ­დი­ნა­რე­ობს იმა­ზე მსჯე­ლო­ბა, რომ ერ­თი­ა­ნი ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბის სის­ტე­მა უნ­და შე­იც­ვა­ლოს. ცვლი­ლე­ბე­ბი, რომ­ლებ­ზეც  ვი­სა­უბ­რეთ, არ არის მას­შ­ტა­ბუ­რი, რად­გან რე­ა­ლუ­რად ერ­თი საგ­ნის და­მა­ტე­ბა ან გა­მოკ­ლე­ბა სუ­რათს მნიშ­ვ­ნე­ლოვ­ნად არ ცვლის. ფორ­მა­ტი კი – მკაც­რად ცენ­ტ­რა­ლი­ზე­ბუ­ლი გა­მოც­და – იგი­ვე რჩე­ბა. ცვლი­ლე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბა­ზე სა­უ­ბა­რი, რა თქმა უნ­და, მი­დის. უკე­თე­სი იქ­ნე­ბო­და, რომ სის­ტე­მა მკაც­რად ცენ­ტ­რა­ლი­ზე­ბუ­ლი არ იყოს და ჩა­რიცხ­ვე­ბი­სას უნი­ვერ­სი­ტე­ტებს მე­ტი ავ­ტო­ნო­მია ჰქონ­დეთ; მი­ღე­ბი­სათ­ვის ერ­თა­დერ­თი შე­ფა­სე­ბის კრი­ტე­რი­უ­მი მხო­ლოდ ეს კომ­პო­ნენ­ტი – გა­მოც­დის ქუ­ლა – არ იყოს, სხვა ტი­პის შე­ფა­სე­ბე­ბიც იქ­ნას გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბის მხრი­დან. თა­ვის­თა­ვად, პო­ზი­ტი­უ­რი ნა­ბი­ჯი იქ­ნე­ბა, თუ სა­მო­მავ­ლოდ კრი­ტე­რი­უ­მე­ბი უფ­რო მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი იქ­ნე­ბა და უნი­ვერ­სი­ტე­ტებს მე­ტი ავ­ტო­ნო­მია მი­ე­ცე­მათ აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბის მი­ღე­ბის პრო­ცეს­ში. თუმ­ცა ეს მარ­ტი­ვი არ არის და ძა­ლი­ან ბევრ ცვლი­ლე­ბას მო­ითხოვს სხვა­დას­ხ­ვა მი­მარ­თუ­ლე­ბით. თუნ­დაც, ერთ-ერ­თი ცვლი­ლე­ბა, რაც სა­ჭი­როა ასე­თი სის­ტე­მის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში, არის და­ფი­ნან­სე­ბის მო­დე­ლის შეც­ვ­ლა. იცით, რომ ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით დაწყე­ბუ­ლია მუ­შა­ო­ბა. ვიტყო­დი, რომ ასე­თი მას­შ­ტა­ბუ­რი ცვლი­ლე­ბა ერ­თი­ან ეროვ­ნულ გა­მოც­დებ­ში გარ­და­უ­ვა­ლი იქ­ნე­ბა, მაგ­რამ ეს უახ­ლო­ე­სი მო­მავ­ლის სა­კითხი არ არის.

ნა­წი­ლი მე­სა­მე

სხვა პრო­ექ­ტე­ბი 

– სხვა პრო­ექ­ტებ­ზეც ვი­სა­უბ­როთ, რომ­ლებ­საც შე­ფა­სე­ბი­სა და გა­მოც­დე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რი ახორ­ცი­ე­ლებს. 5 ნო­ემ­ბერს მოს­წავ­ლე­თა ეროვ­ნულ სას­წავ­ლო ოლიმ­პი­ა­და­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მსურ­ველ­თა რე­გის­ტ­რა­ცია გა­მოცხად­და. თუ შე­იძ­ლე­ბა, მოკ­ლედ გვითხა­რით ოლიმ­პი­ა­დის მიზ­ნე­ბის შე­სა­ხებ და სად გავ­ყა­ვართ სა­ბო­ლოო შე­დე­გებს. რო­გორც ვი­ცი, ეროვ­ნულ ოლიმ­პი­ა­და­ში გა­მარ­ჯ­ვე­ბუ­ლი მოს­წავ­ლე­ე­ბი შემ­დეგ სა­ერ­თა­შო­რი­სო ოლიმ­პი­ა­დებ­შიც ერ­თ­ვე­ბი­ან.

– ოლიმ­პი­ა­და, რა თქმა უნ­და, მოს­წავ­ლე­ე­ბის წა­სა­ხა­ლი­სებ­ლად ტარ­დე­ბა – მთა­ვა­რი მი­ზა­ნია, თი­თო­ე­ულ სა­გან­ში გა­ვუღ­რ­მა­ოთ ინ­ტე­რე­სი. რა­საკ­ვირ­ვე­ლია, სა­ერ­თა­შო­რი­სო ოლიმ­პი­ა­დებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბაც სა­ყუ­რადღე­ბოა, თუმ­ცა, შე­იძ­ლე­ბა სა­ერ­თა­შო­რი­სო ოლიმ­პი­ა­და ყვე­ლა სა­გან­ში არ ტარ­დე­ბო­დეს (მა­გა­ლი­თად, ქარ­თულ ენა­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში). მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, მოს­წავ­ლე­ე­ბის წა­ხა­ლი­სე­ბა და და­ჯილ­დო­ე­ბა, ზო­გა­დად, სას­წავ­ლო პრო­ცეს­საც აჯან­სა­ღებს და მათ ინ­ტე­რეს­სა და მო­ტი­ვა­ცი­ა­საც ზრდის. ამი­ტომ მო­ვუ­წო­დებ ყვე­ლას, მი­ი­ღონ მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, რე­გის­ტ­რა­ცია 26 ნო­ემ­ბ­რის ჩათ­ვ­ლით გას­ტანს. უბ­რა­ლოდ გა­ით­ვა­ლის­წი­ნონ, რომ ბავ­შ­ვე­ბი თვი­თონ ვერ და­რე­გის­ტ­რირ­დე­ბი­ან. მსურ­ვე­ლებ­მა სკო­ლის ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­ას უნ­და მი­მარ­თონ, ოლიმ­პი­ა­და­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის სურ­ვი­ლი გა­ნაცხა­დონ და სკო­ლის ად­მი­ნის­ტ­რა­ცია მათ და­ა­რე­გის­ტ­რი­რებს.

რაც შე­ე­ხე­ბა სა­ერ­თა­შო­რი­სო ოლიმ­პი­ა­დებს, მინ­და აღ­ვ­ნიშ­ნო, რომ ბო­ლო პე­რი­ოდ­ში, პან­დე­მი­ით შექ­მ­ნი­ლი მდგო­მა­რე­ო­ბის გა­მო, ნა­წი­ლი სა­ერ­თოდ გა­და­ი­დო, გარ­კ­ვე­უ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბით კი, მა­ინც ჩა­ტარ­და ელექ­ტ­რო­ნუ­ლად. ძა­ლი­ან სა­სი­ხა­რუ­ლოა, რომ ჩვენ­მა მოს­წავ­ლე­ებ­მა არა­ერთ ოლიმ­პი­ადა­ზე გვა­სა­ხე­ლეს. იმე­დია, წელ­საც მი­ი­ღე­ბენ მო­ნა­წი­ლე­ო­ბას და კარგ შე­დე­გებ­საც აჩ­ვე­ნე­ბენ.

– გა­სულ თვე­ში ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ და­იწყო 2021 წლის წიგ­ნი­ე­რე­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო კვლე­ვის (PIRLS) ძი­რი­თა­დი სა­ვე­ლე სა­მუ­შა­ო­ე­ბი. რო­გორ მიმ­დი­ნა­რე­ობს პრო­ცე­სი?

– მო­გეხ­სე­ნე­ბათ, PIRLS წიგ­ნი­ე­რე­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო კვლე­ვაა და მე­ოთხეკ­ლა­სე­ლე­ბის ცოდ­ნა­სა და უნა­რებს იკ­ვ­ლევს, ერ­თ­მა­ნეთს ადა­რებს სხვა­დას­ხ­ვა ქვეყ­ნის მო­ნა­ცე­მებს. ამ­ჯე­რად მე­ხუ­თეკ­ლა­სე­ლებ­ში და­ვიწყეთ კვლე­ვა, რად­გან გა­ზაფხულ­ზე, პან­დე­მი­ის გა­მო, შე­ფერ­ხ­და პრო­ცე­სი და მა­შინ­დელ მე­ოთხეკ­ლა­სე­ლებ­თან ეს ვერ შევ­ძე­ლით. ახ­ლა მოგ­ვე­ცა შე­საძ­ლებ­ლო­ბა, სკო­ლე­ბის დიდ ნა­წილ­ში დაგ­ვეწყო სა­ვე­ლე სა­მუ­შა­ო­ე­ბი, მაგ­რამ გარ­კ­ვე­ულ ნა­წილ­ში, სა­დაც პან­დე­მი­ის გა­მო და­ხუ­რუ­ლია კონ­კ­რე­ტუ­ლი კლა­სე­ბი ან მთლი­ა­ნად სკო­ლა, ჯერ­ჯე­რო­ბით ვერ შევ­ძე­ლით. ამი­ტომ სა­ვე­ლე სა­მუ­შა­ო­ე­ბი არ დაგ­ვის­რუ­ლე­ბია. მარ­თა­ლია, მოს­წავ­ლე კომ­პი­უ­ტერ­ზე ას­რუ­ლებს და­ვა­ლე­ბას, მაგ­რამ ის აუცი­ლებ­ლად სკო­ლა­ში უნ­და იყოს და იქ შე­ას­რუ­ლოს ტეს­ტი. ბუ­ნებ­რი­ვია, ვე­ლო­დე­ბით დრო­ე­ბით და­ხუ­რუ­ლი სკო­ლე­ბის თუ კლა­სე­ბის გახ­ს­ნას, რომ პრო­ცე­სი და­ვას­რუ­ლოთ.

– აუცი­ლებ­ლად მინ­და გკითხოთ კი­დევ ერთ მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან პრო­ექ­ტ­ზე – „შე­ფა­სე­ბა გან­ვი­თა­რე­ბის­თ­ვის“, რომ­ლის დაწყე­ბა გა­ზაფხულ­ზე პან­დე­მი­ის გა­მო გა­და­ი­დო, თუმ­ცა, რო­გორც ცნო­ბი­ლია, საც­დე­ლი ტეს­ტი­რე­ბის ჩა­ტა­რე­ბა შე­ძე­ლით. რა აჩ­ვე­ნა პი­ლოტ­მა და რო­გო­რია პრო­ექ­ტის სა­მო­მავ­ლო გეგ­მე­ბი?

– ამ პრო­ექ­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას პან­დე­მი­ის გა­მო ნამ­დ­ვი­ლად ჰქონ­და გარ­კ­ვე­უ­ლი შე­ფერ­ხე­ბა, რად­გან ტეს­ტი­რე­ბის ჩა­სა­ტა­რებ­ლად მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, რომ ბავ­შ­ვე­ბი სკო­ლა­ში იყ­ვ­ნენ. რაც შე­ე­ხე­ბა პი­ლოტს, ორი მი­მარ­თუ­ლე­ბა გვა­ინ­ტე­რე­სებ­და: პირ­ველ რიგ­ში, ტექ­ნი­კუ­რი მი­მარ­თუ­ლე­ბა, რად­გან სრუ­ლად ელექ­ტ­რო­ნუ­ლია ეს პრო­ცე­სი, ანუ მოს­წავ­ლე­ე­ბი და­ვა­ლე­ბებს კომ­პი­უ­ტერ­ზე ას­რუ­ლე­ბენ და მე­ო­რე – ში­ნა­არ­სობ­რი­ვი მხა­რე, ასე­ვე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი კომ­პო­ნენ­ტი, რაც ამ ტი­პის შე­ფა­სე­ბას ახ­ლავს. ეს არის გარ­კ­ვე­უ­ლი ფორ­მის ან­გა­რი­ში, რო­მელ­საც მოს­წავ­ლე, მშო­ბე­ლი, მას­წავ­ლე­ბე­ლი და დი­რექ­ტო­რი იღებს ჩვენ­გან. მას­ში წარ­მოდ­გე­ნი­ლია ბავ­შ­ვის მიღ­წე­ვე­ბის დე­ტა­ლუ­რი აღ­წე­რა, მა­გა­ლი­თად, რა მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­უ­ჭირ­და, რა ტი­პის და­ვა­ლე­ბე­ბი ამოხ­ს­ნა კარ­გად, რა ად­გი­ლი უჭი­რავს კლას­თან მი­მარ­თე­ბა­ში ან, ზო­გა­დად, ქვეყ­ნის სა­შუ­ა­ლო მაჩ­ვე­ნე­ბელ­თან მი­მარ­თე­ბით. ეს ან­გა­რი­შე­ბი უკ­ვე წარ­ვუდ­გი­ნეთ სკო­ლებ­სა და მშობ­ლებს და მათ­გან უკუ­კავ­შირს ვი­ღებთ –  მი­სა­ღე­ბია თუ არა ან­გა­რი­შის ასე­თი ფორ­მა, ბევ­რი ინ­ფორ­მა­ციაა მო­ცე­მუ­ლი თუ პი­რი­ქით, მე­ტი ინ­ფორ­მა­ცია სჭირ­დე­ბათ იმის­თ­ვის, რომ და­ეხ­მა­რონ შვილს ან მოს­წავ­ლეს სწავ­ლა-სწავ­ლე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა­ში. რე­ა­ლუ­რად ამ პრო­ექ­ტის მი­ზა­ნიც ხომ ეს არის, შე­ფა­სე­ბა იმის­თ­ვის ტარ­დე­ბა, რომ სკო­ლას, მას­წავ­ლე­ბელს, მშო­ბელ­სა და ბავშვს და­ეხ­მა­როს იმის და­ნახ­ვა­ში, რა ეტაპ­ზეა მოს­წავ­ლე და რი­სი გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა სჭირ­დე­ბა. სკო­ლა­საც სწო­რედ ამას ვე­კითხე­ბით, რამ­დე­ნად მი­სა­ღე­ბია და­გეგ­მი­ლი ან­გა­რი­შე­ბის მო­დუ­ლე­ბი, რის შეც­ვ­ლას ისურ­ვებ­დ­ნენ ან რა და­მა­ტე­ბი­თი ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ღე­ბა სურთ. ვეც­დე­ბით, სა­ბო­ლოო უკუ­კავ­ში­რის შე­დე­გად კი­დევ უფ­რო გა­ვა­უმ­ჯო­ბე­სოთ ფორ­მა­ტი, რომ­ლი­თაც მას­შ­ტა­ბურ შე­ფა­სე­ბას ჩა­ვა­ტა­რებთ. ამ ეტაპ­ზე შე­ფა­სე­ბა ორ სა­გან­ში ჩა­ტარ­და – ქარ­თულ ენა­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში და მა­თე­მა­ტი­კა­ში, დაწყე­ბით კლა­სებ­ში.

–  და­ბო­ლოს, მინ­და ვი­სარ­გებ­ლო შემ­თხ­ვე­ვით და ძა­ლი­ან ბევ­რი მას­წავ­ლებ­ლის­თ­ვის სა­ინ­ტე­რე­სო კითხ­ვა და­გის­ვათ – პე­და­გოგ­თა დი­დი ნა­წი­ლი ელო­დე­ბა წამ­ყ­ვა­ნი და მენ­ტო­რი მას­წავ­ლებ­ლის გა­მოც­დას. რო­გორც ცნო­ბი­ლია, გა­მოც­დე­ბი თქვენ­მა ცენ­ტ­რ­მა უნ­და მო­ამ­ზა­დოს, შემ­დეგ გა­ი­ა­როს პი­ლო­ტი და ბო­ლოს მას­შ­ტა­ბუ­რად ჩა­ტარ­დეს. რო­დის შეძ­ლე­ბენ მას­წავ­ლებ­ლე­ბი გა­მოც­დის ჩა­ბა­რე­ბას?

– კა­ნონ­მ­დებ­ლო­ბით გვე­ვა­ლე­ბა, რომ ეს გა­მოც­და 2022 წელს ჩა­ვა­ტა­როთ. შე­სა­ბა­მი­სად, ჩვე­ნი ჯგუ­ფი სწო­რედ იმის­თ­ვის მუ­შა­ობს, რომ მო­მა­ვა­ლი წლის ზაფხულ­ში, რო­ცა სხვა გა­მოც­დე­ბთან ერთად, ეს გა­მოც­დაც ჩა­ტარ­დეს. შე­სა­ბა­მი­სად, წლის ბო­ლომ­დე, გარ­კ­ვე­უ­ლი მო­ნა­ხა­ზიც გვექ­ნე­ბა მას­წავ­ლებ­ლე­ბის­თ­ვის, რო­გო­რი იქ­ნე­ბა გა­მოც­და. რა თქმა უნ­და, ჩვენ მას­წავ­ლებ­ლის პრო­ფე­სი­ულ სტან­დარტს ვეყ­რ­დ­ნო­ბით, სა­დაც წამ­ყ­ვა­ნი და მენ­ტო­რი მას­წავ­ლებ­ლის­თ­ვის და­მა­ტე­ბი­თი კომ­პე­ტენ­ცი­ე­ბია გან­საზღ­ვ­რუ­ლი, ამი­ტომ გა­მოც­დის მომ­ზა­დე­ბა ამ სტან­დარ­ტ­ზე დაყ­რ­დ­ნო­ბი­თა და იმ ლი­ტე­რა­ტუ­რის სა­ფუძ­ველ­ზე და­ვიწყეთ, რო­მე­ლიც მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ცენ­ტ­რ­მა მოგ­ვა­წო­და. წლის ბო­ლო­სათ­ვის უკ­ვე შევ­ძ­ლებთ, რომ უფ­რო მე­ტი დე­ტა­ლი იყოს ცნო­ბი­ლი იმ მას­წავ­ლებ­ლე­ბი­სათ­ვის, რომ­ლებ­საც აინ­ტე­რე­სებთ გა­მოც­დის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია. 2022 წლის­თ­ვის ამ გა­მოც­და­ზე და­რე­გის­ტ­რი­რე­ბას ნე­ბის­მი­ე­რი ის მსურ­ვე­ლი შეძ­ლებს, რო­მელ­საც კა­ნონ­მ­დებ­ლო­ბით ექ­ნე­ბა გა­მოც­და­ზე გას­ვ­ლის უფ­ლე­ბა.

ესა­უბ­რა ლა­ლი ჯე­ლა­ძე

 

არდადეგები

არდადეგები – თავისუფლებისა და დასვენების დღეების ხიბლი

ინა იმედაშვილი იუჯის სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ათეულთა...

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები