27 ივლისი, შაბათი, 2024

საგანმანათლებლო რესურსცენტრების გაძლიერება ზოგადი განათლების რეფორმის მხარდაჭერისათვის

spot_img

განათლების კოალიციამ, განათლებისა და მეცნირების სამინისტროსთან თანამშრომლობით და გაეროს განვითარების ფონდის (UNDP) ფინანსური მხარდაჭერით, პროექტის „საგანმანათლებლო რესურსცენტრების გაძლიერება ზოგადი განათლების რეფორმის მხარდაჭერისათვის“ განხორციელება დაიწყო.

პროექტის მიზანია განათლების რეფორმის პროცესის ეფექტიანად წარმართვის ხელშეწყობა, მტკიცებულებებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღება და ამ გზით, მასწავლებელთა კვალიფიკაციისა და მოსწავლეთა სწავლების ხარისხის გაუმჯობესება.

„ხარისხიანი განათლების უზრუნველყოფა ქვეყნის მდგრადი განვითარების საწინდარია. შესაბამისად, ვფიქრობ, მასწავლებელთა პროფესიული უნარების გაღრმავებას და საგანმანათლებლო რესურსცენტრების ინსტიტუციურ გაძლიერებას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება განათლების რეფორმის წარმატებით განხორციელებისთვის“ – განაცხადა სალომე ოდიშარიამ, „მმართველობის რეფორმების ფონდის“ პროექტის მენეჯერმა.

„განათლების სისტემის კვლევებში, შეფასებებსა და სტრატეგიულ დოკუმენტებში არაერთგზის არის აღნიშნული, რომ აუცილებელია საგანმანათლებლო რესურსცენტრების ფუნქციური განვითარება და სკოლის მხარდამჭერი როლის გაძლიერება“ – განაცხადა განათლების კოალიციის დირექტორმა, გიორგი ჭანტურიამ.

პროექტი ორ ძირითად მიმართულებას მოიცავს:

რესურსცენტრების საჭიროებების კვლევა მათი ორგანიზაციული განვითარებისათვის;

საგანმანათლებლო რესურსცენტრების შესაძლებლობების გაძლიერება სკოლის ბაზაზე პროფესიული განვითარების სისტემის მხარდაჭერისათვის.

მომზადდა შესაბამისი გზამკვლევი სკოლის დონეზე პროფესიული განვითარების მხარდასაჭერად. ამავდროულად, ჩატარდება სამუშაო შეხვედრები და ტრენინგები რესურსცენტრებისა და სკოლის დირექტორთათვის. ამ მიმართულებით ცოდნისა და უნარების განვითარება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს სკოლაში მასწავლებელთა კვალიფიკაციის ამაღლებასა და სასწავლო შედეგების გაუმჯობესებას.

პროექტის ფარგლებში ჩატარდება რესურსცენტრების საჭიროებების ანალიზი და შემუშავდება შესაბამისი რეკომენდაციები. აღნიშნული დოკუმენტი  ხელს შეუწყობს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და საგანმანათლებლო საზოგადოებას, მიმდინარე ცვლილებების კონტექსტში, რესურსცენტრების როლის გადააზრებასა და მათი განვითარებისათვის კონკრეტული ცვლილებების დაგეგმვაში.

 

არდადეგები

არდადეგები – თავისუფლებისა და დასვენების დღეების ხიბლი

ინა იმედაშვილი იუჯის სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ათეულთა...

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები