19 აპრილი, პარასკევი, 2024

როდის ჩატარდება სტატუსისთვის განკუთვნილი გამოცდა პროფესიულ უნარებში – naec-ის პასუხი

spot_img

როდის შეძლებენ უფროსი და წამყვანი მასწავლებლები სტატუსის გაუმჯობესებას და რა გზით? – ამ კითხვაზე პასუხი ძალიან ბევრ მასწავლებელს აინტერესებს, ვისაც სტატუსის გაუმჯობესება სურს. იმის შესახებ, თუ როგორ აიმაღლონ სტატუსი, რამდენიმე კვირის წინ, ჩვენი გაზეთისთვის მიცემულ ინტერვიუში, ვრცლად ისაუბრა მასწავლებლის პროფესიის რეგულირების პროგრამის ხელმძღვანელმა, ხათუნა ბარაბაძემ. როგორც გაირკვა, ეს მასწავლებლის ინდივიდუალურ სურვილზეა დამოკიდებული და არსებული სქემის მიხედვით (2020 წლის 26 ივნისს განხორციელდა ცვლილება 241-ე დადგენილებაში), თუკი მასწავლებელი თვლის, რომ წამყვანის სტატუსს იმსახურებს და მზადაა ამისთვის, ჩააბარებს სტატუსისთვის განკუთვნილ გამოცდას პროფესიულ უნარებში: უფროსი – წამყვანისთვის განსაზღვრულ გამოცდას, ხოლო წამყვანი – მენტორისთვის. გამოცდის ჩაბარების შემდეგ კი, სტატუსის ასამაღლებლად, მათ მასწავლებლის სახლს უნდა მიმართონ. შემდეგი ეტაპი უკვე მასწავლებლის პრაქტიკულ შეფასებას დაეთმობა. როგორ შეფასდება მასწავლებლის პრაქტიკული საქმიანობა, ამის შესახებ დეტალური ინფორმაციის ნახვა შეგიძლიათ ინტერვიუს📌 სრულ ვერსიაში.

თუმცა, გამოცდა რომ უპირობო გზაა სტატუსის ასამაღლებლად, ამას მასწავლებლის პროფესიის რეგულირების პროგრამის ხელმძღვანელიც ადასტურებს და ამბობს, რომ გამოცდის ჩატარების კონკრეტულ თარიღს ერთი წლის განმავლობაში უნდა ველოდოთ, გამოცდები კი ნაეკმა უნდა მოამზადოს.

აქედან გამომდინარე, ამ ინფორმაციის დასაზუსტებლად შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს მივმართეთ. სოფიო გორგოძის განმარტებით, მათ გამოცდის ჩატარება, კანონმდებლობით, 2022 წლისთვის ევალებათ. „შესაბამისად, ჩვენი ჯგუფი სწორედ იმისთვის მუშაობს, რომ მომავალი წლის ზაფხულში, სხვა გამოცდებთან ერთად, ეს გამოცდაც ჩატარდეს. წლის ბოლომდე, გარკვეული მონახაზიც გვექნება მასწავლებლებისთვის, როგორი იქნება გამოცდა. რა თქმა უნდა, ჩვენ მასწავლებლის პროფესიულ სტანდარტს ვეყრდნობით, სადაც წამყვანი და მენტორი მასწავლებლისთვის დამატებითი კომპეტენციებია განსაზღვრული, ამიტომ გამოცდის მომზადება ამ სტანდარტზე დაყრდნობითა და იმ ლიტერატურის საფუძველზე დავიწყეთ, რომელიც მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრმა მოგვაწოდა. წლის ბოლოსათვის უკვე შევძლებთ, რომ უფრო მეტი დეტალი იყოს ცნობილი დაინტერესებული მასწავლებლებისთვის. 2022 წლისთვის ამ გამოცდაზე დარეგისტრირებას ნებისმიერი მსურველი შეძლებს, რომელსაც კანონმდებლობით ექნება გამოცდაზე გასვლის უფლება.“ – აღნიშნა ცენტრის დირექტორმა. 

📌შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორთან, სოფიო გორგოძესთან ვრცელი ინტერვიუ წაიკითხეთ „ახალი განათლების“ 33-ე ნომერში.

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები